ყველაზე გრძელი საფეხმავლო ტური საქართველოში

ერთად განვავითაროთ აისი და მისი ფორუმი.
User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

ყველაზე გრძელი საფეხმავლო ტური საქართველოში

Postby გაბილა » 04 Jan 2016 08:22

გამარჯობათ ჰალხო და ჯამაათნო,

ვფიქრობ ამ თემის ადგილი აქ არის, თუ არა, გადაიტანეთ სადაც ჯერ არს. ერთი იდეის შესახებ მინდა მოგიყვეთ რომელიც დიდი ხანია "მაწუხებს."

მახსოვს რამდენიმე ადამიანსაც დავუსვი შეკითხვა, რა დრო დასჭირდება ერთ-ჩვეულებრივ მოკვდავს იმისთვის, რომ მთელი საქართველო შემოიაროს სოფელ-სოფელ, ციხე ციხე, ტაძარ-ტაძარ, მთ-მთა... მოკლედ ვგულისხმობ ტურს, რომლის მერეც ადამიანს შეეძლება თქვას რომ საქართველო უნახავს :?

ზოგმა 3 წელი უნდა მაგასო, ზოგმა 5-იო ზოგმაც 1-იც ყელში ამოგივაო...
დაისი

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: ყველაზე გრძელი საფეხმავლო ტური საქართველოში

Postby გაბილა » 04 Jan 2016 08:32

https://en.wikipedia.org/wiki/Wild_(film) აი ეს ფილმი თუ გაქვთ ნანახი, აქ არის ქალი რომ გადაწყვეტს ლაშქრობას და მიდის 94 დღიან ლაშქრობაში, გზადაგზა სპეციალურად მოწყობილ ადგილებში ჩერდება..



მაინტერესებს თუ გიფიქრიათ ამგვარ რაღაცაზე და თუ კი თქვენი იდეები გამიზიაროთ.. ძალიან მაინტერესებს. ასევე თუ გქონიათ გამოცდილებაში გრძელვადიან სალაშქრო ტურში მონაწილეობა. (გრძელვადიანი ალბათ იგულისხმება 1-2 კვირაზე მეტი).

წინასწარ მადლობა...
დაისი

User avatar
zuka
ფორუმელი
Posts: 16
Joined: 29 Apr 2015 18:49
Contact:

Re: ყველაზე გრძელი საფეხმავლო ტური საქართველოში

Postby zuka » 04 Jan 2016 13:11

მაგ იდეაზე უკვე 2-3 წელი იქნება რაც ვფიქრობ. ამ პერიოდის განმავლობაში მოვემზადე როგორც ფიზიკურად ისე აღჭურვილობით, ასევე შევადგინე მარშუტი (მაგრამ ცოტა სხვანაირია შენი თემისგან განსხვავებით, მოცულობას ვგულისხმობ) (ისე ვაპირებ უახლოეს მომავალში განვახორციელო)

User avatar
zuka
ფორუმელი
Posts: 16
Joined: 29 Apr 2015 18:49
Contact:

Re: ყველაზე გრძელი საფეხმავლო ტური საქართველოში

Postby zuka » 04 Jan 2016 13:14

ისე გამოცდილებას რაც შეეხება. საკმაო დიდი გამოცდილება მაქვს ყველაზე დიდმა გასვლამ რაც მქონია გასტანა 2 თვე და რამოდენიმე დღე :D

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: ყველაზე გრძელი საფეხმავლო ტური საქართველოში

Postby გაბილა » 06 Jan 2016 00:12

რა არის განსხვავებული შეგიძლია მითხრა? ანუ რას გულისხმობ... ხომ არ გინდა მცირედით მაინც გამიზიარო გამოცდილება? რა გაგიჭირდა ყველაზე მეტად, და პირიქით, რა იყო ყველაზე მაგარი ამ გასვლისთვის, რა მახასიათებლები აქვს და ა.შ.

:)
დაისი

User avatar
zuka
ფორუმელი
Posts: 16
Joined: 29 Apr 2015 18:49
Contact:

Re: ყველაზე გრძელი საფეხმავლო ტური საქართველოში

Postby zuka » 06 Jan 2016 12:44

პირველრიგში ძალიან მძიმე ჩანთაა, ჩანთას მიანიჭე ყველაზე დიდი მნიშვნელობა (მოცულობა დაახლოებით 50 - 70 მაქს გააჩნია მარშრუტს ამაზე მეტს არ გირჩევ წენში გაწყდები) გაითვალისწინე ჩანთის კომფორტულობა და გამძლეობა (ამ მხრივ კონკრეტულ მოდელს ვერ გირჩევ, შენზეა ბევრი რამე დამოკიდებული. პირადად მე ჩინური უაზრო ჩანთით მოვიარე მაგრამ მშვენივრად გამიძლო ძალიან კომფორტული იყო და 6 წელი მემსახურა ისე რომ არაფერი არ გამწყდარა და გარღვეულა) ყოველთვის ვცდილობ ხოლმე მინიმალისტურად გადაადგილებას მაგრამ ხშირად ისეთ მარშრუტებს ვირჩევ რომელიც არცისე პატარაა და მინიმალისტურად წასვლაც არ გამოვა. დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს (ნებისმიერ პატარა და უმნიშვნელო დეტალს, რომელსაც მანამდე ყურადღებას არ აქცევდი) ჩანთის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი. პირველ გასვლაზე scarpa-ს ფეხსაცმელი მქონდა მაგრამ შედეგს დღესაც ვიმკი ფეხი სერიოზულად დავიზიანე, შენთვის ზე კომფორტული ფეხსაცმელი უნდა მოძებნო მე ვიპოვე და თუ გინდა ცადე (la sportiva-ს ქალის ჰაიკინგის მიმართულების ნებისნიერი ფეხსაცმელი შენთვის გამოსადეგი მოძებნე (ქალის ფეხსაცმელი იმიტომ რომ ძალიან რბილი და კომფორტულია კაცის ფეხსაცმელისგან განსხვავებით +არცისეთი ქალის ფეხსაცმლის შეხედულება არ აქვს ამიტომაც თავისუფლად შეგიძლია იარო :D )) ამის შემდეგ მოდის ტანსაცმელი ესეც სერიოზული გასათვალისწინებელი რამეა, ბევრს არ ვილაპარაკებ და უბრალოდ გეტყვი ნახე ტანსაცმელი რომელიც გამძლეა მალე გაგიშრება და დამუშავებული იქნება ანტიბაქტერიული ხსნარით, ეს იმისთვის რომ ჰიგიენური მდგომარეობა შეინარჩუნო შედარებით დიდხანს (ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია) კიდევ ბევრს ვილაპარაკებდი და გეტყოდი სხვა რა გჭირდება და რა უნდა გაითვალისწინო მაგრამ სხვა დანარჩენი იმაზეა დამოკიდებული თუ სად მიდიხარ, მაგის მიხედვით უნდა გაითვალისწინო სხვა ყველა წვრილმანი. ჰო მართლა კინაღამ დამავიწყდა, ნებისმიერი გასვლისგან მსგავსი გასვლები განსხვავდება მანძილებით და ფიზიკური დატვირთვებით ამიტომაც გაითვალისწინე ფიზიკურად მოემზადე, კიდევ გირჩევ დაიზეპირო შენი მარშრუტი (თორემ ყველაფერი ხდება, ვერც GPS-სი და ვერც რუკა შეიძლება ვერ დაგეხმაროს) და ბოლოს საკმაოდ დაიკლებ წონაში :D

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: ყველაზე გრძელი საფეხმავლო ტური საქართველოში

Postby გაბილა » 11 Jan 2016 12:36

zuka

ის რაც ჩამოთვალე (ჩანთა, ფეხსაცმელი და ა.შ.) 2 დღიან გასვლაზეც მნიშვნელოვანია. აი დანარჩენი სპეციფიური. მაგ.:
1. წონაში დაკლების ამბავი - შესაბამისად საკვების მოცულობა და სახეობა, მისი გზადაგზა შევსების საშუალებები.
2. მარშუტის დაზეპირება რადგან 1-2 დღიანზე მართალია მნიშვნელოვანი მაგრამ არა ისე როგორც 2 თვიანისას
3. ჰიგიენა - რადგან 2 დღიანში დაუბანელი გაძლებ, მაგრამ 2 თვიანში ცოტა გაჭირდება მგონი ეგ ამბავი :D

მინიმალისტურ გადაადგილებაში რას გულისხმობ?
ან ორფეხა და ოთხფეხა საშიშროებების ამბავი როგორაა? :))
დაისი

User avatar
zuka
ფორუმელი
Posts: 16
Joined: 29 Apr 2015 18:49
Contact:

Re: ყველაზე გრძელი საფეხმავლო ტური საქართველოში

Postby zuka » 22 Jan 2016 09:15

დამიჯერე დიდ გასვლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს (ჩანთა ფეხსაცმელი). საჭმელი ძაილიან მნიშვნელოვანია გასვლიდან გამომდინარე უნდა შეადგინო მენიუ ყოველდღიური კვება გაწერილი უნდა იყოს წინასწარ დატვირთვიდან გამომდინარე. საკვები და საკვების სახეობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული (პირველრიგში გასვლაზე) ასევე საკვების შევსებაც საჭიროა, ეს შენზეა დამოკიდებული რას მოიმოქმედებს სოფელში შეივსებ მარაგს თუ ვინმეს დაიქირავებ და ცხენით ამოატანინებ. მარშრუტის დაზეპირება მნიშვნელოვნად იმიტომ ვთვლი რომ GPS-ში იმაზება დაგიჯდებ და რუკაში მეტეოროლოგიური პირობების გამო შეიძლება ცუდ დღეში აღმოჩნდე ამიტომ საჭიროა მარშრუტის ძედმიწევნით კარგად ცოდნა (პირადი გამოცდილება). ჰიგიენის ამბებში ერჯერადი სალფეთქი და მთის მდინარეები ყველაზე კარგი გამოსავალია თუსადმე სოფელია ხოკარგი :)

მინიმალისტური გასვლაში რაღაცრუღაცეებს იკლებ სიმსუბუქის გამო და ვთქვათ თუ მარშრუტს სჭირდებოდა 20 დღეს გადიხარ 15 დღეში.

რაცშეეხება საფრთხეებს მარშრუტიდან გამომდინარე საფრთხეები ხანდახან მართლაც რომ სერიოზულია. პირადად მე მაქვს რამოდენიმე გამოსავალი. (იარაღი სიმძიმის გამო გამორიცხე) 1) ვიყენებ საახალწლო პატარა ასაფეთქებლებს, პლიუსი ისაა რომ ხმა აქვს და მძაფრ სუნს ტოვებს რაც სერიოზულად მოქმედებს და ასეთუისე გიცავს ოთხფეხა მტაცებლებისგან 2) კიდევ მაქვსხოლმე air horn-ი ან წიწაკის სპრეი და დანა აუცილებლად.

(ამყველაფერს კი ვწერ მაგრამ ისე აჯობებს პირადად შევხვდეთ დეტალებს უფრო მარტივად აგიხსნი და თურამე აღჭურვილობასაც წამოვიღებ და განახებ)

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: ყველაზე გრძელი საფეხმავლო ტური საქართველოში

Postby გაბილა » 27 Jan 2016 15:03

ოკ, ჩემი ნომერი დაგიპმ-ე და შეამოწმე ინბოქსი.

თუმცა ფორუმზე იმიტომ ვწერ რომ ეს ინფო შეიძლება კიდევ ვინმეს აინტერესებდეს..
დაისი

Aldoned
ფორუმელი
Posts: 10
Joined: 15 Sep 2015 09:41

Re: ყველაზე გრძელი საფეხმავლო ტური საქართველოში

Postby Aldoned » 22 Apr 2016 11:13

ჰიგიენის ამბებში ერჯერადი სალფეთქი და მთის მდინარეები ყველაზე კარგი გამოსავალია თუსადმე სოფელია ხოკარგი :)
royal1688 เข้าไม่ได้