მიმდინარე დრო 23 იან 2018 18:37




შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 5 წერილი ] 
 მალტის ალყა (1565 წ) - ჰოსპიტალიერები vs თურქეთის არმია 
ავტორი პირადი შეტყობინება
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი მალტის ალყა (1565 წ) - ჰოსპიტალიერები vs თურქეთის არმია
: მალტის ალყა :

18 მაისი - 11 სექტემბერი 1565 წელი

მონაწილე მხარეები

- ჰოსპიტალიერების ორდენი (იმყოფებოდნენ მალტაზე 1530 წლიდან)
- მალტელი მოხალისეები

დაახლ: 7-8.000 კაცი. აქედან 700-1.000 ჰოსპიტალიერი და 5-6.000 მოხალისე.

- თურქეთის არმია

დაახლ.: 30-40.000 კაცი

მეთაურები

- დიდი მაგისტრი ჟან ვალეტა, ჟან კასირი, მათურიმ რომეგასი, მელხიორ რობლესი (მოკლეს)
- მუსტაფა ფაშა, ფიალი ფაშა, დრაგუტ რეისი (მოკლეს)

ომის მიზეზი

მალტიდან ხელს უშლიდნენ თურქეთის ფლოტის გადაადგილებას და არაბი პირატების თარეშს. ამიტომ სულთანმა სულეიმანმა გადაწყვიტა სულაც აეღო მალტა, თურქეთის შემადგენლობაში შეეყვანა და გადაექცია ევროპაზე თავდასხმის ბაზად.

ბრძოლის მიმდინარეობა

18 მაისს თურქები მიადგნენ მალტას და გადასხეს არმია ორდენის ციტადელიდან 10 კილომტერში. არტილერიის გადმოიტანის შემდეგ დაიწყო ქრისტიანების პოზიციების დამუშავება მათი ცეცხლით. ინტენსიურ ცეცხლს უშენდნენ წმ. ელმოს და წმ. მიქაელის ფორტებს. ორდენმაც გახსნა საპასუხო საარტილერიო ცეცხლი.

ფორტ ელმოს დაცემა (მაისის ბოლო-23 ივნისი)

ფორტში იმყოფებოდა 2.000-მდე მეომარი და მალტის არტილერიის ნახევარი. თურქებმა შეტევაში ჩართეს იანიჩარები და არტილერიის დიდი ძალები, რის შედეგადაც 4 ივნისს ფორტის ნაწილი დაეცა. 8 ივნისს ფორტის დამცველებმა სთხოვეს დიდ მაგისტრს დაეტოვებინათ ფორტი, რადგან მისი დაცვა შეუძლებელი იყო, მაგრამ უარი მიიღეს. გააფთრებული ბრძოლა გაგრძელდა 23 ივნისამდე, თურქებმა მთლიანად აიღეს უკვე მიწასთან გასწორებული ფორტი და ყველა დამცველი მოკლეს. საპასუხოდ ორდენმა დახოცა ყველა თურქი ტყვე (ამის შემდეგ ტყვეები აღარ აჰყავდათ).
ქრისტიანების დანაკარგმა შეადგინა 1.500 კაცი, თურქებმა დაკარგეს 6.000 ჯარისკაცი და იანიჩარების ნახევარი. 22 ივნისს არტილერიის ჭურვის ნამსხვრევით დაიღუპა მოიერიშე თურქების მეთაური დრაგუტი.

დესანტის გადმოსხმა

იტალიელებმა რამდენჯერმე სცადეს მალტელების დახმარება და როგორც იქნა ივლისის დასაწყისში ქვეითების ერთი ბატალიონი (500 კაცი) გადმოსხეს დედაქალაქ ბრიგუსთან, რამაც დამცველთა საბრძოლო სულისკვეთება აამაღლა.

სენგლეას (მალტურად: "ლ ისლა") ყურის ბრძოლა

15 ივლისს თურქებმა დაიწყეს ორი დიდი შეტევა. თურქების ერთი ნაკადი უტევდა წმ. მიხეილის ფორტს ხმელეთიდან და მეორე ნაწილი წმ. ანგელოზის ფორტს ზღვიდან. ორდენის არტილერიამ ჩაძირა ორი გემი, მალტელებმა კი ნავებით შეუტიეს და სულ დაიღუპა 800 თურქი. სახმელეთო შეტევაც მოგერიებულ იქნა. გამწარებულმა თურქებმა თავი მოუყარეს მთელ არტილერიას და 130.000 ჭურვი მოარტყეს ფორტებს. 7 აგვისტოს ისევ დაიწყო ქვეითების მასირებული შეტევა ფორტებზე. თურქებმა შეძლეს კედლებზე გადასვლა და ხელჩართული ბრძოლა უკვე ფორტების შიგნით დაიწყო. შეტევის ბედი გადაწყვიტა დე ლუნგის და კაპიტან ვინჩენცო ანასტაგის კავალერიამ, რომლებმაც ფარული მანევრით გვერდი აუარეს თურქებს და მოულოდნელად დაარტყეს ზურგში, დაბა მარსასთან განლაგებულ აღალს, საველე ჰოსპიტალს და გადაწვეს ბაზა. თურქებმა იფიქრეს სიცილიიდან დესანტი დაგვესხაო, შეაჩერეს შეტევა და სულაც მიატოვეს ფორტები. ამის შემდეგ თურქების საბრძოლო სულისკვეთება მკვეთრად დაეცა.

