მიმდინარე დრო 21 აგვ 2014 22:59




შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 154 წერილი ]  გადადი გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5, 6 ... 11  შემდეგი
 ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები 
ავტორი პირადი შეტყობინება
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 15 ოქტ 2009 14:09
წერილები: 61
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
gugusha დაწერა:
აქვე გავაკეთებ მოკლე ექსკურსს საბრძოლო სახეობებში. იმისათვის რომ ვიქონიოთ წარმოდგენა თუ რასთან გვაქვს საქმე.
მიუხედავად იმისა რომ ჯერ მეფის რუსეთის და შემდგომ კი საბჭოთა კავშირის მეცადინეობებით ამ დარგში იყო წყვეტა და უზარმაზარი ინფორმაცია უკვალოდ დაიკარგა მაინც მოხერხდა საკმაოდ მრავალფეროვანი საინტერესო და ეფექტური სახეობების გამოვლენა და დაფიქსირება. საერთო ჯამში კახა ზარნაძემ შეაგროვა რამოდენიმე ათეული საბრძოლო სახეობა როგორც იარაღით ასევ უიარაღოდ.
დავიწყოთ უიარაღოთ ბრძოლის სახეობებიდან. უიარაღოდ ბრძოლის სახეობები მოიცავს როგორც დარტყმით ტექნიკას ასევე ჩავლებით ჭიდაობისა თუ მახრჩობელა თუ ტეხვით ტექნიკას.
დღეისათვის საქართველოში მოძიებულია ორ ათეულამდე მხოლოდ ჭიდაობის ნაირსახეობები. ესენია როგორც საერთო-ქართული ანუ საქართველოს ყველა ან თითქმის ყველა რეგიონში გავრცელებული ასევე ცალკეული კუთხური სახეობები, რომლებიც ამა თუ იმ კუთხეში იყო გავრცელებული და ამ კუთხის მცხოვრბთა მენტალიტეტზე, ტანისამოსზე, გარემო პირობებზე და ცხვრების წესზე იყო . მოძიებულ სისტემათა ნაწილი კარგად არის შემორჩენილი და დალაგებული და მათში მრავალი საინტერესო და უნიკალური ილეთია ხოლო ზოგიერთი სახეობა კი ცუდათაა შემორჩენილი მხოლოდ რამოდენიმე ილეთით და მასზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა არსებობს.
ჭიდაობის სახეობებია:
ქართლ-კახური (იგივე ქართული ჭიდაობა) ჭიდაობა - რომელიც 40 იან 50 იან წლებში გახდა საფუძველი ქართული ჭიდაობისა. ჭიდაობის მესვეურებმა თავდაპირველად ქართლ-კახური ჭიდაობა აიღეს საფუძვლად და იგი შეავსეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ჭიდაობის ილეთებით (რმლებიც მსგავსნი იყვნენ ამ ჭიდაობის და ამ წესებში ჯდებოდნენ) და შექმნეს ქართული ჭიდაობა. ქართულ სახეობათა შორის დღეისათვის ყველაზე დახვეწილი და პოპულარული სახეობა.
ცალხელა ჭიდაობა
- რომელიც სუფთა საბრძოლო ხასიათისაა და განკუთვნილია იმისათვის რომ ერთ კიდურში დაჭრილმა მეომარმაც კი არ დაკარგოს ბრძოლისუნარიანობა და გააგრძელოს ბრძოლა.
მკერდაობა - არის ჭიდაობა ხელების გამოუყენებლად. იდეალური ცოდნა იყო დატყვევებული მეომრისათვის.
მოშ და მოშ - ხევსურული ჭიდაობა, რომლელიც უმეტესად მახრჩობელ და მტკივნებულ (ბალევოი) ილეთებს შეიცავს.
მუქასრისა - ასევე ხევსურული სახეობა, მუქასარი - შარვლის ტოტს ქვია. ილეთები უმეტესად ფეხში ჩვლებით სრულდება.
იღლიღორა - მთიულური სახეობაა. იგი სპეციფიკური სახეობაა და მკერდში ჯვარედინი ჩავლებით სრულდება, შეიცავს ბევრ მტკივნეულ ილეთს.
ღოჯური ჭიდაობა - რაჭაში გავრცელებული სახეობა იყო. ამჟამად ღოჯურის მრავალი ილეთი ქართულ ჭიდაობაშია შესული.
ლიბრგიელ - სვანური ჭიდაობაა. ჭიდაობის სპეციფიკური სახეა, იწყება მოწინააღმდეგეების მიერ ხელების ქამარში ჩავლებით და ილეთებიც ასევე სრულდება, უფრო ძალისმიერი სახეობაა. მასზე ინფრომაცია 70 იან წლებში დაბეჭდილ პროფესორ ვასილ ელაშვილის ბროშურაშიც არის.
ღორული ჭიდაობა - მოძიებულია უფრო მესხეთში თუმცა საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრჩელებული უნდა ყოფილიყო. ღორული ჭიდაობა პარტერში მიმდინარეობს.
რკინება- სამეგრელოში გაცრცელებული სახეობა იყო. იგი ძლიერ მსგავსია ქართლ-კახური ჭიდაობის. აქვე აღსანიშნავია რომ ტერმინი ჭიდაობა დღეს სახეშეცვლილია. წინათ ჭიდაობას ეზახდნენ ადამიანისა და ცხოველის ჭიდაობას, ხოლო ადამიანის ადამიანთან დაჭიდებას კი რკენას ეძახდნენ (სულხან საბას ლექსიკონი). ეს ძველი ტერმინი მეგრულმა სახეობამ შემოინახა.
ჭედობა - გურული სახეობაა ჭიდაობის.
მატეკრობა - აჭარაში გავრცელებული სახეობაა, გავს გურულ ჭედობას.
მაჯურა ჭიდაობა - ერთ ერთი უძველესი სახეობაა, ჭიდაობა იწება და მიმდინარეობს ხელებჩაჭიდებული. გამოიყენებოდა მებრძოლების მომზადებისათვის.
და სხვა სახეობანი.

უიარაღოდ ბრძოლის სახეობებში ჭიდაობების გარდა საქართველოში ასევე ძლიერ დახვეწილი და მრავალფეროვანი დარტყმითი ტექნიკის მატარებელი სახეობებიცაა. ანუ კრივობანი. კრივობა ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღესასწაულების დროს (ბერიკაობა -ყეენობა) მასობრივი ორთაბრძოლები იმართებოდა სადაც ასობით და ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მოპოვებულია ასევე კრივის რამოდენიმე სახეობა:
არეული კრივი - შეიცავს როგორც დარტყმით ილეთებს ხელით და ფეხით ასევე ჭიდაობის იმ ილეთებს რომლებიც მოწინააღმდეგის სწრაფად მოშორების საშუალებას იძლევა.
ქალაქური კრივი - ყარაჩოღელებში გავრცელებული კრივი, ხშირად გამოიყენება თავური დარტყმები და იდაყვები. (ვიდეო ქალაქური კრივისათვის დამახასიათებელი ტექნიკის ჩვენებით: http://www.myvideo.ge/?video_id=655252" onclick="window.open(this.href);return false;" onclick="window.open(this.href);return false;)
ხრიდოლი კრივი - ტერმინი რომელიც მოგვიანებით მთლიანად მთელი ქართული საბრძოლო ხელოვნების კრებით სახელად აირჩიეს. ი. გრიშაშვილის გადმოცემით ეს ნიშნავდა ცალი ხელით კრივს.
ლივიშდიელ - სვანეთში გავრცელებული კრივი, უმეტესად ფეხის დარტყმითი თექნიკაა.
რაჭული წიხლაობა - როგორც სვანური აქაც ფეხის დარტყმებია წამყვანი.
ლიჯგუბილ - ასევე სვანური სახეობა, ხელების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა.
მიმაგრება:
liburdzgali - Rezo Gulbani_0014.jpg
მიმაგრება:
liburdzgali - Rezo Gulbani_0014.jpg
სალდასტი კრივი - ამ სახეობაში კიდურების გადა გამოიყენება ასევე ხის ჯოხები და ქვებიც კი.
თუშური მუშტაობა და სხვა ქვესახეობები.

ამ ადამუიანს ვიცნობდი. მას მართლაც დიდი გამოცდილება ჰქონდა და სხვებსაც გადასცემდა...


16 დეკ 2009 07:46
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 13 აგვ 2009 15:52
წერილები: 1292
ადგილი: ხარაგაული - თბილისი
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
ძალიან მაგარი იყო ვიდეო!

_________________
თვალს ნუ გაახელ, დემოკრატია არ დააფრთხო!


18 დეკ 2009 09:39
პროფილი WWW
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 14 აპრ 2009 11:00
წერილები: 507
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
ეს ინფორმაცია იმითაა გამორჩეული რომ როგორც იქნა ქართულ ჭიდაობას დაუბრნდა კომუნისტების დროს აკრძალული მკლავებიანი ჩოხა. საჭიდაო ჩოხაზე მკლავების მოხსნა ქართული ჭიდაობაში შეუძლებელს ხდიდა ბევრი პრაქტიკული ილეთის ჩატარებას. სამაგიეროდ ამ ქართულ ილეთებს იყენებდნენ სამბოშიც და ძიუდოშიც.
ასეთგვარად ქართული ჭიდაობა ცოტათი მაინც დაუბრუნდა დაუახლოვდა იმ ჭიდაობას რასაც ჩვენი წინაპრები ჭიდაობდნენ.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=1211
ახალი ფალავანი ახალი ჩოხით

საქართველოს ახალი ფალავანი ჰყავს. ტრადიციულ ქართულ ჭიდაობაში 2009 წლის სეზონის უმთავრესი ტურნირი მძიმეწონოსანი ძიუდოისტის, მცხეთელი ადამ ოქრუაშვილის გამარჯვებით დასრულდა. გუშინ შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის ტატამზე 24 მოჭიდავე გავიდა. მათ შორის რეკორდსმენი, 8 გზის ფალავანი, ახმეტელი ალექსი დავითაშვილი. ცხადია, უმთავრესი ფავორიტიც ის იყო, მაგრამ მიზნამდე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა.
ოქროს მედლის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. დავითაშვილმა საფირმო ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ ფეხი რიგიანად ვერ ამოუსვა, ოქრუაშვილი კი მიაწვა და ბეჭებზე დასცა. ფინალის ძირითადი 5 წუთი ისე გაილია, ვერც ერთმა მძიმეწონოსანმა ქულის აღება ვერ მოახერხა. ქართული ჭიდაობის წესების თანახმად, ამის შემდეგ 3-წუთიანი რაუნდი უნდა დანიშნულიყო, მისი ფრედ დასრულების შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მსაჯებს მიეღოთ, მაგრამ ორგანიზატორებმა წესები შეცვალეს, აქაოდა ფალავანმა ილეთი უნდა შეასრულოს, თუნდაც ამისთვის 1 საათი დასჭირდესო. ადამმა დამატებითი დროის მეორე წუთზე იმარჯვა და ტიტულთან ერთად საჩემპიონო თასსა და 5 ათას ლარს დაეუფლა. ექსფალავანს 2 ათასი ერგო.
საჩემპიონო გზა ადამ ოქრუაშვილმა ახალგაზრდა ვაჟა დაბრუნდაშვილით დაიწყო, რომელიც თბილისის სახელით ჭიდაობდა. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონ სამბისტს, ახმეტელ მირიან გონჯილაშვილს დამატებით დროში აჯობა, თელაველ ვალერი იმერლიშვილს წმინდად მოუგო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამარჯვება კი ნახევარფინალში იზეიმა - ფიზიკურად ერთი თავით მაღალი, თელაველი ზვიად ხანჯალიაშვილი ხელში ორჯერ აიტაცა. პირველად ქულიანი ილეთი იკმარა, მეორედ კი მეტოქე ბეჭებზე დასცა. ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, უშანგი ყურაშვილის თქმით, 2009 წლის ფალავანს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭება.
ალექსი დავითაშვილს გაცილებით მძიმე ბრძოლების გადატანა მოუხდა. საჩხერელი ონისე ბუღაძის დამაჯერებლად ძლევის შემდეგ გორელ გიორგი ბოლოთაშვილს ძირითად და დამატებით დროში ვერაფერი მოუხერხა და ჰანტეიში აჯობა, ახმეტელ თამაზ მუთოშვილს დამატებით დროში აუღო მომგებიანი ქულა. ხოლო ფინალის საგზური მარნეულის სახელით მოჭიდავე ლომერ ჟორჟოლიანისთვის შესრულებული ქულიანი ილეთით შეძლო.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ხანჯალიაშვილი და ჟორჟოლიანი უნდა დაჭიდებოდნენ, მაგრამ ბრძოლა არ ჩატარდა, რადგან ხანჯალიაშვილმა მეტოქეს ბრინჯაო და ათასი ლარი ტატამზე გაუსვლელად დაუთმო. არადა სულ რაღაც ერთი წუთით ადრე გამალებით ემზადებოდა. წითელი ფორმის ჩაცმას აპირებდა, როცა მოულოდნელად გადაიფიქრა და ჩოხა იქვე მიაგდო.
ორგანიზატორთა წინასწარი განცხადების მიუხედავად, “ფალავნობა 2009”-მ ბევრი ძლიერი მოჭიდავე მოისაკლისა. სხვადასხვა მიზეზთა გამო ტატამზე არ გასულან ზურაბ ზვიადაური, იოსებ მსხალაძე, ლაშა გუჯეჯიანი, მირიან პავლიაშვილი, მინდია ბოდაველი, ნოდარ მეტრეველი და დავით ლორიაშვილი.
რაც შეეხება ახალ, სახელოებიან საჭიდაო ჩოხას, მაყურებელთა და სპეციალისტთა აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორად გაიყო. ერთნი თვლიან, რომ საუკუნის წინანდელი ტრადიციის აღდგენამ ქართულ ჭიდაობას თავისი ნამდვილი სახე დაუბრუნა. მეორეთა აზრით კი ამ ეროვნულ სახეობას სანახაობრივი მხარე მოაკლდა და პოზიტივი მხოლოდ ისაა, რომ ძიუდოსა და სამბოს შედარებით მეტ სარგებელს მოუტანს. ერთი ტურნირით დასკვნის გაკეთება ძნელია, თუმცა ფაქტია, გუშინ ჩატარებული შეხვედრების დაახლოებით მეოთხედი დამატებით დროში გადავიდა.


21 დეკ 2009 14:05
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 14 აპრ 2009 11:00
წერილები: 507
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
გავაგრძელებ ისტორიას.

ჟამი დაღმასვლისა

როგორც წინათ აღვნიშნე 19 საუკუნიდან იწყება დაღმასვლა ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში. რომელიც თითქმის საუკუნენახევარი გაგრძელდა და მივიდა იმ დრომდე რომ სულ ცოტაც და საერთოდ გაქრებოდა მაგრამ ჩვენს ახლო წარსულში ქართველმა ენთუზიასტებმა გადაწყვიტეს გადაერჩინათ ეს ოდესღაც უძლიერესი საბრძოლო ხელოვნების ნარჩენები და არ დაიწყეს ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მათ გადაარჩინეს კიდეც ბევრი რამე.
და მაინც რატომ მოხდა ათასწლეულების განმავლობაი დაგროვებული ცოდნის დაქვეითება. ამასაც ჩემი აზრით ისევე როგორც ქართული საბრძოლო ხელოვნების განვითარებას თავისი მიზეზები ქონდა.
ზოგადად რომ ვთქვათ ამის ჩვენი ჩრდილოლელი მეზობლის რუსეთის გამო მოხდა ეს, თუმცა არანაკლები დანაშაული თავად ჩვენ ქართველებს მიგვიძღვის, ბრალი მიგვიძღვის იმაში რომ საკუთარ სიმდიდრეს არ გავუფრთხილდით და ქარს გავატანეთ და დღევანდელ დღესაც კი საკუთარი საბრძოლო ხელოვნების შესწავლის მიმართ ჩვენ ქართველები მინიმალურ ყურადრებას ვიჩენთ და ქართული სულისათვის აბსოლიტურად უცხო სახბრძოლო ხელოვნებას კუნფუს ალბათ 10 ჯერ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი სწავლობს ვიდრე საკუთარს ქართულს, აღარაფერი რომ ვთქვათ კარატეზე, ძიუდოზე, კიგბოქსინგზე და სხვაზე.
და მაინც რა იყო მიზეზები ქართული საბრძოლო ხელოვნების დაცემისა. ერთი მხრივ ეს იყო ის რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სრულად დაკარგვა და ის შევიდა დიდი რუსეთის იმპერიაში სხვადასხვა გუბერნიების და ოლქების სახით, სრულად მოისპო როგორც ცენტრალური ქართული მმართველობა ასევე ადგილობრივი მმართველობის სისტემები. ამას თან მოყვა ის შედეგი რომ ქართველმა ფეოდალებმა დაკარგეს თავისი უმთავრესი ფუნქცია. ეს ფუნქცია კი ქვეყნის დაცვა იყო. ხოლო იმპერიის ფარგლებში არსებული გუბერნიების დაცვას კი უკვე რუსების რეგულარული ჯარი კისრულობდა. ქართველი თავადები და აზნაურები კი იყვნენ საუკეთესო მებროლები საქართველოში და მთელი მათი ცხოვრების უმტავრესი არსი და მათი შემოსავლების უმთავრესი წყარო მდგომარეობდა ომების წარმოების ხელოვნებაში. რუსების წყალობით აღარ იყო ამის საჭიროება და გაქრა მათი საბრძოლო ხელოვნების საჭიროებაც, აღარც იმის საჭიროება იყო რომ ისინი მუდმივ საბრძოლო მზადებაში ყოფილიყვნენ. ამან გამოიწვია ის რომ მამა შვილს უკვე ისეთი მონდომებით და იმ შემართებით აღარ ასწავლიდა ხმალაობასა თუ სხვა იარაღით ბრძოლის ხელოვნებას, ის შვილი კი უკვე თავის შვილს უფრო ნაკლებს ასწავლიდა რადგან იმ ტაობას ეს უკვე სულ აღარ ჭირდებოდა. ამან მთელი ფეოდალური ფენის ზენობრივი დეგრადაცია გამოიწვია ხოლო ფეოდალები კი მტელი ქართული საზოგადოებისთვის სამაგალითონი იყვნენ და როგორც მეორადი შედეგი ჩვენ მივიღეთ მთელი საზოგადოების დეგრადაცია. სწორედ ამიტომ დასჭირდა ილია ჭავჭავაძეს ამდენი შეგონება-დარიგებანი და მხილებები ქართველების მიმართ.
ცივი იარაღით ბრძოლის ხელოვნებას კიდევ ერთი მტერი ყავდა ეს იყო დრო და პროგრესი. ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებამ კარდინალურად შეცვალა ომების წარმოების მეთოდები და გეგმა, აღარ იყო საჭირო მებრძოლების პირისპირ ახლო დისტანციაზე შებრძოლება. ომების ბედი წყდებოდა უფრო შორ დისტანციაზე ზარბაზნებისა და თოფების მეშვეობით. ამან კი ფაქტიურად გამოუსადეგარი გახადა ფარიკაობის, ხმალაობის, შუბისა თუ სხვა ცივი იარაღის ხმარების ტექნიკა. თუმცა იგივე ქართველებისგან განსხვავებით იაპონელებმა ჩინელებმა და სხვებმა დღემდე 21-ე საუკუნემდე ხელუხლებლად შეინახეს თავიანთი ასევე ცივი იარაღით ბრძოლის ხელოვნებები.
არსებობდა კიდევ ერთი რამ რამაც ასევე დიდი უარყოფითი გავლენა იქონია. საქმე იმაშია რომ დამპყრობელი რუსეთი ცდილობდა ქართველების მაქსიმალურ დასუსტებას ამ დასუსტებაში კი უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ქართული საბრძოლო ხელოვნების განადგურება. რუსები იმთავითვე ხედავდნენ თუ რამხელა უპირატესობა ქონდა ქართულ საბრძოლო ტრადიციებს სამხედრო აღზრდისა და საბრძოლო სახეობებს მათ საკუთართან შედარებით და ამიტომ ცდილობდნენ ყოველი ღონე ეხმართათ რათა ეს გაენადგურებინათ. ქართულ საბრძოლო ხელოვნების წინააღმდეგ ბრძოლას გეგმაზომიერი ხასიათი ქონდა. უნდა მომხდარიყო ყველაფრის განადგურება საქართველოში და გადატანა რუსეთში. ეს იყო ჭეშმარიტი კოლონიალური პოლიტიკა.
მოხდა ქართული ფოლადის ჭედვის საიდუმლოების რუსეთში გადატანა რადგან ქარტული ფოლადის ხარისხი ბევრად უფრო აღემატებოდა იმდრიონდელი რუსულისას ხოლო აქ ადგილზე კი მაქსიმალურად მოხდა მისი შეზღუდვა. მოვიყვან ამონარიდს საქართველოს ისტორიის ნარკვევების მეხუთე ტომიდან: ”ქართული ხელოსნური ნახელავი ამ პერიოდშიც მაღალ შეფასებას იმსახურებდა. დამახასიათებელია ამ მხრივ ერთი მაგალითი, კავკასიასა და რუსეთში ცნობილი გახდა საქართველოში დამზადებული უმაღლესი ხარისხის ფოლადის (ბულატის) ხმალი. საომარ შეიარაღებაში ხმალს მაშინ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთის მთავრობა დაინტერესდა ქართული მაღალხარისხოვანი ხმლით, რომელიც ბევრად სჯობდა რუსულს. 1828 წელს თბილისელმა ხელოსანმა ყარამან ელიაზარიშვილმა რუსეთის მთავრობას ქართული ფოლადის წარმოშობის საიდუმლოება გააცნო. ნიკოლოზ პირველის ბრძანებით, ელიაზარიშვილთან შეგირდებად მოავლინეს ზლატოუსტის მეტალურგიული ქარხნის ორი საუკეთესო ოსტატი: რუსი იუჟაკოვი და გერმანელი ვოლფერცი. ამის შედეგად ხმლის წარმოება ზლატოუსტის ქარხანაში საგრძნობლად გაუმჯობესებულა. ოსტატების მომზადებისათვის რუსეთის იმპერატორმა ელიაზარაშვილი ოქროს მედლითა და 1000 ჩერვონეცით დააჯილდოვა”.
