გავმართოთ ფორუმი

ერთად განვავითაროთ აისი და მისი ფორუმი.
User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

გავმართოთ ფორუმი

Postby Forrest Gump » 17 Oct 2009 20:58

მოკლედ რა ხდება ეხლა. აისისთვის პირველი და მნიშვნელოვანი რაც იყო, ახალი კურსის დაწყება და ახალი წევრების მიღება წარმატებით განხორციელდა. არის კიდევ ერთი პრობლემა რაც მოსაგვარებელია, ეს არის ფორუმის გამართვა. რაში მდგომარეობს ეს.

კი კარგია გართობაც და გულის გადაყოლება მაგრამ მაგისთვის სხვა უამრავი ფორუმია. აისის ფორუმმა უნდა გააკეთოს თავისი საქმე. აისი უნდა იყოს ყველაფერში პირველი. რასაც ვერ ვიტყვით ფორუმზე. ამიტომ უნდა ავირჩიოთ როგორი ფორუმი გვინდა, ისეთი არეულ-დარეული როგორიც ეხლა არის თუ "ერთკურს" არჩეული.

უმეტესობა ფორუმის მეშვეოიბით იგებს ბევრ რამეს აისის შესახებ. კარგ, დახვეწილ და გამართულ ფორუმს დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც არის ზოგადად აისის მიზნები იმის მატარებელი უნდა იყოს ფორუმი. მოკლედ :

1. გაიწმინდოს ფორუმი, (კერძოდ კი "ზოგადი განყოფილება") აისისთვის და მისი მიზნებისთვის არა საჭირო თემებისაგან
2. შეეზღუდოს მომხმარებელს თემის გახსნა. რადგან რაც უფრო მეტია მომხმარებელი, მით უფრო მეტია თემები. გაოფება. ქაოსი

2.ა. თემის გახსნა შეეძლოს მხოლოდ მოდერატორს
2.ბ. თემის გახსნა შეეძლოთ მხოლოდ აისის წევრებს
უვარგისი

User avatar
CZ88
ფორუმელი
Posts: 935
Joined: 14 Apr 2009 22:50
Location: Germany, BW

Re: გავმართოთ ფორუმი

Postby CZ88 » 17 Oct 2009 21:06

რაღაცებში ვერ დაგეთანხმები და რაში ახლავე დავწერ :)

Forrest Gump wrote:
კი კარგია გართობაც და გულის გადაყოლება მაგრამ მაგისთვის სხვა უამრავი ფორუმია. აისის ფორუმმა უნდა გააკეთოს თავისი საქმე. აისი უნდა იყოს ყველაფერში პირველი. რასაც ვერ ვიტყვით ფორუმზე. ამიტომ უნდა ავირჩიოთ როგორი ფორუმი გვინდა, ისეთი არეულ-დარეული როგორიც ეხლა არის თუ "ერთკურს" არჩეული.

განტვირთვა აუცილებელია და მე ამ ფორუმზე სწორედ თითქმის ვერ ვხედავ ზედმეტობებს და გაოFFებებს. რაღაც ერთი ზოგადი თემა მაინც უნდა იყოს. მე ვარ ინგლისურენოვან სამხედრო ფორუმებზე და იქ არსებობს განყოფილება "Idle talks". ასე რომ, ზოგადი ერთი თემა მაინც უნდა არსებობდეს.

2. შეეზღუდოს მომხმარებელს თემის გახსნა. რადგან რაც უფრო მეტია მომხმარებელი, მით უფრო მეტია თემები. გაოფება. ქაოსი

2.ა. თემის გახსნა შეეძლოს მხოლოდ მოდერატორს
2.ბ. თემის გახსნა შეეძლოთ მხოლოდ აისის წევრებს

მე არ ვარ აისის წევრი, გარკვეული მიზეზების გამო და აი, შენიღბვაზე ან რადარებზე თემის გახსნა რომ მინდოდეს არ უნდა მქონდეს უფლება? :) ეს ის საკითხებია სწორედ, რომელიც ძალიან კარგად მესმის აკადემიურ დონეზე და ამ მხრივ 0 იდეის მქონე აისელი პრიპრიტეტული უნდა იყოს ჩემზე? :shock: ასეთი შეზღუდვა ხალხს მხოლოდ გააქცევს აქედან.

თემის გახსნა კი შეეძლოს ნებისმიერ ფორუმელს, ოღონდ გარკვეული რაოდენობა პოსტების შემდეგ, ვთქვათ, თუ აუცილებლად რაღაც შეზღუდვებს ეძებთ ან ბოტებისგან თავის ასაცილებლად.
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..

