Page 1 of 1

12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 09 Apr 2014 00:41
by ზარაზა
ს.ო. აისი, 2014 წლის 12 აპრილს, შაბათს, გეგმავს დასუფთავების (საკონტროლო) აქციას ზედაზენზე - მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, გზა მონასტრამდე, ნადარბაზევი.

შეკრების დრო: 9:00 საათი.
შეკრების ადგილი: მეტრო დიდუბის გამოსასვლელი.
სამგზავრო თანხა: ორივე მხარეს მაქსიმუმ 5 ლარი (სასურველია 50 თეთრიანი, 1 და 2 ლარიანი მონეტებით).

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აისელს და ნებისმიერ მოხალისეს.

წამომსვლელებმა თან უნდა იქონიოთ 1 დღისთვის საკმარისი საკვები, 1 ლიტრი წყალი და სამუშაოდ მოსახერხებული ტანსაცმელი.

დასუფთავების აქციაზე მოქმედებს აისის გასვლის წესები, იკრძალება ალკოჰოლური სასმელი (მათ შორის ლუდიც), უცენზურო გამონათქვამები და პოლიტიკაზე საუბარი!!!

Image
Image

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 09 Apr 2014 11:23
by თაკო
მე მინდა წამოსვლა მაგრამ ღამის მარში? დაახლოებით რამდენი დაგვჭირდება დრო? შაბათს რომელზე ვიქნებით თბილისში?

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 09 Apr 2014 11:49
by ზარაზა
თაკო
მიმდინარე კურსის კურსანტების წამოსვლას რა თქმა უნდა მივესალმებით, თუმცა...

ეკო-გასვლიდან დავბრუნდებით სადღაც 18:00 საათის მერე, ზუსტად დროის თქმა შეუძლებელია, ხოლო შემდეგ მთელი დღის ნამუშევარი, პრაქტიკულად დასვენების გარეშე, საკმაოდ მძიმე ღამის მარშზე... შეძლებთ???

მე პირადად თავს შევიკავებდი, თუმცა თქვენი გადასაწყვეტია, თუ ფიქრობთ რომ შეძლებთ, წამობრძანდით ეკოზეც...

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 09 Apr 2014 12:49
by qeksho
აუფ :( რაღა ამ ღამის მარშს დაემთხვა . :( სხვა დროსაც იქნება ალბათ?

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 09 Apr 2014 13:03
by თაკო
არა და ძალიან მინდა წამოსვლა :(

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 09 Apr 2014 15:15
by ზარაზა
qeksho
თაკო
ეკო-გასვლები კიდევ იქნება, ასე რომ სხვა დროს გელით... :)

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 09 Apr 2014 21:03
by Marishka
დავითაუ <3



სხვა დროს მეც წამოვალ სიამოვნებით

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 09 Apr 2014 21:37
by Te.o
კურსის დასრულების შემდეგ აუცილებლად შემოგიერთდებით!

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 10 Apr 2014 08:53
by Shaman
მეც ვმუშაობ სამწუხაროდ თორემ დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი. აისის მიერ ჩატარებულ ეკო გასვლებზე ყველაზე მომიწია მუშაობა.

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 10 Apr 2014 12:59
by popy
მოვდივარ....გვენეტაძე

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 10 Apr 2014 15:31
by Iashka-Iashka
მეც მოვდივარ .. :)

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 11 Apr 2014 10:40
by khinchaga
მოვდივარ.

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 11 Apr 2014 20:03
by თეონა
მოვდივარ

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 11 Apr 2014 20:39
by anachka3
Movdivar

Re: 12.04.2014 დასუფთავების (საკონტროლო) აქცია ზედაზენზე

Posted: 13 Apr 2014 23:33
by ზარაზა
2014 წლის 12 აპრილს “ს.ო.აისის” ორგანიზებით განხორციელდა ზედაზენის რიგით მეოთხე ეკო აქცია . ამჯერად დასასუფთავებელ არეალს შეადგენა გზის მონაკვეთი მონასტრიდან ნადარბაზევამდე და უშუალოდ ნადარბაზევის შიდა ტერიტორია. გასვლის 9 მონაწილემ მთელი ნაგავი 3 სხვადასხვა წერტილში შეაგროვა, საიდანაც ნარჩენები მცხეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის მუშაკებმა სპეცმანქანით ნაგავსაყრელზე გადაიტანეს.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წინა ეკო-გასვლების დროს დამაგრებული აბრები წარწერით “გთხოვთ ნუ დაყრით ნაგავს” დაუზიანებელი დაგხვდა და რაც უფრო მთავარია მათ გარშემო, წარსულში დასუფთავებული ადგილები, დანაგვიანებული არაა.

მადლობას ვუხდით აღნიშნული დასუფთავების აქციის თითოეულ მონაწილეს მონდომებული შრომისთვის, ხოლო მცხეთის რაიონის დასუფთავების სამსახურს გაწეული დახმარებისათვის.

გთავაზობთ, ზედაზენი IV ეკო-გასვლის ამსახველ ფოტომასალას...