საქართველოს ისტორიული ძეგლები

საქართველოს ზოგადი და მსოფლიოს სამხედრო ისტორია
User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby დავითაუ წიკლაური » 29 Mar 2012 20:47

Viper wrote:ორი შეკითხვა მაქვს,
1. რატომ არის მილიონზე მეტი არქეოლოგიური ნიმუში მხოლოდ იმ ადგილებში სადაც წყალია, ხოლო იქ სადაც სიმშრალეა საერთოდ არაფერი? იმიტომ ხომ არა რომ წყალსაცავის ადგილზე შემოწმება შეუძლებელია და რასაც გინდა იმას მოფიქრებს და მოიგონებს მონდომებული ადამიანი, ხოლო მშრალ ადგილზე იგივეს თქმის შემთხვევაში გათხრების არდაწყების საბაბი ვეღარ მოიძებნება?

ამის გასაგებად ჟინვალის წყალსაცავი უნდა გავუშვათ :D
Viper wrote:2. ჟინვალის კაშხალი 2 დღეში არ აშენებულა, წლების განმავლობაში შენდებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც არქეოლოგიურ სამსახურებს ცენტრალური დაფინანსება ქონდათ. რატომ არ მოხდა არქეოლოგიური კვლევები? თუ მოხდა და რაიმე განსაკუთრებული ვერაფერი იპოვეს?
და კიდევ...

"15 წელიწადი ვიმუშავეთ, დღე და ღამე არ გვეძინა, წელიწადში მხოლოდ ორი თვე ვისვენებდით და მხოლოდ 3 ათასი სამარხი გავთხარეთ. ამაზე ალბათ ორჯერ მეტი და კიდევ ნაქალაქარის უდიდესი ნაწილი წყალში დარჩა. თუმცა, რაც აღმოჩნდა, ფართო საზოგადოება არც იცნობს, არადა წიგნს, რომელიც ამ თემაზე მომზადდა, დამფინანსებელ-გამომცემელიც არ მოეძებნა. "
"როცა მათი საცხოვრებლის ნამარხებს ვთხრიდით, ისეთი ხელნაკეთი ჭურჭელი აღმოვაჩინეთ, შეუძლებელია, მისი პატრონი ღარიბი ყოფილიყო. მათ ეზოებში ჰქონდათ ქურები, რომელშიც ფერად მინასაც ასხამდნენ. ამას ადასტურებს აღმოჩენილი მინის ცრემლები - ეს ცრემლი იქ ვერ იქნება, სადაც არ არის მინის ჩამოსასხმელი მილი. იქვე I საუკუნის მინის ფერადი ფლაკონებიც ვიპოვეთ, რაც არა მხოლოდ მინის ჩამოსხმის ხელოვნებაზე, მედიცინის ცოდნაზეც მეტყველებს. "
"7-8 ეკლესია რომ გაუთხრელი დარჩა, ნამდვილად ვიცით. და თუ ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთებით ვიმსჯელებთ, წყალში დარჩა უნატიფესი ხელოვნებით შემკული აუარება ბრინჯაოს, რკინისა და ოქროს იარაღი და სამკაული..."
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby დავითაუ წიკლაური » 29 Mar 2012 20:52

Viper wrote:აბა თუ დაფიქრდები ეს რას გაგონებს?
ჩაძირულ ატლანტიდას ხომ არა? :)


შეიძლება გაზვიადებულიცაა (დიდი შანსია) დიდი ქალაქის არსებობის შესახებ ცნობები მკითხველზე მეტი ეფექტის მოხდენის მიზნით... მაგრამ თუ დავუფიქრდებით, სულაც არაა გამორიცხული ასეთ ხელსაყრელ ადგილზე ძველი სამშვილდის, დმანისის ან გრემის ზომის ქალაქი ყოფილიყო :) (მიუხედავად ყველაფრისა)
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby დავითაუ წიკლაური » 29 Mar 2012 21:02