19 აგვისტოს წმ. მიქაელის ფოტს (სადაც იმყოფებოდა დიდი მაგისტრი) უდიდესი ძალით შეუტიეს თურქებმა, შეტევა დაიწყო ნაღმის აფეთქებით, რამაც კედლის ჩამოშლა გამოიწვია, მოიერიშეები შეიჭრნენ განგრეულ ფორტში, გააფთრებული ბრძოლა განუწყვეტლივ მიმდინარეობდა ორი დღის მანძილზე, ორდენის რაინდები გამუდმებული კონტრშეტევებით ცდილობდნენ თურქების ზეწოლის შენელებას. 21 აგვისტოს თურქებმა ფორტი თითქმის მთლიანად აიღეს, ორივე მხარე დიდ დანაკარგებს განიცდიდა, ყველაზე რთულ უბნებზე მებრძოლი დიდი მაგისტრი ფეხში დაიჭრა, თითქმის ყველა ოფიცერი მოკლეს. დღის ბოლოს მხოლოდ 600 კაცს შეეძლო ხელში იარაღის ჭერა და ყველა დაჭრილი იყო.
დიდმა მაგისტრამ შემოიკრიბა გადარჩენილები და მოკლეს სიტყვით მიმართა: "დრო მოვიდა, დაე ყველანი ერთად მოვკვდეთ!" ამის შემდეგ ორდენის დროშები გაშალეს და გადაღლილი და გამარჯვებაში დარწმუნებული თურქებისთვის მოულოდნელად კონტრშეტევაზე გადავიდნენ. თურქებმა ვერ გაუძლეს შეტევას, პანიკაში ჩავარდნენ და მიატოვეს ფორტი.

თურქებმა ორჯერ სცადეს ფორტზე შეტევა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ქალაქ მდინას აღება გადაწყვიტეს, მაგრამ 8 სექტემბერს კუნძულის ჩრდილოეთით გადმოსხდა სიცილიის მთავარი დონ გარსია 8.000 ჯარისკაცთან ერთად. 11 სექტემბერს თურქები სასწრაფოდ ჩასხდნენ გემებში და გაიქცნენ.

თურქებს აღარასოდეს აღარ უცდიათ მალტის აღება.

დანაკარგები

ჰოსპიტალიერების ორდენი თითქმის მთლიანად განადგურდა. მალტამ დაკარგა მაცხოვრებლების 30%. სულ დაახლ. 10.000 ადამიანი.
თურქებმა დაკარგეს 10-15.000 ჯარისკაცი.

http://en.wikipedia.org/wiki/Siege_of_Malta_%281565%29
http://en.wikipedia.org/wiki/Senglea
http://en.wikipedia.org/wiki/Fort_Saint_Angelo
http://en.wikipedia.org/wiki/Fort_Saint_Michael

1099 წელს დაარსებული მალტის ორდენი დღესაც არსებობს.

http://www.orderofmalta.int/?lang=en
http://en.wikipedia.org/wiki/Sovereign_ ... r_of_Malta

სურათი
სურათი

ჟან ვალეტას საპატივცემულოდ მალტის დედაქალაქს ვალეტა უწოდეს.



დიდი მაგისტრი ჟან ვალეტა

სურათი

ორდენის ბოლო კონტრშეტევა წმ. მიქაელის ფორტში

სურათი

კავალერია ანადგურებს თურქების ბაზას

სურათი

ორდენის არტილერია იგერიებს საზღვაო შეტევას

სურათი

მხარეთა განლაგების ძველი რუქა

სურათი

თურქებმა დაიკავეს ფორტი ელმო

სურათი

წმ. ანგელოზის ფორტი (მალტის და ორდენის დროშებით)

სურათი
სურათი



წმ. ელმოს ფორტი

სურათი
სურათი
სურათი



სენგლეას რუქა

სურათი

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


24 აგვ 2013 13:42
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი 
თურქების მეთაურმა ფაშებმა სწრაფმავალი ნავი გააგზავნეს წინ, რათა მალტის კატასტროფის შეტყობინების შემდეგ საკმარისი დრო გასულიყო და სულთანს სიკვდილით არ დაესაჯა ისინი.

როცა სულთანს აცნობეს თუ რა მდგომარეობაში იყო მოახლოვებული ფლოტი, ბრძანება გასცა დედაქალიქიდან მოშორებით გადმოსულიყვნენ ნაპირზე, რათა ხალხს არ დაენახა მათი მდგომარეობა.

:)

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


20 ოქტ 2013 22:14
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 21 აგვ 2009 14:09
წერილები: 1107
წერილი Re: მალტის ალყა (1565 წ) - ჰოსპიტალიერები vs თურქეთის არმია
ციტირება:
დრაგუტ რეისი

ეს ბერძენი ხომ არ იყო წარმოშობით?

_________________
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.


მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა



ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში


21 ოქტ 2013 12:56
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი 
arcivi9

არა. მემგონი ბერბერი იყო ...

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


21 ოქტ 2013 13:58
პროფილი
ფორუმელი

რეგ.: 15 სექ 2015 09:41
წერილები: 10
წერილი Re: მალტის ალყა (1565 წ) - ჰოსპიტალიერები vs თურქეთის არმია
რათა ხალხს არ დაენახა მათი მდგომარეობა.
คาสิโนเกมส์สด


08 ოქტ 2016 12:05
პროფილი
მიჩვენე წერილები:  დაალაგე:  
შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 5 წერილი ] 


ვინ არის საიტზე

ფორუმს ათვალიერებს: არ არიან რეგისტრირებული მომხმარებლები და 2 სტუმარი


თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემების
თქვენ არ შეგიძლიათ უპასუხოთ თემებში
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების რედაქტირება
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების წაშლა
თქვენ არ შეგძლიათ მიმაგრების განთავსება

გადადი: