
ძველი წელთაღრიცხვის 1274 წელს ეხლანდელი სირიის ქალაქ კადეშთან მოხდა ძველი სამყაროს ერთერთი ყველაზე დიდი ბრძოლა ეგვიპტის და ხეთების არმიებს შორის.
: ძალები და მეთაურები :
ეგვიპტის იმპერია - ფარაონი რამზეს II - 20.000
ხეთების იმპერია - მეფე მუვატალი II - 40.000
ეგვიპტელების არმია შედგებოდა 4 დივიზიისგან, თითოეულში იყო 5.000 ჯარისკაცი 500 ეტლით. ცნობილია ამ "დივიზიების" სახელებიც, რომლებიც ეგვიპტური ღმერთების მიხედვით ერქვათ. მომყავს ბრძოლის დროს წყობით:
I. ამონ - იდგა რამზესის პირად დაცვასთან ერთად ძირითად ბანაკში.
II. რა - მიემართებოდა ამონის უკან. ამ დივიზიაში იყვნენ ფარაონის შვილები.
III. პტაჰ - მიყვებოდა უკან რას.
IV სეტ - არმიის არიერგარდი. რეზერვი.
რამზესმა ბანაკი კადეშის ჩრდილოეთით დასცა, მან არ იცოდა რომ მტერი დიდი ძალებით უკვე ქალაქში იყო. დაენდო რა ბედუინების მონაცემებს, რომლებიც მოსყიდულები იყვნენ.
როცა დივიზია რა მიუახლოვდა ბანაკს კადეშიდან გამოიჭრა 2.000 მეეტლე, რომლებმაც შემოაურეს მთას და ფლანგიდან ორ ტალღად მოულოდნელად დაარტყეს სალაშქრო წყობაში მყოფ გაწელილ ეგვიპტელებს. დივიზია აირია და გაიქცა მთავარი ბანაკისკენ. უკან მომავალი ორი დივიზია ძალიან შორს იყო ბრძოლის ველიდან.
პარალელურად თავს დაესხნენ ამონის დივიზიას და ბანაკს სადაც რამზესი იყო. ხეთები ბანაკში შეიჭრნენ ... ეგვიპტელები კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. ხეთებმა მოგების ირწმუნეს და ბანაკის ძარცვა დაიწყეს. ზოგიერთი ეგვიპტური დანაყოფი გაიქცა ბრძოლის ველიდან.
რამზესი მაინც არ დაიბნა, გადააწყო ქვედანაყოფები და კონტრშეტევაზე გადავიდა. ზუსტად ამ დროს ბრძოლაში ჩაება ახლად მოსული დივიზია პტაჰ. ხეთებმა უკან დაიხიეს.
მუვატალიმ 1.000 მეეტლე და 4.000 ქვეითი მიახმარა ბანაკთან მებრძოლ ხეთებს. ხეთებს შეიარაღება ჰქონდათ უკეთესი, მაგრამ ეგვიპტელების მეეტლეები უფრო მობილურები იყვნენ. ბოლო მომენტში რამზესმა პირადად შეუტია ხეთებს და ბრძოლას მოუსწრო სეტმა ... ფარაონის ბრძანებით ადგილზე კლავდნენ დეზერტირებს. გააფთრებული ბრძოლა საღამოსკენ ჩაცხრა. ორივე მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია.
გამარჯვებულად ორივე მმართველმა საკუთარი თავი გამოაცხადა.
პ.ს. მიახლოებით ასე იყო ..

http://www.reshafim.org.il/ad/egypt/ram ... mpaign.htm

