პოეზია, ლექსები...

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 Jun 2011 21:19

ლექსები, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს... ;) ;)
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 Jun 2011 21:21







იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა...


ჩოხელის ზღაპრებში დავფლანგე ხილვები,

კანკეშა, შუფხაი, მწორი და მძახველი,

ჯიხვების არვეი, ხარლაღი ირმები,

მათი მყვირალობა, ბოძალის მსახველი.



დედი, მომიხარშე დუცისგან მურაბა,

ან დიყი მომართვი შაქარში ნახული,

სახლის გულთაბოძთან დამიდგი ყულაბა,

გოდერძის ზღაპრებში ნასწავლი ქართულის.



სართავის ძაფებით მჩხვლეტარე წინდებით,

მაგრად გამიხურე ბანტის ძმრით ფეხები

შუბლი გამიგრილე საბუხრე ფიქრებით

თხის ქონით დამზილე, ნუღარ შემეხები.



იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა

მთოვარის ვერცხლი რომ ელვარედ ედება,

სასტიკმა, ლამაზმა, ლოდინში გამხდარმა,

დამინდოს დამდნარი თიბათვის ქედებად.



ისე დავიღალე დედილო შიშებით,

დევების ჩახოცვით, სამართლის მტკიცებით,

თუ ლაჩრად არ ჩამთვლი, აწი აქ ვიქნები

ბრძენ ნაცარქექიას მდუმარე კითხვებით.



სად ნახა ნეტავი ნიკალამ ჟირაფი,

რატომ აგვიშენა ვახტანგმა თბილისი?

რად სურდა ამირანს იმედის კიაფით,

გაეღვიძებინა ჯვარმცმელთა სინდისი.



რას ნიშნავს ბერძნისთვის კოლხეთში ქურდობა?

და სინამდვილეში რა არის საწმისი?

რატომ დააბრალეს მედეას მკვლელობა,

მითარგმნე პრომეთე, აღთქმა თუ საწყისი?



როდის ამიჩეხეს ეს ცნობიერება,

რეებით მტენიან, როგორ მაბრუებენ,

შენ თუ არ მიშველი მე რა მეშველება,

იმდენად მჩაგრავენ, იმდენს მატყუებენ.



პატარა ბიჭისთვის სასირცხვო იარებს,

მამას ვერ ვანახებ, გასკდება ეს გული.

ტკივილს შურისგება ვეღარ დამიამებს,

და უღირსებისგან გამძვრება ეს სული.



ამიტომ დამმალე ჩრდილებში კალთისა,

მომსვლელებს უთხარი რომ ვეღარ ვვარგივარ,

ნურც ქებას, ნურც აუგს, ნუ მასმენ ხალხისას,

ნურც მას, რომ ცუდი ვარ, ნურც მას, რომ კარგი ვარ.



იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა

მინდოს გამდინარე თიბათვის ქედებად...



ლევან ვასაძე
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
xifata87
ფორუმელი
Posts: 143
Joined: 24 Mar 2011 20:44
Location: თბილისი
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby xifata87 » 28 Jun 2011 21:33

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა დავით მეფე – აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები – გასაშტერებელი;

ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი…

ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა ნიკოფსით დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;

რტოებგაშილი და გამოჩინებული
ყოფილა ორ-ზღუას-შუა აღმოცენებული.

ფიე, საქართველოს ჰყოფილა ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!

ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.

მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა,

ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი,
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.

ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.

ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.

ოთხ მეფეს
სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია.

- რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! -
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონი…
ამას მოჰყოლია:
„ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“

ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათლო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!

მურმან ლებანიძე



ამ ლექსზე ღრმა ბავშობიდან ვგიჟდები
ერთხელ თუ შეჭამ განავალს მთელი ცხოვრება ეგ სუნი გექნება პირში...

User avatar
shakakoy
ფორუმელი
Posts: 1308
Joined: 13 Aug 2009 15:52
Location: ხარაგაული - თბილისი
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby shakakoy » 28 Jun 2011 21:39

ლექსებს რა პონტში კითხულობთ? . . .
თვალს ნუ გაახელ, დემოკრატია არ დააფრთხო!

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 Jun 2011 21:42

shakakoy wrote:ლექსებს რა პონტში კითხულობთ? . . .

წაიკითხე და მიხვდები... თუ ვერ მიხვდი, ე.ი. არ უნდა წაგეკითხა... :mrgreen:
პოეზიას სხვა მუღამი აქვს... ;)



ხევსურთა ღრეობა

ღამეა, ვქეიფობთ, პირქუში ხეობა
ეძლევა საოცარ ძილსა და სვენებას,
შეგვერგოს, შეგვერგოს დღეს ჩვენ ეს ღრეობა,
არღუნი რომ აძლევს ბანსა და მშვენებას.

დაასხით არაყი! ეს ერთიც დავლიოთ,
დე, სული მივიდეს სიგიჟის კარამდე
სიმღერით რომ შევხვდეთ კიდევ ერთ ალიონს,
შავ ღამეს აქამდეც ხომ ბევრჯერ ვზარავდით.

განა ბევრს დაგვაცდის ცხოვრება ტიალი
ხევსურეთს ჭირ-ლხინი ერთმანეთს აბია -
ტირილი, ღრეობა, ხანჯლების ტრიალი
სისხლი და სიმღერა, შუღლი და კაფია.

დაასხით! დავლევ და გიჟივით ვიცეკვებ,
შევეშვათ ჭირსა და სიკვდილზე ლაყბობას
წინაპართ ჯიში გვაქვს - ალგეთის მგლის ლეკვებს
ფეხებზე ეკიდათ ყოფნა და არყოფნა gela daiauri
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
xifata87
ფორუმელი
Posts: 143
Joined: 24 Mar 2011 20:44
Location: თბილისი
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby xifata87 » 28 Jun 2011 21:53

shakakoy wrote:ლექსებს რა პონტში კითხულობთ? . . .

ჩვეულებრივ პონტში. წაიკითხე და მნიხვდები რათომ ვკიტხულობთ
ერთხელ თუ შეჭამ განავალს მთელი ცხოვრება ეგ სუნი გექნება პირში...

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 Jun 2011 22:09

ლექსო ამოგთქომ
ლექსო ამოგთქომ, ოხერო
თორო იქნბა ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე.
გიმღერდენ ჩემებ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე,
შენ ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე



ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირვებსა?
ამას ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა,
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაალხინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები
ძილსაც ვერ დაიძინებსა.
ვენაცვლე ძუძუ გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

მიხა ხელაშვილი
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 Jun 2011 22:18

დავეძებ ოთხყურა სამყურებს...

როგორც ულამაზეს სტრიქონებს,
შატილის ყვავილებს ვკითხულობ
და სულ ისეთ ამბებს ვიგონებ,
შენც რომ ხევსურეთში გიგულო...

როგორც უხმოვანეს სიმღერებს,
არღუნის ტალღის ჩქერს ვაყურებ,
თუმცა ბედისწერის ძლივს მჯერა,
დავეძებ ოთხყურა სამყურებს...

როგორც საკაბეებს მარმაშის
ვარჩევ ცისარტყელას ფერადებს,
გზას ვეძებ დარში და ავდარში,
გზას ვეძებ აქედან შენამდე...

იქნებ ვერც გაწვდინო ჩემი ხმა,
ჩემო ტკივილამდე ზღაპრულო,
შატილის ვეება მთებიდან
უხმოდ გეძახი და გნატრულობ... mariam xucurauli
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
BUBU
ფორუმელი
Posts: 1319
Joined: 27 Nov 2009 20:27

Re: პოეზია, ლექსები...

Postby BUBU » 28 Jun 2011 22:25

დავითაუ წიკლაური
კარგი თემაა
პოეზიის დიდი მოყვარული არ გახლავართ თუმცა მეც მომწონს რამდენიმე


კაი ყმა

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ _ მტერსა,
ხმლები, ხანჯრები ელავდეს.
სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,
ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;
ფარების დადგეს ჯღრდეები,
თვალები თვალებს სწველავდეს;
მოციქულობდნენ ტყვიანი,
შუბები შუბებს სწვერავდეს.
ჭიაფრად მუზარადებსა
სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;
დაგელაობდეს სიკვდილი,
სუდარაებსა ჰკერავდეს.

ვინც მიეგებოს მტერს წინა,
წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,
სახე სისხლგადამდინარი
ტკივილს არ გამოიტყოდეს,
თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,
ზედ ქორებულად ფრინავდეს,
სიცხეში სიოდ დაჰბეროს,
დაათბოს, როცა ჰყინავდეს.
პირველად ომის დამწყები
ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;
სხვანი იყოფდენ ნადავლსა,
ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს.
დარაჯად ედგას ლაშქარსა,
როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.
სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,
ცდუნება არა სძირავდეს.

მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,
მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
იქ იდგას ხმალამოწვდილი,
საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,
დაბეჩავებულს სიმართლეს
უსამართლობა სძალავდეს.
სხვისა იუბნოს სახელი,
თავის გარჯასა ჰმალავდეს.
მზედ იდგეს ხევსურეთისა,
უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.
სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,
კვდებოდეს, არა გმინავდეს;
თავის სამარხად, სუდრადა,
მარტო სახელსა სწირავდეს.

ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,
მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.
წყლული სცნას დედის კოცნადა,
თავის ლოგინად _ სამარი,
საკაცე _ თავის ლურჯადა,
ქვა-ლოდი _ ნაბდად საფარი,
ქალისა, რძლისა ქვითინი
ეგონოს სიცილ-ხარხარი,
დენა ცრემლისა _ ხორხოშა,
ღრუბელთა გადმონაყარი.

სულეთს შავიდეს ხმლიანი
ლაღი ლაღისა ცხენითა,
წინ მიუძღოდეს არწივი
ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.
ქება უყივლონ გმირებმა,
გადასრულებმა ჩვენითა.
ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,
დაისვას თავის გვერდითა,
გამაეგებოს თამარი
მცინარი, თავის ფეხითა.
გახარებული უფალი
კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.
ანგელოზები ხარობდენ,
ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.

აი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
არა თქვენ, სადიაცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არც როს არ გამასდგებითა.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
გწყინსთ და შურითა ხდებითა;
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ სააქაოსა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!
In this world, some people born are like keys that move the world and exist having no connection to the social hierarchy established by man
---
ოქროს ზოდიც, კი არ ბრწყინავს მუდამ.

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 Jun 2011 22:31

Berserker wrote:დავითაუ წიკლაური

პოეზიის დიდი მოყვარული არ გახლავართ თუმცა მეც მომწონს რამდენიმე

არც მე ვარ დიდი მოყვარული, მაგრამ არის ლექსები რომელიც გულს "მიჩქროლებს" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... :) აი ერთ ერთი მათგანი:
ფშაური ქორწილი

კარგა ხანია, ვეღარ ვმშვიდდები,
შორს რომ დამრჩი და ხმას რომ ვერ გაწვდენ,
რომ არა მქონდეს ხვალის იმედი,
ვერ გავუძლებდი ვერაფრით ამდენს.

მე შენ აქ უნდა ამოგიყვანო
და სიყვარულზე უნდა გაფიცო,
მერე, ორივემ რომ არ ვინანოთ,
სასწრაფოდ უნდა გამოგაღვიძო.

უნდა გაჩვენო ჩემი შუაფხო,
არახიჯა და მაღალახადი,
შემოგატარო კარატის წვერი,
დაგაავადო ფშავის სახადით...

გაგაყოლიო მამისძმებს მთაში,
შემოიარო მათთან ჭალები,
უჩვევმა ბლომად დახოცო არჩვი
და გააოცო ფშავლის ქალები.

შეგასვა პეშვით არაგვის წყალი,
რომ ჯიხვზეც კარგად მოინადირო,
მოგალოცვინო ლაშარის ჯვარი,
ძმა-ბიძაშვილებს ხმალში გარკინო.

გულს არ გატკენენ ჩვენებურები,
საფერ სასიძოდ ჩაგთვლიან თუკი,
შენც ვეღარფერს დაემდურები,
მათ ვაჟკაცობა ყველაფრად უღირთ.

დაგაფიცებენ ჩემს სიყვარულზე,
ორიოდ სიტყვით დაგვლოცვენ ძუნწად
და მერე, როგორც სჩვევიათ მთაში,
ბრძანებენ ჩვენთვის ქორწილის სუფრას



სასწრაფოდ ნახმობ ნაცნობ-მეგობრებს,
აქაურებთან მაყრად მოვისვამთ,
მოვიპატიჟებთ დედეულთ ბლოდან,
გადმორეკავენ საკლავს ხომიდან.

ქორწილის სუფრას გაშლიან ორწყალს,
ყველას თავისად დავეგულებით,
იტრიალებენ ხინკლის ქვაბებთან,
მათურლები და ქისტაურები.

მერე მთელ კვირას იქნება ლხინი,
ხბოს ხინკალი და ხილის არაყი
და ჩვენს ქორწილზე, ალბათ, კარგა ხანს
ილაპარაკებს მთელი ქალაქი.

რომ დავიღლებით ბედნიერებით
და ძალა აღარ გვექნება ლხინის,
მომაცილებენ გზამდე ჩვენები
და შუაფხოდან წაგყვები თბილისს...

მე შენ აქ უნდა ამოგიყვანო
და სიყვარულზე უნდა გაფიცო,
მერე, ორივემ რომ არ ვინანოთ,
სასწრაფოდ უნდა გამოგაღვიძო.

ატყდა წვიმები და ბილიკს მხოლოდ
ჩემი ატყვია ნაფეხურები,
მე ვერ მამშვიდებს დღეს სიყვარულიც,
შენ რომ თბილისშიც არ მეგულები.

ამ ერთხელაც რომ გადაიწვიმებს,
სევდამ რომ ხელი არ მომითავოს,
უნდა დავამხო სიმშვიდე შენი
და შუაფხოში ამოგიყვანო.… mariam xucurauli
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
BUBU
ფორუმელი
Posts: 1319
Joined: 27 Nov 2009 20:27

Re: პოეზია, ლექსები...

Postby BUBU » 28 Jun 2011 22:34

დავითაუ წიკლაური
კი ოღონდ მართლა მხოლოდ რამდენიმეა.
10 ამდე ვერ იქნება ჩემი მოსაწონი ლექსი. ძირითადად "ცრემლიან" "სენტიმენტებიანი" პოეტები გვხვდებიან მითუმეტეს თანამედროვეები რომლებსაც ვერ ვიტან :D



პაპიჩემის ანდერძი

შვილო, რად სტირი ნეტარა,

რა უბედობა გეწვია?

ჭირში ყოფნის დროს გაძლება

მუდამ ვაჟკაცის წესია!

ვაჟკაცს არ ჰშვენის ცრემლის ღვრა,

ქვითინი დიაცურადა.

მტერს ხმალი უნდა საფთხულად,

კვალზედ მიყოლა მგლურადა.

აგრემც ექმნები პაპაშენს

დღეგრძელიო და სრულიო,

ნუ დაისვენებ, ებრძოლე

მტერს, მინამ გიდგა სულიო.

შვილო, მეც ეგრე ვიყავი,

ეგ არის ჩვენი რჯულიო.
In this world, some people born are like keys that move the world and exist having no connection to the social hierarchy established by man
---
ოქროს ზოდიც, კი არ ბრწყინავს მუდამ.

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 Jun 2011 22:38

ესეც მარგალიტი (გავხალისდეთ ცოტა) :mrgreen:
ხაჭუს ხინკალო, კარგი ხარ, ქამა სოკოსა ღგევხარო


ნაოჭებ ვეღარ მავსთვალე,
სურნელ რამ ხქონდა სვიანი.
უმალ ვარიდე ავ თვალებს,
სიტყვაც ვუთხარი გზიანი:

ტიალო, ხაჭუს ხინკალო,
როგორ ლამაზად სჩანხარო.
არ ვიც, მუზეუმს მიგართო
ან თუ ავდგე და შაგჭამო.

ხაჭუს ხინკალო, კარგი ხარ,
ქამა სოკოსა ღგევხარო;
ერბოსთან - ჭკვაში მამდიხარ,
ჟიპიტაურთან - მზე ხარო!


პ.ს
ხაჭუს ხინკალი-ხაჭოს ხინკალი :mrgreen:
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 Jun 2011 23:44

Berserker wrote:დავითაუ წიკლაური
კი ოღონდ მართლა მხოლოდ რამდენიმეა.
10 ამდე ვერ იქნება ჩემი მოსაწონი ლექსი. ძირითადად "ცრემლიან" "სენტიმენტებიანი" პოეტები გვხვდებიან მითუმეტეს თანამედროვეები რომლებსაც ვერ ვიტან :D

ხო, მეც არ მიყვარს ეგეთები :mrgreen: არც გალაქტიონი და არც ბარათაშვილი.... აი, მთაში, ყველა პოეტია... და ყველა ღირებულს ქმნის... მე რაც ლექსებს ვდებ აქ, ძირითადად ჩვენი თანამედროვე შემოქმმედებაა... ;)
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: პოეზია, ლექსები...

Postby დავითაუ წიკლაური » 28 Jun 2011 23:54

ჰოი,კუზიანო დედამიწავ,

ბრუნავ და გვაბრუნებ ყველას,

ჰოი,კუზიანო დედამიწავ,

მე შენგან მოველი შველას.

ჰოი,კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ
სათხოვარს მინდა ჩაგეტირო_

ოღონდ ნუ იქნება:

მთიულეთი-ნამთიულარი,

ხევსურეთი-ნახევსურალი,

ფხოვი-ნაფხოვარი,

ხევი-ნახევარი;

კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და

ნუ გახდება საქართველო ნახევრის-ნახევარი.
და შენ,კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს იტრიალე!
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 29 Jun 2011 12:56

ლექსები და ზოგადად პოეზია არ მიყვარს, მაგრამ ბარათაშვილი ძალიან მაგარია ... :)
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)