დახმარება არმაზისხევს

ერთად განვავითაროთ აისი და მისი ფორუმი.
User avatar
ILikeYouGeorgia
ფორუმელი
Posts: 28
Joined: 29 May 2012 10:01

დახმარება არმაზისხევს

Postby ILikeYouGeorgia » 07 Jun 2012 11:32

როგორც იცით, სახელმწიფოს მიერ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მრავალი პროექტი ხორციელდება. სულ ბოლო წარმატებული პროექტი ბაგინეთის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული ბილიკების მოწყობის პროექტი იყო, რომელმაც გამოაცოცხლა ეს ისტორიულად მეტად მნიშვნელოვანი, მაგრამ წლების მანძილზე მიტოვებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი.

მომავალი გეგმებიც საკმაოდ ამბიციურია. თუმცა, საბედნიეროდ მცხეთის ძეგლები მეტად ურიცხვია, ამასთან ყოველი მათგანი თავისი ისტორიითა თუ კულტურული ფასეულობებით შეუცვლელი და გამორჩეული.

გთავაზობთ, ერთ-ერთი ასეთი ობიექტისათვის, კერძოდ არმაზისხევისათვის ჩვენი ძალებითა და დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დახმარებით დასუფთავებითი და მოვლითი სამუშაოები ჩაგვეტარებია.

უნდა ავღნიშნო, რომ ეს თემა არ ეხება მხოლოდ ეკოლოგიას. იმიტომ რომ ქართლის მეფეთა ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენციაზე საჭიროა მიწის სამუშაოები, და არქეოლოგიური დასუფთავება.

როგორც ავღნიშნე, მცხეთის მუზეუმი ყოველნაირად დაგვეხმარება ამ საქმეში. ჩვენი მხრიდან მთავარი იქნება ერთი-ორი შაბათი დღე გავატაროთ მცხეთაში, გრილ ჰაერზე და სასიამოვნო საქმეში კუნთების გავარჯიშებაში :)))


მგონი ურიგო წამოწყება არ უნდა იყოს, მით უფრო წვლილს შევიტანთ ესეთი მნიშვნელოვანი ძეგლის მეორე სიცოცხლის დაწყებაში.


არმაზისხევზე მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ გაეცნოთ ამ ლინკს

[url]http://ka.wikipedia.org/wiki/არმაზისხევი[/url]
Last edited by ILikeYouGeorgia on 07 Jun 2012 11:45, edited 2 times in total.
The Best Memories Come From The Craziest Ideas

User avatar
ILikeYouGeorgia
ფორუმელი
Posts: 28
Joined: 29 May 2012 10:01

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby ILikeYouGeorgia » 07 Jun 2012 11:41

მგონი კარგად ვერ ვსვავ ლინკს. ამიტომ, გთავაზობთ ამონარიდს wikipedia-დან

არმაზისხევი, ძველი მცხეთის ერთ-ერთი უბანი, ქართლის მეფეთა ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენცია, მცხეთის დასავლეთით, არმაზისხევისა და მდინარე მტკვრის შესართავთან. მოიცავს მარტაზისხევის, სანგრისხევის და, საერთოდ, არმაზისხევ-ძეგვის ზოლის მტკვრის მარჯვენა მხარის ნამოსახლარებსა და ციხესიმაგრეებს.

არმაზისხევში არის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. ხევის თავზე ციხეა. „დიდი მცხეთის“ ეს უბანი გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარზეა შექმნილი, საერისთავო სამყოფელი და განსასვენებელი კი მცხეთის გადედაქალაქებას უკავშირდება. არმაზისხევში არქეოლოგიური გათხრები 1937-1946 წლებში ჩატარდა. აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი, ერისთავთა (პიტიახშთა) განსასვენებელი, კრიმიტსამარხები, სარკოფაგები და მავზოლეუმის ტიპის სამარხი, გვიანდელი ანტიკური და ფეოდალური ხანის ქვის სამარხები. აგრეთვე ერისთავთა სასახლის კომპლექსის ნანგრევები, არმაზისხევის აბანო, წყალსადენის ნაშთევბი, კერამიკური სახელოსნო და მარანი.

