მიმდინარე დრო 25 ივლ 2014 04:33




შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 74 წერილი ]  გადადი გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5  შემდეგი
 პატრიოტული ჟანრის ლექსები 
ავტორი პირადი შეტყობინება
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
აფხაზური კანატატა
შოთა ნიშნიანიძე

I

ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან,
ბადეს შლიდა… და მშვილდ-ისრით ტყეში ნადირს არბევდა.
ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად,
ბეჭზე ორბად შეუფრინეს „ურაიდა რაიდა“.
გადიფრინეს ყრმობის წლებმა
და აფხაზურ-მეგრულით
ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გადმოტოპა ენგური.

II

რა პატარა ხარ! (ალბათ ცრემლს თუ აღემატები!)
და რამდენ, რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ.
მანდ, აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები,
აქ კი საფარში ვუჯექით ჩიტებს.
ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები
და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.
ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში.
ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები,
ბევრჯერ ეგ თხებიც ჩვენს ქანჩახებს რქებით ეკიდა
და მორდუ აქეთ თუ როდესმე დააცხიკვებდა,
- ხვიჩას სიცოცხლე! - ეძახოდნენ აფხაზეთიდან.
ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა, როდი ვაფასებთ,
ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს.
ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდენბურგთან ორმოცდახუთში,
თურმე აბრსკილის ლექსს მღეროდა, ლექსს სათაყვანოს…
შავი ქაღალდი მამამძუძემ მოფშვნიტა მუჭით,
ძიძის კივილმა შეძრა მთელი სამურზაყანო.

III

ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები.
ეგ დალალ-კავი, ეგ მანდილი მოიშილიფე,
არ დამემდურო, არ მიწყინო, შენი ჭირიმე,
თუ მორდუსავით ვერ მოგხედე, ვერ მოგიკითხე, -
მუდამ შენთან ვარ, შენკენ მიხმობს ფიქრი დღითიდღე,
შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი,
ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ.

IV

ოდიშში ვარ,
ქორწილში ვარ… ცხენს ვაჭენებ… ჰაიდა…
„ოდოიას“ გადმოუხტა „ურაიდა რაიდა“…
ჩანს ანტიკურ არფასავით აივნების რიკული,
ზედ სიმებად ლერწებია და სხივები ცისკრული.
წაიყვანეს თამარ-ქალი აფხაზეთში დიელო და…
მოწამეი ხარ, შენ საქართველო – ერო ფეხბედნიერო და…
ჩანს ოდებზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის
და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული.


27 ოქტ 2009 19:34
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 24 სექ 2009 00:17
წერილები: 623
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
Forrest Gump დაწერა:
dzleviskedeli

ხოდა შემდეგ გასვლაზე ჩვენ ისეთი მოვცხოთ რომ სისხლი აადუღოს

დიდი სიამოვნებით! ხალხურზე რომ დავდიოდი ეს სიმღერა ბევრჯერ მაქ ნამღერი :)

_________________
აფხაზეთისთვის!!!

ცხინვალისათვის!!!

ტყვია მიზანში მოსახვედრია!!!


28 ოქტ 2009 00:24
პროფილი
ფორუმელი

რეგ.: 26 აპრ 2009 10:09
წერილები: 82
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
ციტირება:
კოლაუ ნადირაძე - 25 თებერვალი

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი


ეს ლექსი პირველად ოთხმოციანი წლების დასაწყისში დაიბეჭდა, რედაქტორი ბებიაჩემი იყო და მაგის გულისთვის სამსახურიდან გააგდეს. და ეხლა ის ხალხი ვინც პატრიოტული ლექსის დაბეჭდვისათვის რედაქტორებს სამსახურებიდან ყრიდა პატრიოტიზმსა და მართლმადიდებლობაზე ლაპარაკობენ. გულისამრევია ეს ხალხი.

ეს ოფი რო არ გამოვიდეს:

სისხლის გუბეში მბორგავ სხეულზე
წვიმის წვეთები დაედინება,
ჩამორეცხილი სისხლის ნაკადი
სადღაც მიწაში ჩაედინება,
ტყვიის წვიმაში დანისლულ თვალებს
გადაეკვრება ოდესმე ბინდი,
ტყვიანაკრავი უსულო გვამი
დარჩება უკან საძმო საფლავში.
ვერ შეგვაჩერებს ჩვენ ტყვიის წვიმა
და ვერც სიკვდილი სატანის ხელით,
ფიცი მივეცით სამშობლოს მიწას
და მის კალთაზე დავიხოცებით,
თვალებს დავხუჭავთ კაცურად ყველა,
მაგრამ აფხაზეთს არავის მივცემთ,
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად,
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ.
ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა,
ვთხოვ - მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს,
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება...

1 დეკემბერი, 2005

მიშიკო დვალიშვილი - მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, გმირულად დაიღუპა2008 წლის11 აგვისტოს სოფელ შინდისთან.


28 ოქტ 2009 01:11
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები


28 ოქტ 2009 20:02
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 18 სექ 2009 10:35
წერილები: 1556
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
ციტირება:
შემდეგისთვის ვისწავლოთ და ვიმღეროთ


დამწყები ვინ იქნება? :))) ვის აქვს ძლიერი ხმა? :))

_________________
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.


29 ოქტ 2009 20:21
პროფილი WWW
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 18 სექ 2009 10:35
წერილები: 1556
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
ისე, პატრიოტულ ლექსებს რაც შეეხება, ლადო ასათიანი იკითხეთ ხშირად. მისი ლექსების გარეშე დიდი ხნით არსად მივდივარ :)))))

_________________
კიდევ მოგენატრებათ...

.........

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა...

კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.


29 ოქტ 2009 22:48
პროფილი WWW
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
ტექსტის ავტორი: მადონა ლანჩავა
კომპოზიტორი: მერაბ მამულაშვილი

შენ ხარ ქართველი,
და ეს ვალია,
შენი სამშობლო წარუვალია.
ეს შენი ენა სხვაზე ძველია,
შენ ხარ ქართველი,
და ეს ძნელია.
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ სიმღერა,
ზეცისკენ როდის აღვმართეთ მზერა,
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ შენება,
არ გვიწერია გადაშენება.
ცოტა ვართ როგორც სოფლის მარილი,
მრავალ ჭირნახულ გადატანილი,
უფლის კვართივით ერთი მთლიანი
რწმენა დავიცვათ ვართ ქრისტიანნი.
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ სიმღერა,
ზეცისკენ როდის აღვმართეთ მზერა,
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ შენება,
არ გვიწერია გადაშენება!!!



30 ოქტ 2009 03:41
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
ტკივილიანი სიმღერაა, მაგრამ არაპატრიოტულიაო - ვერავინ იტყვის :)



30 ოქტ 2009 04:23
პროფილი
ფორუმელი

რეგ.: 06 აპრ 2009 12:01
წერილები: 1381
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
აფხაზეთი

აქ მხოლოდ ლექსები იდება ;)

_________________
oIo


31 ოქტ 2009 12:43
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 14 აპრ 2009 22:50
წერილები: 937
ადგილი: Germany, BW
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
ცოტნე დაწერა:
მიშიკო დვალიშვილი - მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულის ჯარისკაცი, გმირულად დაიღუპა2008 წლის11 აგვისტოს სოფელ შინდისთან.

:( ღმერთმა იქ გაუნათოს :(

2008 წლის აგვისტოში შევეცადე რაცხა და რა ვიცი , მთავარია რასაც განვიცდიდი ის დავწერე:

ირგვლივ მდუმარე აურზაურს ჩოხა ჩაუცვამს,
მოუსვენრობას სიწყნარეში დანას დაუსვამს,
ტკივილი მწარედ ააგორებს ლოყაზე ცრემლებს ,
და მონატრების მჭედელი კი მძლავრად სცემს გრდელმლებს.

მე ჩემი ბედი მივამსგავსე ბედსა ქართლისას,
უსამართლობას შეუმოსავს კაბა ქარვისა,
მტარვალს მტერს ურცხვად უქნევია ბასრი მახვილი,
ქარიშხალს მიაქვს საფლავიდან გმირთა ძახილი...

ვაჟკაცთა სისხლი თავლებიდან მე თითქოს მე მცვივა,
იმათი მწარე იარებიც თითქოს მე მტკივა,
აჩეხილები ვერ ჰპოვიან მათ სამარეს მშვიდს,
წინაპრებისგან თხოულობენ სასიკვდილო შვილდს...

როცა დედანი შავ ძაძებში ეძენებენ შვილებს,
როგორ გვეძინოს თბილ ლოგინში ნეტავ ჩვენ მშვიდებს?
შავი სიზმარი ჩემს ბიჭებთან მიმიყვანს ახლოს,
იქ ბრძოლის ველზე დაუნდობლად სიკვდილი სახლობს...

მინდა ახლოდან დავიტირო მარჯვენა მათი,
სანუგეშებლად გავიხსენო ღვთისმშობლის კვართი,
მინდა თითეულს მოვეფერო ცრემლის მდინარით,
და შევუდედო ჭრილობები სისხლად მდინარი...

ისევ მზის სხივი დილას მისას აკეთებს საქმეს,
გამეღვიძება ცოცხალს ისევ მოარულს სადმე,
ისევ სიჩუმე დაიბუდებს ირგვლივ წყეულად,
მწარე დარდი კი შეხორცდება ისევ სხეულად...


------------------------------------

რად მინდა ხმალი ბასრი ქარქაშში,
თუ მამულისგან შორს ვარ ლაჩრულად,
სხვის მტერს დავსდევდი წვიმაში-ქარში,
გული მიძგერდა მაინც ქართულად!

ჩემს სამშობლოში ურდონი მტრისა,
სისხლით რწყავს ჩემსა გამზრდელსა მიწას,
არ მეშინოდა ტრიალი ხმლისა,
თვალი დედისა მეტირა მტრისა!

რა ჭირად მინდა "შავი ისრები",
თუ ვერ ვიყენებ ჩემი მტრის წინა,
ვზივარ ,შორიდან ოფლში ვისვრები,
ასე უძლურად არ ვიყო მინდა...

დაცემულ ვაჟთა მარჯვენას ვტირი,
და ვეფერები ცრემლებით,დარდით,
ოხვრა გულისა ტირის ვით სტვირი,
რაში მარგია მუხლები მარდი ...

:(

_________________
Was tust du Kind im grauen Rock, in dem dein Bruder stritt und litt?
Mein Kind, wo blieb dein braun Gelock, was kommst du im Soldatenschritt? :(
***
Gud, Jeg er så ensom © A.Johansen
***
Не выйдет из меня ужь тракторист,пахать уже нельзя, а сеять поздно..


31 ოქტ 2009 15:44
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 22 ოქტ 2009 19:46
წერილები: 51
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
ყველას ერთიან ვფიცავარ,

ჩემთა სალოცავთ წყებასა,

აღდგომას ამაღლებასა,შობას და ნათლისღებასა,

მწამდა,ახლაც მწამს,ვიწამებ

ქართველთა გამარჯვებასა ! ! ! ..........


02 ნოე 2009 13:38
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 22 ოქტ 2009 19:46
წერილები: 51
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
ქართული ერი და ქართული ჯარი,
დრო დადგა მტრებზე ვიყაროთ ჯავრი,
გულზე გვკიდია მფარველი ჯვარი,
ჩვენს გულში დღეს ქრის გმირობის ქარი!!!
საქართველოში დგანან გმირები,
გმირებს ეზდებათ გმირი შვილები,
არაფელს ამბობს თქვენი სიტყვები,
თქვენვე მოგხვდებათ თქვენი ტყვიები!!!
ადექი ერო!–დრო დადგა ბრძოლის,
თქვენ ყველას გესმით–ხმებია სროლის,
არ გვეშინია არცერთი ომის,
დათვს შეეშინდეს ქართული ლომის!!!
ერთად დადექით, იხარე ერო,
ერთიანდება დღეს საქართველო,
ყველა ჩვენს მტერთან ჩვენ დავდოთ ლელო,
თუნდ მიწა–წყალი სისხლით ვასველოთ...


02 ნოე 2009 13:40
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
dzleviskedeli დაწერა:
Forrest Gump

ზაპივალა არ უვარგათ :)
ისე უნდა იწყებდნენ ჟრუანტელი უნდა გივლიდეს ტანში




აი ამათ უვარგათ :)


02 ნოე 2009 23:00
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 18 ნოე 2009 22:38
წერილები: 8
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
ნუ გაიგლიჯე გული მამულო,
ცოტა ხანს კიდევ გაძელ!..
არ დაადუმო შენი ლილე და..
მოვალ, აგინთებ კანდელს.
შენო ცოტნე ვარ, შენი თამარი,
მოვალ დავითად, საბად..
დიდი ხანია რომ გენატრება მოვალ, -
იმ, პირველ კაცად!..
შენი გუთნის და შენი აკვანის,
შენი ქართული ოდის, _
შენი თბილისის მადლი რომ იცის _
სწორედ ის ბიჭი მოდის!!!

ავტორი არ ვიცი სამწუხაროდ, უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს ლექსი

_________________
მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა. (ილია)

www.youtube.com/KingdomOfGeorgia


18 ნოე 2009 23:59
პროფილი
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 16 ივნ 2009 03:34
წერილები: 781
წერილი Re: პატრიოტული ჟანრის ლექსები
მხედართა ძველი სიმღერა
(ვაჟა ფშაველა)

მიტომ გაგვზარდა დედამა,
მისთვის გვეტყოდა ნანასა -
ტანზე აბჯარი ავისხათ,
მუდამ ვლესავდეთ დანასა,
რომ შიშს ვუგდებდეთ გულშია
მეზობელს მეტიჩარასა.
არ ვაქელინოთ სამშობლო
მეტოქეს ათასგვარასა.
გამოვეთხოვეთ ნათესავთ,
ცოლ-შვილს და თავის ყანასა;
სიკვდილს სიცოცხლე აღვუთქვით
და პირი - სისხლით ბანასა.
ცოცხალის თავით ვერ მივცემთ
მტერს თავის მიწის ღალასა.
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?!

სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვწყდებით გულდამშვიდებულნი
და თანაც ვმღერით ამასა:
“მშობელი მოკვდეს, რა უშავ,
შვილები რჩება მამასა,
კიდევ ექნება ფრთეები
ამ წუთისოფლის ჯარასა.
კარგის მამის შვილს, წესია,
მტერიც უფრთხება კვალადა:
ხვალ და ზეგ ვერვინ გაბედავს
შინ შემოგვეჭრას ძალადა.
ყველას ისა სძლევს, სიცოცხლეს
ვინაც არ აგდებს ჩალადა.
ცოცხლები არვის დავუთმობთ
მშობელი მიწის ღალასა.
სიკვდილს აღვუთქვით სიცოცხლე
და პირი - სისხლით ბანასა.
აბა თუ გაჰზრდის მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა!

სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენს ნურვინ შაგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება.
არ მივცემთ სხვასა სამშობლოს
ჩვენის ცოცხალის თავითა;
უკან ვერ დაგვახეინებთ
მისთვის ნაძღვნევის შხამითა.
მტრისაკენ მივიზიდებით,
რომ გავწყდეთ, როგორც ლომები.
ჩვენს ზურგს ვერ ჰნახავს მეტოქე.
რომ გვნახო, მოგეწონები!
შვილებს საზღაპროდ ექნება
ჩვენი ბრძოლა და ომები!
არ მივცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,
არ მივცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა.
ესე ასწავლონ დედებმა,
შვილთ როს ეტყვიან ნანასა!
გაჰზრდისღა კიდევ მშობელი
ვაჟკაცებს ჩვენისთანასა?”


19 ნოე 2009 01:50
პროფილი
მიჩვენე წერილები:  დაალაგე:  
შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 74 წერილი ]  გადადი გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5  შემდეგი


ვინ არის საიტზე

ფორუმს ათვალიერებს: არ არიან რეგისტრირებული მომხმარებლები და 2 სტუმარი


თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემების
თქვენ არ შეგიძლიათ უპასუხოთ თემებში
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების რედაქტირება
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების წაშლა
თქვენ არ შეგძლიათ მიმაგრების განთავსება

გადადი:  
cron