22 აპრილის დილას 09:00 საათზე, როგორც დათქმული იყო შევიკრიბეთ. ადგილზე მოვიდა მოსალოდნელზე ცოტა ხალხი რის გამოც მიკროავტობუსის ნაცვლად წავედით აისის ერთ-ერთი წევრის ავტომანქანით. ავედით შიომღვიმის მონასტერში, სადაც დილის წირვა მიმდინარეობდა.. დავათვალიერეთ და ჩვენს დაგეგმილს საქმეს შევუდექით..
ტერიტორიის სიდიდის გამო, ადგილზე გადავწყვიტეთ რომ შიომღვიმის მონასტერისკენ მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორია დაგვესუფთავებინა სრულად, ადრე დაგეგმილი ტერიტორიის დასუფთავება ჩვენს ძალებს აღემატებოდა.
აღნიშნული 2 კმ-იანი გზა, რომელიც საკმაოდ იყო დაბინძურებული ძნელი ამოცანა გამოდგა ჩვენთვის, ხოლო იმის გამო რომ ორჯერ ძლიერად გაწვიმდა საკმაოდ შეგვაყოვნა და მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით ცოტა და ბუნებრივი ხელისშემშლელი პირობებიც არ გვაკლდა, შედეგი არის ის რომ დასახული ამოცანა შესრულებულია, გზა, თავისი "საქეიფო" ტერიტორებითურთ - დასუფთავებული.
რამოდენიმე სურათი გასვლიდან.
..მდე






ყველაზე ორიგინალური ნივთი ადგილთან მიმართებაში: )



დასუფთავებული შიომღვიმე



და ბოლოს.. ჩვენ
