სამხედრო სიახლეები (მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
BERLY
ფორუმელი
Posts: 158
Joined: 23 Apr 2009 13:01

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby BERLY » 09 Jun 2009 23:26

dzleviskedeli wrote:არ დააკონკრეტეს კერძოდ რას მისცემენ



თუ ეს პალესტინა სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა (როგორც სავტრაკამ თქვა ) მერე უფრო ბევრს და შედარებით ხარისხიანს მიყიდიან ისრაელზე ზეწოლისთვის :)

User avatar
merkvila3
ფორუმელი
Posts: 231
Joined: 14 Apr 2009 23:57
Location: qabul

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby merkvila3 » 11 Jun 2009 17:01

REIDI wrote:ბტრ70-ებს აძლევენ რუსები პალესტინელებს მე ეგრე ვიცი.

ეგ ინფო საიდან პრინციპში აბათ მასეც იქნება BTR80,90ებს ნამდვილად ვერ გაიმეტებენ, მაგრამ შესაძლოა MTLB ან BRDMიც

WINWALL
ფორუმელი
Posts: 1380
Joined: 06 Apr 2009 12:01

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby WINWALL » 11 Jun 2009 20:37

REIDI
ხო გეთანხმები,ისრაელისთვის 50 ბტრ 70 დიდი ძალა არ არის და ჰამასისთვის არც ისე ცოტაა
oIo

User avatar
REIDI
ფორუმელი
Posts: 305
Joined: 20 May 2009 21:05

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby REIDI » 11 Jun 2009 22:14

ჰამასი არსებობს და კარგათაც გრძნობს თავს,ძალიან უაზრო ოპერაცია ჩაატარეს ებრაელებმა ჩქარობდნენ მოესწროთ სანამ ობამა დადებდა საპრეზიდენტო ფიცს,მაგ ოპერაციამ ისრაელს მაგრა შეულახა იმიჯი შედეგი კი პრაქტიკულად ნოლი,გაერომ თქვა ისრაელმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინაო ღაზაში,ეგ ებრაელებს დიდად არ აღელვებთ მაგრამ მაინც ცუდია.

User avatar
merkvila3
ფორუმელი
Posts: 231
Joined: 14 Apr 2009 23:57
Location: qabul

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby merkvila3 » 12 Jun 2009 00:55

REIDI wrote:ჰამასი არსებობს და კარგათაც გრძნობს თავს,ძალიან უაზრო ოპერაცია ჩაატარეს ებრაელებმა ჩქარობდნენ მოესწროთ სანამ ობამა დადებდა საპრეზიდენტო ფიცს,მაგ ოპერაციამ ისრაელს მაგრა შეულახა იმიჯი შედეგი კი პრაქტიკულად ნოლი,გაერომ თქვა ისრაელმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინაო ღაზაში,ეგ ებრაელებს დიდად არ აღელვებთ მაგრამ მაინც ცუდია.

არ ვიცი ზუსტად არ დავინტერესებულვარ მაგ თემით თუ ისრაელმა როგორ ჩაატარა სამხედრო ოპერაცია მაგარამ ისიც ფაკტია რომ იარაღი ამოღებულია და ჰამასს საკმაოდ დიდი დანაკარგები აქვს მაგრამ გარკვეულწილად მართალი ხარ მანდ რომ დროის ფაკტორს მნიშვნელობა არ ჰქონოდა ჰამასი დღეს თითქმის აღარ იარსებებდა, მაგრამ იმისიც არ მჯერა რომ ისრაელს გეგმა B არ ჰქონოდა და ალბათ ეს ჯავშანტექნიკის გადაცემა ამ გეგმის ნაწილია

WINWALL
ფორუმელი
Posts: 1380
Joined: 06 Apr 2009 12:01

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby WINWALL » 13 Jun 2009 15:28

Image

Image

Image


ჩინეთსა და პაკისტანს შორის 2005 წელს გაფორმებული 600 მილიონიანი კონტრაკტის მიხედვით ჩინურმა გემთსაშენმა კომპანია "ხუდონგ ჩჟუნგხუა " შანხაიში წყალსი ჩაუშვა უკვე მესამე ფრეგატი F-22P (იგივე ჩინური კლასიფიკაციით 053H3 "ჯანგვეი-2") რომელიც პაკისტანის საზღვაო ძალებს ეკუთვნის

აღსანისნავია რო მეოტხე და უკანასკნელი ფრეგატი კონტრაკტის მიხედვით უკვე თითონ პაკისტანში უნდა აიწყოს კერძოდ კი კომპანია "შიპიარდ ენდ ინჟინეინგ იორკის" მიერ რომელიც გამოიყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს.ყველა სამხედრო გემი უკვე 2013 წელს პაკისტანის სამხედრო საზღვაო ძალების შემადგენლობასი იქნება!
იგივე კონტრაკტის მიხედვით ჩინეთმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს 6 საზღვაო სამხედრო ვერტმფრენების Z-9EC მიწოდება, 6 ვერტმფრენიდან უკვე პირველი პარტია გაგზავნილ იქნარომელსიც შედიოდა 2 ერთეული Z-9EC

წყარი: http://armstass.su/?page=article&aid=71599&cid=43
oIo

User avatar
kharmtisa
ფორუმელი
Posts: 1385
Joined: 12 Apr 2009 19:29

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby kharmtisa » 19 Jun 2009 11:11

http://www.kavkazcenter.com/russ/conten ... 6314.shtml" onclick="window.open(this.href);return false;
ერი რომელსაც არ სურს ბრძოლა, სიცოცხლის ღირსი არ არის.

Dave
ფორუმელი
Posts: 86
Joined: 26 Apr 2009 02:52

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby Dave » 23 Jun 2009 20:28

გთავაზობთ იმ რუსულ ბრიგადებს (რეფორმის შედეგად შექმნილ) და ვდვ-ს ნაწილებს, რომლებიც იქნებიან ჩართული ახალი ომის შემთხვევაში.
მოცემულია ნაწილების დისლოკაციის ადგილები, გარდა იმ ვდვ-ს ნაწილებისა, რომელთა დისლოკაციის ადგილი კავკასიის რეგიონის ფარგლებს გარეთ არის.

სპეცნაზის 22 ბრიგადის დისლოკაციის ადგილი რეალურად სხვაგან არის, თუმცა ასევე როსტოვის მხარეშია და ჩვენთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს.
You do not have the required permissions to view the files attached to this post.

WINWALL
ფორუმელი
Posts: 1380
Joined: 06 Apr 2009 12:01

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby WINWALL » 24 Jun 2009 22:14

სლოვენიის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებაზე მიიღო პირველი AMV 8х8 Patria

Image

სლოვენიამ ამაწლის 18 ივნისს შეიარაღებაზე მიიღო ფინური წარმოების AMV 8х8 Patria
სულ 135 AMV 8х8 Patria იქნა შეკვეთილი!!!
დანარჩენი ნახეთ აქ

http://www.army-guide.com/rus/article/article_1394.html





Image
oIo

User avatar
merkvila3
ფორუმელი
Posts: 231
Joined: 14 Apr 2009 23:57
Location: qabul

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby merkvila3 » 25 Jun 2009 08:53

ართველოს დამბომბველი რუსული Су-24М აფეთქდა

რუსეთმა სამ დღეში ორი საფრონტო ბომბდამშენი დაკარგა და Су-24М-ების ფრენები დროებით შეაჩერა


სოფელ ძევერის მკვიდრნი ადვილად წარმოიდგენენ, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ როსტოვის ოლქის იმ სოფლის მცხოვრებნი, რომლის მახლობლად 19 ივნისს 40-ტონიანი თვითმფრინავი დაენარცხა მიწას - შარშან, 10 აგვისტოს ასეთივე Су-24М ძევერლების ბაღებში აფეთქდა.

ყოვლად შესაძლებელი იყო, რომ ამ რუსულ საფრონტო ბომბდამშენს დღემდე ვერ მოეღწია და 2008 წლის აგვისტოში ქართულ მიწაზე ჩამოვარდნილიყო, რადგან ეს Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენი მოროზოვსკის საავიაციო-ბომბდამშენ პოლკს ეკუთვნის (მოროზოვსკის 559-ე პოლკის შეიარაღებაში 37 ცალი Су-24М-ია. მოროზოვსკიდან საქართველომდე დაახლოებით 550 კმ-ია) და აგვისტოს ომში ისიც ბომბავდა ქართულ ქალაქებსა და სოფლებს.

ბომბდამშენი გადარჩებოდა, ავარიამდე ერთი დღით ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ტიპის ბომბდამშენების ფრენა დროებით რომ შეეჩერებინა.

17 ივნისს ასეთივე Су-24М-ტიპის საფრონტო ბომბდამშენი მურმანსკის ოლქში, მონჩეგორსკთან ჩამოვარდა. ასეთი საავიაციო შემთხვევის შემდეგ, გამოძიების დამთავრებამდე, როგორც წესი, დროებით აჩერებენ იმავე ტიპის საავიაციო აპარატების ფრენას.

რუსეთის გენერალიტეტმა ეს არ გააკეთა და სავალალო შედეგიც მიიღო, ორ დღეში კიდევ ერთი ბომბდამშენი დაკარგა.

სამ დღეში ორი საფრონტო ბომბდამშენის დაღუპვის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინება და ავარიების მიზეზების დადგენამდე ამ ტიპის თვითმფრინავების ფრენები შეაჩერა.

შეიძლება მკითხველმა იფიქროს, ჩვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვსო.

თუკი რუსული საფრონტო ბომბდამშენების ფრენები რამდენიმე კვირით მაინც შეჩერდა, მაშინ ნაკლებია შანსი იმისა, რომ რუსეთმა ისინი გამოიყენოს საქართველოს დასაბომბად, როგორც ეს შარშან, ომში მოხდა.

29 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან უდიდესი მასშტაბების რუსული ოპერატიულ-სტრატეგიული დონის სწავლება - Кавказ-2009 გაიმართება, რომელშიც საფრონტო ბომბდამშენ Су-24М-ებს ერთ-ერთი მთავარი როლი ეკისრებათ...

User avatar
თორელი
ფორუმელი
Posts: 212
Joined: 11 Apr 2009 16:00
Location: თბილისი

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby თორელი » 25 Jun 2009 13:52

http://echo.msk.ru/programs/figure/600923-echo/

საინტერესო დიალოგია.....გირჩევთ წაიკითხოთ....
А. ИЛЛАРИОНОВ: . Но даже по тем данным, которые у нас есть, были составлены списки на 669 человек погибших в этой войне. У нас есть основания полагать, что эта цифра будет больше. Из этих 669 человек 162, как сообщил ФКП при генеральной прокуратуре, это гражданские лица, и 507 человек являются военнослужащими российской армии, югоосетинских, абхазских вооруженных сил наемники, добровольцы, казаки и другие лица, которые участвовали в этом.
[/b]

ბოდიში რუსული ტექსტისათვის
შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი

WINWALL
ფორუმელი
Posts: 1380
Joined: 06 Apr 2009 12:01

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby WINWALL » 25 Jun 2009 17:43

რუსეთი ისრაელისგან 12 ცალ UAVს იყიდის ამ კონტრაქტის ღირებულება 53 მილიონ $ შეადგენს

http://www.defensenews.com/story.php?i= ... =EUR&s=TOP" onclick="window.open(this.href);return false;
P.S.
მობეზრდათ ბიჭებს ქვემოდან ყურება ქართული UAV ების და ქე გადაწყვიტეს მოებაძათ ჩვენთვის :)

მოკლედ სამხედრო ტექნოლოგიების რეკლამირების მხრივ 1 ლები ვართ მსოფლიოში,რაც ჩვენ ვიყიდეთ მას შემდეგ ყველაფერზე რიგები დადგა რა ხელი გვაქ რა ხელი :)
oIo

WINWALL
ფორუმელი
Posts: 1380
Joined: 06 Apr 2009 12:01

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby WINWALL » 26 Jun 2009 20:36

საქართველომ შეცვალა საბერძნეთში ატაშე ნიკოლოზ ჯანჯღავა იგი გადმოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროში ჯ 5 (განათლების დეპარტამენტის) უფროსად
წყარო: პირადი ინფო შეგილიათ გადაამოწმოთ
:) :)
oIo

User avatar
REIDI
ფორუმელი
Posts: 305
Joined: 20 May 2009 21:05

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby REIDI » 26 Jun 2009 21:35

dzleviskedeli
ჯანჯღავას გულშემატკივრობ?
j5 როგორც მახსოვს განათლების დეპარტამენტი არაა.

WINWALL
ფორუმელი
Posts: 1380
Joined: 06 Apr 2009 12:01

Re: სამხედრო სიახლეები(მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე)

Postby WINWALL » 26 Jun 2009 21:42

REIDI

რა იყო როო? მაგ კაცმა ერთხელ მე ჯარებიდან უაზროდ გაშვებისგან მიხსნა და აქვს თავის პლიუსებიც და მინუსებიც თუმცა ამ თემასი მაგაზე საუბარს არ ვაპირებ ოფიის გამო
oIo