დაბრუნება ავღანეთში (ISAF)

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
მურზაყან
ფორუმელი
Posts: 722
Joined: 12 May 2009 23:38

Re: დაბრუნება ავღანეთში (ISAF)

Postby მურზაყან » 07 Jun 2013 14:40

Avaza
Avaza wrote:მეც მომხრე ვარ რომ გამოვიყვანოთ (თან ერთია "რა მინდა" და მეორეა "რა არის საჭირო"), მაგრამ მაგ აქციის მომწყობები რუსების ინტერესებზე მუშაობენ ... :)

საჭიროცაა!
საერთოდ ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია უკვე ეს ამბავი. ფეხსალაგში ვეღარ წავსულვართ უკვე, რომ რუსეთის ინტერესებზე არ ვიფიქროთ.
უპირველესად ჩვენ აღარ გვჭირდება ეს ყველაფერი არაფერში.
რაც მეტ ხანს დარჩებიან მანდ ჩვენი ჯარები, მით უფრო მეტი მსხვერპლი იქნება და მით უფრო ჩავუვარდებით იმ რუსეთს ხელში. ასე ვერა?

Avaza wrote:გააჩნია "მოკავშირეს" რას ეძახი. აშშ რომ არა, ძალიან დიდი ალბათობით მეორე სომალი ვიქნებოდით ეხლა ...

აი ზუსტად ამას ვეძახი, რაც შენ გგონია, რომ ამერიკაა ჩვენთვის.
არაფერი სომალი არ ვიქნებოდით. პირიქით, ორ ათწლეულს არ დავკარგავდით ვიღაცის იმედში და ცალგულა კონფრონტაციაში.
სხვა ნეგატიურ მომენტებზე საერთოდ არაფერს ვამბობ. სხვა თემებში ვილაპარაკეთ ამაზე.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 07 Jun 2013 14:51

მურზაყან

მურზაყან wrote:საჭიროცაა!


არ ვარ მაგ დონეზე ინფორმირებული დადასტურებულ რომ ვთქვა ეგ.

მურზაყან wrote:ჩვენ აღარ გვჭირდება ეს ყველაფერი არაფერში


რა იცი? პოლიტიკას რომ თავი გავანებოთ სერიოზულ "ატკატკას" გადიან მანდ ჯარისკაცები ... ავღანეთში ნაომრები სულ სხვანაირად იქცეოდნენ ცხინვალში ... მანდ რეალური ომი მიდის საბრძოლო სტრესი ჩვეულებრივი მომენტია.

მურზაყან wrote:რაც შენ გგონია, რომ ამერიკაა ჩვენთვის


ამერიკას თავისი ინტერესები აქვს ... არც მეგობარია და არც მოკავშირე ... ზუსტად ასევეა თურქეთი და რუსეთიც ... ყველას თავისი ინტერესი აქვს ჩვენთან ...

მურზაყან wrote:ორ ათწლეულს არ დავკარგავდით ვიღაცის იმედში და ცალგულა კონფრონტაციაში.


ჩვენ რომ ნორმალურები ვყოფილიყავით და 1988-1991 წლებში არ გაგვეფრინა, ეხლა აყვავებული, ნეიტრალური და მაქსიმალურად მილიტარიზირებული იქნებოდა საქართველო ... დააკავშირებდა ერთმანეთს დასავლეთს, რუსეთს, თურქეთს და ირანს ... კავკასიის შვეიცარია ... :(
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
მურზაყან
ფორუმელი
Posts: 722
Joined: 12 May 2009 23:38

Re: დაბრუნება ავღანეთში (ISAF)

Postby მურზაყან » 07 Jun 2013 15:20

Avaza
Avaza wrote:რა იცი? პოლიტიკას რომ თავი გავანებოთ სერიოზულ "ატკატკას" გადიან მანდ ჯარისკაცები ... ავღანეთში ნაომრები სულ სხვანაირად იქცეოდნენ ცხინვალში ... მანდ რეალური ომი მიდის საბრძოლო სტრესი ჩვეულებრივი მომენტია.

ეს მედლის ცალი მხარეა, პაატა. ისიც ხომ ფაქტია, რომ ყოველ ადამიანს რაღაც რესურსი აქვს სახარჯავი, გინდ ბრძოლისუნარიანობის, გინდ ბრძოლოს სურვილის.
მეორეც ამ "იქცეოდნენ"-მა რაიმე ხელშესახები შედეგი მოიტანა?
მაგაზე დაწვრილებით რომ ვილაპარაკოთ, კიდევ რამდენიმე ნეგატიურ მომენტს ამოვაგდებთ, რომელიც მომავალ ბრძოლებში ხელსაც კი შეგვიშლის, მარა ეს ცალკე საუბარია.

ღირს ეგ აბკატკა იმდენი, რომ ეს უსაფუძვლო და დამღუპველი სხვისი იმედი აცოცხლოს ჩვენს საზოგადოებაში?

თავისთავად აბკატკა მაშინ ეღირებოდა რამედ, ჩვენი ხელმძღვანელობა რომ გვყავდეს და რაღაცას რომ აპირებდნენ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით.
ახლა კი აბკატკა რისთვის?

ჩემისთანა ზაპადნიკი იშვიათი იყო, მარა გავიარე.

Avaza wrote:ამერიკას თავისი ინტერესები აქვს ... არც მეგობარია და არც მოკავშირე ... ზუსტად ასევეა თურქეთი და რუსეთიც ... ყველას თავისი ინტერესი აქვს ჩვენთან ...

ვიცი ეგ იდეოლოგემა. მარა საქმეც მაგაშია, რომ ის ინტერესები ზოგჯერ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენსას.

Avaza wrote:ჩვენ რომ ნორმალურები ვყოფილიყავით და 1988-1991 წლებში არ გაგვეფრინა, ეხლა აყვავებული, ნეიტრალური და მაქსიმალურად მილიტარიზირებული იქნებოდა საქართველო ... დააკავშირებდა ერთმანეთს დასავლეთს, რუსეთს, თურქეთს და ირანს ... კავკასიის შვეიცარია ... :(

არ ვიცი, მარტო ჩვენი ნორმალურობა ეყოფოდა თუ არა? მარა სიმართლე ნამდვილადაა ამ ხედვაში.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 07 Jun 2013 15:58

მურზაყან

მურზაყან wrote:არ ვიცი, მარტო ჩვენი ნორმალურობა ეყოფოდა თუ არა? მარა სიმართლე ნამდვილადაა ამ ხედვაში.


ეყოფოდა ... ყველას აწყობდა ამ რეგიონში ერთი ასეთი ქვეყანა და გეოგრაფიულად ჩვენ ვართ იდეალურ მდგომარეობაში ...

წყობა: დემოკრატიული (დასავლეთის დახმარებით და ბლა-ბლა-ბლა)
შეიარაღება და მომზადება: რუსული (ზა დერჟავუ ობიდნო რომ არ იყოს)
განწყობა: ნეიტრალური

:)

თავიდანვე რომ ეს კურსი აგვეღო აშშ -ც სხვანაირად მოიქცეოდა და რუსეთიც ... ეხლა გვიანაა და რა მოგველის არ ვიცი ... წესით და რიგით კარგი არაფერი ... ჩიხში შევიყვანეთ საკუთარი თავი.
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
ლებუ
ფორუმელი
Posts: 518
Joined: 31 Oct 2009 14:20
Location: საქართველო

Re: დაბრუნება ავღანეთში (ISAF)

Postby ლებუ » 07 Jun 2013 23:15

ნებისმიერ შემთხვევაში მისიის ბოლომდე უნდა დარჩეს ქართული კონტიგენტი. თუ მსხვარპლი გავიღეთ, შემდეგ მივატოვეთ და შედეგი არაფერი გამოჩნდა, გამოდის რომ ამხელა მსხვერპლი არაფრისთვის გაგვიღია.
დანაკარგის ასაცილებლად თავიდანვე არ უნდა გაგვეშვა ჯარი ავღანეთში, მაგრამ თუ წავედით და მსხვეპლის მიღებისთანავე უკან გამოვიქეცით, რა სახელი შერჩება ქართულ არმიას და მთელ ქვეყანას? საქმის ბოლომდე მიყვანა იქნება ჩვენი ბიჭების ნამდვილი დაფასება. სხვანაირად არ შეიძლება.
Si Vis Pacem, Para Bellum
„თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ“ (დავით IV აღმაშენებელი)
† ძმათა საფლავზე, ჩვენ აქ ვწევართ... ვალმოხდილები. †

User avatar
Shaman
ფორუმელი
Posts: 843
Joined: 29 Jun 2009 20:16
Location: თბილისი

Re: დაბრუნება ავღანეთში (ISAF)

Postby Shaman » 08 Jun 2013 08:49

ლებუ wrote:ნებისმიერ შემთხვევაში მისიის ბოლომდე უნდა დარჩეს ქართული კონტიგენტი. თუ მსხვარპლი გავიღეთ, შემდეგ მივატოვეთ და შედეგი არაფერი გამოჩნდა, გამოდის რომ ამხელა მსხვერპლი არაფრისთვის გაგვიღია.
დანაკარგის ასაცილებლად თავიდანვე არ უნდა გაგვეშვა ჯარი ავღანეთში, მაგრამ თუ წავედით და მსხვეპლის მიღებისთანავე უკან გამოვიქეცით, რა სახელი შერჩება ქართულ არმიას და მთელ ქვეყანას? საქმის ბოლომდე მიყვანა იქნება ჩვენი ბიჭების ნამდვილი დაფასება. სხვანაირად არ შეიძლება.

+1. ავღანეთიდან სამხედროების გამოყვანას ემსახურება სწორედ ეს ტერაქტები.იმას მიიღებენ რაც სურთ,თალიბები,მაგრამ ყველაზე მეტად რუსები. ჩემი პირადი აზრით ეს ღონისძიება რუსების სპეცსამსახურების მოწყობილია,ვიდეოების ატვირთვას ვგულისხმობ.რუსების სპეცსამსახურებში მართლა ლოთები კი არ სხედან. მათ იციან მოსახლეობის დამოკიდებულება ავღანეთში ჯარების არსებობის შესახებ,ყოველი ტერაქტი და დანაკარგი სულ უფრო ამძაფრებს მოსახლეობას და უჩენს სურვილს დაუყონებლივ დატოვოს არმიის შენაერთებმა ავღანეთი,მოსახლეობის წნეხი თუ ვერ დაძლია თავდაცვის სამინისტრომ,ან ვითომ ვერ დასძლია და გამოიყვანა.მერე ნატო კი არა ორღობეშიც ვერ შევალთ. პირველი ტერაქტის მერე 3 კაცი რომ დავკარგეთ,ბატონი პრეზიდენტის ცნობილი ვიდეოს მერე (მინიმუმ სამხედრო ტრიბუნალის საქმეა ეს)რომ,ტერაქტი 99%-ით მოხდებოდა ამას რა მკითხაობა უნდოდა. ხალხი თავს ავღანეთში იმის გამო იფეთქებს რომ მის ცოლს ცუდად შეხედე. პრეზიდენტმა კი ისე გაუშვა პირდაპირ ეთერში რომ თითქოს ქაუთერში მოიგო ბრძოლა ბატონმა პოლკოვნიკმა. რუსებმა ეს ნახეს და ეგრევე ვიდეო დაამზადეს,იციან ავღანელების მოქმედების წესები,ბოლობოლო 10წელია ეომებოდნენ. ჩემი პირადი აზრით ამ ტერაქტის ძირიტადი მაინიცირებელი სჭორედ პრეზიდენტის ვიდეოა.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
არ არის გამორიცხული რომ რუსულმა სეცსამსახურებმა ამ ვითომდა ჯიჰადის ვიდეოს ეფექტის გასამძაფვრებლად საქართველოს ტერიტორიაზეც ჩაატარონ ტერაქტის აქტი.მითუმეტეს ყოფილა ამის შემთხვევები.მერე ნახეთ მოსახლეობის წნეხი ხელისუფლებაზე და თავდაცვის სამინისტროზე ჯარების გამოყვანაზე.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჯარი უნდა დარჩეს ავღანეთში,სასტიკად უნდა აიკრძალოს ნებისმიერი მაღალჩინოსანის ჩასვლა,თავისი თანხმლები მუსიკოსებით და პარტიის ნაშოჩკა გოგონებით.პიარის გასაკეთებლად. ბიჭების სიცოხლით და ჯანმრთელობიდ პიარის გაკეთება კატასტროფაა.
.

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 08 Jun 2013 10:06

Shaman wrote:არ არის გამორიცხული რომ რუსულმა სეცსამსახურებმა ამ ვითომდა ჯიჰადის ვიდეოს ეფექტის გასამძაფვრებლად საქართველოს ტერიტორიაზეც ჩაატარონ ტერაქტის აქტი


კი და ვიდეოსაც მოაყოლებენ ... ალბათ სადმე ზღვისპირა კურორტზე მოახდენენ, ტურისტული სეზონი რომ ჩაიშალოს და მთელს მსოფლიოს უფრო ეფექტურად მოედოს ...

"ბოროტების იმპერია" ტყუილად არ ჰქვიათ, ყველაფერზე არიან წამსვლელები ...

Shaman wrote:სასტიკად უნდა აიკრძალოს ნებისმიერი მაღალჩინოსანის ჩასვლა


+1
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Shaman
ფორუმელი
Posts: 843
Joined: 29 Jun 2009 20:16
Location: თბილისი

Re: დაბრუნება ავღანეთში (ISAF)

Postby Shaman » 08 Jun 2013 10:22

ძალიან დიდია შანსი რომ მართლა მოახდინონ მსგავსი ღონისძიება.ამ ეტაპზე სასწრაფოდ სჭირდებათ საქართველოს განეიტრალება,ოლიმპიადა ახლოვდება,სულ აცხადებდნენ რომ საქართველო ოლიმპიადისთვის საფრთხეს წარმოადგენსო. + ეს აქტი ბევრ რამეს გააკეთებს რუსების სასარგებლოდ.ტურიზმი ჩაიშლება,ივნესტიციები შეჩერდება,ხალხი პანიკაში ჩავარდება და მთავრობას დაახრჩობ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაზე,შესაბამისად ნატოშიც შესვლა უფრო გაჭიანურდება. ბრბოს კი ეგონება რომ თალიბების ან ჩრდილოკავკასიელების ნამოქმედარია(ლოპოტას სპეცოპერაციის საპასუხოდ) კიდევ უფრო დაგვეძაბება სიტუაცია ჩრდილოკავკასიელებთან,იმიტომ რომ ბრბო ხელს სწორედ თალიბებზე და კავკაასიელებზე გაიშვერს.კრემლი კი ჩრდილში კუბური სიგარეტის წევით და კონიაკით დატკბება. მე ესე ვხედავ მოვლენების განვითარებას,იმჰო.

დაქოქილია ფსიქოლოგიური და საინფორმაციო კრემლის მანქანა და ძალიან აქტიურად მუშაობს.


ლოპოტას სპეცოპერაციისას ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ,ვიცოდი რომ,სწორედ ამ დელიკატურ თემას გამოიყენებდა კრემლი ჩვენს წინააღმდეგ.
.

User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: დაბრუნება ავღანეთში (ISAF)

Postby Forrest Gump » 16 Jul 2013 19:08

ერაყის სამშვიდობო მისიაში დაღუპული ქართველი სამხედროები

http://geo-army.ge/index.php?option=com ... 19&lang=ka
უვარგისი

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 19 Jul 2013 16:41

თალიბანის მიერ გადაღებული ვიდეო. ამ თავდასხმის დროს დაიღუპა 7 ქართველი ჯარისკაცი.



პ.ს. გარე პერიმეტრზე დაცვა არ იდგა? ან ეს ბაზა რატომ იყო გზასთან ასე ახლოს? რეაგირებას ვერ მოასწრებდა ვერავინ ... გადმოუხვია და უკვე კარებთან იყო ... :(
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: დაბრუნება ავღანეთში (ISAF)

Postby Forrest Gump » 23 Sep 2015 06:27

ISAF (2010 - 2015)

2010 - 5
2011 - 6
2012 - 8
2013 - 10
2015 - 1

2010

მუხრან შუკვანი - უფროსი ლეიტენანტი (31-ე ბატალიიონი)

რამაზ გოგიაშვილი - პოლკოვნიკი (31-ე ბატალიონი)
დავით ცეცხლაძე - სერჟანტი (31-ე ბატალიონი)
გიორგი კოლხიტაშვილი - კაპრალი (31-ე ბატალიონი)
ნუგზარ კალანდაძე - კაპრალი (31-ე ბატალიონი)

2011

გიორგი ავალიანი - კაპრალი (32-ე ბატალიონი)

ვალერი ვერსკიანი - კაპრალი (32-ე ბატალიონი)

ლავროსი ივანიაძე - სერჟანტი (33-ე ბატალიონი)

გია გოგუაძე - რიგითი (33-ე ბატალიონი)

რეზო ბერიძე - უმცროსი სერჟანტი (33-ე ბატალიონი)

ბესარიონ ნინიაშვილი - კაპრალი (31-ე ბატალიონი)

2012

შალვა ფაილოძე - კაპრალი (31-ე ბატალიონი)

ვალიკო ბერაია - კაპრალი (31-ე ბატალიონი)
რუსლან მელაძე - კაპრალი (31-ე ბატალიონი)
პაატა კაჭარავა - კაპრალი (31-ე ბატალიონი)

ვალერიან ხუჯაძე - სერჟანტი (31-ე ბატალიონი)

გივი ფანცულაია - კაპრალი * (31-ე ბატალიონი)

მინდია აბაშიძე - კაპრალი (32-ე ბატალიონი)

გიორგი კიკაძე - სერჟანტი (II საარტილერიო ბრიგადა)

2013

ალექსანდრე კვიწინაძე - კაპრალი (42-ე ბატალიონი)
ზვიად დავითაძე - უმცროსი სერჟანტი (42-ე ბატალიონი)
ვლადიმერ შანავა - კაპრალი (42-ე ბატალიონი)

თეიმურაზი ორთავაძე - კაპრალი (42-ე ბატალიონი)
გიორგი ადამოვი - კაპრალი (42-ე ბატალიონი)
ზურაბი გურგენაშვილი - რიგითი (42-ე ბატალიონი)
მიხეილ ნარინდოშვილი - რიგითი (42-ე ბატალიონი)
ბორისი ცუგოშვილი - რიგითი (42-ე ბატალიონი)
ზვიადი სულხანიშვილი - რიგითი (42-ე ბატალიონი)
გიორგი ღუჭაშვილი - რიგითი (42-ე ბატალიონი)

2015

ვასილ ყულიჯანიშვილი - პირველი კლასის რიგითი (43-ე ბატალიონი)
უვარგისი

User avatar
Forrest Gump
ფორუმელი
Posts: 2540
Joined: 09 Jul 2009 13:58
Location: საქართველო

Re: დაბრუნება ავღანეთში (ISAF)

Postby Forrest Gump » 23 Sep 2015 06:27

სამუხაროდ 30-ე ჯარისკაცი, ვასილ ყულიჯანიშვილი დაიღუპა გუშინ ავღანეთში
უვარგისი