სამხედრო სიახლეები (მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
WINWALL
ფორუმელი
Posts: 1380
Joined: 06 Apr 2009 12:01

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby WINWALL » 08 Aug 2009 01:19

ამას ესევე დავდებ რა კი ვიცი რო ქართულად უნდა დამედო მაგრამ ცოტა ძველი ინფოა მაგრამ იმდენად გამეხარდა იყოს ორიგინალში

ანწუხელიძის და სხვა ქართველი გმირების სისხლი არ შერჩებათ მაგ ახვრ ებს

МВД Грузии задержал подозреваемого в сожжении Курта
29.07.2009
Сотрудники Министерства внутренних дел Грузии задержали одного из руководителей цхинвальской милиции, майора Сослана Пухаева.

Пухаев руководил сожжением села Курта 10 августа 2008 года. Кроме того, он является одним из тех осетинских боевиков, которые до смерти забили грузинского солдата Георгия Анцухелидзе после того, как солдат отказался встать на колени. Пухаев – член незаконных вооруженных формирований, что наказуемо законом.

Сотрудники МВД перевели осетинского боевика в Тбилиси.

http://abkhazeti.info/press/1248904209.php
oIo

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 08 Aug 2009 09:49

dzleviskedeli wrote:ამას ესევე დავდებ რა კი ვიცი რო ქართულად უნდა დამედო მაგრამ ცოტა ძველი ინფოა მაგრამ იმდენად გამეხარდა იყოს ორიგინალში

ანწუხელიძის და სხვა ქართველი გმირების სისხლი არ შერჩებათ მაგ ახვრ ებს

МВД Грузии задержал подозреваемого в сожжении Курта
29.07.2009
Сотрудники Министерства внутренних дел Грузии задержали одного из руководителей цхинвальской милиции, майора Сослана Пухаева.

Пухаев руководил сожжением села Курта 10 августа 2008 года. Кроме того, он является одним из тех осетинских боевиков, которые до смерти забили грузинского солдата Георгия Анцухелидзе после того, как солдат отказался встать на колени. Пухаев – член незаконных вооруженных формирований, что наказуемо законом.

Сотрудники МВД перевели осетинского боевика в Тбилиси.

http://abkhazeti.info/press/1248904209.php" onclick="window.open(this.href);return false;

მგონი მაგის პასუხია...

სეპარატისტებმა სოფელ კოშკიდან 5 ქართველი გაიტაცეს
2009 წლის 07 08, პარასკევი - 21:46
დაახლოვებით 20:00 საათზე, ოსმა სეპარატისტებმა, სოფელ კოშკიდან, რომელიც გორიდან 25 კილომეტრში მდებარეეობს, 5 ქართველი გაიტაცეს, გატაცებულების ასაკი 70- 75 წელია, მათ საქონელი საძოვარზე ჰყავდათ გაყვანილი, მწყებსთან ერთად სეპარატისტებმა საქონელიც გაიტაცეს, ჯერ-ჯერობით არ მომხდარა გატაცებულთა ოჯახის წევრებთან დაკავშირება ან გამოსასყიდის მოთხოვნა, გატაცებული მოხუცების მდგომარეობა და ადგილმდებარეობა ამ დროისთვის უცობია

http://fact.ge/news.aspx

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 08 Aug 2009 11:02

დიმიტრი მედვედევმა ნიკოლა სარკოზის წერილი გაუგზავნა

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება.
მედვედევის თქმით, სააკაშვილის ავანტიურული პოლიტიკის გამო ამიერკავკასიაში რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა და ამ ვითარებაში შეუძლებელია ორი დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობის იგნორირება – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის. ამდენად, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მედვედევი აცხადებს, რომ საქართველოს მოქმედებები კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველო არ წყვეტს მუქარას ძალისმიერი მეთოდით აღადგინოს საქართველოს @ტერიტორიული მთლიანობა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვართან შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ხდება და პროვოკაციები ხორციელდება. ამიტომ, რუსეთის პრეზიდენტი სარკოზისადმი წერილში აღნიშნავს, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში მოხდეს შეთანხმების მიღწევა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთს შორის, რათა ამ რესპუბლიკების მოსახლეობას მშვიდობის გარანტიები გააჩნდეთ.
გარდა ამისა, მედვედევმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში საქართველოსთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების საკითხში.
http://www.interpressnews.ge/ge/index.p ... &hd_line=1

User avatar
ლეგიონი
ფორუმელი
Posts: 101
Joined: 03 Aug 2009 23:22

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby ლეგიონი » 08 Aug 2009 13:42

ცხინვალში "გენოციდის მუზეუმი" გაუხსნიათ

რომელიც ომისდროს დაზიანებულ სახლშია განთავსებული,
თუმცა ჩემი აზრით აქ საყურადღებო სულ სხვა რამაა:
მუზეუმში განთავსებულ დაღუპულების სურათებთან ერთად გამოფინეს "запрещенные международным правом кассетные бомбы и снаряды систем залпового огня "Ураган" украинского производства" (უკრაინული წარმოების კასეტური ბომბები, ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარის, ურაგანს რაკეტები :o :o :o :shock: ) და ამათ ხოარ აჟუილებთ???

აგე ბმულიც:
http://lenta.ru/news/2009/08/08/museum/
თუ...

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 08 Aug 2009 17:21

მედვედევმა Южную Осетию-ზე თავდასხმისთვის ქართველებზე შურის ვიძიებო...

http://lenta.ru/news/2009/08/08/retribution/

DNMG
ფორუმელი
Posts: 55
Joined: 06 May 2009 22:05

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby DNMG » 08 Aug 2009 19:20

ავიაპარკს ანახლებენ ღორები
http://www.izvestia.ru/armia2/article3131579/

User avatar
otokarcobra
ფორუმელი
Posts: 731
Joined: 08 Jul 2009 20:36
Location: NYC

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby otokarcobra » 09 Aug 2009 19:15

სოხუმში რკინიგზა ააფეთქეს.

აფეთქება დაახლოებით ღამის 3 საათისათვის მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო რეგნუმი.
აფხაზეთის დეფაქტო შსს მინისატრის ოთარ ხეციას ინფორმაციით, რკინიგზის რელსების ქვეშ ჩადებულ იქნა ჰაუბიცის ჭურვი.

მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: რეგნუმი, ეხო-მოსკვი, გაზეტა.რუ და მრავალი სხვა...
”მოკალი ერთი, რომ დააშინო ასეულები.” ძველი ჩინური ანდაზა.

User avatar
gugusha
ფორუმელი
Posts: 507
Joined: 14 Apr 2009 11:00

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby gugusha » 10 Aug 2009 18:10

ამერიკელები სთავაზობენ ბრაზილიელებს გამანადგურებლებს 7 მილიარდ დოლარად.

ამერიკელები ბრაზილიელიების მიერ გამოცხადებულ კონკუტრსსი იღებენ მონაწილეობას მათი კონკურენტები არიან Gripen NG და Rafale.

სულ სთავაზობენ 36 E/F 18 სუპერ ჰორნეტს და თითოს ფასი გამოდის 200 მილიონ დოლარამდე. (სულ გაგიჟდა ეს ხალხი რა ფასები ადევს გამანადგურებლებს!!!) და გარდა ამისა ამერიკელები სთავაზობენ ტექნოლოგიებს.
http://www.lenta.ru/news/2009/08/10/hornets/

User avatar
merkvila3
ფორუმელი
Posts: 231
Joined: 14 Apr 2009 23:57
Location: qabul

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby merkvila3 » 10 Aug 2009 19:09

12:00 / 10-08-2009
შეიარაღებული ჯავშნიანი "ჰამერები" ქართულ არმიაში
Ambebi.Geმოსკოვმა იმდენი იძახა, - ქართველებს ამერიკა აიარაღებსო, რომ საბრძოლო "ჰამერები", ბოლოს და ბოლოს, საქართველოშიც გამოჩნდნენ

შარშან, აგვისტოს ომის დროს, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების სადაზვერვო დანაყოფმა ფოთის ერთ-ერთი ტერმინალიდან რამდენიმე ამერიკული მაღალი გამავლობის ავტომობილი "ჰამერი" გაიტაცა.
http://www.ambebi.ge/samkhedro/8585-she ... iashi.html

User avatar
davidgure
ფორუმელი
Posts: 675
Joined: 11 Apr 2009 13:16

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby davidgure » 13 Aug 2009 12:48

ძვრები რუსეთის სახმელეთო ჯარებში

ის მნიშვნელოვანი ორგანიზაციული და ორგანიზაციულ-საშტატო ძვრები, რომელსაც რუსეთის არმიაში აქვს ადგილი, ჩვენი მედიის ყურადღების გარეთ რჩება. არადა ამ ძვრების შედეგად რუსული არმია სრულიად ახალ კონფიგურაციას შეიძენს. თუ როგორს, ნამდვილად არ უნდა იყოს უმნიშვნელო საქართველსათვის. მით უფრო, რომ როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ახალ კონფიგურაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსეთ-საქართველოს შარშანდელმა ომმა. წარმოდგენილ სტატიაში შევეხები იმ ცვლილებებს, რომლებსაც რუსეთის სახმელეთო ჯარებში ექნება ადგილი.

