Page 1 of 1

დატოვე მხოლოდ ნატერფალი - Leave nothing but footprints

Posted: 24 Oct 2012 21:45
by დავითაუ წიკლაური
3-4 ნოემბერს Camp.ge გეგმავს რკონის მონასტრისა და მიმდებარე ადგილების დასუფთავების აქციას... მოგეხსენებათ, რო რკონი თეძამის ხეობის სიღრმეში მდებარეობს, არის შესანიშნავი ბუნება და უამრავი საპიკნიკე ადგილი... შესაბამისად უამარავი ექსკურანტი, ვიზიტორი თუ უბრალოდ ბუნებაში ქეიფის მსურველი სტუმრობს აქაურობას... ამის შედეგია ის სავალალო ეკოლოგიური მდგომარება, რაც დღეს რკონში არის...
თუ მოხალისეთა საკმარისი რაოდენობა მოგროვდა, დავიყოფით პატარა ჯგუფებად, გავინაწილებთ დანაგვიანებულ უბნებს და შევებრძოლებით :)
გავალთ სავარაუდოდ დილის 09:00-ზე დიდუბიდან
დავიქირავებთ მინიბუსს რომელიც დაჯდება 250 ლარი (ორი დღე) და იქნება 15 ადგილი...
თუ მეტი ხალხი მოგროვდა დავიქირავებთ 2 მინიბუსს
ასევე იგეგმება მოლაპარაკება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ნაგვის მანქანის გამოყოფის თაობაზე კვირა საღამოს, მოგროვებული ნაგვის ხეობიდან გამოსატანად...
გარდა დასუფთავებისა, მოვინახულებთ რკონის მონასტერს, პატარა იკვის ეკლესიას, "საგანძურს", "ქვახიდას", საბოლიას დიდ ჩანჩქერს, ციხე-ქალაქ რკონის ნაშთებს.

გარდა ამისა, ყველა მონაწილემ უნდა იქონიოს საძილე ტომარა, ქვეშსაგები, თბილი ტანსაცმელი, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და 2 დღის სამყოფი საკვები. სასურველია კარავი და ფანარიც... :)
გასვლაზე იმოქმედებს Camp.ge-ს წესები:
დაუშვებელია გამყოლის/ორგანიზატორის უგლევებელყოფა და ურჩობა :)
არ ვყრით ნაგავს(!!!)
არ შეიძლება შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში მოსვლა
არ შეიძლება სიარულისას/მარშირებისას ალკოჰოლის მიღება
მცირე რაოდენობით ალკოჰოლი დაშვებულია ბანაკში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოცემულ დღეს აღარსად ვაპირებთ წასვლას
არ მოგვყავს შინაური ცხოველები/ფრინველები (არც გარეული :) )
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!


კარგი იქნება თუ შემოგვიერთება "საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი", რამეთუ თქვენ ამ სფეროში გაცილებით მეტი გამოცდილება გაქვთ, ვიდრე ახალგაზრდა ფორუმს... :)

Re: დატოვე მხოლოდ ნატერფალი - Leave nothing but footprints

Posted: 24 Oct 2012 21:50
by დავითაუ წიკლაური
Image
Image
Image
Image


:) :(


Image

ფოტოებზე მხოლოდ მცირე ნაწილია იმ აუარება ნაგვისა, რომელიც რკონის მიდამოებშია დისლოცირებული...

Re: დატოვე მხოლოდ ნატერფალი - Leave nothing but footprints

Posted: 25 Oct 2012 10:49
by paliko
აუ ამას რა დააკაგებს? რო დავნახე შემეშინდა სა თან მცირე ნაწილიაო

Re: დატოვე მხოლოდ ნატერფალი - Leave nothing but footprints

Posted: 25 Oct 2012 12:03
by დავითაუ წიკლაური
paliko
რა არა... ვინ : ))

Re: დატოვე მხოლოდ ნატერფალი - Leave nothing but footprints

Posted: 26 Oct 2012 09:41
by paliko
დავითაუ წიკლაური

კი ბატონო ვინ დაალაგებს.
რა ძალებით აპირებთ ?

