დახმარება არმაზისხევს

ერთად განვავითაროთ აისი და მისი ფორუმი.
User avatar
ILikeYouGeorgia
ფორუმელი
Posts: 28
Joined: 29 May 2012 10:01

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby ILikeYouGeorgia » 07 Jun 2012 16:03

Avaza wrote:რა ობიექტია?


ამ თემის მეორე პოსტში მიწერია ყველაფერი მაგ ადგილის შესახებ :)
The Best Memories Come From The Craziest Ideas

User avatar
Lilly
ფორუმელი
Posts: 161
Joined: 07 Mar 2011 02:01
Location: თბილისი

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby Lilly » 07 Jun 2012 21:35

ILikeYouGeorgia

კეთილი და პატიოსანი, საკმაოდ კარგი იდეაა..

მაგრამ, თუ ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ს.ო. აისმა, მაშინ მთავარი აისის ეკო-კლუბის მიზნებია, რაც ზემოთაღნიშნულ პოსტებში ჩანს რომ თქვენთვის კარგად ცნობილი არ არის (არქეოლოგიური გამოცდილება აისს არ აქვს + ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, ანუ მას პატრონი ყავს).. როგორც პირად საუბარში აღვნიშნეთ სიამოვნებით გაგაცნობთ აისის ეკო-კლუბის მიზნებს და გავეცნობი თქვენს იდეებსაც პირადად. ეს თემა კი მანამდე კონკრეტულისკენ არაფრისკენ მიდის.


და მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ILikeYouGeorgia
ჩვენი მხრიდან მთავარი იქნება ერთი-ორი შაბათი დღე გავატაროთ მცხეთაში, გრილ ჰაერზე და სასიამოვნო საქმეში კუნთების გავარჯიშებაში ))


უახლოესი 3 თვის განმავლობაში შაბათ-კვირა ეთმობა მიმდინარე კურსს და ეკო-კლუბი მის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის.

თუმცა ეს პერიოდი სასარგებლო და საკმარისია სამომავლო გეგმებზე ჩამოსაყალიბებლად, და როგორც უკვე მოგწერეთ პირადად ძალიან მოხარული ვიქნებით თუ ამ პროცესში თქვენც ჩაერთვებით.
error 403 - Forbidden

User avatar
ILikeYouGeorgia
ფორუმელი
Posts: 28
Joined: 29 May 2012 10:01

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby ILikeYouGeorgia » 08 Jun 2012 11:17

რათქმაუნდა, აისის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია პროექტის განხორციელება

ეს მხოლოდ ინიციატივაა. რასაც ყოველთვის ვაკეთებდი დამოუკიდებლად და ვიფიქრე თქვენთვისაც საინტერესო იქნებოდა

საქმე ისაა, რომ აისის არქეოლოგიური გამოცდილება ამ ეტაპზე ნამდვილად არაა საჭირო. რადგანაც:
1) თუ ეს პროექტი განხორციელდება მუზეუმი უზრუნველყოფს არქეოლოგის ზედამხედველობას. ასევე, მეც მაქვს შესაბამისი გამოცდილება რომ, როგორც მინიმუმ არაფერი დავაზიანოთ.
2) ამ კონკრეტულ ტერიტორიის სამუშაოების ჩატარების პირველ ეტაპზე მხოლოდ მცენარეული საფარია მოსაცილებელი და არქეოლოგიასთან ისეთი შეხება ნამდვილად არ გვექნება რომ რაიმე დაზიანდეს.

აქ საუბარი იყო არქეოლოგებისათვის დახმარების გაწევაზე და კარგი საქმის გაკეთებაზე უანგარო სურვილით. განა შესანიშნავი არ იქნება, თუ აისის მოქმედების პროფილი კიდევ უფრო გაიზარდება და მას კიდევ ერთი პუნქტი (როგორც ყველა დანარჩენი, ესეც არანაკლებად პატრიოტული და ნამდვილად საჭირო საქმე) შეემატება?
The Best Memories Come From The Craziest Ideas

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 08 Jun 2012 13:50

ILikeYouGeorgia

მაინც რამდენი ადამიანი უნდა მაგ საქმეს?
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
ILikeYouGeorgia
ფორუმელი
Posts: 28
Joined: 29 May 2012 10:01

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby ILikeYouGeorgia » 08 Jun 2012 14:47

Avaza

მე ვფიქრობ, 10-15 კაცი საკმარისი იქნებოდა :)
The Best Memories Come From The Craziest Ideas