როგორ მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას? გველის ნაკბენი

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

როგორ მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას? გველის ნაკბენი

Postby Avaza » 11 Jun 2015 10:41

გველის ნაკბენი და უსაფრთხოების წესები. ადამიანი და გველი.

გველების ვიზუალური ამოცნობა
საქართველოში გავრცელებული ოთხი ტიპის შხამიანი გველი
შხამიანი გველის ამოცნობა ნაკბენით
როგორ მოვიქცეთ გველის დანახვისას?
სად ბინადრობენ გველები და როგორ ავირიდოთ კბენა?
რა სიმპტომები აღენიშნება ადამიანს კბენის შემდეგ და როგორ მოვიქცეთ?
რა დრო გვაქვს ექიმთან მისვლამდე?
“ბუნების შეცდომები”

http://www.legionerebi.org/?p=530
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
მაია
ფორუმელი
Posts: 11
Joined: 12 May 2016 11:12
Location: თბილისი
Contact:

Re: როგორ მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას? გველის ნაკბენი

Postby მაია » 06 Jun 2016 23:30

გველები (ლათ. Serpentes ან Ophidia) — ქვეწარმავალთა ქვერიგი. აქვთ წაგრძელებული უკიდურებო, ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება. თვალები დაფარული აქვთ გამჭვირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ. ამასთან ტანისა და კუდის მალები ერთნაირია. კვადრატული, ქიცვისებრი, ფრთისებრი, სასისა და ზედა ყბის ძვლები ერთმანეთთან და ქალასთან მოძრავადაა შეერთებული. ყბები დაკავშირებულია გამწელავი მყესით, რომელიც ხელს უწყობს საკვების ყლაპვისას პირის ღრუს მოცულობის გაზრდას. შხამიან გველებს ზედა ყბაზე განლაგებული აქვთ მილიანი ან ღარიანი კბილები, რომლებიც სადინარით უკავშირდება შხამიან ჯირკვლებს. კბენის მომენტში საფერთქლის კუნთი იკუმშება, ჯირკვალს აწვება და გამოიყოფა შხამი.
გველების შინაგანი ორგანოები წაგრძელებულია. ზოგიერთ სახეობას ერთ-ერთი ფილტვი ან სულ არ აქვს, ან სუსტად აქვს განვითარებული. შარდის ბუშტი გველებს არა აქვთ. გრძელი გაორკაპებული ენა, რომელსაც ხშირად სრულიად უმართებულად ნესტარს ეძახიან, სინამდვილეში შეხებისა და ქიმიური შეგრძნების ორგანოა.ცნობილია გველების 3000-მდე სახეობა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 18 ოჯახში.
საქართველოში გავრცელებულია გველების 20 სახეობა, რომლებიც გაერთიანებული არიან 4 ოჯახის 10 გვარში:
გველბრუცასებრნი - 1 სახეობა
მახრჩობელასებრნი - 1 სახეობა
ანკარასებრნი - 14 სახეობა
ანკარა - 2
მცურავი - 3
მცოცავ-მცურავი - 4
სპილენძა - 1
ეირენისი - 2
კატისთვალა გველი - 1
ხვლიკიჭამია გველი - 1
გველგესლასებრნი - 4 სახეობა: ველის გველგესლა (Vipera ursini), ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera ammodytes), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), გიურზა (Macrovipera lebetina).
გველგესლასებრნი (ლათ. Viperidae) — შხამიანი გველების ოჯახი. აქვთ მოკლე, მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი დიდი კბილი, რომელთა მილები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. უმრავლესობის თვალის გუგა ვერტიკალურია. სუნთქვის ორგანოა ე. წ. ტრაქეული ფილტვი. საკუთრივ გველგესლას (Vipera) გვარში 11-13 სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ოთხი სახეობა ველის გველგესლა (Vipera ursini), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), ცხვირრქოსანი გველგესლა (Vipera ammodytes) და გიურზა, რომელიც თავის მონათესავეთა შორის ყველაზე დიდია.(ყველაზე შხამიანი)
როგორც წესი, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან. ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით, როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს ან შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში, ან მოკვლას უპირებს მას.
ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალი ჩექმა, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახებში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.
გველის შხამიანი კბილები მოძრავია. დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა. პირის გაღებისა და/ან კბენის დროს კბილები ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადის.
გველის შხამი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რთული კომპლექსია. მოწამვლის სიმპტომები მრავალფეროვანია.
გველის შხამით მოწამვლისას სიმპტომების გამოვლენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველაზე საშიშია გველის კბენა კისრის, სახის, თავის თმიან ადგილებზე.რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ვითარდება ინტოქსიკაცია და უფრო მძლავრად არის გამოხატული სიმპტომები.
გველის ნაკბენი:
დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები:
წყვილი ნაკბენი;(ორი ღრმა,წითელი,წრიული,მომცრო ზომის ნაკბენი(ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი შხამიანი გველისა და უშხამო გველის ნაკბენისა)
ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
შეშუპება და ტკივილი დაზიანების მიდამოში;
სუნთქვის გაძნელება;
მხედველობის დაბინდვა;
ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვის დენა.
რა არ უნდა გაკეთდეს:
1. არ უნდა გაკეთდეს კანის გრძელი, "ლამპასისებური" განაკვეთები.
2. არ გააკეთოთ ჯვარედინი განაკვეთი.
3. არ გააკეთოთ ცირკულარული განაკვეთი.
4. არ უნდა ამოწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით.
(პირით ამოწოვის შედეგად გამოდის შხამის მხოლოდ 20-30% და სამაგიეროდ საფრთხე ექმნება დამხმარე პირს, იმას, ვინც ამას აკეთებს).
5. არ უნდა დაადოთ ლახტი.
6. არ უნდა მივცეთ ავადმყოფს დასალევად ალკოჰოლი /კონიაკი, არაყი, სპირტი.

რა უნდა გაკეთდეს:
პირველი დახმარება საველე პირობებში:
1.დააწვინეთ ავადმყოფი და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.
2. ჩამობანეთ ნაკბენი და შეამშრალეთ სუფთა მარლით;მოახდინეთ ნაკბენის ზემოთ კიდურის კომპრესია ისე, რომ არ მოხდეს არტერიის გადაკეტვა; მოათავსეთ ნაკბენი კიდური გულის დონიდან ქვემოთ;(გულის დონიდან ქვემოთ,საყირადღებოა რადგან ზემოთ აწეული კიდურიდან აქტიურად ხდება გულის მიმართულებით სისხლის გადადენა.იმისათვის რომ არ გამოვიწვიოთ გველის შხამის სწრაფი გავრცელება ამიტომ ვუთავსებთ ნაკბენ კიდურს გულის დონიდან ქვემოთ.)
3.ნაკბენის ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ნაოჭებით და ხელის მოძრაობით "გამოწველეთ" კანი. ჭრილობა "პირს დააღებს" და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე-ლიმფა/.
4.დაზარალებულს მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე - წყალი
5.აკონტროლეთ ABC ;(A – Airway – სასუნთქი გზები;B – Breathing – სუნთქვა;C – Circulation– ცირკულაცია)
6.ავადმყოფი დააწვინეთ საკაცეზე ან მსგავს სახელდახელო მოწყობილობაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საავადმყოფოში.

User avatar
გაბილა
ფორუმელი
Posts: 155
Joined: 12 Mar 2013 21:35

Re: როგორ მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას? გველის ნაკბენი

Postby გაბილა » 09 Jun 2016 17:12

მაია
კარგი პოსტია, მითუმეტეს იმის პირობებში, რომ პირველ წერილში დადებული ლინკი არ მუშაობს. კარგი იქნებოდა ასევე ვიზუალური მასალაც რომ იყოს, როგორ შეიძლება ამოცნობა, დახმარება და ა.შ.
დაისი

User avatar
მაია
ფორუმელი
Posts: 11
Joined: 12 May 2016 11:12
Location: თბილისი
Contact:

Re: როგორ მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას? გველის ნაკბენი

Postby მაია » 13 Jun 2016 19:16

გაბილა
სურათების დადებასაც ვაპირებდი და ვერ მოვახერხე. :/ გამოვასწორებ ამას აუცილებლად ;)

User avatar
hades
ფორუმელი
Posts: 9
Joined: 06 Jun 2016 11:04

Re: როგორ მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას? გველის ნაკბენი

Postby hades » 15 Jun 2016 17:37

მოკლედ შემთხვევით გადავაწყდი ამ საიტს, სადაც კავკასიურ გველგესლაზეა საუბარი და რავი მისი გავრცელების არეალიც მოცემულია, მე პირადად ლექციის პრეზენტაციიდან შავი ნარინჯისფერი ზოლებით რომ ვნახე მარტო მასეთი მეგონა და თურმე სხვა შეფერილობისაც ყოფილა.

https://viperacaucasica.wordpress.com/kaznakovi/

User avatar
BUBU
ფორუმელი
Posts: 1319
Joined: 27 Nov 2009 20:27

Re: როგორ მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას? გველის ნაკბენი

Postby BUBU » 15 Jun 2016 17:47

გველი არის უკანასკნელი რამ, რისიც ბუნებაში უნდა გეშინოდეს. (ჩემი აზრით)
In this world, some people born are like keys that move the world and exist having no connection to the social hierarchy established by man
---
ოქროს ზოდიც, კი არ ბრწყინავს მუდამ.

User avatar
NAZGHA
ფორუმელი
Posts: 6281
Joined: 12 Apr 2009 12:55

Re: როგორ მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას? გველის ნაკბენი

Postby NAZGHA » 16 Jun 2016 09:18

BUBU
სააღდგომოს შემდეგ მითუმეტეს :)
ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე გამარჯვებაა...