მიმდინარე დრო 23 იან 2018 18:58




შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 44 წერილი ]  გადადი გვერდზე წინა  1, 2, 3
 1870-1945 წლების ქართველი სამხედროების ფოტოები 
ავტორი პირადი შეტყობინება
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი 
გენერალი ალექსანდრე დავითის-ძე ჩხეიძე (1873-1941)

სურათი

დაიბადა ქუთაისის გუბერნიაში 1873 წლის 5 ივლისს. სამხედრო განათლება მიიღო თბილისის კადეტთა სასწავლებელში (დაასრულა 1892 წელს) და 01.09.1892 - 07.08.1893 სწავლობდა მოსკოვში, ალექსანდროვის მესამე სამხედრო სასწავლებელში.

პორუჩიკის ჩინით დაინიშნა რუსეთის იმპერიის სამეგრელოს მე-16 ქვეით პოლკში.

13.04.1894 წელს დაინიშნა პოლკის დაზვერვის უფროსად. იყო კარგი მსროლელი და შეჯიბრებების მრავალგზის გამარჯვებული.

05.03.1897- პოლკის შეიარაღების უფროსი.

01.01.1908 - 01.01.1909 შტაბს კაპიტანი და თბილისის იუნკერთა სასწავლებლის უმცროსი ოფიცერი.
მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

06.12.1915-09.04.1917 პოლკოვნიკის ჩინით იბრძოდა თბილისის მე-15-ე ქვეით პოლკში ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე. მასწავლებლად იყო მივლინებული თბილისის სამხედრო სასწავლებლის პროპორშიკთა სკოლაში.

11.1917 წლიდან მსახურობდა ამიერკავკასიის ფედერაციის არმიის ქართულ კორპუსში. ნაცვალთა (უნტერ ოფიცერთა) კურსების დამაარსებელი და მეთაური.

20.08.1918 - ინიშნება ქართული სამხედრო სკოლის უფროსის თანაშემწედ.

02-05.1919 - ისლამისტების აჯანყების გამო სკოლის ოფიცრები გაიწვიეს ახალციხის ფრონტზე, ჩხეიძე ხდება ბორჯომის და შემდეგ ახალციხე-აწყურის ხაზის მეთაური.

08.1919 - სამხედრო სკოლის უფროსად ინიშნება გენერალი კვინიტაძე, ხოლო მის თანაშემწედ ჩხეიძე, რომელიც მართალია დაიწუნა მთავრობის კომისიამ, მაგრამ კვინიტაძის დაჟინებული მოთხოვნით შეინარჩუნა პოსტი. გარდა სხვა ამოცანებისა, ჩხეიძეს ებარა კადრების შერჩევა სკოლისთვის. სწორი ფილტრაციის შედეგად კურსანტები იმდენად გამოირჩეოდნენ სხვა დანაყოფებისგან, რომ ერთმა რუსმა ოფიცერმა ჩხეიძეს უთხრა: "რუსის პოლკოვნიკმა გამაჩერა ქალაქში და პირდაპირ მითხრა: მე რუსის ოფიცერი ვარ, მაგრამ არ შემიძლია არ გადმოგცეთ ის კმაყოფილება, რომელსაც განვიცდი თქვენი იუნკრების შეხვედრის დროს. დიდი ხანია ჩემს გამოცდილ თვალებს არ უნახავს ასეთი ყოჩაღები ... ქალაქის მცხოვრებნიც, მართალია დაშორებულნი არიან სამხედრო საქმეს, მაგრამ ჯარისკაცის გარჩევის უნარი იმათაც შესწევთ. 1914 წლის შემდეგ აღარ ენახათ ნამდვილი სანიმუშო ჯარისკაცი და როდესაც ერთ მშვენიერ ღვინობისთვის დღეს ჩვენი ხელიდან ქალაქში 90 იუნკერი გამოვიდა, შთაბეჭდილება იყო სრული ... ქალაქში ყველამ შეამჩნია რაღაც სამხედრო ნაწილი, რომელიც მეტად ირჩევა სხვა სამხედრო ნაწილებისაგან. ოფიცრებმა შეამჩნიეს ვიღაც მხედრები, რომლებიც სალამს ასე ბეჯითად, სწრაფად და სანიმუშოდ იძლევიან. ყოველი მათგანი, ამ მოვლენით გაკვირვებული, იძულებული იყო შეჩერებულიყო, თვალი გაედევნებინდა და გულში გაეფიქრა კი მაგრამ, ვინ არიან ესენი? ... ჩვენ იუნკრებს მიაქციეს ყურადღება, აგრეთვე საფრანგეთისა და ინგლისის სამხედრო წარმომადგენლებმა. ყველა დაინტერესებული იყო, ყველა კითხულობდა: ვინ არიან? ვინ არიან? და იღებდნენ პასუხს: ესენი ქართული სამხედრო სკოლის იუნკრები გახლავან! ქართული ჯარის სილამაზე და სიამაყე! ლაშქრის მომავალი ფუძე და ქვაკუთხედი".

02.05.1920 - აქტიურად მონაწილეობდა კომუნისტების თავდასხმის მოგერიებაში სამხედრო სკოლაზე, შეტაკებაში პირადად მოკლა რამდენიმე თავდამსხმელი.

16-19.05.1920 - ალექსანდრე ჩხეიძე დაინიშნა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრილ დანაყოფებთან საბრძოლველად შექმნილ "სადახლოს საარმიო ჯგუფი"-ს უფროსად. სამხედრო სკოლის დანაყოფების გარდა მის განკარგულებაში გადავიდნენ 1-ლი ქვეითი, მე-7 და მე-5 ქვეითი ათასეულები, მაიორ მახარაძის ბატარეა, მაიორ იოსელიანის ბატარეა და ცხენოსანთა პოლკის ორი ესკადრონი მაიორ დოლიძის მეთაურობით. ჯგუფმა მიიღო გენერალ კვინიტაძის ბრძანება შემოევლო რუსების მარცხენა ფრთისთვის და მიეტანა იერიში ფლანგიდან, მაგრამ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივამ შეაჩერა დაწყებული მანევრი. ივლისში სკოლის პირადი შემადგენლობა თბილისში დაბრუნდა.

07.1920 - სამხედრო სკოლის დანაყოფებმა ჩხეიძის მეთაურობით ალყაში მოაქციეს კომუნისტების აგიტაციის გამო აჯანყებული, ლაგოდეხში მდგარი მე-6 ათასეულის ცალკეული დანაყოფები და აიძულეს მათ იარაღის დაყრა, აგიტატორები კი დააპატიმრეს.

17.02.1921 - სკოლის პირადი შემადგენლობა (120 იუნკერი და 350 კაცი ნაცვალი, არტილერისტი და კავალერია) სკოლის უფროს ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით რუსთაველის პროსპექტის გავლით დაიძრა კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით რუსეთის წითელ არმიასთან საბრძოლველად ... გენერალი იგონებდა: "მე რამდენჯერმე თვალი გადავავლე იუნკრებს, მივაცქერდი მათ სახეებს: გამომეტყველება ჰქონდათ ღრმა და დინჯი. მათი გულისყური შეეპყრო ერთ საგანს. ყველა გრძნობდა, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ჩვეულებრივი ბრძოლა, არამედ ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო. სამხედრო სკოლის განწყობილება ჰგავდა იმ კაცის განწყობილებას, რომელმაც გადაწყვიტა იაფად არ გაყიდოს თავისი სიცოცხლე".

20-24.02.1921 - სამხედრო სკოლის დანაყოფებმა ჩხეიძის მეთაურობით მოიგერიეს წითელი არმიის მრავალგზის აღმატებული ნაწილების ყველა შეტევა. კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი გენერალი ანდრონიკაშვილი აპირებდა უკან დახევას, მაგრამ ჩხეიძემ გადააფიქრებინა და შეინარჩუნა ყველა პოზიცია.

1921 წლიდან ემიგრაციაში, ცხოვრობდა თურქეთში, ქალაქ სტამბოლში. 1922 წელს გადავიდა პოლონეთში. 11.1922 - 02.1923 - ასწავლიდა პოლკის მეთაურთა კურსებზე პოლონეთის სამხედრო სასწავლებელში. სამხედრო სკოლაში კურირებდა ქართველ ოფიცრებს.

1924-1926 - სამხედრო სკოლის და 16-ე ქვეითი დივიზიის ინსტრუქტორი.

11.03.1927-31.05.1931 - პოზნანის მე-14 ქვეითი დივიზიის მეთაური. კონტრაქტის დასრულებამდე (31.08.1931) იმყოფებოდა მე-7-ე კორპუსის შტაბის განკარგულებაში. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ ლვოვში.
1939 წელს წითელი არმიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის დროს დააპატიმრა ნკვდ-მ როგორც "ხალხის მტერი". იმყოფებოდა ლვოვის ციხეში.

