ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
User avatar
gugusha
ფორუმელი
Posts: 507
Joined: 14 Apr 2009 11:00

ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

Postby gugusha » 28 Nov 2009 11:41

ეს თემა უნდა იყოს ამ ფორუმზე ამიტომ ვხსნი თავიდან.

ისევე როგორც წინა თემის შესავალში აქაც მინდა აღვნიშნო რომ:

საქართველოს ინტერნეტსივრცეში ამ თემის გახსნა დიდ შეხლა შემოხლას იწვევს ხოლმე, საკმაოდ ხშირად ინტრიგნული მიდგომაც წამოიწევს ხოლმე. ზოგადი ტენდენცია ასეთია. რის შედეგადაც ეს ძლიან მნიშვნელოვანი საკითხი უკანა პლანზე გადაიწევს ხოლმე და წინ წამოიწევს ის საკიტხი თუ ვინ ვისი პრეზიდენტია, ვინ უფრო ძველია და ვინ უფრო მაგარია. ესეც რა ტქმა უნდა მნიშვნელოვანი საკითხია თუმცა ეს უფრო ვიწრო გარჩევისთვის და საქმეშიცახედული ხალხისთვისაა, ხოლო თუ თემას კითხულობს ვინმე გარეშე პირი მისთვის ეს ხშირად უსიამოვნო რჩება. ამიტომ მე მაქვს სურვილი რომ ამ თემასაც ასე არ დაემარტოს და უშუალოდ საბრძოლო ხელოვნებაზე იყოს ლაპრაკი და არა იმაზე თუ ვინ ვისი ხელმძღვანელია და ვინ ვის ჯობია.
პირადა მე შევეცდები მაქსიმალურად ობიექტური ვიყო.


დღევანდელობიდან გამომდინარე გავაკეთებ მხოლოდ მცირე განმარტებას. დღეისათვის ამ საქმეს ზოგი რომ ხრიდოლს ეძახის და ზოგი ქართულ საბრძოლო ხელოვნებას რამოდენიმე ორგანიზაციული ჯგუფი მისდევს როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. ეს ჯგუფები დღეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ და თავ თავიანთი ხელმძღვანელობა ყავთ თუმცა 12-15 წლის წინ ესენი ყველანი ერთად მოქმედებდნენ. მერე იყო კონფლიქტი და რამოდენიმე ჯგუფად დაშლა.

ახლა კი უკვე თემის ირგვლივ. რაც შეეხება სახელწოდებას მას ზოგი მოიხსენოებს როგორც ხრიდოლი ზოგი კი როგორც ქართული საბრძოლო ხელოვნება. დღეისათვის მათ ერთი და იგივე შინაარსი აქვთ. ხოლო სიტყვა ხრიდოლი კი შეიძლება ორი მნიშვნელობით გავიგოთ ვიწრო მნიშვნელობით იგი აღნიშნავს ცალი ხელით კრივს ხოლო ფართო მნიშვნელობით კი მასში იგლისხმება კრებითად ყველა ქართული ორთაბრძოლის სისტემები. ანუ შედარება რომ გავაკეთოთ ისეთივე იქნებოდა ქართულ ცეკვას ხორუმი რომ ერქვას. ხორუმი როგორც კონკრეტული ცეკვის აღმნიშვნელი და ხორუმი როგორც მთლიანად ქართული ცეკვის აღმნიშვნელი.
ტერმინი ხრიდოლი შემოიტანეს ხმარებაში ამ საქმის პატრიარქებმა ანუ იმ ხალხმა ვინც უახლესი ისტორიის პერიოდში დაიწყეს ამ საქმის კველვა და აღორძინება კახა ზარნაძის თაოსნობით, როდესაც 90 იანი წლების დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს პირველი ორგანიზაცია რომელიც ქართული საბრძოლო სისტემების კვლევით და პოპულარიზაციით იყო დაკავებული.

ამ საქმის გარკვეული კვლევა-ძიება 90 იან წლებამდეც ხდებოდა მაგრამ საბჭოთა კავშირის მიერ მაქსიმალურად იბლოკებოდა.

