მიმდინარე დრო 23 იან 2018 18:35




შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 4 წერილი ] 
 ხევსური ხალხის მკურნალობა 
ავტორი პირადი შეტყობინება
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 10 მარ 2011 16:45
წერილები: 1474
ადგილი: Edinburgh, Scotland
წერილი ხევსური ხალხის მკურნალობა
ხევსურეთში ხალხის მკურნალობას სათანადო ყურადღება ექცევა. 1925 წელს ბარისახოში აშენდა საავადმყოფოს მშვენიერი შენობა, სადაც ფშავ-ხევსურეთის საექიმო პუნქტია მოთავსებული. აქ მუშაობს ერთი ექიმი, რომელიც მოსახლეობას მკურნალობით და წამლების მოწოდებით დიდ დახმარებას უწევს. ხევსური ექიმს აფასებს და მას ხშირად მიმართავს სამკურნალოდ. მაგრამ აქ თავიანთი ექიმბაშები ჰყავთ. განსაკუთრებით ცნობილი ხევსურეთის დოსტაქრები, რომელიც დაკეჭნილებს მკურნალობენ, დაკეჭნილი ხევსური წინათ დოსტაქართან მკურნალობდა, რადგანაც ამ უკანასკნელს შეეძლო გამოერკვია ჭრილობის სიმძიმე და ამის მიხედვით ხდებოდა დრამის გამოანგარიშებაც.
წინათ კარგი შემოსავალი ჰქონდა ხევსურეთის დოსტაქარს, რომელიც რთულ ოპერაციაში 5-10 ძროხის საფასურს იღებდა. ამიტომ ხევსურეთში ბევრი ეტანებოდა დოსტაქრობას და მათ შორის იყო გამორჩეული დოსტაქრებიიც, რომლებიც რთულ ოპერაციებს და თავის ქალის ტრეპანაციასაც კი აკეთებდნენ.
დღეს კი დამკეჭნელი ხევსური, თუ დაკეჭნილი მეშუღლე თავში არ არის დაჭრილი, დახმარებისათვის ექიმს მიმართავს, რადგანაც მკურნალობაში არაფერი ეხარჯება და არც ხევსურული რჯულით გათვალისწინებული საფოთლე (საექიმო) დრამა გადახდება. მაგრამ თუ ჭრილობა თავშია, მეშუღლეს დაჭრილი გასასინჯად ჯერ დოსტაქართან მიჰყავს და აქ ჭრილობის სიმძიმის მიხედვით მან დრამა უნდა გადაიხადოს. შემდეგ დაჭრილი ექიმთან მკურნალობს, რაც დამჭრელს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე ხევსური დოსტაქარი. მაგრამ ესეც შეთანხმებაზეა დამოკიდებული და ზოგჯერ თავში დაკეჭნილი ექიმთან არ წავა და დოსტაქართან არჩევს მკურნალობას. ამიტომ თავზე მძიმე ჭრილობის დროს ხევსური დღესაც თავის დოსტაქართან წამლობს. ამ დოსტაქრებს შორის შორის ცნობილია არხოტელი ალეკა ოჩიაური, ქობულოელი მგელიკა ლიქოკელი და შატილელი გუგუა ჭინჭარაული

მომზადებულია სერგი მაკალათიას წიგნის ”ხევსურეთი”-ს მიხედვით

_________________
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)


12 ნოე 2012 22:21
პროფილი WWW
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 10 მარ 2011 16:45
წერილები: 1474
ადგილი: Edinburgh, Scotland
წერილი Re: ხევსური ხალხის მკურნალობა
ხევსურთა წარმოდგენით ავადმყოფობას იწვევდნენ ღვთაებანი, დობილნი და ა.შ. და მკურნალობაც ძირითადად მაგიასთან და სარწმუნოებასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ტრადიციული ჭრა-ჭრილობა და ფიზიკური ტრავმები ხევსურებს აიძულებდათ ჰყოლოდათ გამოცდილი აქიმ-მკურნალნი, რომელნიც ფლობდნენ მკურნალობის საიდუმლოებებსა და იყენებდნენ მცენარეებს, ქვებს, თაფლს, სანთელს, კარაქს, ცხოველთა და ფრინველთა ცალკეულ ორგანოებს, სისხლს, შარდს (“გარბოლის წყალს”)… ყოველ დასტაქარს ჰქონდა მკურნალობის საკუთარი, გასაიდუმლოებული მეთოდი და საშუალება. უმთავრესი სამკურნალო საშუალება, რაც ყველამ იცოდა, იყო მწარე არაყზე დაყენებული წამალი. ამას გარდა იცოდნენ სისხლის გამოშვებაც. თითქმის ყველა ხევსური ატარებდა ქამარზე დაკიდებულ სპეციალურ დანას – “ნესტარს”.
ხევსურ დასტაქრებს უმაღლეს დონეზე ჰქონდათ დაყენებული ჭრილობების მკურნალობა და თავის ქალას ტრეპანაცია, რომელსაც თვითნაკეთი პრიმიტიული იარაღებით აკეთებდნენ. თავის ქალას ტრეპანაცია, რომელიც ცნობილი იყო ჯერ კიდევ უძველეს დროს და იცნობდნენ აზიის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის უძველესი ხალხები, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხევსურ დასტაქართა პრაქტიკაში და გვიანობამდე მხოლოდ ხევსურთა ყოფამ შემოინახა. თუმცა მკურნალობის ეს ფორმა ღვთაებებზე იყო დამოკიდებული და თვით აქიმებსაც “ჯვარი პატრონობდა”. მკურნალობის დაწყების წინ და ბოლოს აქიმს საგანგებო რიტუალი უნდა შეესრულებინა, რამეთუ ავადმყოფთან შეხებისას თავად უწმინდურდებოდა და აუცილებლად უნდა განათლულ – განწმენდილიყო.
XIX-XX საუკუნეში ცხოვრობდნენ სახელიანი აქიმნი და მკურნალნი მგელიკა ლიქოკელი, ალეკა ოჩიაური, გუგუა ჭინჭარაული, მშაველათ გიგია, ლადო ძეძეურთელი, ვანო გველეთელი, მგელათ ბაბუა, ბეწინა არაბული, ბაძია შატილიონი… აქიმნი დადგენილი წესების მიხედვით იღებდნენ საფასურს. იყო შემთხვევებიც, როცა აქიმები განგებ აჭიანურებდნენ მკურნალობას, რათა მეტი ფასი აეღოთ.
აქიმთაგან განსაკუთრებით გაითქვა სახელი მგელიკა ლიქოკელმა (ბაძიურათ მგელიკამ). “იგი მუშაობდა, როგორც კარგად ნაწვრთნი ხელოსანი… მისთვის ნაცნობი იყო ყოველი ნაკეცი ტვინისა. საითგან? ქვეყნის მოწყვეტილ კუთხეში… იდგა ჩემს წინ ვითარ ლანდი პრეისტორიულ ხანიდან. მას ჰქონდა ცოდნა, რომელიც საუკუნეებს ვერ წაეშალა”. – წერს მასზე გრ. რობაქიძე.
ხოგაის მინდის ზღაპრული სახელიც, რომელსაც “ჟამიანობის” დროს უცხოვრია, გრძნეულ მედეას დარად, უთუოდ მკურნალის ცხოვრების რეალურ ფაქტებთან არის დაკავშირებული.

შოთა არაბული. ”ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა”

_________________
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)


12 ნოე 2012 22:53
პროფილი WWW
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 10 მარ 2011 16:45
წერილები: 1474
ადგილი: Edinburgh, Scotland
წერილი Re: ხევსური ხალხის მკურნალობა
სოფ. კორშაში (ბარისახოსთან), ხევსურეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შრომის იარაღებთან და საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად უნიკალური სამედიცინო ინსტრუმენტებიცაა დაცული. მათი მფლობელები: ბეწინა არაბული, გიგია ლიქოკელი, გუგა და ბაძია ჭინჭარაულები, მაისტელ წიკლაური მთელს ხევსურეთში განთქმული დასტაქრები იყვნენ. მათ ოსტატობას თანამედროვე მედიკოსებიც აღიარებენ. აქ ცნობილი დასტაქარის, მგელიკა ლიქოკელის ფოტოცაა, რომელსაც 440 ოპერაცია გაუკეთებია. მათ შორის გულ-მკერდში ტყვიით დაჭრილიც ბევრი განუკურნავს, ძვლის ტუბერკულიოზით დაავადებულისთვის შვიდი ნეკნი ამოუჭრია და თავის ტრეპანაციაც არაერთხელ მარტოს ჩაუტარებია. სახელგანთქმული აქიმის თითქმის ყველა ოპერაცია კი კეთილად დასრულებულა.

_________________
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)


12 ნოე 2012 23:01
პროფილი WWW
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 10 მარ 2011 16:45
წერილები: 1474
ადგილი: Edinburgh, Scotland
წერილი Re: ხევსური ხალხის მკურნალობა
სურათი

_________________
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)


10 ივნ 2013 12:04
პროფილი WWW
მიჩვენე წერილები:  დაალაგე:  
შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 4 წერილი ] 


ვინ არის საიტზე

ფორუმს ათვალიერებს: არ არიან რეგისტრირებული მომხმარებლები და 2 სტუმარი


თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემების
თქვენ არ შეგიძლიათ უპასუხოთ თემებში
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების რედაქტირება
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების წაშლა
თქვენ არ შეგძლიათ მიმაგრების განთავსება

გადადი: