ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
User avatar
CZ88
ფორუმელი
Posts: 935
Joined: 14 Apr 2009 22:50
Location: Germany, BW

ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby CZ88 » 20 Jan 2010 08:30

გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა. რამდენადაც აისი ითვალისწინებს ფიზიკურ დატვირთვასაც, აუცილებელია ყურადღება ჯანმრთელ სხეულზე გამახვილდეს. ჯანმრთელი სხეული თავის მხრივ არის ამტანიანობის, გამძლეობის და ამაღლებული კონცენტრაციის გარანტია. ვისაუბროთ ამ თემაზე, გამოცდილებით თუ ცოდნის საფუძველზე. ასევე ვარჯიშების სახეობები სხვადასხვა შემთხვევებისთვის, იქნება ეს გასაძლიერებელი მიზნებით, წონის შენარჩუნების თუ ზედმეტი წონის დაკლებისათვის აუცილებელი.

რამდენადაც მინერალების მარილებს ორგანიზმის სიკაჟისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველად ცოტას ე.წ. შუსლერის მარილებზე მოგითხრობთ. ეს მარილეულობა არის გერმანელი ჰომეოპათი ექიმის ვილჰელმ ჰაინრიხ შუსლერის ( 1821-1898წწ.) შემოღებული და ფიზიოლოგიურად დამტკიცებულია მათი მოქმედების ეფექტურობა. საქართველოში თუ არ არის ამ სახელით ცნობილი, მარილების ქიმიური შემადგენლობა იქნება დაწერილი და შეგიძლიათ იკითხოთ აფთიაქებში ან დაეკითხოთ ექიმს. სულ არის 12 სახის მარილი, მე დავწერ მხოლოდ ჩემი აზრით რელევანტურებს, რაც შესაძლებელია აისელებისთვის სასურველი აღმოჩნდეს.

Calcium phosphoricum - კალციუმის ჰიდროგენფოსფატი - Schüßler Salz Nr. 2

CaHPO4 2H2O

Image

ამ სუბსტანციას შეიცავს ძვლები, კბილები, სისხლის პლაზმა, სანერწყვე ჯირყვალი და დედის რძე. ეს ნივთიერება აუცილებელია ძვლების სიმაგრისათვის, ნაკლებობა იწვევს ანემიას და ნერვოზს აგრეთვე. კალციუმის ფოსფატის დანაკლისი მიზეზია ზოგადი სისუსტის, ასევე მუცლის გაზრდის, რასაც ქართულად ღიპს ვუწოდებთ.

აქედან გამომდინარე, შუსლერის მარილი 2 ძირითადად გამოიყენება სუსტი აღნაგობის პაციენტებისათვის ( წვრილ ძვალს ეძახიან ხალხში), რომლებიც უჩივიან მუდმივ დაღლილობას. აქ კი მთელი პალეტა, რასაც კალციუმის ჰიდროგენფოსფატი უხდება:

ანემია (სისხლნაკლულობა), ართრიტი, შებერილობა, კუჭის აშლილობა, ღებინება, მუდამ ცივი ფეხები და ხელები, ძვლების მოტეხილობა, კოლიკი ( ნაწლავის გაუვალობა), თავის ტკივილი, მენსტრუალური გართულებები, შიდა ყურის დაავადება, ნევრასთენია, ოსტეოფოროზი, პოლიპები, რაქიტი, რეუმატიზმი, კუჭის სიძმარე, ქსოლიოზი, კუჭის წვა, მეტეოროლოგიურ ცვლილებებზე მგრძნობიარობა, ალერგიული და ინფექციისადმი მიდრეკილებები. ეკზემის დროს ამ მარილს იყენებენ მალამოს სახით კანზე წასასმელად.

calcium chloratum - კალციუმის ქლორიდი - Schüßler Salz Nr. 4

კალციუმის მარილი გამოიყენება კანის დაავადებების, ნერვოზის და ალერგიის საწინააღმდეგოდ. ფიტნესის თვალსაზრისით ამ მარილს ღებულობენ ნახშირწყლების და ცხიმის წვის პროცესის გააქტიურებისათვის. ნივთიერებათა ცვლის პროცესში მკვდარი უჯრედების სხეულიდან გამოყოფას უწყობს ხელს. დიდი წარმატებით გამოირჩევა ასევე სარდის შეუკავლობის დროს (ღამე).

