პოეზია, ლექსები...

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 27 Feb 2013 13:08

‎***
საქართველო
***
განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
ილიას,ვაჟას,აკაკის,
სულით არ დაეცე ოღონდაც ქართველო,
შვილი დასაკარგი სად არის.
განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
დავითის,გიორგის,თამარის,
ხმალი აამღერე ოღონდაც არაგველო,
ხმალი ნამღერები ათასგზის.
განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
დიდგორის,შამქორის,მარაბდის,
აღსდექი,აყვავდი მარად სანატრელო,
ნაჯიჯგნო თურქის თუ არაბის.
განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
ილიას,ვაჟას,აკაკის,
სულით არ დაეცე ოღონდაც ქართველო,
შვილი დასაკარგი სად არის.

|ქეთი ზვიადაური-ქეთალო ფხოველი|
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
woman
ფორუმელი
Posts: 89
Joined: 01 Feb 2013 18:34
Location: Tbilisi

Re: პოეზია, ლექსები...

Postby woman » 19 Mar 2013 22:04

დავითაუ წიკლაური wrote:‎***
საქართველო
***
განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
ილიას,ვაჟას,აკაკის,
სულით არ დაეცე ოღონდაც ქართველო,
შვილი დასაკარგი სად არის.
განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
დავითის,გიორგის,თამარის,
ხმალი აამღერე ოღონდაც არაგველო,
ხმალი ნამღერები ათასგზის.
განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
დიდგორის,შამქორის,მარაბდის,
აღსდექი,აყვავდი მარად სანატრელო,
ნაჯიჯგნო თურქის თუ არაბის.
განიერ ბეჭებზე მაწევს საქართველო,
ილიას,ვაჟას,აკაკის,
სულით არ დაეცე ოღონდაც ქართველო,
შვილი დასაკარგი სად არის.

|ქეთი ზვიადაური-ქეთალო ფხოველი|

"შვილი დასაკარგი სად არის" ...ეჰ მართლაც,რომ ასეა ...

ასეა ახლა .... ძლიერი სიტვებია!!! >
http://www.youtube.com/watch?v=gvmrFZte1uM
Discover your Skills :))
იყურე წინ იმედით,უკან კმაყოფილი,მაღლა რწმენით,დაბლა სიფრთხილით,გვერდზე სიყვარულით.
1კორ.13,(4-8-13)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 01 May 2013 19:39

თოთია
ბალღოო, – ხმადაბლა მიამბობს თოთია,
შენტოლა ქისტეთში წავედი მარტოა,
ბილიკს კი შავღვარდი კლდიანს და შფოთიანს,
იქ, სადაც ზელიმხანს მაეკლა მარტია.
მე ბალღურ გონით და პაპაის დაშნათი
ყროლ სავალს ყმაწვილი ცეტ-რეტად გავები,
ქალბანი ამისხლტა, ამაშინ დავშავდი,
სინათლე დავკარგე, დამიბრმა თვალები,
გონზე რომ მავედი, ვიყავი ჯარეგას.
მწყემს ქისტებს გზის ძირას უგონო ვენახე.
რა სისხლის აღება, რა ძროხის გარეკვა?!
მასმიეს, მაჭმიეს და სამ დღეს მინახეს.
ტყუიან, ნუ გგონავ, არ გვქონდა მტერობა!
დედუა მიწყრება: - მასცილდი ლოთია..
შენტოლა ჯარეგას ვიყავი მარტოა,
მეშვიდედ მიამბობს შემთვრალი თოთია.
/გ. არაბული/
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 01 May 2013 19:46

სტუმრად წიქათან და ბეწინასთან

სოფელს მივიდოდი, მთებს ნისლი ეწვინა,
ღამის გასათევად ვესტუმრე მისახელთ,
ფეხონში დამიხვდნენ წიქა და ბეწინა,
შორითავ მიცნეს და “მშვიდობა” მიძახეს.

შემიძღვნენ ჭერხოში “ამ ტიალ წყალ-ჭალას,
ორნიღა შევრჩითო ერცხვაის სარჩენად,
ბეწინამ ტაბლაზე პურ-ერბო გაშალა,
წიქამ კი ნაპოხი ხირიმი მაჩვენა.

დიდისხან ვისხედით… ვსვამდით და ნიადე
ფიქრები მწარე წყალს თავ-აღმა მიყავდა,
მე, ყმაწვილს წამომცდა რა ცეცხლშიც ვტრიალებ,
გამიწყრნენ: “აღარ თქვა თუ ვინამ გიყვარდა”

შემრცხვა და მცირე ხანს წიქაიც დაჩუმდა,
უაზროდ ავსენდა შავ ხმიადს ერბოთი,
სირცხვილი იუბნო ხმამაღლა მიყვარდა
სირცხვილი’ იუბნო, ვის როგორ ეტრფოდი”…

შუაცეცხლს თავ-პირით ვესხედით სამივე,
მთელა ღამ წინაპართ გმირობებს ვისმენდი,
ვინ ჯვარმა დარისხა, ვინ ემტრო გაღმივნებს,
ჰყვებოდნენ ამბებს და თან ჭიქას მივსებდნენ…

დილისხან მწველი მზე თაღში რო შამაძვრა,
ბეწინამ: “ქვისაო, ქვა არი წამალი”,
დამსკდარი თითებით მწოლარეს შამასვა,
მე კიდევ სოფლამდე ერთი დღის სავალი

მქონდა და ნასვამმა მისახი დავტოვე,
წინადღეს ნათქვამ ლექსს ხმადაბლა მიქებდნენ,
სოფელს რო ამოვცდი, მუხლს ცოტა ვადროვე,
ქვემოთ კი იდგნენ და ხმელ ხელებს მიქნევდნენ.
/გიორგი არაბული/
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 01 May 2013 19:51

უკანასკნელი ანატორელი
შავ-თეთრი სოფელი მაქვს... ფერებგადასული
მგლებს ირგვლივ სიკვდილი აღმუვლებს,
მცხოვრები მე ვარ და ისიც დათარსული
ჰო კიდევ: ცხენი და არღუნი.
აკლდამა... შამილის ჯავრით ნაისრალი,
არწივთა ნამოსახლარ-ნაბუდარი...
ვყვირი და არ ესმით... ლამის არი
სიკვდილმა წაიღოს საწუხარი...
შავ-თეთრ სოფელს ჰქვია ანატორი,
აკვანი მაქვს, შვილი აღარ მყავს,
შავ ჭირმა მოკეთეს დამაშორა,
გაღმ-სოფელ ასკილი აყვავდა...
მე კი აქ აკლდამას ვყარაულობ,
სიკვდილი მშიერ მგლებს აყმუვლებს,
აღარ მყავს მზისფერი ნანდაური,
აქ მხოლოდ: ცხენი და არღუნი.
/გ. არაბული/
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 01 May 2013 19:53

ათენგენობა არხოტ...

ათენგენობაა, დღეობა,
ხუცესი ჯვარშია შესული,
ჩამოდის ბილიკზე სიმღერით
შემთვრალი მელექსე ხევსური:
“...თავ მაჰკალ სიამაყითა
მე არ მედების ბრალიო...”
დასტურებმ უძახეს გაღმიდან:
“გამახედ აბიკავ, დავლიოთ...
ვადიდათ ღმერთი და ჯვარ-ხატი,
(მედროშენ ჭიმღისკე მიდიან..)
ვადიდათ პირიქით ხახმატი,
პირაქეთ ამღა და მინდია”.
თვალი დაიმწუხა აბიკამ,
მოჭუტვით გაღმივნებს ხედავდა,
ფანდური ბეჭებზე მაეკრა,
ხელში ჩაუბღუჯა ხელადა.
... თუმცა კი ხმალ-ხანჯარ მორტყმული,
წარბშეკვრით ყორეებს ჩასცილდა:
“ბევრა ვსვი, ყელში მაქვს მოსული,
თაოდ თქვით ღმერთიც და კაციცა.”
ბილიკს დაღმს დაუყვა ჯავრითა,
სიმღერით მიმართა ყალიონს:
“თავ მაჰკალ სიამაყითა
მე არ მედების ბრალიო.”
/გ. არაბული/
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 01 May 2013 20:00

* * *
მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის,
ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე,
იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის,
თორღვას ციხეში არწივის ბუდე.

მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ,
უღელტეხილის გრილი ვარ წყარო,
გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ,
ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.

ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე,
ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური,
ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე,
ამიტომ მქვია ალბათ ხევსური.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 01 May 2013 20:01

შენ მკითხე "რა სტკივა ხევსურეთს?"
რა გვიჭირს ან რაად ვღონდებით,
წარსული სისიხლისფრად შევსუდრეთ,
დღეს გვტკივა უხალხო სოფლები.
დრომ გადაიწურა მსახურნი ჯვარისა,
(ტკივილებს ვიყუჩებ ლექსებად)
და ხუცესს მარტოა,ხატის კარს,
თვალები ცრემლებით ევსება.
არც მეზღვნე,მესანთლეც აღარ გვყავს,
აღარვინ ტკივილის გამგები,
პატივს აღარ სცემენ ჭაღარას,
პაპებს ივიწყებენ ბალღები.
წისქვილნი გლოვობენ,ყივიან,
ჯარასაც ობლობა აწივლებს,
აქ ცივი წყარონიც ტირიან,
თუ დიდხანს მარტოკა გასწირე.
წინადღეს შატილს ვესტუმრე
და დღეს კი კორშასაც ვშორდები,
მე გითხარ რაც სტკივა ხევსურეთს,
რა გვიჭირს ან რაად ვღონდებით.




კაი ყმა მაჰკლეს წუხელ, (ცხოვრება გვატიალებს)
სოფლელნი მისტირიან...
ქალო გამაღრიდე მატირალებს,
სირცხვილია.
აგერ მამამთილი კარჩი დგას და შორით ამბობს:
”გაანათლოს”,
ქალო ჭერი არ შაარცხვინო,
ცრემლ არვის დაანახო.
კაი ყმა მაჰლეს გუშინ,
შინშებმ მუხლები მოუყარეს,
ქალო მკვდარი არ ჩაიკრა გულში,
წადი, ყმაწვილებს მოუარე.
ჰოი, სოფელში რა ცოდო-ბრალიანი
სიკვდილია,
ქალო ქმარი არ დაიტირო-
სირცხვილია.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 01 May 2013 20:07

“გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ….”

გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ,
ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა,
თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ,
მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან
ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი
მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერე კი სვამდნენ,
ჩვენც იმათ გვერდით გავიზარდეთ დიდები გავხდით
და წამოვდექით როცა ჩვენი მამები ადგნენ.
ბებიის კალთის ჯიბეებში სულ იყო ვაშლი,
ვერ დავივიწყეთ მისი გემო გვსურდა ყელამდე
ამოგვეტენა მუცლები და მეზობლის ბავშვი
ჩვენთან რჩებოდა, მისი დები მუდამ ღელავდნენ.
ვერ დავივიწყეთ ცრურწმენა, რომ ურნატის მოკვლა
გამოიწვევდა დედის სიკვდილს ანდა პირიქით
დასჭირდებოდა ვიდრე პაპას საწოლში მოვლა,
ჩვენც მასთან ერთად დავდიოდით, მასთან ვიდექით
როცა სტუმარი ეწვეოდა, როცა გამვლელი
შემოვიდოდა. ჩვენც ვიჯექით ხშირად მთვრალებთან,
ნაჭრევი ჰქონდა პაპას ყელთან ერთი მტკაველი
სიკვდილის პირას ჩვენი შუბლი ძალას ჰმატებდა.
ვერ დავივიწყეთ ბებია რომ ითვლიდა დღეებს,
როდესაც მამა წავიდოდა ჩვენი სოფლიდან,
ძმები ცულებით მივდიოდით, მოვჭრიდით ხეებს,
მთელი ზამთარი სამი ხე და ფიჩხი გვყოფნიდა.
ვერ დავივიწყეთ ბებიები როცა ბოსლიდან
გამოდიოდნენ, სულ რაღაცას ელოდებოდნენ,
ერთ გაზაფხულზე ის “რაღაცა” მათთან მოვიდა,
ჩვენც გვეშინოდა, ვარსკვლავები როცა წყდებოდნენ
ჩვენს სოფლის ზეცას… და მამები ბოლოჯერ თხრიდნენ
სასაფლაოზე შავ საფლავებს, კრთებოდნენ წლები,
დედები ისევ ცრემლიანი თვალებით იდგნენ,
ბალახდებოდა ბილიკები და სოფლის გზები…
არაგვის გვერდით გავიზარდეთ, დიდები გავხდით,
ვერ გავამაგრეთ, ჩავანგრიეთ ბავშვობის ხიდი,
ვმარხავდით მკვდრებს და აკლდებოდა ჩვენს სოფელს ხალხი,
მერე კი ერთად ჩვენ მამების საფლავებს ვთხრიდით.
/გიო არაბული/
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 15 May 2013 22:55

"ჰო, ჩემო ზეზვავ!
დაიცალა ჩვენი არხოტი,
მთიელი თუ ხარ,
ვაჟკაცურად მთაში წამოდი...
ჰო, ჩემო სულხან,
დღეს სჭირდება ხახმატს პატრონი,
კაცური კაცი,
მტყუან-მართლის მისხლით ამწონი.
ჰო, ჩემო ბერდო,
მიმხედავი სჭირდება მუცოს,
კაი დამხვდური
სტუმრად მოსულ ნაცნობს და უცნობს.
ჩვენ კი თბილისში
აქაობის დავკარგეთ გემო,
ბარისახოს და
ჭანჭახოვნებს შორიდან ვჩემობთ.
მოდით, მივხედოთ
ჯერ არდაშლილ შატილს, ანანურს,
ამ უგულობას
ნუ გავიხდით, ძმებო, სანანურს...
თორემ შვილები
ხვალ სიმშვიდეს არ შეგვარჩენენ,
ჰეი, ხევსურნო,
აქ ამოდით, საქმე მაჩვენეთ!"
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 15 May 2013 22:56

ჩვენს სოფელს ახლა
დამეწყრილი ხეობა იცავს,
გაგვიფერმკრთალდა ძაგანის და იახსრის მითი,
ხმლები კი არა
ხევსურეთში დაჟანგდა მიწა,
ახლა ვსხედვართ და
არაგველებს
თითებზე
ვითვლით.

გიო არაბული
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 15 May 2013 22:58

მეშინია!

ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! _ გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! _
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!

მურმან ლებანიძე
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 May 2013 09:34

გაბურთ ეშმა

...ამღა-ჭიმღაში
დავით გაბურს ვერავინ ჯობნილ...
სილამაზით და ვაჟკაცობით
ტოლსწორებში ელვასავით ირჩეოდისავ...
ჰოდა, ეგ გაბურ ეშმასაც კი შაჰყვარებივას
და ქალის სახით თიბვა-მკაში გამასცხადებივ...
დაუჭერავის დავითს ეშმა
და... თავის სახლში წამაუყვანავ...
...თეთრ თმან ჰქონიან გაბურთ ეშმას,
მზის სხივს ჰგვანილან,
ტახტზე იწვისავ და თმათ გუბივ,
საწოლზეით გადმამდინარივ, ქაზდარს1 ავსებავ...
ფრჩხილებ დაუჭრავ ეშმაისად
და ქარქაშში დაუმალავის, —
ვეღარსად წავავ (უფრჩხილებოდ ძალა აღარ აქვ!)
ხოლო ხმალ-ხანჯარს
შიშით ახლოს არ ეკარების...
„— გამიშვივ, რაად მაწვალებავ“ —
დავითისად უხვეწნავ ეშმას, —
ისევ მამეცივ ჩემ ძალაივ,
ჩემ შაძლებაივ,
რა ცხვარ-საქონში მატარებავ,
რას მამწყემსებავ,
მამწყინდავ აქავ, თქვენთან ყოფნაივ,
დღე მუდამ თქვენთვის შამახედვნაივ...
დიაც რო მაინც არ გყვანდასავ,
არ გიყვარდასავ,
კიდევ გავძლებდივ,
შენთან დავლევდივ ჩემს ცხოვრებასავ,
სიხარულით ვიმუშავებდივ...
ახლა კი ცრემლად რაად მღვრიავ,
დარდს რად მაკვლევავ,
რა ჩემ ცოდვაში იდებავ წილსავ!..“
არ გაუშვავის გაბურს ეშმა, —
მოჯამაგირედ გამამადგებავ...

გასულას ხანი
და ერთ დღესაც გაბურთ სახლში რო არვინ ყოფილ,
ეშმას დავითის ბალღისად უთქვამ:
— უკვე დროიავ, აის ხმალივ ხელთ გეჭირასავ
და მტერ-დუშმანის დასახვედრად ემზადებოდავ,
რა ბალღბულღების საქმით ერთობივ!..
ჩამაუღავის გაბურთ ყმაწვილს კედლიდან ხმალი
და ამაუწვდავ გაგულისებულს...
გადამცვენილას ქარქაშიდან ეშმას ფრჩხილები...
წამაუკრეფავ სათითაოდ
და გაქცეულ აიქისკე, საითაც მასულ...
წასვლისას გაბურნ დაუწყევლიან;
„ჩემს წვალებისად ნუმც იმრავლებთავ,
ნუმც გასწყდებითავ,
(ეგ, ალბათ, იმად, გაბურ რო უყვარდ!)
ერთ ეგეთ ვაჟკაც გვარში ნუამც დაგელევისთავ,
ერთ გიჟ-უჭკუოიც მუდამ გყვანდასთავ“, —
ეგეც უთქვამს წასვლისას ეშმას...

მაგ ამბის შემდეგ ბევრ რაიმ მამხდარ,
ბევრ რაიმ შაცვლილ არხოტის თემში,
ბევრ კაი ვაჟკაც მასულ და წასულ...
გაბურთ კი... გაბურთ
რაკი იმისგან თუ რაისგან, ეეგრ ახდომივ....

|ბაღათერ არაბული |
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
კარელა
ფორუმელი
Posts: 250
Joined: 13 May 2009 12:57

Re: პოეზია, ლექსები...

Postby კარელა » 28 May 2013 22:54

დავითაუ წიკლაური
სულ ხევსურებზე რო წერ, სხვაც შემოგვთავაზე რამე :D

,,შეცდომებს ალბათ გაგვიგებს ვინმე,
ვერ გაგვიგებენ დუმილს.
ქართლის ცრემლები თუ დავაღვენთეთ,
მომხდურს დარჩება ცხუმი;

რუსს მართალია, მიწის სიმცირით,
არ ეხუთება სული,
მაგრამ არ ახლავს გრძნობა სირცხვილის
სხვისი დაჩაგვრის სურვილს.

ურცხვად გვტაცებენ მიწას დავითის -
აფხაზეთსა და ცხინვალს.
მოგებულ ბრძოლებს ვეღარ დავითვლით,
თუ ვერ მივხვდებით - ვინ ვართ.

თუ არ გვჯერა, რომ ელის მაისი
მხარეს - დიდებით მოსილს.
თვითონ ითხრიან საფლავს ხალისით
აფხაზიცა და ოსიც.

დავიწყებიათ ჩვენი ამაგი,
დავიწყებიათ ვალიც...
უნდა ვიბრძოლოთ, თუ სიამაყის
კიდევ შემოგვრჩა კვალი.

შეცდომებს ალბათ გაგვიგებს ვინმე,
ვერ გაგვიგებენ დუმილს.
ქართლის ცრემლები თუ დავაღვენთეთ,
მომხდურს დარჩება ცხუმი.''

დავით ახლოური
ჯერ საქართველო!

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 29 May 2013 09:25

სულ ხევსურებზე რო წერ, სხვაც შემოგვთავაზე რამე
>>

>>
ლექსები, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს...



და კიდევ ის, რო კარგად არის გამოხატული ხევსურლ ლექსებში მთის მეომარი ხალხის ცხოვრების წესი, აზროვნება/იდეოლოგია და არა მარტო.. საინტერესო და მისაბაძი ცხოვრებით ცხოვრობდნენ...
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)