შეკრების დრო: 9:00 საათი.
შეკრების ადგილი: მეტრო დიდუბის გამოსასვლელი.
სამგზავრო თანხა: ორივე მხარეს მაქსიმუმ 5 ლარი (სასურველია 50 თეთრიანი, 1 და 2 ლარიანი მონეტებით).
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აისელს და ნებისმიერ მოხალისეს.
წამომსვლელებმა თან უნდა იქონიოთ 1 დღისთვის საკმარისი საკვები, 1 ლიტრი წყალი და სამუშაოდ მოსახერხებული ტანსაცმელი.
დასუფთავების აქციაზე მოქმედებს აისის გასვლის წესები, იკრძალება ალკოჰოლური სასმელი (მათ შორის ლუდიც), უცენზურო გამონათქვამები და პოლიტიკაზე საუბარი!!!

