ეკოლოგია

User avatar
tulkuna
ფორუმელი
Posts: 1049
Joined: 09 Apr 2010 16:29

ეკოლოგია

Postby tulkuna » 22 Jun 2010 17:26

ეკოლოგია

ეკოლოგია არის მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის გარემოს გავლენას ცოცხალ ორგანიზმებზე.
ეკოლოგიის დარგის ძირითადი ამოცანებია:
1) შეისწავლოს ცოცხალ ორგანიზმებზე უარყოფითი გავლენის მქონე ქიმიური ელემენტების ნუსხა
2) დაადგინოს თითოეული ასეთი ელემენტის ცოცხალ ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხი
3) აღადგინოს მათი ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია გარემოში და აკონტროლოს წარმოების პროცესები, რომელთაც თან ახლავს ასეთი ელემენტების გამოყოფა.

გარემოში იგულისხმება ის გარემომცველი სამყარო, რომლისგანაც მავნე ქიმიური ელემენტები შეიძლება მოხვდნენ ცოცხალ ორგანიზმებში . . . კერძოდ გარემოს შემადგენელი ნაწილებია ნიადაგი, წყალი, ჰაერი.

აღსანიშნავია რომ სამყაროს იმ ნაწილს სადაც ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ და ვითარდებიან ეკოლოგიური ადგილსამყოფელი ანუ ეკოლოგიური ნიშა ეწოდება.

მოცემული ეკოლოგიური ადგილსამყოფელისა და მასში შემავალ ბიოტროპიკის ერთობლიობას ეკოლოგიური სისტემა (ეკოსისტემა) ეწოდება.

გარემოს დაბინძურება შეიძლება გამოწვეული იყოს ორი სახის წყაროთი. ესენია:
ანთროპოგენული დაბინძურების წყარო, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის საქმიანობასთან და არაანთროპოგენული ბუნებრივი წყაროები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ადამიანის საქმიანობასთან

აღსანიშნავია, რომ ჩვენს პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმები ჰაერში ხვდებიან ოზონოსფეროს ქვედა საზღვრამდე ფრინველების, მწერების, მიკრობების ან ბაქტერიების სახით.
უნდა იცხოვრო ისე,რომ შენი ყოფნა იყოს აუცილებელი...ხოლო არყოფნა შესამჩნევი.

User avatar
tulkuna
ფორუმელი
Posts: 1049
Joined: 09 Apr 2010 16:29

Re: ეკოლოგია

Postby tulkuna » 23 Jun 2010 08:01

ტმოსფერული ჰაერი და მიისი დაბინძურება __ატმოსფეროს ზოგადი ცნობები
ატმოსფერო შეადგენს აირის ნაერთთა გარსს,რომელიც გარს აკრავს დედამიწას. ატმოსფერული ჰაერი ანუ აირების ნაერთი შეიცავს თითქმის ყველა ქიმიურ ელემენტს.
პოტენციურად ყველაზე დიდი რაოდენობით ჰაერში შეიცავს აზოტს დაახლოებით 78% მოლეკულური ჟანგბადი21%, ხოლო დანარჩენი 1% წარმოადგეს დანარჩენ გაზებს. შემადგენლობის მიხედვით ატმოსფეროს აგებულება განიხილება როგორც ორი ფენისგან შემდგარი სფერო
ჰომოსფერო _მიწის პირიდან 95-100კმ და ჰეტეროსფერო ჰომოსფეროს ზემოთ ატმოსფეროს საზღვრამდე 2000-3000კმ.
ჰომოსფერო ჰაერის მოლეკულები კარგადაა შერეული ერთმანეთში და ცალკეული ელემენტების კონცენტრაცია პოტენციურად დაახლოებით ისეთივეა, როგორიც მიწის პირას. ეს გამოწვეულია ჰაერის მასების ჰორიზონტალური, ვერდიკალური და ტურბულენტური მოძრაობის ზედდებით.ამის გამო დედამიწის რამელიმე წერტილში ლოკალური დაბინძურების შედეგად გამოყოფილი ელემენტები შეიძლება გავრცელდეს სივრცეში ძალიან შორს, როგორც ვერდიკალურად ასევე ჰორიზონტალურად.
ღაც შეეხება მეორე ფენას ჰეტეროსფეროს აქ იშვიათად გვხვდება მძიმე ელემენტები აგრათვე მნიშვნელოვანია ატმოსფეროს აგებულება ტეპერატურის განაწილების მიხედვით სიმაღლეზე. ატმოსფერო ქვემოდან ზემოთ შედგება 5 ძირითადი და 4 გარდამავალი ფენებისაგან.
ძირითადებია: ტროპოსფერო, სტრატოსფერო, მეზოსფერო, თერმოსფერო, ეგზოსფერო.
გარდამავალია: ტროპოპაუზა, სტრატოპაუზა, მეზოპაუზა, თერმოპაუზა.







ატმოსფეროს მავნე დამაბინძურებელი ქიმიური ელემენტები
ასეთ ელემენტებს მიეკუთვნებიან ნახშიროჟანგი აზოტისა და გოგირდის ჟანგეულები, ნახშირწყალბადთა სხვადასხვა ნაერთები და აგრეთვე მყარი ნაწილაკები რომელებიც გვხვდებიან ჰაერში მტვრის სახით ასეთ მყარ ნაწილაკებს ეწოდებათ აეროზოლები გარდა ამისა დიდი რაოდენობით გვხვდება ატმოსფეროში ნავთობ-პროდუქტების წვის პროცესში ატმოსფეროში გამოტყორცნილი არა სასურველი ქიმიური ელემენტები სხვადასხვა მომწამლავი და მხუთავი აირები მურისა და ჭვარტლის სახით. Gარდა ამისა ბენზინზე მომუშავე შიგაწვის ძრავები დიდი რაოდენობით შეიცავენ ტყვიას რაც აგრეთვე არ არის სასურველი ცოცხალი ორგანიზმებისათვის.

ემისოს შემცირების გზები
ატმოსფერულ ჰაერში და საერთოდ გამოტყორცნილი არასასურველი ელემენტების რაოდენობის შემცირების ერთადერთი გზა არის ამა თუ იმ დანადგარის მუშაობის კონტროლი. ეს ითვალისწინებს საექსპულატაციო თვისებების პერიოდულ შემოწმებას, აგრეთვე იმ ფაბრიკების და ქარხნების მუშაობა რომელიც დაკავშირებულია მავნე აეროზოლების გამოყოფასთან ატმოსფეროში პერიოდულად უნდა შემოწმდეს ემისოს რაოდენობა მისი მაქსიმალური რაოდენობი აღმოჩენის შემთხვევაში იყენებენ სპეციალურ ჰაერის გამფილტრავ მოწყობილობებს რომლიც საგრძნობლად ამცირებს და ზღუდავს ატმოსფეროში მავნე ელემენტების გამოყოფას.


ზოგადი ცნობები წყლის რესურსების შესახებ
წყალი არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და ძირითადი მასალა ცოცხალი ორგანიზმებისათვის. ჩოცხალი ორგანიზმები ფლორა და ფაუნა შეიცავენ 50% წყალს ზოგიერთ მათგანში წყლის შემცველობა 98% აღწვეს. Aდამიანის ორგანიზმი შეიცავს 70% წყალს, საკმარისია ადამიანის ორგანიზმში დაიკარგოს წყლის 20% რაც გამოიწვევს ორგანიზმის სიკვდილს.
წყალი არის საუკეთესო გამხსნელი, როგორც ორგანული ასევე არაორგანული ნივთიერებების ამის გამო წყლის საშუალებით ხდება ორგანიზმში ყველა საჭირო ნივთიერების შეტანა და არასასურველი ნივთიერების გამოტანა. დაახოვებით ზდასრული ადამიანი დღე-ღამეში მოითხოვს 2.5ლ.