Posted: 26 Oct 2012 10:52
by Avaza
paliko wrote:ვინ დაალაგებს.


რა ყველაფერს ეჭვით უყურებ ... მივლენ და დაალაგებენ. თუ ხალხი არ შეიკრიბა, სხვა დროს მივლენ ... აისელებს და სხვა მოლაშქრეებს მაგაზე უარესი ადგილებიც დაულაგებიათ ...

მე ფიზიკურად არ მცალია თორემ წავიდოდი ... :(

პ.ს. ის დეტალური ინფორმაციები იმიტომ იყო საჭირო ანკეტაში, რომ თუ აისელი არ იმუშავებდა, სამსახურის შოვნაში დავმარებოდით ერთმანეთს. გვეცოდინებოდა ვის რა შეუძლია, ოჯახი ჰყავს თუ არა და ა.შ.

Re: დატოვე მხოლოდ ნატერფალი - Leave nothing but footprints

Posted: 26 Oct 2012 23:02
by დავითაუ წიკლაური
რა ძალებით აპირებთ ?

თუ ერთი მინუბუსი ხალხი არ შეიკრიბა, რამდენიც ვიქნებით ისინი წავალთ სარეისოთი, ავალთ ფეხით რკონში, მოაგროვებთ ამ ნაგავს, დავაბინავებთ და წამოვალთ!

თუ ყველას შენსავით ეჭვი შეეპარა, მაშინ არ გამოვა არაფერი...

თუ აარსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვისაც იდეის წარმატების სჯერა, ეს იდეა განწირული არაა.. (ვიღაც კარგმა კაცმა თქვა რაღაც ამის მსგავსი... :) )

Re: დატოვე მხოლოდ ნატერფალი - Leave nothing but footprints

Posted: 27 Oct 2012 13:07
by paliko
Avaza
პ.ს. ის დეტალური ინფორმაციები იმიტომ იყო საჭირო ანკეტაში, რომ თუ აისელი არ იმუშავებდა, სამსახურის შოვნაში დავმარებოდით ერთმანეთს. გვეცოდინებოდა ვის რა შეუძლია, ოჯახი ჰყავს თუ არა და ა.შ.


დავითაუ წიკლაური
პ.ს. ის დეტალური ინფორმაციები იმიტომ იყო საჭირო ანკეტაში, რომ თუ აისელი არ იმუშავებდა, სამსახურის შოვნაში დავმარებოდით ერთმანეთს. გვეცოდინებოდა ვის რა შეუძლია, ოჯახი ჰყავს თუ არა და ა.შ.



გაიხარეთ

Re: დატოვე მხოლოდ ნატერფალი - Leave nothing but footprints

Posted: 29 Oct 2012 21:26
by დავითაუ წიკლაური
თემა ფორუმზე: დატოვე მხოლოდ ნატერფალი, - Leave nothing but footprints



არავინაა მსურველი? :( დასანანია... არადა გარდა დასუფთავებისა, მოვინახულებთ რკონის მონასტერს, პატარა იკვის ეკლესიას, "ქვახიდას", საბოლიას დიდ ჩანჩქერს, ციხე-ქალაქ რკონის ნაშთებს... :)

ა ბატონო... იქნებ ფოტოებით შეგახარბოთ სულ რაღაც 9 დღის წინ ესეთი დავტოვე რკონი... :)

მონასტერი

Image

ხედები...

Image
Image

ქვახიდა

Image

საბოლიას ხეობა

Image

თეძამის ხეობა

Image

რკონის ციხე და კოშკი(მაღლა)

Image

Re: დატოვე მხოლოდ ნატერფალი - Leave nothing but footprints

Posted: 29 Oct 2012 23:24
by vasilii
ალბათ მე წამოვალ,

Re: დატოვე მხოლოდ ნატერფალი - Leave nothing but footprints

Posted: 30 Oct 2012 06:04
by დავითაუ წიკლაური
vasilii
კარგია.. :)