ორგანიზატორი:
დავითაუ
გასვლის ხანგრძლივობა:
2 დღე
შეკრების დრო და ადგილი:
08:00
ს/ქიმია
ფეხით გასავლელი მანძილი:
10 კმ
ფასი:
20 ლარი (მოიცავს ტრანსპორტირებას და დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარს)
ღირსშესანიშნაობანი:
რკონის მონასტერი
რკონის ქვახიდა
საბოლიას ჩანჩქერი
საბოლიას ხეობა
თეძამის ხეობა
ციხე - ქალაქ რკონის ნაშთები
ამინდი:
გასვლა შედგება მიუხედავად ამინდისა...
სირთულე:
მარტივი
ადგილი მინიბუსში:
20
რა ჩავიცვათ?
ფეხზე: ჩაიცვით მოხერხებულად, მსუბუქად... სასურველია სალაშქრო ფეხსაცმელი. ამ უკანასკნელის არ ქონის შემთხვევაში ბოტასი ან კედი. ასევე აუცილებლად გეცვათ წინდები.
ტანზე: ასევე მოხერხებულად, მსუბუქად.
დიაცებმა გაითვალისწინეთ, რომ ვაპირებთ ვესტუმროთ მონასტერს და კაბა და მანდილები წამოიღეთ : ))
რა წავიღოთ?
აუცილებლად: საძილე ტომარა, ქვეშსაგები (ე.წ. "პარალონი"), გამოსაცვლელი წინდები და ფეხსაცმელი, ასევე ტანსაცმელი, არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, ორი დღის სამყოფი საკვები;
სასურველია: კარავი, ფანარი, საწვიმარი; მჭადი და ყველი

პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისათვის:
რკონში არც ერთი მობილური ოპერატორი არ მუშაობს გარდა "მაგთიფიქსისა"

ჩანჩქერზე ასასვლელად მოგვიწევს მდინარის გატოპვა... საშიში არაფერია, თუმცა ფეხი დაგვისველდება და იცოდეთ

გასათვალისწინებელი პირობები:
დაუშვებელია გამყოლის/ორგანიზატორის უგლევებელყოფა და ურჩობა
არ შეიძლება შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა;
არ შეიძლება სიარულისას/მარშირებისას ალკოჰოლის მიღება;
საკვებს შევექცევით ყველა ერთად (გარდა იმ შემთხვევისა თუ ვინმე შეუძლოდ გახდა);
არ ვყრით ნაგავს(!!!)
არ მოგვყავს შინაური ცხოველები და ფრინველები (არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!!!!
არ ვბილწსიტყვაობთ ))
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე
ასევე იგეგმება მოლაპარაკება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ნაგვის მანქანის გამოყოფის თაობაზე კვირა საღამოს, მოგროვებული ნაგვის ხეობიდან გამოსატანად...
გარდა დასუფთავებისა, მოვინახულებთ რკონის მონასტერს, "ქვახიდას", საბოლიას დიდ ჩანჩქერს, ციხე-ქალაქ რკონის ნაშთებს.
შესაბამისი თემის ბმული ჩვენს ფორუმზე: >> http://camp.ge/index.php?showtopic=542&pid=8387&st=0&#entry8387
გაგვიხარდება თუ აისელებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ აქციაში
