მოგეხსენებათ ალბათ, რომ გასულ შაბათ-კვირას დიდგორზე გაემართა მორიგი ჯგუფი "აისის" ეგიდით...

მისია: დარჩენილი ნაგვის შეპყრობა და განადგურება

წინა ლაშქრობისას "აისელთა" გამანდგურებელი დარტყმის შემდეგ, დიდგორის ნაგავი ფრიად უსუსურად შეხვდა ჩვენს მიერ განხორციელებულ შეტევას და ორიოდ საათში დაგვნებდა კიდეც. მტერი შევიპყარით და გაუსამართლებლად მივუსაჯეთ კრემაცია! კოცონზე დაწვა! ასე და ამგვარად ჩვენი ისტორიული მტრის(ნაგავი) ერთ-ერთი ციტადელი ახლა "აისს" ემორჩილება! სამგზის ვაშა ბატონებო!!!

ფოტოებს ავტვირთავ და შემოგთავაზებთ
