"გვარდია" ქართული არმიის გუნდი

ერთად განვავითაროთ აისი და მისი ფორუმი.
User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

"გვარდია" ქართული არმიის გუნდი

Postby Avaza » 28 Aug 2009 17:12

როცა დრო გვექნება, ამათ საგულშემატკივროდ არ წავიდეთ ხოლმე? ;)

----------

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება 2009 წლის დასაწყისში გადაწყვიტა. იდეა პრაქტიკულად განხორციელდა - თითქმის ყველა რეგიონის ბატალიონის მონაწილეობით გაიმართა ქართული არმიის ჩემპიონატი, რომელიც სენაკელთა გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამ პირველობის საფუძველზე დაარსდა გუნდი �გვარდია�, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ვანო ხორგუაშვილი სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა:

- "გვარდია" ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ არსოშვილის თაოსნობით ჩამოყალიბდა. აქამდე იყო თბილისის, გორის, საჩხერის, ბათუმის, ხაშურის, ვაზიანის, სენაკის... სულ 16 გუნდი. ჩემპიონატი სენაკის ბატალიონმა მოიგო და ტურნირის შედეგად შეირჩა ქართული არმიის ნაკრები, რომლის მთავარ მწვრთნელად ჯემალ მახარაშვილი დაინიშნა. ვგეგმავთ "გვარდიის' რეგიონალლიგაში ჩართვას, მერე გუნდის სერიოზულად გაძლიერებას და უმაღლეს ლიგაში გადასვლას ვეცდებით. "გვარდია" ზოოვეტის სტადიონზე ივარჯიშებს და ფიზკულტურის ინსტიტუტის სტადიონზე ითამაშებს. ლაპარაკია ზოოვეტში თანამედროვე ბაზის აშენებასა და ფიზკულტურის აკადემიის სტადიონის რეკონსტრუქციაზე. დაახლოებით 7-ათასიანი ტრიბუნის მოწყობაზეცაა ლაპარაკი. ანუ, ეს უნდა იყოს არა ჩვეულებრივი, არამედ, ძალიან ძლიერი და ინფრასტრუქტურით გამართული კლუბი.

- მოდით, დავაზუსტოთ - თავდაცვის სამინისტროში შექმნილი 16 გუნდიდან მხოლოდ ერთი დაკომპლექტდა?

- ეს საკითხი სამინისტროში ახლა წყდება. დარწმუნებული ვარ, ქართული არმიის გუნდს ყველა რეგიონში მრავალი გულშემატკივარი ეყოლება.


ზურაბ არსოშვილი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი

- ბატონო ზურაბ, ჯარის გუნდი ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ 1999 წლიდან საქართველოში ასეთი გუნდი აღარ არსებობდა. რითი იყო თქვენი გადაწყვეტილება განპირობებული?
- ჯარი ჯანსაღი ორგანიზმია და საფეხბურთო კლუბი ამ სულისკვეთების განმტკიცებას ემსახურება. ფეხბურთი ყველას უყვარს, ჯარშიც ბევრი ნიჭიერი ბიჭია, რომელთაც გასაქანს მივცემთ და დარწმუნებული ვარ, ჩამოვაყალიბებთ სერიოზულ გუნდს, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ეყოლება. ჯარი ხომ ყველა ქართველისაა და ყველა მას გულშემატკივრობს. დარწმუნებული ვარ, �გვარდიის� მიმართ ასეთივე დამოკიდებულება ექნებათ. გვსურს, ისეთი კლუბი ჩამოვაყალიბოთ, რომელიც უმაღლესი ლიგის ლიდერებში დამკვიდრდება - ქართული ჯარი ყველაფერში საუკეთესო უნდა იყოს.

- საბჭოთა არმიის გუნდში ფეხბურთელებს იძულებით ათამაშებდნენ და ამით ჯარის პრობლემას უხსნიდნენ. �გვარდიაშიც� მიიწვევთ წვევამდელი ასაკის ფეხბურთელებს?
- მადლობა ღმერთს, საბჭოთა კავშირში აღარ ვცხოვრობთ და არც საბჭოური ცხოვრების წესებით ვხელმძღვანელობთ. რუსებიც მიხვდნენ, რომ ძალით წაყვანილი მოთამაშეებით ძლიერ გუნდს ვერ ჩამოაყალიბებდნენ. უკრაინასა და პოლონეთსაც ჰყავს თავდაცვის სამინისტროს გუნდები, სადაც ფეხბურთელები არა ძალით, არამედ, ნებაყოფლობით და სიამოვნებითაც მიდიან. ჩვენც სწორედ ასეთი გუნდის ჩამოყალიბება გადავწყვიტეთ. მთავარია, საქმე დაიძრა და გუნდის მშენებლობა დაწყებულია.

- "გვარდიის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ხორგუაშვილმა გვითხრა - საკუთარი ბაზისა და სტადიონის აშენებასაც ვაპირებთო...
- ძლიერ გუნდს ყველაფერი ამბიციის შესაბამისი უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, სტადიონი და ბაზა გვჭირდება და სამომავლოდ ამაზეც ვფიქრობთ. სპორტის აკადემიის სტადიონზე ტრიბუნები აშენდება და მოედნის საფარი მოწესრიგდება. თავიდან ტრიბუნები 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი, შემდეგ კი, ვფიქრობ, ტევადობა კიდევ უფრო გავზარდოთ. შეკრებებს სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე, ყოფილ ზოოვეტში ვგეგმავთ. იქაური სტადიონიც მოწესრიგდება. მოკლედ, ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს და იმედია, ამ ყველაფერს განვახორციელებთ.

- თქვენი სიტყვებიდან ისე ჩანს, რომ "გვარდია" მდიდარი გუნდი იქნება. სხვაგვარად, საკუთარ ბაზას და სტადიონს ვერ ააშენებთ...
- ნორმალური და სტაბილური ბიუჯეტი გვექნება. ვაპირებთ პრემიალური სისტემის დამკვიდრებას, რაც ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთი მთავარი სტიმულია. მოკლედ, ჩვენ არა მორჩილებაზე, არამედ, სტიმულზე აწყობილი გუნდი გვჭირდება. სხვათა შორის, ყველაზე დისციპლინირებული ჯარისკაცებიც იღებენ პრემიებს. ეს ძლიერი გუნდის ჩამოყალიბების წინაპირობა გახდება. მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი ჯემალ მახარაშვილი დავნიშნეთ, აღმასრულებელ დირექტორად კი ვანო ხორგუაშვილი.

- ბატალიონის გუნდებს რა ბედი ელით?
- შიდა ჩემპიონატები გაგრძელდება და ფეხბურთელებს კვლავაც შევარჩევთ.

http://www.opentext.org.ge/09/lelo/200/200-11.htm
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: "გვარდია" ქართული არმიის გუნდი

Postby John Sidney McCain » 28 Aug 2009 17:24

Avaza wrote:როცა დრო გვექნება, ამათ საგულშემატკივროდ არ წავიდეთ ხოლმე? ;)

წავიდეთ ხოლმე!!!
დინამოს გულშემატკივრობას მაგათი გულშემატკივრობა მირჩევნია...
თქვენი სიტყვებიდან ისე ჩანს, რომ "გვარდია" მდიდარი გუნდი იქნება. სხვაგვარად, საკუთარ ბაზას და სტადიონს ვერ ააშენებთ...
- ნორმალური და სტაბილური ბიუჯეტი გვექნება. ვაპირებთ პრემიალური სისტემის დამკვიდრებას, რაც ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთი მთავარი სტიმულია.

კაია...
"გვარდია" ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ არსოშვილის თაოსნობით ჩამოყალიბდა.

ყოჩაღ მაგას!!!

ყველანაირად მივესალმები ეგეთ რამეებს...

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 28 Aug 2009 18:49

John Sidney McCain

გამიხარდა ეგ რომ გავიგე ... 16 გუნდი არმიაში და მაგათი ნაკრები ანუ FC Gvardia რეგიონალ ლიგაში ...

ისე ვატყობ, კიდევ ერთი კლუბი აისში გვარდიის ფანკლუბი იქნება ... :)

მე არ გავმაზავ მაგათ თამაშებს ... მთავარია დრომ შემიწყოს ხელი ...

ამის ანალოგი იქნება ... ეს ესტონური კატსელიტის FC არის ...
http://www.jkkaitseliit-kalev.ee/

ეს სხვა საარმიო კლუბები ...

http://en.wikipedia.org/wiki/PFC_CSKA_Sofia
http://en.wikipedia.org/wiki/FC_CSKA_Kyiv
http://en.wikipedia.org/wiki/Philippine_Army_FC
http://en.wikipedia.org/wiki/Royal_Thai_Army_FC
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: "გვარდია" ქართული არმიის გუნდი

Postby Forrest Gump » 28 Aug 2009 18:56

ამათ საგულშემატკივროდ არ წავიდეთ ხოლმე?


აბა რა უნდა ვქნათ ...
უვარგისი

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 02 Sep 2009 16:14

მეორე ლიგა. I ტური

ლიდერი (თბილისი) - ივერია (ხაშური) 2:2
ალგეთი (მარნეული)-35-ე სკოლა II 1:2
სპარტაკი III (ცხინვალი)-აბული (ახალქალაქი) 5:0
ზოოვეტი (თბილისი) - დილა (გორი) 1:1

გვარდია (თბილისი) ისვენებს

ამ ტურში არ უთამაშიათ და ინტერნეტში ამ გუნდზე არაფერი არ არის ჩვენი ლინკის გარდა ... :(

შევეცდები გავიგო სად თამაშობენ და როდის ... მივიდეთ და ვუგულშემატკივროთ ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 15 Sep 2009 14:55

ლიდერი თბილისი - გვარდია 0:0

მეორე თამაში ითამაშეს უკვე ... სამინისტროდან მომწერეს კალენდარი საიტზე გამოქვეყნდებაო ... იმედია მალე ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 25 Sep 2009 20:09

26 სექტემბერს 15:30 სთ-ზე გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება საქართველოს 21-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩი ფეხბურთში. თამაშში მონაწილეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების საფეხბურთო გუნდი “გვარდია” და თბილისის “ავაზა” მიიღებს. შეჯიბრს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრებიან. ჩემპიონატი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.

მის: ქ. გორი; დ. გურამიშვილის ქ. #2.
http://www.mod.gov.ge/index.php?page=77 ... e=1&Id=210

ანუ გვარდიას საკუთარი მოედანი ამ ეტაპზე მაინც არ ექნება და ხან სად ითამაშებს და ხან სად ...
ჰოდა როცა მოუწევს თბილისში თამაში მერე მივალთ საყურებლად ... იმედია დაიდება ინფო ...

FC Gvardia (Georgia)
Home ground: whole Georgia.
Fans: all Georgia.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Javelin
ფორუმელი
Posts: 2752
Joined: 05 Apr 2009 21:20

Re: "გვარდია" ქართული არმიის გუნდი

Postby Javelin » 26 Sep 2009 01:17

Avaza wrote:ანუ გვარდიას საკუთარი მოედანი ამ ეტაპზე მაინც არ ექნება და ხან სად ითამაშებს და ხან სად ...
ჰოდა როცა მოუწევს თბილისში თამაში მერე მივალთ საყურებლად ... იმედია დაიდება ინფო ...

მე და ფეხბურთი კი იცით რა ურთიერთობაშიც ვართ ერთმანეთთან მაგრამ გვარდიის თამაში თუ იქნა აქ არ გამომაპაროთ.
who dares wins!

User avatar
S.T.A.L.K.E.R
ფორუმელი
Posts: 671
Joined: 19 May 2009 18:05
Location: pripiat

Re: "გვარდია" ქართული არმიის გუნდი

Postby S.T.A.L.K.E.R » 26 Sep 2009 02:24

ფეხბურთი ჭირივით მეზიზღება, მაგრამ წავიდეთ რახან ჩვენი ჯარისკავები იქნებიან ...
წამო წითელ ხიდზე, მაგარია!!! © ,,ჭეშმარიტი" ქართველი

POTI-9
ფორუმელი
Posts: 1
Joined: 27 Nov 2009 12:18

Re: "გვარდია" ქართული არმიის გუნდი

Postby POTI-9 » 27 Nov 2009 12:31

მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ არმის კვლავ საკუთარი გუნდი ჰყავს.... მინდა წარმატებები ვუსურვო ამ გუნდს. მალე უმაღლესში გვეხილოს...


ალბათ გაგიგიათ საფეხბურთო ინტერნეტ-საიტი გოლი.გე... ვისაც არაფერი გსმენიათ, გეტყვით რომ ეს საიტი მაქსიმალურად აშუქებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს და ერთადერთი თუ არ, ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სფეროში.

ადმინ(ებ)თან მექნება ერთი თხოვნა: მეორე ლიგის კალენდარზე იყო საუბარი წინა პოსტებში და თუ შესაძლებელია, რომ ეს კალენდარი მომწეროთ. სურვილი გვაქვს, რომ მეორე ლიგის ორივე ზონასაც შესაბამისი ყურადღება დავუთმოთ და ტუ დაგვეხმარებით, მადლობელი დაგრჩებით...

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 27 Nov 2009 13:11

POTI-9 wrote:თუ შესაძლებელია, რომ ეს კალენდარი მომწეროთ.

სამწუხაროდ არ გვაქვს, თორემ მოგწერდი ... :(
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)