სამხედრო სიახლეები (მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby Forrest Gump » 25 Jul 2009 20:00

Image

დღეს სანაპირო დაცვის შემადგენლობას შეემატა ახალი, KAAN 20 კლასის საპატრულო კატარღა P 108

მონაცემები

მწარმოებელი : Yonca Onuk JV
კლასი : KAAN 20
სიგრძე : 22.55 მეტრი
სიგანე (ბორტის) : 4.76 მეტრი
სიჩქარე (მაქსიმალური) : 60 კვანძი
ძრავა : Diesel. MTU 2 x 1100 kW
სამართავი სისტემა : Twin Disc ASD Or Water Jet
მოქმედების რადიუსი (მაქსიმალური) : 300 მილი
წყალწყვა : 36 ტონა
ეკიპაჟი : 4 + 10
საწვავის ტევადობა : 4500 ლიტრი
მტკნარი წყლის ტევადობა : 500 ლიტრი
ავტონომიურობა : 2 დღე

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/104876.html&hd_line=1

გადავთარგმნე აქედან

http://www2.ssm.gov.tr/katalog2007/data/430/uruning/4.htm
უვარგისი

User avatar
COLT
ფორუმელი
Posts: 204
Joined: 13 Jul 2009 16:20
Location: SAQARTVELO

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby COLT » 26 Jul 2009 11:23

ავღანეთში კიდევ ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა
ავღანეთის სამხრეთ ნაწილში აფეთქების შედეგად კიდევ ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
’’სი-ენ-ენი’’-ს ცნობით, ბრიტანელი ჯარისკაცი ავღანეთის სამხრეთით, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირებისას დაიღუპა.
აფეთქება ბრიტანელების სამხედრო ბაზასთან ახლოს მოხდა, სადაც მათი დანაყოფები უკვე რამდენიმე თვეა, ნატო-ს უსაფრთხოების დაცვის (SAF) პროგრამის ფარგლებში არიან დაბანაკებული.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჰელმანდის პროვინციაში ბრიტანელი ჯარისკაცის მკვლელობის ეს უკვე მეოცე შემთხვევაა.
..............................................
აშშ ჩრდილო კორეის მიერ მიანმასთვის ბირთვული ტექნოლოგიის შესაძლო გადაცემითაა შეშფოთებული აშშ ბირთვულ სფეროში კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისა და მიანმას შესაძლო თანამშრომლობითაა შეშფოთებული, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა.
”ბირთვული და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება ყოველთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა”, - კლინტონის სიტყვებს ციტირებას სააგენტო ”როიტერი” უკეთებს.
”ცხადია, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ კსდრ-ის გამო და მათთან შესაძლო გარიგებით, ვისაც ჩვენ ბირმას ვეძახით”, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც მიანმა ძველი სახელწოდებით ”ბირმათი” მოიხსენია.
..........................................................................................
ინგუშეთში მილიციასა და “ბოევიკებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს

ინგუშეთის დატიშ სუნჯენის რაიონში მილიციასა და “ბოევიკებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
ადგილობრივი მილიციის ინფორმაციით, შეტაკება გამთენიისას, ინგუშეთის მთიან რაიონში დაიწყო.
ძალოვანებმა შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლებამც ცეცხლი გაუხსნეს და თავის დაღწევა სცადეს. წინასწარი მონაცემებით, სამი ძალოვანი დაჭირილია.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ადგილი, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, შემოსაზღვრულია. რაიონში შეყვანილია საბრძოლო ტექნიკა და შინაგანი ჯარის დამატებითი ნაწილები.
.........................................................................................
ბუნდესვერმა ავღანეთის ჩრდილოეთით თალიბების ”დედაქალაქი” დაიპყრო

ავღანეთის ჩრდილოეთით კუნდუზის რაიონში ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც ავღანეთის არმიის მოქმედებებს მხარს უჭერენ, ძლიერი საერთო შეტევის ფარგლებში ქალაქ ჩარდარის - მებრძოლთა მთავარი პუნქტის კონტროლქვეშ აყვანა შეძლეს, - იუწყება ”სტერნი”.
თალიბები და სხვა მეამბოხეები რეგიონიდან გააძევეს. დაახლოებით, 13 მათგანი მოკლეს, მრავალმა მათგანმა კი მძიმე ჭრილობები მიიღო. ბრძოლის დროს ავღანეთის არმიის 4 ჯარისკაცი დაიღუპა. ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაჭრილები და გარდაცვლილები არ არიან.
ავღანეთის სამხრეთით მომხდარი ბრძოლების ფარგლებში ”ISAF”-ის საერთაშორისო კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ძალების გერმანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა თალიბების წინააღმდეგ ჯავშანტექნიკა და მძიმე შეიარაღება პირველად გამოიყენეს.

..........................................................................................
ბრიტანეთი ავღანეთში დამატებით სამხედრო კონტინგენტს გაგზავნის


დიდი ბრიტანეთი ავღანეთში დამატებით 125 სამხედროს გაგზავნის, რათა მათით ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე გარდაცვლილი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ჩაანაცვლება მოხდეს, - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ბობ ეინსვორტმა.
ბოლო თვეებში დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთში 19 მეომარი დაკარგა, 2001 წლიდან მოყოლებული კი მათმა რიცხვმა 188 ადამიანს მიაღწია.
ეინსვორტის განმარტების, ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა, იქ მყოფი ბრიტანული სამხედრო მმართველობის თხოვნით მოხდა.

WINWALL
ფორუმელი
Posts: 1380
Joined: 06 Apr 2009 12:01

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby WINWALL » 26 Jul 2009 13:47

26 ივლისს პირველად ინდოეთის საზღვაო ძალების ისტორიაში წყალში იქნა ჩაშვებული ინდური ატომური წალქვეშა ნავი

http://www.lenta.ru/news/2009/07/26/apl/
oIo

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 27 Jul 2009 15:00

ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე წვრთნა მიმდინარეობს. მანევრებში სხვადასხვა ბრიგადის ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

წვრთნა სახელწოდებით `ფარი2009` 13 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს სრულდება. წვრთნის მიზანი თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაა.(თუმცა კონტრშეტევაცაა გათვალისწინებული)

`ფარი2009`- ში როგორც ქვეითი ჯარი,(ერთი ბატალიონი) არტილერია (რამოდენიმე დივიზიონი) ტანკების ერთი ოცეული, ასევე ავიაცია (მი-24-ები, მი-8-ები და იროკეზები) სპეც ოპერაციათა დაჯგუფების ქვედანაყოფები და საზენიტო დივიზიონი მონაწილეობენ.

ვიდეო:

http://rustavi2.com/news/video.php?fr=v ... 2=0&ftp3=0

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 28 Jul 2009 19:05

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებაზე, შესაძლოა, რუსეთის მცირე ავიაცია გამოჩნდეს.
28 / 07, 2009 18:56

როგორც დღეს სამხედრო სადესანტო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ შამანოვმა განაცხადა, ამ მიმართულებებზე, შესაძლოა, გამოყენებული იყოს მსუბუქძრავიანი ავიაცია, რაც რუსი მედესანტეების წინაშე დასმული ამოცანების შესრულების ეფექტურობას გაზრდის, - იუწყება „ინტერფაქსი“.
შამანოვი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე, სადაც არ არსებობს საჰაერო თავდაცვის ეფექტური სისტემა, Ан-2 და Ан-3 თვითმფრინავების გამოყენება ეფექტური იქნებოდა, ხოლო მცირე და საშუალო სიმაღლეებზე, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის მიუწვდომელია, შეიძლება უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება.
როგორც გენერალ-ლეიტენანტმა განაცხადა, 2-3 წელიწადში იგეგმება ისეთი უპილოტო აპარატების შექმნა და გამოყენება, რომლებიც მოწინააღმდეგის პოზიციებზე იერიშის მიტანას 25 კმ-ის დაშორებით შეძლებს.

User avatar
gulua1
ფორუმელი
Posts: 247
Joined: 13 May 2009 11:31

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby gulua1 » 28 Jul 2009 20:13

John Sidney McCain wrote:როგორც გენერალ-ლეიტენანტმა განაცხადა, 2-3 წელიწადში იგეგმება ისეთი უპილოტო აპარატების შექმნა და გამოყენება, რომლებიც მოწინააღმდეგის პოზიციებზე იერიშის მიტანას 25 კმ-ის დაშორებით შეძლებს.

მანამ არაფერი გვეტკინოს :D

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 29 Jul 2009 15:59

სამხედრო ხასიათის სიახლეები ოკუპირებული სამაჩაბლოდან:

1) 2 კვირის წინ მიღბულ იქნა გადაწყვეტილება ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წლის ბოლომდე საორგანიზაციო საშტატო სტრუქტურის რეორგანიზაციის შესახებ...
მის თანახმად მთელი მძიმე ტექნიკა რომელიც გააჩნია ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს იქნება უტილიზებული ან გადაცემული რუსებს...მსროლელი ბატალიონები გადაკეთდება სამთო-მსროლელ ბატალიონებად...
სატანკო და მოტომსროლელი ქვედანაყოფები გაუქმდება/დაიშლება...იგივე ბედი ელის საარტილერიო დანაყოფებსაც...
ოსებს სამთო მსროლელების გარდა დაუტოვებენ კიდე სპეც დანიშნულების (რომლებსაც გააერთიანებენ სადაზვერვო-დივერსიულ, სამთო და სნაიპერების სპეც დანიშნულების ბატალიონებში) და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებს...

2) ცხინვალის სამხრეთ ნაწილში რუსები გამაგრებულ რაიონს აშენებენ....
მიკრორაიონებდან "შანხაი" და "ცარზი" ოსური მოსახლეობის გასახლება მიმდინარეობს...("ცარზ"-იდან ნაწილობრივი)
მათ ადგილას (ცხინვალის სამხრეთით) აშენებენ 1,5 კილომეტრის სიღმის მქონე გამაგრებულ რაიონს...
აღნიშნული მიკრორაიონებიდან გასახლებულ ოსებს ასახლებენ მიკრორაიონ "მოსკოვსკიში" რომელიც ეხლა შენდება დამწვარი თამარაშენის ადგილას... იქვეა არის შვეულმფრენების ასაფრენ დასაფრენი ბილიკი რომელსაც რუსული ფე-ეს-ბე-ს კუთვნილი ავიაციის მი-24-ები და მი-8-ები იყენებენ...



3) საქართველოს შსს-მ ქურთას გადაწვაში ეჭვმიტანილი დააკავა
ივლისი 29,2009
საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს ცხინვალის ე.წ. მილიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მაიორი სოსლან პუხაევი.
“მედიანიუსის” ინფორმაციით, პუხაევი 2008 წლის 10 აგვისტოს სოფელ ქურთას გადაწვას ხელმძღვანელობდა. ასევე, ის ერთ-ერთია იმ ოს ბოევიკთაგან, რომლებმაც ცემით მოკლეს ქართველი ჯარისკაცი გიორგი ანწუხელიძე მას შემდეგ, რაც ჯარისკაცმა დაჩოქებაზე უარი თქვა.
გარდა ამისა, პუხაევი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრია, რაც ისჯება კანონით.
პუხაევი თბილისშია გადმოყვანილი.
http://www.medianews.ge/geo/news/47632.html

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 29 Jul 2009 16:02

უკრაინა საქართველოს აიარაღებს

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის იანვრის ბრძანების შესრულებას, რომ ასეთი მიმწოდებლების წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს შესაბამისი სანქციები, რუსი ჩინოვნიკები არ ჩქარობენ.
სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მეთაურმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ უკრაინა, აშშ და ისრაელი საქართველოს აიარაღებენ. უკრაინა ამას არ მალავს. ივლისის დასაწყისში გაზეთ ”სეგოდნიასათვის” მიცემულ ინტერვიუში უკრაინული კომპანია ”უკრსპეცექსპორტი”-ს გენერალურმა დირექტორმა სერგეი ბანდარჩუკმა განაცხადა, ისინი ასრულებდნენ და დღესაც განაგრძობენ იმ ხელშეკრულებების შესრულებას, რაც მათ საქართველოსთან იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ჰქონდათ გაფორმებული, - წერს ”ვედომოსტი”.
იანვარში დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც რუსეთიდან საქართველოში იარაღის გადატანა იკრძალებოდა. ბრძანება უფლებას იძლევა აიკრძალოს სამხედრო ტექნიკური ურთიერთობები იმ ქვეყნებსა და კომპანიებთან, რომლებიც საქართველოს საბჭოური და რუსული წარმოშობის იარაღს აწვდიან.
აგვისტოს მოვლენების შემდეგ დასავლელი მომწოდებლები საქართველოსათის, მიუხედავად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თხოვნისა, იარაღის მიყიდვას ერიდებიან, - წერს ჟურნალ ”შეიარაღების ექსპორტი” -ს რედაქტორი მიხაილ ბარაბანოვი.
მათგან განსხვავებით, ომის შემდეგ უკრაინა საქართველოს იარაღს მაინც აწვდიდა, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგაც კი, რომელსაც მათ 2008 წლის დასაწყისში ამ საკითხთან დაკავშირებით მოაწერეს ხელი. საქართველომ 20 ტანკი Т-72Б, ასევე ათობით БТР-70DI და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ”კომბატი” მიიღო. იარაღის მეორე ცნობილი მიმწოდებელი - თურქეთია, ჯერ კიდევ ომამდე ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე მათ საქართველოს საკუთარი წარმოება Ejder-ის 70 -მდე БТР-ი მიაწოდა. რამდენიმე ცალი საქართველომ ომამდე მიიღო, რომლების გატანაც რუსული სამხედრო ძალის გამოჩენამდე, ქართველებმა შეძლეს და გორიდან გაიყვანეს, - ამბობს ექსპერტი.
მომზადებულია ”ტოპნიუს.რუ”-ს მიხედვით.

ლინკი:
http://www.ambebi.ge/samkhedro/8022-ukr ... ghebs.html



28 ივლისის ღამეს აზერბაიჯანელმა და ქართველმა ჰაკერებმა Odnoklassniki.ru––ზე 28 მსხვილი სომხური ჯგუფი გაანადგურეს.
კერძოდ, განადგურებულია გვერდები ``სომხეთი ყველასთვის``, რომელსაც 14 ათასი მომხმარებელი ყავდა, ``სომხების გენოციდი’’ (9 ათასიანი მომხმარებლით), ``სომხეთის ეროვნული უფლებები`` და ``ჯავახკის`` თემატიკისადმი მიძღვნილი 7 გვერდი. ასევე განადგურებულია ``სომხეთის განთავისუფლების საიდუმლო არმიისა`` და სხვა საიტები.
როგორც სომხური საიტი ``პანორამა`` იუწყება, საიტზე შეტევის ქართულ–აზერბაიჯანული ვერსიის სასარგებლოდ ის გარემოება მეტყველებს, რომ ჰაკერების ყველაზე დიდი ინტერესი ``ჯავახკისადმი`` მიძღვნილმა საიტებმა გამოიწვია.
ამჟამად განადგურებული საიტების ავტორები მათ აღდგენას ცდილობენ, ასევე დაგეგმილია აზერბაიჯანულ საიტებზე საპასუხო შეტევა.
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=10204&ct=6

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 30 Jul 2009 15:26

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ორფოლოში ჩავიდა. ქვეყნის პირველი პირი ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების საველე–ტაქტიკური სწავლება "ფარი 2009-ის" დახურვის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრო.

სწავლებაში პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი, მე-3 ქვეითი ბრიგადის სატანკო ასეული, პირველი და მეორე საარტილერიო ბრიგადის ოცეულები, პირველი და მეორე ქვეითი ბრიგადის არტილერისტები, საზენიტო დივიზიონი, ასევე ავიაციისა და სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სწავლების ამოცანა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მიერ სიღრმისეული ოპერაციების დროს მოწინააღმდეგის ტაქტიკური მარაგის ბაზების განადგურება იყო. მეორე ეტაპზე - ავიაციის მხარდაჭერით მოწინააღმდეგის განადგურება და მტრის ორგანიზებული გადაჯგუფების არდაშვება.

სწავლება 13 ივნისს დაიწყო და მას გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე ხელმძღვანელობდა. წვრთნების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ოფიცრები დააჯილდოვა და ქართველ ჯარისკაცებს წვრთნების დასრულება მიულოცა.

ფარი-2009-ას სურათები:

დანები:
Image



ვაშლიჯვარელები:

Image

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 30 Jul 2009 16:21

ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, პოლიციის განყოფილებასთან ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.
სამართალდამცავებს ტერიტორია დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, ახლომდებარე სახლებიდან კი მოსახლეობა ევაკუირებული იყო.
გამნაღმველებმა ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა შეძლეს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.p ... &hd_line=1

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 30 Jul 2009 16:23

აფეთქება დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში. დაღუპულია ერთი ადამიანი.

39 წლის გოგიტა გიგაური, რომელიც "ნივის" მარკის ავტომანქანით ოჯახის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა ადგილზე გარდაიცვალა, მის მეუღლე ინგა გიგაურსა და შვილებს: გიგა და თამუნა გიგაურებს კი ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაციები თბილისში, ღუდუშაურის კლინიკასა და იაშვილის საავადმყოფოში უტარდებათ.

ექიმების განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მათ მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიღებული.

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 01 Aug 2009 14:05

ოსების და ღრუსების განცხადებით დღეს 9:25-ზე ჩვენებმა სოფელ დიცი-დან ყუმბარმტყორცნები ესროლეს მათ ბლოკ პოსტებს...
http://news.rambler.ru/Russia/head/3382435/" onclick="window.open(this.href);return false;


ღრუსები იმუქრებიან მთელს ჩვენს ხელთ არსებულ ძალას გამოვიყენებთ ქართველები თუ "პროვოკაციებს" არ შეწყვეტენო:
http://lenta.ru/news/2009/08/01/answer/" onclick="window.open(this.href);return false;

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 01 Aug 2009 17:14

რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, შარშანდელის მსგავსად, საქართველოში წელსაც საომარ მოქმედებებს პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ომის დაწყების ალბათობა, დაახლოებით, 80%-ია.
ამის შესახებ ფელგენგაუერმა “ინტერპრესნიუსს” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
რუსი ექსპერტის აზრით, ვითარება სამხრეთ ოსეთში ზუსტად ისე ვითარდება და იძაბება, როგორც - შარშან.
“კოკოითის განცხადებები სამხრეთ ოსეთის მიერ თითქოსდა ოსური ტერიტორიების დაბრუნების, საზღვრის დემარკაციის შესახებ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მყისიერი რეაგირეგა მიუთითებს, რომ საქმე ომამდე და ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებამდე, შესაძლოა, უახლოეს დღეებში მივიდეს. საომარი მოქმედებების დაწყების ალბათაობა საკმაოდ მაღალი, არანაკლებ 80%-ია, ვინაიდან რუსმა სამხედროებმა, რომლებსაც საქართველოსთან ომის დაწყება სურთ, კარგად იციან, რომ ომის დასაწყებად აგვისტო საუკეთესო დროა და სექტემბერში უკვე გვიან იქნება”,-აღნიშნა ფელგენგაუერმა.
მისივე შეფასებით, ომის დაწყება ძალიან ცუდი იქნებოდა კავკასიის რეგიონისთვის, თუმცა არსებობს მცირე შანსი, რომ დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას განახორციელებს და ომის განახლებაზე უარს ათქმევინებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „სამინისტრო საქართველოს მხრიდან ბოლო დღეებში ცხინვალისა და მისი გარეუბნების მისამართით სროლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს“.
რუსეთის თავდაცვის უწყება „უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის მოქალქეებისა და ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები დასაცავად“.

http://www.interpressnews.ge/ge/index.p ... &hd_line=1

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 03 Aug 2009 12:28

ოკუპანტებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევაზე უარი თქვეს
03.08.09 12:05

რუსმა ოკუპანტებმა უკან დაიხიეს და შიდა ქართლში ადმინისტრაციული საზღვრის ნახევარი კილომეტრით გადმოწევაზე უარი თქვეს. დღეს დილით სახედროებმა სოფელ ქვეშში უძრავი საგუშაგოს მოსაწყობად დამონატაჟებული სამი რკინის ბოძიც წაიღეს.

აგრესორებს საგუშაგო არცევთან ახლოს აქვთ გახსნილი. გუშინ მათ საზღვრის გადმოსაწევად მზადება დაიწყეს. იმ შემთხვევაში, თუკი აგრესორები სოფელში შევიდოდნენ, მაშინ ქვეშში მცხოვრები მელაძეების ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა.

http://rustavi2.com/news/news_textg.php ... &ct=0&wth=

User avatar
John Sidney McCain
ფორუმელი
Posts: 1399
Joined: 14 Apr 2009 00:54

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby John Sidney McCain » 03 Aug 2009 12:30

პიტერ შოლლ ლატური: რუსეთი საქართველოს შესაძლოა შემდეგ კვირას დაესხას თავს...
http://kavkazcenter.com/russ/content/20 ... 7142.shtml