ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

არმიები, ტაქტიკა, შეიარაღება, კონფლიქტები, რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა.
User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:04

ჩეჩნეთის ომი - კონფლიქტის დასაწყისი, უშუალო კონფლიქტი, გროზნოს ბრძოლა, შეტევის გაგრძელება, ჩეჩნეთის კონტრშეტევა, გროზნოს მესამე ბრძოლა, ხასავ იურტის შეთანხმება, მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულება...
Last edited by 1992WAR on 05 Feb 2017 19:17, edited 3 times in total.

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:05

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იგი მხოლოდ საქართველომ აღიარა.
1992 წელს, ბორის ელცინის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ავტონომიურ რეგიონებს ფართო ავტონომიის უფლებას აძელვდა, 88 რეგიონიდან მხოლოდ ორმა, ჩეჩნეთმა და თათრეთმა არ მოაწერეს ხელი. თუმცა თათრეთმა მას 2 წლის შემდეგ, 1994 წელს მოაწერა ხელი.
რუსეთი ინტესნიურად ამარაგებდა ოპოზიციურ ძალებს ჩეჩნეთში. მათ 1992 წლის მარტში ჩეჩნეთის მთავრობის ჩამოგდებაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
1994 წლის 30 ოქტომბერს რუსულმა ავიაციამ გროზნო დაბომბა. შეტევას მხარი აუბეს ჩეჩნეთის ოპოზიციურმა ძალებმაც. მეორე ფართომასშტაბიანი შეტევა გროზნოზე 26-27 ნოემბერს განხორციელდა. ორივე შეტევა, ჯოჰარ დუდაევის მებრძლების მიერ მოგერიებულ იქნა.
1994 წლის 29 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ჩეჩნეთის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და იარაღის დაყრა და დანებება მოსთხოვა. ჯოჰარ დუდაევმა ულტიმატუმი არ მიიღო.
1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებული შენაერთები ჩეჩნეთში შეიჭრნენ. მიზეზად "კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება" დასახელდა. რუსეთის მაშინდელმა თავდაცმის მინისტრმა პაველ გრაჩევმა განაცხადა, რომ "უსისხლო ბლიცკრიგი" მაქსიმუმ 20 დეკემბრამდე გასტანდა.

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:05

11 დეკემბერს რუსეთის არმიამ დედაქალაქ გროზნოზე შეტევა 3 მხრიდან დაიწყო. ერთ–ერთი ფრონტი კოლონელ–გენერალის, ედუარდ ვორობიოვის მიერ შეჩერებულ იქნა. მან პროტესტი გამოხატა "ჯარის გაგზავნაზე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ". მას ბევრმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა ფიგურამ მიბაძა. მათ შორის ბორის ელცინის მრჩეველმა - ემილ პაინმა.
ელცინის განზრახვა, გროზნო ბლიცკრიგით აეღო, ამაო გამოდგა. რუსი ჯარისკაცების ჟინი უმდაბლესი იყო. ისინი ვერ აცნობიერებდნენ თუ რისთვის გაგზავნეს ომში.
ინგუშეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეაჩერეს რუსული კოლონა, რომელიც ჩეჩნეთისკენ მიიწევდა. მათ 30 ჯავშანმანქანა ცეცხლში გახვიეს. 1995 წლის იანვრამდე რუსეთის საარტილერიო და ხალიჩურ დაბომბვებს ათასობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა მოჰყვა.
ჩეჩენი მებრძოლები გროზნოში ბუნკერბსა და სანგრებს თხრიდნენ და გამალებით ემზადებოდნენ თავდაცვისთვის.
29 დეკემბერს ჩეჩენმა მებრძოლებმა უშედეგო იერიში მიიტანეს გროზნოს აღმოსავლეთით მდებარე სტრატეგიულ წერტილზე - ხანკალაზე.

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:06

გროზნოს ბრძოლა

1994-1995 წლების დეკემბერ-იანვარში რუსეთის საავიაციო და საარტილერიო შეტევებს გროზნოზე ათასობით მშვიდობიანი მოსახლის სიკვდილი მოჰყვა.
"ახალი წლის ღამის" ბრძოლას 1,000-2,000 რუსი ჯარისკაცი შეეწირა. 60-საათიან ბრძოლას მაიკოპის მოტორმსროლელი ბრიგადის ყველა დანაყოფი შეეწირა. მათგან მხოლოდ 230 ჯარისკაცი გადარჩა ცოცხალი(1/3 ჩეჩნების მიერ დატყვევებული).
მიუხედავად ჩეჩენი მებრძოლების გმირული წინააღმდეგობისა, რუსეთის არმიამ გროზნოს აღება შეძლო. 19 იანვარს რუსეთის არმიამ პრეზიდენტის სასახლე აიღო. ბრძოლა ქალაქის სამხრეთ რაიონებში კი 1995 წლის 6 მარტამდე გაგრძელდა.
რუსეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა, სერგეი კოვალიოვმა განაცხადა, რომ შეტაკებებს გროზნოში 27,000 უდანაშაულო მოსახლის სიკვდილი მოჰყვა. დმიტრი ვოლკოგონოვის თქმით კი - 35,000, მათგან 5,000 ბავშვი. რაც შეეხება ჯარისკაცებს, რუსეთის მტკიცებით, კონფლიქტის პირველ 5-კვირიან შეტაკებებში, მხოლოდ 2,000 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა .

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:06

1995 წლის 15 აპრილს რუსულმა კოლონებმა ჩეჩნეთის სამხრეთით იწყეს სვლა. 1995 წლის ივლისში ჩეჩენმა აჯანყებულებმა, შამილ ბასაევის მეთაურობით ქ.ბუდიონოვსკში(სტავროპოლის რაიონი) 1,500 ეთნიკური რუსი აიყვანეს ტყვედ. რუსეთი დროებით ულტიმატუმს დათანხმდა და დროებით შეაჩერა სამხედრო ოპერაციები. ამით ისარგებლეს ჩეჩნებმა და სამხედრო გადაჯგუფებები მოახდინეს. ამ დროს ჩეჩენი მებრძოლები პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებდნენ რუსების წინააღმდეგ.
აჰმად კადიროვმა რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა და არა–ჩეჩენ ხალხს მოუწოდა ჩართულიყვნენ ომში. ამას, 5,000 მოხალისის ჩასვლა მოჰყვა ჩეჩნეთში. უმეტესობა კავკასიელი ხალხი: 1,500 დაღესტნელი; 1,000 ქართველი; 500 ინგუში; 200 აზერბაიჯანელი; 300 თურქი; 400 სლავი უკრაინიდან და ბალტიის ქვეყნებიდან. ასევე 100-მდე არაბი და ირანელი.

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:07

1996 წლის 6 მარტს 1,500-2,000-მა ჩეჩენმა მებრძოლმა მოულოდნელი იერიში მიიტანა დედაქალაქზე. გროზნოში ბრძოლები 3 დღე მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ჩეჩნებმა იარაღის უდიდესი მარაგი და ამუნიცია ჩაუგდეს ხელთ. 1 თვეში, 16 აპრილს, არაბი მხედართმთავრის, იბნ ალ–ხატაბის მეთაურობით ჩეჩენმა მებრძლებმა სოფელ შატოისთან რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს. შეტაკების შედეგად 53 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
1996 წლის 21 აპრილს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი რუსეთის დაბომბვებს შეეწირა.
რაც დრო გადიოდა და დაღუპულების რიცხვი იზრდებოდა, რუსეთში ეს ომი უფრო და უფრო არაპოპულარული ხდებოდა. 28 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა ჩეჩნეთის ახალ პრეზიდენტთან, ზელიმხან იანდარბიევთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ფრონტის ხაზზე ბრძოლები არ წყდებოდა. 6 აგვისტოს, ბორის ელცინის ინაუგურაციამდე 3 დღით ადრე, ჩეჩნურმა შენაერთებმა გროზნოზე მოულოდნელი იერიში მიიტანეს.

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:07

6 აგვისტოს 1,500–მა ჩეჩენმა მებრძოლმა, შამილ ბასაევის, ასლან მასხადოვისა და ჰამზატ გელაევის მეთაურობით დედაქალაქზე იერიში მიიტანა. ამ დროისთვის, ქალაქში 12,000-მდე რუსი ჯარისკაცი იყო თავმოყრილი. ჩეჩნების შეტევა წარმატებით მიმდინარეობდა. 19 აგვისტოს რუსეთის მხედარმთავარმა, კონსტანტინ პულიკოვსკიმ ქალაქში მყოფ ჩეჩენ მებრძოლებს ულტიმატუმი წაუყენა და 48 საათის განმავლობაში იარაღის დაყრა უბრძანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქი აღიგვებოდა პირისაგან მიწისა. პულიკოვსკის განცხადების შემდეგ, ქალაქი პანიკამ მოიცვა. მოსახლეობა ცდილობდა სწრაფად დაეტოვებინათ ქალაქი სანამ რუსეთი მის დაბომბვას დაიწყებდა. რუსულმა ავიაციამ და არტილერიამ ლტოლვილთა კოლონების დაბომბვა დაიწყო, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. 22 აგვისტოს ულტიმატუმი სამშვიდობო ხელშეკრულებამ შეცვალა, რომლის ინიციატივაც, ბორის ელცინის მრჩევლისგან, ალექსანდრ ლებედისაგან იყო წამოსული. ამ უკანასკნელმა, პულიკოვსკის ულტიმატუმს - "ცუდი ხუმრობაც" კი უწოდა.

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:08

1996 წლის 31 აგვისტოს, 8 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ალექსანდრ ლებედსა და ასლან მასხადოვს შორის მიმდინარეობდა, ხასავ–იურტის ხელშეკრულების დადების გადაწყვეტილებით დასრულდა. შეთანხმება შემდეგს ითვალისწინებდა:
დემილიტარიზაციის ტექნიკური ასპექტები
ორივე მხარის მიერ გროზნოს დატოვება
გაერთიანებული სამმართველოს ჩამოყალიბება ქალაქში გამეფებული მოროდიორობის აღსაკვეთად.
ფედერალური ძალების გამოსვლა ჩეჩნეთიდან 1996 წლის 31 დეკემბრამდე.
პირობა იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის არანაირი ხელშეკრულება არ დაიდება 2001 წლამდე.

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:09

ხასავ იურტის შეთანხმებიდან 9 თვის შემდეგ, 1997 წლის 12 მაისს ახლადარჩეული ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ბორის ელცინთან ერთად სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
მასხადოვი იმედოვნებდა, რომ რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ურთიერთობები გაღრმავდებოდა, თუმცა ამაოდ. 2 წლის შემდეგ, 1999 წლის ზაფხულში, ჩეჩენი მებრძოლები, შამილ ბასაევისა და იბნ ალ-ხატაბის მეთაურობით დაღესტანში შეიჭრნენ. რამაც რუსეთში ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხელ–ფეხი გაუხსნა, რათა მსხვილ მასშტაბიანი კამპანია წამოეწყო ჩეჩნური სეპარატიზმის საბოლოო განადგურებისთვის.

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:11

შამილ ბასაევის მიზანი კავკასიის ისლამური რესპუბლიკის შექმნა იყო, რომელსაც მთელი ჩრდილოეთ კავკასია უნდა მოეცვა. ბასაევის შეჭრა დაღესტანში რუსეთის ხელისუფლებამ საბაბად გამოიყენა ახალი ომის დასაწყებად ჩეჩენი ერის წინააღმდეგ. ჩეჩენთის მეორე ომის დაწყების მიზეზად სხვადასხვა ფაქტორები სახელდება: → პირველი ფაქტორი: ბევრი რუსი ანალიტიკოსი თვლის, რომ ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოეპოვებინა რუსეთის მოსახლეობის მხარდაჭერა. ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების დაწყება პუტინმა გამოიყენა, როგორც წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა. მართლაც ომის დროს ვლადიმერ პუტინის რეპუტაცია გაიზარდა და მისი რეიტინიგი საგრძნობლად ამაღლდა. ჩეჩენი მეამბოხეების დაღესტანში შეჭრით დაიწყო ყველასათვის უცნობი რუსეთის საიდუმლო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ პუტინის სწრაფი პოლიტიკური აღმასვლა. პუტინის პროპაგანდამ და ბრძოლამ “ჩეჩენი ბანდიტების” წინააღმდეგ, მას დიდი პოპულარობა მოუპოვა. რუსი ექსპერტების ნაწილი თვლის რომ შამილ ბასაევი გრუ-ს აგენტი იყო და ის გრუ-ს ინსტრუქციებით მოქმედებდა. მართლაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჩეჩენი ტეტორისტების უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ და დაღესტანში შეჭრით ისინი რუსეთის ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ. დაღესტანში შეჭრასთან ერთად იმ პერიოდში განხორციელდა ტერორისტული აქტები რუსეთში და საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებები ბუინაკსკში, მოსკოვსა და ვოლგოდონსკში, რაც შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩენი ტერორისტების ჩადენილ ქმედებად გამოაცხადა და საბაბად გამოიყენა ჩეჩნეთში ანტიტერორისტული ოპერაციების დასაწყებად. ცნობილი რუსი დისიდენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს დაწერილი წიგნიდან “ეფ-ეს-ბე აფეთქებს რუსეთს” ირკვევა, რომ ზემოთ ხსენებული საცხოვრებელი კორპუსები ჩეჩნებს არ აუფეთქებიათ. მათი აფეთქება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ეფ-ეს-ბე-ს მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო ასევე რადიკალი ისლამისტების დაღესტანში შეჭრა. ლიტვინენკოს აზრით რუსეთის ხელისუფლებას საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება და დაღესტანში დაგეგმილი პროვოკაცია იმისათვის დასჭირდა, რომ შეეცვალათ საზოგადოებრივი აზრი და გაეძლერებინათ ანტი-ჩეჩნური განწყობა რუსეთში. → მეორე ფაქტორად ხშირად სახელდება რუსეთის ხელისუფლების სურვილი გაეუქმებინა ხასავიურთის სამარცხვინო ზავის პირობები, აღედგინა რუსეთის არმიის შელახული პრესტიჟი და დაეცვა რუსეთის ტეტიროტიული მთლიანობა. → მესამე ფაქტორი კი ენერგორესურსების ტრანსპორტირებას ეხება. ჩეჩნეთს როგორც სატრანზიტო ქვეყანას, ძალზე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის, ვინაიდან კასპიის ნავთობის ტრანსპორტირება რუსეთში შეუძლებელი იქნებოდა ჩეჩნეთზე კონტროლის დამყარების გარეშე. რუსეთის ხელისუფლებას ასევე სურდა, რომ არ დაეშვა ალტერნატიული ენერგოდერეფნის ფორმირება სამხრეთ კავკასიის გავლით, რასაც შეეძლო წერტილი დაესვა რუსეთის ჰეგემონობისათვის კავკასიაში.

→ ინფორმაციის წყარო: https://www.militarium.org/ruset-chechnetis-meore-omi/

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:12

1999 წლის ოქტომბერში ვლადიმერ პუტინმა ასლან მასხადოვის ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩეჩნეთში გაგზავნა და რუს ხალხს სწრაფ გამარჯვებას დაჰპირდა ჩეჩნეთის ომში, რამაც მას საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება მოუტანა. 1999 წლის 11 ოქტომბერს ასლან მასხადოვმა სამშვიდობო გეგმა შეადგინა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვედრა შესთავაზა, რაზედაც ცივი უარი მიიღო. როდესაც დაინახა, რომ მოლაპარაკებები არანაირ შედეგს არ გამოიღებდა, მასხადოვმა საღვთო ომი – ღაზავათი გამოუცხადა რუსებს და თავდაცვისთვის მზადებას შეუდგა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა და ყველა რეზერვისტი გამოძახებულ იქნა სამშობლოს დასაცავად. რუსეთმა საჰაერო თავდასხმების განხორციელება დაიწყო ჩეჩნეთის დასახლებულ პუნქტებზე. ბალისტიკური რაკეტებით ხდებოდა გროზნოს და სხვა ქალაქების დაბომბვა. საჰაერო თავდასხმებმა აიძულა დაახლოებით 100.000 ადამიანი სახლ-კარი მიეტოვებინა და ინგუშეთის რესპუბლიკისათვის შეეაფარებია თავი. ინგუშეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დახმარებისათვის მიმართა, რათა ათობით ათასი ლტოლვილისთვის ღირსეული დახმარება გაეწია. ყოველ დღე ინგუშეთში 5.000-6.000 ჩეჩენი ლტოლვილი ჩადიოდა.

→ ინფორმაციის წყარო: https://www.militarium.org/ruset-chechnetis-meore-omi/

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:12

ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ქვეყნის დედაქალაქი მიწასთან იქნა გასწორებული რუსების მიერ. რუსებმა გროზნო ალყაში მოაქციეს 1999-2000 წლებში და ჩეჩნეთის დედაქალაქში “ქვა ქვაზე არ დასტოვეს”. გროზნო “აღიგავა პირისაგან მიწისა”, რის გამოც 2003 წელს გააერთიანებული ერების ორგანიზაციამ ის მსოფლიოს ყველაზე დანგრეულ ქალაქად აღიარა. რუსები თვლიდნენ რომ გროზნოში რამოდენიმე დღეში შეწყდებოდა წინააღმდეგობა და ქალაქი მათ ხელში გადავიდოდა, მაგრამ მალე იმედები გაუცრუვდათ. გროზნო მათთვის აუღებელ ციხესიმაგრედ გადაიქცა. დიდი მსხვერპლისა და დანაკარგების შემდეგ, რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გეგმები შეეცვალა. მათ ლაპარაკი დაიწყეს ქალაქის გარშემო “რკინის რგოლის” ფორმირების შესახებ, საიდანაც ვერც ერთი “ტერორისტი” ვერ დააღწევდა თავს. მიუხედავად დიდი მცდელობისა, რომ სრულ იზოლაციაში მოექციათ ქალაქის დამცველები, ორთვიანმა ალყამ მაინც ვერ გაამართლა. ჩეჩნეთის ქვედანაყოფმა ადვილად გაარღვია “რკინის რგოლი”, ორგანიზებულად დატოვა ქალაქი, კრემლის სცენარისტებს კი გეგმები ჩაუშალა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გადაინაცვლეს სამხრეთით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ზონაში, რათა მაქსიმალურად გამოეყენებინათ მათი უპირატესობა მაღალმთიან რეგიონებში რუსეთის კბილებამდე შეიარაღებული არმიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. ისინი თვლიდნენ, რომ ქალაქი დროებით დატოვეს და მალე ისევ გროზნოს დაუბრუნდებოდნენ, როგორც ეს მოხდა 1996 წლის აგვისტოს. გროზნოს დაცემის შემდეგ რუსეთმა კონტროლი აღადგინა სეპარატისტულ ანკლავზე, მაგრამ ჩეჩნეთში საომარი მოქმედებები მაინც არ შეწყვეტილა. ასლან მასხადოვმა და ჩეჩენმა საველე მეთაურებმა ჩეჩნეთის სამხრეთ ნაწილში, კავკასიის მთებში გააგრძელეს პარტიზანული ბრძოლები რუსების წინააღმდეგ. აჯანყებულებმა პატარ-პატარა საბრძოლო დანაყოფების შექმნა დაიწყეს. თითოეული დანაყოფის შემადგენლობაში სულ ათიდან ორმოცდაათამდე მეომარი შედიოდა. ამ საბრძოლო დანაყოფებმა რუსეთის არმიაზე მოულოდნელი თავდასხმების ორგანიზება დაიწყეს, რომელთა განხორციელების დროსაც ხშირად მშვიდობიანი ჩეჩენი მოსახლეობაც იღუპებოდა. 2000 წლიდან საღვთო ომში აქტიურად ებმებიან ქალი ტერორისტი-მკვლელები, რომლებიც თავიანთ თავს “შავ ქვრივებს” უწოდებენ. ამ ტერორისტ ქალებს ძირითადად რუსებზე შურისძიების სურვილი ამოძრავებდათ. მათ რუსეთ-ჩეჩნეთის ომში შვილები, ქმრები, მამები, საკუთარი ოჯახის წევრები დაკარგეს და ამიტომაც რუსებზე შურისძიება სწყუროდათ. ჩეჩნურ საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული სისხლის აღების წესი. ამ წესის თანახმად მოკლულის ნათესავი ვალდებულია შური იძიოს მკვლელზე, მოკლას იგი და ამასთანავე სიცოცხლეს გამოასალმოს მისი გვარის რომელიმე წარმომადგენელი. ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებული “სისხლის აღების” წესი ჩეჩენ ქალებს აიძულებდა, რომ საომარ მოქმედებებში ჩაბმულიყვნენ და ოჯახის წევრის დაკარგვის გამო სამაგიერო გადაეხადათ რუსებისათვის. ბოლო ომის დროს ასეთი ქალების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და მათ მონაწილეობა მიიღეს რუსების წინააღმდეგ განხორციელებულ არაერთ ტორირისტულ აქტში. 2001 წელს რუსეთმა დაიწყო ეგრეთწოდებული “ანტი-ტერორისტული ოპერაცია”, რომლის მიზანი ჩეჩენი მეამბოხეების განადგურება იყო. ამ ოპერაციის განხორციელების დროს რუსებმა შესძლეს აჯანყებულთა ისეთი ცნობილი ლიდერების და საველე მეთაურების განადგურება, როგორებიც იყვნენ იბნ ალ-ხატაბი, აბუ ალ-ვალიდი, სალმან რადუევი, რუსლან გელაევი და ასლან მასხადოვი. ყველაზე საშიში ტერორისტის, შამილ ბასაევის განადგურება რუსებმა დიდი ხნის მანძილზე ვერ შესძლეს და მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაციის განხორციელების შემდეგ, 2006 წლის 10 ივლისს მოახერხეს მისი ლიკვიდაცია. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ხშირად ბრალს სდებდა ჩეჩენი ტერორისტების მფარველობაში, რომლებიც მათი აზრით პანკისის ხეობაში იყვნენ გამაგრებული და იქიდან აწარმოებდნენ პარტიზანულ ომებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩეჩნეთის ომმა საქ არ თველოც მნიშვნელოვნად დააზარალა, ვინაიდან “ტერორისტების” განადგურების მიზნით რუსმა სამხ ედროებმა არაერთხელ დაბომბეს საქართველოს საზღვრისპირა სოფლები. 2000 წლის მაისში ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთში პირდაპირი რუსული მართველობა დაამყარა. გროზნოში შეიქმნა პრორუსული ორიენტაციის ხელისუფლება, რომელსაც სათავეში აჰმედ კადიროვი ჩაუდგა. კადიროვი ჩეჩნური ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო და ის აქტიურად ებრძოდა რუსებს ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, მაგრამ მეორე ომის დროს მან რუსეთის მხარეზე გადასვლა გადაწყვიტა. ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი კადიროვს ჩეჩნეთში შექმნილმა სავალალო მდგომარეობამ გადაადგმევინა და ჩეჩენი ხალხის სრული განადგურებისგან გადარჩენის სურვილმა. ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, 2003 წლის 5 ოქტომბერს ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებმა პუტინისთვის სასურველი შედეგები აჩვენა. მან მოახერხა, რომ ეს არჩევნები მისი ფავორიტის, აჰმედ კადიროვის გამარჯვებით დასრულებულიყო. ეუთომ, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და დასავლეთის პოლიტიკოსებმა, ჩეჩნეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს.

→ ინფორმაციის წყარო: https://www.militarium.org/ruset-chechnetis-meore-omi/

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:13

რუსეთის ხელისუფლებამ 2002 წელს ჩეჩნეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა, მაგრამ ეს უფრო რუსეთის მოსახლეობისათვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა იყო, ვიდრე რეალობა. სინამდვილეში საომარი ოპერაციები 2002 წელს არ შეწყვეტილა და ჩეჩნეთის სამხრეთ ნაწილში პარტიზანული ბრძოლები კვლავ გრძელდებოდა. პარტიზანული ტაქტიკის გარდა ჩეჩენი აჯანყებულები ხშირად მიმართავდნენ და მიამრთავენ ტერორიზმს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამის მაგალითია რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 2002 წლის 23-26 ოქტომბერს ორგანიზებული დუბროვკის ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც დაიღუპა 130 ადამიანი, ან კიდევ ჩრდილოეთ ოსეთში 2004 წლის 1 სექტემებრს განხორციელებული ბესლანის ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც 350 მძევალი დაიღუპა. 2000 წლის ივნისიდან 2004 წლის სექტემბრამდე ჩეჩნებმა სულ 23 ტერორისტული აქტი განახორციელეს როგორც ჩეჩნეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩეჩენ მეამბოხეთა ამჟამინდელი სტრატეგია გულისხმობს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ტერორისტული აქტების განხორციელებას.

→ ინფორმაციის წყარო: https://www.militarium.org/ruset-chechnetis-meore-omi/

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:14

2009 წლის 16 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჩეჩნეთს “ანტიტერორისტული ოპერაციების ზონის” სტატუსი მოუხსნა და 20.000 რუსი ჯარისკაცი რესპუბლიკიდან გაიყვანა. როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, ამ სტატუსის მოხსნა ნაადრევად მოხდა, ვინაიდან ტერორისტული აქტები არ წყდება ჩეჩნეთში და პერიოდულად კვლავ მეორდება. 2009 წლის ზაფხულში ძალადობამ ჩეჩნეთში პიკს მიაღწია. ტერაქტები და მკვლელობები თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა. 2008 წლის ზაფხულთან შედარებით, როდესაც 150 კაცი გახდა ტერორისტული აქტების მსხვერპლი, 2009 წლის ზაფხულის თვეებში 436 კაცი დაიღუპა. თვითმკვლელი ტერორისტები კვლავ გამოჩნდნენ ჩეჩნეთში. 2009 წლის აგვისტოში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, როდესაც დარწმუნდნენ რომ მათი დაკავება პოლიციის მხრიდან გარდაუვალი იყო. ტერორს ვერც რუსეთი გადაურჩა. ზემოთ ხსენებული თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული ტერაქტებიდან სამი თვის გასვლის შემდეგ თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა მოსკოვი-სანქტ პეტერბურგის რკინიგზაზე, რამაც იმსხვერპლა 28 ადამიანი, უამრავი მგზავრი დაიჭრა და დასახიჩრდა. დაიწყო ტერორიზმის ახალი ერა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩეჩნეთით და რუსეთის სხვა მხარეებსაც ხშირად წვდება. 2010 წელს მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა 39 კაცი, ხოლო 70-ზე მეტი დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო დოკუ უმაროვმა, რომელიც “ურჯულოთა” წინააღმდეგ გლობალური ჯიჰადის დაწყების მომხრე იყო. 2010 წლის ოქტომბერში ტერორისტები შეიჭრნენ გროზნოს პარლამენტში და სულ მცირე სამი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, ხოლო რამოდენიმე ათეული დაჭრეს. 2011 წლის აგვისტოში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შვიდი პოლიციელი და ერთი სასწრაფოს თანამშრომელი მოკლა. ტერაქტი განხორციელდა გროზნოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში, პარლამენტის შენობასთან ახლოს. ჩეჩნეთში მშვიდობის დამყარებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ნაადრევია. რუსებს პერიოდულად კვლავ უწევთ ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარება ამ ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2010 წელს ჩეჩნეთში მოხდა 37 აფეთქება და 12 ტერაქტი, რომელთა უმრავლესობა თვითმკვლელი ტერორისტების მიერ იყო მოწყობილი. შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, რომელიც მოხდა ჩეჩენ ბოევიკებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის, დაიღუპა 124 და დაიჭრა 123 ადამიანი. მარტო 2010 წელს ჩეჩნეთში სამჯერ ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაცია. რუსეთის სპეცსამსახურებმა თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს და ჩეჩნეთში ანტიტერორისტულ ოპერაციებს დასასრული არ უჩანს. 2012 წლის თებერვალში ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვარზე კვლავ ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაციები, რომლის დროსაც დაიღუპა რუსეთის ძალოვანი უწყების 17 და დაიჭრა 24 თანამშრომელი.

→ ინფორმაციის წყარო: https://www.militarium.org/ruset-chechnetis-meore-omi/

User avatar
1992WAR
ფორუმელი
Posts: 21
Joined: 05 Feb 2017 14:36

Re: ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები

Postby 1992WAR » 05 Feb 2017 16:19

შეტევა გროზნოზე

Image

http://photohost.aisiforce.org/show.php ... qatwq.jpg&