პოეზია, ლექსები...

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
uxilavi_limoni
ფორუმელი
Posts: 66
Joined: 29 May 2012 13:30
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby uxilavi_limoni » 22 Aug 2012 23:22

სოფელში, ბედმა დამცინა,
მაქვს ცუდი რეპუტაცია.
გინდ ვდუმდე, გინდა ვღელავდე,
ტალახში მსვრიან ყელამდე!

არვის ვაწუხებ, თუმცა, მე ამით,
გზას თუ მივყვები მშვიდს და მიამიტს.

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
ყველას ცუდის თქმა სწადია,
მუნჯების გარდა, ცხადია.

აღლუმის დილას, უწინამც
ლოგინში ვრჩები უწყინრად.
არ მსიამოვნებს, სახელდობრ,
მწყობრი მუსიკა სამხედრო.

არვის ვაწუხებ, თუმცა, მე ამით,
ბუკის ჰანგები თუ არ მეამა.

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
თითის დაქნევა სწადიათ,
უხელოთ გარდა, ცხადია.

ქურდს თუ მისდევენ ბაღნარში,
მდევარს დავხვდები დაღმართში,
ხელს ვკრავ და, რაღა დავმალო,
ზღართანს მოადენს საბრალო.

თუმცა მე ამით არვის ვაწუხებ,
ვაშლის ქურდი თუ დავხსენ მარწუხებს.

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
გადამიარონ სწადიათ,
უფეხოთ გარდა, ცხადია.

იერემიას გარეშეც
ვიცი, რაც მელის ხვალეში.
თუკი დაგრიხეს ბაწარი,
კისერზე შემომაწნავენ.

თუმც ამით არვის აკლდება გროში,
თუკი ჩემი გზა არ მიდის რომში.

მაგრამ ხალხს აღიზიანებს,
მათ აზრს რომ არ იზიარებ.
სახრჩობელაზე სწადიათ
მნახონ. ბრმათ გარდა, ცხადია



:D ამაზე ვიხალისე

uxilavi_limoni
ფორუმელი
Posts: 66
Joined: 29 May 2012 13:30
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby uxilavi_limoni » 22 Aug 2012 23:29

აკუნინი :)
აღმოსავლეთი და დასავლეთი

I თავი

მთიდან ჰაჯი მურატოვი ცოტა ხნით საომრად დაეშვა. მის მურიდებს უკვე მობეზრებოდათ ბნელი ხეობებისთვის თავი შეფარება, ამას გარდა შური უნდა ეძიათ მოღალატეებზე დიდი იმამის სიკვდილისთვის, რომელიც ვერაგულად მოკლეს ციდან ჩამოვარდნილი რაკეტით.
გზატკეცილს სატვირთო მანქანებით მოუყვებოდნენ. ალაგ-ალაგ საგუშაგოები ხვდებოდათ, მაგრამ მადლობა ალაჰს, რომ რუსები ბაკშიშს დახარბებული ხალხია, ვერცხლი კი მურატოვს უხვად ჰქონდა. ის უკვე ფიქრობდა, რომ შეძლებდა გაშლილ ველამდე მიღწევას, სადაც გიუარების მთავარი ქალაქი იყო, რომელიც, თუ ტელევიზორს ვენდობით, ფერად-ფერადი ალებით ბრწყინავდა და საერთოდ არ იცოდა, თუ რა იყო ომი.

მაგრამ განთიადისას, იმ დიდი დაბის შესასვლელში, რომლის სახელი ნაიბმა ვერ დაიმახსოვრა, იღბალმა ზურგი აქცია. დაბისთვის სამწუხაროდ, კორდონის უფროსი ძალიან პატიოსანი, ან ძალიან სულელი აღმოჩნდა. მან ფული არ აიღო და სროლა დაიწყო.
მებრძოლებმა ჯიუტი ოფიცერი და მისი ხალხი მოკლეს, მაგრამ ამის შემდეგ გზის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მეომრები მძინარე ქუჩებში გაიფანტნენ, თან ფანჯრებს დასაშინებლად ესროდნენ. ყველა მხრიდან ჯარისკაცები და კაზაკები გროვდებოდნენ.
დაე აქ, გადაწყვიტა ჰაჯიმ, ეს ადგილი არაფრით ჩამოუვარდება სხვას. მხოლოდ ის ინანა, რომ არ დაიმახსოვრა იმ დაბის სახელი, სადაც ალაჰთან შეხვედრა ეწერა.
დაბის შუაგულში თეთრი, დიდი, სქელკედლებიანი, მაღალი გალავნით გარშემორტყმული სახლი იდგა.

ასეთ შენობაში მტერი შეიძლება დიდხანს მოეგერიებინათ.
მურატოვის მეომრები ვესტიბულში შეცვივდნენ, ფანჯრებთან განლაგდნენ, ავტომატების ლულები გარეთ გაყვეს და სროლა ატეხეს. თუმცა გიუარებმა სროლზე არ უპასუხეს, ქუჩებში კი უფრო და უფრო მეტი ჯავშანტრანსპორტიორი ჩნდებოდა, ხოლო ცაში სამხედრო ვერტმფრენები გუგუნებდნენ.
შემდეგ ნაიბთან ყურბანი მივიდა და უთხრა:
_ ცუდია, ჰაჯი. ისინი არ გვესვრიან, რადგან ეს საავადმყოფოა.

II თავი

გაიგო რა, რომ ჩეჩენმა აბრეკებმა საავადმყოფო დაიპყრეს, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ სტეპანოვიჩ ლორის-მელიკოვი ხატებისკენ შებრუნდა და პირჯვარი გადაიწერა. დადგა დრო, რომელსაც ის შიშით მოელოდა იმ დღიდან, რაც ხალხის სამსახურში ჩადგომა გადაწყვიტა. მან იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ბედი მას არჩევანის წინ დააყენებდა, რომელიც, სინამდვილეში, არჩევანი არც იყო. ვიქტორ სტეპანოვიჩი მუდამ ამბობდა, რომ ადამიანი, რომელიც ხალხს მიუძღვნის თავის სიცოცხლეს, თავის თავს აღარ ეკუთვნის.

ახლა დამდგარიყო დრო, როცა ეს სიტყვები საქმით უნდა დაემტკიცებინა.
_ თვითმფრინავი მომიმზადეთ, _ უთხრა მან თანაშემწეს, _ მივფრინავ.
თანაშემწემ შეახსენა:
_ არიადნა არკადიევნამ გთხოვათ, რომ მისთვის დაგერეკათ.
_ კარგი, კარგი, შემდეგ, _ თავი დაუქნია ლორის-მელიკოვმა და გულში დაიფიცა, რომ ცოლზე ჯერ არ იფიქრებდა _ ახლა უდრეკი სიმტკიცე იყო საჭირო.


III თავი

მურიდები მოკრძალებით უცქერდნენ ჰაჯის, რომელსაც მუხლი მოეყარა კედლის გაზეთის წინ სახელწოდებით `ჩვენი საზრუნავია მშრომელების ჯანმრთელობა~ და ყოვლისშემოქმედს ევედრებოდა.
_ ჩამაგონე, მასწავლე, _ ჩურჩულებდა ცივი ლინელიუმისთვის თავმიბჯენილი მურატოვი. _ როგორ მოვიქცე? არ შეიძლება, რომ უდანაშაულოები დაზარალდნენ.
საავადმყოფოს ყველა მხრიდან ალყა შემოარტყეს. მურადები შეეცადნენ სამსახურეობრივი გასასვლელიდან რამდენიმე მშობიარე მაინც გეაყვანათ, მაგრამ კარი ოდნავ გააღეს თუ არა, მოედნიდან იმ წუთასვე ტყვიები დააყარეს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან _ მოკლეს ერთი ქალი, ორი კი დაჭრეს.
როგორ გაეყვანათ ავადმყოფები და ექიმები, რომ ფეხებში არ მოდებოდნენ და ბრძოლაში ხელი არ შეეშალათ? წინასწარმეტყველს ხომ უთქვამს: `ნუ ემტერები მცირეწლოვანთა და სუსტთა.~
ალაჰი არ პასუხობდა. ეტყობა, თავადაც არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.


IV თავი

`მინვოდის~ აეროპორტი უკან მოიტოვეს. მინისტრის კორტეჟი გიჟური სისწრაფით მიქროდა მტვრიანი სტანიცების გვერდით.
ლორის-მელკოვი კიდევ ერთხელ, თუმცა სრულიად უიმედოდ, დაფიქრდა: იქნებ არსებობდეს სხვა გამოსავალი?
არა, სხვა გამოსავალი არ იყო.
რა თქმა უნდა, არამზადებთან დათმობაზე წასვლა დაუშვებელი იყო. საკმარისია ერთი დათმობაც, რომ გატაცებებისა და მძევლების დაპყრობის მთელი ბაკქანალია დაიწყოს. ყოველი დღეს გამოსყიდული სიცოცხლე ხვალ ან ზეგ ასობით და ათასობით მოკლულის სისხლში განიბანება.