განსაკუთრებით მდიდრული იყო ერისთავთა სამარხები (II-III საუკუნეები). სამარხული მასალიდან აღსანიშნავია: ოქროს სარტყელი, სატევრის ოქროს ქარქაში, შუბლსამკაულები (დიადემები), ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, სამკლაურები და სხვა ოქროს ნივთები შემკულია ალმანდინის, ზურმუხტის, ნეფრიტის, საფირონის, ამეთვისტოს, აქატის, ქალცედონის, მალაქიტის, ლაჟვარდის ონიქსის, ალმასის და სხვა ძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი თვლებით. მათზე ხშირად გამოსახულება და წარწერაა ამოკვეთილი. ვერცხლის ნივთთაგან გამოირჩევა სიუხვის ქალღმერთის ჰორელიეფური გამოსახულებით და მამაკაცის მკერდზეა ქანდაკებით შემკული თასები, სხვადასხვა ფორმის საღვინეები და სხვა. გათხრების დროს აღმოჩენილმა ბერძნულმა და არამეულმა წარწერებმა (არმაზის ბილინგვა და სხვა წარწერები) სიახლე შეიტანეს ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიაში.

ცნობილი გახდნენ იბერთა დიდი მეფე ქსეფარნუგი, ზევახ (ჯავახ) უფალი, ასპარუკ ერისთავი, ჯავახ მცირე, სერაფიტა, ბერსუმა პიტიახში, კარპაკი და სხვანი. შეიქმნა საფუძველი საქართველოს სახლმწიფო-პოლიტიკური წყობისა და ქართული დამწერლობის წარმოშობის ახლებური გაშუქებისათვის.

არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები ამჟამად შემოზღუდულია და სავალე მუზეუმია შექმნილი.
The Best Memories Come From The Craziest Ideas

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby NAZGHA » 07 Jun 2012 12:21

ILikeYouGeorgia wrote:გთავაზობთ, ერთ-ერთი ასეთი ობიექტისათვი

თუ შეძლებ ვიკიმაპიის ლინკი რომ დააგდო რომ უკეთ მივხვდეთ რომელ ადგილზე არის საუბარი.
ILikeYouGeorgia wrote:იდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დახმარებით

დახმარებაში რა იგულისხმება?
ILikeYouGeorgia wrote:რეზიდენციაზე საჭიროა მიწის სამუშაოები, და არქეოლოგიური დასუფთავება.

არქეოლოგიური გათხრები თუა საჭირო იმის შანსი ხომ არ არსებობს რომ ისტორიული ძეგლი ან რამე მსგავსი ჩვენი არაპროფესიონალიზმის გამო დავაზიანოთ?


იდეა კარგია . უნდა დაზუსტდეს სამუშაოების რაოდენობა, საჭირო აღჭურვილობა და სხვა დეტალები.
ამ ინფორმაციის მიღებას როცა შეძლებ პმ მომწერე. კურსის განმავლობაში მოესწერება ეს თუ კურსის შემდგომ სხვა საკითხია, ჩვენ საკითხი დამუშავებული გვქონდეს. მსგავსი გასვლა აისის ეკოლოგიის კლუბის საქმეა და შესაბამისად ეკო კლუბის ხელმძღვანელს თუ დაუკავშირდები და საქმეში ჩართავ კარგი იქნება. მისი ნიკია Lilly
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
ILikeYouGeorgia
ფორუმელი
Posts: 28
Joined: 29 May 2012 10:01

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby ILikeYouGeorgia » 07 Jun 2012 12:36

NAZGHA wrote:თუ შეძლებ ვიკიმაპიის ლინკი რომ დააგდო რომ უკეთ მივხვდეთ რომელ ადგილზე არის საუბარი.


http://wikimapia.org/#lat=41.838737&lon=44.6758083&z=18&l=0&m=b

ეს ლინკი

NAZGHA wrote:დახმარებაში რა იგულისხმება?


