Page 2 of 3

Posted: 17 Jan 2013 14:04
by Avaza
ჯიბლაძე, რაფაელ

Image

პავლე კოდუა – ეროვნული არმიის ყოფილი პოლკოვნიკი 1918-1921 წლებში

Image

კირილე მაჭარაძე, რუსეთის არმია. I მსოფლიო ომი.

Image

ვლადიმერ ჩხაიძე – ჯარისკაცი. გმირულად დაიღუპა სანაინში საქართველო-სომხეთის ომში.

Image

გრიგოლ დოღონაძე, პოდპოლკოვნიკი. 1920 წელს მოკლეს ქობულეთთან თურქების პოზიციების დაზვერვის დროს.

Image

Posted: 17 Jan 2013 14:19
by Avaza
KAVKAZ

KAVKAZ wrote:ნეტა რა ბედი ეწია ამ საფლავს?


ქალაქ ეგერის მერიაში ეცოდინებათ ალბათ ...

http://www.eger.hu/

------------------------

ილია ოდიშელიძე. რუსეთის I არმიის შტაბის უფროსი.

Image

დეტალური ინფორმაცია

http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=196

Posted: 20 Jan 2013 21:51
by Avaza
ქართველი მოხალისე კავკასიის მთებში. წითელი არმია. 1942 წ.

Image

Posted: 21 Jan 2013 13:22
by Avaza
პაპაჩემია დედის მხრიდან. სამწუხაროდ არ ვიცნობდი, ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა.

იოსებ სოლომონის ძე გრიგალაშვილი - ქვეითი ბატალიონის კომისარი.
მოქმედ არმიაში იმყოფებოდა 1929 წლიდან 1942 წლამდე. მსახურობდა: გორში (ქართულ დივიზიაში), ქუთაისში, ულიანოვსკში, სამარაში, ლენინგრადში, სიმბირსკში და ბოლოს მოსკოვში.

მონაწილეობდა:

- სსრკ-ფინეთის ომში 1939 წელს.
- მეორე მსოფლიო ომში 1941-1942 წლებში.

იბრძოდა ბრიანკის მიმართულებაზე (XIII - ე არმიაში), გერმანიის II სატანკო ჯგუფის წინააღმდეგ. 1941 წლის ზაფხულში მისი ბატალიონი დაჩქარებულის წესით გადაისროლეს წინა ხაზზე, სადაც მოხვდა შემტევი გერმანული ნაწილების ალყაში, ვეღარ გამოაღწიეს და შეწყვიტა არსებობა. პაპაჩემი იყო ბატალიონი კომისარი, ანუ ადგილზე დახვრეტდნენ უეჭველი, ამიტომ ჯარისკაცებმა გადააცვეს რიგითის ფორმა და რიგითადვე ჩაეწერა ტყვეების სიაში. როცა კომისრები და ებრაელები მოიკითხეს, არავინ არ გასცა (ამიტომ უნდა მოექცე ჯარისკაცებს სამართლიანად და წესიერად), სამაგიეროდ ვიღაც აქაურმა ჯიგარმა ჩაუშვა როცა ანკეტა ნახა, ეგ სურამიდან არის და ებრაელი იქნებაო. დაკითხეს გერმანელებმა და გაანებეს თავი. იმყოფებოდა ტყვეთა საველე ბანაკში, გერმანული იცოდა (ამიტომ უნდა იცოდე მტრის ენა), მაგრამ არ ამჟღავნებდა და უსმენდა რას ლაპარაკობდნენ. ხანდახან დამატებით პურს ერთი გერმანელი ოფიცერი ჩუმად აძლევდა, რადგან - ჩემგან განსხვავებით - არიელის გარეგნობა ჰქონდა და რადგან რუსი არ იყო და თან რაღაცის გაკეთებაში დაეხმარა, ადამიანად ჩათვალეს. მაგ ოფიცრების ლაპარაკიდან გაიგო, რომ ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში მყოფ ტყვეებს რამდენიმე დღეში გერმანიისკენ უპირებდნენ გადაყვანას და 8 სხვა ქართველთან ერთად დაგეგმა გაქცევა. გაიქცნენ ღამით, მაგრამ ერთი ბედოვლათი წამოედო მავრთულხლართებს (კონსერვები ეკიდა ზედ) და ატყდა ერთი ამბავი. პაპაჩემმა მოიაზრა და ხლართებთან ახლოს თხრილში დაიმალა. გერმანელებმა ძაღლები აუშვეს და დაიწყეს ძებნა, ოღონდ ბანაკის პერიმეტრის გარეთ. რამდენიმე საათში ჩაწყნარდა აურზაური, იქვე ხეობა იყო ნაკადულით და მას გაუყვა, რათა წყალს კვალი დაეფარა და ძაღლების კვალი ვერ აეღოთ. მოხვდა ბრიანსკის ტყეში, გზად მოწამლა სოკომ (ამიტომ არ უნდა ჭამო სოკო ლაშქრობისას) და კინაღამ მოკვდა. ბოლოს ტყეში არსებულ პურის ყანასთან გააღწია და იქ გაჩერდა ერთი თვე. ერთი თვის თავზე უცნობი შეიარაღებული ადამიანები მოვიდნენ და ყანის მომკა დაიწყეს, რუსულად ლაპარაკობდნენ. სხვა გზა არ ჰქონდა, გამოვიდა საფარიდან და აღმოჩნდა კოვპაკის პარტიზანების გარემოცვაში სპადშანსკის ტყეში. ამათ კი იცოდნენ რომ ტყვეები გაიქცნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველა დაუჭერიათ და დაუხვრეტიათ. მარტო შენ ხარ გადარჩენილი და უეჭველი შემოგზავნილი ხარო. კინაღამ მოკლეს, არ ვიცი რაზე ესაუბრა, მაგრამ როგორღაც დახვრეტას გადაურჩა, საცდელ ოპერაციებზე გაუშვეს და დაიტოვეს რაზმში, რომელიც ძირითადად კგბ-ს ხალხისგან შედგებოდა და პარიტზანული მოძრაობის გაღვივება ევალებოდათ. რაზმში იყო 4 თვის მანძილზე, მაგრამ მოითხოვა მოქმედ არმიაში დაბრუნება. თხოვნა შეუსრულეს და გადმოიყვანეს ფრონტის ხაზზე. იქ დააპატიმრეს და დაუწყეს დაკითხვა და ტვინის ბურღვა. შედეგად ჩამორთვეს წოდება, გარიცხეს პარტიიდან და დააქვეითეს რიგითად. მალევე მიიღო მედალი "ზა ოტვაგუ" (რისთვის არ ვიცი, ეტყობა უმტკიცებდა რომ კომუნისტი იყო. მაშინ "ზა ატვაგუს" იშვიათად იძლეოდნენ) და როგორც თვითონ იძახდა, ისე კლებულობდა ოფიცრობის რაოდენობა, მალე ისევ დამაწინაურებდნენო, მაგრამ ერთერთ შეტაკებაში (1942 წლის ზამთარში) მხარში მოხვდა ჭურვის ნამსხვრევი და გონება დაკარგა. როცა აზრზე მოვიდა მისრიალებდა და მხოლოდ ცას ხედავდა, მალე სრიალი შეწყდა და ძაღლების ყეფა გაიგონა. თოვლიდან მედდა გამოვიდა და საველე ძელმიწურ-ჰოსპიტალში შეიყვანეს (ძაღლები სპეციალურად იყვნენ გაწვრთნილები და დაჭრილები ციგებით გადაყავდათ). მკურნალობის შემდეგ ხელის მოძრაობა შეეზღუდა და არმიიდან გაანთავისუფლეს. საქართველოში ჩამოვიდა თუ არა, დააპატიმრეს ... ეტყობა გარბოდი ბრძოლის ველიდან, თორემ ზურგში რატომ დაიჭერიო (კომუნისტ ლოგიკ!). ღამის 4 საათზე შემოვარდებოდნენ ოჯახში და მიყავდათ დაკითხვაზე. მიწერა წერილი სარდალ ვოროშილოვს და მოსკოვიდან პასუხი მოვიდა: გაანებეთა მაგ კაცს თავიო და მის მერე აღარ შეუწუხებიათ. სულ ეს იყო ...

ომის წინ

Image

ომის მერე

Image
Image

Posted: 05 Feb 2013 11:04
by Avaza
აქ არის 139 ფოტო ორიგინალი ... ანუ იმ "სამხედრო ფოტოების" სრული სია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე მოვძებნე და გადმოვიწერე.

95 MB - 139 ფოტო

http://www.4shared.com/rar/_Daoyct0/soldiers_139.html

Re: 1870-1945 წლების ქართველი სამხედროების ფოტოები

Posted: 23 Jun 2013 10:46
by Avaza
Image

Image

Image

თელავის საკავალერიო პოლკის ჯარისკაცები, 1918 წ.
Image

Image

Posted: 11 Sep 2013 11:28
by Avaza
ქართული არმიის ქვედანაყოფი 1918-1921 წ.

Image

აქ რა ხდება არ ვიცი ... ქართველები და რუსები არიან ერთად.

Image

გენერალი კვინიტაძე

Image

ინგლისელი ჯარისკაცები თბილისი მერიოტის წინ ... :)

ქალი მობილურით საუბრობს? ლოლ

Image

Re: 1870-1945 წლების ქართველი სამხედროების ფოტოები

Posted: 11 Sep 2013 22:59
by მურზაყან
Avaza
Avaza wrote:ქალი მობილურით საუბრობს? ლოლ

ჰმ, ხედავ შენ?
ინგლისელი ოფიცრები და სიკხი ჯარისკაცები.

Posted: 15 Sep 2013 19:52
by Avaza
ბენია გიორგაძე - იუნკერი, დაიღუპა კოჯრის ბრძოლაში 1921 წელს

Image

Posted: 15 Sep 2013 20:15
by Avaza
სამეგრელოს სახალხო გვარდიის წევრები

Image

Posted: 15 Sep 2013 20:23
by Avaza
1918 წლის სახალხო გვარდიის საყვარელი ღვინო ... :)

Image

Posted: 23 Oct 2013 08:45
by Avaza
ქართველი მფრინავები, 1920 წელი. იტალიური თვითმფრინავი ანსალდო 10 ...

ფოტოზე ჩანს საჰაერო ძალების ემბლემა! შინდისფერი ჯვარი, თეთრი და შავი კანტით.

Image

Posted: 01 Dec 2013 20:10
by Avaza
ქართველი სამხედრო პირი

Image

აჭარელი ჩეტნიკები. იბრძოდნენ ქართული არმიის წინააღმდეგ 1918 წლის ინტერვენციის დროს.

Image

Re: 1870-1945 წლების ქართველი სამხედროების ფოტოები

Posted: 02 Dec 2013 13:07
by მურზაყან
კარგად გამოიყურებიან აჭარლები. ჯარისკაცულად.

Posted: 02 Dec 2013 18:51
by Avaza
საქართველის დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიცრების, ჯარისკაცების და სხვა დოკუმენტების ფოტოები

https://www.facebook.com/paata.gigauri. ... 329&type=3