ეკო გასვლა ქვათახევში

Estel
ფორუმელი
Posts: 773
Joined: 16 Mar 2010 15:34

ეკო გასვლა ქვათახევში

Postby Estel » 26 May 2013 21:15

"You have to be realistic about these things." (L.N.)

Estel
ფორუმელი
Posts: 773
Joined: 16 Mar 2010 15:34

Re: ეკო გასვლა ქვათახევში

Postby Estel » 27 May 2013 11:39

1 ივნისს, შაბათს იგეგმება აისის ეკოგასვლა კასპის რაიონში, ქვათახევის მონასტრის მახლობლად. როგორც მიმდებარე ტერიტორიის დასაზვერად ნამყოფი აისელები იტყობინებიან, ვითარება საყურადღებოა, საჭიროა იქაურობის დასუფთავება და გამაფრთხილებელი აბრების დატოვება.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ტრანსპორტის გამოყოფის საკითხზე. მოლაპარაკების პროგრესირებისთვის საჭიროა მაქსიმალურად ზუსტად დაფიქსირდეს გასვლის მონაწილეთა რაოდენობა (სასურველია დაახლოებით 15-18 ადამიანი).

დილით გავალთ და დღის მეორე ნახევარში, საღამოსკენ ჩამოვალთ თბილისში.
დამატებით ინფორმაციას მერე დავწერთ. ჯერჯერობით ვინც წამოხვალთ, თქვენი ვინაობა დაწერეთ აქ.
"You have to be realistic about these things." (L.N.)

User avatar
luci
ფორუმელი
Posts: 39
Joined: 19 May 2012 15:35

Re: ეკო გასვლა ქვათახევში

Postby luci » 29 May 2013 13:34

მოვდივარ :kiss:
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ, ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი და შენ, კუზიანო დედამიწავ,რამდენიც გენებოს, იტრიალე!

Estel
ფორუმელი
Posts: 773
Joined: 16 Mar 2010 15:34

Re: ეკო გასვლა ქვათახევში

Postby Estel » 31 May 2013 09:34

1.ზაზა
2.Luci
3.ბერსერკერი
4.ნაზღა
5.ხინჩაგა
6.ესტელ
7.პენსია
8.ლიმონი
9.დემნა
10. ნინი

გავდივართ 9 საათზე ავტოსადგურ ოკრიბადან. შეკრება 08:30. კასპის მარშრუტკები საიდანაც გადიან იმ მხარეს.
"You have to be realistic about these things." (L.N.)

User avatar
თეონა
ფორუმელი
Posts: 26
Joined: 01 Jun 2012 21:52
Contact:

Re: ეკო გასვლა ქვათახევში

Postby თეონა » 31 May 2013 10:44

მოვდივარ

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: ეკო გასვლა ქვათახევში

Postby ზარაზა » 01 Jun 2013 17:15

Image
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ეკო გასვლა ქვათახევში

Postby NAZGHA » 01 Jun 2013 20:23

ზაფხულის პირველ და ამასთანავე მშვენიერ დღეს შედგა აისის 2013 წლის რიგით მეორე ეკო გასვლა. წინასწარ შერჩეულ ადგილებზე (ორბეთი-წინარეხის ლაშქრობისას მოხდა ამ ადგილების დაზვერვა), აისელების ეკო-დესანტმა ენერგიული და მძლავრი იერიში დილიდანვე მიიტანა, შეტევას წინ უძღოდა საბრძოლო სულისა და მოტივაციის ამაღლება ქვათახევის მონასტერში. რამდენიმე საათიანი შრომის შედეგად მოხალისეებმა გაავსეს ჩვენთვის გამოყოფილი ნაგვის მანქანა. ბუნებას, კერძოდ კი კავთურას ხეობაში სტრატეგიულად განლაგებულ საქეიფო ადგილებს, მოაკლდათ მათთვის აგრერიგად დამახასიათებელი პოლიეთილენის ბოთლები და ათასი ჯურის ნაგავი, თუმცა დღეს ექსკურსიების სიმრავლემ და ხელუხლებელი სალაღობო ალაგების სიმრავლემ დაგვანახა სამომავლო, განმეორებითი ეკო გასვლების აუცილებლობა ამ მართლაცდა დალოცვილ მიწაზე. გაიკრა გამაფრთხილებელი აბრებიც, ტექსტით "არ დაანაგვიანოთ", იმედია აგრესიას არ გამოიწვეს ეს წარწერა და შემდეგ ვიზიტზეც ხელუხლებელი დაგვხვდება.
დიდი მადლობა თითოეულ მოხალისეს შრომისა და გარჯისათვის, კასპის მუნიციპალიტეტს სამარშრუტო ტაქსისა და ნაგვის მანქანის გამოყოფისათვის, ხოლო ქალბატონ მერის ამ მშვენიერი გასვლის ორგანიზებისათვის.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: ეკო გასვლა ქვათახევში

Postby ზარაზა » 01 Jun 2013 23:01

გამარჯობა, ბატონო აისელებო!...
გთავაზობთ 1 ივნისის ეკო-გასვლის ამსახველ ფოტომასალას...
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)