პირველი და უმნიშვნელოვანესი ცვლილება სატანკო პარკის თითქმის 90%-იანი შემცირებაა. 2005 წლის დასასრულისათვის რუსული არმია დაახლოებით 23 ათასამდე ტანკს ითვლიდა. 2012 წლისათვის რუსეთის არმიის შეიარაღებაზე 2000-მდე ტანკიღა დარჩება. ლონდონური “მილიტერი ბალანსის” თანახმად ამჟამად რუსეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაზეა 300 შედარებით ახალი ტ-90, 4500 ტ-80-ს სხვადასხვა მოდიფიკაცია, 9800-მდე ტ-72-ის სხვადასხვა მოდიფიკაცია, 400 ტ-64, 150 ტ-62 და 1200-მდე ტ-55 (პრინციპში, როგორც რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთის არმიის შეიარაღებაზე მყოფი ტანკებიდან გამართულ მდგომარეობაში მხოლოდ 3000-4000 ტანკი თუ იქნებოდა).

სატანკო პარკის ესოდენ მასშტაბური შემცირება უნდა წარმოადგენდეს სიგნალს დასავლეთისათვის, რომ რუსეთი საბოლოოდ ამბობს უარს ევროპაში სამხედრო ექსპანსიის საბჭოურ დოქტრინაზე. ამ დოქტინის უმთავრეს ნაწილს სწორედ არაბუნებრივად დიდი სატანკო პარკის ყოლა წარმოადგენდა. სიგნალი ცხადია მხოლოდ დასავლეთისთვისაა განკუთვნილი, თორემ საქართველოსთან საომრად ცხადია ტანკების ეს რაოდენობაც სრულიად საკმარისია.

საბჭოთა კავშირის დაშლისათვის წითელი არმიის შეიარაღებაში 50-60 ათასამდე ტანკი იყო (სხვადასხვა მონაცემებით), ანუ იმდენივე, რამდენიც მსოფლიოს ერთად აღებულ ყველა არმიაში. ახლა რუსეთის არმიაში დაალოებით ოთხჯერ ნაკლები ტანკი იქნება ვიდრე აშშ-ს არმიაში და მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე თურქეთის ან ინდოეთის არმიებში. ტანკების რაოდენობით რუსეთი დაახლოებით გაუტოლდება ირანის, ეგვიპტის და Pპაკისტანის სახმელეთო ჯარებს.

მეორე არსებითი მომენტია კადრირებული დივიზიების გაუქმება. კადრირებული ეწოდებოდა დივიზიებს, რომლებიც მშვიდობიანობის პერიოდში მთლიანად იყო დაკომპლექტებული შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით, ოღონდ მხოლოდ 50-50%-ით (მზადყოფნის ხარისხებისდამიხედვით) იყო დაკომპლექტებული პირადი შემადგენლობით. მობილიზაციის შემდეგ მათ ხარჯზე დივიზიების რაოდენობა ერთბაშად სამჯერ შეიძლებოდა გაზრდილიყო (საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში 200-მდე დივიზიიდან მთლიანად გაშლილი მხოლოდ 50-მდე დივიზია იყო. სხვები სხვადასხვა მზადყოფნის დონის კადრირებული დივიზიები იყო). ამჟამინდელი რეფორმის შედეგად რუსეთის არმიაში მხოლოდ მუდმივი მზადყოფნის, ანუ მთლიანად გაშლილი და მთლიანად დაკომპლექტებული დანაყოფებიღა დარჩებიან. ესეც სიგნალია დასავლეთისათვის.

მეტიც, რუსეთი საერთოდ ამბობს უარს დივიზიურ რგოლზე (მსგავსი რეფორმა კარგა ხანია გატარდა იტალიასა და თურქეთში). ბევრი ანალიტიკისი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა მოახდინა საქართველოსთან ომის შედეგებმა, რომელშიც რუსებს საერთოდ არ დასჭირვებიათ ბრძოლაში დივიზიის სრული შემადგენლობით ჩართვა. თუმცა გადაწყვეტილების კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ არასწორია კავკასიის ომის შედეგების გადატანა, მაგალითად, შორეულ აღმოსავლეთზე.

დივიზიების დაშლა უკვე დაიწყო. იგი პირველი შეეხო საბჭოთა არმიის სიამაყეს - ტამანის მეორე დივიზიას. დაშლილი დივიზიის ადგილას ორი ბრიგადა შეიქმნება. სულ რუსეთის არმიას დარჩება ორი სატანკო ბრიგადა (ერთი გაიშლება მოსკოვის ოლქში, მეორე შორეულ აღმოსავლეთში). როგორც სატანკო ბატალიონების საერთო რაოდენობით შეიძლება ვიმსჯელოთ (სახმელეთო ჯარებში სატანკო ბრიგადებს გარეთ კიდევ 20 სატანკო ბატალიონი იქნება), სახმელეთო ჯარებში სულ შევა 2 სატანკო და 20 მოტომსროლელი ბრიგადა.

სატანკო ბრიგიდის შემადგენლობაში შევა სამი სატანკო ბატალიონი, მოტომსროლელი ბატალიონი, თვითმავალი ჰაუბიცების დივიზიონი, მრავალლულიან რეაქტიულ დანადგარ “გრად”-ის დივიზიონი, საზენიტო-რაკეტული დივიზიონი, საზენიტო არტილერიის დივიზიონი, სნაიპერების ოცეული. A

ეს რაც შეეხება საბრძოლო ნაწილებს. მათ გარდა ბრიგადებში, ჩემი ვარაუდით, უნდა შევიდეს საინჟინრო ასეული, კავშირგაბმულობის ასეული, და სხვადასხვა ლოგისტიკური დანაყოფები (მთლიანობაში ბატალიონის ტოლფასი შემადგენლობის).

სატანკო ბატალიონის სტრუქტურა საბჭოთა პერიოდთან შედარებით არ შეიცვლება. სატანკო ბატალიონში რჩება 31 ტანკი, ხოლო ცალკე სატანკო ბრიგადაში იქნება 94 ტანკი.

სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება მოტომსროლელ ბატალიონებში და მასში შემავალ ასეულებში. ასეულებში ირღვევა საბჭოთა ეპოქიდან მომავალი “სამობის” პრინციპი. ამ პრინციპის თანახმად ასეულში სამი ოცეული შედიდა, ხოლო ოცეულში სამი ათეული (უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სამხედრო ტერმინები “ასეული”, “ოცეული”, “ათეული” და ა.შ. ოდნავადაც ვერ ასახავენ თანამედრვე სამხედრო რეალიებს და ყოველგვარ ეჭვს გარეშე უნდა ჩანაცვლდენ ფუნქციაზე და არა რაოდენობაზე მიმათითებელი ტერმინებით).

ახლა რუსულ ასეულში (рота) შევა 4 ოცეული (взвод), ხოლო თითოეულ ოცეულში ოთხი ათეული (отделение); თითოეულ ათეულში ერთი ბმპ-3. სულ ასეულში შევა დაახლოებით 150-მდე მებრძოლი და 16 ბმ-3.

მოტომსროლელ ბატალიონში შევა 3 მოტომსროლელი ასეული და ბუქსირებადი ნაღმსატყორცნების ბატარეა (8X120მმ ნაღმტყორცნი 2C12 “სანი”). სულ ბატალიონში შევა დაახლოებით 500-550 მებრძოლი, 49 ბმპ-3 და 8 ნაღმსატყორცნი (120 მმ-ს კალიბრის).

ბრიგადების თვითმავალი ჰაუბიცების არტდივიზიონში შევა 152 მმ კალიბრის 18 თვითმავალი ჰაუბიცა Mcta-C.

ბრიგადების მრავალლულიანი რეაქტიული დანადგარების დივიზიონში შევა 18 “გრადი”.

ბრიგადების საზენიტო-რაკეტული დივიზიონში შევა 12 საზენიტო რაკეტული კომპლექსი “ბუკი” და 6 გადასატანი კომპლექსი “სტრელა 3მ10” (ამას გარდა სავარაუდოდ 4-5 გადასატანი საზენიტო კომპლექსი იქნება ბატალიონის შეიარაღებაზე)

ბრიგადების საზენიტო არტდივიზიონში შევა 6 საზენიტო დანადგარი “ტუბგუსკა”.

ამრიგად, სულ სატანკო ბრიგადაში შევა 3000-3500-მდე მებრძოლი, 94 ტანკი, 49 ბმპ-3, 18 თვითმავალი ჰაუბიცა, 18 “გრადი”, 8 ნაღმტყორცნი (სულ 44 არტდანადგარი), 12 საზენიტო-რაკეტული კომპლექსი “ბუკი” და 6 თვითმავალი საზენიტო არტდანადგარი “ტუბგუსკა”.

მოტომსროლელ ბრიგადაში შევა 3 მოტომსროლელი ბატალიონი და ერთი (ზოგიერთ ბრიგადაში ორი) სატანკო ბატალიონი. დანარჩენი დანაყოფები სატანკო ბრიგადის იდენტურია სულ 3500-4000 მებრძოლ, 31 ტანკი, 150-მდე ბმპ-3, 18 თვითმავალი ჰაუბიცა, 18 “გრადი”, 24 ნაღმსატყორცნი (სულ 60 ერთეული არტილერია), 12 საზენიტო-რაკეტული კომპლექსი “ბუკი” და 6 თვითმავალი საზენიტო არტდანადგარი “ტუნგუსკა”.

თავიანთი ორგანიზაციულ-საშტატო სტრუქტურით რუსული ბრიგადები დაახლოებით მსგავსი იქნება ბუნდესვერის, იტალიის ან თურქეთის არმიის ბრიგადებისა.

სატანკო პარკში, იდეაში, მაინც მხოლოდ ტ-90-ის ტიპის ტანკები დარჩება (ანუ შეიარაღებაზე მისაღები იქნება დაახლოებით 1700-მდე ასეთი ტანკი, რაც დაახლოებით 55 სატანკო ბატალიონის ტოლფასია), ხოლო მოტომსროლელ დანაყოფებში - ბმპ-3-ები.

რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალ არმიის გენერალ ბოლდირევის განცხადებით სულ რუსეთის სახმელეთო ჯარებში იქმნება 46 ბრიგადა და შეიქმნება კიდევ 40. ეს რიცხვები სულ მცირე გაკვირვებას იწვევს. თუ თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით სახმელეთო ჯარებში 2 სატანკო და 20 მოტომსროლელი ბრიგადა იქნება, რა სახის შეიძლება იყოს დანარჩენი 64 ბრიგადა? რასაკვირველია დანარჩენი იქნება ცალკე საჰაერო-სადესანტო, საინჟინრო (ამჟამად სამი ასეთი ბრიგადა არსებობს), საარტილერიო, საზენიტო, ზურგის ბრიგადებიც კი (საარმიო ავიაცია რუსეთში სახმელეთო კი არა სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედის). მაგრამ წარმოუდგენელი აბსურდია, როდესაც ასეთი ბრიგადების რაოდენობა თითქმის სამჯერ(!?) აღემატება სატანკო და მოტომსროლელი ბრიგადების რაოდენობას. ამიტომ მოსალოდნელია, რომ გენერალმა 40 ბრიგადა უბრალოდ სამხედროების დამშვიდებისა და ქართველების შეშინებისათვის დაასახელა. რეალურად, როგორც ჩანს, რუსეთის სახმელეთო ჯარებში 50-მდე სხვადასხვა სახის ბრიგადა იქნება.

არსებობს სხვა ვერსიაც. ზოგიერთი ანალიტიკოსის ცნობით 25-26 სატანკო ბატალიონი ეხება იმ ტანკებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან რუსეთის არმიის შეიარაღებაზე. შესაბამისად 2 სატანკო და 20 მოტომსროლელი ბრიგადა არის ის ოდენობა, რომელიც უმოკლეს დროში, ერთ-ორ წელიწადში შეიქმნება (არსებული ტ-90-ების და ტ-80-ების ნაწილის ბაზაზე). 2015 წლისთვის ამას თითქოს უნდა დაემატოს კიდევ 23 სატანკო ბატალიონი, დაკომპლექტებული ახალდამზადებული ტ-90-ის ტიპის ტანკებით. ასეთ შემთხევევაში გასაგები ხდება საიდან ჩნდება 40 დამატებითი ბრიგადა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვით ნავთობზე ფანტასტიკური ფასების პერიოდშიც კი ყოველწლიურად რუსეთი მაქსიმუმ ერთი ასეთი სატანკო ბატალიონის ფორმირებას ახერხებდა, ნათელია, რომ 2015 წლამდე 23 ასეთი ბატალიონის შექმნა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოესი წლების მანძილზე რუსეთის სახმელეთო ჯარებში 46 სხვადასხვა ტიპის ბრიგადა იარსებებს.

რაც შეეხება სახმელეთო ჯარების რიცხოვნობას. ამჟამად მისი სიითი შემადგენლობა 360 ათასამდეა. რეალური ოდენობა საუკეთესო შემთხვევაში 320 ათასი თუ იქნება. რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ სახმელეთო ჯარების რაოდენობა არ შემცირდება. თუმცა ეს სრულიად გაუგებარი მტკიცებაა. როგორ შეიძლება არ შემცირდეს სახმელეთო ჯარები, როდესაც მთლიანად აუქმებენ კადრირებულ ნაწილებს (მათში კი სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის მინიმუმ მეოთხედი მაინც მსახურობს), ამცირებენ ოფიცერთა შემადგენლობას და საერთოდ აუქმებენ პრაპორშჩიკების კორპუსს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ სახმელეთო ჯარების სიითი შემადგენლობა სადღაც 300 ათასამდე ჩამოვა, ხოლო რეალურად მათში 250-270 ათასი სამხედრო პირი იმსახურებს. ეს ძალიან ცოტაა ამერიკასთან, ჩინეთთან და თურქეთთან საომრადაც კი. ჩანს რუსები თვლიან, რომ საქართველოსთან ომისათვის ეს სრულიად საკმარისია.



http://www.presa.ge/index.php?text=news&i=9174



იყოს მაინც ვინმეს თუ დაგაინტერესებთ
KREATIVI METI KREATIVI

User avatar
otokarcobra
ფორუმელი
Posts: 731
Joined: 08 Jul 2009 20:36
Location: NYC

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby otokarcobra » 13 Aug 2009 13:08

davidgure
საინტერესი სტატიაა, თუმცა ძალიან კარგად ჩანს რუსების ღრუსობა ანუ სულელობა, ამხელა ქვეყანა ამხელა რეფორმას აკეთებს მისი ერთი ოლქის (პატარა) ტოლა (შეიძლება არც კი), საქართველოს გულისთვის...
პლიუს ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს რუსეთის არმიაში მილიომი კაცი იქნება თუ 300 000, 23000 ტანკი 2000, ჩვენთან მაინც იგივე რაოდენობა იქნება რაც შარშან აგვისოტში, ანუ დაახლოებით 10 000-20 000 მებრძოლი, 500-600 ჯავშანტექნიკა და ა.შ.
”მოკალი ერთი, რომ დააშინო ასეულები.” ძველი ჩინური ანდაზა.

User avatar
davidgure
ფორუმელი
Posts: 675
Joined: 11 Apr 2009 13:16

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby davidgure » 13 Aug 2009 13:14

ეს სტატია ძირითადად რუსული ბრიგადების შემადგენლობისთვის დავდე. ვნახოთ გავაანალიზოთ და ჩვენს ბრიგადებს შევადაროთ
KREATIVI METI KREATIVI

User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby Forrest Gump » 14 Aug 2009 14:10

http://www.interpressnews.ge/ge/index.p ... &hd_line=1

აშშ 1-ელი სექტემბრიდან ქართული არმიის მომზადებას განაახლებს
უვარგისი

DISEVI
ფორუმელი
Posts: 553
Joined: 11 Apr 2009 10:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby DISEVI » 14 Aug 2009 14:25

ანანურელი ულამაზო
ფრიად სასიხარულო ამბავია :)
წამო წითელ ხიდზე, მაგარია!!! © ,,ჭეშმარიტი" ქართველი :D

User avatar
gugusha
ფორუმელი
Posts: 507
Joined: 14 Apr 2009 11:00

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby gugusha » 14 Aug 2009 14:32

DISEVI wrote:ანანურელი ულამაზო
ფრიად სასიხარულო ამბავია :)


არც არაფერი არაა სასიხარულო.
თუ წაიკიტხე მანდ ლაპარაკია ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციაში მისაღებად მომზადებაზე. ეგეთი სწავლებეი მილიონი აქვს ქართულს ჯარს გავლილი და სრულიად ვერაფერში ვერ გამოიყენა რუსეთთან ომის დროს. რადგან არც ერაყელი და არც ავღანელი პატრიზანები ავიაციით არ გბომბავენ ტანკებით არ გიტევენ და კასეტურ ბომბებსაც არ გაყრიან და არც ფართიოდ გაშლილი ფრ4ონტით გიტევენ.

ხოდა ეგეთი მომზადება ამერიკელებმა დაახვიონ და გაიკეთონ ერთ ადგილას.
ჩვენ ჩვენთვის გამოსაყენებლად გვჭირდება დახმარება და არა ამერიკელების გამოსაყენებლად.