User avatar
gugusha
ფორუმელი
Posts: 507
Joined: 14 Apr 2009 11:00

Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

Postby gugusha » 28 Nov 2009 11:50

აქვე გავაკეთებ მოკლე ექსკურსს საბრძოლო სახეობებში. იმისათვის რომ ვიქონიოთ წარმოდგენა თუ რასთან გვაქვს საქმე.
მიუხედავად იმისა რომ ჯერ მეფის რუსეთის და შემდგომ კი საბჭოთა კავშირის მეცადინეობებით ამ დარგში იყო წყვეტა და უზარმაზარი ინფორმაცია უკვალოდ დაიკარგა მაინც მოხერხდა საკმაოდ მრავალფეროვანი საინტერესო და ეფექტური სახეობების გამოვლენა და დაფიქსირება. საერთო ჯამში კახა ზარნაძემ შეაგროვა რამოდენიმე ათეული საბრძოლო სახეობა როგორც იარაღით ასევ უიარაღოდ.
დავიწყოთ უიარაღოთ ბრძოლის სახეობებიდან. უიარაღოდ ბრძოლის სახეობები მოიცავს როგორც დარტყმით ტექნიკას ასევე ჩავლებით ჭიდაობისა თუ მახრჩობელა თუ ტეხვით ტექნიკას.
დღეისათვის საქართველოში მოძიებულია ორ ათეულამდე მხოლოდ ჭიდაობის ნაირსახეობები. ესენია როგორც საერთო-ქართული ანუ საქართველოს ყველა ან თითქმის ყველა რეგიონში გავრცელებული ასევე ცალკეული კუთხური სახეობები, რომლებიც ამა თუ იმ კუთხეში იყო გავრცელებული და ამ კუთხის მცხოვრბთა მენტალიტეტზე, ტანისამოსზე, გარემო პირობებზე და ცხვრების წესზე იყო . მოძიებულ სისტემათა ნაწილი კარგად არის შემორჩენილი და დალაგებული და მათში მრავალი საინტერესო და უნიკალური ილეთია ხოლო ზოგიერთი სახეობა კი ცუდათაა შემორჩენილი მხოლოდ რამოდენიმე ილეთით და მასზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა არსებობს.
ჭიდაობის სახეობებია:
ქართლ-კახური (იგივე ქართული ჭიდაობა) ჭიდაობა - რომელიც 40 იან 50 იან წლებში გახდა საფუძველი ქართული ჭიდაობისა. ჭიდაობის მესვეურებმა თავდაპირველად ქართლ-კახური ჭიდაობა აიღეს საფუძვლად და იგი შეავსეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ჭიდაობის ილეთებით (რმლებიც მსგავსნი იყვნენ ამ ჭიდაობის და ამ წესებში ჯდებოდნენ) და შექმნეს ქართული ჭიდაობა. ქართულ სახეობათა შორის დღეისათვის ყველაზე დახვეწილი და პოპულარული სახეობა.
ცალხელა ჭიდაობა
- რომელიც სუფთა საბრძოლო ხასიათისაა და განკუთვნილია იმისათვის რომ ერთ კიდურში დაჭრილმა მეომარმაც კი არ დაკარგოს ბრძოლისუნარიანობა და გააგრძელოს ბრძოლა.
მკერდაობა - არის ჭიდაობა ხელების გამოუყენებლად. იდეალური ცოდნა იყო დატყვევებული მეომრისათვის.
მოშ და მოშ - ხევსურული ჭიდაობა, რომლელიც უმეტესად მახრჩობელ და მტკივნებულ (ბალევოი) ილეთებს შეიცავს.
მუქასრისა - ასევე ხევსურული სახეობა, მუქასარი - შარვლის ტოტს ქვია. ილეთები უმეტესად ფეხში ჩვლებით სრულდება.
იღლიღორა - მთიულური სახეობაა. იგი სპეციფიკური სახეობაა და მკერდში ჯვარედინი ჩავლებით სრულდება, შეიცავს ბევრ მტკივნეულ ილეთს.
ღოჯური ჭიდაობა - რაჭაში გავრცელებული სახეობა იყო. ამჟამად ღოჯურის მრავალი ილეთი ქართულ ჭიდაობაშია შესული.
ლიბრგიელ - სვანური ჭიდაობაა. ჭიდაობის სპეციფიკური სახეა, იწყება მოწინააღმდეგეების მიერ ხელების ქამარში ჩავლებით და ილეთებიც ასევე სრულდება, უფრო ძალისმიერი სახეობაა. მასზე ინფრომაცია 70 იან წლებში დაბეჭდილ პროფესორ ვასილ ელაშვილის ბროშურაშიც არის.
ღორული ჭიდაობა - მოძიებულია უფრო მესხეთში თუმცა საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრჩელებული უნდა ყოფილიყო. ღორული ჭიდაობა პარტერში მიმდინარეობს.
რკინება- სამეგრელოში გაცრცელებული სახეობა იყო. იგი ძლიერ მსგავსია ქართლ-კახური ჭიდაობის. აქვე აღსანიშნავია რომ ტერმინი ჭიდაობა დღეს სახეშეცვლილია. წინათ ჭიდაობას ეზახდნენ ადამიანისა და ცხოველის ჭიდაობას, ხოლო ადამიანის ადამიანთან დაჭიდებას კი რკენას ეძახდნენ (სულხან საბას ლექსიკონი). ეს ძველი ტერმინი მეგრულმა სახეობამ შემოინახა.
ჭედობა - გურული სახეობაა ჭიდაობის.
მატეკრობა - აჭარაში გავრცელებული სახეობაა, გავს გურულ ჭედობას.
მაჯურა ჭიდაობა - ერთ ერთი უძველესი სახეობაა, ჭიდაობა იწება და მიმდინარეობს ხელებჩაჭიდებული. გამოიყენებოდა მებრძოლების მომზადებისათვის.
და სხვა სახეობანი.

უიარაღოდ ბრძოლის სახეობებში ჭიდაობების გარდა საქართველოში ასევე ძლიერ დახვეწილი და მრავალფეროვანი დარტყმითი ტექნიკის მატარებელი სახეობებიცაა. ანუ კრივობანი. კრივობა ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღესასწაულების დროს (ბერიკაობა -ყეენობა) მასობრივი ორთაბრძოლები იმართებოდა სადაც ასობით და ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მოპოვებულია ასევე კრივის რამოდენიმე სახეობა:
არეული კრივი - შეიცავს როგორც დარტყმით ილეთებს ხელით და ფეხით ასევე ჭიდაობის იმ ილეთებს რომლებიც მოწინააღმდეგის სწრაფად მოშორების საშუალებას იძლევა.
ქალაქური კრივი - ყარაჩოღელებში გავრცელებული კრივი, ხშირად გამოიყენება თავური დარტყმები და იდაყვები. (ვიდეო ქალაქური კრივისათვის დამახასიათებელი ტექნიკის ჩვენებით: http://www.myvideo.ge/?video_id=655252" onclick="window.open(this.href);return false;)
ხრიდოლი კრივი - ტერმინი რომელიც მოგვიანებით მთლიანად მთელი ქართული საბრძოლო ხელოვნების კრებით სახელად აირჩიეს. ი. გრიშაშვილის გადმოცემით ეს ნიშნავდა ცალი ხელით კრივს.
ლივიშდიელ - სვანეთში გავრცელებული კრივი, უმეტესად ფეხის დარტყმითი თექნიკაა.
რაჭული წიხლაობა - როგორც სვანური აქაც ფეხის დარტყმებია წამყვანი.
ლიჯგუბილ - ასევე სვანური სახეობა, ხელების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა.
liburdzgali - Rezo Gulbani_0014.jpg
liburdzgali - Rezo Gulbani_0014.jpg
სალდასტი კრივი - ამ სახეობაში კიდურების გადა გამოიყენება ასევე ხის ჯოხები და ქვებიც კი.
თუშური მუშტაობა და სხვა ქვესახეობები.
You do not have the required permissions to view the files attached to this post.

User avatar
Javelin
ფორუმელი
Posts: 2752
Joined: 05 Apr 2009 21:20

Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

Postby Javelin » 29 Nov 2009 21:08

gugusha wrote:ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

ძალიან საინტერესოა... ფორუმი არსებობს სადაც დეტალურად იქნება ინფორმაცია?

gugusha wrote:მერე იყო კონფლიქტი და რამოდენიმე ჯგუფად დაშლა.

gugusha wrote:საქართველოს ინტერნეტსივრცეში ამ თემის გახსნა დიდ შეხლა შემოხლას იწვევს ხოლმე, საკმაოდ ხშირად ინტრიგნული მიდგომაც წამოიწევს ხოლმე. ზოგადი ტენდენცია ასეთია. რის შედეგადაც ეს ძლიან მნიშვნელოვანი საკითხი უკანა პლანზე გადაიწევს ხოლმე და წინ წამოიწევს ის საკიტხი თუ ვინ ვისი პრეზიდენტია, ვინ უფრო ძველია და ვინ უფრო მაგარია. ესეც რა ტქმა უნდა მნიშვნელოვანი საკითხია თუმცა ეს უფრო ვიწრო გარჩევისთვის და საქმეშიცახედული ხალხისთვისაა, ხოლო თუ თემას კითხულობს ვინმე გარეშე პირი მისთვის ეს ხშირად უსიამოვნო რჩება. ამიტომ მე მაქვს სურვილი რომ ამ თემასაც ასე არ დაემარტოს და უშუალოდ საბრძოლო ხელოვნებაზე იყოს ლაპრაკი და არა იმაზე თუ ვინ ვისი ხელმძღვანელია და ვინ ვის ჯობია.

ეს სამწუხაროდ ტიპიურია ჩვენს რეალობაში. "მე" ძალიან მძიმედ გვჭირს.

---

აისისთვის ძალიან საინტერესოა ხრიდოლი როგორც ხელჩართული ბრძოლის სახეობა, მივალთ მაგ საკითხამდეც.
who dares wins!

User avatar
DAcHI
ფორუმელი
Posts: 76
Joined: 08 Sep 2009 19:34

Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

Postby DAcHI » 29 Nov 2009 21:25

Javelin wrote:აისისთვის ძალიან საინტერესოა ხრიდოლი როგორც ხელჩართული ბრძოლის სახეობა, მივალთ მაგ საკითხამდეც.

არა მარტო აისისთვის :)
მე ძალიან მომწოს ის რომ ვარჟიშს ლოცვის გარეშე არ იწყებენ და ბოლომდე მისდევენ ქართულ წეს-ჩვეულებებს . . .
“ომი მოტყუების გზაა. თუ რაიმე შეგიძლია, აჩვენე მეტოქეს რომ არ შეგიძლია; თუ სარგებლობ რამით, აჩვენე რომ ამით არ სარგებლობ; ახლოსაც რომ იყო, აჩვენე რომ შორს ხარ; შორსაც რომ იყო, აჩვენე რომ ახლოს ხარ.” სუნ-ძი

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

Postby NAZGHA » 29 Nov 2009 21:29

რატომღაც შორიდან არ მომწონს ხრიდოლი......მაგას სპეციალიზებული სპორტი მირჩევნია
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 29 Nov 2009 22:18

NAZGHA wrote:რატომღაც შორიდან არ მომწონს ხრიდოლი......მაგას სპეციალიზებული სპორტი მირჩევნია


+1

ვისთან ვაპირებთ ხელჩართულ ბრძოლას? :)

თუმცა ვისაც უნდა გააკეთოს აისის კლუბი და ივარჯიშონ ... დავეხმარებით ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
DAcHI
ფორუმელი
Posts: 76
Joined: 08 Sep 2009 19:34

Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

Postby DAcHI » 29 Nov 2009 22:26

Avaza wrote:ვისთან ვაპირებთ ხელჩართულ ბრძოლას?

ხრიდოლი არ არის მარტო ხელ ჩართული ბრძოლა : ) როგორც ზემოთ ვახსენე ქართულ ტრადიციებსაც გასწავლიან
“ომი მოტყუების გზაა. თუ რაიმე შეგიძლია, აჩვენე მეტოქეს რომ არ შეგიძლია; თუ სარგებლობ რამით, აჩვენე რომ ამით არ სარგებლობ; ახლოსაც რომ იყო, აჩვენე რომ შორს ხარ; შორსაც რომ იყო, აჩვენე რომ ახლოს ხარ.” სუნ-ძი

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 29 Nov 2009 22:30

DAcHI wrote:ქართულ ტრადიციებსაც გასწავლიან

ამათ ხრიდოლის გარეშე ვერ ისწავლი?

თან "ქართული ტრადიციები" ყველას თავისებურად ესმის ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

Postby NAZGHA » 29 Nov 2009 22:30

DAcHI
აუ უკვე ამ ტრადიციებით ტვინი გამომიჭედეს რა რა არის ქართული ტრადიცია და რა თავსმოხვეული იცის რო ხალხმა??
მშოობირაე ქალს რომ უშვებნენ ტყე ღრეში და იქ უნდა მოემშობიარებინა ეგ არის კარგი ტრადიცია??? მამას და პაპას რომ არ უნდა შეპასუხებოდი არაფერზე ეგაა კარგი ტრადიცია??? ან იქნებ ქალების დაჩაგვრისთვის მოფიქრებული ახალი ტრადიცია უნდა გამოვიგონოთ???? წაწლლობაც კარგი რაღაცა იყო ვერაფერს იტყვით...

ჯერ კარგათ გავარკვიოთ რომელია ქართული ტრადიცია რომელი არა რომელი ტრადიცი გვჭირდება რომელი არა და მერე ვილაპარაკოთ
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 29 Nov 2009 22:35

NAZGHA wrote:ჯერ კარგათ გავარკვიოთ რომელია ქართული ტრადიცია რომელი არა რომელი ტრადიცი გვჭირდება რომელი არა და მერე ვილაპარაკოთ


აი აისელის ტიპიური მიდგომა: პრაგმატული და ამავდროულად ეროვნული ... :)

წაწლები დაიდოს!!! :ugeek: :lol:
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
DAcHI
ფორუმელი
Posts: 76
Joined: 08 Sep 2009 19:34

Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

Postby DAcHI » 29 Nov 2009 22:56

NAZGHA მაგაში გეთანხმები. მაგრამ ელემენტარული ქალის პატივისცემა რომ არის დაკარგული და ორსულ ქალებს რომ არ სვავენ მეტროში (საზოგადოებრივ ტრასპორტში) მაგაზე მაქვს ლაპარაკი : )
“ომი მოტყუების გზაა. თუ რაიმე შეგიძლია, აჩვენე მეტოქეს რომ არ შეგიძლია; თუ სარგებლობ რამით, აჩვენე რომ ამით არ სარგებლობ; ახლოსაც რომ იყო, აჩვენე რომ შორს ხარ; შორსაც რომ იყო, აჩვენე რომ ახლოს ხარ.” სუნ-ძი

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

Postby NAZGHA » 29 Nov 2009 22:58

DAcHI
ხოდა ორსულს ვინც არ დაუტმობს სკამს ის არის უზრდელი და შეუგნებელი და მაგას ტავპირი რომ ჩაუნგრიო ალალი იქნება
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...

User avatar
NAPSTER
ფორუმელი
Posts: 3320
Joined: 11 Apr 2009 09:47
Location: Tbilisi

Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

Postby NAPSTER » 29 Nov 2009 23:04

DAcHI wrote:მაგაში გეთანხმები. მაგრამ ელემენტარული ქალის პატივისცემა რომ არის დაკარგული და ორსულ ქალებს რომ არ სვავენ მეტროში (საზოგადოებრივ ტრასპორტში) მაგაზე მაქვს ლაპარაკი : )


ორსული ქალისთვის ადგილის დათმობა არამგონია ქართული ტრადიცია იყოს

ეგ ელემენტარული შეგნების ამბავია, რომელიც თანაბრად მოეთხოვება როგორც ქართველს, ისე შვედს და სამხრეთ აფრიკელს

User avatar
Javelin
ფორუმელი
Posts: 2752
Joined: 05 Apr 2009 21:20

Re: ხრიდოლი - ქართული საბრძოლო სისტემები

Postby Javelin » 29 Nov 2009 23:15

ნუ აოფებთ, ეროვნულ ტრადიციებზე სხვაგან პოსტეთ, ხრიდოლზე და მის ირგვლივ თუ შეიძლება.
NAZGHA wrote:რატომღაც შორიდან არ მომწონს ხრიდოლი......მაგას სპეციალიზებული სპორტი მირჩევნია

მე მომწონს და არ მომწონს არ ვიცი, მარტივი მიზეზის გამო: მწირ ინფორმაციას ვფლობ... ასევე ვითვალისწინებ რა ხელმისაწვდომობას სპეციალიზებული სპორტებისას, მაინც ხრიდოლისკენაა მეტი არგუმენტი...

Avaza wrote:ვისთან ვაპირებთ ხელჩართულ ბრძოლას? :)

მტრების მეტი რა გვყავს, რაღაცა ხელჩართული უნდა ვიცოდეთ...
who dares wins!

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 30 Nov 2009 00:29

Javelin wrote:ასევე ვითვალისწინებ რა ხელმისაწვდომობას სპეციალიზებული სპორტებისას

რაგბი ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)