06.1940 გადაიყვანეს კიევის ციხეში და წაუყენეს შემდეგი ბრალდება: "საქართველოს არმიაში სამსახური, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, ვარშავის ქართული კომიტეტის წევრობა და პოლონეთის არმიაში სამსახური". ამავე წლის 16 დეკემბერს გადაიწყვანეს მოსკოვში.

სავარაუდოდ 1941 წლის ზამთარში დახვრიტეს ნკვდ-ს სამეულის ბრძანებით.

- - -

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ომი ძალთა გამოცდაა მთელი ერის და არა მისი რომელიმე ნაწილის და ორგანიზაციაც შეიარაღებულ ძალთათვის უნდა შეიქმნას ისეთი, რომელიც ერს მისცემს საშუალებას ყველა თავისი ძალები გამოიყენოს" (გენერალი ჩხეიძე)

https://www.facebook.com/notes/paata-gi ... 2863903892

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


17 იან 2014 18:26
პროფილი
ფორუმელი

რეგ.: 23 იან 2014 01:31
წერილები: 6
წერილი Re: 1870-1945 წლების ქართველი სამხედროების ფოტოები
ციტირება:
ანდრონიკაშვილი, ივანე რამაზის ძე (1850-1905)
ფორუმელებო ეს ადამიანი არაა ანდრონიკაშვილი. სურათზე პიროვნება არის პოლკოვნიკი ალექსანდრე იოსების ძე ჭავჭავაძე, დაღესტნის ცხენოსანთა პოლკის მეთაური http://nobility.pro/ru/statya/594-chavc ... iosifovich" onclick="window.open(this.href);return false;" onclick="window.open(this.href);return false;
ისე სურათს რომ იღებ სხვა საიტიდან უნდა გადაამოწმო მაინც )) თან საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა


23 იან 2014 01:37
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი 
Agaton

Agaton დაწერა:
ისე სურათს რომ იღებ სხვა საიტიდან უნდა გადაამოწმო მაინც


ეგ პირადად ჩემი შეცდომაა და არა იმ საიტის ... იქაც ჭავჭავაძე წერია. მე ამერია.

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


23 იან 2014 10:56
პროფილი
ფორუმელი

რეგ.: 23 იან 2014 01:31
წერილები: 6
წერილი Re: 1870-1945 წლების ქართველი სამხედროების ფოტოები
ხოო ) არა უშავს, ეგრე მეც და ყველას ეშლლება ) ისე იქაც საიდანაც თქვენ აიღეთ ეგრე ეწერა რაც თქვენთან (რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი), ეტყობა იქაც გადაასწორეს )) ზოგი ამბობდა "ჩემი ბაბუა" ზოგი დიდი ბაბუა სანამ არ გაირკვა


23 იან 2014 11:08
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი 
Agaton

Agaton დაწერა:
ზოგი ამბობდა "ჩემი ბაბუა" ზოგი დიდი ბაბუა სანამ არ გაირკვა


:)

რაც 100% ზუსტად ვიცი გენერალ აბელ მაყაშვილის ფოტო ვრცელდება შეცდომით. ის სხვა მაყაშვილია ვინც აბელი ჰგონიათ ... :(

და ბევრ ფოტოზე წერია იუნკრებიო, არადა არ არიან ... :)
ისიც შემხვედრია: 10.000 იუნკერი იბრძოდა 1921 წელსო ... :)

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


23 იან 2014 11:19
პროფილი
ფორუმელი

რეგ.: 23 იან 2014 01:31
წერილები: 6
წერილი Re: 1870-1945 წლების ქართველი სამხედროების ფოტოები
ვააა, საინტერესოა რომელი მაყაშვილი იქნებ მეც შეცდომით მაქ? საიტზე არაა მისი ფოტო?! აბელ მაყაშვილი გენერალი წვერებში ხო ? და ნაღდი ფოტო უფრო ახალგაზრდაა ?


23 იან 2014 11:54
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი 
აი ესაა აბელ მაყაშვილი

სურათი

თქვენ რომელი ფოტო გაქვთ?

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


23 იან 2014 12:23
პროფილი
ფორუმელი

რეგ.: 23 იან 2014 01:31
წერილები: 6
წერილი Re: 1870-1945 წლების ქართველი სამხედროების ფოტოები
ზუსტად იგივე მაქვს. ეტყობა მეტი ფოტო არცაა ცნობილი ამ ადამიანის. რაც ამ საიტზეა სხვა კიდე მეტი არაფერი გაქვთ ასეთი ძველი ფოტოები ?!


23 იან 2014 16:00
პროფილი
ფორუმელი

რეგ.: 23 იან 2014 01:31
წერილები: 6
წერილი Re: 1870-1945 წლების ქართველი სამხედროების ფოტოები
და შეცდმა ფოტო რომელია ცოტა მოხუცი რომაა თეთრ წვერებში და ქუდით?

კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება ქართველო ლეო ვაჩნაძე, 14 წლისა იყო ომში რო ჩაება იბრძოდა ჯერ ფაშისტების მხარეს მერე ფაშისტების წინააღმდეგ http://nobility.pro/ru/statya/593-vachn ... rchilovich" onclick="window.open(this.href);return false;
და აქ არის კიდე ფეისბუკზე სხვები https://www.facebook.com/pages/Georgian ... 359?ref=hl" onclick="window.open(this.href);return false;


23 იან 2014 16:01
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი 
Agaton

Agaton დაწერა:
ეტყობა მეტი ფოტო არცაა ცნობილი ამ ადამიანის


ჯერჯერობით ვერავინ ვერ მიაგნო.

სოლომონ მაყაშვილში ერევათ ... 1920-ში რომ მოუკლეს იუნკერი შვილი აი მაგ გენერალში.

Agaton დაწერა:
ლეო ვაჩნაძე


ეს ფრანგებთან არ იყო?

ფოტოები როგორ არ მაქვს ... ჩემს ფბ-ზე მაქვს საკმაო რაოდენობით ... და კომპშიც გარკვეული რაოდენობა ...

ალბომებში ნახეთ:

https://www.facebook.com/paata.gigauri.902

პ.ს. გაქვთ რაიმე ფოტოგალერეა სადაც თქვენს ფოტოებს ვნახავდით?

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


23 იან 2014 18:28
პროფილი
ფორუმელი

რეგ.: 23 იან 2014 01:31
წერილები: 6
წერილი Re: 1870-1945 წლების ქართველი სამხედროების ფოტოები
ვნახე თქვენი ფეისბუქის გვერდი მარა სახელები არაა იმ ხალხის ცნობილი რომელზეც ფოტოზე ფოტოა გადაღებული ? საინტერესო ფოტოებია. მაგალითად ესენი ვინ არიან არ ვიცით ? https://www.facebook.com/photo.php?fbid ... =3&theater

რაც მაქ სულ იმ ფეისბუქ გვერდზე დავდეთ, არის მთლად უცხო სურათები მაგალითად გენერალი აფხაზები მგონი ერთერთი კოტეა, კიდე ქსნის ერისთავი და რომანოვი და კიდე არის სხვებიც. ეხლა ვეძებ ბიოგრაფიულ მონაცემებს კიდე ერთ საქართველოში ფართო საზოგადოებისთვის არცნობილ მაგრამ საკმაოდ სახელოვან გენერალზე ფრანგისტან გაბაშვილზე, თითქმის ვიპოვე უკვე


24 იან 2014 00:34
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი 
Agaton დაწერა:
სახელები არაა იმ ხალხის ცნობილი რომელზეც ფოტოზე ფოტოა გადაღებული ?


ზოგის კი და ზოგის არა.

Agaton დაწერა:
მაგალითად ესენი ვინ არიან არ ვიცით ?


იმერელი აზნაურები ... რუსული ფორუმში ვიპოვნე და არ ეწერა ვინ არიან.

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


24 იან 2014 12:06
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი 
კაპიტანი ალექსანდრე კონიაშვილი 1916 წელს. პირველი შეიჭრა ერზერუმის ციხესიმაგრეში, პირადად იმპერატორმა გადასცა წმ. გიორგის ჯვარი. 1918-1921 წლებში იყო სახალხო გვარდიის შტაბის უფროსი, სოჭის დაჯგუფების მეთაური, პოლონეთში დაასრულა სამხედრო კარიერა.

სურათი

სურათი

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


05 მარ 2014 16:13
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი 
1918-1921 წლების 221 ფოტო ... !

https://www.facebook.com/media/set/?set ... 313&type=1

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


24 ივლ 2014 11:55
პროფილი
მიჩვენე წერილები:  დაალაგე:  
შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 44 წერილი ]  გადადი გვერდზე წინა  1, 2, 3


ვინ არის საიტზე

ფორუმს ათვალიერებს: არ არიან რეგისტრირებული მომხმარებლები და 4 სტუმარი


თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემების
თქვენ არ შეგიძლიათ უპასუხოთ თემებში
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების რედაქტირება
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების წაშლა
თქვენ არ შეგძლიათ მიმაგრების განთავსება

გადადი: