წიგნები სამხედრო თემაზე :

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 19 Jan 2010 17:01

Pensia_27 wrote:მაგას არ წავიკითხავ , იაკოვლევის ცხოვრების მიზანიც მეყოფა.. ნეტა არ წამეკითხა


ომი კი მოიგეს და ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby Pensia_27 » 19 Jan 2010 19:01

Avaza
ომი კი მოიგეს და ...
ვინც იგებს ის წერს.. მაგრამ ...
Meine Ehre Heisst Treue

CAPa
ფორუმელი
Posts: 6
Joined: 18 Jan 2010 17:30

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby CAPa » 20 Jan 2010 23:57

Avaza
შეიძლება მიცნობ

NAZGHA
ხო თავიდან ერთი თვალის გადავლებით მეც საინტერესო მომეჩვენა, რომ ჩავუღრმავდი კი დზააან საინტერესო

ესეც მეორე წიგნი

ქართულად ვერანაირი სახელი ვერ შევურჩიე, იქნებ რამე მოიფიქროთ

http://allshares.ge/download.php?id=CDFF647B28" onclick="window.open(this.href);return false;

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby arcivi9 » 25 Jan 2010 12:39

Pensia_27 wrote:arcivi9
მეორე მსოფლიოზე რაც წიგნია ყველაფერი მინდა :)

აგერაა ვლადიმირ ბეშანოვის ყველა ის წიგნი რომელიც მე სახლში მქონდა :)

http://www.link.ge/file/307303/Beshanov.rar.html
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.


მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა



ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby Pensia_27 » 25 Jan 2010 12:42

arcivi9
გაიხარე...
Meine Ehre Heisst Treue

User avatar
Capitan Alatriste
ფორუმელი
Posts: 723
Joined: 22 Nov 2009 02:07

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby Capitan Alatriste » 26 Jan 2010 16:09

"История военного искусства Грузии" ავტორი: ირაკლი ჯორჯაძე. აკადემიკოსი, გენერალ ლეიტენანტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მართალია რუსულად არის, მაგრამ ძალიან კარგი საკითხავია და საინტერესო! ცოტა კომუნისტური შტუკები ურევია მაგრამ გამოტოვეთ, სხვანაირად არ შეეძლო დამწერს მაშინ! 1989წ. გამომცემლობა მეცნიერება!
Esto es un tercio espanol

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby arcivi9 » 26 Jan 2010 17:13

Capitan Alatriste wrote:"История военного искусства Грузии" ავტორი: ირაკლი ჯორჯაძე. აკადემიკოსი, გენერალ ლეიტენანტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მართალია რუსულად არის, მაგრამ ძალიან კარგი საკითხავია და საინტერესო! ცოტა კომუნისტური შტუკები ურევია მაგრამ გამოტოვეთ, სხვანაირად არ შეეძლო დამწერს მაშინ! 1989წ. გამომცემლობა მეცნიერება!

დასკანერებული ვარიანტი არ არის?
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.


მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა



ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

User avatar
Capitan Alatriste
ფორუმელი
Posts: 723
Joined: 22 Nov 2009 02:07

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby Capitan Alatriste » 28 Jan 2010 13:10

ამ დღეებში ვეცდები დავასკანერო და მოგაწვდი!
Esto es un tercio espanol

User avatar
arcivi9
ფორუმელი
Posts: 1107
Joined: 21 Aug 2009 14:09

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby arcivi9 » 28 Jan 2010 13:56

Capitan Alatriste
ამ დღეებში ვეცდები დავასკანერო და მოგაწვდი

ძალიან დამავალებ :)
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.


მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა



ძალა ერთობაშია, სისუსტე-მრავალპარტიულობაში

patria nostra
ფორუმელი
Posts: 65
Joined: 18 Jul 2009 14:35

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby patria nostra » 29 Jan 2010 20:04

ირაკლი მაჭარაშვილი







საქართველოს თავდაცვითუნარიანობის ამაღლების მეთოდები:
ტერიტორიული თავდაცვის შენაერთებზე, ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებზე , ხანგრძლივ საცეცხლე წერტილების ქსელზე და მობილურ დანაღმვაზე დაყრდნობით.












ჩემს შესახებ

გამარჯობათ! ჩემი სახელია ირკლი მაჭარაშვილი, ვარ 29 წლის.დავიბადე და გავიზარდე
თბილისში, სადაც დავამთავრე მე 11-ე საშუალო სკოლა (ერთი პერიოდი კადეტთა კორპუსშიც ვსწავლობდი). 1997 წლიდან,ოჯახთან ერთად ვცხოვრობ პოლონეთში, ქალაქ
პოზნანში. 2000 წლიდან 2003 ჩათვლით ვმსახურობდი ფრანგულ უცხოურ ლეგიონში, რომელთან ერთადაც ვმონაწილეობდი სამშვიდობო და საბრძოლო ოპერაციებში.
ვარ მრავალჯერ დაჯილდოვებული. 2008 წელს დავამთავრე ნაციონალური უსაფრთხოების კოლეჯი( National Security college) დიდ ბრიტანეტში, მაღალი
რისკის რეგიონებში პირადი დაცვის სპეციალობით (Hostile Environment
Close Protection Operators live tactical firearms training course).
ამჟამად ვარ მეხუთე კურსის სტუდენტი, ქალაქ პოზნანის ადამ მიცკიევიჩის სახელობის
უნივერსიტეტში(UAM), პოლიტიკური კულტურის ფაკულტეტზე,სპეციალობით; პოლიტიკური ცხოვრების მონიტორინგი. ვარ სამაგისტრო თემის წერის პროცესში(თემის
სათაურია:ომის პრივატიზაცია და კერძო სამხედრო ფორმირებები). ვფლობ ოთხ უცხო ენას: რუსული, ინგლისური, პლონური და ფრანგული.
2008 წლის, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ,როგორც უცხოეთში მყოფი
ქართველების უმეტესობა ძალიან ამაღელვა და გამიჩნდა სურვილი ჩემ სამშობლოს და ხალხს რაღაცით დავხმარებოდი. კონფლიქტის პერიოდში
ჩამოსვლა შეუძლებელი აღმოჩნდა (აღებული ბილეთის დაბრუნება მომიხდა რადგან
არცერთი თვითმფრინავი აღარ მიფრინავდა საქართველოსკენ). დამრჩა უკმარისობის გრძნობა, რადგან ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ვერ ვიდექი ჩემი ქვეყნის გვერდით და საერთო საქმეში ჩემი წვლილი ვერ შევიტანე.ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ქვეყნისთვის, რაც ყველაზე მეტი მაქვს ის გამეზიარებინა, ეს ჩემი ცხოვრებისეული (სამხედრო და
არა მარტო)გამოცდილებაა. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თავს უფლება
მივეცი და დეტალურად გავაანალიზე 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი.
აღმოვაჩინე ქართული მხარის რიგი სუსტი წერტილები.
ერთერთი და ჩემი აზრით ყველაზე მთავარი სუსტი წერტილი ; მობილიზაციის პროცესთან და მობილიზაციური პოტენციალის (რეზერვის)არასწორ გამოყენებასთან
არის დაკავშირებული. ამიტომ გადვწყვიტე შემედგინა რეზერვის ჩამოყალიბების და
გამოყენების ახალი კონცეფცია - ტერიტორიული თავდაცვის შენაერთებზე დაყრდნობით.
ჩემს მიერ შემუშავებული ხედვის სათაურია: საქართველოს თავდაცვითუნარიანობის
ამაღლების მეთოდები: ტერიტორიული თავდაცვის შენაერთებზე, ტანკსაწინააღმდეგო
ქვედანაყოფებზე, ხანგრძლივ საცეცხლე წერტილების ქსელზე და მობილურ დანაღმვაზე
დაყრდნობით.
იმედი მაქვს გამოგადგებათ.



პატივისცემით-ირაკლი მაჭარაშვილი.

22.01.2010.პოზნანი.პლონეთი.







შინაარსი



1.ტერიტორიული თავდაცვის სისტემა
- შესავალი
-ტერიტორიული თავდაცვა
-ტერიტირიული თავდაცვის ჩამოყალიბების პროცესი
-ჩამოყალიბების პროცესის პირველი ეტაპი
-ჩამოყალიბების პროცესის მეორე ეტაპი
-ჩამოყალიბების პროცესის მესამე ეტაპი
-საწავლო პროცესის ევენტუალური მაგალითი
- ევაკუაცია
2. ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები
-ტანკსაწინააღმდეგო ოცეული
- დანიშნულება
3. თავდაცვითი ზღუდეები
- ხანგრძლივი საცეცხლე წერტილის(ხსწ) შეიარარება
4. მობილური დანაღმვა
-ჩასაფრების მომზადების პროცესი


















ტერიტორიული თავდაცვის სისტემა


შესავალი



ქვეყანაში რომლის ტერიტორიის 1/3 ოკუპირებულია,ხოლო მოწინააღმდეგე დედაქალაქიდან 40 კილომეტრში იმყოფება და კონფლიქტის განახლება რეალურია , ყველა ჩვენ ხელთ არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება სიკვდილ სიცოცხლის ტოლფასი ხდება. ერთერთი ასეთი რესურსი , ბრძოლისუნარიანი მოსახლეობაა.
ევენტუალური, მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის შემთხვევაში, ქართული მხარის უპირატესობა არის იმაში, რომ ჩვენ , ჩვენ ტერიტორიაზე მოგვიწევს ბრძოლა და მოწინააღმდეგის სახმელეთო გადაადგილების ყველა ევენტუალური გზა(ძირიტთადი მიმართულება) ცნობილია. ამიტომ ქართული მხარისთვის , სამაჩაბლოს, სომხეთის და აფხაზეთის მიმართულებების წინასწარ გამაგრება შედარებით ადვილია. ასევე გამაგრებული უნდა იქნას რუსეთ საქართველოს საზღვარი კავკასიონის ქედის გაყოლებაზე(უღელტეხილები: ყაზბეგში,რაჭაში და კახეთში). შავი ზღვის სანაპირო ზოლში უნდა შეიქმნას მობილური, დესანტ საწინააღმდეგო სანაპიროს დაცვის სისტემა. ადგილებში სადაც მოწინააღმდეგის ევენტუალური საჰაერო დესანტის საშიშროება არსებობს, უნდა განხორციელდეს მუდმვი მორიგეობა.მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული რელიეფი. სტრატეგიულ სიმაღლეებზე უნდა შეიქმნას ხანგრძლივი საცეცხლე წერტილების ქსელი. ევენტუალური ლუკები ამ წერტილებს შორის , მობილურმა საჯარისო დანაყოფებმა უნდა შეავსონ.
თუ მხედველობაში მივიღებთ იმას ,რომ ევენტუალური მოწინააღმდეგის მიზანი (ომის პირველ ეტაპში) ,აგლომერაციების და დიდი დასახლებული პუნქტების(სადაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა იმყოფება) რაც შეიძლება სწრაფი თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევა იქნება, ნათელი ხდება, რომ აუცილებელია ყველა დიდი , საშუალო ან სტრატეგიული დასახლებული პუნქტის გამაგრება. ასეთი გამაგრებული დასახლებული პუკქტების სიმრავლე , ხელს შეუშლის , მოწინააღმდეგეს ე.წ. „ბლიც კრიგის“ ელვისებური ომის წარმოებაში, რადგან მას არ შეეძლება მათი გვერდის ავლა და სწრაფი მარშის გაგრძელება. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი გამგრებული პუნქტი, მით უფრო შენელდება მოწინააღმდეგის იერიშის ტემპი. ქალაქებს როგორებიც არიან : ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი,ხონი, ოზურგეთი, ქუთაისი,საჩხერე, ყაზბეგი, ახალქალაქი, ახალციხე,ბოლნისი,რუსთავი, მცხეთა, გორი,კასპი,თბილისი, თელავი უნდა მიენიჭოს ციხე სიმაგრის სტატუსი და დაცული იქნას რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. ამ ქალაქების გარშემო უნდა შეიქმნას თავდაცვითი ზღუდეები, ხოლო მტრის უპირატესობის შემთხვევასი, ქალაქის დაცვა მის უშუალო პერიმეტრში(ქალაქის შიგნით) უნდა გაგრძელდეს.უნდა გამაგრდეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამყოფი ზოლი.
ნათელია, რომ ყველაფერი ზემოთ ხსენებულის შესასრულებლად საჭიროა სამხედრო მოსამსახურეების ძალიან დიდი რაოდენობა, რაც დიდ ფინანსურ და მატერიალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. დასახული მიზნების შესრულება მარტო რეგულარულ ძალებს არ ძალუწთ. საჭიროა ხდება საჯარისო ერთეულების რიცხვის გაზრდა, რაც საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის შესაძლებელი- უნდა შეიქმნას ტერიტორიალური თავდაცვის სტრუქტურა.

ტერიტორიული თავდაცვა

საქართველოში არსებული მობილიზაციური რესურსის მაქსიმალურად გამოყენებისთვის საჭიროა მოსახლეობის გათვითცნობიერება. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს რა გააკეთოს ევენტუალური აგრესიის შემთხვევაში. ამისთვის საჭიროა ამ მიმართულებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა. ამ ფუნქციას ტერიტორიალური ტავდაცვის მოსამზადებელი კურსები შეასრულებენ.
ტერიტორიალური თავდაცვის სტრუქტურებში გაწევრიანება უნდა იყოს სავალდებულო 18 დან 45 წლამდე , მამრობითი სქესის ყველა მოქალაქისთვის .
ტერიტორიალური თავდაცვის მოსამზადებელი კურსები ჩატარდება საღამოს საათებში(ორშაბათიდან პარასკევამდე18.00 დან 21.00 საათამდე და შაბათს 8.00 დან 20.00 მდე პოლიგონზე) , კვირაში ექვსი(6) დღის განმავლობაში. მთლიანი მოსამზადებელი პროცესი ორი ან სამი(2 ან 3) თვე გაგრძელდება. კურსანტები გაივლიან როგორც პრაქტიკულ(საცეცხლე ) ასევე თეორიულ სამხედრო მომზადებას. ტერ.დაცვის მთავარი დავალება მშობლიური ქალაქის ან დასახლებული პუნქტის დაცვა იქნება. მაქსიმალურად უნდა იქნეს ათვისებული ქალაქში ბრძოლის ტექნიკები. შეიარაღება უნდა იყოს მსუბუქი(ავტომატი,ტყვიამფრქვევი, ყუმბარმტყორცნი). ტერ.დაცვისთვის განკუთვნილი შეიარაღება და აღჭურვილობა აგილობრივი პოლიციის შენობებში უნდა ინახებიდეს(მანდვე გამოცხადდებიან ტერ.დაცვის რეზერვისტები მობილიზაციის შემთხვევაში). ტერ.დაცვის პირადი შემადგენლობის მომზადებას , გამოცდილი პროფესიონალი სამხედროები უხელმძღვანებენ. სწავლება , კონკრეტული დასახლებული პუნქტის დაცვაზე და მის სპეციფიკაზე უნდა გამახვილდეს. უნდა შემუშავდეს ქალაქის(დას. პუნქტის) დაცვის სხვადასხვა გეგმა.
ტერ.დაცვა პროფესიონალური სამხედრო შენაერთების გვერდით შეიძლება
ნაკლებად ეფექტური ჩანდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ფსიქოლოგიურ ფაქტორს (ადამიანი იცავს თავის ქალაქს, სახლს) მასში შეიძლება დიდი
პოტენციალი იმალებოდეს.
ტერ.დაცვის ოცეულები(ასეულები-ბატალიონები) უბნების მიხედვით უნდა დაკომპლექტდნენ და მათ თავიანთი სექტორის დაცვა დაევალოთ. მოქალაქემ უნდა გაითვითცნობიეროს ,რომ მოქალაქეობა მარტო პასპორტის ქონას არ ნიშნავს და რომ გადასახადების გადახდასთან ერთად მას თავისი ქვეყნის, თავისი ქალაქის, თავისი თავის წინაშე სხვა ვალდებულებებიც გააჩნია, უნდა შეიგნოს ,რომ ქვეყნის დაცვა მის მოვალეობებშიც შედის. პატრიოტიზმი შენი ოჯახის , შენი ეზოს, შენი ქუჩის, უბნის, ქალაქის თუ სოფლის სიყვარულს ნიშნავს. ტერ.დაცვის მოვალეობაში ზუსტად ამ ეზოს, უბნის და ქალაქის დაცვა შევა.
თეორიიული მომზადების ერთერთი მიზანი ,საბრძოლო სულისკვეთების გაღვივება უნდა იყოს. ამის მიღწევა , საქართველოს ისტორიიდან საგმირო მაგალითების მოყვანით შეიძლება. უნდა გავიხსენოთ ,რომ ჩვენ ყოველთვის ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვიხდებოდა ბრძოლა. მოყვანილი უნდა იქნას პოზოტიური ( გამარჯვების ან თავდადების)მაგალითები. პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მომზადება სწორად ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს. მოყვანილი უნდა იქნას სხვა ქვყნების მაგალითებიც (მაგ. 1939წ. რუსეთ ფინეთის ომი და ა.შ.). ბრძოლა ყოველი ქართველის გენეტიკურ კოდშია ჩაბეჭდილი , ამიტომ მისი ამოქმედება დღეს ეროვნული ინტერესების დაცვის ტოლფასია.(უნდა განხორციელდეს პატრიოტული მუხტით დატვირთული პრეზენტაციების და როგორც დოკუმენტური ასევე მხატვრული ფილმების ჩვენება).
დღეში სამი საათი (18.00 დან 21.00) სამსახურის შემდეგ და შაბათს 8.00 დან 20.00 მდე, ის დრო არ არის რომლის მოძებნაც მოქალაქეებს გაუჭირდებათ , თანაც მათ პირადი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი ნაკლებად შეეშლებათ.
ტერ.დაცვას კადრირებული ოცეულების (პროფესიონალი ოცმეთაური + ტერ.დაცვის პირადი შემადგენლობა) სახე უნდა მიეცეს. სერჟანტები და კაპრალები ტერ.დაცვიდან უნდა იქნენ გამოვილებული(წარჩინებულებს თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებაში მიენიჭებათ წოდებები). ოცმეთაური ადგილობრივი შსს თანამშრომელი შეიძლება იყოს და თუ ტერ,დაცვა მთლიანად შსს-ს დაექვემდებარება მით უკეთესი იქნება. თუ ტერ.დაცვის კადრების როლს შსს-ს თანამშრომლები შეასრულებენ , მაშინ ტერ.დაცვას შსს-ს პირადი შემადგენლობაც დაემატება. შსს-ში დისციპლინის ფაქტორი მაღალ დონეზეა რაც დადებითად იმოქმედებს ტერ.დაცვის დისციპლინის ამაღლებაზეც. თუ ტერ.დაცვა+შსს-ს ძალებს გავამაგრებთ რეგულარული არმიის შენაერთებით (ტანკებით, არტილერიით, საჰაერო თავდაცვის და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით) მივიღებთ მაღალბრძოლისუნარიან, კარგად შეიარაღებულ, მრავალრიცხოვან დაჯგუფებას , რომელსაც შეეძლება კონკრეტული დასახლებული პუნქტის ხანგრძლივი დაცვა(შენარჩუნება).
ზემოთხსენებულის გათვალიწინებით აუცილებელი ხდება ტერ.დაცვის, შსს-ს და რეგულარული საჯარისო ნაწილების საერთო წვრთნების ჩატარება (პროცედურე -ბის შემუშავება, როლების გაყოფა) .
ტერ.დაცვის სასწავლო პროცესის ჩასატარებლად შესაძლებელია ლოკალური სკოლის შენობების გამოყენება. თეორიული მასალის ასათვისებლად, სკოლის შენობაში ყველა ამისთვის სჭირო იმფრასტრიქტურა(სკამები,მაგიდები,დაფა) არსებობს. სკოლის შენობაშივე შესაძლებელია ქალაქში ბრძოლის ტაქტიკის იმიტირება და შესწავლა. სკოლის სპორტულ დარბაზებში კი ფიზიკური მომზადების განხორციელება.
სწავლებისთვის გამოყოფილი დრო მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული(არანაირი სამწყობრო მომზადება). პრაქტიკული სწავლებების დროს შესწავლილი უნდა იქნეს კონკრეტული ქალაქის (დას.პუნქტის) რელიეფი. ყურადღება დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ტექნიკებზე უნდა გამახვილდეს , მაგრამ აგრეთვე შესწავლილი უნდა იქნას პარტიზანული ბრძოლის საფუძვლებიც. ათვისებული უნდა იქნეს ქალაქის კანალიზაციური ქსელი( არსებობის შემთხვევაში) და მისი საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობები. თეორიული მომზადების დროს გამოყენებული უნდა იქნას ქალაქის(დას.პუნქტის) დაცვის მაგალითები ისტორიიდან(სტალინგრადი, ვარშავა, გროზნო) , ნაჩვენები უნდა იქნას თემატიკასთან დაკავშირებული დოკუმენთური ფილმები.
ტერ.დაცვის პირადმა შემადგენლობამ უნდა შეისწავლოს თუ როგორ უნდა გადაადგილდეს მებრძოლი ქალაქში,სად დაიმალოს, როგორ და რა პოზიციებიდან გახსნას ცეცხლი. საცეცხლე მომზადებას შესაბამისი ყურადრება უნდა დაეთმოს (ტერ.დაცვის ყველა წევრმა უნდა იცოდეს ყუბარმტყორცნის ,როგორც ერთჯერადის ასეცე მრავალჯერადის გამოყენება.) შეძლებისდაგვარად ყოველ მებრძოლს უნდა გააჩნდეს ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი , რომელიც ქალაქის პირობებში , ტანკებთან და ჯავსანტრანსპორტიორებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. გათვითცნობიერებული უნდა იქნეს საჰაერო თავდასხმის საშიშროება , ეფექტები და დაცვის საშუალებები.
გასათვალისწინებელია ,რომ მოწინააღმდეგეს საჰაერო სივრცეში დიდი უპირატესობა გააჩნია და ,რომ ჩვენი საჯარისო შენაერთების გადაადგილება გაძნელებული იქნება(კოლონა გადადგილებისას ადვილი აღმოსაჩენი და გასანადგურებელია). ტერ.დაცვის შენაერთების არსებობით მინიმუმამდე დავიყვანთ ჯარების ერთი ადგილიდან მეორეში გადასროლის და მანევრების აუცილებლობას. მანევრებს ბევრად უკეთესად გაწვრთნილი, აღჭურვილი და მექანიზირებული რეგულაღული საჯარისო ნაწილები განახორციელებენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე ტერ.დაცვა უბნების , რაიონების მიხედვით უნდა შეიქმნას და კონკრეტული რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებას უნდა დაექვემდებაროს.( მაგ. დიდუბის რაიონის პოლიცია , დიდუბიდ ტერ.დაცვას უხელმძღვანელებს, ჩუღურეთის პოლიცია ჩუღურეთის და ა.შ). რაიონები ცალკეულ უბნებად დაიყოფა , რომლებსაც ამა თუ იმ კონკრეტული უბნის პოლიციის განყოფილებები უხელმძღვანელებენ(მაგ. ოქროს უბნის ტერ.დაცვას , ამავე უბნის პოლიციის განყოფილება). ამავე განყოფილებაში შეინახება იარაღი და აღჭურვილობა.
ტერ.დაცვის შექმნა ეტაპობრივად უნდა მოხდეს(შეუძლებელია სუყველას ერთდროულად მომზადება). მაგალითად: კონკრეტულ უბანში, პირველი ორი-სამი თვის განმავლობაში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მომზადდება - შემდეგ ორ-სამ თვეში მეორე და ა.შ. ტერ.დაცვის შექმნის დრო , მოსახლეობის რაოდენობაზე და მომზადების საშუალებებზე არის დამოკიდებული(დასადგენია თუ რამდენი მოქალაქის მომზადება არის შესაძლებელი ერთდროულად). ზუსტი ციფრების არ არსებობის გამო , ტერ.დაცვის მთლიანად ჩამოყალიბების დროს ვერ დავასახელებ, მაგრამ პროცესი ნათელია.
ტერ.დაცვის სტრუქტურების შექმნა , მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად უდა ამოქმედდეს ,რაც პირველო ორი-სამი თვის ბოლოს; გაწვრთნილი, ორგანიზებული და ომის შემთხვევაში თავისი ადგილის გათვიტცნობიერებული მოქალაქეების დიდ რაოდენობას მოგვცემს(რაც საქართველოს თავდაცვითუნარ- იანობას საგრძნობლად გაზრდის).
ტერ.დაცვის შექმნა , სწრაფი მობილიზაზციის შესაძლებლობების გამო ,დიდ დასახლებულ პუნქტებში უფრო ადვილია, მაგრამ თუ პოტენციალის მთლიანად გამოყენება გვსურს , ყურადღება მცირე დასახლებულ პუნქტებზეც (სოფლებზე) უნდა გამახვილდეს. ასეთი დას.პუქტების ტერ.დაცვის შექმნა რაიონულ ცენტრზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, მანვე უნდა შეასრულოს სასწავლო ცენტრის ფუნქცია. მაგალითად: შედარებით დიდი ან სტრატეგიულად განლაგებული დასახლებული პუნქტი შეასრულებს თავშეყრის ადგილის ფუნქციას , მისივე დაცვა დაევალებათ გარშემო სოფლებში მაცხოვრებელ მოსახლეობას. ძნელი განსახორციელებელია ყველა სოფლის სათითაოდ დაცვა , ამოტომ უნდა შეირჩეს ერთი სტრატეგიული პუნქტი , რომლის დაცვაც ხანგრძლივი დროის განმავლობასი იქნება შესაძლებელი( სხვათა შორის ეს ძველი ქართული ტაქტიკაა: რამდენიმე სოფლის სიახლოვეს შენდებოდა ციხესიმაგრე, რომელშიც თავს აფარებდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები).
ისეთ დას. პუნქტებში სადაც საშუალება გვეძლევა რელიეფის და ტყის საფარის გამოყენების , შესწავლილი უნდა იქნას პარტიზანული ბრძოლის მეთოდები. საქართველოს მაღალმთიან რაიონების მოსახლეობას, სათანადო ორგანიზების შემთხვევაში , ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევა ძალუწს.
თუ ევენტუალური მოწინააღმდეგე შეეცდება ჩვენი ტერიტორიის , სწრაფი მანევრებადი ოპერაციების საშუალებებით დაპყრობას - ჩვენი ტაქტიკა ,რომელიც ყველა დიდი თუ საშუალო დასახლებული პუნქტის დაცვას ითვალისწინებს , ძალიან გაუძნელებს მას ჩანაფიქრის განხორციელებას . მტერი მთელი თავისი გადაადგილების გზაზე უნდა განიცდიდეს მუდმივ დანაკარგებს. თუ გამაგრებული პუნქტების რაოდენობა შესაბამისად დიდი იქნება, მტერი ვერ შეძლებს მათი გვერდით ავლას და ზურგში დატოვებას. იგი იძულებული იქნება გამაგრებული პუნქტები , ერთი მეორის მიყოლებით გაანადგუროს , რაც საგრძნობლად შეანელებს მარშის ტემპს და შეუძლებელს ხდის ბლიც კრიგის ჩატარებას.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მობილიზაციური პოტენციალი მაქსიმალ-ურად სწორად იქნება გამოყენებული, სრულიად ბათილდება ან მინიმუმამდე დადის მოწინააღმდეგის, პირად შემადგენლობაში (რაოდენობაში) არსებული უპირატესობა. ამიტომ ტერ.დაცვის შექმნა საგრძნობლად ზრდის საქართველოს თავდაცვითუნარიანობას.(არამგონია ,რომ რუსი რიგითი , ტერ.დაცვის რიგითს , მომზადების დონით, თავდადებით თუ მოტივაციით აღემატებოდეს).
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ,რომ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს თუ სად არის მისი ადგილი ომის შემთხვევაში და რომ ამ ადგილზე არ გამოცხადება სასტიკად დაისჯება.








ტერიტორიული თავდაცვის ჩამოყალიბების პროცესი


ჩამოყალიბების პროცესის პირველი ეტაპი


კრიტერიუმები -რომლებიც საქართველოს მოქალაქემ , ტერ.დაცვაში გაწევრინებისთვის უნდა დააკმაყოფილოს:

- უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
- უნდა გააჩნდეს მიდმივი ჩაწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე.
- არ უნდა იყოს ნასამართლევი.
- უნდა იყოს 18 დან 45 წლამდე ასაკის.
- არ უნდა იყოს თავდაცვის სამინისტროს ან შსს-ს აქტიური თანამშრომელი.
- უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო კომისიის მოთხოვნებს.

ტერ.დაცვი სტრუქტურების შექმნა , ზემოდან ქვემოთ უნდა დაიწყოს. ამისთვის საჭიროა შეიქმნას ტერ.დაცვის დეპარტამენტი, რომელიც შსს-ს დაქვემდებარებაში შევა და გააკონტროლებს(კურირებას გაუწევს) ტერ.დაცვის ჩამოყალიბების მთელ პროცესს. უნდა შეიქმნას ტერ.დაცვი შტაბი. შტაბის შექმნისას შენარჩუნებული უნდა იქნას შსს- ში არსებული სამსახურეობრივი ჰიერარხია-მინისტრიდან (ტერ.დაცვის სარდალი) ქვემოთ. ასეთი ჰიერარხიის შენარჩუნება ბევრად დააჩქარებს და გაადვილებს ტერ,დაცვის ჩამოყალიბების პროცესს. ასევე აუცილებელია შსს-ს კადრებისთვის (მინისტრიდან ქვემოთ) , ტერ,დაცვის განხრით კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ჩატარება , რათა შსს-ს მთელი შემადგენლობა გათვითცნობიერებული იყოს ტერ.დაცვასთან დაკავშირებულ პროცედურებში და თავიანთ მოვალეობებში.
მხოლოდ ტერ.დაცვის დეპარტამენტის ,შტაბის და ინსტრუქტორთა კადრების შექმნის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ტერ.დაცვის ცალკეული შენაერთების შექმნაზე.


ჩამოყალიბების პროცესის მეორე ეტაპი


1.საჭიროა მოხდეს მობილიზაციისთვის (ტერ. დაცვისთვის) გამოსადეგი და ზემოთ ხსენებული კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი მოსახლეობის რაოდენობის დადგენა და მათი აღრიცხვაზე ყვანა.
2. უნდა დადგინდეს თუ რამდენი რეზერვისტის მომზადება არის შესაძლებელი პირველ (2 ან 3 თვიან) ეტაპში და შეიქმნას ამ მოქალაქეთა სია.
3. უნდა მოხდეს ინსტრუქტორთა კადრების შერჩევა და მათი არსებულ დავალებებთან და მოვალეობებთან გაცნობა(ამისთვის შეიძლება საჭირო იქნას , ინსტრუქტორთა საორგანიზაციო , რამდენიმედღიანი კურსების ჩატარება). შსს-ში კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობის შემთხვევაში , ინსტრიქტორები თავდაცვის სამონოსტროში უნდა მოიძიოს. ინსტრუქტორებად სპეციალური დანიშნულების რაზმების მებრძოლების გამოყენება იქნება მიზანშეწონილი, რადგან მათ დიდი საბრძოლო გამოცდილება გააჩნიათ, ასევე იცნობენ დასახლებულ პუნქტში ბრძოლის თანამედროვე ტექნიკებს . აგრეთვე ძალუწთ დროის იმ მოკლე მონაკვეთში , რომელიც ტერ.დაცვის პირველი ნაკადის ჩამოყალიბებისთვის არის გამოყოფილი, მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება(ცოდნის და გამოცდილების გაზიარება).
4. შექმნილი უნდა იქნას შსს-ს იმ თანამშრომელთა სია , რომლებიც ტერ.დაცვის კადრების როლს შეასრულებენ(ამ თანამშრომლებმა მომზადება ტერ,დაცვის ერთეულებთან ერთად უნდა გაიარონ).
5. უნდა მოხდეს ტერ.დაცვის ჩამოყალიბებისთვის საჭირო შეიარაღების, ამუნიციის, აღჭურვილობის გამოყოფა(მომზადება).
6.უნდა მოიძებნოს(გამოიყოს) სასწავლო ცენტრისთვის განკუთვნილი ობიექტები (ამ ფუნქციის შესრულება სკოლის შენობებს შეუძლიათ, რადგამ მათში 18.00 დან 21.00 მდე სასძავლო პროცესი არ მიმდინარეობს).
7.უნდა შეირჩეს და მომზადდეს დიდაქტიკური მასალა(პრეზენტაციები, ფილმები, ლიტერატურა).
8. უნდა გამოიყოს სატრანსპორტო საშუალებები ,რომლითაც რეზერვისტების პოლიგონზე გადაყვანა და არჭურვილობის გადატანა მოხდება.
9. გამოყოფილი უნდა იქნას საკვები და სასმელი (საველე სწავლებებისთვის).
10. ინფორმაცია ტერ.დაცვის ახალი კონცეფციის არსებობი შესახებ საიფორმაციო საშუალებებით უნდა იქნას გავრცელებული და რაცშეიძლება დაწვრილებით აღწერილ(ახსნილი).
11. უნდა მოხდეს ტერ.დაცვის პირველი ნაკადისთვის მობილიზირებული მოქალაქეების შეტყობინება (შეტყობინება შეიძლება მოხდეს წერილობით ან პირადად. შეტყობინებაში უნდა შედიოდეს ინფორმაცია თუ სად და როდის უნდა გამოცხადდეს მოქალაქე სამედიცინო კომისიის გასავლელად. სად და როდის უნდა გამოცხადდეს მოქალაქე ტერ.დაცვის კურსების გასავლელად. აგრეთვე უნდა შეიცავდეს ტერ.დაცვის მოკლე კონცეფციას რათა მოქალაქეს შეეძლოს მას პირადად გაეცნოს. მოქალაქის ინფორმაციამდე უნდა იქნას მიყვანილი ,რომ საპატიო მიზეზების არ არსებობის შემთხვევაში ,ტერ.დაცვის კურსებზე არ გამოცხადება კანონით დაისჯება).


ჩამოყალიბების პროცესის მესამე ეტაპი

1.ტერ.დაცვის ჩამოყალიბების (შეკრების) პირველ დღეს უნდა მოხდეს, შეკრებილი მოქალაქეებისთვის ტერ.დაცვის კონცეფციის დაწვრილებითი პრეზენტაცია. მოქალაქეებს უნდა მიეცეთ კითხვების დასმის საშუალება და შეძლებისდაგვარად მათ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს(პირველი დღე ორგანიზაციულ საკითხებს უნდა დაეთმოს).
2.ტერ.დაცვის ჩამოყალიბების მეორე დღეს უნდა მოხდეს საბრძოლო აღჭურვილობის და შეიარაღების პრეზენტაცია. ყოველ მოქალაქეს უნდა გადაეცეს სამხედრო ფორმის 1 კომპლექტი(ბათინკები, წინდები,შარვალი,სამხედრო ბლუზა, ქურთუკი, ქამარი, ქუდი, მაისური). ყოველ შემდეგ შეკრებაზე ,ისინი ამ ფორმაში არჭურვილები უნდა გამოცხადდნენ. ყოველი მებრძოლისთვის სამხედრო ფორმის 1 კომპლექტის გარდა, გამოყოფილი უნდა იქნას : ჯავშანჟილეტი, კევლარის ჩაფხუტი,ტაქტიკური ჟილეტი. ფორმისგან განსხვავებით ზემოთხსენებული აღჭურვილობა , ყოველ დღე,სწავლებების დაწყების წინ უნდა იქნქს გაცემული და სწავლებების დამთავრების შემდეგ ჩაბარებული.
3.სწავლებების მესამე დღეს , პირადმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს შეიარაღება (რომელიც ყოველ დღე , სწავლებების დამთავრების შემდეგ იქნება ჩაბარებული) და უნდა მოხდეს მასთან გაცნობა(დაშლა,აწყობა,კონსერვაციის მეთოდები). ტერ. დაცვის შეიარაღებაში უნდა შედიოდეს :ავტომატური შაშხანა, ტყვიამფრქვევი, ყუმბარმტყორცნი(როგორც ერთჯერადი ასევე მრავალჯერადი), ხელყუმბარები. აგრეთვე შესწავლილი უნდა იქნეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული მსუბუქი შეიარაღები ყველა ნაირსახეობა(მასხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, სნაიპერული შაშხანები და ა.შ.)
4.შემდეგ დღეებში და ტერ.დაცვის პირველი ნაკადის სრულ ფორმირებამდე (სწავლებების დასრულებამდე) , სასწავლო პროცესი , წინასწარ შემუშავებული გეგმით და ინსტრუქტორების პრეფერენციების მიხედვით უნდა განხორციელდეს.


საწავლო პროცესის ევენტუალური მაგალითი


მთლიანი(2 ან 3 თვიანი) სასწავლო პროცესი , წინასწარ უნდა იქნას შემუშავებული. სასწავლო პროცესის ყოველი დღე, უნდა იქნას გულმოდგინედ დაგეგმილი. სამხედროს მომზადებისთვის აუცილებელი , არცერთი დეტალი არ უნდა იქნას გამოტოვებული. სწავლებებისთვის გამოყოფილი დრო მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული, რათა სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ მივიღოთ; კარგათ გაწვრთნილი, შეიარაღებული,დისციპლინირებული, თავიანთ მოვალეობაში გათვითცნობიერებული და მაღალი სულისკვეთებით მახასიათებელი საბრძოლო შენაერთი.
ქვემოთ წარმოგიდგენთ სასწავლო პროცესის ერთი დღის (თეორიულ) მაგალითს:
სამ საათიანი(18.00 დან 21.00 მდე) სასწავლო პროცესის პირველი ნაწილი(1 საათი) უნდა დაეთმოს თეორიული მასალის შესწავლას.(იარაღის დაშლა აწყობა, კონსერვაცია, სროლის პარამეტრების შესწავლა, ნავიგაციის მეთოდები და ა.შ.) მეორე ნაწილი (30 წუთი) უნდა დაეთმოს გამამხნევებელ და გამახურებელ ვარჯიშებს(ევენტუალურუ ტრამვების თავიდან ასაცილებლად). ხოლო მესამე ეტაპი(1 საათი და 30 წუთი) პრაქტიკულ სამხედრო მომზადებას უნდა დაეთმოს(ქალაქში ბრძლოს ტექნიკები, სწორად გადადგილება, მასკირება და ა.შ.) კვირაში ერთხელ შეიძლება ნაჩვენები იქნას თემატიკასთან დაკავშირებული დოკუმენთური ან მხატრული ფილმი. კვირაში ერთი დღე (შაბათი) დაეთმობა საცეცხლე მომზადებას(პოლიგონზე). საცეცხლე მომზადება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მარტო სტატიკური სროლის ტექნიკების შესწავლით, ათვისებული უნდა იქნას დინამიური (პრაქტიკული) სროლის ტექნიკები. ასევე შესწავლილი უნდა იქნას პირველი დახმარების ტექნიკები და ა.შ.



ევაკუაცია



ტერ.დაცვის სისტემის შექმნა ნათელს ხდის თუ რა მოვაელეობა ეკისრებათ კონფლიქტის შემთხვევაში, 18 დან 45 წლამდე , მამრობითი სქესის საქართველოს მოქალაქეებს. მაგრამ რჩება მოსახლეობის მეორე ნაწილი , ე.წ. მშვიდობიანი მოსახლეობა (ქალები, ბავშვები, მოხუცები) ,რომელთა როლი ნათელი არ არის, ამიტომ საჭიროა მათი , საბრძოლო მოქმედებების არეალიდან მოშორება (გარიდება). ამისათვის აუცილებელია შემუშავდეს მშვიდობიანი მოსახლეობის სწრაფი ევაკუაციის გეგმა. მოსახლეობა უნდა იყოს გათვითცნობიერებული თუ სად შეიძლება საჰაერო და საარტილერიო შეტევის დროს თავის შეფარება (თბილისში ამისათვის მეტრო უნდა იქნეს გამოყენებული), ასევე უნდა განახლდეს თავშესაფრების უკვე არსებული ქსელი( შედარებით უსაფრთხო ,პრუვიზორული თავშესაფრის როლს სარდაფებიც შეასრულებენ).
მოსახლეობის სწრაფი ევაკუაციისთვის გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო ტრანსპორტი(ავტობუსები, სამარშუტო ტაქსები) და ყველაფერ ამას ორგანიზებული სახე უნდა ჰქონდეს. აუცილებელია შეიქმნას სპეციალური სამსახური რომელიც ყველაფერ ამას გააკონტროლებს.
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ევაკუაცია შეძლებისდაგვარად ბათუმისკენ (თურქეთისკენ) ხოლო , თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოსი აზერბაიჯანის მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ადგილზე უნდა მომზადდეს ლტოლვილების მიღების და დაბინავები სიტემა(იფრასტრუკტურა). ყველაფერი ეს კონფლიქტის დაწყებიდან რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოხდეს და რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა იყოს ორგანიზებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ , რომ აუცოლებელია მშვიდობიანმა მოსახლეობამ იცოდეს თუ როგორ უნდა მოქცეს ომის შემთხვევაში , სად იქნება ევაკუაციისთვის თავშეყრის ადგილები და ა.შ.
ევაკუაციისთვის ყველა არსებული სატრანპორტო საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული, მათ შორის კერძოც. ამისთვის საჭიროა კერძო სატრანსპორტო ფირმების სიტუაციაში წინასწარ გათვითცნობიერება , მათი სატრანსპორტო საშუალებები ომის შემთხვევაში , ქალაქების და დას.პუნქტების სამხედრო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს.
აუცილებელია ევაკუაციისთვის გამოყოფილი ტრანსპორტის სათანადოდ აღნიშვნა. განმასხვავებელი ნიშნები (მაგ. თეთრი ბაიღაღები) შორიდან უნდა ჩანდეს , რათა მოწინააღმდეგის ავიაციას და სახმელეთო ჯარებს ,სამხედრო ობიექტებში არ აერიოთ და მათზე იერიში არ მიიტანონ.
ინფორმაცია შეკრების აგდილებზე და ევაკუაციის პროცედურებზე, მოსახლეობამ შეიძლება ტერ. დაცვის კურსებზე მიიღოს. კურსანტები მიღებულ ინფორმაციას თავიანთ ახლობლებში და ოჯახის წევრებში გაავრცელებენ.
მშვიდობიან მოსხლეობაში დიდი დანაკარგების და საყოველთაო პანიკის თავიდან ასაცილებლად, ძალიან მნიშველოვანია მოქალაქეების, ევაკუაციის პროცედურაში გათვითცნობიერება და ევაკუაციის სპეციალური სამსახურის შექმნა.




ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები



თუ გავითვალისწინებთ იმას , რომ ჩვენს პოტენციალურ მოწინააღმდეგეს, ჯავშანტექნიკაში სრული უპირატესობა გაჩნია, ნათელი ხდება ამ უპირატესობის ნიველირების აუცილებლობა. ასეთ სიტუაციაში ლოგიკური იქნება მსუბუქი ქვეითი შენაერთების ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით მაქსიმალურად გაჯერება.
ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფების შედგენის დროს უნდა გავითვალისწინოთ , რომ მათი ცეცხლის ძალის გაზრდა გამოიწვევს მობილურობის შემცირებას, ამიტომ ასეთი დანაყოფები ვერ აიღებენ თავზე მსუბუქი ქვეითის მოვალეობის შესრულებას . მათი პოტენციალი მთლიანად , თავდაცვითი ბრძოლების დროს გამოვლინდება. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით მაქსიმალურად გაჯერება საშუალებას მოგვცემს მტრის ჯავშანტექნიკაში არსებული უპირატესობის გაბათილებას.
ასეთი შენაერთის ცეცხლის ძალა ბევრად უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივი შენაერთის ცეცხლის ძალას . ასევე მრავალფეროვანი უნდა იყოს შეიარაღება.
შეიარაღების რაოდენობას და ნაირსახეობას პოტენციალური ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის მაგალითზე წარმოგიდგენთ:


ტანკსაწინააღმდეგო ოცეული


1. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის ოპერატორი(მსროლელი)
-შეიარაღება-ფაგოტის,კონკურსის ან სხვა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის გამშვები მოწყობოლობა+1 რაკეტა+ავტომატი.
2. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის ოპერატორის დამხმარე
-შეიარაღება-2 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა+ავტომატი.
3. ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის ოპერატორის დამხმარე
-შეიარაღება-2 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა+ავტომატი.
4. მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის( RPG7 ა) ოპერატორი-
-შეიარაღება- RPG7+2 რაკეტა+ავტომატი.
5. მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის( RPG7) ოპერატორის დამხმარე-შეიარაღება- RPG7-ის 3 რაკეტა+ავტომატი.
6. მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის( RPG7) ოპერატორის დამხმარე-შეიარაღება- RPG7-ის 3 რაკეტა+ავტომატი.
7. ავტომატური ყუმბარმტყორცნის (აგს17 ან აგლ40) ოპერატორი
-შეიარაღება-აგს17 ან აგლ40+ ავტომატური ყუმბარმტყორცნის ამუნიცია+ავტომატი.
8. ავტომატური ყუმბარმტყორცნის (აგს17 ან აგლ40) ოპერატორის დამხმარე (ეხმარება ყუმბარმტყორცნის გადატანაში) -შეიარაღება-ყუმბარმტყორცნის ამუნიცია+ავტომატი.
9. ავტომატური ყუმბარმტყორცნის (აგს17 ან აგლ40) ოპერატორის დამხმარე (ეხმარება ყუმბარმტყორცნის გადატანაში) -შეიარაღება-ყუმბარმტყორცნის ამუნიცია+ავტომატი.
10. ქვეითისთვის განკუთვნილი(სამფეხზე დამონტაჟებული) მსხვილკალიბრიანი (12.7) ტყვიამფრქვევის ( ნსვ“უტიოზი“, დშკ ან ბრაუნინგი) ოპერატორი -შეიარაღება-ტყვიამფრქვევი+ ერთი ყუთი ამუნიცია+ავტომატი.
11. ქვეითისთვის განკუთვნილი მსხვილკალიბრიანი(12.7) ტყვიამფრქვევის (ნსვ“უტიოზი“, დშკ ან ბრაუნინგი) ოპერატორის დამხმარე(ეხმარება ტყვიამფრქვევის გადატანაში)-შეიარაღება-ორი ყუთი ამუნიცია+ავტომატი.
12. ქვეითისთვის განკუთვნილი მსხვილკალიბრიანი(12.7) ტყვიამფრქვევის (ნსვ“უტიოზი“, დშკ ან ბრაუნინგი) ოპერატორის დამხმარე(ეხმარება ტყვიამფრქვევის გადატანაში)-შეიარაღება-ორი ყუთი ამუნიცია+ავტომატი.
13. 7.62 ან 5.56(პკმ-ი ან ნეგევი) ტყვიამფრქვევის ოპერატორი
-შეიარაღება-ტყვიამფრქვევი+ამუნიცია.
14. 7.62 ან 5.56(პკმ-ი ან ნეგევი) ტყვიამფრქვევის ოპერატორის დამხმარე
-შეიარაღება-ავტომატი+ტყვიამფრქვევის ამუნიცია.

ყველა ზემოთხსენებული ფუნქცია დუბლირდება(მეორდება) რასაც ემატება:

1. გადასატანი საზენიტო სისტემის (იგლა ,სტრელა,გრომი ან სტინგერი) ოპერატორი-შეიარაღება-გადასატანი საზენიტო სისტემა+ავტომატი.
2. სნაიპერი -შეიარაღება- ავტომატური სნაიპერული შაშხანა(სვდ ან სხვა)+ერთჯერადი ტანკსაწინაარმდეგო ყუმბარმტყორცნი(მუხა ან სხვა)+პისტოლეტი.
3. რადიო ოპერატორი- შეიარაღება- ავტომატი.
4. ოცეულის მეთაური-შეიარაღება-ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი(მუხა ან სხვა)+ავტომატი+პისტოლეტი.

საერთო ჯამში ვღებულობთ 32 მებრძოლს რომელთა მთავარ შეიარაღებას შეადგენს:
- 2 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი 10 რაკეტით.
- 2 მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი( RPG7) ,16 გასროლით.
- 2 ავტომატური ყუმბარმტყორცნი (აგს17 ან აგლ40), მინიმუმ 300 გასროლით.
- 2 ქვეითისთვის განკუთვნილი მსხვილკალიბრიანი(12.7)ტყვიამფრქვევი ( ნსვ “უტიოზი“, დშკ ან ბრაუნინგი), მინიმუმ 1000 გასროლით.
- 2 7.62 ან 5.56(პკმ-ი ან ნეგევი) ტყვიამფრქვევი.მაქსიმუმ ამუნიციით.
- 1 გადასატანი საზენიტო სისტემის (იგლა ,სტრელა,გრომი ან სტინგერი) .
- 1 ავტომატური სნაიპერული შაშხანა. მაქსიმუმ ამუნიციით.
- 2 ერთჯერადი ტანკსაწინაარმდეგო ყუმბარმტყორცნი.
- 29 ავტომატი, მაქსიმუმ ამუნიციით.

ამუნიციის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენებისთვის და შორ მანძილებზე ზუსტი ცეცხლის წარმოებისთვის, საჭიროა მსხვილკალიბრიანი (12.7) ტყვიამფრქვევის ოპტიკური სამიზნით აღჭურვა და ჯავშანგამტანი ტყვიების გამოყენება. ჯავშანგამტანი ტყვიები ასევე 7.62 ან 5.56(პკმ-ი ან ნეგევი) ტყვიამფრქვებშიც უნდა იქნეს გამოყენებული

ასეთი თხი ოცეულით დაკომპლექტებული ასეულის (128 მებრძოლი + ასმეთაური და ასმეთაურის თანაშემწე) შეიარაღება შეადგენს:
-8 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი 40 რაკეტით.
-8 მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი( RPG7) ,64 გასროლით.
-8 ავტომატური ყუმბარმტყორცნი (აგს17 ან აგლ40), მინიმუმ 1200 გასროლით.
-8 ქვეითისთვის განკუტვნილი მსხვილკალიბრიანი(12.7)ტყვიამფრქვევი ( ნსვ, დშკ ან ბრაუნინგი), მინიმუმ 4000 გასროლით.
-8 7.62 ან 5.56(პკმ-ი ან ნეგევი) ტყვიამფრქვევი.მაქსიმუმ ამუნიციით.
-4 გადასატანი საზენიტო სისტემის (იგლა ,სტრელა,გრომი ან სტინგერი).
-4 ავტომატური სნაიპერული შაშხანა. მაქსიმუმ ამუნიციით.
-8 ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.
-118 ავტომატი, მაქსიმუმ ამუნიციით.

4 ან 5 ასეულით კომპლექტება ბატალიონი.


დანიშნულება


ასე დაკომპლექტებულ ოცეულებს და ასულებს შეეძლებათ სტრატეგიულ მიმართულებაზე მტრის ხანმოკლე შეჩერება. აგრეთვე ნებისმიერი დასახლებული პუნქტის სწრაფი გამაგრება, ჩასაფრების მოქყობა მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონებზე. ტანკსაწინააღმდეგო ოცეულს(ასეულს) ძალუწს მტრის ზურგში საშუალო მანძილის რაიდების შესრულება. ზემოთხსენებული შეიარაღებით დაკომპლექტებულ ოცეულს(ასეულს) , მოწინააღმდეგის საკმაოდ დიდი ჯავშანკოლონის განადგურების პოტენციალი გააჩნია.(ასეულს თეორიულად მტრის 40 ერთეული ჟავშანტექნიკის განადგურების საშუალება აქვს). ტანკებით , არტილერიით და საჰაერო თავდაცვის საშუალებებით შევსებულ ოცეულს(ასეულს) ძალუწს საშუალო დასახლებული პუნქტის ხანგრძლივი დაცვა. წინასწარ მომზადებულ თავდაცვით ზღუდეზე კი მოწინააღმდეგის სრული შეჩერება ან განადგურება. გამოყენებული როგორც სტრატეგიული რეზერვი შეაჩერებს მტრის მოულოდნელ გარღვევას.
ოცეულის (ასეულის) გადაადგილება უზრუნველოფილი უნდა იქნეს ქვეითთა საბრძოლო მანქანებით ან ჯავშანტრანსპორტიორებით (ჯავშანტრანსპორტიორებშივე შეინახება დამატებითი ამუნიცია-მეორე და მესამე საბრძოლო კომპლექტი). ცალკეულ შემთხვევებში ოცეული(ასეული) გადადგილდება ფეხით.
ტანკსაწინააღმდეგო შენაერთების მთავრი დავალება , თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებაა, რაც არ გამორიცხავს მათ შეტევითი ოპერაციებში გამოყენებას (თუმცა არა როგორც ავანგარდი).
აგრეთვე მიმაჩნია რომ აუცილებელია სტრატეგიულ მიმართულებებზე თავდაცვითი ზღუდეების შექმნა, რომლებიც აგრესიის შემთხვევაში სასწრაფოდ იქნებიან დაკომპლექტებული ტაკსაწინააღმდეგო ოცეულებით(ასეულებით) , ხოლო ევენტუალურ გარღვევებს ან ლუკებს თავდაცვით ზღუდეში, მობილური ტანკსაწინაარმდეგო ოცეულები(ასეულები) შეავსებენ.




თავდაცვითი ზღუდეები



თავდაცვითი ზღუდეების აშენებისას უნდა გავითვალისწინოთ მტრის ევენტუალური სტრატეგია. მოწინაარმდეგე საქართველოს ტერიტორიის გაკონტროლებას , მისი მთავარი დასახლებული პუნქტების სრული კონტროლის შემთხვევაში შესძლებს( ასეთ აგლომერაციებში , საქართველოს მოსახლეობის 70%- 80% იმყოფება. მარტო თბილისში 2 მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს), ამიტომ ჩვენი თავდაცვითი ზღუდეები ამ დასახლებულ პუნქტებზე დარდნიბით უნდა აიგოს. ასეთი დასახლებული პუნქტებია: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი,ხონი, ოზურგეთი, ქუთაისი, საჩხერე, ყაზბეგი, ახალქალაქი, ახალციხე, ბოლნისი,რუსთავი, მცხეთა, გორი,კასპი,თბილისი, თელავი. ზუსტად ამ ქალაქების უშუალო სიახლოვეს და თუ საჭიროა ქალაქის ფარგლებში უნდა აიგოს ხანგრძლივი საცეცხლე წერტილების(ხსწ) ქსელი.
თუ საშუალება ამას გვაძლევს ხსწ-ები ამაღლებულ ადგილზე უნდა განთავსდეს. ცალკეულ ხსწ-ებს შორის მანძილი ისე უნდა შეირჩეს ,რომ მათ ერთმანეთის დახმარება შეეძლოთ. ხსწ-ების ქალაქის უშუალო სიახლოვეს განლაგება საშუალებას გვაძლევს ,რომ მათ შორის არსებული ლუკები , ქალაქის ნაგებობებმა(კორპუსებმა) შეავსოს.
თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ მტრის სტრატეგია, გამაგრებული პუქტეების გვერდით ავლა და სწრაფი მარშის გაგრძელება იქნება , თანაც მოწინააღმდეგის იერიში სხვადასხვა მხრიდან არის მოსალოდნელი,ადვილი შესაძლებელი ხდება, რომ ქალაქი ალყაში აღმოჩნდეს , ამიტომ ხსწ-ეების ქსელი , ქალაქის გარშემო , წრიულად უნდა განლაგდეს. ასეთი თავდაცვითი ზღუდის დაკომპლექტება , ნაწილობრივად ტერ.დაცვის ერთეულებით და რეგულარული არმიის ნაწილებით შეიძლება.
ხსწ-ები სამხედრო ინჟინერიის ყველა კანონების დაცვით უნდა შეიქმნას (არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოადგენდეს მარტო სანგრების ქსელს).
თუ რელიეფი საშუალებას გვაძლევს ,ხსწ ამაღლებულ ადგილას , წრიულად უნდა განლაგდეს. წრიულად განლაგებულ სანგრების ქსელს ოთხი, ოთხკუთხედად განლაგებული რკინაბეტონის კაპონერა უნდა წყვეტდეს. კაპონერები ისე უნდა განლაგდეს ,რომ მათ მოწინააღმდეგის ჯვაროსნულ ცეცხლში მოქცევა შეეძლოთ. პირველი სანგრების და კაპონერების ხაზს , ზემოთ მეორე, ასევე წრიულად განლაგებული სანგრების წრე უნდა იმყოფებოდეს. მაღლობის თავში(წვერზე) მეხუთე ,შედარებით დიდი რკინაბეტონის საარტილერიო კაპონერა უნდა დაიდგას. ხსწ-ის წინა ხაზი დანაღმული და მავთულხლართებით უნდა იქნას გამაგრებული. აუცილებელია სანგრების და კაპონერების მასკირება, ამიტომ სანგრები ხის ან ბეტონის საფარით უნდა იქნას გადახურული , ხოლო საფარის ზედა ფენა ვეგეტაციიტ დაფარული (შესაძლებელია ბუჩქების ან ხეების დარგვა). საარტილეტიო ცეცხლისგან პირადი შემადგენლობის დასაცავად , სანგრებში მიწისქვეშა თავშესაფრები (ბლინდაჟები) უნდა შეიქმნას.ასევე უნდა არსებობდეს ქალაქსა და ხსწ-ებს შორის ,ფარული კომუნიკაციის გზები, რომლებითაც უზრუნველყოფილი იქნება ხსწ-ის , ამუნიციით, საკვებით და პირადი შემადგენლობით მომარაგება(საჭიროების შემთხვევაში ფარული ევაკუაცია).


ხანხგრძლივი საცეცხლე წერტილის (ხსწ) შეიარაღება


ოთხ რკინაბეტონის კაპონერაში , მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები (ნსვ“უტიოზი“, დშკ ან ბრაუნინგი) უნდა იმყოფებოდეს, მეხუთე ზედა კაპონერაში ზუ23/2 ან ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო სისტემა. ფერდობის უკანა მხარეს , ნაღმტყორცნების ბატარეა. პირადი შემადგენლობა შეიარაღებული იქნება,: ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით(რპგ7), ავტომატური ყუმბარმტყორცნებით(აგს, აგლ), ტყვიამფრქვევებით , ავტომატებით.
პირადი შემადგენლობის რიცხვი საჭიროებისამებრ უნდა განისაზრვროს.
თავდაცვით ზღუდედ , ქალაქის მისადგომებთან არსებული ნაგებობებიც (კორპუსები) უნდა იქნას გამოყენებული.
ხსწ-ი მტრის მაქსიმალურ (როგორც საავიაციო ასევე საარტილერიო) ცეცხლს მიიზიდავს. მოწინააღმდეგის ცეცხლის და პირადი შემადგენლობის ერთ ადგილზე კონცენტრაცია, მანევრებადი ნაწილებით კონტრშშეტევის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. თუ მოწინააღმდეგე გადაწყვეტს გვერდი აუაროს ასე გამაგრებულ დასახლებულ პუნქტს და სწრაფი მარშით წინ წაიწიოს, იგი იძულებული იქნება ქალაქის ბლოკადისთვის პირადი შემადგენლობის ნაწილი დატოვოს , რაც საგრძნობლად შეასუსტებს მის დამრტყმელ ძალებს. ასე გამაგრებული , ზურგში დატოვებული დას.პუნქტიდან შესაძლებელია კონტრ შეტევების განხორციელება ,მტრის დაჯგუფების განადგურება და კომუნიკაციების გაწყვეტა. კონტრშეტევა , ბლოკადის პირველ ეტაპში ( სანამ მოწინააღმდეგის ძალები შედარებით სუსტია), უნდა განხორციელდეს.
ასე გამაგრებულ დას.პუნქტების შორის არსებულ ლუკებს ,რეგულარული არმიის ,მობილური მექანიზირებული ნაწილები გააკონტროლებენ. მათვე დაეკისრებათ მოწინააღმდეგის კომუნიკაციების გზების გაწყვეტა და კონტრ იერიშების მიტანა ფლანგებიდან, რომელთა განხორციელებაც ,ომის პირველ ეტაპშია ყველაზე მიზანშეწონილი,როდესაც მოწინააღმდეგე , გრძელ სამარშო კოლონებით გადაადგილდება და არ განუხორციელებია ძალების ფრონტზე გაშლა.
საქართველოს მობილიზაციური რესურსის სწორად გამოყენება აბათილებს მოწინააღმდეგის უპირატესობას პირად შემადგენლობაში. თუ ამას დაემატება სწორი თავდაცვითი სტრატეგია- თავდაცვით ზღუდეებზე და მობილური ნაწილების კონტრ იერიშებზე დაყრდნობით, სავსებით შესაძლებელია არა მარტო მტრის შეჩერება არამედ მისი უკუქცევა(განადგურება).



მობილური დანაღმვა


ჩვენს ევენტუალურ მოწინააღმდეგეს, პირად შემადგენლობაში და შეიარაღებაში დიდი უპირატესობა გააჩნია, ამიტომ მის შესაჩერებლად და გასანადგურებლად მთელი ჩვენი ინტელექტუალური, მატერიალური თუ მობილიზაციური პოტენციალის გამოყენება მოგვიწევს. ასეთ პირობებში საჭირო ხდება არაკონვეციონალური აზროვნება და იმპროვიზაცია, რომელიც მოწინააღმდეგის სხემატურ ხედვას დაანგრევს და მის დეზორიენტაციას გამოიწვევს. ასეთი არაკონვეციონალური აზროვნების და იმპროვიზაციის ერთერთ გამოვლინებად, მობილური დანაღმვის ტაქტიკა მიმაჩნია.
მობილური დანაღმვის განსახორციელებლად საჭიროა მობილური დამნაღვნელი ოცეულების შექმნა, რომლებსაც შეეძლებათ მოკლე დროში, მტრის ჯავშანკოლონების გადაადგილების გზების დანაღმვა. ასეთი ოცეული უნდა გადაადგილდებოდეს ჯავშანტრანსპორტიორებით და უნდა შეეძლოს გზის გარკვეული მონაკვეთის სწრაფი დანაღმვა . პროფესიონალური ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების უქონლობის შემთხვევაში,გამოყენებული შეიძლება იქნეს საარტილერიო ჭურვები. ასეთ ოცეულს უნდა შეეძლოს, სანაღმო ჩასაფრების სწრაფი მომზადება. მაგალითად: გზის 200 მეტრიანი მონაკვეთი დაინაღმება 20 საარტილერიო ჭურვით და მტრის ჯავშანკოლონის გამოჩენის შემთხვევაში, ჩასაფრებაში მყოფი ოპერატორი აამოქმედებს მათ. მობილური დანაღმვის ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში , მაქსიმალურად ვიყენებთ ჩვენი არმიის ხელთ არსებულ მცირე რესურსებს-დანაღმვა ხორციელდება კონკრეტულ, საჭირო მიმართულებებზე. ხოლო მისი შედეგები(პრეციზია), იგივე რაოდენობის ჭურვებით, მოძრავ კოლონაზე განხორციელებულ საარტილერიო თავდასხმას ბევრად აღემატება. ჩასაფრების მოხსნის ან მოწინააღმდეგის არ გამოჩენის შემთხვევაში , შესაძლებელია ნაღმების ხელმეორე გამოყენება სხვა მიმართულებაზე.
ჩასაფრების მოწყობის დროს , ადგილზე რჩება ერთი ან ორი ოპერატორი (ამფეთქებელი). საჭიროა მათი ადგილსამყოფელის რაც შეიძლება კარგი შენიღბვა(მასკირება). ოპერატორმა შეიძლება არტილერიის კოორდინატორის როლიც შეასრულოს , რადგან ჩასაფრების შედეგად გაჩერებული კოლონა , არტილერიისთვის ხელსაყრელი სამიზნე ხდება. ასევე შესაძლებელია სანაღმო, საცეცხლე და საარტილერიო ჩასაფრების ერთდროულად ამოქმედება , რაც მაქსიმალურ ეფექტს მოიტანს. სანაღმო ოცეულების გამოყენება , ევენტუალური უკან დახევის დროსაც შეიძლება.
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ოცეულების მობილურობა (ჯავშანტრანსპორ- ტიორებით გადადგილება) და დანაღმვის რაც შეიიძლება სწრაფი შესრულება.
ტერიტორიის დანაღმვის შემდეგ, ადგილზე რჩება ერთი ან ორი ოპერატორი, დანარჩენი ოცეული სწრაფად იცვლის აგდილმდებარეობას .
ძალიან მნიშვნელოვანია ნაღმების წინასწარ მომზადება რათა დანაღმვა რაც შეიძლება მოკლე დროში შესრულდეს. ამისთვის წინასწარ მზადდება 20 ,ერთმ- ანეთზე დეტონაციური კაბლით(Detonating cord) გადაბმული სარტილერიო ჭურვი. კლასიკური დეტონატორების ნაცვლად ცოტაოდენი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებაც შეიძლება.ჭურვებს შორის მანძილი 10 მეტრამდე უნდა იყოს (სიტუაციის შესაბამისად შეასძლებელია ამ მანძილის შემოკლება ან გაზრდა). ელექტრო დეტონატორის არ ქონის შემთხვევაში დეტონაციური კაბელი , ოპერატორის თავშესაფრამდე უნდა იქნას მიყვანილი.
ჩასაფრების მომზადების პროცესი- ოცეულის ნაწილი ამზადებს გზის საფარს დანაღმვისთვის (თხრის ორმოებს) , ხოლო მეორე ნაწილი ნაღმავს. ჩასაფრების ადგილიდან მოშორებით მზადდება ოპერატორის სათვალთვალო პუნქტი(შეძლებისდაგვარად ტყის საფარში ან მოშორებულ შენობაში). ოპერატორს უნდა ჰქონდეს სწრაფი და შეუმჩნეველი ევაკუაციის საშუალება და წინასწარ შერჩეული გზები.ყველაფერი ეს დროის რაც შეიძლება მოკლე მონაკვეთში უნდა შესრულდეს. აფეთქების შემდეგ(სხვა ბრძანებების უქონლობის შემთხვევაში) ოპერატორი მაშინვე ტოვებს თავის საფარს და ცდილობს შეუერთდეს დანარჩენ ოცეულს. კარგია თუ ოპერატორს ექნება არტილერიი კოორდინატორის კვალიფიკაციები.ასეთი ჩასაფრება მტრის ცნობილ ან ევენტუალურ გადადგილების მარშრუტებზე კეთდება.
სწრაფი დანაღმვის მეთოდი გაგვიადვილებს სანაპირო ზოლის დაცვასაც.
მტრის ევენტუალური საზღვაო დსნტის შემთხვევაში , თუ მისი ადგილზევე განადგურება ვერ მოხერხდება, უნდა მოხდეს მისი იზოლირება . ამის მიღწევა , დესანტის ადგილიდან გამავალი გზების სწრაფი დანაღმვით შეიძლება.
მაქსიმალურად სწრაფი რეაგირებისთვის , მთელი სანაპირო ზოლის გასწვრივ, გარკვეულ შუალედებში უნდა მორიგეობდნენ ასეთი ოცეულები რაც დესანტის ორი მხრიდან იზოლაციის საშუალებას მოგვცემს . დესნტის ადგილიდან გამავალი გზების ორი მხრიდან დანაღმვა ,საგრძნობლად შეანელებს დესანტირების ადგილის დატოვებას და ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში, მოწინააღმდეგის ძალების შეღწევას, რაც ჩვენ სანაპიროს დაცვის შენაერთებს მისცემს საჭირო დროს რათა გადადგილდნენ დესანტირების ადგილისკენ და გაანადგურონ იგი.
მობილური დანაღმვის კიდევ ერთი პლიუსი არის ის ,რომ გვაქვს საშუალება , დანაღმულ მონაკვეთზე ჩვენი ერთეულების უსაფრთხო გატარების, ხოლო ჩასაფრების მხოლოდ მოწინაარმდეგის გამოჩენის(საჭიროების) შემთხვევაში ამოქმედების.
ასეთ ოცეულს რამდენიმე ჩასაფრების მოწყობის პოტენციალი(ამუნიცია) უნდა გააჩნდეს. (უნდა შეეძლოს დანაღმოს გზის გარკვეული მონაკვეთი, გადაადგილ- დეს და ხელმეორედ დანაღმოს შემდეგი მონაკვეთი).
თუ გზის საფარი(ასვალტის ან ბეტონის) არ გვაძლევს იმის საშუალებას ,რომ დანაღმვა სწრაფად განხორციელდეს, მაშინ უნდა შეირჩეს გზის ისეთი მონაკვეთი რომლის უშუალო სიახლოვეს და გაყოლებაზე იქნება(გზისკენ მიმართული) ფერდობი და ზუსტად ეს ფერდობი დაინაღმოს(აფეთქების ძალა, გზის სავალ ნაწილისკენ უნდა იყოს მიმართული). ასეთმა დანაღმვამ ზოგიერთ შემთხვევებში, გზის უშუალო დანაღმვაზე უკეთესი შედეგები შეიძლება მოიტანოს.

User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby Pensia_27 » 29 Jan 2010 20:19

patria nostra
ჩემი თხოვნა იქნება ვორდში გადაიტანო ფაილი ატვირთო და დადო, მთლიანი ტექსტის აქ წერას.
Meine Ehre Heisst Treue

User avatar
Egrisec
ფორუმელი
Posts: 781
Joined: 07 Jan 2010 17:29

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby Egrisec » 02 Feb 2010 18:53

მინდა შევიძინო წიგნი გეითზე და ჰარტმანზე! თუ შეგიზლიათ დამეხმაროთ სად შეიზლება ამის შეძენა?

User avatar
Pensia_27
ფორუმელი
Posts: 4940
Joined: 11 Apr 2009 12:45

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby Pensia_27 » 02 Feb 2010 21:16

Egrisec
შეძენის რა მოგახსენო.. ადრე მქონდა ჰარტმანზე :( ძლივს ვიშოვე ეხლა აღარაა ეგეთი წიგნების არჩევანი.

ჯობს ნეტში იპოვო და დააპრინტერო ..
Meine Ehre Heisst Treue

User avatar
Egrisec
ფორუმელი
Posts: 781
Joined: 07 Jan 2010 17:29

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby Egrisec » 02 Feb 2010 21:53

Pensia_27
3 წიგნი მაქვს: ჰანს ულრიხ რუდელზე, გიუნტერ ბლიომერცზე, მაგრამ ეს ასებს შორის ვერ ვიპოვე და ლუფტწაფეს ასები. მწირი ლიტერატურა მაქვს.

tagvi
ფორუმელი
Posts: 8
Joined: 05 Feb 2010 18:55

Re: წიგნები სამხედრო თემაზე :

Postby tagvi » 05 Feb 2010 19:10

მოგესალმებით ყველას
ხალხნო რა მაინტერესებს თავდაცვის სამინისტრომ, რომ დაიწყო ჟურნალ სამხედროს გამოცემა რა ბედი ეწია ხომ არ იცით? კიდევ გამოდის? და თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია სად შეიძლება ვიშოვო იქნებ დამეხმაროთ.
მადლოა წინასწარ