გერმანიის III რაიხის არმიის ქართული ლეგიონი 1941-1945

საქართველოს ზოგადი და მსოფლიოს სამხედრო ისტორია
User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 30 Mar 2010 01:04

რაო და რუსული და ქართული ბატალიონები ნორმანდიაში ხიშტებით უტევენ ამერიკელებს, ისინი ვერ უძლებენ და გარბიანო ... :)
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
CZ88
ფორუმელი
Posts: 935
Joined: 14 Apr 2009 22:50
Location: Germany, BW

Re: გერმანიის III რაიხის არმიის ქართული ლეგიონი 1941-1945

Postby CZ88 » 30 Mar 2010 01:12

Avaza wrote:რაო და რუსული და ქართული ბატალიონები ნორმანდიაში ხიშტებით უტევენ ამერიკელებს, ისინი ვერ უძლებენ და გარბიანო .

აჰა :) მადლობთ, არმორ.
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..

Estel
ფორუმელი
Posts: 773
Joined: 16 Mar 2010 15:34

Re: გერმანიის III რაიხის არმიის ქართული ლეგიონი 1941-1945

Postby Estel » 21 May 2010 09:04

http://www.tavisupleba.org/content/article/2035814.html

ჯერ არ მინახავს, საინტერესო ჩანს ისე
"You have to be realistic about these things." (L.N.)

User avatar
Sturmführer
ფორუმელი
Posts: 4
Joined: 20 Jun 2010 19:15

Re: გერმანიის III რაიხის არმიის ქართული ლეგიონი 1941-1945

Postby Sturmführer » 20 Jun 2010 19:53

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა და პოლონეთის დაცემის შემდეგ ქართული შენაერთი მესამე რაიხის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, რომელიც საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის ემზადებოდა. ნაცისტების აღმოსავლური კამპანიის ერთ-ერთი მიზანი მრავალეროვანი სახელმწიფოს დაშლა იყო. ამ პოლიტიკის გასატარებლად გერმანელებს განზრახული ჰქონდათ მარიონეტული მთავრობების შექმნა, რომლებიც მთლიანად მესამე რაიხს დაექვემდებარებოდნენ. ამიტომ ევროპის დაპყრობილ ტერიტორიებზე დაიწყეს ეროვნული ორგანიზაციების შექმნა, რომლებსაც ბოლშევიზმისაგან დამონებული ხალხები უნდა ეხსნა.

1938 წელს ბერლინში შეიქმნა “ქართული ბიურო”, რომელიც “კავკასიურ ბიუროდ” გადაკეთდა.
1939 წელს რომში ჩატარდა ვარშავის, პრაღისა და ბერლინის ქართული ნაციონალური ორგანიზაციების საერთო ყრილობა, სადაც გადაწყდა “ქართული ნაციონალური კომიტეტის” დაარსება. 1940 წლის ზაფხულში ქართველებმა მოლაპარაკება დაიწყეს კავკასიელ მთიელთა ემიგრაციის ლიდერ ჰაიდარ ბამატთან საერთო-კავკასიური ფაშისტური პარტიის შექმნის შესახებ. მომავალი გათავისუფლებული საქართველოს ხელისუფლების ლიდერად შეირჩა დიდი თავადი ბაგრატიონ-მუხრანელი.

საბჭოეთთან ომის დაწყების შემდეგ ჰიტლერელებმა გადაწყვიტეს წითელარმიელ ტყვეთაგან და ემიგრანტებისგან შეექმნათ სამხედრო ფორმირებები, რომლებიც ისევე შეებრძოლებოდნენ წითელ არმიას, როგორც გერმანელი ჯარისკაცები. აღმოსავლეთის ფრონტზე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისგან შემდგარი (ყოფილი საბჭოთა მოქალაქეები) პირველი ლეგიონი იყო “თურქესტანი” (1941 წ. ნოემბერი), რომელშიც ირიცხებოდნენ არა მარტო შუა აზიის რესპუბლიკებისა და ყაზახეთის წარმომადგენლები, არამედ ვოლგისპირელი თათრები, ბაშკირები და აზერბაიჯანელებიც. მოგვიანებით შეიქმნა ლეგიონები: “ურალი” (თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები) “აზერბაიჯანი” და “ჩრდილოეთი კავკასია”.

ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი (სადაც ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ) პოლონეთის დასახლება კრუშნაში იყო. მალე ქართული ლეგიონის შტაბი ლიტვის ქალაქ მარიამპოლეში გადაიტანეს და 1942 წლის იანვარში მის მეთაურად პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე დანიშნეს. პროპაგანდისტული მიზნებისათვის შტაბთან აგრეთვე შეიქმნა “ქართული ნაციონალური კომიტეტი”, რომელიც დევნილი ხელისუფლების ფუნქციებს ასრულებდა. ოკუპირებული ტერიტორიების გერმანელმა გამგებელმა ჩინოვნიკებმა არაორაზროვნად მიანიშნეს ნაციონალური კომიტეტის წევრებს, რომ ომის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ხორვატიისა და სლოვაკეთის მსგავსად დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს სტატუსის აღდგენა.

თავიდან ქართული ლეგიონის ბირთვს წარმოადგენდა პროგერმანულად განწყობილი ემიგრანტების ჯგუფი, რომლებიც უპირატესად ბერლინის ქართულ დიასპორას ეკუთვნოდნენ. შემდეგ მათ შეუერთდნენ ოკუპირებული საფრანგეთისა და ბელგიის დიასპორები. გარდა ამისა, ქართული ლეგიონის რიგები გადმობირებული სამხედრო ტყვეებითა და მოწინააღმდეგის მხარეზე გადასული ქართველი წითელარმიელების ხარჯზეც ივსებოდა. ლეგიონის პირად შემადგენლობაში გაიშალა მასშტაბური პროპაგანდისტული მუშაობა (ქართულენოვანი გაზეთიც კი გამოიცემოდა), რომლის მიზანი იყო ქართველებისთვის ისტორიულ ვითარებაში გარკვევა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში უკანონოდ, ძალისმიერი გზით შეათრიეს, რომ ქვეყანა ოკუპირებული აქვს რუსულ კომუნისტურ რეჟიმს, რომ მისი გათავისუფლება ნებისმიერი მსხვერპლის ფასად უნდა მოხდეს, თუნდაც ნაცისტურ გერმანიასთან კავშირის ფასად.

ყველა ეროვნების ლეგიონერებს, მათ შორის ქართველებსაც გერმანული სამხედრო ფორმით მოსავდნენ, რომელსაც საგანგებოდ შერჩეული განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდა. ქართველ ლეგიონერთა სამხრეები ნაცრისფერი იყო, ალისფერი არშიით, და თეთრი ან ვერცხლისფერი სირმა ამშვენებდა. ოფიცრები ვიწრო, დაგრეხილი თასმებისაგან დაწნულ სამხრეებს ატარებდნენ, რომლებსაც ოქროსფერი ზოლები დაუყვებოდა. სამხედრო ფორმას თეთრი სირმამოვლებული ალისფერი საყელო ჰქონდა. მუნდირის მარცხენა სახელოზე ლეგიონერებს ჰქონდათ შევრონი, რომელზეც ნაციონალური სიმბოლიკა იყო გამოსახული. ქართველების შევრონზე დამოუკიდებელი საქართველოს (1918 წ.) შინდისფერი დროშა იყო. ვერმახტის სამხედრო წესდება არაარიელ ლეგიონერებს უკრძალავდა ნაცისტური ნიშნის (არწივი სვასტიკაზე) ტარებას, ის გერმანელ ჯარისკაცებს მუნდირის მარჯვენა ჯიბის თავზე ჰქონდათ მიმაგრებული. ქართველები გერმანელებზე ნაკლებ არიელებად არ თვლიდნენ თავს და მკერდზე გამორჩეულობის სიმბოლოს მაინც ატარებდნენ. მალე მათ ჩრდილოკავკასიელებმა, აზერბაიჯანელებმა და სომხებმაც მიჰბაძეს.

1942 წლის გაზაფხულზე მარიამპოლიდან ფრონტზე გაიგზავნა ორი ეკიპირებული და გაწვრთნილი ქართული ბატალიონი (795-ე და 796-ე), რომელშიც 2000 მებრძოლი იყო. ერთი წლის შემდეგ ლიტვის საწვრთნელი ბანაკებიდან ფრონტზე ქართველ ლეგიონერთა მეორე ტალღა გაიგზავნა (797-ე, 798-ე, 799-ე და 828-ე ბატალიონები), რამდენიმე თვის შემდეგ კი, 1943 წლის ზაფხულის მიწურულს _ მესამე (823-ე და 824-ე ბატალიონები). პროპაგანდისტული ეფექტის გასაძლიერებლად ზოგიერთ შენაერთს საქართველოს გამოჩენილი ისტორიული მოღვაწეების სახელები მიანიჭეს: 797-ე ბატალიონს “მეფე ერეკლე II ბაგრატიონი”, 799-ე ბატალიონს “მეფე დავით IV ბაგრატიონ-აღმაშენებელი”. 822-ს _ “თამარ მეფე”, 823-ს _ “შოთა რუსთაველი” და ა.შ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, პოლონეთში განლაგებული ვერმახტის 162-ე ქვეითთა საწვრთნელ ბანაკებში მომზადდა და აღმოსავლეთის ფრონტზე გაიგზავნა სამი სამთო-საეგერო და ორი გრენადერთა ქართული ბატალიონი, სადაც 6000 ჯარისკაცი და ოფიცერი შედიოდა. შემდგომ ქართველი ლეგიონერების მომზადების ტემპი დაჩქარდა და სხვადასხვა ბანაკში გაიწვრთნა და ფრონტზე გაიგზავნა ოც ბატალიონზე მეტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანულ ქვეითთა ბატალიონში 900-იდან 1600 კაცამდე იყო, ხოლო სამთო-მსროლელთა ბატალიონებში _ 600, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა ქართულ ბატალიონში ჯარისკაცებისა და ოფიცრების რიცხვი 20 ათასს აჭარბებდა.

ქართველები მსახურობდნენ მე-11 ცალკეულ საინჟინრო-სამშენებლო ასეულშიც, რომელიც გასამხედროებულ ორგანიზაცია ტოდტა-ში შედიოდა. ქართველების ერთი ნაწილი მსახურობდა გენერალ ვლასოვის განმათავისუფლებელ რუსულ არმიასა და ზოგიერთ უკრაინულ სამხედრო ფორმირებაში (მათ შორის “გალიჩინის” სს-ის დივიზიაში). რუსმა საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტმა ა. ვლასოვმა, რომელიც ვოლხოვის ფრონტის მე-2 დამკვრელური (სანიმუშო) არმიის სარდალი იყო, 1942 წლის ივლისში მთელი არმია (150 ათასზე მეტი ჯარისკაცი თავისი შტაბით და ოფიცრებით) გადაიყვანა გერმანელების მხარეზე. ნაცისტებმა კარგად გამოიყენეს გენერალი ვლასოვი, მის მიერ გაწეული აგიტაცია-პროპაგანდისა და რჩევა-დარიგებების შედეგად ასეული ათასობით რუსი ჯარისკაცი (მთელი დივიზიები) გადადიოდა მოწინააღმდეგის მხარეზე. ბოლოს ა. ვლასოვი რუსეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის (დაახლოებით 500 ათასი რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი) სარდლად დანიშნეს. სვასტიკიანი რუსები (ვლასოველები) თავდაუზოგავად იბრძოდნენ თანამოძმეთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ იჩენდნენ არაადამიანურ სისასტიკეს.

ვლასოველთა ნარჩენები ომის დამთავრების შემდეგაც არ წყვეტდნენ გააფთრებულ ბრძოლას დასავლეთ უკრაინაში, კარპატის მთებში და ბელორუსიის ტყეებში. ქართველი ემიგრანტები კარგ სამსახურს უწევდნენ აბვერსაც. საგანგებო ბანაკებში მათ ასწავლიდნენ სადაზვერვო და სადივერსიო ხერხებს. ომის დასაწყისში აბვერში გაწვრთნილი ქართველი ემიგრანტებისაგან შექმნეს ორგანიზაცია “ტამარა”, რომელსაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჯანყების მომზადება ევალებოდა. 1941 წლის ნოემბერში “ტამარას” დივერსიული ჯგუფი საგანგებო დანიშნულების ბატალიონ “ბერგმანს” (მთიელი) დაუქვემდებარეს. ბატალიონის პირველი, მეოთხე და მეხუთე ასეულები ქართველებისგან შედგებოდა, მე-2 _ ჩრდილოკავკასიელებისაგან, მე-3 _ აზერბაიჯანელებისაგან. ბატალიონი “ბერგმანი” აღმოსავლეთის ფრონტზე 1942 წლის აგვისტოს ბოლოს გაიგზავნა.

მისი პირადი შემადგენლობა არაერთხელ გადაუსვრიათ მტრის ზურგში, სადაც ისინი სადაზვერვო და სადივერსიო დავალებებს ასრულებდნენ. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ მესამე რაიხის მხარეს მებრძოლ ქართველთა საერთო რაოდენობა 30 ათასს არ აღემატებოდა.

საბრძოლო ნათლობა ქართულმა ბატალიონებმა კავკასიისთვის ბრძოლებში მიიღეს. 1942 წლის ზაფხულში კავკასიის მისადგომებთან გერმანული ჯარების შემადგენლობაში მოქმედებდა შვიდი “აღმოსავლური ბატალიონი”, რომლებშიც ირიცხებოდნენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და ჩრდილოკავკასიელები. 1942 წლის ბოლოს და 1943 წლის დასაწყისში კავკასიის ფრონტზე დამატებით გადმოისროლეს 806-ე აზერბაიჯანული, 810-ე სომხური და 842-ე ჩრდილოკავკასიური ბატალიონები, რომლებიც გერმანულ ქვეითთა დივიზიას ექვემდებარებოდნენ.

ამ ბატალიონებში შედიოდა ზემონახსენები “ბერგმანიც”. 1942 წლის სექტემბერში ამ ბატალიონის 25 წევრი გადმოსხეს გროზნოს მახლობლად. მათი მიზანი ნავთობის ობიექტების ხელში ჩაგდება იყო. დივერსანტებმა ვერ შეასრულეს ამოცანა, რადგან გროზნოზე მათი შეტევა საბჭოთა ჯარებმა მოიგერიეს. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა მაინც შეძლო ფრონტის ხაზზე გადასვლა და თან ჩრდი-ლოკავკასიელი ხალხების წითელარმიელთა ერთი ნაწილის მოწინააღმდეგის მხარეზე გადაყვანა, რომლებმაც შემდეგ ეროვნული ბატალიონები შეავსეს. 1942 წლის სექტემბერში “ბერგმანის” მეომრები მოზდოკი-ნალჩიკი-მინერალური წყლების რაიონში, საბჭოთა პარტიზანებს ებრძოდნენ.

1942 წლის ბოლოს “ბერგმანი” სამბატალიონიან პოლკად გადაკეთდა, რომელშიც 2300 ჯარისკაცი და ოფიცერი იყო. კავკასიიდან გერმანული ჯარების უკან დახევისას ქართული ლეგიონები სპობდნენ სამრეწველო ობიექტებსა და არიერგარდულ ბრძოლებს მართავდნენ. მოგვიანებით მათი ერთი ნაწილი ყირიმში გადაისროლეს ანტიპარტიზანული საქმიანობისათვის. თუმცა ყველა ქართულ შენაერთს არ გამოუჩენია ლოიალობა მესამე რაიხის ხელმძღვანელობისადმი. 1942 წლის ოქტომბერში ქართული ბატალიონი “პოლკ გეორგიენ ლეგიონ” სრული შემადგენლობით შეეცადა წითელარმიელთა მხარეს გადასვლას. 750 ქართველი ლეგიონერის აღჭურვილობითა და აღალით საბჭოთა მხარეს გადასვლა დეტალურად იყო გათვლილი და კავკასიის ფრონტის 37-ე არმიის სარდლობასთან შეთანხმებული. ლეგიონერებმა განაცხადეს, რომ არ სურთ ებრძოლონ თანამოძმეებს და მზად არიან გერმანელების იარაღი მათვე დაუმიზნონ, მაგრამ რამდენიმე მოღალატემ გასცა მათი გეგმა და ოპერაცია ჩაიშალა. ამ ფაქტის შეფასებისას ერთმა ტყვე გერმანელმა ოფიცერმა განაცხადა: “გერმანელ ჯარისკაცებს ასეთი სამხედრო ფორმირებების იმედი არ აქვთ, მათ შექმნას ვერმახტის სამხედრო სისუსტეს მიაწერენ”.

1943 წლის მაისში უკრაინის აღმოსავლური ლეგიონების ფორმირებების ცენტრში ქართველი ტყვეებისაგან შეიქმნა ბატალიონი, რომელიც შემდეგ ვერმახტის ქვეითთა დივიზიას შეუერთდა. გერმანულ სარდლობას ამ შენაერთების ტუაფსე-სოხუმის მიმართულებით შეტევის დროს გამოყენება სურდა, მაგრამ კავკასიის ფრონტზე მარცხის შემდეგ დივიზია ზურგში, დონეცკის ფრონტზე, პირველი სატანკო არმიის რეზერვში გადაიყვანეს.

ოპერაცია “ციტადელის” დაწყებისას, ივლისის პირველ დღეებში, 198-ე დივიზიის ქართული ბატალიონი გააერთიანეს მე-4 სატანკო არმიის მე-3 სატანკო კორპუსში, რომელიც ბელგოროდიდან კურსკის მიმართულებით იგერიებდა ორიოლიდან მე-9 არმიის შეტევას. ქართული ლეგიონის მეთაური კაპიტანი ფონ მიულერი სარდლობას მოახსენებდა, რომ “ქართველმა ლეგიონერებმა თავი გამოიჩინეს ქუჩების პატრულირების დროს, ხიდების დაცვისას და პოზიციების მშენებლობისას გამართულ ბრძოლებში”. შემოდგომისთვის მე-4 სატანკო არმიაში შემავალ ქვეითთა დივიზიის ამოცანა ქალაქ ხარკოვის აღმოსავლეთით განლაგებული, საკომუნიკაციო სისტემების დაცვა და შენარჩუნება იყო. 1943 წლის აგვისტოში ფრონტის ხაზზე მყოფი ლეგიონერები ქართული შენაერთების მეთაურმა პოლკოვნიკმა შალვა მაღლაკელიძემ მოინახულა. საბჭოთა ჯარების კონტრშეტევაზე გადასვლის შემდეგ, 198-ე დივიზიის ქართველი ლეგიონერები ხარკოვის მისადგომებთან იბრძოდნენ, ვერმახტის ჯარების უკან დახევისას კი (1943 წ.) დაცვით სამსახურს ეწეოდნენ კრემენჩუგისა და კიროვოგრადის რაიონებში. კურსკისა და ბელგოროდის ბრძოლებში სხვა ქართული შენაერთებიც მონაწილეობდნენ: მომარაგების რამდენიმე ასეული, საგზაო-სამშენებლო და სადარაჯო ასეული (ოპერატიული ჯგუფი “კემპფ”-ის შემადგენლობაში).

მიუხედავად გერმანელი სარდლობის მტკიცებისა და პროპაგანდისა, რომ ლეგიონერებსა და სხვა შენაერთებს თანაბარი სტატუსი ჰქონდათ, სინამდვილეში მათ ხშირად საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ, მათ ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთზე გზავნიდნენ. უკან დახევისას კი ძირითადი ნაწილების ზურგის დაცვას აიძულებდნენ, აღმოსავლური ბატალიონების ალყაში მოხვედრისას კი არ ჩქარობდნენ მათ გამოხსნას. ამიტომაც “აღმოსავლურ ლეგიონებში” სწრაფად დაეცა საბრძოლო სული და თავი იჩინა უიმედობამ, რასაც დეზერტირობა მოჰყვა.

1943 წელს ჰიტლერმა ყველა “აღმოსავლური ლეგიონის”, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხალხებისაგან შედგებოდა, განიარაღება და მათი პირადი შემადგენლობის სამუშაო ძალად გამოყენება გადაწყვიტა. ვერმახტის უმაღლესმა ხელისუფლებამ შეძლო, დაერწმუნებინა ფიურერი, რომ ამას შეიძლებოდა კატასტროფული შედეგი მოჰყოლოდა, იმ დროისთვის ხომ “აღმოსავლურ ლეგიონებში” 427 ათასზე მეტი ყოფილი საბჭოთა მოქალაქე (80% რუსი) ირიცხებოდა, რაც 30 გერმანულ დივიზიას უდრიდა. ამიტომაც გადაწყდა, კი არ დაეშალათ “აღმოსავლური ლეგიონები”, არამედ საბრძოლო მოქმედებების მეორეხარისხოვან თეატრში გადაეყვანათ. მაგალითად: საფრანგეთში, იტალიაში, ბალკანეთზე. ქართულ ნაციონალურ კომიტეტს და მარიამპოლის ცენტრს უბრძანეს, საჩქაროდ გადასულიყვნენ ქალაქ კონფლანში (საფრანგეთი). სსრკ-ის ტერიტორიაზე მყოფი ქართული ბატალიონები ნორმანდიასა და ბრეტანში (ჩრდილო საფრანგეთი) გადაისროლეს, რამაც ქართველი ლეგიონერების ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ საქმე შეტაკებამდეც მივიდა. ლიტვაში დისლოცირებულ ქართულ შენაერთებში დაიწყო მასობრივი დეზერტირობა. ქართველები ლიტველ “ტყის ძმებს” _ პარტიზანებს უერთდებოდნენ, რომლებიც ფაშისტებს ებრძოდნენ, ხოლო გერმანელების ლიტვიდან გასვლისა და რუსების შემოსვლის შემდეგ წითელ არმიასთან გააგრძელეს ბრძოლა.

პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე ქართული ლეგიონების სარდლობიდან გაათავისუფლეს და ბალტიისპირეთში გერმანულ ნაწილში გადაიყვანეს. 1944 წელს მისი დამსახურების აღსანიშნავად პოლკოვნიკს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.
ქართული ლეგიონების უმრავლესობა საფრანგეთში აღმოჩნდა. ზოგი ატლანტიკის სანაპიროს დაცვაში მსახურობდა, ზოგი კი, მაგალითად, 795-ე ბატალიონი, შერბურში, მე-7 არმიის შემადგენლობაში, 797-ე _ გრენვილში, 709-ე ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში, 798-ე სან-ნაზერში, 384-ე ქვეითთა დივიზიის შემადგენლობაში, 822-ე ლიონის მიდამოებში, შემდეგ კი ზანდფოორტში (ჰოლანდია), 344-ე ქვეითთა პოლკის შემადგენლობაში, რომელიც კუნძულ გერნსზე დისლოცირებულ მე-7 არმიაში ირიცხებოდა.

799-ე ქართულ ბატალიონს გერმანელები საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში პარტიზანებთან საბრძოლველად იყენებდნენ. ეს შენაერთი 25-ე საარმიო კორპუსს ექვემდებარებოდა. 1943 წლის დეკემბრის დასაწყისში 198-ე დივიზიის ქართული ბატალიონი იტალიაში გადაისროლეს, სადაც სს-ის მე-2 სატანკო ბრიგადის შემადგენლობაში ჯუნეო-დომოდოსოლესა და ბრეშიას მიდამოებში პარტიზანებს ებრძოდა.

ჰიტლერის 1943 წელს გამოცემული ბრძანების თანახმად, არც ერთი აღმოსავლური ლეგიონის შენაერთი ბატალიონზე დიდი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ პოლკი “ბერგმანიც” რამდენიმე ბატალიონად განაწილდა. ქართული “ბერგმანი” 1943 წლის აგვისტოში გადაიყვანეს ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც სანაპირო ზოლს იცავდა აკ-მეჩეთიდან ევპატორიის ჩათვლით. სექტემბერში ქართველები სევასტოპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაისროლეს. ბატალიონი იცავდა სანაპირო გზას ფაროსიდან ალუშტამდე და დაზვერვით სამუშაოებს ატარებდა მთებში, საბჭოთა პარტიზანებს ებრძოდა. 1943 წლის 24 ოქტომბერს საბჭოთა ჯარებმა მელიტოპოლის ჩრდილოეთით მე-6 არმიის თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიეს და ნოღაის ველების გავლით დნეპრის ქვედაწელისაკენ დაეშვნენ. მოახლოებული საფრთხე იწინასწარ-მეტყველა მე-17 გერმანული არმიის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ე. ნეკემ და მოამზადა თავისი არმიის პერეკოპის გავლით ყირიმიდან გასვლის გეგმა. ამ ოპერაციისთვის გერმანული დივიზიები, მათ შორის 153-ე დივიზია, რომელშიც ქართული ბატალიონი “ბერგმანი” შედიოდა, ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გადაიყვანეს.

ქართველები სივაშის ყელის სამხრეთით, სოფელ ბესჩესნოესთან დააბანაკეს, მაგრამ 28 ოქტომბერს ჰიტლერმა გააუქმა ოპერაცია. ნოემბრის დასაწყისში საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს პერეკოპის ყელი და გადალახეს სივაში. 1-ელ ოქტომბერს ქართულმა ბატალიონმა “ბერგმანმა” სივაშის რაიონში საბჭოთა ჯარების მოგერიებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის ბრძანება მიიღო. ქართული კავალერიის ესკადრონის შეტევის შემდეგ, რომელსაც თავადი მ. დადიანი მეთაურობდა, სივაშის რაიონი საბჭოთა ჯარებისგან გაიწმინდა. მომდევნო ერთკვირიანი ბრძოლების დროს ქართული შენაერთი გერმანულ ნაწილებთან ერთად ცდილობდა, არ დაეშვა მოწინააღმდეგის ნახევარკუნძულზე შეჭრა. ამ ბრძოლების შემდეგ გენერალ-ფელდმარშალმა ე. ფონ კლაისტმა წერილობითი მადლობა გამოუცხადა ქართული ბატალიონის “ბერგმანის” მეთაურს ობერ-ლეიტენანტ ე. ბრანდს.

1943 წლის აპრილში ყირიმიდან ევაკუირებულ იქნა გერმანული სამხედრო შენაერთები, მათ შორის ბატალიონი “ბერგმანი” და სხვა ქართველი ლეგიონები: საველე ბატალიონი 1/9 და სამთო-მსროლელი ბატალიონი 11/4, მომარაგების ორი ასეული და ორი სამშენებლო ასეული. ბატალიონი “ბერგმანი” გადაისროლეს საბერძნეთში, დანარჩენები კი _ საფრანგეთში.

1944 წლის ზაფხულში გაიხსნა მეორე ფრონტი. მოკავშირეები მასირებულად გადმოსხდნენ ევროპაში, საფრანგეთის ჩრდილოეთში, ნორმანდიაში. საბჭოთა ჯარები პოლონეთისა და უნგრეთის საზღვრებს მიუახლოვდნენ. დაიწყო მესამე რაიხის აგონია. იალტის კონფერენციის დროს სხვა დოკუმენტებთან ერთად მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც საბჭოთა მხარეს უნდა გადასცემოდა ყველა ყოფილი საბჭოთა მოქალაქე ტყვე, რომლებიც მოკავშირეთა კონტროლირებად ევროპის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
შეთანხმება, რა თქმა უნდა, ქართველ ლეგიონერებსაც შეეხებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, რას უმზადებდა მათ საბჭოთა მთავრობა. ამიტომ იოლად ბარდებოდნენ ტყვედ დასავლელ მოკავშირეებს იმ იმედით, რომ სიცოცხლეს მაინც შეინარჩუნებდნენ.

იყო სხვა შემთხვევებიც. წარუმატებელი ფსიქოლოგიური ომის წარმოების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ამერიკელების მიერ სამი სომხური და ერთი ქართული ლეგიონის დისლოცირების ადგილებში პროპაგანდისტული ფურცლების ჩამოყრა. ფურცლები ლეგიონერებს იარაღის დაყრასა და ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებას მოუწოდებდა. სამაგიეროდ ჰპირდებოდნენ, რომ მათ საბჭოთა კავშირს გადასცემდნენ. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ეს ბატალიონები იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და ბრიტანელებმა ხელთ მხოლოდ რამდენიმე მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი და ოფიცერი იგდეს. ქართული ლეგიონის უდიდეს ნაწილს ასეთი “გაფრთხილება” არ მიუღია და ომის დასასრულს დასავლეთის ფრონტზე ნებით დაყარა იარაღი.

ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე დისლოცირებულმა ერთ-ერთმა ქართულმა ბატალიონმა 1945 წლის აპრილში აჯანყება მოაწყო. მოკავშირეთა მხარე დაიჭირა და კუნძულზე განლაგებული გერმანელების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 800 ქართველი ლეგიონერი კაპიტან ლოლაძის მეთაურობით ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა რიცხვმრავალ მტერს, რომლის დროსაც მებრძოლთა ორი მესამედი დაკარგა, ბოლოს კი კუნძულის გასათავისუფლებლად გადმოსროლილ კანადურ სამხედრო ფორმირებებს ჩაბარდა ტყვედ.
ომის დამთავრების შემდეგ საბჭოეთის ქვეყნების ყველა ყოფილი მოქალაქე ტყვე, მათ შორის ქართველი ტექსელელებიც, მოკავშირეებმა საბჭოთა ხელისუფლებას გადმოსცეს.

User avatar
lasha99
ფორუმელი
Posts: 35
Joined: 28 Mar 2011 09:20

ვერმახტის ქართული ლეგიონები

Postby lasha99 » 13 May 2011 10:44

პოსტში თავმოყრილია ინფორმაცია ქართველ ვერმახტელებზე, რომლებიც გერმანელებთან "თანამშრომლობის სახით" ცდილობდნენ საბჭოთა იმპერიიდან საქართველოს გამოყოფას და დამოუკიდებლობის მოპოვებას .. მაშ ასე: _ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა და პოლონეთის დაცემის შემდეგ ქართული შენაერთი მესამე რაიხის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, რომელიც საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის ემზადებოდა. ნაცისტების აღმოსავლური კამპანიის ერთ-ერთი მიზანი მრავალეროვანი სახელმწიფოს დაშლა იყო. ამ პოლიტიკის გასატარებლად გერმანელებს განზრახული ჰქონდათ მარიონეტული მთავრობების შექმნა, რომლებიც მთლიანად მესამე რაიხს დაექვემდებარებოდნენ. ამიტომ ევროპის დაპყრობილ ტერიტორიებზე დაიწყეს ეროვნული ორგანიზაციების შექმნა, რომლებსაც ბოლშევიზმისაგან დამონებული ხალხები უნდა ეხსნა.

1938 წელს ბერლინში შეიქმნა “ქართული ბიურო”, რომელიც “კავკასიურ ბიუროდ” გადაკეთდა. 1939 წელს რომში ჩატარდა ვარშავის, პრაღისა და ბერლინის ქართული ნაციონალური ორგანიზაციების საერთო ყრილობა, სადაც გადაწყდა “ქართული ნაციონალური კომიტეტის” დაარსება. 1940 წლის ზაფხულში ქართველებმა მოლაპარაკება დაიწყეს კავკასიელ მთიელთა ემიგრაციის ლიდერ ჰაიდარ ბამატთან საერთო-კავკასიური ფაშისტური პარტიის შექმნის შესახებ. მომავალი გათავისუფლებული საქართველოს ხელისუფლების ლიდერად შეირჩა დიდი თავადი ბაგრატიონ-მუხრანელი.

საბჭოეთთან ომის დაწყების შემდეგ ჰიტლერელებმა გადაწყვიტეს წითელარმიელ ტყვეთაგან და ემიგრანტებისგან შეექმნათ სამხედრო ფორმირებები, რომლებიც ისევე შეებრძოლებოდნენ წითელ არმიას, როგორც გერმანელი ჯარისკაცები. აღმოსავლეთის ფრონტზე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისგან შემდგარი (ყოფილი საბჭოთა მოქალაქეები) პირველი ლეგიონი იყო “თურქესტანი” (1941 წ. ნოემბერი), რომელშიც ირიცხებოდნენ არა მარტო შუა აზიის რესპუბლიკებისა და ყაზახეთის წარმომადგენლები, არამედ ვოლგისპირელი თათრები, ბაშკირები და აზერბაიჯანელებიც. მოგვიანებით შეიქმნა ლეგიონები: “ურალი” (თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები) “აზერბაიჯანი” და “ჩრდილოეთი კავკასია”.

ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი (სადაც ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ) პოლონეთის დასახლება კრუშნაში იყო. მალე ქართული ლეგიონის შტაბი ლიტვის ქალაქ მარიამპოლეში გადაიტანეს და 1942 წლის იანვარში მის მეთაურად პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე დანიშნეს. პროპაგანდისტული მიზნებისათვის შტაბთან აგრეთვე შეიქმნა “ქართული ნაციონალური კომიტეტი”, რომელიც დევნილი ხელისუფლების ფუნქციებს ასრულებდა. ოკუპირებული ტერიტორიების გერმანელმა გამგებელმა ჩინოვნიკებმა არაორაზროვნად მიანიშნეს ნაციონალური კომიტეტის წევრებს, რომ ომის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ხორვატიისა და სლოვაკეთის მსგავსად დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს სტატუსის აღდგენა.

Image
სტატია გაზეთ “საქართველოში”

თავიდან ქართული ლეგიონის ბირთვს წარმოადგენდა პროგერმანულად განწყობილი ემიგრანტების ჯგუფი, რომლებიც უპირატესად ბერლინის ქართულ დიასპორას ეკუთვნოდნენ. შემდეგ მათ შეუერთდნენ ოკუპირებული საფრანგეთისა და ბელგიის დიასპორები. გარდა ამისა, ქართული ლეგიონის რიგები გადმობირებული სამხედრო ტყვეებითა და მოწინააღმდეგის მხარეზე გადასული ქართველი წითელარმიელების ხარჯზეც ივსებოდა. ლეგიონის პირად შემადგენლობაში გაიშალა მასშტაბური პროპაგანდისტული მუშაობა (ქართულენოვანი გაზეთიც კი გამოიცემოდა), რომლის მიზანი იყო ქართველებისთვის ისტორიულ ვითარებაში გარკვევა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში უკანონოდ, ძალისმიერი გზით შეათრიეს, რომ ქვეყანა ოკუპირებული აქვს რუსულ კომუნისტურ რეჟიმს, რომ მისი გათავისუფლება ნებისმიერი მსხვერპლის ფასად უნდა მოხდეს, თუნდაც ნაცისტურ გერმანიასთან კავშირის ფასად.

ყველა ეროვნების ლეგიონერებს, მათ შორის ქართველებსაც გერმანული სამხედრო ფორმით მოსავდნენ, რომელსაც საგანგებოდ შერჩეული განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდა. ქართველ ლეგიონერთა სამხრეები ნაცრისფერი იყო, ალისფერი არშიით, და თეთრი ან ვერცხლისფერი სირმა ამშვენებდა. ოფიცრები ვიწრო, დაგრეხილი თასმებისაგან დაწნულ სამხრეებს ატარებდნენ, რომლებსაც ოქროსფერი ზოლები დაუყვებოდა. სამხედრო ფორმას თეთრი სირმამოვლებული ალისფერი საყელო ჰქონდა. მუნდირის მარცხენა სახელოზე ლეგიონერებს ჰქონდათ შევრონი, რომელზეც ნაციონალური სიმბოლიკა იყო გამოსახული. ქართველების შევრონზე დამოუკიდებელი საქართველოს (1918 წ.) შინდისფერი დროშა იყო. ვერმახტის სამხედრო წესდება არაარიელ ლეგიონერებს უკრძალავდა ნაცისტური ნიშნის (არწივი სვასტიკაზე) ტარებას, ის გერმანელ ჯარისკაცებს მუნდირის მარჯვენა ჯიბის თავზე ჰქონდათ მიმაგრებული. ქართველები გერმანელებზე ნაკლებ არიელებად არ თვლიდნენ თავს და მკერდზე გამორჩეულობის სიმბოლოს მაინც ატარებდნენ. მალე მათ ჩრდილოკავკასიელებმა, აზერბაიჯანელებმა და სომხებმაც მიჰბაძეს.

Image
ქართველი ვერმახტელების საბრძოლო ფორმა
Image
ნიშნები,რომლებითაც გამოირჩეოდნენ ქართველი ლეგიონერები ვერმახტის სხვა შენაერთების მებრძოლებიდან
Image

საბრძოლო ნათლობა ქართულმა ბატალიონებმა კავკასიისთვის ბრძოლებში მიიღეს. 1942 წლის ზაფხულში კავკასიის მისადგომებთან გერმანული ჯარების შემადგენლობაში მოქმედებდა შვიდი “აღმოსავლური ბატალიონი”, რომლებშიც ირიცხებოდნენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და ჩრდილოკავკასიელები. 1942 წლის ბოლოს და 1943 წლის დასაწყისში კავკასიის ფრონტზე დამატებით გადმოისროლეს 806-ე აზერბაიჯანული, 810-ე სომხური და 842-ე ჩრდილოკავკასიური ბატალიონები, რომლებიც გერმანულ ქვეითთა დივიზიას ექვემდებარებოდნენ.

ამ ბატალიონებში შედიოდა ზემონახსენები “ბერგმანიც”. 1942 წლის სექტემბერში ამ ბატალიონის 25 წევრი გადმოსხეს გროზნოს მახლობლად. მათი მიზანი ნავთობის ობიექტების ხელში ჩაგდება იყო. დივერსანტებმა ვერ შეასრულეს ამოცანა, რადგან გროზნოზე მათი შეტევა საბჭოთა ჯარებმა მოიგერიეს. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა მაინც შეძლო ფრონტის ხაზზე გადასვლა და თან ჩრდი-ლოკავკასიელი ხალხების წითელარმიელთა ერთი ნაწილის მოწინააღმდეგის მხარეზე გადაყვანა, რომლებმაც შემდეგ ეროვნული ბატალიონები შეავსეს. 1942 წლის სექტემბერში “ბერგმანის” მეომრები მოზდოკი-ნალჩიკი-მინერალური წყლების რაიონში, საბჭოთა პარტიზანებს ებრძოდნენ.

1942 წლის ბოლოს “ბერგმანი” სამბატალიონიან პოლკად გადაკეთდა, რომელშიც 2300 ჯარისკაცი და ოფიცერი იყო. კავკასიიდან გერმანული ჯარების უკან დახევისას ქართული ლეგიონები სპობდნენ სამრეწველო ობიექტებს და არიერგარდულ ბრძოლებს მართავდნენ. მოგვიანებით მათი ერთი ნაწილი ყირიმში გადაისროლეს ანტიპარტიზანული საქმიანობისათვის. თუმცა ყველა ქართულ შენაერთს არ გამოუჩენია ლოიალობა მესამე რაიხის ხელმძღვანელობისადმი. 1942 წლის ოქტომბერში ქართული ბატალიონი “პოლკ გეორგიენ ლეგიონ” სრული შემადგენლობით შეეცადა წითელარმიელთა მხარეს გადასვლას. 750 ქართველი ლეგიონერის აღჭურვილობითა და აღალით საბჭოთა მხარეს გადასვლა დეტალურად იყო გათვლილი და კავკასიის ფრონტის 37-ე არმიის სარდლობასთან შეთანხმებული. ლეგიონერებმა განაცხადეს, რომ არ სურთ ებრძოლონ თანამოძმეებს და მზად არიან გერმანელების იარაღი მათვე დაუმიზნონ, მაგრამ რამდენიმე მოღალატემ გასცა მათი გეგმა და ოპერაცია ჩაიშალა. ამ ფაქტის შეფასებისას ერთმა ტყვე გერმანელმა ოფიცერმა განაცხადა: “გერმანელ ჯარისკაცებს ასეთი სამხედრო ფორმირებების იმედი არ აქვთ, მათ შექმნას ვერმახტის სამხედრო სისუსტეს მიაწერენ”.

ოპერაცია “ციტადელის” დაწყებისას, ივლისის პირველ დღეებში, 198-ე დივიზიის ქართული ბატალიონი გააერთიანეს მე-4 სატანკო არმიის მე-3 სატანკო კორპუსში, რომელიც ბელგოროდიდან კურსკის მიმართულებით იგერიებდა ორიოლიდან მე-9 არმიის შეტევას. ქართული ლეგიონის მეთაური კაპიტანი ფონ მიულერი სარდლობას მოახსენებდა, რომ “ქართველმა ლეგიონერებმა თავი გამოიჩინეს ქუჩების პატრულირების დროს, ხიდების დაცვისას და პოზიციების მშენებლობისას გამართულ ბრძოლებში”. შემოდგომისთვის მე-4 სატანკო არმიაში შემავალ ქვეითთა დივიზიის ამოცანა ქალაქ ხარკოვის აღმოსავლეთით განლაგებული, საკომუნიკაციო სისტემების დაცვა და შენარჩუნება იყო. 1943 წლის აგვისტოში ფრონტის ხაზზე მყოფი ლეგიონერები ქართული შენაერთების მეთაურმა პოლკოვნიკმა შალვა მაღლაკელიძემ მოინახულა. საბჭოთა ჯარების კონტრშეტევაზე გადასვლის შემდეგ, 198-ე დივიზიის ქართველი ლეგიონერები ხარკოვის მისადგომებთან იბრძოდნენ, ვერმახტის ჯარების უკან დახევისას კი (1943 წ.) დაცვით სამსახურს ეწეოდნენ კრემენჩუგისა და კიროვოგრადის რაიონებში. კურსკისა და ბელგოროდის ბრძოლებში სხვა ქართული შენაერთებიც მონაწილეობდნენ: მომარაგების რამდენიმე ასეული, საგზაო-სამშენებლო და სადარაჯო ასეული (ოპერატიული ჯგუფი “კემპფ”-ის შემადგენლობაში).

Image
ვერმახტის ლეგიონის ქართველი ოფიცრები და მეთაურები
Image

მიუხედავად გერმანელი სარდლობის მტკიცებისა და პროპაგანდისა, რომ ლეგიონერებსა და სხვა შენაერთებს თანაბარი სტატუსი ჰქონდათ, სინამდვილეში მათ ხშირად საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ, მათ ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთზე გზავნიდნენ. უკან დახევისას კი ძირითადი ნაწილების ზურგის დაცვას აიძულებდნენ, აღმოსავლური ბატალიონების ალყაში მოხვედრისას კი არ ჩქარობდნენ მათ გამოხსნას. ამიტომაც “აღმოსავლურ ლეგიონებში” სწრაფად დაეცა საბრძოლო სული და თავი იჩინა უიმედობამ, რასაც დეზერტირობა მოჰყვა.

1943 წელს ჰიტლერმა ყველა “აღმოსავლური ლეგიონის”, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხალხებისაგან შედგებოდა, განიარაღება და მათი პირადი შემადგენლობის სამუშაო ძალად გამოყენება გადაწყვიტა. ვერმახტის უმაღლესმა ხელისუფლებამ შეძლო, დაერწმუნებინა ფიურერი, რომ ამას შეიძლებოდა კატასტროფული შედეგი მოჰყოლოდა, იმ დროისთვის ხომ “აღმოსავლურ ლეგიონებში” 427 ათასზე მეტი ყოფილი საბჭოთა მოქალაქე (80% რუსი) ირიცხებოდა, რაც 30 გერმანულ დივიზიას უდრიდა. ამიტომაც გადაწყდა, კი არ დაეშალათ “აღმოსავლური ლეგიონები”, არამედ საბრძოლო მოქმედებების მეორეხარისხოვან თეატრში გადაეყვანათ. მაგალითად: საფრანგეთში, იტალიაში, ბალკანეთზე. ქართულ ნაციონალურ კომიტეტს და მარიამპოლის ცენტრს უბრძანეს, საჩქაროდ გადასულიყვნენ ქალაქ კონფლანში (საფრანგეთი). სსრკ-ის ტერიტორიაზე მყოფი ქართული ბატალიონები ნორმანდიასა და ბრეტანში (ჩრდილო საფრანგეთი) გადაისროლეს, რამაც ქართველი ლეგიონერების ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ საქმე შეტაკებამდეც მივიდა. ლიტვაში დისლოცირებულ ქართულ შენაერთებში დაიწყო მასობრივი დეზერტირობა. ქართველები ლიტველ “ტყის ძმებს” _ პარტიზანებს უერთდებოდნენ, რომლებიც ფაშისტებს ებრძოდნენ, ხოლო გერმანელების ლიტვიდან გასვლისა და რუსების შემოსვლის შემდეგ წითელ არმიასთან გააგრძელეს ბრძოლა.

პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე ქართული ლეგიონების სარდლობიდან გაათავისუფლეს და ბალტიისპირეთში გერმანულ ნაწილში გადაიყვანეს. 1944 წელს მისი დამსახურების აღსანიშნავად პოლკოვნიკს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.
ქართული ლეგიონების უმრავლესობა საფრანგეთში აღმოჩნდა. ზოგი ატლანტიკის სანაპიროს დაცვაში მსახურობდა, ზოგი კი, მაგალითად, 795-ე ბატალიონი, შერბურში, მე-7 არმიის შემადგენლობაში, 797-ე _ გრენვილში, 709-ე ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში, 798-ე სან-ნაზერში, 384-ე ქვეითთა დივიზიის შემადგენლობაში, 822-ე ლიონის მიდამოებში, შემდეგ კი ზანდფოორტში (ჰოლანდია), 344-ე ქვეითთა პოლკის შემადგენლობაში, რომელიც კუნძულ გერნსზე დისლოცირებულ მე-7 არმიაში ირიცხებოდა.

ჰიტლერის 1943 წელს გამოცემული ბრძანების თანახმად, არც ერთი აღმოსავლური ლეგიონის შენაერთი ბატალიონზე დიდი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ პოლკი “ბერგმანიც” რამდენიმე ბატალიონად განაწილდა. ქართული “ბერგმანი” 1943 წლის აგვისტოში გადაიყვანეს ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც სანაპირო ზოლს იცავდა აკ-მეჩეთიდან ევპატორიის ჩათვლით. სექტემბერში ქართველები სევასტოპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაისროლეს. ბატალიონი იცავდა სანაპირო გზას ფაროსიდან ალუშტამდე და დაზვერვით სამუშაოებს ატარებდა მთებში, საბჭოთა პარტიზანებს ებრძოდა. 1943 წლის 24 ოქტომბერს საბჭოთა ჯარებმა მელიტოპოლის ჩრდილოეთით მე-6 არმიის თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიეს და ნოღაის ველების გავლით დნეპრის ქვედაწელისაკენ დაეშვნენ. მოახლოებული საფრთხე იწინასწარ-მეტყველა მე-17 გერმანული არმიის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ე. ნეკემ და მოამზადა თავისი არმიის პერეკოპის გავლით ყირიმიდან გასვლის გეგმა. ამ ოპერაციისთვის გერმანული დივიზიები, მათ შორის 153-ე დივიზია, რომელშიც ქართული ბატალიონი “ბერგმანი” შედიოდა, ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გადაიყვანეს.

Image
ვერმახტის ქართული შენაერთი უკრაინის ტერიტორიაზე

ქართველები სივაშის ყელის სამხრეთით, სოფელ ბესჩესნოესთან დააბანაკეს, მაგრამ 28 ოქტომბერს ჰიტლერმა გააუქმა ოპერაცია. ნოემბრის დასაწყისში საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს პერეკოპის ყელი და გადალახეს სივაში. 1-ელ ოქტომბერს ქართულმა ბატალიონმა “ბერგმანმა” სივაშის რაიონში საბჭოთა ჯარების მოგერიებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის ბრძანება მიიღო. ქართული კავალერიის ესკადრონის შეტევის შემდეგ, რომელსაც თავადი მ. დადიანი მეთაურობდა, სივაშის რაიონი საბჭოთა ჯარებისგან გაიწმინდა. მომდევნო ერთკვირიანი ბრძოლების დროს ქართული შენაერთი გერმანულ ნაწილებთან ერთად ცდილობდა, არ დაეშვა მოწინააღმდეგის ნახევარკუნძულზე შეჭრა. ამ ბრძოლების შემდეგ გენერალ-ფელდმარშალმა ე. ფონ კლაისტმა წერილობითი მადლობა გამოუცხადა ქართული ბატალიონის “ბერგმანის” მეთაურს ობერ-ლეიტენანტ ე. ბრანდს.

1943 წლის აპრილში ყირიმიდან ევაკუირებულ იქნა გერმანული სამხედრო შენაერთები, მათ შორის ბატალიონი “ბერგმანი” და სხვა ქართველი ლეგიონები: საველე ბატალიონი 1/9 და სამთო-მსროლელი ბატალიონი 11/4, მომარაგების ორი ასეული და ორი სამშენებლო ასეული. ბატალიონი “ბერგმანი” გადაისროლეს საბერძნეთში, დანარჩენები კი _ საფრანგეთში.

1944 წლის ზაფხულში გაიხსნა მეორე ფრონტი. მოკავშირეები მასირებულად გადმოსხდნენ ევროპაში, საფრანგეთის ჩრდილოეთში, ნორმანდიაში. საბჭოთა ჯარები პოლონეთისა და უნგრეთის საზღვრებს მიუახლოვდნენ. დაიწყო მესამე რაიხის აგონია. იალტის კონფერენციის დროს სხვა დოკუმენტებთან ერთად მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც საბჭოთა მხარეს უნდა გადასცემოდა ყველა ყოფილი საბჭოთა მოქალაქე ტყვე, რომლებიც მოკავშირეთა კონტროლირებად ევროპის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
შეთანხმება, რა თქმა უნდა, ქართველ ლეგიონერებსაც შეეხებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, რას უმზადებდა მათ საბჭოთა მთავრობა. ამიტომ იოლად ბარდებოდნენ ტყვედ დასავლელ მოკავშირეებს იმ იმედით, რომ სიცოცხლეს მაინც შეინარჩუნებდნენ.

იყო სხვა შემთხვევებიც. წარუმატებელი ფსიქოლოგიური ომის წარმოების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ამერიკელების მიერ სამი სომხური და ერთი ქართული ლეგიონის დისლოცირების ადგილებში პროპაგანდისტული ფურცლების ჩამოყრა. ფურცლები ლეგიონერებს იარაღის დაყრასა და ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებას მოუწოდებდა. სამაგიეროდ ჰპირდებოდნენ, რომ მათ საბჭოთა კავშირს გადასცემდნენ. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ეს ბატალიონები იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და ბრიტანელებმა ხელთ მხოლოდ რამდენიმე მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი და ოფიცერი იგდეს. ქართული ლეგიონის უდიდეს ნაწილს ასეთი “გაფრთხილება” არ მიუღია და ომის დასასრულს დასავლეთის ფრონტზე ნებით დაყარა იარაღი.

Image
ამერიკელი და 795-ე ბატალიონის წევრი …
დაბა ტორკვილი, ნორმანდია. საფრანგეთი. უკან ჩანს 795-ე ბატალიონის შტაბი …

ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე დისლოცირებულმა ერთ-ერთმა ქართულმა ბატალიონმა 1945 წლის აპრილში აჯანყება მოაწყო. მოკავშირეთა მხარე დაიჭირა და კუნძულზე განლაგებული გერმანელების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 800 ქართველი ლეგიონერი კაპიტან ლოლაძის მეთაურობით ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა რიცხვმრავალ მტერს, რომლის დროსაც მებრძოლთა ორი მესამედი დაკარგა, ბოლოს კი კუნძულის გასათავისუფლებლად გადმოსროლილ კანადურ სამხედრო ფორმირებებს ჩაბარდა ტყვედ.
ომის დამთავრების შემდეგ საბჭოეთის ქვეყნების ყველა ყოფილი მოქალაქე ტყვე, მათ შორის ქართველი ტექსელელებიც, მოკავშირეებმა საბჭოთა ხელისუფლებას გადმოსცეს.

Image
ამერიკელები უტევენ ქართველების პოზიციას. ეს სცენა გათამაშდა სერიალში “band of brothers”. გადიოდა TV საქართველოზე …

მეთაურები,დანაყოფები,რაოდენობა,ბრძოლების ქრონოლოგია: 1941 წლის დეკემბერში, გერმანიის III რეიხის არმიაში შეიქმნა ე. წ "ქართული ლეგიონი" (Georgische Legion).. ლეგიონში იბრძოდა 30,000 საქართველოდან დევნილი ემიგრანტი ქართველი, ისინი გადანაწილებულნი იყვნენ: ვერმახტის, აბვერის და სს-ის ქვედანაყოფებში, ხოლო მათი საბოლოო მიზანი წარმოადგენდა საქართველოს ბოლშევიზმისგან განთავისუფლება!...

მეთაურები:

გენერალი შალვა მაღლაკელიძე
გენერალი მიხეილ წულუკიძე
პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანი

Image
გენერალი შალვა მაღლაკელიძე

ქვედანაყოფები და მათი საბრძოლო ქრონოლოგია:

Image
ქართველი ლეგიონერები
Image

795-ე ქვეითი ბატალიონი "შალვა მაღლაკელიძე"
(1942: ნალჩიკის მიმართულება, ბაქსანის და ურუხის ხეობები ჩრდილოეთ ოსეთში. 1944: შერბურთან (საფრანგეთი) მოიგერია და უკუაგდო აშშ-ს დესანტი.)

796-ე ქვეითი ბატალიონი
(1942/43: იბრძოდა ტუაფსეს მისადგომებთან. დაშალეს კაპიტან ჭიჭინაძის და რამდენიმე ათეული ჯარისკაცის რუსების მხარეზე გადასვლის გამო.)

797-ე ქვეითი ბატალიონი "გიორგი სააკაძე"
(1943/44 გრენევილში (საფრანგეთი) 709-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში.)

798-ე ქვეითი ბატალიონი "მეფე ერეკლე II"
(1943/44 სენ ნაზერი (საფრანგეთი) 384-ე გერმანულ დივიზიაში.)

799-ე ქვეითი ბატალიონი "დავით აღმაშენებელი"
(1943-45 მოქმედებდა საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში.)

822-ე ქვეითი ბატალიონი "თამარ მეფე"
(1944/45 ლიონთან (საფრანგეთი) 344-ე გერმანული დივიზიის დაქვემდებარებაში. ომის ბოლოს დისლოცირებული იყო კუნძულ ტექსელზე (ჰოლანდია), სადაც მოაწყო აჯანყება, რომელიც გრძელდებოდა 1945 წლის 22 მაისამდე და ცნობილია 'ევროპის უკანასკნელი ბრძოლის' სახელით.)

823-ე ქვეითი ბატალიონი "შოთა რუსთაველი"
(1945: იცავდა ლა-მანშს კუნძულ გერნსიზე.)

824-ე ქვეითი ბატალიონი "ილია ჭავჭავაძე"
(1944: იბრძოდა ლვოვის მისადგომებთან გერმანიის 349-ე დივიზიის შემადგენლობაში.)

I/9 ქვეითი ბატალიონი
(1942:43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.)

II/198 ქვეითი ბატალიონი
(1943: 198-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში წარმატებით იბრძოდა კურსკთან, ხარკოვის მიდამოებში და დნეპრზე. 1945: იბრძოდა ჩრდილოეთ იტალიაში პარტიზანების წინააღმდეგ სს-ის II სატანკო კორპუსის შემადგენლობაში.)

II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი
(1942/43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.)

I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი
(უცნობია)

II/125 სასწავლო ბატალიონი
(უცნობია)

III/9 სასწავლო ბატალიონი
(უცნობია)

”ბერგმანის” №1 ქართული სადაზვერვო ბატალიონი
(1942/43: დივერსიები ჩრდილო კავკასიაში, ანტიპარტიზანულ ბრძოლები ყირიმში.)

ქართული სს ჯგუფი
(1944/45: ჩრდილოეთ იტალია)

დივერსიული რაზმები "თამარა I და II"
(უცნობია)

ამ ქვედანაყოფების გარდა, ვერმახტის რიგებში მსახურობდნენ სამუშაო, უზრუნველყოფის და საპატრულო ქართული ცალკეული ასეულები.

Last edited by lasha99 on 13 May 2011 11:12, edited 1 time in total.
- მტერი ერთი ოთხმოცზე იქნება, ვისაც ბრძოლა არ უნდა, ახლავე ჩავიდეს... ... არავის ვუსაყვედურებ, მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით! © ვლადიმერ გოგუაძე

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 13 May 2011 11:05

ვა ... ჩემი დაქექილი ფოტოები და ვიდეოც მე გავაკეთე ... :)

-----------------

ეს ფოტო რუსებმა გააკეთეს საღადაოდ ... არ არიან ქართველები, გერმანული სს-ის დანაყოფია.

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
lasha99
ფორუმელი
Posts: 35
Joined: 28 Mar 2011 09:20

Re: გერმანიის III რაიხის არმიის ქართული ლეგიონი 1941-1945

Postby lasha99 » 13 May 2011 11:10

Avaza

ვა ... ჩემი დაქექილი ფოტოები და ვიდეოც მე გავაკეთე ...

არადა ფორუმზე ვერ ვიპოვე რატომღაც ვერმახტელებზე ინფორმაცია და დავდებთქო გავიფიქრე . . . :D

ეს ფოტო რუსებმა გააკეთეს საღადაოდ ... არ არიან ქართველები, გერმანული სს-ის დანაყოფია.

მომიტევეთ მეც შეცდომაში შემიყვანეს დაა "საღადაოდ" რა მხრივ >?
- მტერი ერთი ოთხმოცზე იქნება, ვისაც ბრძოლა არ უნდა, ახლავე ჩავიდეს... ... არავის ვუსაყვედურებ, მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით! © ვლადიმერ გოგუაძე

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Re: გერმანიის III რაიხის არმიის ქართული ლეგიონი 1941-1945

Postby Avaza » 13 May 2011 11:26

Image

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 13 May 2011 11:29

lasha99 wrote:"საღადაოდ" რა მხრივ >?

მაგ ფოტოზე 2 ვერსიაა ...

1). ფინელები არიან და არ არის ფოტოშოპი.
2). სს-ის დროშა გადააკეთეს "სააკაშვილის დროშად" და გვეკაიფებიან. 2008-წლის მერე გამოჩნდა ეგ ფოტო ... ფაშისტებს არ გვეძახიან?

ფაქტი ისაა, რომ ქართული სს-ი იყო მცირერიცხოვანი, ჩამოყალიბდა და დაიშალა იტალიის ალპურ ზონაში. არ უბრძოლიათ. ორგანიზებაც კი ვერ მოასწრეს. იყო 2-3 ცხენოსანი ესკადრონი.

ამ ფოტოზე აშკარად მსხვილი და თან კარგად ეკიპირებულ-ორგანიზებული დანაყოფია და სახეებიც არა აქვთ ქართული.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
lasha99
ფორუმელი
Posts: 35
Joined: 28 Mar 2011 09:20

Re: გერმანიის III რაიხის არმიის ქართული ლეგიონი 1941-1945

Postby lasha99 » 13 May 2011 11:58

1.ფინელები არიან და არ არის ფოტოშოპი.

ფინელებს ხუთჯვრიან დროშასთან რა აკავშირებთ მართლა არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი ..

2). სს-ის დროშა გადააკეთეს "სააკაშვილის დროშად" და გვეკაიფებიან. 2008-წლის მერე გამოჩნდა ეგ ფოტო ... ფაშისტებს არ გვეძახიან?

ფაქტი ისაა, რომ ქართული სს-ი იყო მცირერიცხოვანი, ჩამოყალიბდა და დაიშალა იტალიის ალპურ ზონაში. არ უბრძოლიათ. ორგანიზებაც კი ვერ მოასწრეს. იყო 2-3 ცხენოსანი ესკადრონი.

ამ ფოტოზე აშკარად მსხვილი და თან კარგად ეკიპირებულ-ორგანიზებული დანაყოფია და სახეებიც არა აქვთ ქართული.

რაღათქმაუნდა რუსებისთვის ეგ მცირედი ფაქტიც საკმარისია იმისთვის რომ ფაშისტებად მოგვნათლონ _ II მსოფლიო ომის დროს გერმანელების მხარეს მებრძოლი ქართული შენაერთების გამო ... :D
- მტერი ერთი ოთხმოცზე იქნება, ვისაც ბრძოლა არ უნდა, ახლავე ჩავიდეს... ... არავის ვუსაყვედურებ, მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით! © ვლადიმერ გოგუაძე

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 13 May 2011 12:54

lasha99 wrote:რუსებისთვის ეგ მცირედი ფაქტიც საკმარისია

მაგათ თავიანთ 1.000.000 მოღალატეს მიხედონ ის აჯობებს ... სავსე იყო ვერმახტი და სს-ი რუსებით ...

ჰიტლერი რომ არა, გერმანიის მხარეზე უფრო მეტი რუსი იომებდა, ვიდრე სტალინის მხარეზე ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Viper
ფორუმელი
Posts: 3188
Joined: 11 Apr 2009 15:49

Re:

Postby Viper » 14 May 2011 00:00

Avaza wrote:
lasha99 wrote:"საღადაოდ" რა მხრივ >?

მაგ ფოტოზე 2 ვერსიაა ...

1). ფინელები არიან და არ არის ფოტოშოპი.
2). სს-ის დროშა გადააკეთეს "სააკაშვილის დროშად" და გვეკაიფებიან. 2008-წლის მერე გამოჩნდა ეგ ფოტო ... ფაშისტებს არ გვეძახიან?

ფაქტი ისაა, რომ ქართული სს-ი იყო მცირერიცხოვანი, ჩამოყალიბდა და დაიშალა იტალიის ალპურ ზონაში. არ უბრძოლიათ. ორგანიზებაც კი ვერ მოასწრეს. იყო 2-3 ცხენოსანი ესკადრონი.

ამ ფოტოზე აშკარად მსხვილი და თან კარგად ეკიპირებულ-ორგანიზებული დანაყოფია და სახეებიც არა აქვთ ქართული.

ფინელები არიან.
სს-ვაფენის ფინური მოხალისეთა ბატალიონი
Finnisches Freiwilligen-Bataillon der Waffen-SS
მაგ ბატალიონის შტანდარტი შავ-თეთრ ვარიანტში შეიძლება რაღაც მომენტში ქართულ ხუჯვრიან დროსას წააგავდეს და შვაინლანდიელ ღრუტუნებსაც მეტი ხომ არ სჭირდებათ.
აი ფინელი მოხალისე სს-ელების შტანდარტი.
Image
ის ფოტოსურათი კი...
ეგ ფოტოსურათი კი არა ამოჭრილი კადრია ამ კინოქრონიკიდან

http://www.youtube.com/watch?v=AqwFfMWM ... re=related
საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავლა ჴელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლა.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 14 May 2011 12:16

Viper

+1, ეგაა ...

დროშის ფერადია ვარიანტები აქაა:

http://en.wikipedia.org/wiki/Finnish_Vo ... _Waffen-SS

გროზნოს ნავთობბურღილების ზონამდე მიუღწევია ამ ბატალიონს ომისას. კავკასიაში იბრძოდნენ.

225 დაიღუპა და 600 დაიჭრა ბრძოლებში. დაშალეს 1943 წელს.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: გერმანიის III რაიხის არმიის ქართული ლეგიონი 1941-1945

Postby arcivi9 » 14 May 2011 22:44

lasha99
რაღათქმაუნდა რუსებისთვის ეგ მცირედი ფაქტიც საკმარისია იმისთვის რომ ფაშისტებად მოგვნათლონ _ II მსოფლიო ომის დროს გერმანელების მხარეს მებრძოლი ქართული შენაერთების გამო

ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას რუსების რაიმე ნათქვამს. საშიში ის კი არაა რომ გვლანძღავენ, საშიში ისაა როცა გვაქებენ რადგან ღორის ნაქები მარტო მისნაირ ღორს შეიძლება მოეწონოს :)
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.

მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა

ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 19 Aug 2011 12:29

არის ვიდეოც ... როგორც იქნა ... !!

ნუ, რა თქმა უნდა, ცეკვის და სიმღერის ... :)

ამ ვიდეოში გებელსი ხვდება ლეგიონერებს და ქართველიც არის ... ტანკის გამანადგურებლის ემბლემით.