წყლის გასუფთავების მეთოდები
ჩამდინარე სამრეწველო წყლების შემადგენლობაში შეიძლება გვხვდებოდეს უამრავი დასახელების ქიმიური ელემენტი, ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, ამიტომ მათი გასუფთავების უნივერსალური მეთოდები არ არსებობს, რომელიც უზრუნველყოფდა წყლის გასუფთავებას. სანიტარული ნორმების დანერგვამდე იმისდა მიხედვით სამრეწველო ჩამდინარე წყლებში რა სახის ნივთიერებები შეიძლება იყოს გახსნილი ან შეტივნარებული და რა კონცენტრაციას შედგენენ ისინი, ირჩევენ გაწმენდვის სხვადასხვა მეთოდებს. მოცემულ კონკრეტული შემთხვევისთვის ამასთან გათვალისწინებულია თვით გაწმენდის მეთოდის ეკონომიურობაც. დღეისათვის არსებული ყველა მეთოდი შეიძლება გავაერთიანოდ: მექანიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, ფიზიკა-ქიმიურ, თერმულ და სხვა მეთოდებთან. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი ცალ-ცალკე.


ჩამდინარე სამრეწველო წყლების გაწმენდის მექანიკური გზები
ჩამდინარე სამრეწველო წყლების მექანიკური გაწმენდა როგორც წესი გამოიყენება როგორც პირველადი ან შუალედური გაწმნდის საშუალება. იშვიათ შემთხვევაში ის შეიძლება წარმოადგენდეს საბოლოო გამწმენდ საშუალებას როცა მიიღწევა საბოლოო სანიტარული ნორმების სრული დაკმაყოფილება.
მექანიკური მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში როცა ჩამდინარე წყლები შეიცავს მასში უხსნად სხვადასხვა ზომის მინარევებს, ამ შემთხვევაში ნივთიერების ამოღების პროცესში მიმართავენ წურვის მეთოდს, ამისათვის იყენებენ სპეციალურ გისოსებს ან ლითონის ბადეებ, როცა საჭიროა წყლის შემადგენლობიდან საშუალო და მცირე ზომის მინარევების ამოღება იყენებენ ფილტრაციის მეთოდს ამისათვის გამოიყენება მცირე ზომის ბადეები.
წკნობის მეთოდი ითვალისწინებს საწარმოს ტერიტორიაზე რამდენიმე რამოდენიმე სალექავი ავზის არსებობას, ჩამდინარე წყალი გროვდება ერთ-ერთ აუზში გარკვეული დროის შემდეგ წყალზე მძიმე მინარევები ილექება ფსკერზე ხოლო გაფილტრული წყალი გადაიტუმბება შემდეგ აუზში დასაწკნობად.
ასევე ბადეების საშუალებით ხდება წყლის ზედაპირიდან მათი მოცილება, ათავსებენ მას პოლიეთილენის პარკში ან ლითონის კასრში და მარხავენ რათა არ მოხდეს ამ ნივთიერებების შერევა გრუნტის წყლებში და სამეურნეო დანიშნულების ნიადაგში. ამ პროცესს ნარჩენების უტილიზაცია ეწოდება.
უნდა იცხოვრო ისე,რომ შენი ყოფნა იყოს აუცილებელი...ხოლო არყოფნა შესამჩნევი.

User avatar
tulkuna
ფორუმელი
Posts: 1049
Joined: 09 Apr 2010 16:29

Re: ეკოლოგია

Postby tulkuna » 01 Jul 2010 23:17

Image

ეს ფოტო განწყობისთვის___ ასეც ისწავლებოდა ეკოლოგია__ :)
უნდა იცხოვრო ისე,რომ შენი ყოფნა იყოს აუცილებელი...ხოლო არყოფნა შესამჩნევი.

User avatar
todd
ფორუმელი
Posts: 244
Joined: 14 Apr 2010 19:38

Re: ეკოლოგია

Postby todd » 02 Jul 2010 00:02

tulkuna wrote:გარემოს დაბინძურება შეიძლება გამოწვეული იყოს ორი სახის წყაროთი. ესენია:
ანთროპოგენული დაბინძურების წყარო, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის საქმიანობასთან და არაანთროპოგენული ბუნებრივი წყაროები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ადამიანის საქმიანობასთან


ე.ი. გარემოს ელემენტებს,რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ მცენარეებზე,ეკოლოგიური ფაქტორები ეწოდება.
ეკ.ფაქტორები წარმოშობის და მოქმედების ხასიათის მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად_
1) აბიოტური ფაქტორები(არაორგანული,არაცოცხალი ფაქტორები)

ა)კლიმატური-სინათლე,სითბო,ტენი,ჰაერი.
ბ)ედაფური(ნიადაგობრივი)
გ)ტოპოგრაფიული(ოროგრაფიული)

2)ბიოტური ფატორები(დაკავშირებულია ცოცხალ არსებათა მოქმედებასთან)

ა)ფიტოგენური_თანამცხოვრებ მცენარეთა მოქმდება(მექანიკური კონტაქტები,სიმბიოზი,პარაზიტიზმი..)
ბ)ზოოგენური_ცხოველთა მოვლენა(გაძოვება,დამტვერვა,სპორების გავრცელება...)
გ)ანთროპოგენული ფაქტორი(ადამიანის გავლენა)

პ.ს.ანთროპოგენულ ფაქტორზე მერე დავპოსტავ ვრცლად.
The world will not be destroyed by those who do evil, but by those who watch them without doing anything_Albert Einstein.

User avatar
რომანოზ
ფორუმელი
Posts: 505
Joined: 29 Dec 2009 18:42

Re: ეკოლოგია

Postby რომანოზ » 15 Apr 2014 08:29

პროექტები
ახალი ამბები

სიახლეები >>
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საბურავების წვაზე კონტროლს ამკაცრებს

2014-04-14

უკანშემდეგი
საქართველოში, ტრადიციულად ე.წ. „ჭიაკოკონობა" იმართება. კოცონის დასანთებად კი, იყენებენ ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს. ეს კი, ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა და ქვეყნის მთავარმა ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ ბრიფინგი გამართეს.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. გარდა იმისა, რომ იქმნება ხანძარსაშიში ვითარება, რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგი.
განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აფრთხილებს და მიმართავს მოსახლეობას - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.
ამასთან შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 600 ლარამდე.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ გაატარებს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს. http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO ... fo_id=2800. მომწონს აგი ამბავი :-)
ძალა ერთობაშია!

"ცალკეული ინდივიდების საქციელი განსაზღვრავს ერის საქციელს და სახელს"_ ჰარი გრეი

User avatar
qeksho
ფორუმელი
Posts: 31
Joined: 26 Feb 2014 11:07

Re: ეკოლოგია

Postby qeksho » 15 Apr 2014 12:36

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საბურავების წვაზე კონტროლს ამკაცრებს

2014-04-14
===================================================================================
"""""""ამასთან შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 600 ლარამდე.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ გაატარებს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს"""""""
==================================================================================

მკაცრი კონტროლი როგორი იქნება ნეტა კონკრეტულად? :? :? :? :? :? :? :?

ამკაცრებსო და ესე იგი აქამდეც იყო და როგორი ? :? :? :? :? :? ერთი ფაქტი მაინც იცით ვინმემ? :? :? :? :shock: :? ;) :?:

ჩემთან უბანში (ნაძალადევი) ძალიან ხშირად ანთებენ (სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ხოლმე, უამრავჯერ გამღვიძებია კვამლის სუნით გავსებულ ოთახში :( განსაკუთრებით ზაფხულის ბოლოდან დაწყებული მთეეეეეეეეეეეეელი შემოდგომა :( ;) :( :( :( :( :(

User avatar
qeksho
ფორუმელი
Posts: 31
Joined: 26 Feb 2014 11:07

Re: ეკოლოგია

Postby qeksho » 16 Apr 2014 10:04

https://www.facebook.com/87898392544936 ... =1&theater

ეს უშველის რამეს?

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: ეკოლოგია

Postby ზარაზა » 14 Dec 2015 14:30

საინტერესოა... :)
სახლი პლასტიკური ბოთლებისაგან...
http://2.dainteresdit.ge/kreatovi/2472- ... lang=ka-GE
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: ეკოლოგია

Postby გაბილა » 23 Dec 2015 01:16

:D ვაუ!

ისე, ცალკე თემა ხო არ გაგვეხსნა პლასტიკური ბოთლების გამოყენების სხვადასხვა გზები ;)

აი მაგალითად:

Image

კაი გამოყენებაა მოძებნილი, მე მომეწონა. თუმცა ალბათ რაღაც-რაღაც მინუსებიც ექნება თავისთავად...
დაისი