User avatar
REIDI
ფორუმელი
Posts: 305
Joined: 20 May 2009 21:05

Re: გავმართოთ ფორუმი

Postby REIDI » 17 Oct 2009 21:12

CZ88 wrote:განტვირთვა აუცილებელია და მე ამ ფორუმზე სწორედ თითქმის ვერ ვხედავ ზედმეტობებს და გაოFFებებს. რაღაც ერთი ზოგადი თემა მაინც უნდა იყოს.

გეთანხმები
CZ88 wrote:მე არ ვარ აისის წევრი, გარკვეული მიზეზების გამო და აი, შენიღბვაზე ან რადარებზე თემის გახსნა რომ მინდოდეს არ უნდა მქონდეს უფლება? ეს ის საკითხებია სწორედ, რომელიც ძალიან კარგად მესმის აკადემიურ დონეზე და ამ მხრივ 0 იდეის მქონე აისელი პრიპრიტეტული უნდა იყოს ჩემზე? ასეთი შეზღუდვა ხალხს მხოლოდ გააქცევს აქედან.

სწორია
CZ88 wrote:თემის გახსნა კი შეეძლოს ნებისმიერ ფორუმელს, ოღონდ გარკვეული რაოდენობა პოსტების შემდეგ, ვთქვათ, თუ აუცილებლად რაღაც შეზღუდვებს ეძებთ ან ბოტებისგან თავის ასაცილებლად.

კაი იდეაა პოსტების მინიმალური რაოდენობა უნდა დადგინდეს იმათთვის ვისაც თემის გახსნა სურს

User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: გავმართოთ ფორუმი

Postby Forrest Gump » 17 Oct 2009 21:18

CZ88

კი ბატონო განტვირტვა კარგია. მაგრამ აისის ფორუმი უკვე ჰგავს ერთი "რიგით" ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ფორუმს.

სადაც წინა პლანზე "ზოგადი თემებია"

მე არ ვარ აისის წევრი, გარკვეული მიზეზების გამო და აი, შენიღბვაზე ან რადარებზე თემის გახსნა რომ მინდოდეს არ უნდა მქონდეს უფლება? ეს ის საკითხებია სწორედ, რომელიც ძალიან კარგად მესმის აკადემიურ დონეზე და ამ მხრივ 0 იდეის მქონე აისელი პრიპრიტეტული უნდა იყოს ჩემზე? ასეთი შეზღუდვა ხალხს მხოლოდ გააქცევს აქედან.

ამისთვის მოდერი იქნება
უვარგისი

User avatar
Javelin
ფორუმელი
Posts: 2752
Joined: 05 Apr 2009 21:20

Re: გავმართოთ ფორუმი

Postby Javelin » 17 Oct 2009 21:19

Forrest Gump wrote:1. გაიწმინდოს ფორუმი, (კერძოდ კი "ზოგადი განყოფილება") აისისთვის და მისი მიზნებისთვის არა საჭირო თემებისაგან
2. შეეზღუდოს მომხმარებელს თემის გახსნა. რადგან რაც უფრო მეტია მომხმარებელი, მით უფრო მეტია თემები. გაოფება. ქაოსი

2.ა. თემის გახსნა შეეძლოს მხოლოდ მოდერატორს
2.ბ. თემის გახსნა შეეძლოთ მხოლოდ აისის წევრებს

გაწმენდისთვის მოდერაცია არსებობს, აისისათვის არასაჭირო მხოლოდ პოლიტიკური თემაა და არც გაიხსნება აქ არასოდეს. დანარჩენი თემები ღიაა და ისაუბრონ.
ზოგადი განყოფილების იდეა ისაა რომ წევრებმა პოსტონ აქ სხვადასხვა თემებზე და არ წავიდნენ სადღაც სხვა ფორუმზე...

თემის გახსნის შეზღუდვა არ მოხდება, არევდარევისგან თავდაცვა არაა ნამდვილად. არევდარევა არსებულ თემებშიც მშვენივრად შეიძლება თუ არავინ მიხედავს...
თემის გახსნის ლიმიტზე შეიძლება ვიფიქროთ... ელემენტარული პოსტების ზღვარი, ან ვთქვათ 2 თვიანი წევრობა...
who dares wins!

User avatar
Javelin
ფორუმელი
Posts: 2752
Joined: 05 Apr 2009 21:20

Re: გავმართოთ ფორუმი

Postby Javelin » 17 Oct 2009 21:20

Forrest Gump wrote:კი ბატონო განტვირტვა კარგია. მაგრამ აისის ფორუმი უკვე ჰგავს ერთი "რიგით" ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ფორუმს.

ნურას უკაცრავად :)
who dares wins!

User avatar
CZ88
ფორუმელი
Posts: 935
Joined: 14 Apr 2009 22:50
Location: Germany, BW

Re: გავმართოთ ფორუმი

Postby CZ88 » 17 Oct 2009 21:29

Forrest Gump wrote:ამისთვის მოდერი იქნება

ვერ იქნება და აი, რატომ: მე პირადად დროში შეზღუდული ვარ. შემოვდივარ მხოლოდ გვიან ღამე ან შაბათ-კვირას და სად ვეძებო მოდერატორი? + იკლებს მოტივაცია, თავს გრძნობ მეორეხარისხოვან ფორუმელად. თემები, რაც მე ვახსენე, იმისთვის დასამზადებელი სტატიები ითხოვს უამრავ დროს, ენერგიას, უნდა ვხაზო, ვხატო,ასევე ბევრიც ვთარგმნო კონსპექტებიდან და ამის მერე კიდევ ვეხვეწო გამიხსენით თემა თქვა? :) როდესაც აქეთაა სათხოვნელი წესით, რომ ეს უნიკალური მასალა თქვენამდე მოვიტანო.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, რომ მხოლოდ აისელებს შეეძლოთ თემის გახსნა.
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..

User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: გავმართოთ ფორუმი

Postby Forrest Gump » 17 Oct 2009 21:30

ამდენი უსარგებლო თემა რომ არის გახსნილი "ზოგად განყოფილებაში" გაიხსნას ერთი "თავისუფალი თემა" სადაც ვისაც რაზე მოესურვება იმაზე დაპოსტავს

CZ88

მაშინ თქვენზე გამონაკლისი იქნება :]
Last edited by Forrest Gump on 17 Oct 2009 21:32, edited 1 time in total.
უვარგისი

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 17 Oct 2009 21:31

Forrest Gump wrote:მაგრამ აისის ფორუმი უკვე ჰგავს ერთი "რიგით" ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ფორუმს

საერთოდ არ მაინტერესებს ჩვენი ფორუმი რას გავს და რას არა ... არავის არ ვეჯიბრებით.

მთავარია აისის მიზნებს კარგად მოემსახუროს ... ჯერჯერობით ძალიან კარგადაა ამ მხრივ საქმე. გარკვეული კორექტირება უნდა, რომ უფრო ხელსაყრელი გახდეს იუზერებისთვის

პ.ს. სულაც ნუ ექნება რეიტინგი ... ესეც არ მაინტერესებს. რეიტინგული ფორუმი რომ გვდომებოდა, პორნო განყოფილება ექნებოდა.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
CZ88
ფორუმელი
Posts: 935
Joined: 14 Apr 2009 22:50
Location: Germany, BW

Re: გავმართოთ ფორუმი

Postby CZ88 » 17 Oct 2009 21:32

Forrest Gump wrote:ამდენი უსარგებლო თემა რომ არის გახსნილი "ზოგად განყოფილებაში" გაიხსნას ერთი "თავისუფალი თემა" სადაც ვისაც რაზე მოესურვება იმაზე დაპოსტავს

კი, ერთი კი მაინც უნდა იყოს, ეს უფრო ხელს შეუწყობს ოFF-ების შემცირებას.
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 17 Oct 2009 21:33

Forrest Gump wrote:უსარგებლო თემა

ვინ გითხრა რომ უსარგებლოა? საიდან დაასკვენი?

ეგ არის განტვირთვის ადგილი ... შვეიცარია -საქართველო 23:0 რომ დამთავრდა, მაგარი ღადო თემა გამოცხვა და ვის რა დაუშავდა ამით?
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: გავმართოთ ფორუმი

Postby Forrest Gump » 17 Oct 2009 21:33

Avaza

კი მარა უნდა გავარკვიოთ როგორი ფორუმი გვინდა. აი ეს არის პირველი და უმთავრესი
უვარგისი

User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: გავმართოთ ფორუმი

Postby Forrest Gump » 17 Oct 2009 21:36

Avaza

მაგრამ ხომ შეიძლება რომ იყოს მხოლოდ ერთი თემა როგორც ზემოთ დავწერე

მაგ. "თავისუფალი თემა" და იქ იპოსტოს ასეთი ზოგადი შინაარსის თემები ?
უვარგისი

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 17 Oct 2009 21:37

Forrest Gump wrote:როგორი ფორუმი გვინდა

პირადად შენ როგორი გინდა ... მონახაზი შეადგინე.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 17 Oct 2009 21:39

Forrest Gump wrote:მაგ. "თავისუფალი თემა" და იქ იპოსტოს ასეთი ზოგადი შინაარსის თემები ?

ერთი თემა რას ეყოფა მაგას? სპორტი, ეკონომიკა, კინოები, მუსიკა ერთ თ ე მ ა შ ი ვერ შეიყრება ...

აისი არის მრავალპროფილიანი ორგანიზაცია - ეს გაითვალისწინეთ ...