არამც და არამც, ათი თავით მართლები არიან ისრაელელები: არანაირი დათმობა, არანაირი შეთანხმება, არანაირი ვაჭრობა. სჯობს ერთხელ სისხლის ფასად გადარჩე, ვიდრე გამუდმებით იხადო. ის, ლორის-მელიკოვი, ღმერთისა და ხალხის მიერ მინიჭებული ძალაუფლებით მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.
ისარგებლა რა იმით, რომ ადიუტანტმა ჩათვლიმა, პრემიერ-მინისტრმა პერანგის შიგნიდან მალულად ამოიღო ოქროს მედალიონი და მასში ჩადებულ ქალის სურათს ეამბორა.
_ მაპატიე, ჩემო საუნჯევ, და ნუ განმსჯი. _ პოლკოვნიკო, _ ვიქტორ სტეპანოვიჩმა ფრთხილად დაჰკრა ადიუტანტს მხარზე,M_ გაიღვიძეთ, ალოიზ ქრისტოფოროვიჩ. მურატოვთან დამაკავშირეთ, გეთაყვა.


V თავი

მთავარი ექიმის კაბინეტში ტელეფონი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი უკვე მრავალი საათის მანძილზე არ ეტყობოდა, უცებ აფრთხიალდა. ყურბანმა მოახსენა, რომ ნაიბთან საუბარი გიაურების ყველაზე მთავარ უფროსს ლორის-მელნიკოვს, ჩეჩენი ხალხის სასტიკ მტერს, სურდა.
ჰაჯიმ ყურმილი გულდამძიმებულმა აიღო.

იცოდა, თუ რას მოისმენდა. მინისტრი ეტყოდა: დაგვნებდი, მურატოვ, და მაშინ მე უდანაშაულოების გამოშვების ნებას მოგცემ. თუ არა და, შენი სახელი საუკუნოდ ნამუსახდილი, ხოლო შენი ღირსება სამუდამოდ ლაფდასხმული იქნება.
_ მე ვარ, _ მოკლედ თქვა ჰაჯიმ მიკროფონში და თვალები დახუჭა, ჯერ ვერ გადაეწყვიტა, თუ რას უპასუხებდა. დასანანია, რომ ალაჰმა თავისი უსაზღვრო სიბრძნით თვითმკვლელობა აკრძალა.
_ ჰაჯი მურატოვ, გესმით ჩემი? _ გაისმა ნაიბისთვის ტელევიზორიდან ნაცნობი ხმა.
_ დიახ.
_ ჰაჯი მურატოვ, თქვენ ბრძანდებით? _ ჰკითხა ვიქტორ სტეპანოვიჩმა, დაეჭვდა რა, ამ მოკლედ მოპასუხე ადამიანმა რუსული საკმარისად კარგად იცოდა თუ არა. _ მე თქვენთან მოლაპარაკებას მანამ არ ვაწარმოებ, სანამ ყველა ავადმყოფს და მთელ სამედიცინო პერსონალს არ გაათავისუფლებთ. გესმით ჩემი?
დუმილი.
_ ყველა ამ ადამიანის ნაცვლად მძევლად ჩემ თავს გთავაზობთ, _ უთხრა ლორის-მელიკოვმა, თან გამოკვეთილად წარმოთქვამდა ყოველ სიტყვას.



უცებ გაახსენდა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი პოლიტიკოსი წინასააარჩევნო აგიტაციის დროს უკვე სთავაზობდა თავის თავს მძევლად ყველა კავკასიელი ტყვის სანაცვლოდ, ამიტომ სწრაფად დასძინა:
_ ეს დემაგოგია არ არის, მურატოვ. მე თქვენთან მოვალ, თქვენ გახსნით კარს და ყველას გაუშვებთ. 900 სამოქალაქო პირის სანაცვლოდ თქვენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი გეყოლებათ. სარფიანი გარიგებაა, დათანხმდით. მაშინ მე მოვისმენ თქვენს ყველა მოთხოვნას.
დაბეჭდილ კონვერტში ჯერ კიდევ თვითფრინავში შედგენილი ბრძანება იდო: საავადმყოფოდან უკანასკნელი მძევლის გამოსვლიდან 10 წუთის შემდეგ შენობაზე იერიში ჯერ დაბომბვით უნდა მიეტანათ, ხოლო შემდეგ შეტევაზე უნდა გადასულიყვნენ. ნანგრევებში დაიღუპებოდნენ დამნაშავები, მათთან ერთად კი ვიქტორ სტეპანოვიჩ ლორის-მელიკოვი, მაგრამ ამის შემდეგ ვერც ერთი ტერორისტი ვეღარ გაბედავდა რუსი ქვეშევრდომების მძევლად აყვანას. ვერასდროს..
ჰაჯიმ იფიქრა: აი ისიც _ ალაჰის მოვლენილი სასწაული.

ღირსება გადარჩენილია, დანებება არ მოუწევთ. კიდევ იბრძოლებენ. ესეც იფიქრა: თეთრი მეფის ყველა მინისტრი ამას რომ ჰგავდეს, შესაძლებელია არც დამოუკიდებლობა მონდომებოდათ. პასუხად კი უთხრა:
_ ისლამის მეომრები ქალებისა და სუსტების უკან არ იმალებიან. შეაჩერე შენი ტურები _ არ ისროლონ. ნურც შენ მოხვალ. რაში მჭირდები?


VI თავი

ჭიშკრიდან ბოლო მთავარი ექიმი გამოვიდა _ ეს 18.07 მოხდა.

ის ცოტა ხნით შეჩერდა, საავადმყოფოს კორპუსისკენ შებრუნდა, თითქოს მასთან გამომშვიდობება უნდოდა და სირბილით გადაჭრა ცარიელი მოედანი.
18.30 საათზე ატყდა სროლა, შემდეგ დაბომბვა. ბრძოლა კიდევ დიდხანს გაგრძელდა _ ჯერ პირველ სართულზე იბრძოდნენ, შემდეგ მეორეზე, მესამეზე, მეოთხესა და საბოლოოდ, სახურავზე.
უკვე შუა ღამე იყო, როცა გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სადაც დროებითი შტაბი განლაგებულიყო, შემოვიდა მაზრის უფროსი და თავის დაკვრით ლორის-მელიკოვის წინ მაგიდაზე ჰაჯი მურატოვის მოჭრილი თავი დადო.
_ თქვენო ბრწყინვალებავ, ცოცხალი ვერავინ ავიყვანეთ, _ ხელები გაშალა გენერალმა.
აბრეკის თავი თმაგადაპარსული, სახე ხშირი, შავი წვერით დაფარული იყო. გაღებული თვალები ცისფერი აღმოჩნდა. ისინი მრისხანედ გამჭოლ უცქერდნენ პრემიერ-მინისტრს, თუმცა მკვდარს სახეზე მშვიდი და, შეიძლება ითქვას, უშფოთველი გამომეტყველება ჰქონდა.
East is East, West is West,, ნაღვლიანად გაიფიქრა ვიქტორ სტეპანოვიჩმა, რომელიც მეორე დაბადებამ პოეტურად განაწყო.

როგორც ჩანს, მთების ამ ველური შვილების თავისუფლად გაშვება მოუწევთ. დაე იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. ძალით მოწყალე ვერ იქნები..

uxilavi_limoni
ფორუმელი
Posts: 66
Joined: 29 May 2012 13:30
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby uxilavi_limoni » 22 Aug 2012 23:30

უი უი მე მეგონა პროზაც შეიდზლებოდა ამ ბლოგში.. :(

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 24 Aug 2012 15:47

ქავისკარი
•••

ასასთან ვზივარ,
შმაგთან და ხელთან.
ტალღები ფიქრებს მიაგორებენ...
თეთრი და ლეგა ღრუბლები სხედან
გაღმა კლდის თავზე, როგორც ქორები,
ქავისკრის კედელს დაკიდულ ხავსებს
დროდადრო ასას ნიავი ღერღავს
და დამყრანტალებს სავსავით თავზე,
ყორანი, როგორც უმკლავო ღილღველს.
გასდევს ბილიკი ლეგა ქარაფებს,
გრიალებს წყალი შმაგი და ურჩი.
–არ მითხოვია ხომ არაფერი,
მზეო, ქავისკარს ჩახედე გულში.
ბუბა ქალს მტერი აქ უკაფია.
ჯაჭვი სცმია და კაცის იერით
აგორებულა ქავის ქაფიან
ვიწროებისკენ მტერი ცბიერი...
მობრუნებულან ღილღველნი მარჯვედ
და მამაც ბელადს, რომ განრისხებით
ჩაუკაფია ბუბასთვის ჯაჭვი,
ცხენზე ჩაღვრილა თმა ღამისფერი.
აჭყივლებულან ბოძალნი მქისედ
და მიქნეულა ხმლები უშიშრად...
გაუწყვეტია ბელადი ქოსა,
მხარიღლივ ოჩიაურ უშიშას.
ასასთან ვზივარ
ტალღებს ჩავყურებ,
–მზეო! ოდესმე თუ გთხოვო გულით.
გაათბე ქავის დაშლილი ყორე,
კაი ვაჟების უკვდავი სული.

გიგლა ოჩიაური
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 27 Aug 2012 19:15

ხევსურეთს ვიყავ, ფიქრნი მდევდნენ ლეგა წარსულზე.
კოშკებში ლანდად შემეყარნენ ჯურხა, ბეწინა.
ჩამოვსხედით და შანდობა ვთქვით ყველა წასულზე.
ღმერთი ვახსენეთ, სამის გარდა ყველას ეძინა.
მხოლოდ ჩვენ სამი, ხირჩლათ-ლადო, ჯურხა, ბეწინა.
ღამეს ვტეხავდით ანდრეზებზე დინჯად უბარში.
ჩემ მონაყოლი, ამ აწმყოზე ჯურხას ეწყინა,
სინანულით თქო: `რაის ვეფხვებ ღზრდიან ბუნაგში?!~
სამნი ვისხედით, ჩვენ წინ იდგა სამფეხა ტაბლა,
მეკითხებოდნენ: `კიდევ მახყევ, ბალღო რაიცი.~
სირცხვილით თავი სად წამეღო, დავხარე დაბლა,
მკრთალ სანთლის შუქზე ლივლივებდა თასით ხავიწი.
სამი სანთელი, სამი ყანწი და სამი ქადა,
ღამის წყვდიადი, სამი ლანდი, ჩქამი არღუნის.
მძიმედ შეირხა, ჩაიბერტყა ბეწინამ კალთა,
გაჰხედა ჯურხას, დასდებოდა ფერი ალმურის.
`ეს რაებ მესმის? სირცხვილი ას ხევსურთა სახელ,
ვაჟები მხოლოდ დიაცებზე ილექსებიან.
ფუ, ამ ცხოვრებას მივაფურთხებ მკვდრეთიდან
ცხრახელ,
საიქიოში ჩვენ ფერ ყმანი ილესებიან~.
რიდთავდახრილი ყურს ვუგდებდი ამ ორ გოლიათს,
ვეღარ გამეგო რაღა ლეგა იყვა წარსული?!
ხევსურებს ბევრი უსახელო გმირიც ხყოლიათ,
ლეგა აწმყოა, არ ყოფილა ლეგა წარსული.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 27 Aug 2012 19:20

ჯინჭარ აული

ჯინჭარ მავიდა აულზე,
ქვას ხავსი ეკიდებისა.
ბილიკი შამბით გაივსო,
კლდეთ ცრემლი ედინებისა.
ძაღლთ ყეფა, ჩქამი კაცისა,
სოფელს არ ეფინებისა.
ალაგს უსულოს, უხორცოს,
ყვარანიც ერიდებისა.
წესი ირევა, დროება,
ჟამთა სვლას გვერდს ვერ აუვლი.
მთაში იცლება სოფლები,
დარდო, გულს ნუთუ გაუვლი?
პირქუშო უკაცურობავ,
შარას ბალახად დაუვლი.
არცა ჯვრის საყმო, არცა რა,
დარჩება ჯინჭარ აული.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 27 Aug 2012 19:31

ეშმა და ხევსური
***
-შამო, გაგიღე კარები
აქ მასულ, რახელ გაბრუნა,
ისეთა არაყ დამიდგა
ეშმაკიც უნდა გაბრუვა.

ცელი კარებთან მიჰყუდე,
მე შიში არა მქონია,
მოდი სუფრასაც გაგიშლი,
ვიტყვი,- შინ ეშმაც მყოლია.

ტაბლას მაუჯე ყროლაო,
ღამე ვიმტვრიათ ზევსური,
ერცხვაის ჭიქებს ვლეწავდათ,
ერთი ეშმა და ხევსური.

ღამე დილისკენ ვათრიათ
გონიც უკუღმა ტრიალებს,
-ეს უშნოდ, რქადაგრეხილი,
რა კარგად მიცლი ფიალებს.

ჩემსკენ მაიწი მახინჯო,
რქაზე წაგავლო ხელია,
ძირიდან უნდა გამტვრიო
კაი ყანწების ფერია.

უნდა არაყით გავავსა
და სულ ერთ ყლუპად ვაქციო,
დაგატყვრეცია თვალები,
კაცთ უნახავად გაქციო.

რა იყო, რა წარბ შამიკარ?
ხო იცი? ვერას დამაკლებ,
განა რად მინდან ეგ რქანი
მართლა კი არას დაგამტვრევ.

ადე!!! დრო დადგა ეშმაო,
ეხლა საშენოს წავიდეთ,
ბლომად სავალი მოგვიძღვის,
სანამ ქვესკნელში ჩავიდეთ.

იქაც რაადამ მწადიან,
ჩემ წესებ უნდა გიმყაროთ,
ისე დაგხადათ, ეშმანი
აკეთოთ, რაიც გიბრძანოთ.

მონად გიხადოთ ხავსურმა,
არაყი გაწურინოთა,
„ქვაბებს“ სხვა აზრი ვუსახო
სულ ხინკალ გადუღინოთა.

თქვენ მბრძანებლი „სატანა“
ცრემლად დაღვრილი განახოთ.
ერთად ამდენი ურჯულო
რჯულიანები გაგხადოთ..

|თემო არაბული|
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 Aug 2012 13:53

გენერალ გიორგი მაზნიაშვილს

ჩამძინებია დიდი ხნით
ძილქუში ოხერტიალით,
სიზმარსა ვხედავ ქვყნისთვის
ვჯირითობ ბასრი ხმლიანით

თვალის გახელა მწყურია
ცხადში მტერზედა ღრიალი,
მომნატრებია მომხდურზე
ცეცხლის თვალების ბრიალი.

ჯარი აქითა ბევრი მყავს
ჩემსავით ბასრი ხმლიანი,
შემომხვევიან იმედით
საფლავში დარდით, ტრიალით

წამოდგომაი მწადია
ხირიმში მიდევს ტყვიაი,
აქაურ მატლზე მშიერი
ვხედავ მანდა გხრით ჭიაი

გამაგრდით სისხლო, ჯილაგო
გულს ჩემი ჯავრი მიაბით
თუ ხორცით ვერა გეახლეთ
მოგევლინებით ნიავით

მერე ქარიშხლად ვიქცევი
მისი ძალისა ზიარი,
წავლეკ მკბენარსა ურჯულოს
თუნდ აბჯარ ეცვათ კლდიანი

ხელმეორედა სამშობლოს
შევეწირები ფხიანი,
ჩამეძინება მშვიდადა
ძილი მექნება ხნიანი.

ზაზა ნეფარიძე
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 Aug 2012 19:20

"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 12 Sep 2012 15:47

არაგველები

სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში შავი ცხენი მიმაჭენებდა;
გალაღებული სახე მქონდა,
გულით ვხარობდი,
მივიჩქაროდი ძველ ქართველებთან.
სიზმარში ვნახე,
როგორც ცხადში,
საიქიოში
წინ სამასივე არაგველი შემომეგება!
აქამდის სად ხარ?
მკითხეს ერთხმად
და
უცებ შევკრთი,
გამომეღვიძა...
მდუმარებით შემომხედეს
ქართლის ქედებმა;
იცრიცებოდა გარიჟრაჟი,
ასე მეგონა:
ჩამოლეული საქართველო
სადაცაა ხერხემალში გადატყდებოდა.
თვალი დავხუჭე
და გუმანით
საიქიოს კარებს შევძახე:
_ ჰეი, გამოდით, ქართველებო!
საქართველოს უჭირს ძალიან,
გამოგვეშველეთ
დიდ ომებში ნასახელებნო,
გამოგვეშველეთ,
არაგველებოო!

გ. ჩოხელი
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 12 Sep 2012 15:57

ჰეი, საით მიდის მდუმარე ლაშქარი,
სისხლიან აბჯარში მჯდარი,
არაგვის ტოტივით დამშრალი,
ფეხქალამნიანთა ჯარი?
ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა
და ლაშქარს მედროშედ ვინ უდგას თავში?
სამასნი არიან... და სამას ლეგენდას
შავი ანგელოზი მიუძღვის ცაში...
მამულო, ეგების სიკვდილშიც ფხიზლობენ
ლაშარის, ლომისის, გუდანის ყმები,
შეგუებულნი მარადისობას,
როგორც ქარქაშებს ხმლები...

"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby Jano979 » 20 Sep 2012 10:52

საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან გულში
ღიმილით ვიტყვი:

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო მაგგვარი ფიქრი!

მუხრანი
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 08 Oct 2012 19:32

***
დავდივარ გულში დარდად მაქვს
ჩამონგრეული ციხე-ქვიტკირი,
დამშრალი წყარო. დიყით, ბალახით
გადაფარული გრძელი ბილიკი.

ნატვრად, რომ მქონდა მე მათი ნახვა
ეხლა ეს ნატვრა მექცა ფიქრებად
გუროს წვერებზე მზე ისევ მოსჩანს,
მაგრამ ის მხოლოდ რჩება სხივებად.

გუროს ციხეა ამაყად მდგარი
თუმც დაჭრილ არწივს იგი უფრო ჰგავს,
მიწაზე უდევს მას ერთი მხარი
და გული მტრისკენ ისევ უბორგავს.

მაგრამ მტერიც კი აღარსად მოსჩნს
წარსულს ჩაჰბარდა ძველი დიდება
აქ ხალხის ნაცვლად ჭინჭარი ხარობს
ქვიტკირები კი ხავსით ივსება.

წინათ აქ თურმე გუგუნი იდგა,
ხევსურთ ღრეობა წვერებს სწვდებოდა,
სიმღერა, ცეკვა, შუღლი იცოდნენ,
ზოგიც წინაურ ამბებს ჰყვებოდა.

მაგრამ ეს მხოლოდ წარსულში იყო,
ეხლა სიჩუმემ დაისადგურა,
იდუმალებით მოცულან მთები,
გუროც წარსულმა დაისაკუთრა.

ნატვრად, რომ მქონდა მე მისი ნახვა
ეხლა ეს ნატვრა მექცა მითებად,
გუროს წვერებზე მზე ისევ მოსჩანს
გუროვლები კი დარჩნენ გმირებად....

\ქეთევან გოგოჭური\

Image
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 08 Oct 2012 20:03

• • •
ბებო-პაპანი
• • •

-შენ რად გეტრფოდივ,
შფოთიანსავ,
დამიდგა თვალი...
ბებო ქოთობდა,ხოლო პაპა,
შარობდა მთვრალი.
-შენ დაგაყარევ მიწაივ და
რად სვამდი ამდენს?!
პაპასად შუბლი ჩამოეხმო,
სისხლს ჩამონადენს.
-დაჩუმდი ქალო!
რაც არ ასავ,
საუბრობ იმას...
ცხენ ამისხლტავ და...
შეუკურთხა,
შარას ნაწვიმარს.
არ სტყუვდებოდა და ჩუმჩუმად,
წყრებოდა ბებო.
პაპას ეძინა,
შუაღამე მისძოვდა ბექობს.

|მერაბ არაბული |

Image
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 08 Oct 2012 20:07

***
წამო ქალო
***
წამო ქალო! დავესახლოთ ჴევსურეთს,
ჩავდგათ ქოხი, უბრალო და პატარა,
წამო ქალო! ვერ დაგვაკლებს ვერაფერს _
ვერც ყინვა და ვერც მზე მწველი, თაკარა!

წამო ქალო! დავესახლოთ ჴევსურეთს,
ვიყოლიოთ ცხვარ-ძროხა და ჴბორები,
წამო ქალო! მტერს არ მივცეთ სალაყბო _
ყოფილანო მშიშრები და ,,ჩმორები’’.

წამო ქალო! დავესახლოთ ჴევსურეთს,
გამოვზარდოთ საქართველოს გმირები!
წამო ქალო! მოვკვდეთ სადაც კვდებოდნენ,
საქართველოს საამაყო შვილები!

წამო ქალო! დავესახლოთ ჴევსურეთს,
ავამღეროთ ფანდურები მთებზე და...
წამო ქალო! დავესახლოთ ჴევსურეთს,
დავესვენოთ სადმე, მაღალ მთებზედა...

|ბექა წიკლაური|

Image
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)