მოსაწესრიგებელია ტერიტორია შემდეგომი არქეოლოგიური ექსპედიციისათვის, რომელსაც უკვე პროფესიონალი არქეოლოგები გამართავენ.


NAZGHA wrote:არქეოლოგიური გათხრები თუა საჭირო იმის შანსი ხომ არ არსებობს რომ ისტორიული ძეგლი ან რამე მსგავსი ჩვენი არაპროფესიონალიზმის გამო დავაზიანოთ?



ამაში მუზეუმის არქეოლოგები გაგვიწევენ კოორდინაციას და ჩვენთან ერთად იქნებიან.

სამუსაო ინვენტარის შოვნაც არ გამიჭირდება :)
The Best Memories Come From The Craziest Ideas

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby NAZGHA » 07 Jun 2012 12:39

ILikeYouGeorgia wrote:NAZGHA დაწერა:დახმარებაში რა იგულისხმება?მოსაწესრიგებელია ტერიტორია შემდეგომი არქეოლოგიური ექსპედიციისათვის, რომელსაც უკვე პროფესიონალი არქეოლოგები გამართავენ.

ვერ გამიგე, ანუ მუზეუმი ჩვენ რითი დაგვეხმარებათქო? ბარები, ნიჩბები, ტრანსპორტი თუ .... ???


მაგ ადგილზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია ვინაა? ვის ბალანსზეა და ვის ევალება მისი გასუფთავება?
როგორც ასეთი ნაგავი არ ყრია მანდ?
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
ILikeYouGeorgia
ფორუმელი
Posts: 28
Joined: 29 May 2012 10:01

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby ILikeYouGeorgia » 07 Jun 2012 12:44

NAZGHA

ტრანსპორტი არ დაგვჭირდება, ახლოსაა მცხეთის ხიდთან.

მუზეუმი დაგვეხმარება არქეოლოგიის სპეციალისტით და დაახლოებით 10 კაცის სამყოფი ინვენტარით.

პირველ ეტაპზე მხოლოდ მცენარეული საფარის მოცილებაა საჭირო.


ეს ტერიტორია შედის მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის არეალში და მასვე ეკუთვნის
The Best Memories Come From The Craziest Ideas

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby ზარაზა » 07 Jun 2012 13:19

ILikeYouGeorgia wrote:პირველ ეტაპზე მხოლოდ მცენარეული საფარის მოცილებაა საჭირო.

ანუ, ეს პლასტიკური ნაგვის მოსაგროვებლად ეკოლოგიური კი არა, არქეოლოგიური გასვლა გამოდის...
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
ILikeYouGeorgia
ფორუმელი
Posts: 28
Joined: 29 May 2012 10:01

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby ILikeYouGeorgia » 07 Jun 2012 13:24

ზარაზა wrote:ანუ, ეს პლასტიკური ნაგვის მოსაგროვებლად ეკოლოგიური კი არა, არქეოლოგიური გასვლა გამოდის...


სწორედ ესეა. ამით მნიშვნელოვნად დავეხმარებით არქეოლოგებს ამ ტერიტორიის ბოლომდე შესწავლაში
The Best Memories Come From The Craziest Ideas

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 07 Jun 2012 14:54

ILikeYouGeorgia

არმაზისხევი რამდენჯერმე (2 ჯერ) დავასუფთავეთ ... აბრები დავდგით და ა.შ.

