Page 1 of 5

ბანაკი

Posted: 18 Jan 2010 20:53
by GRIF'S
ერთი იდეა გამიჩნდა და მინდა გაგიზიაროთ, შეიძლება თქვენც უკვე დიდი ხანია გაქვთ ეს იდეა ან უკვე ანხორციელებთ კიდეც მაგრამ მე რამდენადაც ახალი ვარ ეჯრ არ ვიცი კარგად რა სიტუაციაა და რა ღონისძიებებია აისში მაგრამ მაინც გაგანდობთ.

იდეა მდგომარეობს შემდეგში: ზაფზულში, აგვისტოს თვეში, მოვაწყოთ ე.წ. ბანაკი... ანუ ერთ თვიანი საველე გასვლა სხვადასხვა ადგილებში და ინტენსიური "წვრთვნები"... შესაძლოა მთელი ერთი თვე არ იყოს ბანაკი ერთ ადგილას დისლოცირებული, და გარკვეული პერიოდულობით იცვლიდეს ადგილს...

შესაძლო შედეგები: ეს მოგვცემს საშუალებას პირველ რიგში ჩვენი საქმე გავიტანოთ რეგიონებში და იქაურ ახალგაზრდობასაც გავაცნოთ ჩვენი საქმე... მეორეც, წევრებისათვის ეს იქნება როგორც გარკვეულწილად დასვენების ერთ-ერთი სახე ასევე მათ "წვრთნაში" წინ გადადგული კიდევ ერთი ნაბიჯი... მესამეც, ჩვენს მოღვაწეობას უფრო ფართოდ გაიცნობს ხალხი და უფრო გავფართოვდებით... დაინტერესების და დიდი ადგილობრივი კონტიგენტის შემთხვევაში შესძლოა ადგილობრივი გნაყოფილებების გახსნაც რაიონებში... თორემ რის წინააღმდეგაც არის მიმართული აისი (ანუ ახალგაზრდობის არასწორი გზის აცილების ტემა) ეს პრბლემა რეგიონებში უფრო მძლავრადაა და საჭიროა მიხედვაც... ჩემის აზრით დაინტერესება იქნება ადგილობრივებს შორის...

გმადლობთ ყურადღებისათვის...

Re: ბანაკი

Posted: 18 Jan 2010 20:54
by NAZGHA
GRIF'S
კარგი ხარ კაი თემაა. ზაფხულში ბანაკი სავარაუდოდ გაკეთდება ეგ გადაწყვეტილია როგორ და სად ეგ დეტალებია და როგორც მოგვიხერხდება ისე ვიზავთ

Posted: 18 Jan 2010 20:57
by Avaza
GRIF'S

ეგ იდეა ძალიან ძველია და 2010-ში 100% განხორციელდება ... ეს ზაფხული დიდი მოძრაობის დრო იქნება ...

Re: ბანაკი

Posted: 18 Jan 2010 21:01
by NAZGHA
აქ შეგიძლიათ დაწეროთ იმაზე თუ ვის რა საშუალება აქვს ადგილის სადაც ბანაკის მოწყობაა შესაძლებელი.. პაპაჩემს აქვს საძოვრად კახეთში მიწა მაგრამ შორსაა სამწუხაროდ ალბათ სავარაუდოდ თბილისთან ახლოს უნდა იყოს.
ასევე პრობლემებზე ფიქრი ეხლავე უნდა დავიწყოთ. ბანაკისთვის ხის მასალა დაგვჭირდება ვინმეს თუ აქვს დაშვება მშენებლობაზე ძველ სახლებს რომ ანგრევენ აი იქ ეგეც კარგი იქნბეა მოვიმარაგოთ ხის მასალა. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ რა იქნება საჭირო ბანაკისთვის

Re: ბანაკი

Posted: 18 Jan 2010 21:08
by Tiger
კაი იდეაა ნაღდად, მაგრამ ვინც მუშაობს იმათ რა გვეშველება :( (ჯერ არ ვმუშაობ, მაგრამ სავარაუდოდ ზაფხულისთვის დავიწყებ :) )

Re: ბანაკი

Posted: 18 Jan 2010 21:09
by NAZGHA
Tiger
არ იქნება ერთ თვიანი :) სავარაუდოდ 1 კვირიანები იქნება. მაგდენზეც ვერ მოიცლი>?

Re: ბანაკი

Posted: 18 Jan 2010 21:12
by Tiger
ერთი კვირა კარგია

Posted: 18 Jan 2010 21:14
by Avaza
აქ აზრი არა აქვს ამის განხილვას ... მემგონი ...

Re: ბანაკი

Posted: 18 Jan 2010 21:18
by GRIF'S
კარვებით, საველე პირობებში რომ იყოს, ანუ მოძრავი რომ გაკეთდეს? ადვილად გადასატანი ერთი ადგილიდან მეორეზე... მოგცემს საშუალებას რომ რამოდენიმე ადგილას "გავისეირნოთ"... სასურველია ტყეში...

ამისათვის ზედმეტი ტვირთი არ დაგვჭირდება. ანუ ხის "კოტეჯები" და რაღაცეები... მხოლდ სრული აღჭურვილობა, კარავიდან დაწყებული კბილის ჯაგრისით დამთავრებული, თავ უფრო მიეჩვევა თითოეული მონაწილე აღჭურვილობის ტარებას და გამოყენებას...

Posted: 18 Jan 2010 21:20
by Avaza
GRIF'S wrote:კარვებით, საველე პირობებში რომ იყოს, ანუ მოძრავი რომ გაკეთდეს?

რა თქმა უნდა ...

მაგრამ მანამდე 2 დღიანები უნდა დაამხეცოს ხალხმა ... პრაქტიკას ვერაფერი ვერ შეცვლის.

Re: ბანაკი

Posted: 18 Jan 2010 21:21
by GRIF'S
ადგილების შეცვლას ის დადებითი მხარეც აქვს რომ მოგვეცემა შაშუალება უკეთ გავეცნოთ როგორც მთიან ადგილებს და იქ მოქმეებას ასევე ბარის ადგილებს და იქ მოქმედებას, უფრო მრავალფეროვანი იქნება...

Re: ბანაკი

Posted: 18 Jan 2010 21:22
by NAZGHA
GRIF'S
იქ ბანაკში მარტო კარვის გაშლა დაკეცვას არ ვისწავლით. ბლინდაჭები სანგრები და საინჭინრო ნაგებობები გვექნება გასაკეთებელი და ხის მასალა მაგისთვის გვჭირდება. იმ ბანაკში წვრთნები იქნება და ტყეში სიარული ნაკლები როგორც მე მგონია. ტყეში სიარული იქამდე უნდა მოვასწროთ იქნება მაგის საშუალება..
თუ ვინმეს როდისმე მოგიწყვიათ საზაფხულო ბანაკი შეგიძლიათ გამოცდილება გაგვიზიაროთ

Re:

Posted: 18 Jan 2010 21:23
by GRIF'S
Avaza wrote:მაგრამ მანამდე 2 დღიანები უნდა დაამხეცოს ხალხმა ... პრაქტიკას ვერაფერი ვერ შეცვლის.


დავაწესოთ მერე, ბანაკიში წამსვლელთა კრიტერიუმი... წევრი რომელსაც აქვს გამოცდილება 2დღიან გასვლებში მონაწილეობის და აქვს მაღალი ამტანობის და გამძლეობის უნარი...

Re: ბანაკი

Posted: 18 Jan 2010 21:24
by NAZGHA
GRIF'S
ნუ ჩქარობ იქნება ეგ ყველაფერი :) კი არ უნდა დავაწესოთ ყველა მეორე კურს დამთავრებულს უნდა შეეძლოს 2 დღიანი რთული მარშუტისგავლა

Re: ბანაკი

Posted: 18 Jan 2010 21:26
by GRIF'S
ნუ, მე ჩემი აზრო გამოვხატე და რა და როგორ ეგ უკვე თქვენი, უფროსობის გადასაწყვეტია : )