სამ. ცენტრის ოფიცრების ხსოვნის დღე და ლეგიონის დროშის კურთხე

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

სამ. ცენტრის ოფიცრების ხსოვნის დღე და ლეგიონის დროშის კურთხე

Postby Avaza » 14 May 2015 14:39

ღონისძიების გვერდი
http://www.legionerebi.org/?p=411
https://www.facebook.com/events/361787760696686/

20 მაისი. ოთხშაბათი. 17:00 სთ. ვაკის პარკი.
ლეგიონი იხსენებს სამშობლოსთვის თავდადებულ მეომრებს და აწყობს მათი ხსოვნის აქციას დახვრეტის ადგილზე.

16:30-ზე ვიკრიბებით ვაკის პარკის შესასვლელთან. 16:45-ზე გავალთ ოფიცრების დახვრეტის ადგილზე, 17:00-ზე დაიწყება პანაშვიდი, რომელსაც მამა ზურა ცხოვრებაძე წარუძღვება, მსახურება დასრულდება ლეგიონის დროშის კურთხევით.
ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე ჩაატარებს მცირე ლექციას 1923 წლის მოვლენებზე.
ვაკის პარკში მყოფ მოქალაქეებს დაურიგდებათ საინფორმაციო ფლაერები.
აქციას გააშუქებს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“.

ღონისძიება ღიაა და ყველა მსურველს შეუძლია დასწრება!

შეგახსენებთ რომ, 1923 წლის 20 მაისს რუსმა ოკუპანტებმა და ადგილობრივმა სამშობლოს მოღალატეებმა ვაკის პარკში დახვრიტეს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის 15 ქართველი ოფიცერი. ეს მოვლენა ცნობილია „დუშეთის აჯანყების“ სახელით.
1922 წელს სამხედრო ცენტრმა გადაწყვიტა საკმაოდ შესუსტებული წითელი არმიის შეტყუება ხევსურეთში, სადაც გამაგრებული იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი, ხევსურ-მოხევეთა დანაყოფი და დათქმულს დროს მოვიდოდნენ ჩეჩენი მეამბოხეები. დუშეთის მზარაში შემოსული მოწინააღმდეგესთვის ზურგიდან უნდა შეეტიათ ქართლში მოქმედ შეთქმულებს და მოექციათ ალყაში. წარმატების შემთხვევაში დაიწყებოდა მასობრივი გამოსვლები ოკუპანტების წინააღმდეგ და თბილისის დაკავების ოპერაცია. აჯანყება ჩაშალა პარტიულმა უთანხმოებამ, სოციალ-დემოკრატებმა არ მისცეს შეთქმულებს ზურგიდან დარტყმის უფლება. 300 -ზე მეტი მეომარი უკვე მზად იყო ხეობების ჩასაკეტად. შედეგად, მთიულეთში გამაგრებული შეფიცულები და მთიულები მარტონი დარჩნენ (ჩეჩენთა რაზმი უკან გააბრუნეს ოპერაციის ჩაშლის გამო) და უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. გამოძიებამ საიდუმლოდ მოქმედი „სამხედრო ცენტრის“ საქმიანობა გამოააშკარავა, დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები და დახვრეტები. 20 მაისს ვაკის პარკში დახვრიტეს სამხედრო ცენტრის მეთაურები და აქტიური წევრები.

ინფორმაცია 15 გმირზე!
http://www.legionerebi.org/samxedro/?p=149
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 03 Jun 2015 09:45

20 მაისს ვაკის პარკში გაიმართა სამხედრო ცენტრის დახვრეტილ ოფიცერთა ხსოვნის და ლეგიონის დროშის კურთხევის ღონისძიება, რომელსაც 100-მდე მოქალაქე დაესწრო.
ოფიცერთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა მამა ზურა ცხოვრებაძემ. პანაშვიდის შემდეგ გაიმართა დროშის კურთხევის ცერემონია. ისტორიკოსმა მიხეილ ბახტაძემ მცირე ლექციით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიებას დაესწრნენ “საქართველო მშვიდობისათვის” (დ. თევზაძე) და “ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის” (რ.შავაძე) წარმომადგენლები.
იმედს გამოვთქვამთ, რომ გმირების დახვრეტის ადგილას აღიმართება მათი თავდადების შესაფერისი მონუმენტი!

ფოტოები აქ:
http://www.legionerebi.org/?p=472
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)