სურათი
შესაძლოა გენერლ ლაზარევის დედოფლის მიერ ხანჯლით განგმირვის ფაქტმა დაარწმუნა რუსები თუ რა სახიფათო არის ეს იარაღი ქართველის ხელში და თუ დედოფალმა შესძლო ამ იარაღით გენერლის განგმირვა მაშინ ადვილი წარმოსადგენია ის თუ რისი გაკეთება შეეძლო ამავე იარაღით შეიარაღებულ ნავარჯიშევ მამაკაცს, ასეთი მამაკაცი ხომ კონფლიქტის შემთხვევაში 2-3 რუს კაზაკს მაინც გაუშვებდა საიქიოს სანამ მის შეპყრობას ან მოკვლას მოახერხებდნენ. აკი მოახერხა კიდევაც ცოტა მოგვიანებით შეურაცხმყოფილმა კონსტანტინე დადეშქელიანმა და მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი გაგარინი, გენერალის ორი მოხელე და დაჭრა დაცვის წევრი თვითონ კი გაიქცა. სწორედ რომ სამი რუსი გაუშვა საიქიოს დე მეოთხეც ლამის ზედ მიაყოლა ხანჯლით. ასეთი ფაქტების აღსაკვეთად საჭირო იყო რომ ხანჯლების ტარება აკრძალულიყო თუმცა იმის გამო რომ ხანჯალი ქართული ეროვნული ტანისამოსის შეუცვლელ ატრიბუტს წარმოადგენდა ასეთი გადაწყვეტილბა მთელი საზოგადოების დიდი წინააღმდეგობას წააწყდებოდა და სწორედ ამიტომაც მიმართეს რუსებმა შემოვლით გზას და აქ გამოიხატება ნათლათ მათი პოლიტიკის გეგმაზომიერება და მზაკვრულობა, მათ მჭედლებს აუკრძალეს ეჭედათ ისეთი ხანჯლები რომლებზედაც ვადაზე ხელის მტევნის სრულად ჩაჭიდვა იყო შესაძლებელი, ახალი ბრძანებით მჭედლები ვალდებულნი იყვნენ მოკლე ვადიანი ხანჯლები ეკეთებინათ სადაც მხოლოდ სამი თითის ჩასაჭიდი ადგილი იყო ასეთ ხანჯალს კი მამაკაცი მტკიცედ ვერ ჩასჭიდებდა ხელს და შესაბამისადაც მას ვერც საბრძოლო დანიშნულებით გამოიყენებდა, ხოლო როგორც ეროვნული ტანსაცმლის ატრიბუტი კი ის შენარჩუნდებოდა.
უშუალოდ იარაღისა და ცივი იარაღით ბრძოლის სახეობების გარდა რუსები ასევე უიარაღოთ ბრძოლის ტექნიკას ერჩოდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ქართველებში ამგვარი ცოდნის გაქრობას. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ფართოდ გავრცელებული იყო როგორც სხვადასხვა სახის კრივი ასევე ჭიდაობაც. სახალხო დღესასწაულების დროს კი მაგალითად ყეენობა-ბერიკაობის დროს კრივი მასობრივ ხასიათს ირებდა და მაში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა ხოლმე პატარიდან დაწყებული მოხუცებულის ჩათვლით ეს ყო ერთგვარი საერთო სახალხო ვარჯიშობა და ქართული საზოგადოების კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნების საშუალება. ამას ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს ებრძოდა რუსეთი და სხვადასხვა შეზღუდვებსა და აკრძალვებს აკეთებდა რუსეთის მთავრობა რათა აღმოეფხვრათ ეს მათთვის სახიფათო საერთო სახალხო ვარჯიშობანი. მათ რამდეჯიმეჯერ ოფიციალურად აკრძალეს (პირველი ასეთი აკრძალვა 1851 წელს მიიღეს სადაც კრივის ქალაქში გამართვა აიკრძალა და ერთი პერიოდი ის ქალაქგარეთ იმართებოდა) ეს მაგრამ ხალხი კიდევ დიდხანს არ იშლიდა ამას (მაგალითად 1905 წელს რუსების მცდელობის მიუხედავად თელავში ჩატარდა). ბოლოს უკვე იმას იმიზეზებდნენ რომ ასეთი სანახაოები და კრივები ძალიან ტრავმატულიაო და რუსები ზრუნავდნენ ქართველების ჯანმრთელობაზე. ასე თანდათან შეძლეს მათ ძირითადში აღმოეფხვრათ ფართო მასში უიარაღოდ ბრძოლის უძველესი ქართული სახეობები იმ დროს კრივის რამდენიმე სახეობა იყო გავრცელებული ქალაქური კრივი, არეული კრივი, სალდასტი კრივი. სურათი მხოლოდ საზოგადოებაში უაღრესად პოპულარული ჭიდაობა გადაურჩა რუსების ამ მცდელობებს თუმცა ამის მიუხედავად ქარტული ჭიდაობიდანაც ისევ ტრავმატულობის მომიზეზებით შესძლეს რომ ამოეღოთ უაღრესად ეფექტური ილეთები თუმცა ამ ილეტების დაკატგვა საბოლოოდ მაინც არ მომხდარა. ქართული ჭიდაობის გადარჩენას კიდევ ერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ეს იყო ის რომ უკვე საბჭოთა პერიოდში გადაწყდა რომ შექმნილიყო უიარაღოდ თავდაცვის ტექნიკა ე.წ. სამბო. სამბოს სისტემა მნიშვნელოვნად დაფუძნდა ქართული ჭიდაობის ილეთებზე და ხარლამპიევის ჯგუფს ჭირდებოდა ქართული ჭიდაობის საკმაოდ კარგად შესწავლა ხოლო შესასწავლად კი ამ ჭიდაობის მცოდნენი ჭირდებოდნენ. სამბოს ოფიციალურ დაბადეად ითვლება საბჭოთა კავშირის კომიტეტის დადგენილება სამბოს შექმნის შესახებ 1938 წლის. სადაც პრეამბულაში ნათქვამია რომ სამბო ეფუძნება საბჭოთა კავშირის ხალხურ სისტემებს და მათ შორის პირველ ადგილზე ჩამონათვალში ქართული ჭიდაობაა. აგრეთვე მომყავს ამნარიდი სამბოს პატრიარქის ანატოლი ხარლამპიევის სიტყვიდან კონფერენციაზე: «Национальные виды борьбы нашего необъятного Советского Союза, — говорил в своем выступлении на конференции Анатолий Харлампиев, — послужили основой для создания большой общей борьбы, которую сейчас мы с вами все называем советской борьбой вольного стиля.

В советскую борьбу вольного стиля включены все лучшие элементы из следующих национальных видов борьбы: грузинской, татарской, карачаевской, казахской, узбекской, туркменской и др.» , თუმცა კი რუსები ახლა ცდილობენ შეცვალონ ისტორია და საქმე წარმოაჩინოს ისე თითქოს სამბო არა ქართული არამედ აღმოსავლური ორთაბრძოლების საფუძველზე შეიქმნა. მადლიერებიც კი არ არიან ამისათვის. ჭიდაობისათვის კიდევ ერთი დადებითი ის აღმოჩნდა რომ მსოფლოში იმ დროს პოპულარული თავისუფალი ჭიდაობისა და ძიუდოს წესებს მოერგო კაგად და ამიტომ ქართველმა მოჭიდავეებმა ქართული ჭიდაობის სისტემით დაიწყეს ჩემპიონატებზე გამოსვლა და მედლების მოპოვება ამან კი უკვე გზა გაუხსნა ჭიდაობის შესწავლას და 20-ე საუკუნის შუახანებში დაიწყო სპოტცმენების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჭიდაობის ილეთების შეგროვება. ამდენად თავდაპირველად ქართლ-კახური ჭიდაობამ თავის თავში გააერთიანა საქართველოსსხვადასხვა კუთხეში გავრცელებული კუთხური ჭიდაობების სხვადასხვა ილეთები, მაგრამ ამასთან ერთად საბრძოლო ჭიდაობა იქცა სპორტის სახეობად.
ქართულმა საბრძოლო ხელოვნების ელემენტები ყველაზე მეტად საქართველოს მთიანეთში შემორჩა. იქ სადაც რუსეთმა ღრმად ვერ შეაღწია და ვერ გაიდგა ფესვები. ამის წყალობით შემორჩა ჩვენამდე სხვანური ხანჯლაობისა თუ კრივობის ილეთები ან თუნდაც იგივე ხევსურული ფარიკაობა. იმის გარდა რომ რუსეთმა ფესვები ვერ გაიდგა მთაში ქართულ საბრძოლო ხელოვნების სახეობების გადარჩენას ხელი შეუწყო აგრეთვე იმანაც რომ მაგალიტად იგივე ხევსურები ძალიან ტრადიციული ხალხია და მედგრად იცავდნენ მამაპაპურ წესებს რომელიც ბავშვის აღზრდასაც ეხებოდა,ამის გარდა ხევსურებს 20 საუკუნის დასაწყისშიც კი მტრობა ქონდათ ლეკებთან და ჭირდებოდათ მამაპაპური ხელოვნების ცოდნა. თუმცა მოგვიანებით უკვე საბჭოთა რუსეთმა ამასაც დიდი დარტყმა მიაყენა როდესაც ჩამოასახლა და ფაქტიურად დაცალა ხევსურთი თუ თუშეთი, ამასთან ერთად ეს ჩამოსახლებულები ძირითადად დაფანტა ქალაქებში ანუ არაკომპაქტურად დასახლდა. ამის გარდა როგორც გადმოცემით ვიცით ყველა ოსტატზე ვინც ფლობდა საბრძოლო ხელოვნებას მეთვალყურეობა იყო დაწესებული და მათ ეკრძალებოდათ მოსწავლეების ყოლა. წინააღმდეგობა ხვდებოდათ აგრეთვე იმ მკვლევარებსაც რომლებიც ამ სახეობების შესწალასა თუ ფართო საზოგადოებისათვის როგორც სპორტის სახეობის გაცნობას ცდილობდნენ. ამის მაგალითად იგივე ვ. ელაშვილი გამოდგება რომელმაც მაინც მოახრხა რამდენიმე ნაშრომის გამოქვეყნება მაგრამ იმდენაც მცირე ტირაჟით და შეზღუდვით რომ ამას ფაქტიურად შედეგი არ მოჰყოლლია არანაერი. ექმნებოდა სხვადასხვა შეზღუდვები და პრობლემები სამსახურში. საბჭოთა კავშირის დროს გარკვეული მასალები სხვადასხვა კრივის სახეობებზე მოიპოვეს მოკრივეებმაც, ასევე საინტერესო ცნობები შემოგვინახა ძველი თბილისის ყოფაზე და იქ გავრცელებულ კრივზე ი. გრიშაშვილმაც, ჭიდაობის მესვეურები ცოტა უფრო ხელგასხნილები იყვნენ ამ თავლსაზრისით და მრავალი ილეთი გადაარჩინეს.
ხოლო უკვე 80 იანი წლების შუახანებიდან ამ საქმეს ხელი მიჰყო ახალმა თაობამამ დროს საბჭოთა კავშირის მზე ნელ ნელა ჩადიოდა შეზრუდვებიც ისე მკაცრი აღარ იყო. კახაბერ ზანაძე, ლევან კიკალიშვილი, ნუკრი აბაზაძე, კობა ჭუმბურიძე, ალექსანდრე დარსაველიძე, ნოდარ ლურსმანაშვილი და სხვებმა გააგრძელეს ეს საქმე. მოაწყვეს ექსპეიციები და დააფიქსირეს მასალები. მათი მასწავლებელბი ზირითადად უკვე მოხუცებული ხალხი იყო. რომ არა დროული ჩაწერა ამ მასალებისა რამდენიმე წლით დაგვიანება უკვე სრულად გააქრობდა ამ ისედაც შაგრენის ტყავივით შემცირებულ ოდესღაც დიდ საბრძოლო ხელოვნებას.
სურათი


