დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby NAZGHA » 21 Jul 2014 16:36

2-3 აგვისტოს ვგეგმავთ წავიდეთ ყაზბეგის რაიონში და დავასუფთავოთ საქართველოში ერთერთი ყველაზე პოპულარული სამთო ბილიკი, რომელიც გერგეთიდან მეტეო სადგურისკენ მიდის, საიდანაც ტურისტები და მთასვლელები მყინვარწვერზე ადიან. ყაზბეგში გერგეთის სამება ალბათ ყველამ იცით და როგორც მინიმუმ სურათზე მაინც გინახავთ. ეკლესიაზ ღვის დონიდან 2000 მეტრზეა, აქედან შუალედური წერტილი მეტეომდე, სადაც ტურისტები აკლიმატიზაციისთვის ჩერდებიან არის ეგრეთ წოდებული "საბერწე", ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. სწორედ საბერწეზე შარშან დაგხვდა წლების განმავლობაში ნაგროვები კონსერვის ქილები, გაზის ბალონები (სალაშქრო ქურებისთვის - "ჯოჯოსთვის") და მსგავსი ნაგავი. ვგეგმავთ გავაკეთოთ ორი ბანაკი ერთი საბერწეზე, მეორე გერგეთზე, და პირველი ბანაკიდან ჩამოვზიდოთ ეს ნაგავი ქვემოთ, საიდანაც მანქანები დაგვეხმარებიან მის გატანაში.
აღნიშნული ეკო გასვლა იქნება სანახაობრივად ძალიან ლამაზი, რადგან ყაზბეგის დიად მთებს ვნახავთ, და მოგვიწევს საბერწეზე (3000მ) ასვლა, ასევე ეს ეკო გასვლა იქნება წელს ყველაზე მნიშნველოვანი მსგავსი ტიპის აქტიობებს შორის მისი სპეციფიკიდან გამომდინარე.

სურათებს თვალსაჩინოებისთვის მოგვიანებით მოგაწვდით.

ეხლა საჭიროა, რომ მაქსიმალურად ზუსტად დავფიქსირდეთ მსურველები, რათა მოხდეს აღჭურვილობის მომზადება-მობილიზება და გეგმის ზუსტად მორგება მსურველთა რაოდენობაზე. კარგი იქნება თუ ხვალ საღამოს 9 საათამდე შეძლებთ თქვენი პასუხის დაწერას.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Sh@ko
ფორუმელი
Posts: 146
Joined: 01 Dec 2009 12:13

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby Sh@ko » 21 Jul 2014 16:50

დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას! :)

თავისუფალი ვიქნები მაგ დროს და მოწადინებულიც, რათა ნაგვისგან გავწმინდო ქვეყანა!

User avatar
Marishka
ფორუმელი
Posts: 117
Joined: 26 Feb 2014 20:41

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby Marishka » 21 Jul 2014 16:59

თუ რამე არ შეიცვალა სამსახურში, წამოვალ, წესით ვისვენებ

khinchaga
ფორუმელი
Posts: 42
Joined: 30 May 2012 16:38

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby khinchaga » 21 Jul 2014 18:56

დავაზუსტებ, სავარაუდოდ მოვდივარ

User avatar
anachka3
ფორუმელი
Posts: 40
Joined: 01 Mar 2013 21:06

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby anachka3 » 21 Jul 2014 20:30

90% მოვდივარ.

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby NAZGHA » 21 Jul 2014 20:31

ხალხ! ვის აქვს კავშირი სარეკლამო ფირმებთან რომ გავიგოთ რა დაჯდება და როგორ გააკეთებენ აბრებს ტექსტით "გთხოვთ ნუ დაანაგვიანებთ"
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
salome
ფორუმელი
Posts: 27
Joined: 05 Mar 2014 23:24

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby salome » 21 Jul 2014 20:44

სავარაუდოდ წამოვაალ ..

თამთა
ფორუმელი
Posts: 44
Joined: 05 Mar 2014 21:30

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby თამთა » 21 Jul 2014 20:54

მოვდივარ თუ არაფერი შეიცვალა

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby NAZGHA » 21 Jul 2014 20:58

გაითვალისწინეთ მოგვიწევს ნაგვის (დაჭეჭყილ-დაჟანგებული კონსერვების) ჩანთებით და ტომრებით ჩამოტანა.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby NAZGHA » 21 Jul 2014 23:37

აბრების სავარაუდო დიზაინი
Image


Image
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby NAZGHA » 22 Jul 2014 10:22

რაც შეეხება ხარჯებს. (დაზუსტდება რამდენიმე დღეში)

გზის ფული 20 ლარი (წასვლა-წამოსვლა): იდეალური იქნებოდა ვინმემ რომ დაგვიფინანსოს, მცდელობა გვაქვს მაგრამ დიდი იმედი არა :) თუ ვინმეს გაქვთ იდეა ან შესაძლებლობა ტრანსპორტის პრობლემა მოაგვაროს, მივესალმებით ინიციატივას.

აბრის ხარჯი 5 ლარი: აქ დიდი იმედი გვაქვს რომ ვინმეს უფასოდ დავაბეჭდინებთ-გავაკეთებთ და ფული არ დაგვჭირდება.

დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby NAZGHA » 22 Jul 2014 11:05

ნაგვის ჩამოტანის პრობლემა მოგვარდა: ეკლესიიდან 2000მ სოფელ გერგეთამდე შეგროვებულ ნაგავს ჩაგვატანინებენ ყაზბეგის სამაშველოს მანქანით (პიკაპით), სოფელ გერგეთთან უკვე ყაზბეგის დასუფთავების სამსახურის მანქანა დაგხვდება.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby Pensia_27 » 22 Jul 2014 11:26

NAZGHA wrote:ნაგვის ჩამოტანის პრობლემა მოგვარდა: ეკლესიიდან 2000მ სოფელ გერგეთამდე შეგროვებულ ნაგავს ჩაგვატანინებენ ყაზბეგის სამაშველოს მანქანით (პიკაპით), სოფელ გერგეთთან უკვე ყაზბეგის დასუფთავების სამსახურის მანქანა დაგხვდება.

მშვენიერ.
Meine Ehre Heisst Treue

changes
ფორუმელი
Posts: 36
Joined: 08 Mar 2014 22:57

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby changes » 22 Jul 2014 16:38

(მაგ დროისთვის დამიბრუნდება კოჭი, აღარ ვიქნები კოჭლი და) წამოვალ

keti.sana
ფორუმელი
Posts: 22
Joined: 06 Mar 2014 15:52

Re: დასუფთავების აქცია ყაზბეგში - საბერწეზე

Postby keti.sana » 22 Jul 2014 21:46

მოვდივართ მე და ირინოლაც დიდი ალბათობით.