კადეშის ბრძოლა - 1274 წ. ჩვ. წ. აღ.-მდე

საქართველოს ზოგადი და მსოფლიოს სამხედრო ისტორია
User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

კადეშის ბრძოლა - 1274 წ. ჩვ. წ. აღ.-მდე

Postby Avaza » 16 May 2011 00:04

კაი ხანი მინდოდა ამ თემის გახსნა და ეხლა ვხსნი ... :)

ძველი წელთაღრიცხვის 1274 წელს ეხლანდელი სირიის ქალაქ კადეშთან მოხდა ძველი სამყაროს ერთერთი ყველაზე დიდი ბრძოლა ეგვიპტის და ხეთების არმიებს შორის.

: ძალები და მეთაურები :

ეგვიპტის იმპერია - ფარაონი რამზეს II - 20.000
ხეთების იმპერია - მეფე მუვატალი II - 40.000

ეგვიპტელების არმია შედგებოდა 4 დივიზიისგან, თითოეულში იყო 5.000 ჯარისკაცი 500 ეტლით. ცნობილია ამ "დივიზიების" სახელებიც, რომლებიც ეგვიპტური ღმერთების მიხედვით ერქვათ. მომყავს ბრძოლის დროს წყობით:

I. ამონ - იდგა რამზესის პირად დაცვასთან ერთად ძირითად ბანაკში.
II. რა - მიემართებოდა ამონის უკან. ამ დივიზიაში იყვნენ ფარაონის შვილები.
III. პტაჰ - მიყვებოდა უკან რას.
IV სეტ - არმიის არიერგარდი. რეზერვი.

რამზესმა ბანაკი კადეშის ჩრდილოეთით დასცა, მან არ იცოდა რომ მტერი დიდი ძალებით უკვე ქალაქში იყო. დაენდო რა ბედუინების მონაცემებს, რომლებიც მოსყიდულები იყვნენ.

როცა დივიზია რა მიუახლოვდა ბანაკს კადეშიდან გამოიჭრა 2.000 მეეტლე, რომლებმაც შემოაურეს მთას და ფლანგიდან ორ ტალღად მოულოდნელად დაარტყეს სალაშქრო წყობაში მყოფ გაწელილ ეგვიპტელებს. დივიზია აირია და გაიქცა მთავარი ბანაკისკენ. უკან მომავალი ორი დივიზია ძალიან შორს იყო ბრძოლის ველიდან.

პარალელურად თავს დაესხნენ ამონის დივიზიას და ბანაკს სადაც რამზესი იყო. ხეთები ბანაკში შეიჭრნენ ... ეგვიპტელები კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. ხეთებმა მოგების ირწმუნეს და ბანაკის ძარცვა დაიწყეს. ზოგიერთი ეგვიპტური დანაყოფი გაიქცა ბრძოლის ველიდან.

რამზესი მაინც არ დაიბნა, გადააწყო ქვედანაყოფები და კონტრშეტევაზე გადავიდა. ზუსტად ამ დროს ბრძოლაში ჩაება ახლად მოსული დივიზია პტაჰ. ხეთებმა უკან დაიხიეს.

მუვატალიმ 1.000 მეეტლე და 4.000 ქვეითი მიახმარა ბანაკთან მებრძოლ ხეთებს. ხეთებს შეიარაღება ჰქონდათ უკეთესი, მაგრამ ეგვიპტელების მეეტლეები უფრო მობილურები იყვნენ. ბოლო მომენტში რამზესმა პირადად შეუტია ხეთებს და ბრძოლას მოუსწრო სეტმა ... ფარაონის ბრძანებით ადგილზე კლავდნენ დეზერტირებს. გააფთრებული ბრძოლა საღამოსკენ ჩაცხრა. ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.

გამარჯვებულად ორივე მმართველმა საკუთარი თავი გამოაცხადა.

პ.ს. მიახლოებით ასე იყო .. :)

http://www.reshafim.org.il/ad/egypt/ram ... mpaign.htm

Image

Image

"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 16 May 2011 11:26

რამზესი კლავს ტყვეებს

Image

Image

რამზეს II

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re:

Postby დავითაუ წიკლაური » 16 May 2011 12:07

რამზეს II

Image[/quote]
სათნო და სიმპათიური მოხუცია :roll: :) :)
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

Hannibal
ფორუმელი
Posts: 531
Joined: 14 Jun 2009 22:58

Re:

Postby Hannibal » 17 May 2011 17:55

რამზეს II

Image[/quote]

ნეტა რა ფერის კანი ქონდა?
კიდევ ქადეშის ბრძოლისას რაღაც მანათობელი ხმალი იხმარაო. თუმცა ალბათ მისტიკაა.
ამ ფარაონმა "ზღვის ხალხები"დან ერთერთი >>>შარდანები დაამარცხა. ესენი როგორც ფიქრობენ ქალაქ სარდიდან იყვნენ და ბევრი ხეტიალის მერე სარდინიაში დასახლდნენ. მუვათალის კიდევ ალბათ ჩვენი წინაპრებიც ეყოლებოდა ჯარში.

User avatar
force
ფორუმელი
Posts: 666
Joined: 14 Jan 2010 22:41

Re: Re:

Postby force » 17 May 2011 18:06

დავითაუ წიკლაური wrote:რამზეს II

Image

სათნო და სიმპათიური მოხუცია :roll: :) :)[/quote]


სულ არ შეცვლილა

User avatar
Capitan Alatriste
ფორუმელი
Posts: 723
Joined: 22 Nov 2009 02:07

Re: კადეშის ბრძოლა - 1274 წ. ჩვ. წ. აღ.-მდე

Postby Capitan Alatriste » 26 May 2011 12:14

მოკლედ მაგარი ბრძოლა იყო! ამ ბრძოლის ტაქტიკურ მონახაზს ბევრ სამხედრო სასცავლებელში ასწავლიან და მინდა გითხრათ, რომ ხეთებმა ეგვიპტელები გაანადგურეს, როგორც სამხედრო ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ სემდეგ დინასტიური ქორწინების წყალობით სტატუს ქვოს შენარჩუნება მოხერხდა! მოკლედ შემიზლია ამ ბრზოლის ისტორია და მონახაზი დაწვრილებით დავწერო აქ ვისაც დაგაინტერესებთ!
Esto es un tercio espanol

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: Re:

Postby arcivi9 » 26 May 2011 12:42

force wrote:
დავითაუ წიკლაური wrote:რამზეს II

Image

სათნო და სიმპათიური მოხუცია :roll: :) :)



სულ არ შეცვლილა

ერთი მაგის კლონი უნდა გააკეთონ 8-)
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.


მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა



ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 11 Apr 2013 10:25

კადეში, 2013 წლის მარტი ... :)

"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)