განახლებადი ენერგია

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

განახლებადი ენერგია

Postby Ginevra » 05 Sep 2010 11:16

ამ თემაში ვისაუბროთ განახლებადი ენერგიის შესახებ.

ეს არის ისეთი სახის ენერგია, რომელიც არის ბუნებრივი და ამოუწურავი.

ასეთებია მზის ენერგია, ქარის ენერგია, ტალღების ენერგია და ა.შ.

დავიწყებ მზის ენერგიით, რომელიც დღეს აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მზის ბატარეას შეუძლია საცხოვრებელი სახლი მოამარაგოს საჭირო ელექტრო ენერგიით. თუმცა ეს მზის პანელი ძვირი ღირს, ის შემდეგ 40 წლის (დაახლოებით ამ ხნის განმავლობაში ძლებს) განმავლობაში გამოიმუშავებს ელექტროენერგიას სრულიად უფასოდ.

მზის ენერგიით მიღებული ელექტროენერგიის გამოყენების დადებითი მხარეა ის, რომ მისი მიღებისას არ გამოიყოფა გამონაბოლქვი, არ ბინძურდება გარემო.

Image

ეს მზის პანელები შედგება უჯრედებისაგან, რომლებიც მზის ენერგიას გარდაქმნიან ელექტრო ენერგიად.

მზის ენერგიის პანელები კეთდება ნახევრადგამტარი მატერიისგან, რომელიც შეიცავს მეტწილად სილიკონის ატომებს. ეს პანელი შედგება სილიკონის ორი ფენისაგან. ერთი მათგანი შეიცავს ატომებს, რომელთაც ზედმეტი ელექტრონები აქვთ, ხოლო მეორე ფენაში პირიქით, არიან ატომები, რომლებთაც ელექტრონები აკლიათ. ეს ორი ფენა გაყოფილია ერთმანეთისაგან ელექტრული ველით.

როდესაც ფოტონი ამ ფენებს ხვდება, ის ათავისუფლებს ელექტრონებსს. დადებითად დამუხტული ფენიდან ელექტრონები მარტივად გადანაცვლდებიან უარყოფითად დამუხტულ ფენაში, მაგრამ არა პირიქით. შედეგად, უარყოფითად დამუხტულ ფენაში თავისუფალი ელექტრონები გროვდება. მას მიერთებული აქვს ლითონის მავრთული, რომლითაც დენი მიდის უკვე ელექტრულ ხელსაწყოებში და მათი გავლით ბრუნდება უკან დადებით ფენაში.

მზის პანელში წარმოიქმნება მუდმივი დენი. სანამ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება, იგი გადაიყვანება ცვლად დენად.

Image


წყარო: http://www.solartechnologies.com/cm/About-Solar-Power/How-Does-Solar-Power-Work.html



P.S. ჩემი მწირი ცოდნით ფიზიკაში, შეიძლება თარგმნისას რაღაც შეცდომები გამეპარა, თუ არის ასეთი, შეასწორეთ, არ მოგერიდოთ.
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 05 Sep 2010 11:29

Ginevra

საქართველოში რა ღირს ეგეთი პანელები? გაქვს ინფო?

ასეთი მზიანი და ქარიანი ქვეყანა გვაქვს და ამ ენერგიებს საერთოდ არ ვიყენებთ ... ქარის ერთი სადგური (1 მეგავატი) 1 მილიონი ლარი ჯდებაო ადრე გავიგე ... 7-9 თეთრი იყო თვითღირებულება ... თუ არ მეშლება ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

partizan
ფორუმელი
Posts: 395
Joined: 16 Jun 2010 23:27

Re: განახლებადი ენერგია

Postby partizan » 05 Sep 2010 11:37

იყენებენ ჩვენს სასაზღვრო პოლიციაში
DE OPPRESSO LIBER!!

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: განახლებადი ენერგია

Postby Ginevra » 05 Sep 2010 11:44

Avaza
არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა საქართველოში იყიდება და გაგება შეიძლება. ზუსტად რომ გავიგებ დავწერ.
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

Hannibal
ფორუმელი
Posts: 531
Joined: 14 Jun 2009 22:58

Re: განახლებადი ენერგია

Postby Hannibal » 05 Sep 2010 12:06

Avaza wrote:ასეთი მზიანი და ქარიანი ქვეყანა გვაქვს და ამ ენერგიებს საერთოდ არ ვიყენებთ ...

ხო..... მარა მაგაზე რამდენჯერმე იაფი ჰიდრო ენერგიაა და მისი პოტენციის მხოლოდ 20 % ვიყენებთ.
Avaza wrote: ქარის ერთი სადგური (1 მეგავატი) 1 მილიონი ლარი ჯდებაო ადრე გავიგე ...
"ცოტა" მეტი ჯდება. ყველაზე იაფი ჰიდრო ენერგია ერთი მეგავატი ჯდება(მშენებლობა თორემ მერე საწვავი არის "ვედრო მანეთად") დაახლოებით 1 მილიონი დოლარი(და არა ლარი) და ისიც მხოლოდ დიდ სადგურებზე თორემ საშუალოზე და მითუმეტეს მცირეზე კიდევ უფრო მეტი.
700 მეგავატიანი ხუდონი 800-ზე მეტი დაჯდება. არადა სამუშაოს ნაწილი შესრულებულია...
ნამახვანის მშენებეარე კასკადზეც მეგავატი მილიონ დოლარზე მეტი ჯდება(დაახლოებით). ჰიდრო ენერგია ყველაზე იაფია თან განხლებადი ენერგიაა და მთლიანობაში ყველაზე იაფია ატომურ ენერგიასთან ერთად. სითბურის აშენება ყველაზე იაფია თუმცა მერე საწვავი ღირს არცთუისე ცოტა......

ქარის და მზის სადგურების აშენება კიდევ მეგავატი 2-3 ჯერ უფრო ძვირია ვიდრე ჰიდრო ენერგია და დიდი ტერიტორიებიც უნდა.
ქარის, მზის, თბილი(თერმული) წყლის და ზღვის მიქცევა-მოქცევის ენერგია ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. ევროკავშირს პროგრამაც აქვს შედგენილი კონკრეტულ თარიღებამდე როგორ უნდა გაიზარდოს ასეთი ტიპით მიღებული ენერგიების წილი საერთო წილში.
ისე ეგ ქარის სადგურები ევროპული ქვეყნებიდან პორტუგალიაში და ესპანეთში განვითარდა მაგრად. პირდაპირ ატლანტის ოკეანეში(ნაპირებთან სიახლოვეს) დგას გიგანტური ზომის ქარის სადგურები...........
ახლა კიდევ სხვა ეკოლოგები გამოხტნენ....
ამხელა პროპელერები დედას უტ...ავს გადამფრენ ფრინველებს, უკვე უამრავი ფრინველი დაიხოცა.

აი მზის ჰენერგიაზე მომუშავე პანელების ფასები...... http://www.siliconsolar.com/120-plus-wa ... anels.html
ისე საქართველოშიც ამზადებდნენ ადრე.

User avatar
shakakoy
ფორუმელი
Posts: 1308
Joined: 13 Aug 2009 15:52
Location: ხარაგაული - თბილისი
Contact:

Re: განახლებადი ენერგია

Postby shakakoy » 05 Sep 2010 16:38

Avaza wrote:ქარის ერთი სადგური (1 მეგავატი) 1 მილიონი ლარი ჯდებაო ადრე გავიგე ... 7-9 თეთრი იყო თვითღირებულება ... თუ არ მეშლება ...



ცოტა უფრო კომპეტენტური კაცისაგან ვიცი რომ წყლის სადგურები უფრო იაფი ჯდება,


ხო უკვე დაუწერიათ ქვემოთ უკვე. . .
მაგრამ გაცილებით იაფია ორივე და მეზობლე ქვეყნებსაც ჭირდებათ ასე რომ ამ დარგში ინვესტირება მისწრებაა!
თვალს ნუ გაახელ, დემოკრატია არ დააფრთხო!

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: განახლებადი ენერგია

Postby Ginevra » 05 Sep 2010 20:30

ეს სტატია ექსკლუზიურად მილიტარისტებისათვის:

http://solar.calfinder.com/blog/products/military-solar-tech/

როგორ იყენებენ ამერიკელები ავღანეთში მზის ენერგიას...
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: განახლებადი ენერგია

Postby Ginevra » 06 Sep 2010 13:09

ის კი არა კაქტუსისგან მიიღეს ელექტროენერგია... ენზიმებით მომზადებული ელექტროდებით მეცნიერებმა (ფრანგებმა) შეძლეს ფოტოსინთეზით დენის მიღება.

Image

თუმცა ამის გამოყენებაზე ფიქრი ჯერ ადრეა, კიდევ ბევრია საკვლევიო...

http://www.wissenschaft-online.de/artikel/1023125&_z=859070
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: განახლებადი ენერგია

Postby ზარაზა » 06 Sep 2010 14:41

Ginevra wrote:ის კი არა კაქტუსისგან მიიღეს ელექტროენერგია...

შემოვდივარ წინადადებით, ჩაირთოს Caqtus-ა საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში!!!...
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: განახლებადი ენერგია

Postby NAZGHA » 06 Sep 2010 14:47

ზარაზა
მერე მეცხრე ბლოკი არ დაემართოს :D გამოაცხადებენ ტელევიზორში, დღეს ავარია მოხდა კაკტუსამ ვეღარ შეძლო ენერგიის წარმოება ამიტომ გამორთულია თვილისის გარეუბნები და გლდანი
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: განახლებადი ენერგია

Postby Ginevra » 06 Sep 2010 14:50

ზარაზა wrote:
Ginevra wrote:ის კი არა კაქტუსისგან მიიღეს ელექტროენერგია...

შემოვდივარ წინადადებით, ჩაირთოს Caqtus-ა საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში!!!...


ვაოფებთ კია, მაგრამ სულიერი კაქტუსების ექსპლუატაციისათვის პირადი თანხმობა იქნება საჭირო ალბათ :? :D
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

User avatar
Caqtus
ფორუმელი
Posts: 340
Joined: 11 Apr 2009 16:29
Location: Tbilisi
Contact:

Re: განახლებადი ენერგია

Postby Caqtus » 06 Sep 2010 16:27

<(*_*)>

Image
٩͡๏̯͡๏)۶

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: განახლებადი ენერგია

Postby Ginevra » 19 Sep 2010 09:43

ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოში:

http://www.eecgeo.org/ge/homeg.htm
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.