ზედაზენი, დასუფთავების აქცია 28/07/2012

User avatar
Lilly
ფორუმელი
Posts: 161
Joined: 07 Mar 2011 02:01
Location: თბილისი

Re: ზედაზენი, დასუფთავების აქცია 28/07/2012

Postby Lilly » 02 Aug 2012 06:20

მიმდინარე წლის 28 ივლისს, როგორც იყო დაგეგმილი, შედგა “ს. ო. აისის” მიერ ორგანიზებული ეკო-გასვლა ზედაზენის მიმდებარე ტერიტორიის დასასუფთავებლად. გასვლის მიზანი იყო მონასტრამდე არსებული ე.წ. ”სატყეოს” ტერიტორიის დასუფთავება.

აღნიშნულ ფართობზე უამრავი საქეიფო ადგილია, რაც სამწუხაროდ უამრავ ნაგავსაც გულისხმობს დღევანდელ რეალობაში. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ კონკრეტული პერიმეტრის დასუფთავება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-მა მოხალისემ (ძირითადად 18-22 წლის ახალგაზრდები), რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია “ს.ო. აისის” მიმდინარე კურსის კურსანტების აქტიურობა.

საღამო ხანს გზის პირას საკმაოდ დიდი პოლიეთილენის გორა დაგროვდა, რომლის საბოლოოდ ნაგავსაყრელამდე გატანაშიც მცხეთის რაიონის დასუფთავების სამსახურის სპეცმანქანა დაგვეხმარა. დალაგების პარალელურად, პოპულარული საქეიფო ადგილების მახლობლად გაიკრა აბრები ტექსტით – ”გთხოვთ ნუ დაყრით ნაგავს”.

აღნიშნულ ეკო გასვლაზე გადაღებული ფოტო მასალა
error 403 - Forbidden