Kalium Phosphoricum - კალიუმის ფოსფატი - Schüßler Salz Nr. 5

ძირითადად იყენებენ > ნერვული სისუსტე, ზოგადი დაღლილობა, უძილობა, შიშები, შხამებისგან განწმენდა, იმუნინეტის ნაკლებობა, ასთმა, ჰაერის უკმარისობა, გულის უკმარისობა, კონცენტრაციის დაქვეითება, სისხლის გასქელება, სისხლის მიმოქცევის მოშლილობა, ბუნებრივი აბორტის საშიშროება, დეპრესია, თმის ცვენა, სოკოვანი დაავადებები, ჰერპესი, დაბალი ან მაღალი წნევა ( ორივეს არეგულირებს, აუმჯობესებს რა სისხლის მიმოქცევის ბალანსს), წელის ტკივილი, კუჭნაწლავის ანთება, მოტივაციის ნაკლებობა, კუნთების დასუსტება, ფობიები, ღამე კოშმარები, ოფლიანობა, კუჭის წყლული, გულის რევა, კუნთების კატარი.
ასევე მალამოს სახით შეუხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ.

ფიტნესის მხრივ კი იმითაა ცნობილი, რომ ხელს უწყობს ცხიმის წვას.

Kalium Sulfuricum - კალიუმ გოგირდმჟავა - კალიუმ სულფატი - Schüßler Salz Nr. 6

ამ მარილის მთავარი სიკარგე არის სხეულის შინაგანი განწმენდა, ახდენს ღვიძლისგან შხამების გამოყოფას. სწორედ არის მიზეზი, რომ ამ მარილის მიღება ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას ( ამ მარილს ვიყენებ მე უკვე 1 წელია, გულზე პრობლემების გამო მირჩია ექიმმა და მას შემდეგ მაგით ვარსებობ).

თავად კალიუმი არის ორგანიზმში წყლის შემცველობის ბალანსისასთვის აუცილებელი ნივთიერება. განსაკუთრებით ესაჭიროებათ მათ, ვინც გარკვეული მიზეზების გამო დიურეტიკას ანუ სარდმდენ მედიკამენტებს ან ნივთიერებებს ღებულობს. ამავე დროს ოქროს წესია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება> დღეში მინიმუმ 2 ლიტრი ( ყავის გამოკლებით, რამდენადაც ყავა თავად შარდმდენი თვისებებით ხასიათდება ). კალიუმის მეშვეობით ორგანიზმის უჯრედები იცლება ზედმეტი არასაჭირო სითხისგან და რაც აუცილებელია იმის ბალანსირება კი უპრობლემოდ გრძელდება. ჩემი თხოვნა იქნება " უმისამართოდ" არ მიიღოთ კალიუმი, მხოლოდ ამ მარილის სახით ან სხვა შემტხვევაში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

კალიუმსულფატი კიდევ რეკომენდირებულია შემდეგი დაავადების ან მოვლენების დროს> ჰაერის უკმარისობა , თვალის ანთება, ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობის გასაზრდელად, კანის დაავადებები, ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, წონასწორობის გაუმჯობესებისათვის, თმის გაჭაღარავება, ქერტლი, სიყვარულის მოსამატებლად ( :) გადააყლაპეთ საყვარელ პიროვნებას და შეგიყვარებთ), ღვიძლის ანთება, გაზების მომატება, კუნთების გასაძლიერებლად, ყურის ანთება, შარდის ბუშტის დაავადებები, ოფლიანობა, თავბრუს ხვევა, დიაბეტი, კანზე გამონაყარი, ქავილი, ფსორიაზი.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ვისაც პრობლემა აქვს ზედმეტ წონასთან ამაზე უკეთესს ვერაფერს მიიღებთ ამ პრობლემის დასათრგუნად.