24 დეკ 2009 10:40
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 იან 2010 10:24
წერილები: 810
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
ხრიდოლზე ნუ ჩაიციკლებით არსია მთავარი და სულხან საბას უწერია შეგიძლიათ ნახოთ! მე ვვარჯიშობდი ქუთაისში თამაზ ბუცხრიკიძე გვავარჯიშებდა ჰოდა მაგარი ფიზიკური მომზადებები გვქონდა! კარატეშიც ვვარჯიშობდი ძიუდოზეც, ალპინიზშიც მაგრამ რაც მაქ ფიზიკურები გვქონდა და რაც მაქ ფორმა მქონდა ისეტ ფორმაში არსად ვყოფილვარ! მართლა სისხლში გვაქვს ქართველებს ეს ყოველივე! რაც არ უნდა ვინმემ თქვას ჰოდა სულხან საბა წერს : კაცი კაცს რა შეერკინების, შეებრძოლების - მორკინალი ეწოდების! ხოლო მორკინალთა ხელოვნება ხრიკი არს

_________________
არ გავცვლი სალსა კლდეებსა...
არავის საქმეში არ ვერევი მე, და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში (C) ჭაბუა ამირეჯიბი
შეუგნებელმა, რაც არ უდნა შეგნებულად ილაპარაკოს, მაინც შეუგნებელი დარჩება (C) davidkutaiseli
http://www.dkg.pp.ru/nosmoke/davidkutaiseli.png


20 იან 2010 16:38
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 14 აპრ 2009 11:00
წერილები: 507
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
არეული კრივი

არეული კრივიც ქართულ საბრძოლო ხელოვნების ერთ ერთი სახეობაა, რომელიც ცივი იარაღის გარეშე სრულდება. ქართული არეული კრივის შესახებ საკმაოდ ბევრი მასალა არსებობს და შეიძლება ითქვას რომ ეს სახეობაც აღდგენილია. მოკლე მონოგრაფია არეული კრივის შესახებ ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევითმა ცენტრმა ”ჯგირაგმა” გამოუშვა 1999 წელს.

ჩემის აზრით არეული კრივი დღეს არსებულ ქართულ საბრძოლო ხელოვნების სახეობათა შორის ყველაზე აქტუალურია, რადგან იგი ზუსტად შეესაბამება დღევანდელი დროის საჭიროებებს.

მაინც რას წარმოადგენს არეული კრივი?
არეული კრივი ორთაბრძოლის ძალიან ეფექტური მაგრამ ამასთან ერთად ძალიან რთული სახეობაა. ბრძოლა მიმდინარეობს როგორც ზედა კიდურებით აგრეთვე ქვედა კიდურებით და გამოიყენება ჭიდაობის მტკივნეული ელემენტები (ტეხვები, გდებები, მოყინწვა) და ეს ყველაფერი ერთ სისტემაშია გაერთიანებული.
თუ შევადარებთ ბოქსიორი ხმარობს მხოლოდ ზედა კიდურებს, კიგბოქსგში იხმარება ზედა და ქვედა კიდურები. ძიუდოისტები და სხვა ჭიდაობით მოჭიდავეები კი მხოლოდ საჭიდაო ილეთებს იყენებენ. ქართულ არეულ კრივში კი ეს ყველაფერი ერთ კომპლექსადაა გაერთიანებული და თანაც ქართული უნიკალური ილეთებით. ამას დამატებული კიდევ თავური დარტყმები და ზედა კიდურების ისეთგვარი დარტყმები რომლებიც ბოქსში არ გამოიყენება.
არეული კრივის დამახასიათებელია კიდევ ის ფაქტორი რომ ქვედა კიდურები არ იხმარება დარტყმებისთვის მკერდის ზემოთ. ანუ მაღალი დარტყმები რადგან არეული კრივი ისევე როგორც მთლიანად ქართული საბრძოლო ხელოვნება უპირველეს ყოვლისა საბრძოლო დანიშნულებისაა და შესაბამისად მაღალი დარტყმები ამცირებს ადამიანის წონასწორობას და ადვილად შესაძლებელს ხდის მის წაქცევას, ხოლო ბრძოლაში ან ხალხმრავალ ჩოჩქოლში წაქცეულ კაცს უბრალოდ გადათელავენ. ფეხების მაღალი დარტყმები გამოიყენება მხოლოდ ქართულ ერთ ორ სახეობაში იმ სახეობებში სადაც ხელების ხმარება აკრძალულია. არეული კრივის კიდევ ერთი დამახასიათებელია ის რომ ჭიდაობის ილეთებიდან შერჩეულია ისეთები რომლებიც მოწინააღმდეგის სწრაფად მოშორების საშუალებას იძლევა, გათვალისწინებულია ისიც რომ გდება წინასწარ ტითქმის ყოველთვის შემზადებულია დარტყმით და ამიტომ მოწინააღმდეგე ძირს გაბრუებული ან ნოკდაუნში მყოფი ეცემა.

http://www.myvideo.ge/?video_id=655252" onclick="window.open(this.href);return false;



არეული კრივი ძველად ძირითადად თბილისში გორსა და თელავში იყო გავრცელებული. იგი იმართებოდა როგორც წყვილებს შორის ასევე ჯგუფებს შორის. ხშირად იმართებოდა სახალხო დღესასწაულებზე ბერიკაობაზე და ყეენობაზე.

სურათი

სურათი


სურათი

სურათი


თქვენ არ შეგიძლიათ ამ შეტყობინებაზე მიმაგრებული ფაილების ნახვა.


01 თებ 2010 23:11
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 24 სექ 2009 00:17
წერილები: 623
წერილი 
ვაა რა კაცი :) უახლოეს პერიოდში გარისობის სკოლას აკეთებს (აისის მსგავსი იქნება) ხოდა მოუთმენლად ველი როდის დამთავრდება მუშაობა რო ჩავეწერო :)

_________________
აფხაზეთისთვის!!!

ცხინვალისათვის!!!

ტყვია მიზანში მოსახვედრია!!!


02 თებ 2010 22:56
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 14 აპრ 2009 01:09
წერილები: 176
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
ციტირება:
უახლოეს პერიოდში გარისობის სკოლას აკეთებს (აისის მსგავსი იქნება) ხოდა მოუთმენლად ველი როდის დამთავრდება მუშაობა რო ჩავეწერო

გაკეთებულია უკვე რამოდენიმეს ვიცნობ გარისობიდან რო მოხვდე აუცილებლად ხრიდოლზეც უნდა დადიოდე


03 თებ 2010 12:28
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 24 სექ 2009 00:17
წერილები: 623
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
tsabo
tsabo დაწერა:
გაკეთებულია უკვე რამოდენიმეს ვიცნობ გარისობიდან რო მოხვდე აუცილებლად ხრიდოლზეც უნდა დადიოდე

შენ სხვა რამეს ამბობ კაცო მე სხვას :) (sukhishvilebi ვარ)

_________________
აფხაზეთისთვის!!!

ცხინვალისათვის!!!

ტყვია მიზანში მოსახვედრია!!!


03 თებ 2010 21:25
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 14 აპრ 2009 11:00
წერილები: 507
წერილი Re:
Aragorn დაწერა:
ვაა რა კაცი :) უახლოეს პერიოდში გარისობის სკოლას აკეთებს (აისის მსგავსი იქნება) ხოდა მოუთმენლად ველი როდის დამთავრდება მუშაობა რო ჩავეწერო :)




ეს არ აკეთებს. უფრო სწორედ ესეც. მაგრამ გარისობის მამა არის პიროვნება მეტსახელად კოღო.

და თან ეს სკოლა 1997 წლიდან არსებობს და იხვეწება. იმ დონეზე რომ ეს კურსი სპეცნაზმაც გაიარა. ოღონდაც გარისობაში ყოველთვის აყავდათ (გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით) მხოლოდ ის ხალხი ვინც ხრიდოლზე ვარჯიშობდა თან მასწავლებლის რეკომენდაციაც ქონდა ფიზიკურ ნორმატივებს ჩააბარებდა.


03 თებ 2010 22:28
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 14 აპრ 2009 11:00
წერილები: 507
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
სურათი
ძველი სურათია. წიგნისთვის.


03 თებ 2010 22:36
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 14 აპრ 2009 01:09
წერილები: 176
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
gugusha
ვაჰ სიმონი ვიცანი სურათზე მარა აქ ახალგაზრდა მგონი
ციტირება:
კოღო.

ბევრი მსმენია ნამეტანი მაგაზე


04 თებ 2010 01:19
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 24 სექ 2009 00:17
წერილები: 623
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
gugusha
კი ვიცი კოღოზე კაცო უბრალოდ ვიცი რომ ეს ახალი სახეცვლილი იქნება :)

_________________
აფხაზეთისთვის!!!

ცხინვალისათვის!!!

ტყვია მიზანში მოსახვედრია!!!


04 თებ 2010 22:52
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9378
წერილი 
Aragorn დაწერა:
რომ ეს ახალი სახეცვლილი იქნება


მაინც რა პონტში იქნება შეცვლილი?

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


05 თებ 2010 11:50
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 14 აპრ 2009 11:00
წერილები: 507
წერილი Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები
Aragorn დაწერა:
gugusha
კი ვიცი კოღოზე კაცო უბრალოდ ვიცი რომ ეს ახალი სახეცვლილი იქნება :)



ისე სახეცვლილებასი რას გულისხმობ ვერ მივხვდი. ერთი უნდა ვკიტხო რომ ვნახავ.


05 თებ 2010 11:53
პროფილი
მიჩვენე წერილები:  დაალაგე:  
შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 154 წერილი ]  გადადი გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5, 6 ... 11  შემდეგი


ვინ არის საიტზე

ფორუმს ათვალიერებს: არ არიან რეგისტრირებული მომხმარებლები და 2 სტუმარი


თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემების
თქვენ არ შეგიძლიათ უპასუხოთ თემებში
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების რედაქტირება
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების წაშლა
თქვენ არ შეგძლიათ მიმაგრების განთავსება

გადადი: