ჩვენი სისხლის ჯგუფი

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
User avatar
dia_di
ფორუმელი
Posts: 65
Joined: 05 Nov 2009 13:59

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby dia_di » 01 Feb 2010 17:25

მოკლედ, რადგან სისხლის ჯგუფზეა აქ საუბარი დავწერ, რადგან სისხლის ჯგუფს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის:
სისხლის ჯგუფი ინდივიდუალური ნიშანია, რომელიც ეროვნების, სქესისა და ასაკის განურჩევლად ყველა ადამიანს ახასიათებს. ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, მისი კვებითი უპირატესობანი და განსაზღვრული დაავადებებისადმი განწყობა ნაწილობრივ მასზეც არის დამოკიდებული. როდესაც ცნობილია დაავადებათა ნუსხა, რომელთა მიმართ ამა თუ იმ ჯგუფის სისხლის მქონენი ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი, ძალიან კარგია, რადგან წინასწარ ემზადები მათთან საბრძო-ლველად, უკეთ შეისწავლი ამ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობის გზებსა და საშუალებებს. მაშ ასე, მოდი, გავარკვიოთ, რომელ დაავადებებზე მიგვანიშნებს ჩვენი სისხლის ჯგუფი.

პირველი ჯგუფი

პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ძლიერი ხასიათისანი, მიზანდასახულნი, მტკიცენი და თვითდაჯერებულნი არიან, ნევროზი ძნელად ერევათ და ადვილად აღწევენ თავს, თუმცა ამბიციურობით, სათუთი თავმოყვარეობით და ამპარტავნებით გამოირჩევიან. განსაკუთრებით უყვართ ხორცი. აქვთ ძლიერი ორგანიზმი და დიდხანს ცოცხლობენ.
ყველაზე ხშირად აწუხებთ: ჰიპერტონიული დაავადება, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ართრიტი, რევმატიზმი, არატრავმული სისხლდენა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ალერგია და ჰემო-ფილია. ჩამოთვლილ დაავადებათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რადგან წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთა 35%-ს მთელ მსოფლიოში სწორედ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პირები შეადგენენ. არსებობს მოსაზრება, რომ პირველი ჯგუფის სისხლი ხელს უწყობს კუჭის ლორწოვან გარსზე იმ მემბრანული რეცეპტორების განვითარებას, რომლებიც ძლიერ მგრძნობიარენი არიან ჰელიკობაქტე-რიისადმი. ამიტომაც არის, რომ ამ ჯგუფის სისხლის მქონენი იოლად ემორჩილებიან დაავადების გამომწვევს.

მეორე ჯგუფი

ამ ჯგუფის წარმომადგენლები მეტად კომუნიკაბელურნი არიან, ადვილად ეგუებიან უცხო გარემოს, ორგანულად ერწყმიან ნებისმიერ კოლექტივს და იწვევენ სიმპათიას. ემოციები მათზე ვერ ბატონობს, ისინი საღად აზროვნებენ და ფხიზელი გონებით უდგებიან ნებისმიერ საქმეს. მათ შეიძლება ენდოთ! ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ სიჯიუტე და ის, რომ არ შეუძლიათ მოდუნება, რაც უქმნით კიდეც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ადვილად ელევიან ხორცს, უპირატესობას ვეგეტარიანულ საკვებს ანიჭებენ, რადგან იციან, რომ ის მათ ორგანიზმს უფრო მეტად უხდება. ყველაზე ხშირად აწუხებთ: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები (განსაკუ-თრებთ - სანაღვლე გზებში ქვების წარმოქმნა), პნევმონია, რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, პოდაგრა, ქრონიკული დაღლი-ლობის სინდრომი, ლეიკოზი, თრომბოზი, თრომბოფლებიტი, ქვედა კიდურების ენდარტერიიტი, კარიესი, ფურუნკული, მასტიტი. ნაადრევად ბერდებიან.

