ლეგიონში იბრძოდა 30,000 საქართველოდან დევნილი ემიგრანტი ქართველი, ისინი გადანაწილებულნი იყვნენ: ვერმახტის, აბვერის და სს-ის ქვედანაყოფებში, ხოლო მათი საბოლოო მიზანი წარმოადგენდა საქართველოს ბოლშევიზმისგან განთავისუფლება!...
მეთაურები:
გენერალი შალვა მაღლაკელიძე (ქლ-ის დამაარსებელი)
გენერალი მიხეილ წულუკიძე
პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანი
ქვედანაყოფები და მათი საბრძოლო ქრონოლოგია:
795-ე ქვეითი ბატალიონი "შალვა მაღლაკელიძე"
(1942: ნალჩიკის მიმართულება, ბაქსანის და ურუხის ხეობები ჩრდილოეთ ოსეთში. 1944: შერბურთან (საფრანგეთი) მოიგერია და უკუაგდო აშშ-ს დესანტი.)
796-ე ქვეითი ბატალიონი
(1942/43: იბრძოდა ტუაფსეს მისადგომებთან. დაშალეს კაპიტან ჭიჭინაძის და რამდენიმე ათეული ჯარისკაცის რუსების მხარეზე გადასვლის გამო.)
797-ე ქვეითი ბატალიონი "გიორგი სააკაძე"
(1943/44 გრენევილში (საფრანგეთი) 709-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში.)
798-ე ქვეითი ბატალიონი "მეფე ერეკლე II"
(1943/44 სენ ნაზერი (საფრანგეთი) 384-ე გერმანულ დივიზიაში.)
799-ე ქვეითი ბატალიონი "დავით აღმაშენებელი"
(1943-45 მოქმედებდა საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში.)
822-ე ქვეითი ბატალიონი "თამარ მეფე"
(1944/45 ლიონთან (საფრანგეთი) 344-ე გერმანული დივიზიის დაქვემდებარებაში. ომის ბოლოს დისლოცირებული იყო კუნძულ ტექსელზე (ჰოლანდია), სადაც მოაწყო აჯანყება, რომელიც გრძელდებოდა 1945 წლის 22 მაისამდე და ცნობილია 'ევროპის უკანასკნელი ბრძოლის' სახელით.)
823-ე ქვეითი ბატალიონი "შოთა რუსთაველი"
(1945: იცავდა ლა-მანშს კუნძულ გერნსიზე.)
824-ე ქვეითი ბატალიონი "ილია ჭავჭავაძე"
(1944: იბრძოდა ლვოვის მისადგომებთან გერმანიის 349-ე დივიზიის შემადგენლობაში.)
I/9 ქვეითი ბატალიონი
(1942:43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.)
II/198 ქვეითი ბატალიონი
(1943: 198-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში წარმატებით იბრძოდა კურსკთან, ხარკოვის მიდამოებში და დნეპრზე. 1945: იბრძოდა ჩრდილოეთ იტალიაში პარტიზანების წინააღმდეგ სს-ის II სატანკო კორპუსის შემადგენლობაში.)
II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი
(1942/43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.)
I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი
(უცნობია)
II/125 სასწავლო ბატალიონი
(უცნობია)
III/9 სასწავლო ბატალიონი
(უცნობია)
”ბერგმანის” №1 ქართული სადაზვერვო ბატალიონი
(1942/43: დივერსიები ჩრდილო კავკასიაში, ანტიპარტიზანულ ბრძოლები ყირიმში.)
ქართული სს ჯგუფი
(1944/45: ჩრდილოეთ იტალია)
დივერსიული რაზმები "თამარა I და II"
(უცნობია)
ამ ქვედანაყოფების გარდა, ვერმახტის რიგებში მსახურობდნენ სამუშაო, უზრუნველყოფის და საპატრულო ქართული ცალკეული ასეულები.
სურათები:
"ქართული ლეგიონის" სამკლავურები და განმასხვავებელი ნიშნები


ქართული სს-ის განმასხვავებელი ნიშანი (უნიფორმა-საყელო)

"ქართული ლეგიონის" სპეციალური საველე უნიფორმა


გენერალი შ. მაღლაკელიძე, 1941

გენერალი შ. მაღლაკელიძე, 1942

გენერალი შ. მაღლაკელიძე და ლომთათიძე, 1943

ქართველი ასმეთაური, ყირიმი, 1943

"ქართული ლეგიონი", 26 მაისი (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) პოლონეთი, 1943


ნორმანდია, 16 ივნისი, 1944

"ბერგმანის" მებრძოლი, 1942

"ბერგმანის" მებრძოლი

"ბერგმანის" კავალერისტული ესკადრონის მებრძოლი, 1942-43

822-ე ქვეითი ბატალიონის მეთაური კლაუს ბრაიტნერი

822-ე ქვეითი ბატალიონის ქართველი მეთაური შალვა ლოლაძე

822-ე ქვეითი ბატალიონი "თამარ მეფე", ტექსელი, 1945


"ქართული ლეგიონის" ეფრეიტორი, აღმოსავლეთ ფრონტი, 1942-43

"ქართული ლეგიონის" ეფრეიტორი, 1944-45

"ქართული ლეგიონის" II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონის უნტერ-ოფიცერი, ყირიმი, შემოდგომა, 1943

"ქართული ლეგიონი", უკრაინა, 1944

"ქართული ლეგიონის" ოფიცრები

"ქართული ლეგიონი", ატლანტიკის ჯებირზე

"ქართული ლეგიონი"




ქართული სს-ის ჯგუფის დოკუმენტი

"ქართული ლეგიონის" მებრძოლის ჟეტონი, ნაპოვნია ნოვოროსიისკში

"ქართული ლეგიონის" მებრძოლის ჟეტონი

ვიდეოები: