პოეზია, ლექსები...

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 10 Dec 2012 12:43

დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.

დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.

დედაშენის ვარცხნილობა კარე,
ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს,
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს,
დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს...

ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის,
დედაშენი ევროპულად ოხრავს,
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი,
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს.

დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს,
ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის,
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს,
ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში.

ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა,
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს,
დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!
ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს.

როინ აბუსელიძე
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 19 Dec 2012 19:23

“ჩუ! ქართველო”

ჩუ! ქართველო ბედნიერო,
ნუ ამბობ მამული მიყვარს,
როგორ უნდა დაგიჯერო,
რომ ძმის სისხლით ხელი გიყარს.
მეორედ ჩუ! შენ, ძმის მტერო,
„ქრისტიანი ვარ” ნუ ამბობ.
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ჭეშმარიტებას ჰგმობ?
მაშ, ისევ ჩუ, რჯულის მტერო!
ნუ ამბობ, რომ ჭკვიანი ხარ!
როგორ უნდა დაგიჯერო,
როს ყელამდე სისხლში ზიხარ?
კიდევ გეტყვი: ჩუ, ოხერო,
„მამაცი ვარ”! ნუ იძახი:
როგორ უნდა დაგიჯერო,
როცა ტყავს გაძრობს მათრახი.
ჩუ, ჩუ და ჩუ, მშვენიერო,
ნუ ამბობ: „ვარ მე ლამაზი!”
როგორ უნდა დაგიჯერო:
სახეზედ გაქვს შურის ხაზი!!!
ეჰ, ქართველო, კაცის ჩერო,
ქართლი შენგან არას ელის,
და მაშ როგორ დაგიჯერო,
რომ შვილი ხარ შენ ქართველის.
(აკაკი წერეთელი)
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 19 Dec 2012 19:26

"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 20 Dec 2012 21:51

●●●

ანატორელის ჩანაწერები
●●●

"ხევსურეთში, ჭირიანობის დროს, დაავადებულები ანატორის აკლდამებში შედიოდნენ და ერთად ელოდებოდნენ სიკვდილს. აკლდამები და ადამიანების ჩონჩხები დღემდეა შემორჩენილი."

*
შავ-თეთრი სოფელი მაქვს.

*
მეც სიკვდილი ვარ
ფანდურითა და არყით ხელში.

*
სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,
მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.

*
გარეთ დავტოვე ცხენი.
სახლი.
ჩემი ბავშვობა.

*
გაღმასოფელში ასკილი ყვავის.

*
სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან
და შემობერილ ნიავს
თვალებით ეფერებიან.

*
სარკმლის გარეთ ჰაერია,
შიგნით - სიჩუმე.

*
სიცოცხლის მძევლად
ჩემი ცოლი დავტოვე სახლში.

*
ჩემი შვილებიც აქ არიან.
მე აღარ ვსუნთქავ,
რომ ჰაერის მარაგი დარჩეს.

*
მკვდარი რწმენა ვარ.

*
ამ წვრილ სარკმელში
ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.

*
მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და
ძილი არ გვეკარება.

*
დედა ტიროდა:
"ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო..."

*
ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის.

*
შემოფრენილმა გულწითელამ
თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,
ისე ავღელდით.

*
მე - ორჯერმკვდარი.

*
სხედან სიკვდილშეყრილი ქალები,
ქსოვენ და ჩუმად ბუტბუტებენ.

*
ცისფერთვალება ბიჭს წამოსცდა - "ღმერთო".
ჩავაცვით.

*
წყალგაღმა მოჩანს საფლავების
თეთღი ლოდები და მათი ჩრდილი
აკლდამაშიც გვწვდება და გვფარავს.

*
მკვდრებიც სუნთქავენ.

*
უსაფლავოდ ვარ დარჩენილი.

*
დედის ტკივილით გაჟღენთილი ღამეებია.

*
ჩვენთან ცოლები სახალხოდ ქმრებს ვერ იტირებენ,
ეძებენ ადგილს ბნელს, მივარდნილს.

*
მაინც მომაგნო,
ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.

*
მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით.

*
რა სიჩუმეა,
სიჩუმესაც კი ვეღარ ვისმენ.

*
ქალაქისოდენი ღამეა.

*
ჩემს სახლს ასტკივდა
კედლები და ღია ფანჯრები.

*
ვცდილობ ფეხი არ დავაბიჯო
მკვდარსა და ცოცხალს.

*
მკვდრებიც დგებიან და წვებიან,
როგორც ჩრდილები.

*
ჩემი სწორფერი მდინარის პირას დგას და
არ სუნთქავს.

*
ყვავილები არ საუბრობენ.

*
აქ გაღმერთებაც შეიძლება,
ოღონდ მოვკვდები.

*
"იხმაურეთ" - ასე ვარიგებთ ბავშვებს,
ბეღურებივით შემოსახლებულებს,
სიკვდილშეყრილებს.

*
ჩემი მარტოდყოფნის ღმერთი.

*
ვწევარ და სიკვდილს ველოდები,
როგორც გაღვიძებას.

*
შენ გამაჩინე, დედაჩემო, -
შენი ტკივილი.

*
სიზმარში ვხედავ გაღმადარჩენილებს,
მოდიან და სახეზე მკოცნიან, მეფერებიან.

*
აღარ იტიროთ-
ვამბობ, მაგრამ არავინ ტირის.

*
ჩემ გვერდით ჭირშეყრილი ქალი
აკვანს არწევს - იქ კი გოგოა
წინა ზაფხულს დაბადებული.

*
სიკვდილის მძევლები ვართ.

*
სიკვდილში ვდგავარ-
სიცოცხლეში?!
ვეღარ გავიგე.

*
ჩემი სიმშვიდე -
უძირო ტბაში კლდესავით ჩაყუდებული.

*
წუხელ წყალგაღმა დედაჩემმა
ცოცხალი დამიტირა.

*
დღეს მგონი ვკვდები.
ვეღარ ვსუნთქავ,
ვეღარც ვიცინი.

|გიორგი არაბული|
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 21 Dec 2012 22:33

ჩვენს სოფელს ახლა
დამეწყრილი ხეობა იცავს,
გაგვიფერმკრთალდა ძაგანის და იახსრის მითი,
ხმლები კი არა
ხევსურეთში დაჟანგდა მიწა,
ახლა ვსხედვართ და
არაგველებს
თითებზე
ვითვლით.

(გიორგი არაბული )
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 22 Dec 2012 00:26

სტუმრად წიქასთან და ბეწინასთან

სოფელს მივიდოდი, მთებს ნისლი ეწვინა,
ღამის გასათევად ვესტუმრე მისახელთ,
ფეხონში დამიხვდნენ წიქა და ბეწინა,
შორითავ მიცნეს და "მშვიდობა" მიძახეს.

შემიძღვნენ ჭერხოში "ამ ტიალ წყალ-ჭალას,
ორნიღა შევრჩითო ერცხვაის სარჩენად,
ბეწინამ ტაბლაზე პურ-ერბო გაშალა,
წიქამ კი ნაპოხი ხირიმი მაჩვენა.

დიდისხან ვისხედით... ვსვამდით და ნიადე
ფიქრები მწარე წყალს თავ-აღმა მიყავდა,
მე, ყმაწვილს წამომცა რა ცეცხლშიც ვტრიალებ,
გამიწყრნენ: "აღარ თქვა თუ ვინამ გიყვარდა"

შემრცხვა და მცირე ხანს წიქაიც დაჩუმდა,
უაზროდ ავსებდა შავ ხმიადს ერბოთი,
სირცხვილი' იუბნო ხმამაღლა მიყვარდა
სირცხვილი' იუბნო, ვის როგორ ეტრფოდი"...

შუაცეცხლს თავ-პირით ვესხედით სამივე,
მთელა ღამ წინაპართ გმირობებს ვისმენდი,
ვინ ჯვარმა დარისხა, ვინ ემტრო გაღმივნებს,
ჰყვებოდნენ ამბებს და თან ჭიქას მივსებდნენ...

დილისხან მწველი მზე თაღში რო შამაძვრა,
ბეწინამ: "ქვისაო, ქვა არი წამალი",
დამსკდარი თითებით მწოლარეს შამასვა,
მე კიდევ სოფლამდე ერთი დღის სავალი

მქონდა და ნასვამმა მისახი დავტოვე,
წინადღეს ნათქვამ ლექსს ხმადაბლა მიქებდნენ,
სოფელს რო ამოვცდი, მუხლს ცოტა ვადროვე,
ქვემოთ კი იდგნენ და ხმელ ხელებს მიქნევდნენ.

/გიორგი არაბული/
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 22 Dec 2012 15:57

ო...ეს ჩაქცეული ქვები,ნანგრევები–
ერის სულია ნატანჯი...ნაგვემები...
შემომივლია მთელი დუნია,
ვყოფილვარ ამერს და იმერს;
მინახავს რა ზღვები...რა გემები...
მაგრამ– მერე რა?!
ვაი...იმ ერს – ვისაც არ გააჩნია ნანგრევები!
/ლ.ნუცუბიძე/
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 22 Dec 2012 15:58

"– რაისთვის აქებ ქისტებს, ბერდედავ,
მათს ვაჟკაცობას, ძალას და სიმხნეს?
მიწა უვსიათ მათ ხევსურთ ძვლებით...
– რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს!
– ამღას დახოცეს ბრგე ვაჟკაცები,
ახიელაშიც უზომო ხოცეს...
– რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს!
– რა ვიცი... ღმერთმა მშვიდობა მოგცეს!"


ანა კალანდაძე ბერდედას(ლელა წიკლაურს)
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 22 Dec 2012 17:50

ნუკრი მჭედლიშვილი

* * *

აღარვის სჭირდება "ოჟა სვილის ფერი,"
ქვეყანა შენატრის თეთრსა და ფითქინას,
წასულა დრო-ჟამი ვაჟაის მგლისფერის,
მამაცებს უქებენ საყურეს - კიკინას!

სულში გეტკინება ალგეთელ მგლის ლეკვებს,
ეტყვიან: "მხედრობას ყავლი აქვს გასული!"
რა ვქნათ, თუ ვჭირდებით სამშობლოს იმედად?!
რა ვქნათ, თუ მტერს რჩება წინაპრის მამული?!

ჩვენში ქართველობა ვერ გარდაიცვლება,
უფალმა შეგინდოთ, თქვენში თუ მოკალით!
დღეს თქვენში დაფასდა უკუღმა გინება,
ვაჟების ნამღერი - ქალური ვოკალით.

ზეცაც რომ დაემხოს, გზას ვერ გავიმრუდებთ,
ვერ შევცვლით, ვერ გავტეხთ წინაპრის წეს - ადათს,
წეს - რჯული ქართული, დღეს რომ აღარ მოგწონთ,
ეტყობა, დამარხეთ კრწანისს და მარაბდას!

დუშმანი ჩამდგარა ქსანზე და ლიახვზე,
ილორს და ბედიას პატრონი აღარ ჰყავს!
მაინც ვიდიდგორებთ! მაინც ვიშამქორებთ!
არავის შევარჩენთ კრწანისს და მარაბდას!
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 22 Dec 2012 23:04

ღრეობა

- მოხველ მშვიდობით, სტუმარო,
მოდი, ტაბლასთან დაჯე და
- დამხვდით...
ამოსთქვი, ღამემაც
ცა ვარსკვლავებით აჭედა.
ვათეთრებ შუაღამისფერს,
ყანწ ჟიპიტაურს ვიწურავ...
ტაბლას ატყვია ხინკლები,
სიფხიზლის კარებს მივხურავ.
- ლუკმა მიაყოლ!
მწარე ას.
- რა ლუკმა, დადექ არიქა!
სასმელმა გონი ამხადა,
დავეძებ ბალალაიკას.
- ეჰეჰეი!
დაჰკათ ვაჟებო...
ჰაი დედასა მტრისასა.
ქალავ,
შენ შორით ნუ მივლი,
თორე ავჰკმიჭე მიწასა.
თენდება, დილამ ახვეტა,
ღამე,
ნისლიან, ბინდიან,
ერთ საკართანოც გადავსვი,
თოლებში ცეცხლი მინთია.
- მომგვარეთ ჩემი თეთრონი,
წინ გზა მიმელის საძნელო,
მოდი...
შამაჯე გავაზე,
ჩემთან წაგიყვან ქალბნელო.
- არ გინდა?!
ეგიც არცარა...
მარტო შავჰკივლებ შარასა,
ვერცაით გადავეჩვიე
ლოთობას წარამარასა...

/მერაბ არაბული/
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 26 Dec 2012 20:32

ლექსი ვეფხვისა და მოყმისა

მოყმემ თქვა, პირშიშველამა,
შიბნ გავიარე კლდისანი,
მოვინადირენ, დავლახენ,
ბილიკნი ჭიუხისანი.
შამამხვდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი,
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა,
ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი.
შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა,
დრონ იყვნეს შუაღამისანი,
ვეფხვი რომ წამამიფრინდა,
თვლანი მარისხნა ხთისანი.

შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,
კლდეები ჩამაინგრივნეს,
შტონ დაილეწნეს ტყისანი,
დრო არარ დარჩა მოყმესა,
ხანი რო ჰქონდეს ცდისანი.
ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს,
ვეფხვი ჩქარია კლდისანი,
გაზით გაართვნა კალთანი,
ჯაჭვისა ჯავშანისანი.
მოყმემაც ხელში იყარნა
ვადანი თავის ხმლისანი.
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა,
დრონ იყვნეს წაქცევისანი.
ვეფხვი კლდით გადმაეკიდა,
ჩამააწითნა ქვიშანი.
თაოდ კლდის თავზე შამაწვა
მოყმე სულამამდინარი,
ქვიშას მაჰღებავს წითლადა,
სისხლი ზედ ჩამამდინარი.
ვინ ეტყვის მაგის დედასა,
კარს უსხედს ქადაგ-მკითხავნი.
უერთოდ კი არ იხარჯნეს
ჩვენ მონადირის ისარნი.

იარებოდა დედაი
ტირილით თვალცრემლიანი,
ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია
გაჯავრეული, ტიალი,
ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა
დღე დაუღამდათ მზიანი.
არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი,
მათ დაუხოცავ ერთურთი,
არ დარჩენ სირცხვილიანნი.
ტირლით წყლულებს უხვევდა
ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა,
შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა,
ეგ შენი კაბის კალთები
ტიალმა როგორ დაფლითა?
შენც იმის საფერ ჰყოფილხარ,
ხმალი ქნვაში გაგიცვდა.
არც იმან მოგცა მეტი დრო,
აღარც შენ დააცალია,
ვეღარც შენ დაიფარიე
შენ ხელთ ნაჭერი ფარია,
ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია.
მაგის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია.
ლაშქარში, მეგობარშია
არ იყავ საწუნარია.
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
ეგეც სამარის კარია,
ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე,
ვეფხვებთან მეომარია.

ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 05 Jan 2013 21:37

დაიწყე? - რახან დაიწყე,
ბოლომდე უნდა გახვიდე,
თოკი ცხრაჯერ რომ ჩაგიწყდეს,
მეათედ უნდა ახვიდე.

ჩანაცრდი? - უნდა აალდე,
არ იცნობ? - უნდა გაიცნო,
ჭირია? - უნდა გამაგრდე,
გტკივა და უნდა გაუძლო.

დაეცი? - უნდა წამოდგე,
დამარცხდი? - უნდა იბრძოლო,
გაჭირდა? - უნდა გამოდგე
მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო.
/გელა დაიაური/
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 10 Jan 2013 22:55

ყური მომიგდეთ, მსმენელო, ლექსად გეტყვით ყველაფერსა,
უწინ ჩვენ მამაპაპანი სისხლით რწყავდეს მთის კალთებსა,
მტერსა მტრულად უხვდებოდეს, ხმლით იცავდენ ჩვენ საზრვრებსა,
დაღესტნის იმამს უთვლიდეს: ,,მოდით, გელოდებით ჩვენცა,
თუ მოხვალთ, კი გიმასპინძლებთ, სისხლსა გასმევთ თქვენვე თქვენსა,
თქვენ მოსოქელებს გვეძახით, ქართველები ¬- ჩვენ თუშებსა”.
ეგ რომ გაიგო შემილმა, თავსა თვისა გეიქნევსა:
,,ეს როგორი ამბავია, ეუბნება ნაიბებსა,
,,რატომ წმინდად არ გაჟღმენტავთ მაგ მამძაღლსა თუშებსა”.
შამილსა ჰყავს ერთი ლეკი, ცოტას იტყვის ბევრს იქმევსა:
,,ჩვენ თუშებს როგორ გავჟღმეტთ, გმირთა ლომებრ მეომრებსა,
მათში ერთხელ ჯარათ გახლდით მოგვაფარეს სულ გოხებსა,
ტყვიას ხო არ გვაკმარებდეს, ელვა იდგა მათი ხმლისა.
თან დიაცნი დაჰკიოდნენ, ხელთ იხვევდნენ მანდილებსა:
- დახოცეთ, ნუღარ გაუშვებთ ჭაჭანებას მაგათ ძისა!
ბულათ ხანმა ბაგვაზელმა ყველა პირათ მოახსენა:
,,თუშებს ვერვინ ვერ დაიჭერს, ვერცა სხვა და ვერცა ჩვენა.
ერთხელ რომ ჯარათ გამგზავნე, ჯარიც მომე ყველა მხრისა,
ნარჩევ-ნარჩევი ბიჭები ამ შენ ნაქებ დაღესტნისა.
თუშურ მთებს რომ გადავდექით, მიწა გვექცეოდა ძირსა,
ერთ ალაგს დავბანაკდით, ჯარი სჭამდა ტკბილად პურსა,
ზაქარ, ეგა ჰავარელი, ფიქრთ გართული რათმე ძისა,
უთხარ: ,,ზაქარ, რათა ფიქრობ, რაზე იყურები ძირსა?”
ამოიოხრა და მითხრა ნიშანია ფინთი მხრისა.
გაიხედა, დაინახა, ვინმე იჯდა კლდისა პირსა,
მითხრა: ,,ნეტავ ის ვინ არის, თუ მზირია ჩვენი გზისა”.
უთხარ: ,,მწყემსი ვინმე არი, დაღალული ჩრდილში ზისა”.
თურმე ჩვენი მზვერავია, ოთხი კაციც გვერდს უსხედსა.
ხუთმა სროლა აგვიტეხეს, ტყვია მოდის სეტყვასვითა,
ხუთმა თერთმეტი მოგვიკლა, იარაღი ვყარეთ ძირსა,
თურმე თუშებში წელია შერიგებას ნიშნავს ისა.
ახლა შოროთ დაგვიძახეს: ,, ჩვენ ხომ კიდევ ომი გვინდა.
იარაღი ხელთ აიღეთ, ახლა პირი ვცადოთ ხმლისა”.
,,იარაღს თავი ვანებეთ, ბილიკი ვნახეთ ტყისა.
ჯერ ტყეზე ვისირბილევით, მემრე გზებზე მაღალ მთისა”.
ჰაჯი მურიმ ხუნზახელმა ყველა უთხრა იმამს პირსა:
,,მე იმათში ვერ გაავალ, არც ბილიკი ვიცი მთისა,
ალდამს ჰკითხეთ დიდოელსა, იმან იცის იმათ მხრისა,
ის არის მათში ნავალი, რა წესი აქვთ თუშთა შვილთა”.
ალდამს უთხრეს: ,,აბა გვითხარ, რა წესი აქვთ შუშთა შვილთა?”
ალდამ უთხრა: ,, მე ვყოფილვარ, დღენი იყვნეს ახალ წლისა,
პური, ალუდი, არაყი მეტად მიმღებნი სტუმრისა.
ცალი მხრივ ვაჟკაცნი ისხდნენ, ლუდსა სვამდნენ ჯიხვის რქითა,
სადღეგრძელოსაც მოსთქომდნენ მტრის მებრძოლი ვაჯკაცისას.
ცალი მხრით დიაცნი ისხდნენ, ღმერთსა სთხოვდნენ მანდილ ხდითა:
,,ღმერთო, უშველე თუშებსა, დაღესტნის იმამი ძირსა!”
ლუდისა მწდენი ქალები წვრილის ხმითა მღეროდიან,
და სიმღერაში მოსთქმიდენ: ,,მტრის გამქცევსა არა ვსტითა,
ჩვენ ყმა იგეთაი მოგვწინს, ვინც მტერს თავს აჭრიდეს ხმლითა,
მტრის მარჯვენებს მოიტანს ლაღი მოყმე კალთებითა,
მიაკრავს ციხის კედელზე, მუდამა ვხედოთ თვალითა”.
მიდგა და მოდგა იმამი, გუნებაში დაფიქრდისა:
,,მოდი, იქ ჯარი გავგზავნო, როს დღენია ახალ წლისა.”
ალდამს უთხრა: ,,შენც წახვალი, ჯარიც მოგცეთ დაღესტნისა,
ალდამ უთხრა: ,, მე კი წავალ, თუ დავბრუნდი ძვირფასს ღირსა”.
ალდამი ჯარს გამოუძღვა, ჯარის მოსდევს დაღესტნისა,
პირველად დიკლოს დაეცნეს, ორღობეა ჩვენ საძღვრისა.
სიტყვობდეს დიკლოელები: ,,რისხვა დაგვეყარა ცისა,
დაღესტნის ჯარი დაგვეცა, აქ ჩვენ მასპინძლობა გვინდა.
თუშეთზე ნუ ვათარეშებთ, სირცხვილია ჩვენთვის ესა,
აქვე ჩვენ გავუმასპინძლდეთ, ვაჭამოთ სისხლის პურია,
თითომ თორმეტი მოუკლათ, მაშინ შენდობა გვეთქმისა”.
დიკლოში დიდი ომია და გრიალი თოფებისა,
თოფი ჭექს, კლდენი უხმობენ, და მღერიან ბუჩქნი ტყისა.
გიოი მოზაიძეი ბექურიძეს ეძახისა:
,,ბერო, ბერო, როგორა ხარ, ხმაი მომდის შენი თოფისა”!
ბერომ წყრომით დაუძახა: ,,გაჯავრებულ ვარ მე დღესა,
გუშინ თორმეტი მოვკალი, შვიდის მეტი ვერა დღესა”,
ახლა გიომ დაუძახა: ,, მაშ სახელი შენ დაგრჩესა”.
მე თორმეტისა მეტი ვერა და თოფიცა ახლა გამიწყდა,
თოფი განზე გაააგდო, ხმალზე გაიკრავდა ხელსა,
ხმალდახმალ გამოუვარდა, ორსავ თავი მოაჭრისა,
ახლა შორით თოფი დაჰკრეს, ლომი გიოც დეეცესა.
მისცვივდნენ და ხანჯლით სჭრიან: ,,შენით ბევრი დედა სტირსა”.
ომობდა ოსორაული, ვაჟი არ ზოგავს თავსაო,
ჯერ ხო ხმალითაც ეომა, მემრ ხელი გაჰკრა ხმალსაო,
ხმალდახმალ გამოუვარდა, უწყალოდ სჭრიდა თავსაო.
ერთსა ლეკსა ხელი სტაცა: მოდ, ძმობილო შენ აქაო”.
შინათკენ მიარბენინებს, როგორც რომ ლომი ცხვარსაო.
შინ შეიყვანა ციხეში, მიუსვა სათოფურსაო:
,,ლეკო, ესროლე ლეკებსა, თორო მოგაჭრი თავსაო”.
ლეკი ესროდა ლეკებსა, ცრემლები თვალთა სდისაო,
,,ოღონდ ნუ მამკლამ, თისოჯან, კიდევაც ვესვრი სხვასაო.
თოსომა ხმალი შემოკრა, თავი მოშორდა ტანსაო,
შენ ცოცხალს ვინღა გაგიშობს, შენ ურჯულოსა ძაღლსაო”.
ნეტავი მოყმე ვინ ომობს, კოშკების მოდის ძგერაო,
იქნება ძაგანაშვილი, აბჯრისა მოდის ჟღერანი.
თოფს ესვრის, თანაც დაჰკივის: ,,ლეკებ დაიცათ თქვენაო,
თუშეთზე ვერ ითარეშებთ, აქვე გეყოფით ჩვენაო,
მასპინძლობასაც გაგიწევთ, სისხლის პურს გაჭმევთ თქვენაო”.
უჯბაგიშვილიც ომობდა, მოყმე ლაღ თექიანიოო,
ქურაზაშვილიც ომობდა, მათზე სულ ბრაზიანიო.
უზომოდ ლეკთა ხოცვიდეს, ეზონ აქვ სისხლიანიო.
სიტყვობდა ვარდიძის შვილი: დაჰკარით ვინც ხართ გულოვანი,
უწინ ჩვენ მამაპაპანი ყოფილან სახელოვანი.
აწ ჩვენც მათ გავედარენით, ნუ მოვკვდებით სირცხვილიანი!
ზემო უბანში ომია, თოფების მოდის გრიალი,
ნოჯარივით მკვდარი ჰყარეს, ლეკები გულშხამიანი,
ერთმანეთს ეუბნებიან: ,,ვაჟკაცობის ეს დრო არი;
რაც სოფელში ჯარი გვიდგა, დღეს მეთვრამეტე დღე არი,
თუ ოცამდე ვიცოცხლევით, მერე სიკვდილი რა არი”.
აბულ მოტყუვდა, მიენდო ლეკსა ვერცხლითა ძმობილსა,
ადგა და მათთან მივიდა ძმობილისა იმედითა.
ყველანი ფეხზე აუდგეს, ჩვენებური მოგვივია,
იარაღი ჩამოართვეს, ჩვენთან შიში შენ არ გინდა,
გარშემო შემოეხვივნეს, ვისაც რომ მის ჯავრი სჭირდა,
ჰკითხვენ: ,,რამდენ მოგვიკალი”, ასე ეტყვის: ვინ დასთვლისა,
კოშკს გარშემო ბევრი ყრია თქვენისთანა ძაღლივითა.
მათ ჟიყჟიყი გააბევრეს, აბულ იცის, მათ რაც უნდათ,
უთხრა: ,,თქვენი ნება არი, მე მოვტყუვდი სირეგვნითა,
იარაღი ჩაგაბარეთ, ხელში დაგრჩით ქალივითა”.
მალვით თოკი მოიტანეს, გახავიეს ქამანდითა;
ხელფეხი მაგრა შეუკრეს, დააწვინეს ხარივითა,
უწყალოდ ყელი გამოსჭრეს, გაიბერტყა ვეფხვივითა.
ალდამ უთხრა: ,,ეგ აკმარეთ, ნუღარ დასჭრით ხანჯლებითა,
ეგებ ბეროც მოვიყვანოთ ამისთანა თათბირითა:.
ალდამი ბეროს ეძახის: ,,ბერო, შენა ხარ ჭკვიანი,
კაცო, მოდი და შევრიგდეთ, ნუ ხარ სულ ხმალსისხლიანი,
ნუც გვხოცავთ ნურც იხოცებით, კმარა ამდენი ზიანი”.
ბერომან ხმალი უელა: ,,არ მინდა თქვენი თქმანიო,
ამას წინადაც არ მსურდეს ჩემი ძმების მომკლავნიო,
აწაც ისეთი ბერო ვარ, რაც გინდოდეს ის ქენიო,
ახალ წლის დღეს შემოგვლახე, გაგვიმწარე სასმელიო,
უკაცობას დაგვიხედი, აქ არ გვყავდნენ მოძმენიო,
თექვსმეტი გეომებოდით, ვართ ორნიღა დამრჩალიო.
ჩვენ თქვენვე ხელად არ გამოვალთ, ხვთის ფიცი გვაქ ნათქვამიო,
ჩვენი ქართული ეს არის, რაც გინდა ისა ქენიო”.
ალდამმა თავი დაღუნა, გულში იფიქრა ბევრიო,
დიდი შეშა ააგროვა, თორმეტ საჭენზე მეტიო,
ციხეს გარშემო მიჰყარა, ცეცხლი მოადვა ცხელიო,
ციხის სათოფურებს ცეცხლი სცემს, მაღლა ავარდა ბოლიო,
ვეღარ ომობენ გმირები, შიგადან მეომრებიო,
ბერომ ხმალს უთხრა: ,,ტიალო, დღეს მოგვესწრაფა დღენიო,
ცეცხლისა ალით თვალ გვეწვის, ვერ გაჭრევინე მტერიო”.
კარში გამოდგა ბეროი, თვალის სინათლით ბნელიო,
ჯარმა ერთბაშად თოფ ისროლა, ალდამმა სთქვა: ,,აწ ვმღერითო,
გმირი ბერო რა მოვკალით, მთლად ჩვენ დაგვრჩა სოფელიო,
სავაჟეთო დავხოცენით, გამოვრეკეთ ქალ-რძლებიო”.
ღვთისოი ბექურიძეი მობრუნდა სათოფურთანა,
სათოფურებთან ცეცხლი სცემს, ვეღარ ომობდა ლეკთანა,
მობრუნდა გულბრაზიანი: ,, ბერო, აწ მეც მოვალ შენთანა”.
დაი მუხლთა მოეხვია: ,,ძმაო, მომკალით თქვენთანა.
ვერ ვივლი საბუსურმანოში, ძმებო თქვენ დამხოცვებთანა”.
-დაო, მამეცა იქითა, შე რაზე მოგკლა ჩემტანა,
შენ რო მოგკლა, დაო ჩემოროგორ წავიდე ღმერთსთანა”.
ახლა ცოლმა დაიკივლა: ,,მენაც მომკალით თქვენთანა!
თოფ ხმალსა ხელი უტაცეს :,, ორნივ დაგვხოცე ერთადა”.
იელა თისოს ხანჯალმა, დაი დაეცა ძმასთანა,
თვალცრემლიანი დაჰყურებს, ცოლ მიეფარა ბნელათა.
ნინო, შენ სად გაიქეც, აქ ახლოს მოდი ჩემთანა,
ღვიძლი დაი რომ მოვკალი, შენ ვინ გატარებს ლეკთანა.
იელა თისოს ხანჯალმა, ცოლიც მიაგდო დასთანა,
ახლა ლეკლმა თოფი დაკრა თისოს მარჯვენა ბეჭთანა.
სამნივ ერთად დაიხოცნეს და მტერს მაინც არ დანებნენ.
დიკლოჩი ქალნი ატირდეს, მოსთქვამდეს ცრემლთა ფრქვევითა:
ავაჰმე, ძმანო, დაღლილნო დიდისა ხისა ბრძოლითა,
დღე და ღამ დაუძინარნო კოშკს სათოფურთან ცქერითა,
პირშამურულნო წამლისგან, თოფის უწყვეტი სროლითა,
პურუჭმელებო, მშივრებო, წყურვილით პირგამომშალნია.
თუშნო, რად არ გვიშველეთა, დღენი შაგვექმნეს შავადა,
ძმები გვერდით დაგვიხოცეს, ტბები გვიბრუნეს სისხლისა.
მივყევართ საბუსურმანოში, აქ ტყვე ვართ დაღესტანისა,
უკან დიდი ჯარი მოგვდევს, წინ ალდამი მიგვიძღვისა,
მობრუნდებ ხმალსა გვიღერს, თქვენივ დიდი ჯავრი მჭირსა,
დაჭრილი მყავს უთვალავი, შვიდოცი ხომ მანდ დამრჩისა,
რით გადვიდე დაღესტანში, ან იმამს რა მოვახსენო.
ბაგვაზში ქალი ატირდა, ამბავი რომ უთხრეს ქმრისა,
შენი ქმარი დიკლოს მოკლედ, თუშმა თავი მოაჭრისა.
ქალმა თქვა არსტამ ფირილა: ,,ნეტავ ვინ იყო ისა,
ჩემ ხალითას რომ შაჰბედა, ვისა ქონდა გული ქვისა,
ან ხმალმან როგორ გაუჭრა ჩემ ხალითას თავი კლდისა.
აკი გითხარ, ხალითო, დადექ ნუ წახვალ იქაო,
შენ ბაირაღი რა უყავ, ნეტა ვის დარჩა ისაო,
რატომ არ გამომიგზავნეს, ნაჭერია ჩემი ქმრისა.
ნეტავ თუშნი რა ხალხია, რომ ამდენი დედა სტირსა,
ბევრი გულად ყმისა ცოლი დაღესტანსა ცრემლლით წვიმსა”.



თისო ბელადიშვილი, 71 წლისა. სოფ. დიკლო. 1931 წ.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
Jano979
ფორუმელი
Posts: 271
Joined: 14 May 2012 08:30
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby Jano979 » 18 Jan 2013 10:30

ჰეი, ჰეი და... ჰეიო

...ვაჟკაცსა ომში სიკვდილი,
თავი მძინარე ჰგონია,
სისხლისა ღვარი ნადენი,
სალხინო ოფლი ჰგონია

..ასი წილისა თუ გაკლია
შოთამ დასდოსა ისარი
აზიდულსა ვერ შეწვდების
იგი სავანე ღვთისანი

გაკრობა საკაცეზედა
ცხენზე შაჯდომა ჰგონია,
წინ რო ღვდელი გაუძღვება,
თავის შათირი ჰგონია,

ჩადება ბნელ სამარეში
ლოგინში წოლა ჰგონია
თავით ქვას რო დაუდებენ,
ცოლის ბალიში ჰგონია

ზედ დაყრა შავი მიწისა,
საბნის დახურვა ჰგონია,
ბაყაყ-ჯინჭველის დასევა,
წვრილი ცოლ-შვილი ჰგონია

ყელზედა გველის მოხვევა
ცოლის მკლავები ჰგონია,
ნაწვეთი მარმარილოსი
დედის ცრემლები ჰგონია.

რევაზ ლაღიძე-ლაშქრული
No pressure, No diamonds!!!
Life begins at the end of your comfort zone...
The greatest trick the devil ever pulled was to convince the world he didn't exist!!!
Aiming for heaven through serving in hell
593399330&577266221

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 01 Feb 2013 23:04

საქართველოს!.. 1956 წ. მარტი.
ჰე საქართველო, ტურფა მამულო!
რამდენი ტანჯვა გამოგივლია,
რამდენჯერ გულში მწარედ დაჭრილხარ
სისხლით მორწყული გზებით გივლია.

თათარს, ლეკს თუ სპარსს,
თურქსა თუ მონღოლს
შენი მთა-ბარი გადაუწვია,
ბევრჯერ სიმწრისგან მიწა გილოკავს,
სისხლში ხალასი ცრემლი გდენია.

გახსოვს სამგორის, კრწანისის ბრძოლა,
გახსოვს მარაბდის ომი საზარი!
შენი შვილების დაღვრილი სისხლი
გზას გინათებდა როგორც ლამპარი.

გახსოვს შვილები, შენი შვილები,
შენს თბილ მკერდის ქვეშ გამოზრდილები.
შენთვის სიკვდილთან შენარკინები,
შუაგულ ცეცხლში გადაჭრილები.

რა დაგავიწყებს დავითს და თამარს,
დიდებულ რუსთველს - უკვდავად შობილს.
რამ დაგავიწყოს არაგველები,
ხერხეულიძე - ცხრა ძმა, ცხრა გმირი.

რამ დაგავიწყოს ქართველი დედა,
მისი ნანა და მისი მანდილი.
რამ დაგავიწყოს ტკბილი აკაკი,
ილია, შენთვის ტვინდანთხეული.
ბარათაშვილი, შენს ბედზე მკვნესი,
მისი მერანი გადარეული...

ბევრი დამარხე პირმშო ძვირფასი,
გული ჯავრისგან გაგხევებია,
მაგრამ წყეული მარტის ეს დილა
რა მოღრუბლული გაგთენებია.

თითქოს სირცხვილი სწვავდა და
არ უნდოდა თვალის გახელა,
თითქოს რაღაცას მალავდა
და არ უნდოდა გამხელა.

გორიდან გადმოფრენილი
არწივი აღარ არისო,
საქართველოში შობილმა
ბრძენმა დახუჭა თვალიო.

ქვეყანას - მრავალ ჭირნახულს,
მოსწყდა მარჯვენა მკლავიო.
კობამ შესწყვიტა სიცოცხლე,
ლიახვში დადგა წყალიო

ქვეყანამ ძაძა ჩაიცვა,
ცრემლმა აავსო თვალი,
გოდების ხმაზე ატირდა
ბავშვი, კაცი და ქალი.

გულს გვითუთქვდა ,- გვიწვავდა
ღრმა მწუხარების ალი,
მსოფლიოს ყველა ენაზე
ისმოდა სტალინ - სტალინ!

მოთქვამდა დედა მოსკოვი,
კიევი, ვოლგა, დნეპრი,
მოსთქვამდა ამერიკელი,
ინდოსტანელი, ”ნეგრი”

ჯავრმა გააპო მიწა,
ჯავრმა დახეთქა ქვები.
ზღვა ამოაშრეს მელნის,
დადგა ლექსების მთები.

ჩემო სამშობლო მხარეო,
რა შეედრება შენს დარდს,
ის შვილი იყო შენი,
შენ კი მშობელი დედა.

გავიდა ერთი წელი,
სევდამ მილულა თვალი,
თუმც არ სჯეროდა არვის,
რომ აღარ გვყავხარ, სტალინ!

გავიდა წელი ორი,
თითქოს შევრიგდით ბედთან
და ყველა ხუთი მარტიდან
ღამეს ათევდა ძეგლთან.

ჩვენ სიყვარულს და სევდას
ვარდ-ყვავილებად ვრთავდით,
მოგვქონდა მოკრძალებით,
ბრძენის ფერხთ-წინა ვდგამდით.

იძირებოდა ძეგლი
ამ სიყვარულის ზღვაში,
თაიგულს გავდა ცოცხლად
მაღლა ატყორცნილს ცაში.

მესამე წელი დადგა,
სტალინზე აღარავინ მღერს,
ლექსებს აღარა სწერენ,
ჩანგი აღარავისი ჟღერს.

ჯავრი შეგვეჭრა გულში
სტალინის ქვეყნის ნაშობთ,
მისი შუქის ქვეშ გაზრდილთ,
მისი ფრთების ქვეშ ნაწრთობთ.

ამოიგლიჯო გული?!
აბა, სად გაგონილა.
გულის ფანცქალით ველით
მეხუთე მარტის დილას.

ოთხი მარტია, ღამით
სდუმს სანაპიროს მხარე,
მტკვარი დუდუნებს, ოხრავს
ყვითლად იფრქვევა მთვარე.

სდუმს ბუმბერაზის ძეგლი,
თუ იქნებ უხმოდ დარდობს?!
იქნებ ჰგონია დევკაცს
ხალხი დასტოვენს მარტო?!

ცივა, ცა ცრემლით ტირის
მარტი მარტულად მარტობს,
"შავო მერცხალოს” ჰანგი
სიჩუმეს არღვევს, აპობს.

ჩვენო მზრუნველო მამავ!
შენ ვინ დაგტოვებს მარტო?!
ვინ თქვა დაჭკნაო გული,
ვარდი ისევა ვარდობს.

ყარაჩოხელებს ხედავთ?
ძველი თბილისის ლანდებს,
მოდიან ტიკით ხელში,
მოაქვთ სასმისი სავსე,

დალიეს, ქვას მიამსხვრიეს,
ადიდეს კობას ერი.
"ასე დაიმსხვრეს, დაიმტვრეს,
სოსელო, შენი მტერი.

მზე დაუბნელდეს ყველას,
მიწამ დაუვსოს თვალი,
ჭიქა დაეფშვნეს ხელში,
ვინც დაგივიწყოს სტალინ.”

5 მატრია, ხედავთ?
ეს რა მოსვლია თბილისს?!
ეტყობა ღამე ათია,
სულ არ სწვევია ძილი.

გარინდებულა მთაწმინდა,
სდუმს ბუმბერაზის დედა.
გული შეჰკვნესის მწარედ,
იქნებ მოელის ელდას?..

ეს ხალხის ხმაა, თუ ბღავის
ფაფარაყრილი თერგი?!
ხალხის ტალღაა, თუ მტკვარი
თავს გადმოევლო ჯებირს?!

ზეცა დაიჭრა, თუ მართლა
წითელ დროშების ცეცხლია,
მაისი დადგა, თუ მართლა
ვარდ-ყვავილების ეშხია?

გორიდან ამოფრენილი
არწივი ისევ ლაღობს;
ნუთუ გეგონა ხალხი
შენ დაგტოვებდა მარტო.

სტალინის მონუმენტთან
ტალღა ბობოქრობს ხალხის,
თაიგულების ზღვაა,
დროშებს ავლიათ თალხი.

გაისმის საყვირების
გულისწამღები სტვენა,
ქართვლის ქვეყანა მოსთქვამს,
ქართველის გული ღელავს.

ძეგლი ვერ იტევს გვირგვინს,
დროშებს ბოლო არ უჩანს,
სახე უცვლია თბილისს,
მის ყოველ კუთხეს, ქუჩას.

შეხეთ მანქანებს სავსეს,
დაჰქრიან პიონერები.
"სტალინ - ლენინ და სტალინ"
ზეცას მოაპობს ხმები.

სად გაგონილა და თქმულა
შვილს მამა ავიწყდებოდეს,
მძლე ამირანის ადგილზე
ქონდრის კაცუნა დგებოდეს.

ცამდი ასული დიდება
სულის შებერვით ქრებოდეს,
მთებში გამოზრდილ არწივსა
ბახალა ეჯიბრებოდეს.

6 მარტია, ცა ტირის,
მიწას სიბრაზით ასველებს.
7 მარტია, სახლებში
მგონი არავინ ათენებს.

"გაფრინდი შავო მერცხალო”
გულებს აკაჟებს, ამხნევებს,
შესანდობარი ისმევა,
დალევენ, ჭიქას ამსხვრევენ.

მოაქვთ ამბავი გმირული
გორიდან მოსულ ჭაბუკებს.
ფიცის სიტყვები მოისმის
გულს ააჩქროლებს, ადუღებს:

"სანამ სცოცხლობს და დღეგრძელობს
საქართველოში ქართველი,
მანამ ლამპარად ენთება
შენი ძვირფასი სახელი”...

8 მარტის დილა გათენდა,
ზღვა ღელვისაგან ადუღდა,
ასევე ახალგაზრდების
ძარღვებში სისხლი ადუღდა.

რადიო ავახმიანეთ,
გაზეთი ავახმიანეთ,
თითქოს და ფრთები შეგვესხა,
გული ბარტყივით ფრთხიალებს.

საღამოს ხმები დაირხა:
"ჯუ-დეა ჩამოსულიო,
აქ მოვიყვანოთ, ვაჩვენოთ
ჩვენი შეკრება სრულიო.”

წამსვე გადაწყდა: ენახათ
დიდი ჩინეთის მარშალი.
მოვისმინოთო იმისგან
სიტყვა სწორი და მართალი...

ჰეი, შენ კრწანისის ველო,
ნუთუ კვლავ სისხლი მოგინდა?
ნუთუ გული ვერ გაგიძღა
თათარ-მონღოლთა ლეშითა?

იქნება მტერი დაგვესხა,
მტერი წყეული, ვერაგი.
იქნებ ჭიხვინი მოგესმა
პატარა კახის მერანის?!

იქნება კოჭლმა თემურმა
გულმკერდი გადაგითელა,
იქნება გამოგაფხიზლა
ქართველთა ხალხის სიმღერამ?!

რატომ შეშფოთდნენ წინაპართ
მრავალ ტანჯული ძვალები.
რამ შეატოკა მეტეხი,
რისთვის დახუჭა თვალები.

ცამ რად შეყარა წარბები,
მზეც იმალება რისთვისა?!
ვაი, რა ცოდვა ტრიალებს,
ძმას შემოურტყამს ძმისთვისა.

ძეგლთან ამბავი მოვიდა:
"გზა შეკრულია ხიშტებით.
ჯუ-დესთან არვის გვიშვებენ,
მწარედ გვიცემეს ბიჭები.”

ხალხმა ისურვა, ვის ძალუძს
შებოჭოს ჩვენი ნება.
საქმე ძალაზე თუ მივა
სისხლი არ გვენანება.

ნახეს ჩინეთის მარშალი,
ხალხმა მოიკლა წყურვილი.
მან ძეგლთან მოსვლა ვერ შესძლო,
თუმცა კი ჰქონდა სურვილი.

ორი მხლებელი გაგზავნა,
რომ მათ ბელადის ძეგლთან
სალამი ეძღვნათ ხალხისთვის
მაო-ძე-დუნის მხრიდან.

ლაპარაკობდა ჩინელი
ჩინეთის მიწას ფიცავდა,
რომ დაიცავდა იმასვე,
რასაც აქამდე იცავდა:

რომ მტერს არ გაახარებდა,
ვინც ამ წყეულ დღეს უცადა.
არვის მისცემდა დიდ სახელს
საჯიჯგნად, გასაკიცხადა.

ჩინელს სცვლის უკრაინელი,
უკრაინელს კვლავ ქართველი:
გურული, სვანი, ფშაველი,
კახელი, თუში, ქართლელი.

"ვინა სთქვა,- თითქოს მოგვესმა,-
რომ ნათელი დღე ბნელდება,
ვეფხის და ლომის ნაშობი
განა მთლად გადაშენდება.

დიდი მამულის ლამპარი
ანთია, ენთო, ენთება,
მისი ჩაქრობის მოშურნე
უმალ თვით ჩაიფერფლება.”

ბაქოელს კორეელი სცვლის,
სიტყვა აღმოხდა მართალი:
"იდიდოს უკუნისამდე
ქვეყნის დამხსნელი სარდალი.

იდიდოს ქართველი მხარე,
და ქართველ დედის მანდილი,
რომელმაც მოგვცა რუსთველი,
რომელმაც მოგვცა სტალინი.”

ტრიბუნაზე ჩანს ჭაბუკი
შავ ულვაშებ მოშვებული,
მისი მართალი სიტყვები
გულს ხვდება როგორც შურდული.

ნახეთ, ცეცხლივით ენთება,
ეტყობა ქართვლის შვილია,
ქართულად თვალ-მოელვარე
ეს კოტე ციციშვილია.

ვინ იფიქრებდა ამ ბიჭში
გმირული სული ღვიოდა,
მშობელი მხარის ტრფიალი
ასეთი ძალით შიოდა.

მისი ხმა ჰაერს მიაპობს,
ნაპერწლებს ისვრის თვალები:
"დიდება სტალინს! ჩვენი ხმა სტალინს!
ჩვენი გულები სტალინს!...”

ჩუ, წყნარად, ყური მიუგდეთ,
სიტყვას ამბობენ დედები,
თმაში ჭაღარა უბრწყინავთ,
შეხედეთ, უკრთით მკერდები:

"ომის საზარი ჭრილობა
ჯერ არვის გამთელებია,
მაგრამ ქართველ ქალს შვილისთვის
რძე მისი უწოვებია!

რომ გასაჭირში მისი ძე
სამშობლოს მკერდით ფარავდეს,
მამამისის მზეს ფიცავდეს,
სიკვდიმდე, კუბოს კარამდე.”

ახლა უსმინეთ ასულებს,
მათი ხმა როგორ ხმიანებს.
მათი ამაყი შეხედვა
მტერს დასცემს, გაატიალებს.

მათი გულები სამშობლოს,
სტალინის ტრფობით მთვრალია.
მამულის ღირსების დაცვა
ქართველი ქალის ვალია:

"არავის გავაბედვინებთ,
რომ შეგვირცხვინოს მანდილი,
მაია წყნეთელის შვილებს
არ გვიყვარს ტყვილად ქადილი.”

ის ნატავ ვინ ლაპარაკობს,
მისი ხმა ძლივს რომ გაისმის?!
ეს ხომ პატარა ბავშვია,
ჩვენი სამშობლოს მაისი.

ის ხომ ჯერ ერთი ციცქნაა,
და გული უკვე უყვირის,
ძია სტალინზე ლექსს ამბობს,
ლოყები წითლად უღვივის:

"აყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე ქართველთ მხარეო,
და შენც ქართველო სწავლითა
სამშობლო გაახარეო”...

ლექსს ნიავქარად მოვარდნილს
მთები ბანს აძლევს მთებურად,
საქართველოში სულყველა
დაბადებულა პოეტად.

"გაფრინდი შავო მერცხალო”
გულიდან გულზე გადადის,
იქნება მიაღწიოსო
მავზოლეუმის კარამდის.

ადექ, ბელადო, ნუ გძინავს,
მაისის მოსვლა გვახარე,
ეგ შენი მუჭა ღიმილი
ქართველებს გადმოგვაყარე.

ადექ, რომ მიწას გაუქრეს
შენი მოშურნე, მზრახველი,
მოხედე შენს გორს, შენს თბილისს,
არ გესმის? ტირის ქართველი.

გიხმობს ბებერი მთაწმინდა,
გიხმობს, რომ გულში ჩაგიკრას.
შენი სამშობლო აქ არის,
ჩვენგან ასე შორს რა გინდა?!

ქართველს ტირილი არ უყვერს,
არ უყვარს კვნესა, წუწუნი.
ქართველს სიცოცხლე ადიდებს,
უყვარს სიმღერის გუგუნი.

დღეს ის ქვითინებს, ხვალ იგი
დევ-გმირად გადაიქცევა.
არავის შეალახვინებს
მშობელი ერის ღირსებას.

რისთვის გაჩერდა ეს ხალხი, ნეტავ რა მოხდა?!
ხომ არ ეჩვენათ მათ ლანდებს რაიმე სიზმარი?!
ეს სიტყვას ამბობს სააკაძის ჯიშის ქართველი,
უცხო ჭაბუკი,ტრიბუნაზე ამაყად მდგარი.

შვენის ამაყი გამოხედვა, ხუჭუჭა თმანი,
ყელსახვევი ბეჭს გადუგდია კობასებურად.
მამულის ტრფობით ავსებულა შევარდნის თვალი,
გულიც სამშობლოს სიყვარულით გაკაჟებულა.

მისი სიტყვა ფაფარ-აყრილ ვეფხვზე შმაგია,
და ისე ტკბილი, როგორც თვითონ ჩვენი მამული.
მისმა მწველმა ხმამ თითქოს ზეცა გასჭრა, გახია,
ხალხო, იხარეთ, არ ჩამქრალა არსენას გული.

ვით გიჟი წყარო, მოიფრქვევა ლექსი ქართული
და ხალხის გულში მერცხალივით აჭიკჭიკდება,
ბიჭო, ვისი ხარ, დაგელოცოს დედა გამზრდელი,
შენი სახელი არასოდეს დაგვავიწყდება.
შენ მიჯნური ხარ საქართველოს მთის და მდელოსი,
სიტყვა მიფრინავს, ფარს შეეჯახება:

"რატომ დადუმდით, თქვენ, პოეტებო საქართველოსი,
რად არ ამღერებთ მაგ თქვენს ჩანგებს სტალინურ ხმაზე,
ხალხის სახელით: გრიშაშვილო, ნონეშვილო და აბაშიძევ,
გთხოვთ აგვიმღერდეთ ძველებურად სტალინურ ხმაზე.
შენ, ლეონიძევ, "ბავშვობის და ყრმობის” ავტორო,
გთხოვთ, დაამთავროთ თქვენი პოემა ფოლადის კაცზე.

შეშინდით, განა?!
თუ პრემიებს აღარ გაძლევენ?
მაშინ გაგიტყდეთ ეგ კალამი,
დაშრეს მელანი,
თუ თქვენ სტალინზე
არ გვიმღერებთ
ერთად ყველანი.

ბულბულს რომ უთხრა:
"ვარდს მოშორდი, აღარ ვარდობსო”,
ისიც მოშორდეს,
ასეთ ბულბულს, მითხარ, რა ეთქმის?!

ჩვენ ამას გეტყვით: თუკი გინდა კვლავ ჩვენთან დარჩე,
ეგ შენი ლექსი დაამთავრე, ფოლადის კაცზე.”

სხვაც ბევრი რამ სთქვი სიტყვა მართალი,
სიტყვა მართალი დაუვიწყარი,
ჩვენ გვაოცებდა აზრი ნათელი,
შენი ძალა და შენი სახელი.

რუსთველის აზრი გამოგყოლია,
ბარათაშვილის მღელვარე გული,
მარად იცოცხლებს, მწამს, საქართველო
და გულიც მასზე შეყვარებული...

56 წლის 9 მარტის დილას
შავი ღრუბლები კვლავ ცას ბზარავდა,
და მაშინ არც შენ, არც მე ვიცოდი,
ის წყეული დღე რას გვიმალავდა...

ჰე, საქართველო, ტურფა მამულო,
რამდენი ტანჯვა გამოგივლია.
ბევრჯერ სიკვდილის პირისპირ მდგარხარ,
ეკლიან გზებით ბევრჯერ გივლია.

ბევრჯერ სიმწრისგან მკერდი გიხოკავს,
გული ჯავრისგან გაგხევებია,
მაგრამ ასეთი დილა პირშავი,
ვფიცავ, არასდროს გაგთენებია.

ჰა, ჩრდილი დაწვა მიწაზე,
დღეს ღამის ბინდი ამარცხებს.
მზის სხივი უკანასკნელი...
მთვარე არეულ ანათბს.

9 მარტის ღამევ, წყეულო,
შავ თვალებს რისთვის ახელდი,
გულო, ლამპარად ქცეულო,
ვახ, რა ტყუილად გახელდი.

ქართველს ცრემლები არ უყვარს,
თვის ბედზე მოთქმა - ჩივილი,
გული არასდროს მტკიოდა,
დღეს ვიგრძენ გულის ტკივილი.

ღამის 11 საათის,
ღელავს თბილისის ქუჩები,
კავშირის სახლთან ულევი
ხალხია შენაქუჩები.

სულ ყველა ერთხმად მოითხოვს
კრემლში დეპეშის გაფრენას.
თრთოლავს ათასი გული და
ტოკავს ათასი მარჯვენა.

ჩუ, ეს რა ხმაა? ცა იძრა,
თუ ჩრდილებია მეტეხის?!
იქნება მტერი დაგვესხა,
ჯავრისგან განახელები?!

ეს დროშის ნაფლეთების,
თუ მართლა სისხლი დაღვრილა?!
ძირს რომ ეცემა, ხე არის,
თუ მართლა ხალხი დაჭრილა?!

ტყვიამ დახვრიტა მიწა და
ტყვიამ დახვრიტა გულები,
ძმას გვერდით ძმები მოუკლეს,
დედის ნაზარდი შვილები.

ხალხი ელდისგან გაშეშდა,
მოგვეჩვენაო, ნამდვილად.
უიარაღოს მტერიც კი
არ გაიმეტებს ადვილად.

ვინ დაგვიხოცნა ჭაბუკნი,
ნორჩი ასულნი, ბავშვები?!
ტყვიას ტყვიაზე აკვესებს
კავშირის სახლის ფანჯრები...

შეხედეთ, საქართველოში
გმირი ყოფილა რამდენი,
იმიტომ ბრწყინავს ამდენ ხანს
მისი გმირული სახელი.

თითქოს ერთბაშად გაცოცხლდა
ელგუჯა, კობა, მინდია.
ცრემლი კი არა, კვნესითაც
არავის დაუკვნესია.

მიწა ათასგან დაიჭრა,
ზეცა ბრაზისგან ელავდა,
მთაწმინდა გულ-მკერდს იხოკდა,
ვაჟა ბოღმისგან ღელავდა:
"ვახ, დედას თქვენსას, ყორნებო,
ცუდ დროს ჩამოგდეთ ხელადა”.

ძეგლთან დაჭრილი გამოჩნდა,
სისხლი ღვართქაფად სდიოდა.

ბიჭო, სისხლს როცა შევხედეთ,
გულის სიმები ჩაგვიწყდა,
სისხლუნახავი თვალები
ნაღვერდალივით გაგვიხდა.

ბავშვობა გუშინ დააგდე
და უკვე გული ჩაგიქრეს,
ახალგაზრდობის ყვავილი
ჯერ გაუშლელი ჩაგიჭრეს.

გიყვარდა შენი სამშობლო,
გიყვარდა შენი სტალინი.
ვა, რა უდროვოს ჩააქრეს
შენი სიცოცხლის წადილი.

რა დააშავე? ნუთუ ის,
რომ გული გქონდა მართალი?
გქონდა მღელვარე სული და
აზრი ქანდაკად ნათალი.

თუმცა ხედავდი, სიკვდილი
თავის შმაგ ხელებს გიშვერდა,
შენ მარცხდებოდი და მაინც
გონება არ გეშვებოდა.

განა შეშინდი?! გალობდი,
გული ფოლადად აქციე
და ცხელი სისხლის ნაკადი
ძეგლს წითლად გადაანთხიე.

კვდებოდი, სუნთქვა გეკვროდა,
მაინც "მერცხალოს” მღეროდი.
დახოცილთ სისხლის ბუბუნი
შენ ხმას გაძლევდა ღაღადით.

შენისთანები სამშობლოს
ჰეი, რამდენი ჰყოლია,
ვისაც მამულის ტრფიალი
აკვნიდან გამოჰყოლია.

ქართველი გმირის სახოტბოდ
ხელში კალამს რომ აიღებთ,
მკერდზე სისხლ-გადანთხეული
გობეჯიშვილიც ახსენეთ.

მესტვირევ, როცა ჩამოსთვლი
ქართველ გმირ ქალთა სახელებს,
ხიშტებით გულ-ჩანგრეული
ლამარა სვანიც ახსენეთ.

თქვენი ნათელი თვალები
არასდროს დაგვიბინდდება,
თქვენისთანების შენდობა,
მშობელი ერის დიდება...

გვწამს, არ გამქრალა ყოველი,
ქართველი ისევ ქართველობს,
გვწამს თქვენისთანა გმირები
კიდევ ჰყავს დღეს საქართველოს.

თქვენს ჯავრს ვერავის შევარჩენთ,
გული ნუ შეგიშინდებათ,
თქვენი მკვლელები ქართული
მახვილით დაიფლითება.

თავი ვის მოსძულებია,
ვის უნდა ჩვენგან გაქცევა,
ვინ დაივიწყებს რომ იცის
ქართველმა სისხლის აღება.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)