მესამე ჯგუფი

ამ ჯგუფის წარმომადგენელთა უმრავლესობა დახვეწილი, ნიჭიერი, გულღია და ოპტიმისტი ადამიანია, ახასიათებს თავგადასავლებისკენ ლტოლვა. მონოტონური ცხოვრება მალე ბეზრდებათ, ცვლილებებისკენ მიისწრაფვიან. აშკარა ნაკლია უსაზღვრო ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობისკენ უზომო ლტოლვა, რაც მათ დაუცველსა და სუსტს ხდის. ამ ჯგუფის ადამიანები ეტანებიან ხორცს, რძეს და მათ პროდუქტებს. ყველაზე ხშირად აწუხებთ: ანგინა, შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები, ენტეროკოლიტი, მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, ათეროსკლერო-ზი, ალერგია და კარიესი.

მეოთხე ჯგუფი

ამ ჯგუფის წარმომადგენელთა რიცხვი სხვებზე გაცილებით ნაკლებია. ისინი ძლიერი და მრავალმხრივ ნიჭიერი, მიმზიდველი ადამიანები არიან. მათთან ერთად ცხოვრება ადვილია, აქვთ რბილი ბუნება, ახასიათებთ კეთილმოსურნეობა, გაწონასწორებუ-ლობა. მათი სისუსტე ვლინდება მუდმივ შინაგან კონფლიქტში, რაც ძლიერ უქვეითებთ თვითშეფასების კოეფიციენტს, მერყე-ვნი არიან და უფრთხიან სიახლეებს. უყვართ ყოველგვარი პროდუქტი, თუმცა ერიდებენ კუჭისთვის მძიმედ მოსანელებელ საკვებს. ყველაზე ხშირად აწუხებთ: ანგინა, გრიპი, ჰაიმორიტი, მწვავე რესპირატორული დაავადებები, ბრონქიტი, ანემია, ეგზემა, ჰიპერტონია, გულის უკმარისობა, ფურუნკულები.

მართალია, სისხლის ჯგუფი გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის კვების, ცხოვრების წესისა და დაავადებებისადმი მიდრეკილების შესახებ, მაგრამ არ გირჩევთ, ამ რეკომენდაციებს ბრმად ენდოთ, რადგან ერთი და იმავე სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებიც კი საკმაოდ ინდივიდუალურნი არიან. ეს მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც საკუთარი ორგანიზმის უკეთ შეცნობასა და მართვაში უნდა დაიხმაროთ.

User avatar
dia_di
ფორუმელი
Posts: 65
Joined: 05 Nov 2009 13:59

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby dia_di » 01 Feb 2010 17:27

მე პირადად არ დავწერე სისხლის ჯგუფი იმიტომ,რომ ჯერ ჯერობით არ ვარ აისელი და მგონი არ უნდა იყოს საინტერესო :)

GRIF'S
ფორუმელი
Posts: 210
Joined: 15 Jan 2010 19:18

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby GRIF'S » 01 Feb 2010 18:20

არც მე ვარ ოფიციალურად აისელი მაგრამ რა მერე... : ) მთავარია სულით იყო აისელი თორე ფორმალურ მხარეს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს : )

User avatar
Ginevra
ფორუმელი
Posts: 1536
Joined: 18 Sep 2009 10:35
Contact:

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby Ginevra » 01 Feb 2010 20:03

მეორე ჯგუფი

ამ ჯგუფის წარმომადგენლები მეტად კომუნიკაბელურნი არიან, ადვილად ეგუებიან უცხო გარემოს, ორგანულად ერწყმიან ნებისმიერ კოლექტივს და იწვევენ სიმპათიას. ემოციები მათზე ვერ ბატონობს, ისინი საღად აზროვნებენ და ფხიზელი გონებით უდგებიან ნებისმიერ საქმეს. მათ შეიძლება ენდოთ! ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ სიჯიუტე და ის, რომ არ შეუძლიათ მოდუნება, რაც უქმნით კიდეც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ადვილად ელევიან ხორცს, უპირატესობას ვეგეტარიანულ საკვებს ანიჭებენ, რადგან იციან, რომ ის მათ ორგანიზმს უფრო მეტად უხდება.


გვაწყობს! :D :P
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.

GRIF'S
ფორუმელი
Posts: 210
Joined: 15 Jan 2010 19:18

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby GRIF'S » 01 Feb 2010 20:40

მეორე ჯგუფის სისხლის მქონე მორიელი ყველაზე კარგი ვარიანტია მგონი ჯარში : )

(მე ეგეთი ვარიანტი ვარ, მარა მაგ პონტში არ ვიძახი, უბრალოდ დახასიათებებიდან გამომდინარე დავასკვენი)

DISEVI
ფორუმელი
Posts: 553
Joined: 11 Apr 2009 10:54

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby DISEVI » 01 Feb 2010 20:54

Special Man wrote:O (l) Rh +



ეს როგორ იშიფრება?
ეგ გავიგე რომ O-პირველი დადებითია და დანარჩენი რას ნიშნავს?

მე O+ მაქ
წამო წითელ ხიდზე, მაგარია!!! © ,,ჭეშმარიტი" ქართველი :D

User avatar
Egrisec
ფორუმელი
Posts: 781
Joined: 07 Jan 2010 17:29

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby Egrisec » 01 Feb 2010 21:04

უარყოფითი რეზუსი აქ არავის არ აქვს, როგორც ვნახე!)

Hannibal
ფორუმელი
Posts: 531
Joined: 14 Jun 2009 22:58

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby Hannibal » 01 Feb 2010 21:51

Egrisec wrote:უარყოფითი რეზუსი აქ არავის არ აქვს, როგორც ვნახე!)
ხო, არადა მსოფლიო მოსახლეობის 15% რეზუს უარყოფითი სისხლი აქვს.
DISEVI wrote:
Special Man wrote:O (l) Rh +

ეს როგორ იშიფრება?
ეგ გავიგე რომ O-პირველი დადებითია და დანარჩენი რას ნიშნავს?
O-პირველს ნიშნავს(შენც აღნიშნე)
(l) იგივე პირველს ანუ პირველ ჯგუფს.
Rh + რეზუს დადებითი.
სამხედროებს ესე აწერიათ. იმიტომ რომ ზოგი 0 მნიშვნელობას ვერ ხვდება და l-ც (ჯგუფი) აწერიათ ამიტომ.

User avatar
Egrisec
ფორუმელი
Posts: 781
Joined: 07 Jan 2010 17:29

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby Egrisec » 01 Feb 2010 22:48

Hannibal
თუ იცით?! რომელი ჯგუფის სისხლია უნივერსალური და ყველა სისხლის ჯგუფზე თუ მიდის, არსებოს ასეთი თუ არა?

Hannibal
ფორუმელი
Posts: 531
Joined: 14 Jun 2009 22:58

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby Hannibal » 01 Feb 2010 22:59

Egrisec wrote:Hannibal
თუ იცით?! რომელი ჯგუფის სისხლია უნივერსალური და ყველა სისხლის ჯგუფზე თუ მიდის, არსებოს ასეთი თუ არა?

პირველი უარყოფითი ყველაზე ჯგუფზე მიდის, რეზუს უარყოფითზეც და დადებითზეც. მაგრამ თანამედროვე მედიცინაში გადასასხმელად როგორც წესი იგივე ჯგუფის სისხლს იყენებენ. როგორც ვიცი 400-500 გრამზე მეტის გადასხმა არ შეიძლება. 2-3 ლიტრი სისხლის დაკარგვისას წნევის აღსადგენად და სისხლის ნორმალური მიმოსვლის შესანარჩუნებლად რინგერის და ფიზიო-ს გადასხმა ხდება(წვეთოვანით).

User avatar
ლებუ
ფორუმელი
Posts: 518
Joined: 31 Oct 2009 14:20
Location: საქართველო

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby ლებუ » 01 Feb 2010 23:02

მართალია პირველი ჯგუფი უნივერსალურია მაგრამ შეიძლება შენივე ჩაბარებული სისხლი გარკვეული დროის შემდეგ გადაგისხან მაგრამ ორგანიზმმა არ მიიღოს
Si Vis Pacem, Para Bellum
„თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ“ (დავით IV აღმაშენებელი)
† ძმათა საფლავზე, ჩვენ აქ ვწევართ... ვალმოხდილები. †

User avatar
davidkutaiseli
ფორუმელი
Posts: 810
Joined: 12 Jan 2010 10:24

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby davidkutaiseli » 02 Feb 2010 11:02

ლებუ wrote:მართალია პირველი ჯგუფი უნივერსალურია მაგრამ შეიძლება შენივე ჩაბარებული სისხლი გარკვეული დროის შემდეგ გადაგისხან მაგრამ ორგანიზმმა არ მიიღოს

და ეს ფაქტორი რაზეა დამოკიდებული?
არ გავცვლი სალსა კლდეებსა...
არავის საქმეში არ ვერევი მე, და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში (C) ჭაბუა ამირეჯიბი
შეუგნებელმა, რაც არ უდნა შეგნებულად ილაპარაკოს, მაინც შეუგნებელი დარჩება (C) davidkutaiseli
http://www.dkg.pp.ru/nosmoke/davidkutaiseli.png

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby arcivi9 » 02 Feb 2010 11:13

Egrisec wrote:უარყოფითი რეზუსი აქ არავის არ აქვს, როგორც ვნახე!)

ახლა გვეკადრება განა აისელებს რაიმე უარყოფითი? :lol:
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.


მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა



ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

GRIF'S
ფორუმელი
Posts: 210
Joined: 15 Jan 2010 19:18

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby GRIF'S » 02 Feb 2010 11:39

უნივერსალური სისხლის ჯგუფი არ არსებობს, მსოფლიო უკვე მიდი იქითკენ რომ ყველას გადაუსხან საკუთარი ჯგუფის სისხლი, და თუ ნათესავის იქნება უფრო უკეთესია, რადგან შემცირდეს რაიმე გარტულებების წარმოშობა... ასე რომ, ის ფაქტი რომ, ყელას უსხვადნენ პირველ ჯგუფს და ჰაი და ჰუი ნელნელა დავიწყებას ეძლევა...

User avatar
ლებუ
ფორუმელი
Posts: 518
Joined: 31 Oct 2009 14:20
Location: საქართველო

Re: ჩვენი სისხლის ჯგუფი

Postby ლებუ » 02 Feb 2010 12:37

Egrisec wrote:
ლებუ დაწერა:
მართალია პირველი ჯგუფი უნივერსალურია მაგრამ შეიძლება შენივე ჩაბარებული სისხლი გარკვეული დროის შემდეგ გადაგისხან მაგრამ ორგანიზმმა არ მიიღოს

და ეს ფაქტორი რაზეა დამოკიდებული?

მეც მაინტერესებს!
arcivi9
)))

ზუსტად არ ვიცი, ლექტორმა გვითხრა მაგრამ არ ჩავძიებივარ.

მოკლედ სისხლის ჯჯუფობრივი შეთავსება ასეთია:
პირველი ჯგუფის სისხლში აგლუტინოგენების არ არსებობის გამო შეიძლება გადაესხას ოთხივე ჯგუფს, მაგრამ აღნიშნული ჯგუფის მქონე ადამიანს შეიძლეა გადაესხას მხოლოს პირველი.
მეორე ჯგუფის სისხლი შეიძლება გადაესხას მეორეს და მეოთხე ჯგუფს და იღებს მხოლოდ მეორეს და პირველს.
მესამე გჯუფის სისხლი შეიძლება გადაესხას მესამეს და და მეოთხეს მაგრამ თვითონ იღებს მესამეს და პირველს.
მეოთხე ჯგუფის სისხლი შეიძლება გადავუსხათ მხოლოდ მეოთხეს.

შეუთავსებლობის დროს ხდება სისხლის ფორმიანი ელემენტების (ურო ხშირად ერითროციტების) აგლუტინაცია (შეწებება), რაც იწვევს: ღვიძლის და თირკმელების მწვავე უკმარისობას, მიოკარდიტს და მიოკარდიოსკლეროზს, თრომბოემბოლიას, ფილტვების შეშუპებას, ალერგიებს, ბრონქულ ასთმას და სხვ.
Si Vis Pacem, Para Bellum
„თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ“ (დავით IV აღმაშენებელი)
† ძმათა საფლავზე, ჩვენ აქ ვწევართ... ვალმოხდილები. †