"ლეკის საფლავი"

საქართველოს ზოგადი და მსოფლიოს სამხედრო ისტორია
User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

"ლეკის საფლავი"

Postby დავითაუ წიკლაური » 26 Sep 2012 10:11

ამას წინათ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიყავი. დაღესტნის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში აი ეს საფლავი ვნახე.

Image


ერთადერთი, რაც გავიგე ისაა, რო "ლეკის საფლავს" ეძახიან. ზედაც რომელიღაც დაღესტნურ ენაზე არაბული ასოებით აწერია რაღაც... (არადა 60იანი წლებია)

ჰოდა რა მინდა ეხლა... ვინმეს რამე ინფორმაცია ხო არა გაქვთ ამის შესახებ, ან არაბულად კითხვა ხო არ შეგიძლიათ (:D ) ან ვინმეს ხო არ იცნობთ, ვისაც შეუძლია გაშიფროს ეს წარწერა?

P.S. ვიცი რო განსაკუთრებული არაფერი იქნება, შეიძლება რამე ლექსია, ან გამოსამშვიდობებელი სიტყვა.. უბრალოდ მაინტერესებს :)
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
მურზაყან
ფორუმელი
Posts: 722
Joined: 12 May 2009 23:38

Re: "ლეკის საფლავი"

Postby მურზაყან » 26 Sep 2012 10:45

არაბულად რომც გავარჩიოთ, რას გაიგებ მაინც. იმ დაღესტნურ ენას ხო ვერაფერს უზამ.
გარდა ამისა ვოკალიზაციის გარეშე არაბული ანბანით რაიმეს წაკითხვა ძნელია, თუ შესაბამისი ენა არ იცი და მათი ორთოგრაფიის თავისებურებები.

User avatar
Shaman
ფორუმელი
Posts: 843
Joined: 29 Jun 2009 20:16
Location: თბილისი

Re: "ლეკის საფლავი"

Postby Shaman » 26 Sep 2012 11:00

უნდა ავაფეთქოთ ეგ საფლავის ქვა :) (ვხუმრობ)
ეს კიდევ ჩვენს მიერ: მე, ზაზა არზამაზის და ანა ჯობაძის მიერ თმოგვის ციხის ასასვლელთან მიმოფანტული საფლავის ქვები ვიპოვნეთ,მთის ძირას.ციხიდან სადგაც 3 კილომეტრში,სულ მიმოფანტულია მსგავსილოდებით თმოგვის ციხეს ტერიტორია
Image
Image
Image
ეტყობა 12 საუკუნის დამანგრეველმა მიწისძვრებმა და მტრის შემოსევებმა ჩამოიტანეს ეს ქვები დაბლა.
ძალიან მაგარი სანახაობაა ეს ციხე,ულამაზესი და ძალიან მიუდგომელ ადგილას აღმართული,ვარძიამდე დაახლოებით 9კმ–ა,თუ არ იცი რომ მანდ ციხეა ძნელად შესამჩნევი!
Last edited by Shaman on 26 Sep 2012 11:10, edited 1 time in total.
.

User avatar
Shaman
ფორუმელი
Posts: 843
Joined: 29 Jun 2009 20:16
Location: თბილისი

Re: "ლეკის საფლავი"

Postby Shaman » 26 Sep 2012 11:05

ასევე ციხეში იყო ამოთხრილი ძალიან ბევრი დილეგი რომლის სიღრმე მინიმუმ 5-6 მეტრი იყო,უკვე მიწით ამოვსებულის
Image!
.

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: "ლეკის საფლავი"

Postby დავითაუ წიკლაური » 26 Sep 2012 19:01

ძალიან მაგარი სანახაობაა ეს ციხე,ულამაზესი და ძალიან მიუდგომელ ადგილას აღმართული,ვარძიამდე დაახლოებით 9კმ–ა,თუ არ იცი რომ მანდ ციხეა ძნელად შესამჩნევი!


თმოგვის ციხეზე კარგი ლეგენდები ვიცი, თუ აისი გასვლა როდისმე მოეწყო მანდეთ, მოგიყვებით :)

მურზაყან

მართალია, დაღესტნური ენის ვარაუდი შეიძლება, გამომდინარე იქიდან, თუ დაღესტნის რომელ თემს ესაზღვრება ლაგოდეხის რაიონის ეს ნაწილი და სად გადადის გზა, რომელზეც ეს საფლავი იყო ))
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: "ლეკის საფლავი"

Postby დავითაუ წიკლაური » 26 Sep 2012 19:22

გზა (ბილიკი) რომელზეც ეს საფლავი შემხვდა თლიართაში მიდის, დაღესტანის ერთ ერთ თემში... სავარაუდოდ ამ თემში გავრცელებულ დიალექტზე იქნება წარწერაც შესრულებული.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: "ლეკის საფლავი"

Postby დავითაუ წიკლაური » 27 Sep 2012 23:25

"წარწერა არაბულია, საფლავის ქვაზე პიროვნების სახელია აღნიშნული. საოცარია ის, რომ პირველი სტრიქონი აშკარად თანამედროვე არაბული ციფრებია 196? თუ ეს თარიღია, ბოლო ციფრი არ ჩანს. 2. წარწერაზე ცალკეული ასოები ჩანს. 3. ჰამზა იბნ(ძე) 4.მუჰამმად ’ამრ (სახელია)-ისა 5 . ბოლო სტრიქონი არის ნისბა, წარმომავლობის სახელი. თითქოს ას-საიმარტი?


შეიძლება სასულიერო პირი იყო და ამიტომ არაბული გამოიყენეს. თუმცა კი ეს ისეთი არაბული წარწერაა, რომელიც სხვა ენებზეც შეიძლება წაიკითხო, თუ ანბანი იცი."

ამ ეტაპზე მხოლოდ ეს გავიგე ))
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)