მიმდინარე დრო 31 ოქტ 2014 20:37




შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 375 წერილი ]  გადადი გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 ... 25  შემდეგი
 აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია 
ავტორი პირადი შეტყობინება
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9348
წერილი 
NAZGHA დაწერა:
ვინ როდის და სად სახლობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე

აფხაზეთში ეკლესიების კედლებზე ქართული წარწერებია ... ეს იმას არ ნიშნავს რომ იქ ქართველების გარდა არავინ არ ცხოვრობდა, მაგრამ მიუთითებს რაღაცეებზე ...

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


01 ნოე 2009 20:13
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re:
Avaza დაწერა:
NAZGHA დაწერა:
ვინ როდის და სად სახლობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე

აფხაზეთში ეკლესიების კედლებზე ქართული წარწერებია ... ეს იმას არ ნიშნავს რომ იქ ქართველების გარდა არავინ არ ცხოვრობდა, მაგრამ მიუთითებს რაღაცეებზე ...


საფუძვლიანი გამოკვლევები არსებობს აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე არსებული წარწერების თაობაზე. წარწერები - წარწერებად. ის რაც ქართულად წერია, კი აღიზიანებთ, მაგრამ მაინც სდუმან.

უბრალო მაგალითისათვის ბესლეთის ხიდიც კი საკმარისია

სურათი

მასზე არსებული ასომთავრული წარწერებით
სურათი


ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ აფსუა სეპარატისტების სახელმწიფოებრიობის ლეგენდებში მათი სათაყვანებებლი მეფე ლეონიც კი ქართველი იყო. თუ საინტერესო იქნება, დავდებ შესაბამის მასალებს აფხაზთა მეფე ლეონის შესახებ.

P.S.
ამასობაში კი აფსუები აბხაზსკი ცარ ლეონ-ის ორდენებით იმშვენებენ ხოლმე ამაყად ლაცკანებს :lol:

სურათი

სურათი

http://awards.netdialogue.com/Europe/Ge ... n/Leon.htm


01 ნოე 2009 20:24
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 21 აგვ 2009 14:09
წერილები: 1106
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
აფხაზეთი
ციტირება:
ის რაც ქართულად წერია, კი აღიზიანებთ, მაგრამ მაინც სდუმან.

და რითი "ხსნიან" ამ "გაუგებრობას"? :D

ციტირება:
ამასობაში კი აფსუები აბხაზსკი ცარ ლეონ-ის ორდენებით იმშვენებენ ხოლმე ამაყად ლაცკანებს

მოიცა კაცო, მანდ "ლეონ" არ უნდა ეწეროს? :D

_________________
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.


მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა



ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში


02 ნოე 2009 11:52
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
arcivi9 დაწერა:
მოიცა კაცო, მანდ "ალეონ" არ უნდა ეწეროს? :D


ხუმრობა - ხუმრობად და...
აი პირველი მასალა:

ცნობები დირბის ტაძრის შესახებ:

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი შიდა ქართლში (ქარელის რაიონში) მდინარე ფრონის ხეობაში მდებარეობს. მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანაც ვგებულობთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტეოქე მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე ყოფილა. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".
დირბის "ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას "კუბოსა ღმრთისმშობლისასაც უწოდებენ".
ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ჩანს, ტაძარს მრავალი სახეცვლილება განუცდია. იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. მოგვიანებით, ჩრდილოეთ მხარეს მიუშენებიათ ქვის ეკვდერი. ასეთივე აგურის მინაშენი გაუკეთებიათ სამხრეთ მხარსაც. ამჟამად ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილსა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობასა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამ ადგილისა სალოცავი"... აქ მოხსენიებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიოანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში მე-XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული. იგი კუბური ფორმის ნაგებობაა. I სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართო, შეისრული თაღებითაა გახსნილი და ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს.
ღმრთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება.
ტაძრის სამხრეთით შემონახულია მოზრდილი ნაფუძარი მარნისა, რომელიც რიყის ქვის ნახევრად მიწაში ჩაფლულ ნანგრევებს წარმოადგენს. შემორჩენილია დასავლეთ კედლის უკან ცენტრალურ ნაწილში მიდგმული კამარით გადახურული მცირე სათავსო ნიშებითა და ქვევრებით.
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX ს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღმრთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.
მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო და არქელოგიური სამუშაოები.
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე.
ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის არის ერთერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული გამორჩეული სითბოთი სავსე "მიდგომილი" (ფეხმძიმე) ღმრისმშობელი.


04 ნოე 2009 01:29
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
NAZGHA დაწერა:
იქნებ ვინმემ დადოს წყაროებიტ განმტკიცებული დებულება იმის შესახებ თუ ვინ როდის და სად სახლობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე


http://javakhishviliinstitute.files.wordpress.com/2009/04/lortkipanize.pdf

მარიამ ლორთქიფანიძე
”აფხაზები და აფხაზეთი”


ბოლოს შეცვალა: აფხაზეთი თარიღი: 04 ნოე 2009 02:28, სულ შეცვლილია 2 -ჯერ.



04 ნოე 2009 01:35
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
ანტიკური წყაროების ცნობით, დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია კოლხეთის სამეფოს და შემდგომში მისი მემკვიდრის - ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში შედის.

დასავლეთ საქართველოს ამ სახელმწიფოებს ქართული წყაროები ეგრისს უწოდებენ.

ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები ქართულ (მეგრულ, სვანურ, მესხურ) ეთნიკურ სამყაროს განეკუთვნებიან.

მოგვიანებით, VIII საუკუნეში, აფხაზეთის მთავრებმა დაშლილი ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე აფხაზთა (ეგრის-აფხაზეთის) სამეფოს ჩაუყარეს საფუძველი.

აფხაზთა სამეფო ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საფუძველი გახდა. ერთიანი საქართველოს მეფეების ტიტულატურაში პირველ ადგილზე იდგა მეფე აფხაზთა (მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, შირვანშა და შაჰანშა).

ერთიანი საქართველოს ხანის უცხოურ წყაროებში, მმართველი დინასტიის “აფხაზური” წარმომავლობის მიხედვით, აფხაზეთი - საქართველოს ხოლო აფხაზი - ქართველის აღმნიშვნელია.

აფხაზები ფეოდალური საქართველოს ორგანულ ნაწილს შეადგენდნენ, ისევე როგორც სხვა დასავლურქართული ტომები- მეგრელები და სვანები.

საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის სამეფო სამთავროებად დაშლის შემდეგ გაძლიერდა ფეოდალური დაქუცმაცებულობის პროცესი. ამას დაერთო გარეშე მტერთა შემოსევები, მათ შორის მთის ჩამოწოლა - კავკასიის მთის მოსახლეობის, აბაზურ-ადიღური, ოსური და დაღესტნური ტომების ჩამოსახლება საქართველოში.

აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა სწორედ მთის ჩამოწოლამ. დასავლეთ კავკასიიდან სოციალურად დაბალი დონის აბაზური ტომების ჩამოსახლება აფხაზეთში იწყება XVI საუკუნიდან და მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში გრძელდება.

აბაზურ-ადიღური ტომების შავიზღვისპირეთში ექსპანსიის შედეგად საქართველო XVI საუკუნეში კარგავს აფხაზეთის საერისთაოს ნაწილს- ტერიტორიას მდ. ბზიფსა და ნიკოფსიას შორის. XVII საუკუნეში აბაზურ-ადიღური ტომები გადიან მდინარე ღალიძგაზე.

აბაზურ-ადიღური ტომების ჩამოსახლების შედეგად აფხაზეთში რადიკალური ეთნიკური, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცვლილებები ხდება, რომლის შედეგად მოხდა ქართველებში “აფხაზის” გაუცხოება და განსხვავებულ ეთნოსად აღქმა.

თანამედროვე აფხაზთა თვითსახელწოდება არის “აფსუა”, რაც ეთნონიმ “აბაზას” ფონეტიკურ სახეცვლილებას წარმოადგენს. “აფსუა” ენა აბაზურ ენასთან ერთ ენობრივ ერთეულ ქმნის და მათ შორის მხოლოდ დიალექტური განსხვავებაა.

აბაზური ტომების ჩამოსახლებამ და ადგილობრივ ქართულ ტომებთან შერწყმამ გამოიწვია აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადასვლა აბაზურ(აფსუა) ენაზე, მაგრამ მოსახლეობის ფიზიკური ტიპი უცვლელი დარჩა.

თანამედროვე აფხაზები ქართულ ანთროპოლოგიურ ტიპს (წინააზიური რასის შავიზღვისპირულ ანთროპოლოგიურ ტიპს) ეკუთვნიან და ამდენად უპირისპირდებიან ენობრივად მათთან მონათესავე ადიღებს, რომლებიც პონტური რასის ადიღურ ნაირსახეობას განეკუთვნებიან.


ახალი წელთააღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან ანტიკური წყაროები (პლინიუს სეკუნდი და ფლავიუს არიანე) დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ასახელებენ “აფსილებსა” და “აბაზგებს”.

აღსანიშნავია რომ დღევანდელი აფხაზების თვითსახელწოდებაა “აფსუა” ხოლო აფხაზეთს ისინი “აფსნი”-ს უწოდებენ.

თანამედროვე აფხაზთა თვითსახელწოდებას “აფსუა” დასაბამს აძლევს “აბაზა”.
“აფსუა” “აბაზას” ფონეტიკური სახეცვლილებაა.

“აბაზგი” (აფხაზი) და “აფსილი” არავითარ კავშირში არ არის “აბაზა” ან “აფსუა” სახელთან.

აბაზგი, ისევე როგორც “აფსილი” ქართული წარმომავლობისაა. ბერძნული “აბაზგი” მომდინარეობს ქართული ‘აფხაზ” ეთნონიმიდან (აფხაზ- აბხაზა - ბერძნული აბაზგ) და მის ფონეტიკურ სახეცვლილებას წარმოადგენს.

წარმოუდგენელია, რომ ქართველებს საკუთარი სატომო სახელი ბერძნებისგან შეეთვისებინათ და ბერძნული “აბაზგ” “აფხაზად” გადმოეტანათ. საქმე სწორედ პირიქით იყო. “აფხაზი” ეთნონიმი ზოგადქართული ფუძიდან მომდინარეობს. საკუთრივ “აფხაზ” (ბერძნული აბაზგ) ქართული, მესხური ტომია. (ნიკო მარი, თ. გამყრელიძე). ბერძნული ფორმა “აბაზგ” კი ქართული ისტორიული ტერმინის “აფხაზ” –ის ექვივალენტურია და ქართულიდან არის შესული ბერძნულ ენაში. (აფხაზი – აფხაზა – აბხაზა –აბასხი –აბასკი)

ქართულია “აფშილი“, რომელიც ერთ მთლიან ეთნონიმს წარმოადგენს, მისგან ნაწარმოებია ქართული ისტორიულ გეოგრაფიული სახელი – აფშილეთი (ქართული ისტორიული წყარო: ქალაქი აფშილეთისა-ცხუმი).

“აფშილი” იმავე რიგის ქართულ ეთნონომებს განეკუთვნება რაც სვანი, კახი, მესხი და ა.შ. ხოლო “აფშილეთი” ისეთივე ქართული ენის ნორმებით ნაწარმოებ გეოგრაფიულ სახელწოდებას წარმოადგენს როგორც კახეთი, მესხეთი, სვანეთი და ა.შ. აქდან ცხადია, რაოდენ უსაფუძვლოა “აფსილის” დაყოფა “აფს” ფუძედ და მისი დაკავშირება “აფსუა”-სთან.
ანტიკური წყაროების მონაცემების საფუძველზე აშკარაა, რომ თანამედროვე აფხაზეთის მიწა-წყალი ქართული მოდგმის ტომებით იყო დასახლებული. აფხაზეთის ტერიტორია კი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო მოქცეული.
უნდა აღინიშნოს, რომ ძველი წელთააღრიცხვის VI-I საუკუნეების ანტიკური ავტორები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ასახელებენ დასავლურქართულ ტომებს კოლხებს, კორაქსებსა და კოლებს.

ბზიფიდან ტუაფსემდე ჰენიოხების ტომები ცხოვრობდნენ, რომელნიც ქართული (სვანური) წარმომავლობის ტომს განეკუთვნება. ჰენიოხების ჩრდილოეთით მთის ხეობებში სახელდებიან კერკეტები და მესხების ქართული ტომი, მათგან აღმოსავლეთით და კოლხების ჩრდილოეთით ეთნიკურად გაურკვევეი ფთიროფაგების ტომი და სვანები.

ახ.წ. I-II საუკუნეების ავტორები ფლავიუს არიანე და კლავდიოს პტოლემაიოსი ნიკოფსიასთან (თანამედროვე ტუაფსეს მახლობლად) ასახელებენ გეოგრაფიულ პუნქტს “ძველი ლაზიკა”, ხოლო ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით, რომელსაც ლეონტი მროველი გადმოგვცემს, ლიხის მთიდან კავკასიონის ქედის უკიდურეს დასავლეთ კალთებამდე, რომლებიც სწორედ ნიკოფსიასთან ეშვებიან ზღვაში, ეგროსის წილი მიწა-წყალია- ე.ი. ქართული ტომების სამკვიდრებელი.

ახ.წ. მეორე საუკუნიდან ანტიკური წყაროების მიხედვით, სებასტოპოლიდან (სოხუმი) დასავლეთით მდინარე აქეუნტამდე (შახე) სანიგთა ეთნო-პოლიტიკური გაერთიანება მდებარეობს. სანიგეთი მეგრულ-ჭანური და სვანური ტომებით იყო დასახლებული. სანიგებს სამხრეთით აფშილები ესაზღვრებოდნენ, რომელთაც ეჭირათ ტერიტორია მდ. კელასურიდან მდ. ღალიძგამდე (ეგრისწყალი), სადაც ლაზიკის სამეფოს ესაზღვრებოდნენ. აფშილების ჩრდილოეთით, კოდორის ხეობაში მისიმიანთა სვანური ტომი ბინადრობდა. აბაზგთა მესხური ტომი კი მდინარე აბასკოსის (ბზიფის) ხეობაში ფიქსირდება.

მეოთხე საუკუნიდან ლაზიკა (ეგრისის სამეფო), ბიზანტიის მხარდაჭერით იერთებს აფშილეთს, მისიმიანეთს, სანიგეთს და აბაზგიას, რომელთა მფლობელები მორჩილებას უცხადებენ ეგრისის მეფეს.

მეხუთე საუკუნიდან ეგრისის თანდათანობითი დასუსტების შედეგად, სანიგების ტერიტორიას ბზიფიდან ანაკოფიამდე (ახალ ათონამდე) აბაზგები დაეპატრონნენ, შემდგომში მათ მთლიანად დაიკავეს სანიგების მიწა-წყალი და ეს ტერიტორია მეექვსე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიხსენიება ტერმინით “აბაზგია”. სანიგები შეერწყნენ აბაზგებს. იმავდროულად აფშილები დაეპატრონნენ სანიგების ტერიტორიას კელასურიდან აბაზგთა სასაზღვრო ციხე ანაკოფიამდე (ახალი ათონი).

მეექვსე საუკუნის მეორე ნახევარში ლაზიკას გამოეყო აბაზგია და უშუალოდ დაექვემდებარა ბიზანტიის იმპერიას. აბაზგიის არქონტები (მთავრები) ბიზანტიის იმპერატორის ვასალები გახდნენ. ბიზანტიელებმა ეგრისში მეფობაც გააუქმეს და აქ იმპერატორის მოხელე პატრიკიოსი დასვეს.

აბაზგიის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ანაკოფია. ბიზანტიის მხარდაჭრა აბაზგიისადმი ეგრისის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამასთან იმპერია აბაზგიასა და აფშილეთზე გამავალ ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელ გზებსა და უღელტეხილებზე კონტროლის დაწესებას ცდილობდა.

აფშილეთი მეოთხე-მეშვიდე საუკუნეებში რჩება ეგრისში შემავალ ეთნო-პოლიტიკურ ერთეულად. ლაზიკის პატრიკიოსს ერთ-ერთი რეზიდენცია აფშილეთში- მოქვის მახლობლად ჰქონდა.
ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741) აფხაზეთის მთავარს ლეონ I დაუმტკიცა სამკვიდროდ აბაზგია მდ. კელასურიდან მდ. ნიკოფსიამდე.

ამ დროიდან ტერმინი “აბაზგი” “აფხაზი” პოლიტიკური ტერმინი გახდა. ამ ტერმინით აღნიშნება ყველა იმ ტომის მოსახეობა, რომელიც გაერთიანდა აფხაზთა სამთავროში.

მერვე საუკუნეში არაბი დამპყობელის მურვან-ყრუს წინააღმდეგ ქართლის ერისმთავარ არჩილს აფხაზეთის მთავარი ლეონი უწევს დახმარებას.

ლეონი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის ვასალი იყო, ნებაყოფლობით ხდება ქართლის ერისმთავრის არჩილის ქვეშემრდომი. “აფხაზები” საქართველოს მშენებლობის საქმეს იწყებენ.
მერვე საუკუნის შუახანებში ლეონ I მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებს. აფხაზთა მთავრების მიერ საკუთარი ხელისუფლების ქვეშ მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანება დინასტიური, ნებაყოფლობითი აქტი იყო. ქართლის ერისმთავარმა არჩილმა ძმისშვილი გურანდუხტი ცოლად შერთო ლეონს და ეგრისის გვირგვინი გადასცა, რითაც ლეონმა მემკვიდრეობით მიიღო ეგრისი. ამრიგად აფხაზეთი გამოვიდა ძველი ეგრისის (ლაზიკას) პოლიტიკურ მემკვიდრედ.

მერვე საუკუნის მიწურულს ლეონ I ძმისწული ლეონ II საბოლოოდ განთავისუფლდა ბიზანტიისადმი ვასალური დამოკიდებულებისაგან და თავი მეფედ გამოაცხადა. მმართველი დინასტიის მიხედვით და ამ სამეფოს შექმნაში აფხაზეთის სამთავროს გადამწყვეტი როლის გამო სახელმწიფოს “აფხაზთა სამეფო” ეწოდა.

"აფხაზთა სამეფო", ერთ-ერთი ადრინდელი ფეოდალური ქართული სახელმწიფო, რომელსაც აგრეთვე ეწოდება ეგრის-აფხაზეთის სამეფო (VIII-X საუკუნეები) წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს გაერთიანების შედეგად.

დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში აფხაზმა ფეოდალებმა მთავარ ლეონ II-ის მეთაურობით, როგორც ჩანს, ისარგებლეს ეგრისის მმართველი წრეების პროგრესული ნაწილის მხარდაჭერით. როგორც აღინიშნა, VIII საუკუნის ბოლოს ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიის დამოკიდებულებისაგან და მიიღო აფხაზთა მეფის ტიტული. “აფხაზთა მეფეს” ბიზანტიის წინააღმდეგ მხარდაჭერა გაუწია მისმა ახლო ნათესავმა, ხაზართა ხაკანმა (ლეონის დედა ხაზარების მბრძანებლის ასული იყო).

ზოგ წყაროში აფხაზთა სამეფოს მეფეები ეგრისის მეფეებად იწოდებიან.

ამ სამეფოს ტერიტორია გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან ჭოროხამდე, აღმოსავლეთით კი ლიხის (სურამის) ქედამდე. აფხაზთა სამეფოს მოსახლეობა ქართველები (აფხაზები, ქართები, მეგრელები, სვანები, მესხები) იყვნენ. სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო. სამეფო დედაქალაქი გახდა ქუთაისი - დასავლეთ საქართველოს ცენტრი.

აფხაზთა სამეფოს პერიოდში ფართოვდება ტერმინების "აფხაზეთის" და "აფხაზების" ნიშვნელობა. როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში ამ ტერმინების ქვეშ იგულისხმება მთელი დასავლეთ საქართველოს და მისი მოსახლეობა. თუმცა ტერმინები "ეგრისი" და "ეგრისელები" ისევე რჩება ხმარებაში.

აფხაზთა სამეფომ დიდი როლი ითამაშა ქართული ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბების დამთავრების პროცესში. მის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ქართების, მეგრელებისა და სვანების კონსოლადაცია.

978 ადგილობრივმა "აფხაზურმა დინასტიამ" შეწყვიტა არსებობა და საზოგადოების პროგრესული ძალების ხელშეწყობით აფხაზთა სამეფოს ტახტზე აიყვანეს ბაგრატ III ბაგრატიონი, რომელიც დედის მხრიდან აფხაზთა მეფეების შთამომავალი იყო. ეს არ იყო დინასტიის უბრალო შეცვლა. ტახტზე ავიდა მეფე, რომელსაც ლეგიტიმური უფლებები ჰქონდა აფხაზეთზე(დასავლეთ საქართველო) სამხრეთ საქართველოზე და ქართლზე.

XI საუკუნის დასაწყისში ბაგრატ III გახდა გაერთიანებული საქართველოს მეფე.

საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის შექმნის შემდეგ იმის გამო, რომ ერთიან საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა..” პირველ ადგილზე დგას მეფე აფხაზთა, XI-XIII საუკუნეების უცხოურ წყაროებში “აფხაზეთი” და “აფხაზები” ზოგადად საქართველოსა და “ქართველის“ მნიშვნელობით იხმარება.

ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის არსებობის ხანაში (XI – XIV) საუკუნეებში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობდა “აფხაზეთისა” და “ცხუმის” საერისთაოები. აფხაზეთს განაგებდა შარვაშიძეთა საგვარეულო, ცხუმს - ამანელისძენი. XIV საუკუნის არაბი ავტორის აბულ-ფიდას ცნობით, სოხუმი გურჯების ქალაქია, სოხუმის კათოლიკე ეპისკოპოსი ინგლისელი პეტრე გერალდი კენტერბერიის არქიეპისკოპოსისადმი 1330 წელს გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ სოხუმი ქვემო საქართველოს ქალაქია და აქ შეჭირვებული კათოლიკე ეპისკოპოსი კვირაობით რომელიმე ღარიბი ქართველისაგან შეწირულებას იღებს.

1330 წელს გიორგი ბრწყინვალემ ოდიშის მფლობელს დადიანს გადასცა ცხუმი. XIV საუკუნის არაბი ისტორიკოსი ალ მუჰიბბი აღნიშნავს, რომ დადიანი განაგებს სუხუმსა და აბხასს. აქ იგულისხმება ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის ორი, ცხუმისა და აფხაზეთის საერისთაო.

აღსანიშნავია, რომ XIV საუკუნეში საქართველოს შავიზღვისპირეთში გენუელნი მკვიდრდებიან. 1354 წელს გენუელებმა, ადგილობრივი ქართველი ხელისუფლების ნებართვით, გახსნეს თავიანთო სავაჭრო ფაქტორია ცხუმში (სებასტოპოლისი). უფრო ადრე ცხუმში დაარსდა კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა.

ცხუმის მოსახლეობა ქართველებისაგან შედგებოდა, იტალიელებს და მათ სავაჭრო ფაქტორიას ქალაქის ერთი ნაწილი ეკავა და თვითმმართველობით სარგებლობდა. გენუელები ადგილობრივ მსახლეობასთან აღებ-მიცემობით იყვნენ დაკავებული. გენუელები დაკავებული იყვნენ “ტყვეთა ვაჭრობითაც’. მონები ცხუმიდან გაჰყავდათ დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მამლუქთა ეგვიპტეში.

XIV საუკუნის მიწურულს, საქართველოში თემურ-ლენგის ლაშქრობების შედეგად შექმნილი უმძიმესი ვითარებით ისარგებლეს საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრებმა ჯიქებმა, გამოვიდნენ მორჩილებიდან და საქართველოს შავიზღვისპირეთის რბევა დაიწყეს.

1453 წელს ოსმალებმა კონსტანტინეპოლი აიღეს და ბიზანტიის იმპერიას ბოლო მოუღეს. მეორე წელსვე, ზაფხულის დამდეგს, ოსმალური ესკადრა თავს დაესხა სოხუმს, დაიპყრო და გადაწვა ქალაქი. ეს იყო ოსმალთა პირველი თავდასხმა საქართველოზე. საქართველოს მეფე გიორგი VIII დაუყონებლივ გაემართა აფხაზეთისკენ, მაგრამ ოსმალებმა ამ დროისათვის აფხაზეთი დატოვეს. ოსმალების თავდასხმიდან მეორე წელს, 1455 წელს, უცხოური საისტორიო წყაროს ცნობით, “აფხაზები” თავს დაესხნენ სოხუმს და საშინლად აიკლეს ქალაქი. ადგილობრივმა მოსახლეობამ და გენუელებმა გაქცევით უშველეს თავს. ამრიგად მოიშალა გენუელთა სავაჭრო ფაქტორია ცხუმში.

აფხაზეთისა და ოდიშის გამუდმებული შეტაკებები დამახასიათებელი იყო იმ პერიოდის საქართველოსათვის, სადაც ერთიანი ფეოდალური მონარქიის დაშლის კვალობაზე ძლიერდებოდა დაქუცმაცებულობა და შინაომები მძვინვარებდა.

ამ პერიოდისათვის, ფართოვდება ჯიქებისა და სხვა აბაზური ტომების ექსპანსია აფხაზეთში. 1474 წელს შედგენილ ძეგლში “მცნებაი სასჯულო” ნათლად ჩანს “აფხაზების” ქრისტიანობისგან გაუცხოება.

1490 წელს ქართლის სამეფო დარბაზმა საქართველოს პოლიტიკური დაშლის ფაქტი ცნო. დაშლილ ქვეყანაში აფხაზეთის საერისთაო ოდიშის სამთავროსთან ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა, თავის მხრივ დადიანი, მართალია ნომინალურად მაგრამ ცნობდა იმერეთის მეფის სუზერენობას. აფხაზეთის ერისთავი ფლობდა ტერიტორიას ანაკოფიიდან (ახალი ათონი) გაგრის ვიწროებამდე. იმის იქით ჯიქეთი მდებარეობდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მორჩილებიდან გამოსული იყო.

1578 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი და იმავე წლის ზაფხულში სოხუმში ოსმალები გადასხდნენ. ოსმალებმა სოხუმის საბეგლარბეგო შექმნეს და სოხუმის ბეგლარბეგად ჩერქეზული წარმოშობის ოსმალო სარდალი ჰაიდერ ფაშა დანიშნეს და აღადგინეს სოხუმის ძველი ციხე. ოსმალებმა ამჯერად სოხუმში მხოლოდ ორი წელი დაჰყვეს.

ოსმალეთი აფხაზეთში აბაზა - ჯიქებისა და მათი მონათესავე ადიღური ტომების შემოსევებით ოდიშის დასუსტებას ისახავდა მიზნად. სოხუმში ჩერქეზი (ადიღე) წარმოშობის სარდლის დანიშვნა ოსმალეთის იმპერიის მიერ აფხაზეთში აბაზურ-ადიღური ტომების ექსპანსიის წაქეზებისა და ხელშეწყობის მანიშნებელი იყო.

XVII საუკუნის დასაწყისში შარვაშიძეები გამოვიდნენ დადიანისადმი ვასალური დამოკიდებულებიდან და აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო ჩამოაყალიბეს ცენტრით ზუფუში (ლიხნი).

ლევან დადიან სიკვდილის შემდეგ (1657წ). ჯიქებისა და აბაზების ტომების სამეგრელოს წინააღმდეგ მიმართული შემოსევების შემაკავებელი “კელასურის’ კედელი მოიშალა და აფხაზეთი აბაზურ-ადიღურმა ექსპანსიამ წალეკა.


გამუდმებული შემოსევების შედეგად აფხაზეთის ერისთავებმა შარვაშიძეებმა, რომლებიც სამეგრელოსთან შიდაფეოდალურ ომში ეყრდნობოდნენ აბაზებისა და ჩრდილოკავკასიელებსი დაქირავებულ რაზმებს, გაააფართოეს სამთავროს ტერიტორია ოდიშის მიწა-წყლის დაპყრობის ხარჯზე, ჯერ კელასურიდან ღალიძგამდე, ხოლო XVIII საუკუნის დამდეგს მდ. ენგურამდე.

აღსანიშნავია, რომ გამუდმებული შემოსევების შედეგად აბაზურ-ადიღური მარბიელები იკავებდნენ რა აფხაზეთისა და ოდიშის ტერიტორიებს, სდევნიდნენ ან მონობაში აქცევდნენ მკვიდრ ქართულ (აფხაზურ და მეგრულ) მოსახლეობას, სახლდებოდნენ დაპყრობილ დასახლებებში და იქ თავიანთი წარმართული ადათები შემოჰქონდათ. მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე უქმდება დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები, ბიჭვინთის აფხაზეთის საკათალიკოსოს ტახტი გელათში გადადის. იერუსალემის პატრიარქის დოსითეოსის მოწმობით, “აბაზგებმა გაანადგურეს დადიანის სამფლობელო, აიკლეს ეკლესიები და მონასტრები და მთელი ქვეყანა დიოსკურიიდან ჰიპიუსამდე და ფაზისამდე (სოხუმიდან ცხენისწყალსა და ენგურამდე).

XVIII საუკუნისათვის შარვაშიძეების სამთვრო სახლმა გაინაწილა ოდიშისაგან დაპყრობილი ტერიტორია. უფროსმა ძმამ როსტომმა მიიღო მთავრის ტიტული და ბზიფსა და კოდორს შორის მდებარე მიწები (გუმა), საშუალო ძმამ ჯიქეშიამ მდ. კოდორსა და ღალიძგას შორის მდებარე მიწა-წყალი (აბჟუა) უმცროსმა ყვაპუმ კი ღალიძგასა და ენგურს შორის ტერიტორია, რომელსაც მოგვიანებით ყვაპუს მემკვიდრის მურზაყან შარვაშიძის სახელის მიხედვით სამურზაყანო ეწოდა.

ორი საუკუნის განმავლობაში, აბაზა-ადიღურ ტომებზე დაყრდნობით, შარვაშიძეების ოდიშის წინააღმდეგ წარმოებულმა ომებმა თავისი დამანგრეველი შედეგი გამოიღო. აფხაზეთში ქართული (აფხაზური და მეგრული) სოფლებიდან მოსახლეობის აყრა და სამეგრელოში გადასახლება დაიწყო. მოსახლეობის განახლება ხდებოდა როგორც ბზიფის აფხაზეთში, ასევე აფხაზეთის ცენტრალურ რაიონებშიც ჯიქებისა და ადიღური ტომების ჩამოსახლების ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის “აფხაზი” ქართულ ცნობიერებაში გაიგივდა არაქართველთან, მომხდურ მტერთან და მთლიანად აბაზა-ადიღურ სამყაროს განეკუთვნება.

ადიღურ-აბაზურმა ტომებმა, რომლებზეც ქართველებმა მექანიკურად გადაიტანეს ამ მხარის უძველესი ქართული მოსახლეობის თვითწოდება “აფხაზი”, ეთნიკურად აითვისეს მდ. კელასურსა და მდ. ღალიძგას შორის არსებული ტერიტორია.
ფეოდალთა წრეშიც გაბატონებული მდგომარეობმა თანდათან აბაზურმა საგვარეულოებმა მოიპოვეს, თუმცა აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის მთავრის სახლი მაინც ქართული (აფხაზურ-მეგრული) რჩებოდა.

XVIII საუკუნეში აფხაზეთის სამთავრო სახლი ოსმალეთის სულთნის ქვეშემრდომად ითვლებოდა.

1780 წელს რუხის ბრძოლაში იმერეთ - ოდიშის გაერთიანებულმა ლაშქარმა სასტიკად დაამრცხა შარვაშიძეეებისა და აბაზა-ჩერქეზების კოალიცია. ამ ბრძოლამ ბოლო მოუღო აბაზა-ადიღების შემოსევებს ოდიშზე.

1810 წლის ივლისში რუსეთის საზღვაო ესკადრამ სოხუმის ციხე აიღო და იქ მყოფი თურქული გარნიზონისაგან გაწმინდა. 1810 წლის ოქტომბერში აფხაზეთის მთავარმა გიორგი შარვაშიძემ თავადაზნაურობასთან ერთად რუსეთის ერთგულებაზე ფიცი დადო.

ყირიმის ომის დროს (1853-1856) თურქებმა შესძლეს სოხუმში დესანტის გადმოსხმა. 45 ათასიანმ თურქულმა კორპუსმა ომერ ფაშას მეთაურობით სოხუმი დაიკავა. რუსული გარნიზონები იძულებულნი გახდნენ აფხაზეთი დაეტოვებინათ. თურქებმა აფხაზეთის შემდეგ სამეგრელოც დაიკავეს. მიუხედავად ომარ ფაშას მცდელობისა, მან ვერ მოახერხა სამეგრელოსა და აფხაზეთის ხელისუფლების გადაბირება და საქართველოს ამ კუთხეებში დამპყრობელთა წინააღმდეგ პარტიზანული ომი გაჩაღდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართული პოლიტიკური ერთეულების ავტონომიურობა და 1864 წელს დაასრულა კავკასიის დამორჩილებაც, ჯერი მიდგა აფხაზეთზე. კავკასიის მთავარმართებელმა მიხეილ რომანოვმა, იმპერიის სამხედრო საქმეთა მინიტრ მილიუტინს გაუგზავნა სპეციალური წერილი აფხაზეთის შესახებ, სადაც აღნიშნა, რომ რადგან რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიერ განზრახულია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დასახლება მდ. ყუბანიდან მდ.ბზიფამდე კაზაკების სტანიცებით, ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია აფხაზეთის სამთავროს გაუქმება.

იმპერიის ხელისუფლებას სურდა აფხაზეთი მთლიანად გაერუსებინა.

1864 წლის 24 ივნისს კავკასიის მთავარმართებლის ბრძანებით, მიხეილ შარვაშიძესა და მის მემკვიდრეებს ჩამოერთვათ უფლებები სამთავროზე და აფხაზეთში პირდაპირი რუსული მმართველობა დამყარდა.

რუსებმა აფხაზეთს სოხუმის სამხედრო განყოფილება უწოდეს და ბიჭვინთის, წებელდის, დრანდისა და ოქუმის ოლქებად დაჰყვეს.

რუსული კოლონიალური რეჟიმის დამყარების შედეგად აფხაზეთში სახალხო მღელვარება დაიწყო. 1866 წელს აფხაზეთში საგლეხო რეფორმის გატარების მზადებისას დიდმა აჯანყებამ იფეთქა. ამ აჯანყების დამარცხების შედეგად აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. აღსანიშნავია, რომ აფხაზთა მუჰაჯირობა კავკასიაში რუსეთის კოლონიალური პოლიტიკის შედეგს წარმოადგენდა.

1867 წელს რუსეთის იმპერიისა და თურქეთის შეთანხმებით აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 20 ათასი კაცი) თურქეთის იმპერიაში გადასახლდა.

1877 წელს აფხაზეთში ანტირუსული აჯანყება დაემთხვა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომს, რასაც მოჰყვა აფხაზების ანტირუსული აჯანყება და მუჰაჯირობის მორიგი ტალღა.

მუჰაჯირობას გამოეხმაურნენ ქართველი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი, სერგი მესხი, იაკობ გოგებაშვილი. ილია ჭავჭავაძე “მუჰაჯირობის” ტრაგედიაში თურქეთისა და რუსეთის მმართველ წრეებს ადანაშაულებდა.

1878 წელს სოხუმის სამხედრო ოლქის სამხედრო მმართველმა პ. არაკინმა მთელი “აფხაზური” მოსახლეობა “დამნაშავე ხალხად” გამოაცხადა. ეს სტატუსი აფხზებს მხოლოდ 1907 წელს მოეხსნათ. აფხაზებს ‘პოლიტიკური არაკეთილსაიმედოობის გამო” ეკრძალებოდათ იარაღის ტარება, მათ არ იწვევდნენ სამხედრო სამსახურში, მაგრამ სამაგიეროდ დამატებითი ფულადი გადასახადები შეაწერეს.

რუსეთის იმპერია, ერთის მხრივ ხელს უწყობდა აფხაზეთის მოსახლეობის გადასახლებას თურქეთში, მეორის მხრივ დაცარიელებულ მიწებზე ფართოდ ნერგავდა კოლონიზაციის პრაქტიკას. აფხაზეთში გადასახლების უფლება მიეცა ყველას, გარდა აფხაზეთის მოსაზღვრე სამეგრელოსა და საქართველოს დანარჩენი კუთხეების მოსახლეობისა.

რუსეთის კოლონიური და რუსიფიკატორული პოლიტიკის მახვილი სწორედ ქართულ-აფხაზური იდენტურობის მოშლის, აფხაზის, ქართველისაგან გაუცხოების, აფხაზის ცალკე, როგორც ქართველისაგან განსხვავებული, ხალხის შექმნისაკენ, აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორებისა და ამითი საერთოქართული სხეულის განადგურებისაკენ იყო მიმართული.

ამ მიზნით შეიქმნა რუსი კავკასიოლოგისა და ლინგვისტის პ. უსლარის მიერ აფხაზური დამწერლობა რუსული გრაფიკის საფუძველზე. 1862 წელს უსლარმა გამოსცა აფხაზური ენის გრამატიკა. 1865 წელს თბილისში დაიბეჭდა რუსული გრაფიკის საფუძველზე აფხაზური ანბანი. 1892 წელს თბილისში დ. გულიასა და მ. მაჭავარიანის მიერ გამოიცა ახალი აფხაზური ანბანი რუსული გრაფიკის საფუძველზე. ამასთან დაკავშირებით რუსი რეაქციონერი მოღვაწე და კავკასიაში რუსიფიკატორული პოლიტიკის აპოლოგეტი ვეიდენბაუმი აღნიშნავდა:

"Абхазский язык, не имеющий писменности, литературы, обречен, конечно, на исчезновение в более или менее близком будущем. Вопрос в том, какой язык заменит его? Очевидно, роль проводника в неселений культурных идеи и понятий должен бы играть не грузинский, а русский язык... учреждение абхазской письменности должно быть не целью само по себе, а только средством к ослаблению путем церкви и школы потребности в грузинском языке и постепенной замены его русским государственным".

1917 წელს აფხაზეთში აირჩა აფხაზი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო-აფხაზთა სახალხო საბჭო.

1918 წლის 9 თებერვალს, თბილისში ჩამოვიდა აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაცია და მოლაპარაკებები აწარმოა საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან აფხაზეთის სტატუსის შესახებ. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის ძალით აფხაზეთს მიენიჭა ავტონომიური თვითმმართველობა საქართველოს შემადგენლობაში.

1918 წლის ივნისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზთა სახალხო საბჭოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალით აფხაზეთის შიდა მმართველობა გადაეცა აფხაზთა სახალხო საბჭოს და შემოღებულ იქნა საქართველოს მთავრობასთან აფხაზეთის საქმეთა მინისტრის პოსტი. ამრიგად, აფხაზეთის ავტონომია დამტკიცებულ და ოფიციალურად დაკანონებულ იქნა საქართველოს მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდის შემდეგ რამოდენიმე დღეში.

1919 წლის მარტში აფხაზთა სახალხო საბჭო გარდაიქმნა აფხაზეთის სახალხო საბჭოდ.
აფხაზეთის სახალხო საბჭომ, რომელიც არჩეულ იქნა აფხაზეთის მთელი მოსახლეობის მიერ დემოკრატიულ საფუძვლებზე, 1919 წლის 20 მარტს მიიღო აქტი აფხაზეთის, როგორც ავტონომიური ერთეულის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

1920 წლის მაისში საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული ხელშეკრულებით, რუსეთმა უპირობოდ ცნო აფხაზეთის ყოფნა საქართველოს შემადგენლობაში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წითელი არმიის სამხედრო ნაწილების მხრიდან ოკუპაციისა და საქართველოს გასაბჭოების შედეგად 1921 წლის 4 მარტს სოხუმში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება.

1921 წლის დეკემბერში აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ხელშეკრულებით დაუკავშირდა საბჭოთა საქართველოს.

1931 წელს აფხაზეთი, საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების ყრილობის გადაწყვეტილებით ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შევიდა საქართველოს შემადგენლობაში.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სსრ, რომელიც ხელშეკრულებითი რესპუბლიკის სტატუსს ფლობდა, 1921-1931 წლებში ფაქტიურად ავტონომიური ერთეულის სახით შედიოდა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მეოცე საუკუნის 30-40 იან წლებში, ისევე როგორც მთელს საბჭოთა კავშირში ტოტალიტარული რეჟიმი მძვინვარებდა, რომელიც სასტიკ რეპრესიებს მიმართავდა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. რეპრესიები შეეხო აფხაზური სკოლის განვითარებასაც, კერძოდ არაერთხელ ხელოვნურად შეიცვალა აფხაზური დამწერლობის გრაფიკა.

საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის მკვიდრი უმრავლესობა ქართველები, გაცილებით ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებში, ვიდრე აფხაზები, რომლებიც მოსახლეობის მეხუთედსაც არ შეადგენდნენ. 1980-იან წლებში საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტში თანამდებობების უმეტესობა აფხაზებს ეკავათ, ხოლო მინისტრთა საბჭოს 27 თნამშრომლიდან 14 აფხაზი და 10 ქართველი იყო. ოცი მინისტრიდან და სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარიდან 13 იყო აფხაზი და მხოლოდ 6 ქართველი. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და პროკურორი აფხაზები იყვნენ.

ამრიგად, აფხაზეთის ასსრ-ში არათუ არ ხდებოდა აფხაზი ეთნოსის შევიწროება, არამედ ადგილი ჰქონდა აფხაზეთში მოსახლე ქართველების და სხვა ეროვნებების Eეთნიკური დისკრიმინაციას გაბატონებული აფხაზური ბიუროკრატიული და ნომენკლატურული ეთნოკრატიის ხარჯზე.

აფხაზეთის კომუნისტური ნომენკლატურა, რომელმაც 1980-იანი წლების დამლევიდან საქართველოსგან გამოყოფასა და რუსეთთან შეერთებაზე აიღო კურსი, პროვოკაციულად აღვივებდა აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ ეთნიკური ხასიათის სიძულვილს და მოუწოდებდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფისაკენ.

1988 წელს მიღებულ იქნა აფხაზი სეპარატისტების “ლიხნის მიმართვა” საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XIX საკავშირო კონფერენციისადმი, რომელიც შეიცავდა ცილისმწამებლურ ბრალდებებს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფას მოითხოვდა. “ლიხნის მიმართვას” მოჰყვა 1989 წლის ივლისის ტრაგედია სოხუმში, როდესაც სეპარატისტები თავს დაესხნენ ქართულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას და სასტიკად გაუსწორდნენ უდანაშაულო სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს, დაიღუპნენ ადამიანები. სწორედ აქედან განსაკუთრებული ინტენსივობით დაიწყო აფხაზეთში ქართველთა მომავალი ეთნიკური წმენდის მოსამზადებელი პერიოდი. სოხუმში თავისი ყრილობების გამართვა დაიწყო “კავკასიის ხალხთა კონფედერაციამ” - საბჭოთა კავშირის უშიშროების საკავშირო სამსახურის მიერ შექმნილმა ორგანიზაციამ, რომელმაც აფხაზეთი ამ “კონფედერაციის ნაწილად” ხოლო ქ. სოხუმი- ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი კერა-კონფედერაციის დედაქალაქად გამოაცხადა.

1991 წელს, აფხაზეთის ასსრ უმაღლესმა საბჭომ, რომლის უმრავლესობას აფხაზი სეპარატისტები შეადგენდნენ, აქტიურად დაიწყო აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფისაკენ მიამრთული პრაქტიკული და კანონშემოქმედებითი საქმიანობა.

1992 წლის ზაფხულში აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც სეპარატისტული კურსისადმი პროტესტის ნიშნად დასტოვეს ქართველმა და სხვა ეროვნების დეპუტატებმა, უკანონოდ მიიღო რამოდენიმე საკანონმდებლო აქტი, რომლითაც აფხაზეთის საქართველოსგან გამოყოფა ცხადდებოდა.

მდგომარეობის გამოსასწორებლად 1992 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთში საპოლიციო და შემდგომში სამხედრო ნაწილების შეყვანის თაობაზე რკინიგზისა და საავტომობილო მაგისტრალის დაცვის ღონისძიებების გასატარებლად, რის შესახებაც მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან.

1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ხელმძღვანეობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს პოლიციისა და სამხედროების შეზღუდული კონტინგენტი გადაადგილდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. საქართველოს სახელმწიფომ თავისსავე ტერიტორიაზე, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს აფხაზეთი, საკუთარი პოლიციისა და სამხედრო რაზმის გადაადგილება განახორციელა.

იმავე დღეს აფხაზეთის სეპარატისტულმა ლიდერებამ პროვოკაციულად გაუხსნეს ცეცხლი ქართულ ნაწილებს ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. სეპარატისტებმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქვეყნოდ განაცხადეს, რომ საქართველო თავს დაესხა აფხაზეთს და მოსახლეობის საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. ასე დაიწყო 1992-1993 წლების ომი აფხაზეთში.

რუსეთის შუამავლობით დადებულ 1992 წლის 3 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოქტომბრის დასაწყისში სეპარატისტებისა და ჩრდილოკავკასიელი გადამთიელების მხრიდან გაგრის აღება და ქართული მოსახლეობის გენოციდი მოჰყვა.

1993 წლის 27 ივლისს სოჭში რუსეთის ფედერაციის შუამავლობით დაიდო შეთანხმება, რომლის ძალითაც ქართული მხარე მთლიანად განიარაღებულ იქნა.

1993 წლის 16 სექტემბერს სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების ღია მხარდაჭერით საომარი ქმედებები განაახლეს. განიარაღებული ქართველი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ სოხუმს 12 დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი რუსეთის სახელმწიფო დუმის ტრიბუნიდან სოხუმის დაცემასა და ქართველების განადგურებას 2-3 დღეში წინასწარმეტყველებდა.

სეპარატისტებმა დახვრიტეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა, მთავრობის წევრები, აფხაზეთის ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები. 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და 1994 წლის თებერვალში აფხაზეთში ქართული მოსახლეობის მასიური ხოცვა ჟლეტა და ეთნოწმენდა მიმდინარეობდა, ორასორმოცი ათასი აფხაზეთის მკვიდრი ქართველი განდევნილ იქნა, აფხაზეთი დატოვა მისმა ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს წევრებმა.

აფხაზეთი - საქართველოს ეს ძირძველი კუთხე დაიცალა ქართველებისაგან, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ ერთ უმძიმეს კატასტროფას წარმოადგენს.

საქართველოს ამ ტრაგედიას რუსეთი ორი საუკუნის განმავლობაში თანამიმდევრულად ამზადებდა. რუსეთმა საქართველოს წაჰგლიჯა აფხაზეთი და ამჯერად დაჟინებით ახორციელბს აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების პოლიტიკას.


04 ნოე 2009 02:16
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფილმი ”საქმე №171 - გინდიას საქმე” (სამწუხაროდ, ფილმის ვერსია არასრულია)

http://archive.security.gov.ge/gindiacase.htm

XX საუკუნის 70-იანი წლები, აფხაზური სეპარატიზმის იატაკქვეშეთიდან გამოსვლა.

...ყველაფერი ასე იწყებოდა: 1979 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეშის კულტურის სახლში მაყურებელი შეკრებილიყო. მაშინ, ზუგდიდის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ ”ლირას” მთელ საქართველოში ჰქონდა სახელი განთქმული, ამიტომ მის მოსასმენად, ფოქვეშში ადამიანები ლამის მთელი აფხაზეთიდან ჩავიდნენ. სოფლის კლუბში კონცერტი მცირედი დაგვიანებით, მეგრული ”ჩელათი” დაიწყო. მოულოდნელად, დარბაზი წყვდიადმა მოიცვა და ახალგაზრდა კაცის ხმა გაისმა: ”წაეთრიეთ, მეგრელებო, აფხაზეთიდან! ქართველებო გვეზიზღებით!” შემდეგ სცენის მიმართულებით ქვების სროლაც დაიწყეს. კონცერტი ჩაიშალა. დარბაზში მყოფებმა კი იმ ახალგაზრდა კაცში, ფოქვეშის მკვიდრი - ზაურ გინდია ამოიცნეს...


04 ნოე 2009 03:02
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
სახელმძღვანელო, გამოცემული იმპერატორისდროინდელ ღრუსეთის იმპერიაში. საინტერესოა, როგორ ახასიათებს იმდროინდელი ღრუსეთი აფხაზებს.

სურათი


05 ნოე 2009 00:35
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
რუსეთი აფხაზებს დახმარების ნაცვლად უბიხების ბედს გააზიარებინებს

აფხაზეთში დღეისათვის ატეხილ სახელისუფლებო−ოპოზიციურ ბატალიებში სულ უფრო იკვეთება როგორც კრემლის როლი, ასევე მისი შორს მიმავალი გეგმები. რომ არაფერი ვთქვათ მოსკოვის გლობალურ მიზნებზე და თუ აფხაზეთში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ლოკალურ სივრცეში განვიხილავთ, ადვილი დასანახი იქნება, რომ მიზეზი ამ ყველაფრისა ჯერ კიდევ აფხაზეთის "პრეზიდენტის" წინა არჩევნებშია.

დღეს რატომღაც არავის ახსოვს, რომ წინა არჩევნებამდე გაცილებით ადრე (მაშინაც "დამოუკიდებელი აფხაზეთის" პრეზიდენტობას ერთმანეთს ბაღაფში და ხაჯიმბა ედავებოდნენ) რუსეთის დღევანდელმა დე–ფაქტო, ხოლო მაშინდელმა დე−იურე პრეზიდენტმა პუტინმა ქ.სოჭში რაულ ხაჯიმბას ფსბ−ს გენერლობა მიულოცა და პირადად გადასცა გენერლის "პაგონები". თუ ვინმე ოდნავ მაინც იცნობს სამხედრო ტრადიციებს, ადვილად მიხვდება, რომ ამგვარი დაჯილდოების ცერემონია რჩეულთა ხვედრია.

მაშინ აფხაზეთის საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პუტინის მხრიდან ასეთი ჟესტი "სათანადოდ შეაფასა" და ნაკლებად ცნობილ ფსბ−ს გენერალს დაუჭირა მხარი. ბაღაფშის ავტორიტეტმა აფხაზეთის მოსახლეობაში და განსაკუთრებით ძველ პარტიულ ნომენკლატურაში მაინც თავისი როლი ითამაშა და არჩევნებში დამაჯერებლად გაამარჯვებინა. უნდა აღინიშნოს, რომ ბაღაფშის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი გალის მოსახლეობამ ითაშამა.

ხაჯიმბას მაშინ ვერც მის მიერ პროვოცირებულმა არეულობებმა, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, და ვერც პუტინის მიერ გამოგზავნილმა წარმომადგენლობითმა დელეგაციებმა უშველა.

პუტინმა იმ არჩევნებში მარცხი განიცადა. მარცხი განიცადა იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა და აფხაზეთში დღეს მიმდინარე პროცესები სწორედ პუტინის შერისძიება უფროა, ვიდრე "დამოუკიდებელ აფხაზეთში" დემოკრატიის გამოვლინება, რომელიც აფხაზი ერის დასჯას ითვალისწინებს.

ერთის მხრივ "შეურაცხყოფილი" პუტინი აფხაზებზე შურისძიების გეგმის შემუშავებას, ხოლო "გამარჯვებული" ბაღაფში პუტინის ნდობის დამსახურებას შეუდგა, რაც აფხაზებისათვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ბაღაფში, პუტინისათვის ერთგულების დამტკიცების მიზნით, იძულებული გახდა, ძალოვან სტრუქტურებსა და მთავრობის რიგ საკვანძო თანამდებობებზე კრემლის მიერ გამოგზავნილი ხალხი დაენიშნა. პუტინმა ამგვარად თანდათანობით მართვის სადავეები გამოაცალა ბაღაფშს და მასზე სრული კონტროლი დაამყარა. საბოლოო ჯამში ბაღაფში აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ მისი მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, იძულებული გახდა რუსეთთან გაეფორმებინა ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად "დამოუკიდებელმა აფხაზეთმა" პრაქტიკულად დაასრულა თავისი არსებობა და რუსეთის გუბერნიად იქცა. ამან კი აფხაზეთის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ძლიერი უკმაყოფილების მუხტი გააჩინა. აფხაზეთისა და აფხაზი ერისთვის დამღუპველ ბაღაფშის პოლიტიკას თვით პუტინის მიერ ფსბ−ს გენერლად "ნაკურთხი" ხაჯიმბაც კი აკრიტიკებს. კრემლმა აფხაზეთისათვის თავსმოხვეული, კაბალური ხელშეკრულებებით ბაღაფში პრაქტიკულად აფხაზეთის დამღუპველად გამოიყვანა და ხაჯიმბას შესანიშნავი წინასაარჩევნო ფონი შეუქმნა. ამ ფონზე კი მოსახლეობას საერთოდ დაავიწყდა, რომ ხაჯიმბა პუტინის ფავორიტია და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აფხაზეთის და აფხაზი ერის დაღუპვის პროცესს პირადად ჩაუდგება სათავეში.

როგორც ჩანს, რუსეთის ანტიქართული პოლიტიკით "გაზრდილი" აფხაზების დღემდე სეპარატისტულად განწყობილი ჯგუფი ჯერ კიდევ საქართველოზე "გამარჯვების" ეიფორიაში არის და ვერ აცნობიერებს, თუ რას უქადის აფხაზ ერს რუსეთის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" ცნობა. საერთოდ, რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი, როდესაც შენი "მეგობარი" და შენზე "მზრუნველი" ქვეყანა შენივე "საზღვრების" არა თუ გაკონტროლებას, არამედ ამ პროცესში მონაწილეობასაც კი გიკრძალავს. თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ ეს როდია ის საფასური, რაც "თავისუფლების" სანაცვლოდ კრემლმა აფხაზებს დაუწესა. "სამხედრო თანამშრომლობის შესახებ" ხელშეკრულებაში ჩადებული მუხლების თანახმად, რუსი სამხედროები აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი განუსაზღვრელი უფლებით სარგებლობენ, რომლებსაც საკუთრივ რუსეთში არიან მოკლებული. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, აფხაზ სამართალდამცველებს დამნაშავეების არ ათუ დაკავების, არამედ ელემენტარულად მოკვლევის ჩატარების უფლებაც კი არა აქვთ. ამან კი რუს სამხედროებში დაუსჯელობის სინდრომი დაამკვიდრა. შედეგად, იმატა რუსი სამხედროების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტებმა.

არადა, კრიმინალიც არის და კრიმინალიც. თუ რა მძიმე დანაშაულებებს სჩადიან რუსი სამხედროები და როგორი დაუსჯელობით სარგებლობენ, ამაზე მხოლოდ 2009 წელს მომხდარი ფაქტების მცირე ჩამონათვალიც ნათლად მეტყველებს. წინასწარ გვინდა მკითხველი გავაფრთხილოთ, რომ ინციციალებით იქნება დაფიქსირებული იმ პირების ვინაობა, ვინც ცოცხალი გადაურჩა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს, მათი უსაფრთხოების და მორალურ−ფსიქოლოგიური შედეგების გათვალისწინების მიზნით.

14 მაისი − გუდაუთის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენაერთის ჯარისკაცები ნასვამ მდგომარეობაში სამსახურეობრივი ავტომანქანა "ვილისით" ალკოჰოლური სასმელების გამოძალვის მიზნით ყაჩაღურად შევარდნენ გუდაუთის მკვიდრის ზაურ ნავიჟბას ოჯახში და დაარბიეს იგი. ოჯახის დიასახლისი, 60 წელს გადაცილებული ჟენია ნავიჟბა ორმა ჯარისკაცმა წიხლებითა და ავტომატის კონდახებით სასტიკად სცემა, დაუზიანა კისრის მალა, მიაყენა თავის ქალის მრავლობითი ჭრილობა, რის შედეგად ჟენია ნავიჟბა ადგილზე გარდაიცვალა. რუსმა სამხედროებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს დახმარებისათვის გამოსულ მეზობლებს, რის შედეგად 12 წლის ალიკ აგრბა დაიღუპა.

22 მაისი − გუდაუთის რაინოის სოფ.აბგარხუკის მკვიდრის, დ.ხ.−ს ოჯახში სტუმრად მყოფმა ექვსმა ჯარისკაცმა ქეიფის შემდეგ ჯგუფურად გააუპატიურა ჯერ დ.ხ.−ს მეუღლე ნ.ხ., ხოლო შემდეგ მისი 14 წლის ქალიშვილი ნ.ხ. ცნობილია მოძალადეთა ორი გვარი − ბორტნიკოვი და საველიევი.

27 მაისი − გუდაუთის რაიონის სოფ.კულანურხვაში რუსმა სამხედროებმა, რომლებიც "ურალის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, ყაჩაღურად გატეხეს სოფლის ერთადერთი მაღაზია, რომელიც დაკეტილი იყო. მაღაზიაში არსებული საქონელი სრულად გაიტანეს და მანქანაში ჩატვირთეს. ხმაურზე გამოსულ მეზობლებს, მაღაზიის მეპატრონეებს და რუს სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი რუსი სამხედრო − იარცევი, ვაილოვი, ჯაბარაევი და შვიდი ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის მაღაზიის მეპატრონეები − ბჟიჟბა და ღურცკაია.

1 ივნისი − სოხუმის რაიონის სოფ.ეშერაში ორმა რუსმა სამხედრომ, რომლებიც "ვილისის" მარკის სამხედრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, გზად მიმავალი 14 წლის ეკა მარღანია გაიტაცეს, ტყეში შეიყვანეს, ჯგუფურად გააუპატიურეს, ხოლო შემდეგ უმოწყალოდ დახვრიტეს. მარღანიას 18 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

14 ივნისი − სოხუმის რაიონის სოფ. აჩადარას მკვიდრს, ბესო ბესელიას ფულის გამოძალვის მიზნით რუსი ჯარისკაცები საკუთარი სახლის ეზოსთან თავს დაესხნენ. ბესელია მოძალადეებს ხელიან დაუსხლტდა და სახლში შევარდა. რუსი ჯარისკაცი მას უკან გაჰყვა, სახლში ხელყუმბარა (ე.წ. "ლიმონკა" ) შეუგდო და კარი გამოიხურა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ბესო ბესელია, მისი მეუღლე და ორი წლის შვილი ადგილზე დაიღუპნენ.

14 ივნისი − ოჩამჩირეში სამი რიგითი რუსი ჯარისკაცი და ერთი ოფიცერი, წოდებით კაპიტანი, სასმელი წყლის მოთხოვნის საბაბით შევარდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლის გ.ბ. სახლში, სადაც იმ დროისათვის მხოლოდ ოჯახის წევრი ქალბატონები იმყოფებოდნენ. 19 წლის ლ.ბ და 24 წლის ნ.გ. ჯერ ჯგუფურად გააუპატიურეს, ხოლო შემდეგ პირი აუკრეს, ხელ−ფეხი შეუკრეს და სარდაფში ჩაამწყვდიეს. შედეგად, 19 წლის ლ.ბ. ამჟამად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს.

30 ივნისი − გულრიფშის რაიონის სოფ. მერხეულში რუსმა სამხედროებმა 62 წლის ლ. დ. გააუპატიურეს. როცა მსხვერპლის ახლობლები რუს ოფიცრებს საჩივლელად მიადგნენ, ოფიცერმა მოკლედ მოუჭრა: “ მეგონა, მადლობას მეტყოდით, ჩვენმა ბიჭებმა 62 წლის მოხუცს ახალგაზრდობა გაახსენეს, თქვენ კიდევ ჩივიხართო”.

18 ივნისი − რუსმა სამხედროებმა ლეონიდ კრივჩაკმა და ვოვა ბონდარჩუკმა, რომლებიც ტყვარჩელის რაიონის სოფ. თხინაში აფხაზურ ოჯახში ქორწილში იყვნენ მიწვეულნი, პატარძლის გაუპატიურება მოინდომეს. რუსი სამხედროების ქცევით შეურაცხყოფილი მასპინძლები "სტუმრებს" ფიზიკურად გაუსწორდნენ და ისინი ოჯახიდან გააგდეს. მეორე დღეს 20-მდე შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი "არათვინიერ" მასპინძლებს შინ მიუვარდა. სოფელში დაახლოებით 60-მდე კაცს სცემეს, ხოლო ნეფე − რუსლან თარბა ადგილზე მოკლეს. წამოსვლისას მოკლეს რუსლანის მამა, რაულ თარბაც, რომელმაც ავტომატის აღება მოასწრო, ეზოდან გარეთ გამოვარდა და რუსებზე შურისძიებას აპირებდა. მას 6 კაცი ესროდა და 108 ტყვია აქვს მოხვედრილი.

4 ივლისი − სოხუმის რაიონის სოფ. შრომაში ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოკლეს სოფლის მკვიდრი, პეტრე ალასანია.

5 ივლისი − გუდაუთის რაიონის სოფ. პრიმორსკოეში რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მცხოვრები, 20 წლის თემურ ბუთბა მხოლოდ იმის გამო მოკლეს, რომ მან უარი თქვა რუს ჯარისკაცებთან ერთად ნარკოტიკების მიღებაზე.

14 ივლისი − რუსეთის საჯარისო შენაერთების მთვრალმა ჩეჩენმა მებრძოლებმა საიდოვმა და ილხანოვმა ავტომატები მიჰყიდეს სოხუმის რაიონის სოფ. აბგარხუკის მკვიდრს სერგო ბეჭვაიას. დილით კი, გამოფხიზლებულები, შინ მიადგნენ და ავტომატების დაბრუნება მოსთხოვეს. თავის მხრივ ბეჭვაიამ მათი საფასურის−8000 რუბლის დაბრუნება მოითხოვა. კამათში ბეჭვაიას მეუღლე და მისი მეგობარი ჩაერივნენ. ჩეჩნებმა ბევრი არ ალაპარაკეს აფხაზები−ოჯახის უფროსს ბებუთით ყელი გამოჭრეს, ორი ქალი კი იმავე ბებუთებით დახოცეს. ავტომატები იპოვეს და გარეთ გამოცვივდნენ. ამ დროს ეზოსა და ქუჩაში ხმაურზე გამოსული უამრავი ხალხი იმყოფებოდა, მაგრამ ჩეჩნების შიშით მეზობლებმა მიშველება ვერ გაბედეს. ხალხის დანახვით გაღიზიანებულმა ჩეჩნებმა უმისამართო სროლა დაიწყეს. ერთი ტყვია 4 წლის გოგონას მოხვდა , რომელიც დედას ხელში ეჭირა და მოშორებით, საკუთარი სახლის ჭიშკართან იდგა. ბავშვი დედას ხელში ჩააკვდა. წასვლისას ჩეჩნები აფხაზებს დაემუქრნენ: "...რაც ქართველებს უქნეს ჩვენებმა, მონაგონი იქნება. თუ არ დაგვემორჩილებით, დედაბუდიანად გაგჟლეტთ...".

ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით, სოხუმში რუსეთის პრემიერ−პრეზიდენტ პუტინის ვიზიტისას მის მიერ გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთი გააძლიერებს თავის ძალისხმევას აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზების მშენებლობასა და აფხაზებისათვის სამხედრო სფეროში დახმარების გაძლიერების კუთხით, რაც თავის მხრივ აფხაზეთში რუსი სამხედროების რაოდენობრივ ზრდას ითვალისწინებს, ნათლად წარმოგვიჩენს იმ მოსალოდნელ შემზარავ სურათს, თუ რა დღეში აღმოჩნდებიან სულ მალე აფხაზები. რუსეთის ასეთი "ძმური" დახმარებები "დამოუკიდებელი აფხაზეთის" მშენებლობაში აფხაზებს ისტორიულ ადათ−წესებს, კავკასიურ თავმოყვარეობას, დედის, ზოგადად ქალისა და საერთოდ, ოჯახის ნამუსის პატივისცემასა და დაცვის გრძნობას დააკარგვინებს. რაც წარმოდგენითაც კი ყველაზე საგანგაშოა. ამაყი აფხაზი ერი საერთოდ შეწყეტს არსებობას. ამის მისაღწევად კი რუსებს საკმაო გამოცდილება და მეთოდები გააჩნიათ. საკმარისია მხოლოდ უბიხების ისტორიის გახსენებაც.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პუტინის ვიზიტი სოხუმში რუსი სამხედრო კონტიგენტის და მათი უფლებების კიდევ უფრო გაზრდას, საქართველოს სამეგერელო−აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის საიმედოდ ჩაკეტვას ითვალისწინებდა და არა "მოძმე" აფხაზი ერისათვის რეალური დახმარების გაწევას.

კარგი იქნება, თუ აფხაზები რეალურად შეაფასებენ ვითარებას და კარგად გააცნობიერებენ, რომ რუსეთი მათ დახმარების ნაცვლად უბიხების ბედს გააზიარებინებს.


05 ნოე 2009 01:10
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 11 აპრ 2009 15:49
წერილები: 3188
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
აფხაზეთი დაწერა:
Дольхур дац, Духур дац, Дицдир дац, Дуьтур дац!

ეს რა ენაზეა?

_________________
საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავლა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.


05 ნოე 2009 01:36
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
Viper დაწერა:
აფხაზეთი დაწერა:
Дольхур дац, Духур дац, Дицдир дац, Дуьтур дац!

ეს რა ენაზეა?


ჩეჩნურია.


05 ნოე 2009 02:05
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
ისტორიის სწავლება აფხაზეთში

თანამედროვე აფხაზეთის სკოლებში ისტორიის სწავლება მხოლოდ აფხაზეთისა და რუსეთის ისტორით შემოიფარგლება. აფხაზეთის ისტორიას 2006-2007 სასწავლო წლიდან სწავლობენ სტანისლავ ლაკობასა და ოლეგ ბღაჟბას სახელმძღვანელოს “აფხაზეთის ისტორია” (უძველესი დროიდან დღემდე, მე-10-11 კლასებისათვის) მიხედვით, რომელიც პირველად 2006 წელს, ხოლო მეორედ 2007 წელს სოხუმში გამოვიდა.

აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოსვლამდე, 2001-2006 წლებში, აფხაზეთის ისტორიას ასწავლიდნენ მ. გუნბასა და გ. შამბას წიგნით “აფხაზეთის ისტორია უძველესი დროდან XX საუკუნემდე” (სოხუმი 2001). ზემოთდასახელებული სახელძღვანელოები მხოლოდ რუსულ ენაზეა, რაც მიუთითებს, რომ მშობლიურ ისტორიას აფხაზეთში, ადგილობრივი მოსახლეობისათვის უცხო ენაზე ასწავლიან.

აღნიშნულ სასკოლო სახელმძღვანელოებში მითითებული არ არის საისტორიო წყაროები, რომლის ანალიზი მოსწავლეს საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად გაიაზროს ესა თუ ის ისტორიული მოვლენა, შესაბამისად, ავტორების მიერ სახელმძღვანელოში მოცემულია მზა დებულებები, რომელთა დიდი ნაწილი საეჭვოა და კრიტიკას ვერ უძლებს.

აფხაზეთის ისტორიის, ისევე როგორც საქართველოს სხვა ისტორიული მხარეების წარსულის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა ძირითადად, მხოლოდ ქართულ წყაროთმცოდნეობით ბაზაზე დაყრდნობით ხდება. მატიანე ქართლისაი, სუმბატ დავითის ძე, აფხაზ მეფეთა დივანი, ვახუშტი ბაგრატიონი, აფხაზთა მეფეთა წარწერები და თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპოვებული მრავალრიცხოვანი ქართული ეპიგრაფიკული (ლაპიდარული, ფრესკული, ჭედური) მასალა..., აი, იმ ისტორიულ წყაროთა ჩამონათვალი, რომლებიც აფხაზეთის ისტორიული წარსულის რეკონსტრუქციის ძირითად მასალას წარმოადგენენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით აფხაზი ავტორები თავს იკავებენ საისტორიო წყაროების ციტირებისა და დასახელებისაგანაც კი.

აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელო თემატურ-ქრონოლოგიური პრინციპით არის შედგენილი. შესავალ ნაწილში, სადაც აფხაზეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვაა მოცემული, ჩამოთვლილია აფხაზეთის მდინარეები: მჭიშ, ხიფსთა, გუმისთა, კელასურ, აალძგა. ყველა ჰიდრონიმის სახელი შეცვლილია, რადგან ისტორიულ წყაროებში მჭიშთას - მუწუსწყალი, ხიფსთას - აღაცოსწყალი, გუმისთას - ცხომისწყალი ეწოდება. აალძგას შუა საუკუნეებში ეგრისწყალი, მოგვიანებით კი ღალიძგა ერქვა, მაგრამ გამჭვირვალე ქართული ეტიმოლოგიის სახელწოდება ავტორებს არ მოეწონათ და ის აფხაზური ჟღერადობის აალძგით შეცვალეს. რაც შეეხება მდინარეთა ამჟამინდელ სახელწოდებებს ისინი გვიანდელია, იმდროინდელი, როდესაც აქ დღევანდელ აფხაზთა წინაპრები დამკვიდრდნენ. რა თქმა უნდა მკითხველი სიამოვნებით გაეცნობოდა, როგორ იხსნება აფხაზეთის გეოგრაფიული პუნქტების სახელწოდებები - გაგრა, ბიჭვინთა, გუდაუთა, სოხუმი (შუა საუკუნეების ქალაქი ცხომი) და მდინარეთა სახელწოდებები ქართულ ენაზე, მაგრამ აღნიშნულ საკითხს აფხაზი ავტორები შეგნებულად გვერდს უვლიან.

შესავალში აფხაზი ხალხის წარმოშობაზეა საუბარი. ავტორები გვარწმუნებენ, რომ აფხაზური ენა ერთ-ერთი უძველესი ენაა მსოფლიოში და უახლოეს მონათესავე ენებთან - აბაზური, უბიხური, ადიღეური, ჩერქეზული, ყაბარდოული, ერთად დასავლურკავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ) ენათა ჯგუფს ქმნის, რომელიც დღეისათვის რამდენიმე მილიონ ადამიანს აერთიანებს. სამწუხაროდ, უბიხური ენა მკვდარ ენად ითვლება და მასზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი თუ მეტყველებს თურქეთში. მილიონებს არც სხვა ეთნოსები ითვლიან. ოფიციალური მონაცემებით აფხაზები - 100 ათასს, აბაზები - 33 ათასს, ადიღელები - 115 ათასს, ყაბარდოელები - 360 ათასს, ჩერქეზები - 46 ათასს შეადგენენ . როგორც ვხედავთ, აფხაზურ-ადიღური მოდგმის ხალხები არათუ მილიონებს, გაჭირვებით 700 ათასს თუ შეადგენენ.

ავტორთა დებულებით, აფხაზურ-ადიღური ენების ჯგუფი აღმოსავლურ კავკასიურ (ვაინახურ და დაღესტნის) ენებს ენათესავება და ორივე ეს ჯგუფი კავკასიურ ენათა ოჯახს ქმნის. ამ ჯგუფს მეცნიერებაში, ჩვეულებრივ, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს უწოდებენ, მაგრამ ავტორებს ჯიუტად არ სურთ ქართულთან რაიმე სიახლოვის აღიარება ან, უბრალოდ, ტერმინ “იბერიულის” გამოყენება.
სტ. ლაკობასა და ო. ბღაჟბას ინფორმაციით, დასავლეთ კავკასიის ძველ მოსახლეობას კავშირი ჰქონდა მცირე და წინა აზიის ხალხებთან, ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებთან, მათ ტრადიციულ კავშირებზე კი “მაიკოპისა” და “ეშერის” ეპიგრაფიკული ძეგლები მეტყველებენ. ე. წ. “მაიკოპის ფილა” ლენინგრადელმა მეცნიერმა გ. ტურჩანინოვმა 1960 წ. ქ. მაიკოპის (ადიღეს რესპუბლიკა) მახლობლად აღმოაჩინა და მასზე ამოკაწრული გაურკვეველი ნიშნები კავკასიის უძველეს დამწერლობად მიიჩნია და შეეცადა იგი აფხაზური ენის საფუძველზე გაეშიფრა. მკვლევარმა მაიკოპის ფილა ძვ. წ. XIII საუკუნით დაათარიღა. მისი დასკვნით, ბიბლოსური დამწერლობა აფხაზური წარმოშობისაა და ფინიკიური დამწერლობის წარმოშობაშიც თურმე ძველ აფხაზურ ტომებს მიუძღვით წვლილი. აღსანიშნავია, რომ ძველი აღმოსავლეთისა და კავკასიის ისტორიის თვალსაჩინო სპეციალისტებმა, არქეოლოგებმა და ლინგვისტებმა - ე. კრუპნოვმა, ი. დიაკონოვმა, პ. აუტლევმა, ლ. ლავროვმა, ნ. ლომოურმა, გ. ლორთქიფანიძემ, თ. გამყრელიძემ, გრ. გიორგაძემ და სხვ. მკაცრად გააკრიტიკეს და არ გაიზიარეს გ. ტურჩანინოვის “თეორია” და დასაბუთებულად უარყვეს მისი მოსაზრებები. მათი აზრით, ,,მაიკოპის ფილაზე” გამოსახული ნიშნები გაჭირვებით თუ მიიჩნევა ძველ კავკასიაში დაუდასტურებელი რაღაც დამწერლობის კვალად და მისი ტურჩანინოვისეული წაკითხვა, თანაც თანამედროვე აფხაზურ ენაზე, ავტორის ფანტაზიის ნაყოფს წრმოადგენს. მათ არ გაიზიარეს “მაიკოპის ფილის” ტურჩანინოვისეული დათარიღებაც. გ. ტურჩანინოვის მოსაზრებას მაშინ აფხაზ მკვლევართა დიდი ნაწილიც არასერიოზულად თვლიდა. “ეშერის ეპიგრაფიკული ძეგლი” კი, როგორც სახელმძღვანელოშია აღნიშნული, ძველბერძნული დამწერლობის ნიმუშს წარმოადგენს და ძველ ბერძნებს ნამდვილად ჰქონდათ ურთიერთობა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ძველ მოსახლეობასთან, მაგრამ არა აფხაზებთან, არამედ ქართველებთან.

უბრალო მკითხველსაც კი, რომელიც სულაც არ არის ჩახედული ისტორიის ფოლიანტებში და გათვითცნობიერებული ისტორიაში, ბუნებრივად გაუჩნდება კითხვა, თუკი შორეულ წარსულში აფხაზურ-ადიღურ ტომებს დამწერლობა ჰქონდათ და ,,მაიკოპის” “შედევრს” ქმნიდნენ, მერე რა დაემართათ, ერთი ანბანური დამწერლობა რატომ ვერ შექმნეს?

ძველი წ. აღ-ის პირველ საუკუნეში მემნონის მიერ დასახელებული “სანიგები”, პლინიუს უფროსის “სანეგები”, სტრაბონის “სუანები” და ახ. წ. აღ-ის მეორე საუკუნეში ფლავიუს არიანეს “სანიგები” აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორების მიერ აფხაზურ ტომებად არიან გამოცხადებულნი, რადგან ფლავიუს არიანეს სიტყვებით, “სანიგების მიწაზე არის სებასტოპოლისი (ე. ი. თანამედროვე სოხუმი)”. ვფიქრობ, აქ კომენტარიც ზედმეტია, რადგან დასახელებული ავტორებიდან სტრაბონი ყველაზე კარგად აღნიშნავს ამ ტომის თვითსახელწოდებას “სუანები”, ანუ საუბარია თანამედროვე სვანების წინაპრებზე, რომლებიც ანტიკური ავტორების სებასტოპოლისს თავაინთ ენაზე “ცხუმს” უწოდებდნენ, რაც შესაბამისად, ქართულ წყაროებში აისახა. ავტორებისათვის მიუღებელია წყაროში ნათქვამი სიმართლე, რომ “სუანების” მიწაზე მდებარეობს სებასტოპოლისი (ქართული წყაროების ცხუმი, ახლანდელი სოხუმი), ამიტომ ცდილობენ “სუანები”-ც აფხაზურ ტომებად გამოაცხადონ!!!

ზოგადად, სახელმძღვანელოს ავტორებს არასოდეს ავიწყდებათ ისტორიულ წარსულში ჩვენს ირგვლივ მცხოვრებ ხალხებთან სულ მცირეოდენი კონტაქტებიც კი, მაგალითად სახელმძღვანელოში ცალკე თავებადაა გამოყოფილი გოთები და აფხაზები, სომხები და აფხაზები, სკვითები და აფხაზები, ალანები და აფხაზები, ბერძნები და აფხაზები, ურთიერთობები სლავურ სამყაროსთან. მაშინ, როდესაც არსად, სახელმძღვანელოს თითქმის არცერთ გვერდზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ ჩანს საქართველო და ქართველები. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია იგრძნობა მაშინ, როდესაც ქართული ენა, დამწერლობა და კულტურა არის ძველი აფხაზების ისტორიის არენაზე არსებობის დამადასტურებელი ერთადერთი არგუმენტირებული საშუალება.

ავტორთა მიერ სახელმძღვანელოში ასევე იგნორირებულია კოლხეთის სამეფოს რეალური არსებობა. იმავდროულად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არსებული ჰენიოხთა ოთხი გაერთიანება დაკავშირებულია ავტორთა მიერ შეთხზულ “დიოსკურიის სამეფოსთან”. აქვე, ამ რეგიონის ტომების ჩამონათვალში, მხოლოდ აფხაზთა წინაპრები (ჰენიოხები (?), კორაქსები და სხვ. არიან დასახებულნი, ისინი კოლხების გარეშე არიან შემოქმედნი საყოველთაოდ ცნობილი კოლხური კულტურისა, ან კოლხური კულტურის აფხაზური (?) ვარიანტისა.

სახელმძღვანელოში დარღვეულია ისტორიზმის პრინციპები. მაგალითად, ავტორების აზრით, ძველი წელთააღრიცხვის მესამე ათასწლეულიდან ახალი წელთააღრიცხვის მეექვსე საუკუნემდე, დაახლოებით 26 საუკუნე აფხაზები სულ გვაროვნული წყობის სტადიაზე არიან!!! ისმის კითხვა: ნუთუ ამ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ეს საზოგადოება არ განვითარდა და თუ არ განვითარდა რამ გამოიწვია ასეთი კონსერვაცია? და თუ აფხაზებს კავშირი ჰქონდათ მაშინდელი მსოფლიოს ისეთ განვითარებულ საზოგადოებასთან, როგორიცაა ბერძნული საზოგადოება, ნუთუ მან არანაირი გავლენა არ მოახდინა აფხაზური საზოგადოების განვითარებაზე?

მეექვსე საუკუნის ისტორიული მოვლენების აღწერისას, ავტორები აფსილებზე წერენ, რომ ისინი ისევ ტრადიციულ წარმართულ რელიგიას მისდევდნენ, მაგრამ იმავე წიგნის 115-ე გვერდზე აცხადებენ, რომ მეექვსე - მეშვიდე საუკუნეები არის ქრისტიანული რელიგიის სრული ზეიმი აფსილიაში. აქედან გამომდინარე, მოსწავლისათვის გაუგებარი რჩება მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში აფსილები წარმართები იყვნენ თუ ქრისტიანები?

სასკოლო სახელმძღვანელოში სუსტად არის წარმოდგენილი აფხაზთა სამეფოს ისტორია: არ ჩანს აფხაზთა მეფეების სახელმწიფოებრივი და საეკლესიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, ურთიერთობა და ნათესაური კავშირები დანარჩენ ქართულ-სამეფო სამთავროებთან, აფხაზთა სამეფო წარმოჩენილია ნახევრად წარმართულ-იუდაისტური რელიგიის მქონე ქვეყნად, მაშინ როცა აფხაზთა მეფეების სარწმუნოებრივ საქმიანობაზე კარგად მიუთითებს მათ მიერ აგებული მარტვილის, ხოფის (ხუაფის), უბისას, ქიაჩის, მოქვის, ერედვის, სამწევრისის, წირქოლის კუმურდოს და სხვა ტაძრების მშენებლობა, რომელთა ისტორიას მოგვითხრობს აღნიშნულ ტაძრებზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერები. არ ჩანს აფხაზთა მეფეების ბრძოლა დასავლურქართული ეკლესიის მცხეთის საკათალიკოსო საყდართან გაერთიანებისათვის, რაც საბოლოოდ მათი ზეობის დროს დასრულდა. ავტორები საგანგებოდ უვლიან გვერდს აფხაზთა სამეფოს ეპოქაში და მომდევნო პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულ სადამწერლობო კულტურას: ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ძველ ხელნაწერებს, პილიგრიმულ წარწერებსა და საფლავის ქვის ეპიტაფიებს, რომლების მხოლოდ ქართულ ენაზე გვხვდება. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ყველა წარწერა, რომლებშიც აფხაზთა მეფეები არიან დასახელებული, ან მათი დაკვეთით არის შექმნილი ქართულ ენაზე, ქართული დამწერლობით არის შესრულებული.

სახელმძღვანელოს ავტორები აცხადებენ, რომ ქართული წარწერები აფხაზეთის ტერიტორიაზე XI საუკუნიდან გვხვდება, მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს IX საუკუნის ქართული ასომთავრული წარწერები გუდაუთის რაიონში მსიგხვას მთის ეკლესიიდან, სულ 48 მსგავსი შინაარსის მქონე წარწერა კრამიტის კალიპტერზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ეპიგრაფიკული მასალა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ქართული დამწერლობის ყველაზე ძველ ნიმუშებს წარმოადგენენ. საერთოდ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოპოვებულია ასზე მეტი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლი. მათ შორის არის ლაპიდარული, ჭედური და ფრესკული წარწერები, მათი ქრონოლოგია IX-XIX საუკუნეებს მოიცავს. შინაარსობრივად ისინი საამშენებლო, იურიდიული და მემორიალური ხასიათის წარწერებს მიეკუთვნებიან. მემორიალური ხასიათის წარწერებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფლავის ქვის ეპიტაფიები.

სტ. ლაკობასა და ო. ბღაჟბას სასკოლო სახელმძღვანელოში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში აფხაზები სეპარატისტულად იყვნენ განწყობილი, მაშინ როდესაც აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება არცერთ საისტორიო წყაროში, პირიქით გაერთიანებული საქართველოს მეფეს- ბაგრატ IV-ს აფხაზთა ერისთავი - ოთაღო დაეხმარა თავისი ნახევარძმის დემეტრეს დამარცხებაში, რომელიც ძმას ტახტს ეცილებოდა. საისტორიო წყაროების თანახმად, გაერთიანებული საქართველოს არსებობის პერიოდში დავით აღმაშენებლის, გიორგი მესამის, თამარ მეფის, ლაშა-გიორგის, გიორგი ბრწყინვალის ეპოქაში აფხაზები დანარჩენ ქართველებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ ერწუხის, დიდგორის, ბასიანის, შამქორის, გარნისის, განჯის და სხვა ბრძოლებში.

სასკოლო სახელმძღვანელოში საქართველოს სამეფოს დაშლა XIII საუკუნით არის დათარიღებული, მაშინ, როდესაც ქართული და უცხოური წყაროების თანახმად გაერთიანებული საქართველოს სამეფო XV საუკუნის დასასრულს დაიშალა. სახელმძღვანელოს ერთ-ერთ თავში `გენუელები, ანუ იტალიელები აფხაზეთში» ავტორები მოგვითხრობენ, რომ აფხაზეთში გენუელთა რამდენიმე ფაქტორია არსებობდა, მაშინ როცა გენუის აქტებში, გარდა სებასტოპოლისისა (სოხუმი), შავიზღვისპირეთში სხვა ფაქტორია არ იხსენიება. ამ აქტების მიხედვით, გენუელები ადგილობრივ მფლობელთან, “ბედიანთან” შეთანხმებით ნიშნავდნენ კონსულს, რომელიც აქ გენუელთა სავაჭრო ინტერესებს იცავდა. ქალაქის სრული ბატონ-პატრონი ოდიშის ერისთავი იყო. სამწუხაროდ, გენუელთა აქტებში აფხაზები მხოლოდ მძარცველებად არიან დასახელებული, როცა ისინი დროდადრო ქალაქ სებასტოპოლისს (სოხუმს) ესხმოდნენ თავს და იქედან მოსახლეობა მძევლად მიჰყავდათ... აღნიშნულ ფაქტს სახელმძღვანელოს ავტორებიც ვერ უვლიან გვერდს და მას გაკვრით ახსენებენ.

XIV საუკუნის მიწურულს სებასტოპოლისში (სოხუმში), ქართული ფული ე. წ. “ცხუმური თეთრი” იყო მიმოქცევაში, რომელსაც ოდიშის ერისთავი ვამეყ I საქართველოს მეფის ნებართვით ჭრიდა. ამ დროს სრულიად გაუგებარია ავტორთა საუბარი იტალიელთა მიერ აგებულ თაღოვან ხიდებზე, ეკლესიებზე, ანაკოფიის ერთ-ერთ კოშკზე, ტამიშის ციხეზე და ა. შ. თითქოს აფხაზეთში არაფერი არ ყოფილა ქართველთა მიერ აგებული არც ბესლეთის ხიდი ქართული წარწერით, არც ხოფის, ანუხვის, ლიხნის, ბედიის, წებელდის, მსიგხუას ეკლესიები, რომლებიც ქართული წარწერებითაა შემკული. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ასზე მეტი ქართული წარწერა არის შემორჩენილი და არცერთ მათგანში არ იხსენიება ეროვნებით აფხაზი ქტიტორი, საეკლესიო პირი, ან თუნდაც უბრალო მლოცველი.

სტ. ლაკობა და ო. ბღაჟბა აღიარებენ, რომ XVII ს. 70-იან წლებში აფხაზთა თავდასხმები სამეგრელოზე გახშირდა და აფხაზებმა 1681 წელს ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი – ტერიტორია მდ. კელასურსა და ეგრისწყალს შორის მიიტაცეს. ვახუშტი ბატონიშვილი ამ ამბების შესახებ წერდა: ,,გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე, და დაეშენებოდენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი”. ამრიგად, აფხაზები მიწებს იკავებდნენ და როგორც მემატიანე იტყოდა ზედ “დაეშენებოდენ”, ე. ი. სახლდებოდნენ. საგულისხმოა, რომ აფხაზები ეკლესია-მონასტრებსაც არ ინდობდნენ და აოხრებდნენ. იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის ცნობით, აფხაზებს მოქვის, ხოფის, ქიაჩის, ზუგდიდის ეკლესია-მონასტრები აუკლიათ; ასევე აუკლიათ ცაიშისა და წალენჯიხის საკათედრო ტაძრებიც.

ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აფხაზთა შემოსევებისა და ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის გაუცხოვების გამო დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრი ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.!!!

“აფხაზეთის ისტორიის” სახელმძღვანელოში მეათე პარაგრაფი ხელოვნებასა და არქიტექტურას ეხება. ავტორები გვაუწყებენ, რომ აფხაზეთის (?!) ხელოვნება სათავეს შორეულ წარსულში - ქვის ხანაში იღებს და მაგალითად აგწის (ანუხვის) მღვიმის გრაფიკას ასახელებენ. მაგრამ ავტორები რატომღაც გვერდს უვლიან იმ ფაქტს, რომ მღვიმეში ქართული ასომთავრული წარწერებია შემონახული. საერთოდ, ავტორები ხშირად აღნიშნავენ, რომ აფხაზეთში აღმოჩენილი ნივთების გაფორმებაში შეიმჩნევა კავშირი მცირე აზიაში, ბიზანტიაში, ყირიმში, მახლობელ აღმოსავლეთში და კიდევ სადღაც აღმოჩენილ ნივთებთან, მაგრამ აქვე, საქართველოს მომიჯნავე მხარეებთან თუ აქვთ რაიმე კავშირი ვერ ამჩნევენ. შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშთაგან დასახელებული აქვთ ბედიის ბარძიმი, ბრინჯაოს წმ. გაბრიელის ხატი ლიხნიდან, ვერცხლის ღვთისმშობლის ხატი ხოფიდან (აფხ. ხვაფი) და სხვ. შესანიშნავი მინიატურებით შემკული 1300 წ. გადაწერილი მოქვის ოთხთავი. ავტორებს ერთიც არ დასცდენიათ, რომ ბედიის ბარძიმი “აფხაზთა მეფის” ბაგრატ III ბაგრატიონისა და დედამისის გურანდუხტ დედოფლის შეკვეთითაა დამზადებული და შესაბამისი წარწერაც ახლავს ქართულ ენაზე. რაც შეეხება მოქვის ოთხთავს, ეს არის ქართული ოთხთავი, დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსის დაკვეთით 1300 წელს გადაწერილი. რა თქმა უნდა, ავტორები არსად არ ახსენებენ, ბედიის გულანს, ბიჭვინთის ოთხთავს და სხვა ქართულ სიძველეებს, რადგან ისინი ქართული კულტურის ძეგლებია.

ისტორიის სახელმძღვანელოში აფხაზების რელიგიასა და ფოლკლორს ცალკე თავი აქვს დათმობილი. ავტორები აღნიშნავენ, რომ აფხაზთა სალოცავებია ინალ-კუბა, დიდრიფში, ელირ-ნიხა (ილორი), ლაშქენდარი და სხვა, მაგრამ გვერდს უვლიან იმ საკითხს, თუ როდიდან არის ინალ-კუბა მათი სალოცავი, ან საერთოდ რა არის ინალ-კუბა? ავტორთა სიტყვებით, აფხაზეთში “XV-XVI საუკუნეებში მოხდა ქრისტიანობის პოზიციების შესუსტება და ტრადიციული ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენების აღორძინება აფხაზებში”. მართლაც, აფხაზებში XV საუკუნიდან წარმართობის აღორძინება დასტურდება, მაგრამ ავტორები გაურბიან იმის ახსნას, თუ რატომ ხდება ასე. XVს. 70-იან წლებში შედგენილ ძეგლში “მცნება სასჯულო” ნათქვამია: “აფხაზეთი ქრისტეანობისაგან მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ იყუნეს”. იმავე ხანებში შედგენილ ერთ-ერთ სიგელში ნათქვამია: “მას ჟამსა უღმრთოდ და უსჯულოებად მიიქცეს აფხაზნიო” და “აფხაზთა გარყუნეს სჯული და კათალიკოზობა». ყოველივე ამის მიზეზი არის მთის ჩამოწოლა - კავკასიის მთიელთა საქართველოს ბარში ჩამოსახლება. მთის ჩამოწოლის პროცესი მიმდინარეობდა არამარტო ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში - აბაზა-ადიღების ჩამოსახლების სახით, არამედ შიდა-ქართლშიც - ალან-ოსების, ხოლო აღმოსავლეთ კახეთში - ლეკების ჩამოსახლებით. ამ პროცესის მიზეზებიც კარგად არის გარკვეული ისტორიოგრაფიაში - საქართველოს მონარქიის ჯერ დასუსტება, ხოლო შემდეგ დაშლა XIV-XV საუკუნეებში. ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილმა ვითარებამ, როცა მონღოლებისა და თემურლენგის თარეშის შედეგად იმიერკავკასიის მკვიდრი მოსახლეობა - ადიღები, ალან-ოსები, ძურძუკ-ღილღვები, იძულებულნი გახდნენ იმიერკავკასიის ველები მოძალადეთათვის დაეთმოთ, თვითონ კი მტრებისთვის მიუვალ მწირ მთას შეხიზნოდნენ, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრისპირა რეგიონებში მთის ჩამოწოლის პროცესს. როგორც აკად. ნ. ბერძენიშვილი წერდა, “მთის სიმწირე-სივიწროვით ამოხუთული იმიერკავკასიის მკვიდრი მოსახლეობა პირაქეთი კავკასიონისა და მთის ძირობა საქართველოს დაპყრობას ცდილობდა”. მთას თან მოჰქონდა მისთვის დამახასიათებელი პრიმიტიული სამეურნეო და სოციალური ყოფა, წეს-ჩვეულებები, წარმართობა. საქართველო თავიდან ითვისებდა მას, მოსული ელემენტი დამხვდურის კულტურას ეზიარებოდა, მისი სამეურნეო და საზოგადოებრივი ტრადიციების მატარებელი ხდებოდა და ერწყმოდა დამხვდურთ, მაგრამ თავის მხრივაც ახდენდა გავლენას მასზე. მთის ჩამოწოლასთან არის დაკავშირებული რადიკალური ეთნიკური ცვლილებები აფხაზეთში. ამ მხარის მკვიდრმა მოსახლეობამ თანდათან ვეღარ შეძლო მთის ჩამოწოლის სათანადო სოციალურ-რელიგიური ათვისება და ჩამოსახლებულმა მასამ წალეკა ადგილობრივი მოსახლეობა. აფხაზი უკვე არ არის კულტურულ-ისტორიულად ქართველი, აფხაზთა ტომი ახალი ეთნიკური სახით ჩამოყალიბდა. ჩამოსახლებულ მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი ჩამოყალიბდა.

სამწუხაროა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორებს მხოლოდ ხალხური ზეპირსიტყვიერების ძეგლებით უწევთ თავის მოწონება. მათ არ უჩნდებათ კითხვა, ასეთი “დიდი ისტორიული წარსულის” ხალხს, რომლის წინაპრებმა ქრისტიანობა თურმე VI საუკუნეში მიიღეს, რატომ ვერ შექმნეს ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, განვითარებულ შუა საუკუნეებში - საერო ლიტერატურა, კანონიკური ძეგლები, სამედიცინო წიგნები და ა.შ. მაგრამ როგორც იტალიელი მისიონერი ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, რომელიც XVII საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა აფხაზეთსა და სამეგრელოში, წერდა, აფხაზებს “არა აქვთ არავითარი დაწერილი კანონები და დამწერლობის გამოყენებაც არ იციან”.

აფხაზურ ფოლკლორში მნიშვნელოვანი ადგილი “ნართების” ეპოსს უჭირავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ “ნართების” ეპოსი გააჩნიათ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს - ოსებს, ადიღებს, ყაბარდოელებს. ფოლკლორისტებს შორის დიდი ხანი მიმდინარეობდა დავა იმის თაობაზე, კავკასიის რომელ ხალხს ეკუთვნის “ნართების” ეპოსი. მიჩნეულია, რომ ეპოსის ბირთვს საფუძვლად ალანური ციკლი უდევს, რომელიც ზოგიერთი ელემენტით სკვითური ეპოქიდან მომდინარეობს.

აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოში მოსწავლეებს ასწავლიან, რომ აფხაზური სახელმწიფო სულ ცოტა 1200 წელს მაინც ითვლის, მაგრამ სახელმწიფოსა და სამეფოს აღმნიშვნელ სიტყვას აფხაზური ენის ლექსიკა არ იცნობს და მის აღსანიშნავად “ახონთქარას” იყენებენ?!! და ისევ ისმის პასუხგაუცემელი კითხვა 1200 წლოვანი ეროვნული სახელმწიფოებრიობის მქონე ხალხმა, რომელსაც თურმე არავითარი კავშირი არ ჰქონდა ქართულ სამყაროსთან, რატომ ვერ შექმნა საკუთარი ანბანი, დამწერლობა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა. შ. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული და მოპოვებული მატერიალური კულტურა ხომ მთლიანად ქართული კულტურის განუყოფელი და ორგანული ნაწილია?

XIX საუკუნის ისტორიის გადმოცემისას სტ. ლაკობა და ო. ბღაჟბა წერენ, რომ “1810-1864 წლებში აფხაზეთის მთავარი საშინაო მმართველობაში დამოუკიდებელი იყო და მხოლოდდამხოლოდ იმპერატორს ემორჩილებოდა და არა კავკასიის მეფისნაცვალს”-ო. მაშინ, როდესაც ყველა რუსული წყარო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 1810 წლიდან დასავლეთ საქართველოს სამთავროთა მთავრები საქართველოს რუსულ ადმინისტრაციას იმერეთის მმართველის მეშვეობით დაექვემდებარნენ, რომელსაც ოფიციალურად “იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მმართველი” ეწოდებოდა.
1839 წელს ცარიზმი პირველად შეეცადა აფხაზეთი ადმინისტრაციულად საქართველოსაგან ჩამოეცილებინა, როდესაც შეიქმნა შავი ზღვის სანაპირო ხაზი და მასში აფხაზეთის სამთავრო შეიყვანა.

1846 წლის დეკემბერში ამიერკავკასიაში ახალი ადმინისტრაციული რეფორმა გატარდა. დასავლეთ საქართველოს სამთავროები - აფხაზეთი, სამეგრელო და სვანეთი ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. 1856 წელს შეიქმნა ქუთაისის საგენერალგუბერნატორო, რომლის შემადგენლობაშიც აფხაზეთი სამთავროს გაუქმებამდე, ანუ 1864 წლამდე შედიოდა.

1864 წლის მაისში რუსეთის ხელისუფლებამ დასავლეთ კავკასიის დაპყრობით მრავალწლიანი კავკასიის ომი (1817-1864) გამარჯვებით დაასრულა. ამის შემდეგ ცარიზმს აფხაზეთის სამთავროს შენარჩუნება არ სჭირდებოდა. 1864 წლის ივლისში რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო ე.წ. სამხედრო-სახალხო მმართველობის სახით, რომელსაც სათავეში აფხაზეთის ჯარების სარდალი ედგა. აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-1864) რუსეთში - ჯერ სტავროპოლში, ხოლო შემდეგ ვორონეჟში გადაასახლეს, სადაც 1866 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა. იმავე წლის ზაფხულში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის საფლავს ქართული წარწერა ამშვენებს: “აქა განისვენებს მთავარი აბხაზეთისა მიხაილ გიორგის ძე შარვაშიძე, მიცვალებული 1866 წელსა”. ასევე ქართული წარწერები ამკობს მიხეილ შარვაშიძის მეუღლისა და შვილების საფლავებს იმავე ტაძარში. ამ ფაქტებზე აფხაზეთის ისტორიის ავტორები რატომღაც სდუმან.
1866 წლის აგვისტოში რუსეთის ხელისუფლებამ საკუთრივ აფხაზეთის (სოხუმის ოკრუგი), წებელდისა და სამურზაყანოს (ოქუმის ოკრუგი) შეერთებით სოხუმის სამხედრო განყოფილება შექმნა და სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსად აფხაზეთის ჯარების სარდალი, გენერალ-მაიორი პ. შატილოვი დაინიშნა. მას სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, მაგრამ იგი ნომინალურად ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა.

სოხუმის სამხედრო განყოფილების საზღვარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. ენგურის ქვემო დინებაზე გადიოდა, ჩრდილო-დასავლეთით მდ. ბეღერეფსთა (ხოლოდნაია რეჩკა) გამოყოფდა შავი ზღვის ოკრუგისაგან, რომელიც ცარიზმმა ახლად დაპყრობილ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 1867წ. შექმნა. ასე რომ, თანამედროვე აფხაზეთი ტერიტორიულად, ფაქტობრივად, ამ დროს მოიხაზა.
1866 წლის აფხაზთა ანტირუსული აჯანყების ჩახშობის შემდეგ მეფის ხელისუფლებამ ბზიფის, გუმას და წებელდის “არასაიმედო” აფხაზური მოსახლეობის თავიდან მოშორება გადაწყვიტა. 1867 წლის აპრილ-ივნისში აფხაზეთიდან ოსმალეთში გააძევეს, სულ 3358 ოჯახი, 19342 სული. აფხაზთა ამ ტრაგედიის შესახებ ავტორები არაფერს წერენ, მაგრამ შეუძლიათ გაეცნონ ცნობილი აფხაზი მეცნიერის გ. ძიძარიას ვრცელ მონოგრაფიას, რადგან ეს წიგნი დღევანდელ აფხაზეთში ჯერაც არ არის აკრძალული.

აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და აფხაზთა მუჰაჯირობის შემდეგ ცარიზმმა ვრცელი ტერიტორია მიიღო საკოლონიზაციოდ. რუსეთის ხელისუფლების წინაშე იდგა ამოცანა კვლავ დაესახლებინა ბუნებით უხვად დაჯილდოებული, მაგრამ გაუკაცრიელებული მხარე, მაგრამ ამ პერიოდში ხელისუფლების საფიქრალს წარმოადგენდა არამარტო აფხაზეთის, არამედ შავი ზღვის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს კოლონიზაცია. ხელისუფლებას სურდა ამ მხარეში პოლიტიკური თვალსაზრისით სრულიად სანდო მოსახლეობა ჩაესახლებინა. ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი და აფხაზეთი განსაზღვრული იყო რუს მოახალშენეთა დასასახლებლად. მათთვის განსაზღვრული იყო მთელი რიგი შეღავათები. ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ყოფილი მთავრისა და სამთავრო სახლის წევრთა ვრცელი სამფლობელოების კონფისკაცია მოახდინა. მუჰაჯირობის შედეგად დაცარიელებული მიწები სახაზინო მიწების ფონდში შევიდა, რომელსაც კავკასიის მთიელთა სამმართველო განაგებდა. ხელისუფლება ცდილობდა, პირველ რიგში, სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მდ.კოდორის შუა და ზემო წელი დაესახლებინა. 1867 წ. წებელდაში 6 პუნქტი გამოიყო დასახლებისათვის და მათი ტოპონიმიკა რუსულით ჩაანაცვლეს: მიხაილოვსკოე, ოლგინსკოე, ალექსანდროვსკოე, ანასტასიევსკოე და ნიკოლაევსკოე, გეორგიევსკოე. ამდენად, რუსეთის ხელისუფლებამ ადგილობრივი გეოგრაფიული სახელწოდებების შეცვლის კამპანია დაიწყო. 1869 წ. ანატოლიიდან გადმოსახლებული ბერძნები ჩაასახლეს ალექსანდროვსკოეში, გეორგიევსკოეში, ოლგინსკოეში. იმავე წელს, ტირასპოლის გუბერნიიდან გადმოსახლებული ბულგარელების 62 ოჯახი ჩაასახლეს ანასტასიევსკოესა და ნიკოლაევსკოეში. იმავდროულად, ხელისუფლებამ ვრცელი მიწა-წყალი უბოძა რუს ჩინოვნიკებს - სამხედრო და სამოქალაქო პირებს. 1872 წლიდან აფხაზეთში მიმდინარეობდა ე.წ. “საკურორტო კოლონიზაცია” - მიწის ნაკვეთები სოხუმსა და მის შემოგარენში შეღავათიანი პირობებით ეძლეოდათ რუს ჩინოვნიკებსა და ოფიცრებს, თუმცა 70-იან წლებში მას დიდი წარმატებები არ მოჰყოლია. ამავე ხანებში, ფსხუს დასახლების მიზნით აქ სამხედრო ნაწილები განათავსეს, მაგრამ ისინი მხოლოდ 1874 წლამდე დარჩნენ. ამის შემდეგ ბზიფის ზემო წელი სრულიად დაცარიელდა. აფხაზებს, პოლიტიკური არასაიმედოობის გამო, ისევე როგორც წებელდაში, ფსხუში დასახლება ეკრძალებოდათ. 70-იანი წლებიდან აფხაზეთში სამონასტრო კოლონიზაციაც წარიმართა. 1872წ. დაფუძნდა ბიჭვინთის რუსული მონასტერი, რომელსაც სარგებლობაში 1049 დესეტინა მიწის ნაკვეთი, ფიჭვნარი და ინკითის ტბა გადაეცა. 1875 წ. ფსირცხაში ათონის მთის წმ. პანტელეიმონის რუსული მონასტრის ფილიალი დაფუძნდა. მონასტერს თავიდან 327 დესეტინა მიწა და 200 დესეტინა ტყის მასივი გამოეყო, მოგვიანებით კიდევ 1000, ხოლო შემდგომში - 4 ათასამდე დესეტინა მიწა. ო. ბღაჟბა და სტ. ლაკობა რატომღაც ამ ფაქტების აღნიშვნას გაურბიან. სხვათა შორის, თავის დროზე აკად. ნ. ბერძენიშვილიც აღნიშნავდა აფხაზების შესახებ, “საკუთარ ისტორიას გაურბიანო.”

თუ 1867 წლის მუჰაჯირობის შედეგად მდ. კოდორის შუა და ზემო წელი - წებელდა-დალი მოსახლეობისაგან მთლიანად დაიცალა, 1877 წლის მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო მდინარეებს ბზიფსა და კოდორს შორის თითქმის დაცარიელდა. ამას ისიც დაემატა, რომ 1877 წლის აჯანყების გამო, იმპერატორ ალექსანდრე II-ის (1855-1881) 1880 წლის 31 მაისის ბრძანებულებით, გუდაუთის, გუმისთისა და კოდორის უბნების აფხაზურ მოსახლეობას ჩამოერთვა მიწაზე საკუთრების უფლება და მათი მიწები სახაზინო უწყებას გადაეცა; აფხაზებს აეკრძალათ სოხუმიდან 20 ვერსზე და სანაპირო ზოლში მდ. კოდორსა და მდ. ფსირცხას შორის ცხოვრება და “დამნაშავე მოსახლეობის” სტატუსი მიენიჭათ. ეს საკითხები აფხაზურ სასკოლო სახელმძღვანელოში სუსტად არის გაშუქებული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართული საზოგადოება დიდად განიცდიდა აფხაზი და კავკასიელი მუჰაჯირების ტრაგიკულ ბედს. ეს კარგად ჩანს XIX საუკუნის ქართული პრესის ფურცლებზე ი. გოგებაშვილის, ს. მესხის, ი. ჭავჭავაძის და სხვათა პუბლიკაციებში. მუჰაჯირი აფხაზების ერთი ნაწილი ქართველებმა აჭარაში შეიფარეს, სადაც მათი შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ 1867 წელს ბზიფის (გუდაუთის რაიონი) მოსახლეობის თურქეთში მასობრივი გადასახლების თავიდან აცილების საქმეში უდიდესი როლი შეასრულა ბზიფის ოლქის მმართველმა მაიორმა დავით ჭავჭავაძემ. იგი შეეცადა გამოსარჩლებოდა აფხაზებს და შუამდგომლობა აღძრა, რათა მათთვის შეემსუბუქებინათ მძიმე ხვედრი, რის გამოც თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. გუდაუთის აფხაზობა გამოესარჩლა დ. ჭავჭავაძეს, მაგრამ ამაოდ.

1877 წლის მუჰაჯირობის შემდეგ, ხელისუფლების წინაშე კვლავ მწვავედ დადგა აფხაზეთის დასახლების საკითხი. ცარიზმი შეეცადა დარჩენილი ქართული მოსახლეობის რაოდენობა დაებალანსებინა რუსებით და ისინი აფხაზეთში ჩაესახლებინა, მაგრამ რუსები ხალისით სულაც არ მოდიოდნენ ამ მხარეში: აშინებდათ გადასახლების სირთულე, ბუნებრივ-კლიმატური პირობები და სხვ. ასეთ ვითარებაში, დასავლეთ საქართველოდან მიწის სიმწირითა და სივიწროვით სულშეხუთული მოსახლეობა გადმოდიოდა და მკვიდრდებოდა აფხაზეთში, აშრობდა ჭაობებს, კაფავდა ბუჩქნარებს და მეურნეობას მისდევდა. ქართველი საზოგადოებრიობა თვლიდა, რომ დაცარიელებული აფხაზეთისთვის საუკეთესო კონტინგენტს შეადგენდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიული მხარეების: სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის მკვიდრნი. ამასთან, ეს იქნებოდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენაც - ქართველების დაბრუნება თავიანთ ისტორიულ მიწა-წყალზე, საიდანაც XVII-XVIII საუკუნეებში გამოაძევეს. სწორედ ამ დროს ხდება ქართველების მასობრივი დაბრუნება და მათი დამკვიდრება გაუკაცურებულ სოფლებში: მერხეული, ბესლეთი, აკაფა, კელასური, ფშაფი და სხვ. ქართველების დაბრუნება აფხაზეთში ხელისუფლების შეშფოთებას იწვევდა, რადგან ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას კიდევ უფრო აძლიერებდა დასავლეთ საქართველოდან მოსული მოსახლეობის ერთი ნაწილი. ამიტომ, რაკი რუსები ნაკლებად მოდიოდნენ, ცარიზმმა არჩევანი უცხოელებზე (სლავები, სომხები, ბერძნები და სხვ.) შეაჩერა. XIX საუკუნის 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იან წლებში შეიქმნა ესტონელების სოფლები ლინდაუ, სალმე, სულევო, გერმანელების - ნაიდორფი; ბერძნების - ანდრეევკა, კონსტანტინოვკა, ხრისტოფოროვო, სომხური - კავაქლუქი, გოშენდაკ-დერეკეი, კირქლუქი, ოტლუქი და სხვა; აფხაზეთში მრავლად გაჩნდა ახალი გეოგრაფიული სახელები: ალექსეევკა, ბარანოვო, ვერხნაია და ნიჟნაია ბებუთოვკა, ზახაროვკა, ივანოვო-ალექსეევკა, პეტროვკა, პეტროპავლოვსკოე, პილენკოვო, პოლტავო-ალექსანდროვსკოე, ჩერნიგოვკა, ხოლოდნაია რეჩკა და სხვ. შეიცვალა ძველი ადგილობრივი სახელწოდებები: სოფ. კოდორს ვლადიმიროვკა ეწოდა, ნაას - ნიკოლაევო-ანასტასიევკა, აკაფას - კონსტანტინოვკა, გუმას - მიხაილოვკა, ფარნაუთს - ივანოვო-ალექსეევკა, დოპუაქითს - ესტონკა, ალანს - პეტროვსკოე, კელასურს - ეკატერინოვკა, ააცს - ბაკლანოვკა და ა.შ. თუმცა ამის შესახებ სასკოლო სახელმძღვანელოში არაფერია ნათქვამი.

ასევე არაფერია ნთქვამი აფხაზი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლების ეროვნულ ცნობიერებასა და თვითშეგნებაზე, რომელიც კარგად ჩანს გრ. შარვაშიძის, ბ. ემუხვარის, კ. ინალ-იფას, მ. მარშანიას, თ. მარღანიას მიერ გენერალ-ადიუტანტ სვიატოპოლკ – მირსკისადმი მიწერილ წერილში: “ოდითგან აფხაზეთი შეადგენდა ყოფილი საქართველოს სამეფოს ნაწილს, .. როდესაც საქართველოს მეფე ვახტანგ VI გასული საუკუნის დასაწყისში აპირებდა კანონების გამოცემას, იძახებდა დეპუტატებს ყოფილი საქართველოს სამეფოს ყველა პროვინციიდან. მათ შორის იყვნენ აფხაზი დეპუტატებიც, ხალხისა, რომელმაც უკანასკნელ დრომდე შემოინახა უძველესი ქართული წეს-ჩვეულებები. აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილების არანაკლებ მნიშვნელოვან მოწმეებად შეიძლება გამოგვადგეს ქრისტიანული ტაძრების გარდა სხვადასხვა სამოქალაქო და სამხედრო ნაგებობათა ნანგრევები . . . . გთხოვთ ყურადღება მიქაციოთ იმასაც, რომ როგორც ძველად, ისევე ახლაც ტანისამოსი, საკვები, სამიწათმოქმედო იარაღები, სასოფლო მეურნეობის გაძღოლის ხერხები იგივეა, რაც სამეგრელოში. ადგილთა უმეტესობა ატარებს ქართულ სახელწოდებებს. . . ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთსა და სამურზაყანოში საგლეხო რეფორმის გატარებისას ჩვენ არ ვიქნებით ამორიცხულნი ქართველი ხალხების ოჯახიდან, რომელსაც ოდითგან ვეკუთნოდით”. (საქ. სახ. არქივი. F. 545, 1. 2784, ფურც. 134)

რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოსაცილებლად ყველა ზომას მიმართავდა. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის 1901 წლის 9 ივლისის ბრძანებულებით, პრინც ა. პ. ოლდენბურგს გაგრის კლიმატური სადგურის (კურორტის) აშენება დაევალა. იმავე წლის ოქტომბერში შესაბამისი სამუშაოები დაიწყო, რომელიც მალევე დასრულდა. 1903 წლის 9 იანვარს გაგრის კლიმატური სადგური გაიხსნა. იმავე წელს ქუთაისის გუბერნიას ჩამოაშორეს სოხუმის ოკრუგი, რომელიც კავკასიის სამთავარმართებლოში ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად შევიდა; ამასთანავე, შავი ზღვის ოკრუგი შავი ზღვის გუბერნიად გადაკეთდა. 1904 წლის 25 დეკემბერს გაგრის კლიმატური სადგური მიმდებარე ტერიტორიით შავი ზღვის გუბერნიის სოჭის ოკრუგს გადაეცა. ამის შედეგად, სოხუმის ოკრუგის საზღვარმა მდ. ბზიფზე გადმოინაცვლა.

რუსეთის კოლონიური და რუსიფიკატორული პოლიტიკა აფხაზების ქართული სამყაროსაგან და აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. ამისთვის ცარიზმმა ისეთი კულტურული მოვლენაც გამოიყენა, როგორიც დამწერლობის შექმნა იყო. 1862 წელს რუსმა ენათმეცნიერმა, გენერალ-მაიორმა პ. უსლარმა რუსული გრაფიკის საფუძველზე პირველი აფხაზური ანბანი შეადგინა, თუმცა თვითონაც აღიარებდა, რომ აფხაზურ ენას ქართული ანბანი ზედმიწევნით შეესაბამებოდა. მასვე ეკუთვნის აფხაზური ენის პირველი გრამატიკა. 1865 წელს გენერალმა ი. ბართოლომეიმ თბილისში პირველი აფხაზური საანბანო წიგნი გამოსცა. 1892 წელს კ. მაჭავარიანმა და დ. გულიამ რუსული გრაფიკის საფუძველზე ახალი აფხაზური ანბანი შეადგინეს. ეს უკანასკნელი ემსახურებოდა არა კულტურულ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს, რის შესახებაც მეფისნაცვლის საბჭოს წევრი ე. ვეიდენბაუმი დაუფარავად წერდა: “აფხაზური ენა, რომელსაც არ გააჩნია დამწერლობა და ლიტერატურა, რა თქმა უნდა განწირულია გასაქრობად, ასე თუ ისე ახლო მომავალში. საკითხი ისაა, რომელი ენა შეცვლის მას. ალბათ, მოსახლეობაში კულტურული იდეებისა და ცნებების გამტარებლის როლი უნდა შეასრულოს არა ქართულმა, არამედ რუსულმა ენამ. ამიტომ მიმაჩნია, რომ აფხაზური დამწერლობის დამკვიდრება თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით ქართული ენის ხმარების დასუსტებისა და სახელმწიფო (რუსული) ენით მისი თანდათან შეცვლის საშუალება”. 1912 წელს დ. გულიამ თბილისში თავისი ლექსების პირველი წიგნი გამოსცა აფხაზურ ენაზე, რითაც საფუძველი ჩაეყარა აფხაზურ ლიტერატურას.

ამ პერიოდიდან მოყოლებული ცარიზმი აფხაზთა შორის ხელოვნურად ნერგავდა ანტიქართულ განწყობილებას. დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა ქართველ-აფხაზთა კულტურულ-ისტორიულ ერთობასა და ამ ერთობის საფუძველს ქართულ ენას. ამ მიზანს ემსახურებოდა აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე აკრძალვა და საეკლესიო-სლავურზე გადაყვანა. ასე ცდილობდა ცარიზმი ქართველებისაგან აფხაზთა ჩამოცილებისა და “რუსული აფხაზეთის” შექმნის იდეის განხორციელებას.

1901 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა რუსეთის უწმიდესი სინოდის წინაშე მისდამი რწმუნებული ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოსაგან გამოყოფისა და სტავროპოლის ეპარქიასთან შეერთების საკითხი დასვა. საბედნიეროდ, ეს წამოწყება ვერ განხორციელდა.

1916 წლის აპრილში თბილისში აფხაზური საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. აფხაზთა დეპუტაცია კავკასიის მეფისნაცვალს და საქართველოს ეგზარქოსს შეხვდა, რომელთაც შემდეგი მოთხოვნები წაუყენა: სოხუმის ოლქი არ ჩამოეშორებინათ ქუთაისის გუბერნიისათვის და ყუბანის ოლქის შავი ზღვის გუბერნიისათვის არ შეეერთებინათ; სოხუმის ეპარქია საქართველოს საეგზარქოსოსაგან არ გამოეყოთ; აფხაზეთის ეკლესიებში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე ჩატარებულიყო, ხოლო სკოლებში ქართული ენის სწავლება ყოფილიყო შემოღებული.

აფხაზური საზოგადოების მოთხოვნას გარკვეული დადებითი შედეგები მოჰყვა. სოხუმის ოლქი ისევ ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში დარჩა, სოხუმის ეპარქიაც საქართველოს საეგზარქოსოს არ ჩამოაშორეს. თუმცა ამის შესახებ აფხაზურ სასკოლო სახელმძღვანელოებში ავტორები არაფერს წერენ.

სოხუმში გამოცემულ აფხაზეთის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უახლეს ისტორიას - 1917/18 - 2006 წლებს, რადგან ეს არის “აფხაზეთის კრიზისის” საბოლოო წარმოქმნის, ამ კრიზისის ომში გადაზრდისათვის რეალური წანამძღვრების შემზადების, აფხაზური ეთნოკრატიის ფორმირების, რუსული იმპერიალიზმისა და აფხაზური ეთნოკრატიული სეპარატიზმის ალიანსის მიერ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ციკლური, პერმანენტული და ტოტალური შეტევის პერიოდი.

საგულისხმოა, რომ მას შემდეგ რაც XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეა აღორძინდა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზების მიზანმიმართული იდეოლოგიური “დამუშავება” დაიწყო: პირველ რიგში, აფხაზებს “დამნაშავე ერის” სტატუსი მოუხსნა, გარდა ამისა, დაიწყო ყოველგვარ მეცნიერულ ღირებულებებს მოკლებული ისტორიული “ნაშრომების” გამოცემა, რომელთა შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ი. ვორონოვის წიგნი “Абхазия - не Грузия», მას მოჰყვა აშხვაცავას, კუდრიავცევის და სხვათა “ისტორიული წიაღსვლები”. ეს იყო მიზანმიმართული იდეოლოგიური ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის წინააღმდეგ.

ასე მოხდა XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულსაც, როცა საქართველო კვლავ დაადგა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის გზას. ამჯერად, მოდერნიზებულმა საბჭოთა იმპერიამ სცადა “აფხაზური კოზირის” გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ და ამ “კოზირით” დღესაც აქტიურად მანიპულირებს.

აფხაზეთის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს ბოლოში ავტორები ნიუანსურად ახასიათებენ “დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს ჩამოყალიბების “ეტაპებს”- სოხუმის დაჯგუფების მიერ მიღებულ სრულიად უკანონო აქტებს: “სუვერენული” აფხაზეთის კონსტიტუციას (1994 წ. 26 ნოემბერი), 1992 წლის 3 ოქტომბრის უკანონო რეფერენდუმს, ე. წ. “აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს” (1999 წ. 12 ოქტომბერი) და ა. შ. საუბრობენ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენაზე, მაგრამ არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი აფხაზეთის მკვიდრ 250 ათას ქართველზე, რომელიც გამოძევებული იქნა აფხაზეთიდან და ეთნიკური წმენდის შედეგად დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ან საზღვარგარეთ ცხოვრობს (მათი რაოდენობა დღეს 500 ათას აჭარბებს).

სამწუხაროდ, დაზარალებული მარტო ქართველი ხალხი არ იქნება, რადგან აფხაზური ეთნოსტრუქტურისა და ეთნოკულტურული კომპლექსის შენარჩუნება-განვითარების უალტერნატივო გარანტიას წარმოადგენს ქართულ ცივილიზაციურ სივრცეში ყოფნა და ქართველი და აფხაზი ხალხების სახელმწიფოებრივ-კულტურული თანაარსებობა-თანაგანვითარება. განვითარების სხვა ხაზი კი არის აფხაზური ეთნოსტრუქტურის დაშლის, ეთნოკულტურული თვითმყოფადობის მოშლის წინაპირობაა. ამას გვასწავლის და უახლოეს მომავალში, სამწუხაროდ “დაგვიდასტურებს” საქართველოსაგან იძულებით მოწყვეტილი აფხაზეთის ისტორია.


05 ნოე 2009 02:17
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 21 აგვ 2009 14:09
წერილები: 1106
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
აფხაზეთი
ციტირება:
ასევე არაფერია ნთქვამი აფხაზი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლების ეროვნულ ცნობიერებასა და თვითშეგნებაზე, რომელიც კარგად ჩანს გრ. შარვაშიძის, ბ. ემუხვარის, კ. ინალ-იფას, მ. მარშანიას, თ. მარღანიას მიერ გენერალ-ადიუტანტ სვიატოპოლკ – მირსკისადმი მიწერილ წერილში: “ოდითგან აფხაზეთი შეადგენდა ყოფილი საქართველოს სამეფოს ნაწილს, .. როდესაც საქართველოს მეფე ვახტანგ VI გასული საუკუნის დასაწყისში აპირებდა კანონების გამოცემას, იძახებდა დეპუტატებს ყოფილი საქართველოს სამეფოს ყველა პროვინციიდან. მათ შორის იყვნენ აფხაზი დეპუტატებიც, ხალხისა, რომელმაც უკანასკნელ დრომდე შემოინახა უძველესი ქართული წეს-ჩვეულებები. აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილების არანაკლებ მნიშვნელოვან მოწმეებად შეიძლება გამოგვადგეს ქრისტიანული ტაძრების გარდა სხვადასხვა სამოქალაქო და სამხედრო ნაგებობათა ნანგრევები . . . . გთხოვთ ყურადღება მიქაციოთ იმასაც, რომ როგორც ძველად, ისევე ახლაც ტანისამოსი, საკვები, სამიწათმოქმედო იარაღები, სასოფლო მეურნეობის გაძღოლის ხერხები იგივეა, რაც სამეგრელოში. ადგილთა უმეტესობა ატარებს ქართულ სახელწოდებებს. . . ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთსა და სამურზაყანოში საგლეხო რეფორმის გატარებისას ჩვენ არ ვიქნებით ამორიცხულნი ქართველი ხალხების ოჯახიდან, რომელსაც ოდითგან ვეკუთნოდით”. (საქ. სახ. არქივი. F. 545, 1. 2784, ფურც. 134)

ეს დოკუმენტი დასკანერებულ ვერსიად არავის აქვს? უკვე კაი ხანია ვეძებ

_________________
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.


მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა



ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში


05 ნოე 2009 13:30
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
arcivi9 დაწერა:
აფხაზეთი
ციტირება:
ასევე არაფერია ნთქვამი აფხაზი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლების ეროვნულ ცნობიერებასა და თვითშეგნებაზე, რომელიც კარგად ჩანს გრ. შარვაშიძის, ბ. ემუხვარის, კ. ინალ-იფას, მ. მარშანიას, თ. მარღანიას მიერ გენერალ-ადიუტანტ სვიატოპოლკ – მირსკისადმი მიწერილ წერილში: “ოდითგან აფხაზეთი შეადგენდა ყოფილი საქართველოს სამეფოს ნაწილს, .. როდესაც საქართველოს მეფე ვახტანგ VI გასული საუკუნის დასაწყისში აპირებდა კანონების გამოცემას, იძახებდა დეპუტატებს ყოფილი საქართველოს სამეფოს ყველა პროვინციიდან. მათ შორის იყვნენ აფხაზი დეპუტატებიც, ხალხისა, რომელმაც უკანასკნელ დრომდე შემოინახა უძველესი ქართული წეს-ჩვეულებები. აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილების არანაკლებ მნიშვნელოვან მოწმეებად შეიძლება გამოგვადგეს ქრისტიანული ტაძრების გარდა სხვადასხვა სამოქალაქო და სამხედრო ნაგებობათა ნანგრევები . . . . გთხოვთ ყურადღება მიქაციოთ იმასაც, რომ როგორც ძველად, ისევე ახლაც ტანისამოსი, საკვები, სამიწათმოქმედო იარაღები, სასოფლო მეურნეობის გაძღოლის ხერხები იგივეა, რაც სამეგრელოში. ადგილთა უმეტესობა ატარებს ქართულ სახელწოდებებს. . . ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთსა და სამურზაყანოში საგლეხო რეფორმის გატარებისას ჩვენ არ ვიქნებით ამორიცხულნი ქართველი ხალხების ოჯახიდან, რომელსაც ოდითგან ვეკუთნოდით”. (საქ. სახ. არქივი. F. 545, 1. 2784, ფურც. 134)

ეს დოკუმენტი დასკანერებულ ვერსიად არავის აქვს? უკვე კაი ხანია ვეძებ


მე არა მაქვს, მაგრამ ექნებათ ან ბეჟან ხორავას, ან - ლია ახალაძეს. თუ ძალიან გჭირდება, დაგაკავშირებ ამ ხალხს.


05 ნოე 2009 19:34
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: აფხაზეთი, აფხაზები და ისტორია
ამ ვერსიას მინიმუმ 1 წყარო მაინც თუ გააჩნია?


08 ნოე 2009 17:46
პროფილი
მიჩვენე წერილები:  დაალაგე:  
შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 375 წერილი ]  გადადი გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 ... 25  შემდეგი


ვინ არის საიტზე

ფორუმს ათვალიერებს: არ არიან რეგისტრირებული მომხმარებლები და 2 სტუმარი


თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემების
თქვენ არ შეგიძლიათ უპასუხოთ თემებში
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების რედაქტირება
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების წაშლა
თქვენ არ შეგძლიათ მიმაგრების განთავსება

გადადი: