პირველი ქართული სასწავლო ანიმაციები

ერთად განვავითაროთ აისი და მისი ფორუმი.
ხათუნა
ფორუმელი
Posts: 1
Joined: 27 Oct 2013 08:23

პირველი ქართული სასწავლო ანიმაციები

Postby ხათუნა » 27 Oct 2013 08:28

მოგესალმებით, ქართულ კულტურაზე მზრუნავ ადამიანებს საზღვრებს გარეთ და ქედს ვიხრი თქვენი მამულიშვილური საქმიანობის წინაშე!
მოგახსენებთ, რომ მე ვარ ავტორი პირველი ქართული სამგანზომილებიანი ანბანისა " ჯადოსნური ანბანი" , ასევე პირველი ქართული საანბანო ანიმაციებისა " ჯადოსნური ანბანი". ორივე დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ და მინიჭებული აქვს დამხმარე სახელმძღვანელოს სტატუსი. ანიმაციური სახელმძღვანელო დისკების სახით უკვე მზადაა გასაყიდად. ის გაუიოლებს ბავშვებს ქართული ანბანის სწავლას , განუვითარებს მეტყველებასა და გემოვნებას.
მოხარული ვიქნები თუ დაინტერესდებით ამ პროდუქტით, ვინაიდან ის დაგეხმარებათ ერთი დიდი პრობლემის მოგვარებაში , რომელსაც ქართული ენის სწავლება ქვია საზღვარგარეთ.
პატივისცემით ხათუნა ყოჩაშვილი

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 27 Oct 2013 13:33

ხათუნა

ერთერთი სათვისტომოს ხელმძღვანელს შევატყობინე ამის შესახებ და დაველოდოთ მის პასუხს.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: პირველი ქართული სასწავლო ანიმაციები

Postby ზარაზა » 28 Oct 2013 11:55

ხათუნა
დაუკავშირდით ამ საიტის მესვეურთ, თქვენი სეხნიაა და შესაშური სათნო ადამიანია, ჩემის თვალსაზრისით:
http://children.dsl.ge/

ძალიან აქტიურია ქართული სათვისტომო ჩეხეთში, ჯიმი დაბრუნდაშვილია ამ სათვისტომოს ხელმძღვანელი:
dadidube.jimi@gmail.com

წარმატებები...
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)