ეკოლოგიის კლუბის პირველი აქცია სწორედ არმაზისხევის დასუფთავება იყო.

viewtopic.php?f=8&t=313&start=75
viewtopic.php?f=39&t=325&start=75
http://forum.ge/?f=29&showtopic=34016880&st=150
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 07 Jun 2012 14:57

ILikeYouGeorgia

ILikeYouGeorgia wrote:http://wikimapia.org/#lat=41.838737&lon=44.6758083&z=18&l=0&m=b
ეს ლინკი


მანდ ხომ რესტორანი არმაზია? ისე, ორიგინალური ადგილია რესტორნისთვის ... :)

ზარაზა

ზარაზა wrote:ანუ, ეს პლასტიკური ნაგვის მოსაგროვებლად ეკოლოგიური კი არა, არქეოლოგიური გასვლა გამოდის...


ჩემი ბავშვობის ოცნებაა ... კაი ხანი ვიძახდი არქოლოგი უნდა გამოვიდე თქო ... :(
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby ზარაზა » 07 Jun 2012 15:13

Avaza wrote:არმაზისხევი რამდენჯერმე (2 ჯერ) დავასუფთავეთ ... აბრები დავდგით და ა.შ.

ეკოლოგიის კლუბის პირველი აქცია სწორედ არმაზისხევის დასუფთავება იყო.

ეგ ჰო, ეკო-გასვლა იყო, მაგრამ ეხლა ILikeYouGeorgia ამბობს არქეოლოგიური, ანუ, არქიგასვლა ( :) ) მოვაწყოთო და მაგ ამბავი როგორ იქნება ისაა საქმე...
ვნახოთ რას იტყვის ეკო-კლუბის ხალხი...
Avaza wrote:ჩემი ბავშვობის ოცნებაა ... კაი ხანი ვიძახდი არქოლოგი უნდა გამოვიდე თქო ...

ოცნებისა რა გითხრა და ბავშვობაში მეც ხშირად "ვიცვლიდი პროფესიებს" მეხანძრიდან დაწყებული კოსმონავტობამდე...
დიდობაშიც იცისო გამოყოლა მარაა... ია ვიცი, ია ვიცი....
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
ILikeYouGeorgia
ფორუმელი
Posts: 28
Joined: 29 May 2012 10:01

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby ILikeYouGeorgia » 07 Jun 2012 15:51

Avaza wrote:მანდ ხომ რესტორანი არმაზია?



დიახ, დიახ... ეს რესტორანი არმაზია, რომლის ეზოს გავლითაც მოხვდები ამ არქეოლოგიურ ობიექტზე.


ასე ვთქვათ, რესტორნის ეზოში უნდა შეხვიდე რომ მაგ არქეოლოგიამდე მიხვიდე (ქართული შაბლონია, რომლითაც ყველა გზა ჭამაზე გადის :D :D :D )

თქვენ არმაზისხევზე იყავი, ციხიდან გზამდე. ამასაც არმაზისხევი ქვია, მაგრამ სხვა ადგილია, რომელსაც უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს თუ მოევლება და წესიერად მოეწყობა
The Best Memories Come From The Craziest Ideas

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 07 Jun 2012 15:58

ზარაზა

ზარაზა wrote:დიდობაშიც იცისო გამოყოლა მარაა... ია ვიცი, ია ვიცი....


რამე ისტორიულ ადგილს კი გავთხრიდი ისე ... თავისებური მუღამი აქვს ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
ILikeYouGeorgia
ფორუმელი
Posts: 28
Joined: 29 May 2012 10:01

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby ILikeYouGeorgia » 07 Jun 2012 16:00

Avaza wrote:რამე ისტორიულ ადგილს კი გავთხრიდი ისე ...



შესაბამისი ნებართვის ამბის მოგვარებაში მე დაგეხმარები :D
The Best Memories Come From The Craziest Ideas

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Re: დახმარება არმაზისხევს

Postby Avaza » 07 Jun 2012 16:00

ILikeYouGeorgia

ILikeYouGeorgia wrote:დიახ, დიახ... ეს რესტორანი არმაზია, რომლის ეზოს გავლითაც მოხვდები ამ არქეოლოგიურ ობიექტზე.


რა ობიექტია?
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)