დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი "ხთიშვილნი"

საქართველოს ზოგადი და მსოფლიოს სამხედრო ისტორია
User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

დევ-კერპთა წინააღმდეგ მებრძოლი "ხთიშვილნი"

Postby დავითაუ წიკლაური » 14 Nov 2012 22:51

ერთხანს დევ-კერპნი აღზევდნენ, ძალი უყვეს ხთიშვილთა და მათ საყმოებს. მორიგემ დევ-კერპთაგან მოსახლეობის გასათავისუფლებლად და წესრიგის დასამყარებლად საომრად აღჭურვა ხთიშვილთა ნაწილი. უბოძა მათ ბედის ბედაური, ცეცხლის ფესვიანი მათრახი, ლახტი, ლახვარი, ნავთის წყალი, ფარი და მახვილი. ესენი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში. გადმოცემით ეს ხთიშვილნი ‘’ნახორცივლარი’’ ღვთაებანი არიან. დევ-კერპთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათ ეხმარებიან ხმალა, ფუძის ანგელოზი, შუბნური, რომელიც გველეშაპის აღით არის, ბერი ბაადური, თერგვაული და ა.შ . თვით ეს ხთიშვილნიც რამდენადმე დევური ნიშნების მატარებელნი არიან.
კოპალა. უმთავრესი საბრძანისი ლიქოკის ხეობაში, კარატის მთაზე მდებარეობს. ღვთაების ძირითადი ფუნქციაა დევ-კერპთა ალაგმვა, ველზედ მოკლულის, ზვავით ან წყლით მომკვდარის, თვითმკვლელობით გარდაცვლილის სულის ეშმა-მაცილისა და უფრისაგან გამოხსნაა. ამავე ჯვარში ხდება ფსიქიკურად დაავადებული პიროვნების ‘’დაკოჭვა’’ . ტახტის ყმანი არიან ბასხაურები.
იახსარი. კოპალას მოძმე, დევთა ნატყვევარი. უმთავრესი საბრძანისი სოფელ შუაფხოშია. ტახტის ყმანი არიან ქისტაურები.
პირქუში. აქვს სხვა ტაბუირებული სახელიც. მჭედელი. იგი ხთიშვილებს და ყმებს უჭედავს საბრძოლო და სამეურნეო იარაღებს, ვერცხლის თასებსა და სამკაულებს. მის მიერ გაჭედილი თასები შენახულია ჯვარში. ‘’ცეცხლის ალიანი’’. უმთავრესი საბრძანისი სოფელ ბაცალიგოშია.
ბერი ბაადური (სახმთო). მოიხსენიება წმ. გიორგიდაც. ხევსურთა უმთავრესი მოლაშქრე ღვთაება. მდებარეობს სოფელ გუდანში. ტახტის ყმანი ჭინჭარაულები.
პირიმზე. ციდან სინათლის სვეტად ჩამოსული. მითრას კულტის უძველესი სალოცავი. მოიხსენიება გიორგი ოქროსმშვილდიანის სახელით. განაგებს დარ-ავდარსა და ცა-ღრუბელს. უმთავრესი საბრძანისი სოფელ ჩირდილში, საჩალის მთაზე.
ფუძის ანგელოზი. პირიმზეს მოდე (დობილი). მდებარეობს სოფელ უკანახოში. ფუძის ანგელოზსა და პირიმზეს ლოცულობენ გუდამაყრელნი და ფშავლებიც.
ნახარელა. ჭინჭარაულთა სათემო სალოცავი. ძირითადი საბრძანისი სოფელი გუდანი.
თეთრი მთის ქორი თერგვაული. ეს უძველესი ღვთაება პირიქითა ხევსურეთში, ლებაისკარის მთაზე მდებარეობს და კისტნელ-შატილიონნიც ლოცულობენ, მიაბარებენ ბავშვებს. დათვის ჯვარზე ასული მლოცველები მასაც უხდიდნენ ქუდს და მსხვერპლს სწირავდნენ.
გიორგი ნაღვარმშვენიერი (ნაღვრისპირისა). ნაყოფიერების, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების ღვთაება. ძველად მოლაშქრე ღვთაებაც ყოფილა. მდებარეობს სოფელ ხახმატში.
ხელი სამძიმარი. გიორგი ნაღვარმშვენიერის მიერ ქაჯავეთიდან მოყვანილი ხთიშვილთა ტოლი ძალისა და შეძლების მქონე დობილი. მდებარეობს სოფელ ხახმატში.
სომხოს გიორგი. ‘’სომხეთიდან მოყვანილი’’ ჯვარი. მდებარეობს სოფელ არდოტში და აქ სრულდება ხევსურეთში სრულიად განსხვავებული დღეობა ‘’დატიობა’’.
მთავარანგელოზი. ეს ღვთაება, ისევე როგორც გიორგი და ადგილის დედა, სხვადასხვა სახეს ატარებს. აღსანიშნავია, რომ მთავარანგელოზისა და გუდანის ჯვრის ყმანი გვიანობამდე ერთმანეთს მტრობდნენ და ზოგიერთ სოფელში ერთმანეთზე ძალმომრეობის გამო ადგილიდან აყრილან კიდეც.
ცროლის სანება. წულის მომცემი და მონადირე-მეკოპრეთა ღვთაება. მდებარეობს ხადუს და კალოთანელთა სალოცავიც არის.

ამათ გარდა არის კიდევ სხვა ჯვრებიც: პეტრე ნაღვრისპირისა (სოფ. ხიტალე), ნაბაკური (სოფ. დათვისი), უნჯის ანგელოზი (სოფ. ღელე), დევთ დედა (სოფ. როშკა), ბრო – კარისმეზობელი (სოფ. ჭიმღა) და ა.შ.

‘’ჯვართ ენა’’. ქადაგ-მკითხავები და მესულთანენი ნაძახინარებში (საკრალური ტექსტები, რომლებიც მითოლოგიურ-მაგიურ პოეზიას მიეკუთვნება) წარმოთქვამდნენ წინადადებებს ან ტერმინებს, რომლებიც ყოველდღიურ მეტყველებასა და ყოფაში არ გამოიყენებოდა. ჯვარი ‘’თავის ენაზე’’ ამეტყველებდა ექსტაზში შესულ ქურუმებს, რომელნიც ღვთაებათა ნებას გამოცანებით გადასცემდნენ საყმოს.
ამ ტერმინებიდან ზოგი ძველი ქართულის ნაშთებია, რომლებიც სალაპარაკო მეტყველებაში აღარ იხმარება, ზოგი კი ჩრდილოელი მეზობლებიდანაა გადმოღებული.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)