შეკრების ადგილი მეტრო დიდუბის გამოსასვლელი დილის 09:00 სთ.
თბილისიდან გავალთ დაქირავებული მიკროავტობუსით მონასტრამდე (კონკრეტულად, სატყეოს ტერიტორია), ერთი ჯგუფი იმუშავებს თვითონ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ხოლო მეორე - გზაზე.
აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აისელს და ნებისმიერ მოხალისეს.
მივესალმებით მიმდინარე კურსის რეკრუტების ჩართულობას აღნიშნულ ღონისძიებაში და ვიმედოვნებთ მათ დაინტერესებაზე შესაბამისი გამოცდილების მიღების მიზნით.
აქციაში მონაწილეებმა თან უნდა იქონიოთ 5 ლარამდე სამგზავრო ფული, მოხერხებული ტანსაცმელი (ეკიპირება) და 1 დღისთვის საკმარისი საკვები (დასასუფთავებელ ტერიტორიასთან ახლოს არის რამოდენიმე წყარო, სეზონის მიუხედავად აუცილებელი არ არის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის წყლის მარაგის წამოღება).
დასუთავების აქციაზე მოქმედებს აისის გასვლის წესები, იკრძალება ალკოჰოლური სასმელი (მათ შორის ლუდიც), უცენზურო გამონათქვამები და პოლიტიკაზე საუბარი!!!
ფოტოები გადაღებულია ზედაზნის მონასტრის გზაზე ა.წ. 15 ივლისს.


