Page 1 of 2

14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 05 Jun 2014 00:32
by ზარაზა
14 ივნისს "ს.ო.აისი"-ს მორიგი დასუფთავების აქცია და მეხუთედ ზედაზენზე, იმედია საფინალო... :)
ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზება - მინიმუმ 30-35 მოხალისე - რათა მთლიანად მოვიცვათ ზედაზენისკენ მიმავალი გზა ნადარბაზევიდან მონასტრამდე და მიმდებარე ე.წ. "საქეიფო" ადგილები.

შეკრების დრო: 2014 წლის 14 ივნისი, შაბათი, 9:00 საათი;
შეკრების ადგილი: მეტრო დიდუბის ქვედა გამოსასვლელი;

თბილისიდან გავალთ დაქირავებული მიკროავტობუსებით, ადგილზე დავიყოფით 4 სამუშაო ჯგუფად და თითოეული ჯგუფი იმუშავებს თავის სამუშაო ზონაში. ბოლოს ყველანი შევიკრიბებით ნადარბაზევში (1 ზონა).

Image

გასვლაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აისელს და მათ ნაცნობ მეგობრებს, მოკლედ - ნებისმიერ მოხალისეს.

თითოეულმა მოხალისემ თან უნდა იქონიოთ 5 ლარი სამგზავრო ფული (სასურველია 2 ლარიანი, 1 ლარიანი და 50 თეთრიანი მონეტებით), მოხერხებული ტანსაცმელი და ერთი დღისთვის საკმარისი საკვები. დასასუფთავებელ ტერიტორიაზე ახლოს არის 4 წყარო, ამიტომ სეზონის მიუხედავად აუცილებელი არ არის დიდი რაოდენობით წყალის წამოღება, მარაგს ადგილზე შევივსებთ.

დასუფთავების აქციაზე მოქმედებს აისის გასვლის წესები, იკრძალება ალკოჰოლური სასმელი (მათ შორის ლუდიც), უცენზურო გამონათქვამები და პოლიტიკაზე საუბარი!!!

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 05 Jun 2014 10:53
by niniamin
წამოვალ (დიდი ალბათობით).

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 05 Jun 2014 21:31
by თაკო
მე ხვალ მეცოდინება პასუხი :( იმედია წამოვალ

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 09 Jun 2014 09:31
by რომანოზ
მოვდივარ!

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 10 Jun 2014 10:30
by kaxaber7
დაახლოებით რა დროს ვიქნებით თბილისში?
საღამოს 5 საათზე ლექცია მაქ და თუ ჩამოვუსწრებ წამოვალ აუცილებლად.

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 10 Jun 2014 14:38
by ზარაზა
kaxaber7
ძალიან საეჭვოა 17:00-სთვის ვიყოთ თბილისში...

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 10 Jun 2014 18:30
by kaxaber7
ცოტა ადრე ვერაფერს ვერ წამოვყვები თუ იცით?

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 10 Jun 2014 19:09
by ზარაზა
კი, როგორ არა...
საგურამოში რეგულარულად დადის მიკროავტობუსი...
ზუსტი განრიგის დადგენა დიდუბეშივეა შესაძლებელი...

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 11 Jun 2014 22:19
by ხუცო
მოვდივარ

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 11 Jun 2014 22:47
by თაკო
მე მოვდივარ :)

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 11 Jun 2014 22:59
by kaxaber7
ზარაზა, გმადლობ. მაშინ დიდი შანსია წამოვიდე, ზუსტ პასუხს ხუთშაბათ საღამოს დავაფიქსირებ

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 12 Jun 2014 21:41
by kaxaber7
ვერ მოვდივარ : /

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 12 Jun 2014 22:10
by Mananoida
Gamarjoba.
Movdivar me da 1 moxalisec momkavs.
Imedia posti ar aris dagvianebuli :)

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 12 Jun 2014 23:03
by sveta!
მე, ქეთი აფრიამაშვილი და კიდე 1 მოხალისე მოვდივართ

Re: 14.06.2014 ზედაზენი-5 (FINAL)

Posted: 12 Jun 2014 23:06
by ირინოლა
მოვდივარ და მეგობარიც მომყავს.