ხევსურეთში დღესაც ბევრს ლაპარაკობენ ერთი კოშკის შესახებ. თურმე ფშავისა და ხევსურეთის საზღვარზე ერთი დიდი კოშკი მდგარა, როგორც ამტკიცებენ 300 მეტრი სიმაღლის ( :D ) სწორედ ეს კოშკი იყო თურმე ვეხისტყაოსანში ნახსენები ქაჯეთის ციხე... აქ მცხოვრები ფხოველი ხალხი კი - ქაჯები :D

როგორც ჩემამდე მოაღწია ამ ამბავმა, ეს კოშკი ბოლშევიკებს აუფეთქებიათ.

სასაცილოა ხო? 300 მეტრი სიმაღლის კოშკი... თუმცა მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი რო ვერ იქნება, ესეც ეჭვგარეშეა... განსხვავება მართლაც მასშტაბებშია, მისი არსებობა კი, ისევე როგორც შუა საუკუნის ქალაქ ჟინვალისა, საფუძველს მოკლებული ნამდვილად არაა ;)
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby დავითაუ წიკლაური » 29 Mar 2012 21:03

კავშირი მითებსა და რეალობას შორის არის, მხოლოდ მასშტაბეში გვატყუებენ :დ
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
Viper
ფორუმელი
Posts: 3188
Joined: 11 Apr 2009 15:49

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby Viper » 29 Mar 2012 21:11

დავითაუ წიკლაური wrote:ამის გასაგებად ჟინვალის წყალსაცავი უნდა გავუშვათ

ჭკუა არ დაუშლით.
დავითაუ წიკლაური wrote:"15 წელიწადი ვიმუშავეთ, დღე და ღამე არ გვეძინა, წელიწადში მხოლოდ ორი თვე ვისვენებდით და მხოლოდ 3 ათასი სამარხი გავთხარეთ. ამაზე ალბათ ორჯერ მეტი და კიდევ ნაქალაქარის უდიდესი ნაწილი წყალში დარჩა. თუმცა, რაც აღმოჩნდა, ფართო საზოგადოება არც იცნობს, არადა წიგნს, რომელიც ამ თემაზე მომზადდა, დამფინანსებელ-გამომცემელიც არ მოეძებნა. "
"როცა მათი საცხოვრებლის ნამარხებს ვთხრიდით, ისეთი ხელნაკეთი ჭურჭელი აღმოვაჩინეთ, შეუძლებელია, მისი პატრონი ღარიბი ყოფილიყო. მათ ეზოებში ჰქონდათ ქურები, რომელშიც ფერად მინასაც ასხამდნენ. ამას ადასტურებს აღმოჩენილი მინის ცრემლები - ეს ცრემლი იქ ვერ იქნება, სადაც არ არის მინის ჩამოსასხმელი მილი. იქვე I საუკუნის მინის ფერადი ფლაკონებიც ვიპოვეთ, რაც არა მხოლოდ მინის ჩამოსხმის ხელოვნებაზე, მედიცინის ცოდნაზეც მეტყველებს. "
"7-8 ეკლესია რომ გაუთხრელი დარჩა, ნამდვილად ვიცით. და თუ ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთებით ვიმსჯელებთ, წყალში დარჩა უნატიფესი ხელოვნებით შემკული აუარება ბრინჯაოს, რკინისა და ოქროს იარაღი და სამკაული..."

ეგეც მე ვარ?
ტიპებმა 15 წელი იმუშავეს ისე, რომ არც დაფინანსება აკლდათ, არც მუშახელი და არც ტექნიკა და ისიც იცოდნენ, რომ რაღაც ტარიღის მერე ეს ადგილი სამუდამოდ უნდა დატბორილიყო და მიუხედავად ამისა ვერაფერი ისეთი ვერ იპოვეს რაც ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა.
და კიდევ ერთი...
წყალსაცავის სარკის ფართობი საკმაოდ მცირე ზომისაა, თუ ადგილზე რამე სერიოზული კერა იყო, კულტურის კერა, ის მხოლოდ იმ ადგილზე კონცენტრირებული ვერ იქნებოდა, იმავე ხარისხის, შედარებით მცირე მოცულობის კერები უაცილებად იქნებოდა რამდენიმე ათეული მეტრით გვერდზე. რა უშლით ხელს გათხრების გასაგრძელებლად?
არა. მაინცდამაინც სადაც წყალსატევია იქ არის ნიბელუნგების განძი დამარხული. აბა 10 მეტრით გვერდით რომ რამე იყოს საწუწუნო ხომ არარ ექნებოდათ.
დავითაუ წიკლაური wrote:თუ დავუფიქრდებით, სულაც არაა გამორიცხული ასეთ ხელსაყრელ ადგილზე ძველი სამშვილდის, დმანისის ან გრემის ზომის ქალაქი ყოფილიყო :) (მიუხედავად ყველაფრისა)

დასახლება იქნებოდა აუცილებლად, კონტინენტური მნიშვნელობის სავაჭრო გზა გადის მანდ ბოლობოლო. მაგრამ ეგეთი პირობები სხვაგანაცაა, რატომ არ მუშაობენ? რაღა მინცდამაინც წყალსატევს ახტებიან.
სხვა საქმე თუ არა აქვთ უკვე მოპოვებული მასალების ელექტროკატალოგი მაინც გააკეთონ ხალხმა რომ ნახოს.
საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავლა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby დავითაუ წიკლაური » 29 Mar 2012 21:25

Viper wrote:

დასახლება იქნებოდა აუცილებლად, კონტინენტური მნიშვნელობის სავაჭრო გზა გადის მანდ ბოლობოლო. მაგრამ ეგეთი პირობები სხვაგანაცაა, რატომ არ მუშაობენ? რაღა მინცდამაინც წყალსატევს ახტებიან.
სხვა საქმე თუ არა აქვთ უკვე მოპოვებული მასალების ელექტროკატალოგი მაინც გააკეთონ ხალხმა რომ ნახოს.


მე ვთვლი რო ამ სტატიაში ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ ბოლშევიკების გამოისობით დაიკარგა ეს ნაქალაქარი.

კიდევ, ეს არის საგაზეთო სტატია და შენ წეღან სწორად აღნიშნე, ატლანტიდას ამბავია :დ უფრო იდუმალი, საინტერესოა მკითხველისთვის წყალში ჩაძირულ ქალაქზე ამბავი (რომელსაც ვერ შეამოწმებ)

თუმცა რაც ამ ქალმა (არქეოლოგმა) ილაპარაკა, თუ ყველაფერი მართალია, ამის დამადასტურებელი არტეფაქტები რომელიმე მუზეუმში აუცილებლად იქნება დაცული. სანამ ამ მასალიც მოცულობას არ ვნახავთ, ძნელია დაადასტურო, ან თუნდაც უარყო აქ დიდი ქალაქის არსებობა. შეიძლება მართლაც არსებობდა და თემურლენგის შემოსევამ მიწასთან გაასწორა. მის შემდეგ კი აღარ აღუდგენიათო...
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

ზარაზა
დარაჯი
Posts: 6835
Joined: 17 Apr 2009 19:46

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby ზარაზა » 29 Mar 2012 21:34

დავითაუ წიკლაური wrote:უფრო იდუმალი, საინტერესოა მკითხველისთვის წყალში ჩაძირულ ქალაქზე ამბავი (რომელსაც ვერ შეამოწმებ)

როცა წყალსაცავში წყალი მაჩვენებლის მინიმუმზეა, წყალში სანახევროდ ერთი ეკლესია გამოჩნდება ხოლმე. მხოლოდ ამ დროს აღევლინება იქ მღვდელმსახურება - სანახევროდ წყალში მდგომ ეკლესიაში...
მერე წყალი მაღლა იწევს და ეკლესია ისევ "მიდის" ერთი წლით წყალქვეშ...
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების (1712.783.1)

ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა (ფსალ. 117.22)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby დავითაუ წიკლაური » 29 Mar 2012 21:42

ზარაზა wrote:
დავითაუ წიკლაური wrote:უფრო იდუმალი, საინტერესოა მკითხველისთვის წყალში ჩაძირულ ქალაქზე ამბავი (რომელსაც ვერ შეამოწმებ)

როცა წყალსაცავში წყალი მაჩვენებლის მინიმუმზეა, წყალში სანახევროდ ერთი ეკლესია გამოჩნდება ხოლმე. მხოლოდ ამ დროს აღევლინება იქ მღვდელმსახურება - სანახევროდ წყალში მდგომ ეკლესიაში...
მერე წყალი მაღლა იწევს და ეკლესია ისევ "მიდის" ერთი წლით წყალქვეშ...

მინახავს რამდენჯერმე... ;)

მანდაც, ალგეთის წყალსაცავშიც, სიონის წყალსაცავშიც არის თუ არ ვცდები...
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby NAZGHA » 29 Mar 2012 21:45

არამგონია ჟინვალის ტერიტორიაზე რამე გასაკუთრებული ან ქალაქი, ან დიდი დასახლება ყოფილიყო. ჯერ ერთი დიდი ქალაქები მთაში ნაკლებადაა, ერთი ჩვეულებრივი სოფელი იქნებოდა. იმჰო
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby დავითაუ წიკლაური » 29 Mar 2012 21:46

NAZGHA
იიჰ, ჟინვალი რა მთა არის :დ :დ
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
Viper
ფორუმელი
Posts: 3188
Joined: 11 Apr 2009 15:49

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby Viper » 29 Mar 2012 21:50

ზარაზა wrote:
დავითაუ წიკლაური wrote:უფრო იდუმალი, საინტერესოა მკითხველისთვის წყალში ჩაძირულ ქალაქზე ამბავი (რომელსაც ვერ შეამოწმებ)

როცა წყალსაცავში წყალი მაჩვენებლის მინიმუმზეა, წყალში სანახევროდ ერთი ეკლესია გამოჩნდება ხოლმე. მხოლოდ ამ დროს აღევლინება იქ მღვდელმსახურება - სანახევროდ წყალში მდგომ ეკლესიაში...
მერე წყალი მაღლა იწევს და ეკლესია ისევ "მიდის" ერთი წლით წყალქვეშ...

http://www.georgianwater.com/main.php?p ... 1=3&mn2=18
Image
საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავლა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby NAZGHA » 29 Mar 2012 21:54

დავითაუ წიკლაური wrote:იიჰ, ჟინვალი რა მთა არის

დიდი ქალაქევი სადაცაა აშენებული იმასთან შედარებით მთაა.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 30 Mar 2012 10:39

NAZGHA

+1

სოფელი იქნებოდა ... და გაზვიადდა შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე ...

არაგვის იმ ვიწრო ხეობაში ქალაქი როგორ უნდა დატიო ... :)
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
SANDRO
ფორუმელი
Posts: 837
Joined: 28 Aug 2010 22:30
Location: GEORGIA,TBILISI

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby SANDRO » 30 Mar 2012 21:47

დავით გლიჯავ შენ რაა :D ციხე კოშკები ისაო ესაო სად დაატიე ამდენი :D
უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი – ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა – ვისგან შევძრწუნდე?
ფსალმუნი 27:1


სამშობლოს არვის წავართმევთ,
ნურც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: საქართველოს ისტორიული ძეგლები

Postby დავითაუ წიკლაური » 30 Mar 2012 23:04

SANDRO
ჩემი სტატია არაა სანდრო :დ მარა მე მაინც არ გამოვრიცხავ აქ დიდი ქალაქის არსებობას თამარ მეფის და გიორგის ბრწყინვალის ეპოქაში ;)
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)