
ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზება - მინიმუმ 30-35 მოხალისე - რათა მთლიანად მოვიცვათ ზედაზენისკენ მიმავალი გზა ნადარბაზევიდან მონასტრამდე და მიმდებარე ე.წ. "საქეიფო" ადგილები.
შეკრების დრო: 2014 წლის 14 ივნისი, შაბათი, 9:00 საათი;
შეკრების ადგილი: მეტრო დიდუბის ქვედა გამოსასვლელი;
თბილისიდან გავალთ დაქირავებული მიკროავტობუსებით, ადგილზე დავიყოფით 4 სამუშაო ჯგუფად და თითოეული ჯგუფი იმუშავებს თავის სამუშაო ზონაში. ბოლოს ყველანი შევიკრიბებით ნადარბაზევში (1 ზონა).

გასვლაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აისელს და მათ ნაცნობ მეგობრებს, მოკლედ - ნებისმიერ მოხალისეს.
თითოეულმა მოხალისემ თან უნდა იქონიოთ 5 ლარი სამგზავრო ფული (სასურველია 2 ლარიანი, 1 ლარიანი და 50 თეთრიანი მონეტებით), მოხერხებული ტანსაცმელი და ერთი დღისთვის საკმარისი საკვები. დასასუფთავებელ ტერიტორიაზე ახლოს არის 4 წყარო, ამიტომ სეზონის მიუხედავად აუცილებელი არ არის დიდი რაოდენობით წყალის წამოღება, მარაგს ადგილზე შევივსებთ.
დასუფთავების აქციაზე მოქმედებს აისის გასვლის წესები, იკრძალება ალკოჰოლური სასმელი (მათ შორის ლუდიც), უცენზურო გამონათქვამები და პოლიტიკაზე საუბარი!!!