Magnesium Phosphoricum - მაგნეზიუმის ფოსფატი - Schüßler Salz Nr. 7

ფიტნესის თვალსაზრისით ეს მარილი მოიხსენება როგორც შიმშილის შეტევების დასათრგუნად, განსაკუთრებით ტკბილეულობაზე ამცირებს მადას. ასევე ამცირებს ალკოჰოლის კონსუმის სურვილს.

მაგნეზიუმი არის სწორედ უმტავრესი ნივთიერება კუნთების გამაგრებისათვის. თრგუნავს კუნთების კატარს, ასევე ამაგრებს ნერვულ სისტემას, იწვევს სისხლის წიტელი სხეულაკების ორგანიზმისათვის საჭირო რაოდენობის პროდუცირებას. უებარი საშუალებაა კუნთების კრუნჩხვების , ზოგადი ტკივილიების თუ მიგრენის (შაკიკი) საწინააღმდეგოდ. ასევე წარმატებით გამოიყენება მომატებული ხველის, მენსტრუალური გართულებების , კოლიკისა თუ ჰემოროიდების დროს.

ვისაც მუდამ შოკოლადზე აქვს მოთხოვნილება, უნდა ივარაუდოს, რომ აქვს მაგნეზიუმის ექსტრემალური ნაკლებობა. ზედმეტი ნახშირქლების მირებისაგან ( შაქარი) თავის აცილების მიზნით სასურველია შოკოლადისგან მაგნეზიუმის მიღების ნაცვლად სწორედ ამ მარილის სახით მიიღონ მაგნეზიუმი და ამით წონაში მომატებასაც აცდებიან.

შუსლერის დანარჩენ მარილებზე აღარ შევჩერდები, რამდენადაც ძირითადად ნატრიუმის მარილებია და მისი მიღება მხოლოდ ექიმის რცევის შემდეგ ხდება. საჭირო რაოდენობის ნატრიუმს სუფრის მარილისგან ვღებულობთ, საქართველოში ისეც მარილიანს ეტანებიან და არ იქნება ამის აუცილებლობა დამატებით იქნას ნატრიუმი მიღებული, რომელის ზედმეტი რაოდენობა მეტად საშიშია ორგანიზმისთვის.

ამ მარილების შესახებ კარგი იქნება თუ კითხავთ ექიმს, თუ რომელიმე მარილი თქვენთვის საინტერესო იქნება. რაც შეეხება N6-ს, გავიმეორებ პირადად ვღებულობ და კმაყოფილი ვარ. კურსის ვადაა 4 კვირა, შემდეგ გარკვეული დრო პაუზა და ისევ შეგიძლიათ გააგრძელოთ.

---------------------

ეს შუსლერის გარეშე, ანუ სუფთა პრეპარატები.

ჩემი რჩევა იქნება, თუ მანდ იყიდება აფთიაქებში ან დროგერიების მარკეტებში, შეიძინეთ კალიუმის ქლორიდით გამდიდრებული ნატრიუმის ქლორიდი ( სუფრის მარილი), ამით მარილის გემო იგივეა, მხოლოდ ნაკლები ნატრიუმით და ეს ბევრ სხვა დაავადებების გაჩენას ხელს შეუშლის, როგორიცაა მაღალი წნევა და სხეული სითხის ბალანსის მოშლილობა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კალიუმზე> მიიღეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი სითხე სასმელი ან მინერალური წყლის ( უგაზო) სახით, ასევე დაუმტკბარი ჩაი. კოფეინის შემცველი სასმელები არ მიათვალოთ ამ 2 ლიტრში. მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები . ამით გარანტირებული გაქვთ სასურველი სისხლის წნევა, სიმხნევე, კონცენტრაციის მომატება თუ ზედმეტი წონისგან თავის დაცვა, ძლიერი კუნთები.

კალიუმით მდიდარი საკვები: კარტოფილი, ისპანახი ( ისპანახი მიირთვით უშუალოდ დამზადების შემდეგ, ისპანახის კერძის შემდგომი გაცხელება და მისი მიღება მეტად საზიანოა, რამდენადაც მასში არსებული ნიტრატები ჟანგბადთან და ცილებთან ურთიერთქმედების შემდეგ გარდაიქმნებიან ნიტრიტებად, რაც შხამია და მეტად საშიში ორგანიზმისთვის), კომბოსტო ( მწვანე), სალათები ( ფოთლოვანი), ბროკოლი, გოგრა, ბანანი, გარგარი და ატამი, ქიშმიში, ქლიავი, ლეღვი, ფინიკის ხურმა, მწვანილეული.

მაგნეზიუმი : ბარდა, სოიო, ლობიო და საერთოდ პარკოსნები, ყველა სახის კაკალი, მზესუმზირა, ანანასი. ისპანახი, სერი ფქვილით დამზადებული მაკარონი ( უკვერცხო ცომით). შავი შოკოლადი (ურძეო).

ვინც დაკავებულია ძალოსნური სპორტით, მაგნეზიუმი დღეში უნდა მიიღოს მინიმუმ 300 მლგრამი, ამის მირება შეუძლებელია ჩვეულებრივი საკვებისგან, ამიტომაც უნდა მოხდეს საკვების განვრცობა მაგნეზიუმის კომპლეტით. აისელები ლაშქრობებზე დადიხართ და პირველკურსელებს აუცილებლად ექნებათ კუნთების კატარი ლაშქრობის შემდეგ, ამიტომ მოემზადეთ წინასწარ და აიცილეთ კუნთების ეს არასასიამოვნო ტკივილი და კრუნჩხვები.

მაგალითი: ჩემი კოლეგა კვირაში მინიმუმ სამჯერ მოდიოდა გაშეშებული ფეხით და უძინარი, უჩიოდა ღამე ფეხის კუნთის კრუნჩხვას, რაც არ აძინებდა ტკივილის გამო. ვურჩიე მიეღო მაგნეზიუმი, არ დამიჯერა. ერთხელაც სულ რომ გაკავდა და ვერ მოვიდა სამსახურში დამირეკა და მითხრა, აბა რა ქვია იმ მაგნეზიუმის პრეპარატსო და ვუთხარი. მას შემდეგ 9 თვე გავიდა და აღარც ახსოვს რა არის კუნთის კრუნჩხა + მისი სიდედრიც იღებს და მე მლოცავს :D

ჯერჯერობით ამ პირველ პოსტში ეს ვიკმაროთ. თქვენც განავრცეთ შემდეგში. თუ კითხვები გაქვთ, რაც ზუსტად ვიცი ან გამომიცდია გიპასუხებთ. ასევე დავწერ მერე სხვადასხვა ცხრილებს და რეცეპტებს, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის დროს ხელსაყრელია და ასევე რეცეპტებს იმათთვის, ვისაც წონაში დაკლება უნდა, ისე რომ არ იშიმშილოს :)
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..

User avatar
dia_di
ფორუმელი
Posts: 65
Joined: 05 Nov 2009 13:59

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby dia_di » 20 Jan 2010 11:14

CZ88

არა რაა დონე ხარ ვაგიარებ :kiss:

User avatar
CZ88
ფორუმელი
Posts: 935
Joined: 14 Apr 2009 22:50
Location: Germany, BW

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby CZ88 » 20 Jan 2010 11:19

dia_di
იცოცხლე, დიანა :) დონემდე ბევრი მიკლია, მარა პაწა-პაწა მესმის, რამდენადაც პაწა-პაწა ყველას უჭირს :D
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..

User avatar
davidkutaiseli
ფორუმელი
Posts: 810
Joined: 12 Jan 2010 10:24

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby davidkutaiseli » 20 Jan 2010 12:05

CZ88 wrote:+ მისი სიდედრიც იღებს და მე მლოცავს

მაქ სხვანაირი გაგებაა სიდედრებზე თუ რააა? ;) საქართველოში საწინააღმდეგოს გამოუწერდენ და ასწავლიდნენ სიძეები ;))))

:შუტკავთქვიარჩამქოლოთქალებმასმაილიკი:
არ გავცვლი სალსა კლდეებსა...
არავის საქმეში არ ვერევი მე, და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში (C) ჭაბუა ამირეჯიბი
შეუგნებელმა, რაც არ უდნა შეგნებულად ილაპარაკოს, მაინც შეუგნებელი დარჩება (C) davidkutaiseli
http://www.dkg.pp.ru/nosmoke/davidkutaiseli.png

User avatar
davidkutaiseli
ფორუმელი
Posts: 810
Joined: 12 Jan 2010 10:24

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby davidkutaiseli » 20 Jan 2010 12:09

CZ88 wrote:calcium chloratum - კალციუმის ქლორიდი - Schüßler Salz Nr. 4

CZ88 wrote:ფიტნესის თვალსაზრისით ამ მარილს ღებულობენ ნახშირწყლების და ცხიმის წვის პროცესის გააქტიურებისათვის

CZ88 wrote:Kalium Phosphoricum - კალიუმის ფოსფატი - Schüßler Salz Nr. 5

CZ88 wrote:ფიტნესის მხრივ კი იმითაა ცნობილი, რომ ხელს უწყობს ცხიმის წვას.



ესეიგი სიგარეტი გადავაგდე ბოლო 3 დგეა არ მომიცევაი და ბოლო3 დღეა რაც ვარჯიში დავიწყე კარგა ხანია დანებებული მქონდა!(ნუ აისის პონტის მოტივაცია მაქ რა) ჰოდა ტან ცონა მინდა დავაგდო, მსუქანი არა ვარ ძვალმსხვილი ვარ ;) ჰოდა მინდა ზედმეტი ცხიმი დავწვა რაც შეიძლება მალე და ამ ორი ამრილის მიღება ამ ორი მიზნისთვის ერთდროულად თუ შეიძლება ;) და აქვს თუ არა რამე უკუჩვენება
არ გავცვლი სალსა კლდეებსა...
არავის საქმეში არ ვერევი მე, და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში (C) ჭაბუა ამირეჯიბი
შეუგნებელმა, რაც არ უდნა შეგნებულად ილაპარაკოს, მაინც შეუგნებელი დარჩება (C) davidkutaiseli
http://www.dkg.pp.ru/nosmoke/davidkutaiseli.png

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby NAZGHA » 20 Jan 2010 12:17

უმნიშნვლეოვანნესია სწორი კვება და საჭირო რაოდენობით. უნდა ჭამოთ ცილებით მდიდარი საკვები.
განსაკუთრებით ვარჯიშის მერე ეგრეთწოდებული ფანჯარის განმავლობაში. ასევე სასურველია ვარჯიშამდე ნახშირწყლების მიღება რათა საკმარისი ენერგია გქონდეთ. მე პირადად მიყვარს ვარჯიშები გამძლეობაზე ანუ ბევრი გამეორება ცოტა მისვლა :) ხო ისე ფიტნესით თუ დაინტერესდებით ტრენაჟორზე შეგიძლიატ სულაც არ იაროთ მეპირადად არასდროს მივლია და არცაა საჭირო მგონი სახლის პირობებიც კმარა ფიტნესისთვის
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
davidkutaiseli
ფორუმელი
Posts: 810
Joined: 12 Jan 2010 10:24

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby davidkutaiseli » 20 Jan 2010 12:37

ტრენაჯორებზე არც მე არ მივლია არასოდეს სახლში 2 5 კილოიანი განტელი მქონდა კუტაისსჰი და იმგენიტ ვავარჯისჰებდი კუნტებს კოველდგე 100 აცევა მკლავსჰი მოხრიტ 100 ტავს ზევიტ აცევიტ და 100 იც მენჯიდან ხელის გაშლა სახის პირდაპირ მაგარი ვარჯიშია! მაგ დროს საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი და ჩხუბი მომივიდა რომ ვხლიწე როჯას 1 ტვის მერე რომ შემხვდა კიდევ მტკივა ყბები რა დამარტყი ასეთიო :D :D :D ასე რომ აზიდვები პრესები ბუქნები და განტელები საკმარისია მე თუ მკითხავ სახლის პირობებისთვის! და ისე სირბილიც ძალიან სასარგებლოა! ორონდაც სირბილის მერე გაზიანის დალევა და სიგარეტის მოწევა არ ვარგა ;)
არ გავცვლი სალსა კლდეებსა...
არავის საქმეში არ ვერევი მე, და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში (C) ჭაბუა ამირეჯიბი
შეუგნებელმა, რაც არ უდნა შეგნებულად ილაპარაკოს, მაინც შეუგნებელი დარჩება (C) davidkutaiseli
http://www.dkg.pp.ru/nosmoke/davidkutaiseli.png

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby NAZGHA » 20 Jan 2010 12:38

davidkutaiseli wrote:აზიდვები პრესები ბუქნები და განტელები საკმარისია მე თუ მკითხავ სახლის პირობებისთვის! და ისე სირბილიც ძალიან სასარგებლოა! ორონდაც სირბილის მერე გაზიანის დალევა და სიგარეტის მოწევა არ ვარგა

+1
რაზე გადიოდი მსოფლიო ჩემპიონატზე
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
davidkutaiseli
ფორუმელი
Posts: 810
Joined: 12 Jan 2010 10:24

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby davidkutaiseli » 20 Jan 2010 12:41

მეკლდეურობაში იყო მაგრამ მსოფლიო არა ძამი საქართველოსი იყო და საქართველოსი მიწერია
არ გავცვლი სალსა კლდეებსა...
არავის საქმეში არ ვერევი მე, და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში (C) ჭაბუა ამირეჯიბი
შეუგნებელმა, რაც არ უდნა შეგნებულად ილაპარაკოს, მაინც შეუგნებელი დარჩება (C) davidkutaiseli
http://www.dkg.pp.ru/nosmoke/davidkutaiseli.png

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby NAZGHA » 20 Jan 2010 12:52

davidkutaiseli
შენ შეგიძლია ანუ რომ ანა ბანა მეკლდეურობის გვასწავლო ხო.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
davidkutaiseli
ფორუმელი
Posts: 810
Joined: 12 Jan 2010 10:24

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby davidkutaiseli » 20 Jan 2010 13:15

ანა, ბანა და განაც შემიძლია მარა მეოთხე ძაან ცუდი რამ გამოდის ამიტომ მოდი ან ბან გან -ით შემოვიფარგლები ;) :P
არ გავცვლი სალსა კლდეებსა...
არავის საქმეში არ ვერევი მე, და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში (C) ჭაბუა ამირეჯიბი
შეუგნებელმა, რაც არ უდნა შეგნებულად ილაპარაკოს, მაინც შეუგნებელი დარჩება (C) davidkutaiseli
http://www.dkg.pp.ru/nosmoke/davidkutaiseli.png

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby NAZGHA » 20 Jan 2010 13:19

davidkutaiseli
ტბილისტან ახლოს სად შეიძლება მაგაზე ვარჯიში და რა აღჭურვილობა იქნება საჭირო.
მეკლდეურობა მთასვლელობა ზალიან მნიშვნელოვანია, უაღრესად მნიშვნელოვანი.
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
davidkutaiseli
ფორუმელი
Posts: 810
Joined: 12 Jan 2010 10:24

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby davidkutaiseli » 20 Jan 2010 13:29

ვნახოთ ჯერ რა გამოვა და თუ აისის ორანიზატორები დაელაპარაკებიან საქართველოს მეკლდეურთა ფედერაციას და რამეს მივაღწევთ ერთად ძალიან კარგი იქნება!დარაზი როგორც დავწერე რის ვაკის საცურაო აუზთან! მაქ ხალხი ვარჯიშობს, და დროის ამბავი არ ვიცი როგორ იქნება. მეორე ვარიანტი შესაძლებელია ჩვენი ძალებით გავაკეთოთ ხელოვნური კედელი სადაც შევძლებთ ვარჯიშს მაგრამ მაგას ჭირდება დარბაზი მაღალი ჭერით რომ სხვადასხვა ვარიაციები გააკეთო საჭიდების, რავი ვნახოთ აღდგომა და ხვალეო გადავხედავ ერთი ჩემს მობილურს და საჭირო კაცს დავძებნი ვკითხავ ერთ-ორ სიტყვას და ვნახოთ რა გამოვა!
არ გავცვლი სალსა კლდეებსა...
არავის საქმეში არ ვერევი მე, და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში (C) ჭაბუა ამირეჯიბი
შეუგნებელმა, რაც არ უდნა შეგნებულად ილაპარაკოს, მაინც შეუგნებელი დარჩება (C) davidkutaiseli
http://www.dkg.pp.ru/nosmoke/davidkutaiseli.png

User avatar
NIBERI@N
ფორუმელი
Posts: 539
Joined: 11 Apr 2009 13:32
Location: თბილისი

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby NIBERI@N » 20 Jan 2010 13:49

NAZGHA

ბიჭები ვარჯიშობენ ბოტანიკის ინსტიტუტთან, ბოტანიკურ ბაღში არის დიდი კლდე (ივანიშვილის რეზიდენციასთან, მთაწმინდის გზაზე) ავარჯიშებს ბატონი ზაზა კუჭავა გამოცდილი ალპინისტი! :)

CZ88

საკმაოდ საინტერესო თემაა, უამრავი საჭირო რამ გავიგე მადლობა თემისთვის! :kiss:

ნაზღასაც დავეთანხმები ჯამრთელობისთვის ალბათ უფრო სწორი კვებაა ყველაზე მთავარი და კვების მეშვეობით ამ ყველა, ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერების მიღება... ვარჯიშის დროსაც კვება უფრო მეტ როლს თამაშობს ვიდრე თვით ვარჟიში, ასე რომ სწორი კვება არის საწინდარი ჯამრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების :)
Если нация отказывается служить материалом для строительства Русского донационального государства, она в глазах русских становится даже не национальным врагом, а врагом рода человеческого.
Ибо ее действия разрушают русскую картину мира!

- TorrentMann -

Hannibal
ფორუმელი
Posts: 531
Joined: 14 Jun 2009 22:58

Re: ჯანმრთელი სხეული - ე.წ.ფიტნესი: განხილვა, რჩევები

Postby Hannibal » 20 Jan 2010 14:02

ყველა სხვა ვარჯიშს სირბილი ჯობია :) თან მითუმეტეს მოლაშქრისთვის მთავარი ძლიერი ფეხებია...
სირბილი(ძუნძული ) ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას., ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას რის გამოც ადვილია წონის დაკლება და კონტროლი წონაზე. სირბილი კარგად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, კანის ჯანმრთელობას უწყობს ხელს და საერთო გუნება-განწყობილებას ამაღლებს.
ფეხების კუნთენს ამაგრებს და ქალებს ცელულიტს აშორებს.
სირბილის დროს სისხლი აქტიურად იწყებს მოძრაობას მთელ სხეულში და სისხლით ამარაგებს ისეთ კაპილარებს რომლებიც მანამდე ნაკლებად იტვირთებოდნენ და ეს ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას(ამ დროს სახეზე და გულმკერდზეც წითლდება ადამიანი, ანუ სისხლი მაგრა აქტიურად იწყებს მოძრაობას).
ამ ყველაფრის გამო შინაგანი ორგანოებიც უფრო კარგად იწყებენ მუშაობას და ადამიანიც უფრო ჯანმრთელი ხდება. :)
მოკლედ სირბილს მიეძალეთ...
ასევე რაც ნაზღამ თქვა>>> სახლში ან ეზოში ხელებზე აზიდვები, ტურნიკი და პრესი ნებისმიერ ტრენაჟორს ჯობია...